Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რიკოთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, მსუბუქი ავტოტრანსპორტი კი ხვალიდან იმოძრავებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა 13 აპრილის 07:00 საათიდან აღდგება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობითვე, თბილისი–სენაკი–

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია ასახული. კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. ცვლილებების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ექნება ან

სალომე ზურაბიშვილი - ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით

შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით. „კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ. მსგავსი აკრძალვა არსებობდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველ ვერსიაში არსებობდა. კორექტირებული ვარიანტში კი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციიდან განომდინარე, ეს ამკრძალავი ნორმები ამოღებულია. კანონპროექტში ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება. კომიტეტის თავმჯ

დავით კეზერაშვილი - გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ „ბიბისის“ მასალაში ჩემთან დაკავშირებული ფაქტების უზუსტობა და არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის აპირებს, რომ „ბიბისის“ მასალაში გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს. „მინდა, კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ზაზა თავაძე - ხელისუფლებამ, მათი ფრთის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს, უკვე დააწყებინა ,,კორუფციული სინდიკატის" დასანქცირებული მოსამართლეების მხარდამჭერი უნიჭო კამპანია

ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციულ სინდიკატს რომ კომპეტენცია არ ყოფნის, არახალია. საბედნიეროდ, სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა, მათი მმართველი ოლიგარქის დავალებების, როგორც წესი, უხარისხოდ შესრულება, სადაც თვალში საცემად ჩანს, იქნება ეს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები, თუ პოლიტიკური კორუფციით გაჟღენთილი სამოქალაქო დავები, თუ როგორაა ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებუ

ნიკა მელია - კეზერაშვილს ვურჩიე, რომ პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ახლა ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალს“ ეძებს, მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო

დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ახლა ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალს“ ეძებს, მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, ადამიანი არ არის დამნაშავე, ვიდრე არ დაადგენს სასამართლო. „ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო

„ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს დევი ჭანკოტაძე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შავ პიარს უწოდებს

მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტერები შექმნას, მისი მუშაობა დააორგანიზოს და ა.შ., – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. ჭანკოტაძის თქმით, „ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ განხორციელდეს საინფორმაციო ომი“. „ეს არის შავი პიარის ერთ-ერთი

ბელფასტში, ჯო ბაიდენისა და რიში სუნაკის შეხვედრა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრი რიში სუნაკი ამ წუთებში, ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ერთმანეთს ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ. ამ დილით ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის დირექტორმა, ამანდა სლოატმა, განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ ირლანდია იქნება, ისევე როგორც უ

უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში - უშუალო დამნაშავეები და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა უდავოდ დაისჯებიან

რუსეთის ფედერაციის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული. ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინელი ხალხისა და სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი პირველი სისასტიკე არ არის. უკრაინის საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირ

სამთავრობო მედიის მიერ ბაობაბების და რიკოთის გადასაფარადაა შემოგდებული – ბეჟაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს საგამოძიებო სტატია ქართული სამთავრობო მედიების მიერაა შემოგდებული, რათა „ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი“ და რიკოთზე არსებული ვითარება გადაიფაროს. საუბარია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუ

„იმედი მაქვს, კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა“ — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ იმედი აქვს, დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა, რათა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასჯელი მოიხადოს. პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საგამოძიებო სტატია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი, რომელიც თავს ევროპულ ქვეყნებს აფარებს, იქიდან გეგმავს საქართველოში არეულობას: „კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ა

სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა – გამოჟონილი დოკუმენტები

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან (პენტაგონი) გამოჟონილი დოკუმენტების თანახმად, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ან უკვე მიაწოდა კიდეც, იუწყება „როიტერსი“. დოკუმენტის თანახმადვე, ოფიციალურმა ბელგრადმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ მიაწოდა კიევს იარაღი და აღნიშნა, რომ აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, მომავალშიც განაგრძოს მიწოდება. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, სერბეთი, რომელსაც რუსეთთან ისტორიული, კულტურული და სხვა კავშირები აქვს, საკუთ

რიკოთი მსუბუქი ტრანსპორტისთვის ხვალიდან გაიხსნება | იმოქმედებს სპეციალური რეჟიმი

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის ხვალიდან, 13 აპრილიდან გაიხსნება, – ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეტარტამენტი ავრცელებს. „თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტ

ირაკლი ზარქუა - მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი! - ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!

მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი! რეაგირებას ველოდები - ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! - ასე მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა. ზარქუა BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადაა მოხსენიებული. „დარწმუნებული ვარ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რა მარტივად კლავენ ეს მხეცები, ეს ვიდეო - უკრაინელი სამხედრო ტყვეს მოკვლა, მსოფლიომ უნდა ნახოს! - ტერორის დამარცხება აუცილებელია

რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო - უკრაინელი სამხედრო ტყვეს მოკვლა, მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო რუსეთზე, როგორიც ის არის, რა სახის ქმნილებები არიან ისინი, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რუსი ოკუპანტები უკრაინელ სამხედროს ტყვეს თავს აჭრიან. ზელენსკის თქმით, ეს არ არის ერთი ეპიზოდი და ერთი შემთხვევა, ეს ვიდეო ასახავს იმას, რაც რუსეთს სურს ნორმად და ჩვევად აქციოს - ადამიანის სიცოცხლის განადგურება. უკრაინის პ

აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების სტანდარტები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაი

თეა თავართქილაძე - სამინისტრომ დააკმაყოფილა თანამშრომლების მოთხოვნები და ამ ეტაპზე მათი პროტესტი შეწყვეტილია, კლინიკა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას

ზაზა ავალიანის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა. ამ ეტაპზე, კლინიკის თანამშრომლები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნის პასუხებს ელოდებიან, რომლის მიხედვითაც, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რამდენად აუცილებელია კლინიკის შენობის ნაწილის დემო

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 646 ტანკს, 7 043 ჯავშანტექნიკას, 2 770 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 630 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 334 უპილოტო საფრენ აპარატს, 319 ერთეულ სპეცტექნიკას და 9

საელჩო - აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში, ეს

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამ

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო. 8 აპრილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო დეპარტამენტის მიერ დადგენილი რეჟიმების შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველყოფდნენ როგორ
×
×
  • შექმენი...