Jump to content
Planeta.Ge

Blogs

“დიდი ხანია, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს აღარ წამლავთ?!”, – მოსამართლის ანტიამერიკული განცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ანტიამერიკულ კომენტარს წერს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს: “დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!?”. აღნიშნული კომენტარი მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის პოსტზე დაწერა, სადაც თევზაძე აშშ-ს აკრიტიკებდა  მისი კოლეგებისთვის სანქციების დაწესების გამო. “ნეტგაზეთი” ვლადიმერ კაკაბაძის ფეისბუკ ანგარიშის ავთენტურობის დასადა

ენტონი ბლინკენი - უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება

უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები შეინარჩუნებენ რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლას სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გამოყენებით. 1ტვ

კახა კალაძე - თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება

თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას არ ნანობს. “თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყვე

კახა კალაძე - მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია - მტკიცებულებების გარეშე ეს აღქმული იქნება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მათ არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. კალაძეს იმედი აქვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება. “რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი კომენტა

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული მედიის აკრედიტაციის წესი პრობლემურია და შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს სადავო წესში ცვლილება შეიტანოს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობა

მეუფე იაკობი - მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცის არევა უნდათ - ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა

მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცის არევა უნდათ - ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი შეაფასა. მეუფე იაკობის თქმით, ევროპას, ამერიკას და საქართველოს ერთმანეთთან ძა

მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ მომწონს - პარლამენტი არ არის სტრუქტურა, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არაა და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, საზოგადოება უფლებამოსილია ინფორმაცია ჰქონდეს. „მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვ

ზელენსკი საუბრობს პოლონეთის პოტენციალზე უხელმძღვანელოს "თვითმფრინავთა კოალიციას"

უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას დასავლეთის ძალების კოალიცია, რომელიც კიევს მიაწვდის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს. ზელენსკის თქმით, მისი ძალები კვლავაც აკონტროლებენ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტს, თუმცა ქალაქის დატოვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამით უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადარჩება. ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ 5 აპრილს ისაუბრა პოლონეთის როლზე დასავლეთის ქვეყნების დარწმუნებაში უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების პროცესში და განაცხადა, რომ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. დაღუპული წარმოშობით ზუგდიდელი, არსენ ქეცბაიაა. მისი თანამებრძოლების ინფორმაციით, ქეცბაია უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა. რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 41 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ინტერპრესნიუსი

სოხუმი აფხაზური პასპორტების აღიარებას ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, 57-ე რაუნდზე, სხვადახვა საკითხთან ერთად, მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობიდან, აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობა მოითხოვეს. “მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას, აფხაზურმა მხარემ მორიგ ჯერზე აფხაზური ნაციონალური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობის მიღების საკითხი დააყენა. ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები”, – ნა

კიევ-პეჩერის ლავრაში მიტროპოლიტი ეპიფანე ბზობაზე წირვას აღავლენს

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე 9 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე კიევ-პეჩერის ლავრაში წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია (ПЦУ) ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვას აღავლენს სამშობლოს მცველთა, უკრაინის გამარჯვებისა და სრულიად უკრაინული ერისთვის. 29 მარტს ამოიწურა ვადა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მისცა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ МП) კიევ-პეჩერის ლავრის დასატოვებლად.

„ატარებს სადამსჯელო ხასიათს“ - კოალიცია მედიააკრედიტაციების შეჩერებაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარისა“ და „TV პირველის“ გადამღები ჯგუფებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას. კოალიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე. პარლამენტის აპარატმა „TV პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ა

კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს ბრალდებები წლების განმავლობაში ცნობილი იყო და აშშ-ის კანონი გვთხოვს, როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ

რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას განაცხადა. „სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი

კელი დეგნანი - სანდო მტკიცებულება გვაქვს, რომ სანქცირებული ადამიანები ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას, ამიტომ არის სანქციები მათ წინააღმდეგ, ეს ოთხი ადამიანი იყო ნაწილი იმისა, რაც ხელს უშლიდა რეფორმებს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სანდო მტკიცებულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები, რომლებიც აშშ-ის მიერ დასანქცირდნენ, ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში. აღნიშნულის შესახებ კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას უპასუხა: „საინტერესოა პრეცედენტი, სანქცირებული ოთხი ადამიანიდან ერთი მოსამართლე არის ყოფილი მოსამართლე. ვგულისხმობ ვალერიან ცერცვაძეს, რომელიც ექვსი წელია, აღარ არის ს

ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს მომდევნო კვირას ეწვევა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ვიზიტი 13 აპრილიდან 15 აპრილამდე გაგრძელდება. რამდენიმე კვირის წინ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, უნდა იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის დასაცავად, მას აქვს მორალური ვალდებულებები და ვერ დადგება აგრე

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს

გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქო აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. „გვსურს, საზოგადოებას ვაუწყოთ, რ

შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები, მნიშვნელოვანია, აპარატის თანამშრომლებს, დეპუტატებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო

პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე და მნიშვნელოვანია, ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო გარ

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. რელიგიური სწავლების თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებო

პარლამენტმა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა

საქართველოს პარლამენტმა 6 აპრილს აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. 4 მათგანის შემთხვევაში საბაბი გახდა ის, რომ მათ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზე კითხვები დაუსვეს. რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, დეპუტატებს შალვა რამიშვილის შესახებ ეკითხებოდა. აკრედიტაციები შეუჩერეს ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, ამავე არხის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „მთავარი არხის“ ო

ირაკლი შენგელია - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს - იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმ

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ ,,ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი ,,ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება, - ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შენგელია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება შშ-ის მიერ აოთხი მოს

ლაშა რამიშვილი: ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გასულებს "ჩმორები" გვიწოდა

ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც. ხალხთან უ

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოში აშშ-ის მოქალაქე არ შემოუშვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფება, მედიასთან ადასტურებს, რომ საქართელოში აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოუშვეს. ლილუაშვილი ამბობს, რომ ქომინსი, „შესაძლოა [პიტერ] აკერმანზე უარეს [საქმიანობას] ეწეოდა“, რაზეც, მისი თქმით, არსებობს ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს“. შეკითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა უწყებას აშშ-ის საელჩო ამ საკითხზე, ლილუაშვილი პასუხობს: ლილუაშვილის თქ

“ვოლტის” კურიერებს კანცელარიასთან აქცია-კონცერტისთვის სცენა არ გააშლევინეს

“ვოლტის” კურიერები აცხადებენ, რომ აქცია-კონცერტის გამართვისთვის თბილისში, სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქცია დღეს, 6 აპრილს 19.30 საათზეა დაგეგმილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ის, რომ მათ სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს არც კანცელარიასთან და არც პარლამენტთან, კანონდარღვევაა. “აქცია მოიაზრებდა მუსიკალურ კონცერტს. არ მოგვცეს სცენის გაშლის საშუალება, რაც არის კანონდარღვევა. აქციაზე სცენა და მიკროფონი რ
×
×
  • შექმენი...