[ლევან მურუსიძის] რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს.
როგორც დეგნანმა აღნიშნა, ოთხი მოსამართლე, რომელსაც აშშ-მა სანქც
ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? - თან გვეუბნებიან, რომ პარტნიორი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ, - ასე ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქცირების საკითხს.
მისი თქმით, გაუგებარია, რა სტანდარტით მოქმედებს დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ უმაღლესი ხარისხის დემოკრატია აქვს, როცა მტკიცებულებების გარეშე პარტნიორი სახელმწიფოს მოქმედ მოსამართლეს კორუფციის უმძიმეს ბრალდე
მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა შემდგომ ამ მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემაში დაპირისპირება მომხდარიყო.
როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესება საელჩოს მხრიდან მორალური ტერორია.
„ეს წლების განმავლობაში გრძელდება. რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასაწყისში მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო
აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. მნიშვნელოვანი არ არის ლევან მურუსიძეს სანქცია ექნება თუ არ ექნება, მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს სხვათა შორის, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, აშშ-ს უნდა სასამართლო ხ
ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.
„ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.
იმედს გამოვთქვამთ, სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილი მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის
დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ მოსამართლეები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებენ ელჩისა და საელჩოს პოზიციებს, არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორ
მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სანქციები გაგრძელდება და შესაძლოა, ის გავრცელდეს, მათ შორის პოლიტიკოსებზეც.
მისი თქმით, საინტერესოა, რა წყაროებზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციის მიწოდება, რამდენად ობიექტურია ეს წყარო და რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რაზე დაყრდნობითაც სანქცირების გადაწყვეტ
ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება.
„ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პრობლემები
„ფორმულას“ პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერეს.
როგორც პარლამენტის აპარატის გადაწყვეტილებაში წერია, ჟურნალისტი არ დაემორჩილა მოთხოვნას − „პარლამენტის თანამშრომლის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ”.
1 აპრილს გასული სიუჟეტი პროპაგანდისტული ტელევიზიის, POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ეხებოდა.
პარლამენტის აპ
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს პოსტით ეხმაურება და აცხადებს, რომ დღითი დღე მოსკოვისა და ოცნების გზავნილები ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს.
როგორც კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, მოსამართლეების დასანქცირება, დამატებით “ჟანგბადს” მიაწვდის სასამრთლო სისტემაში დარჩენილ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომელთაც ოცნება დღითიდღე “გუდავდა”.
"ბოლო ამბებზე ბლიც ანალიზი 6 პუნქტით:
1. ოცნების მოსამართლეების დასან
აშშ-ის გადაწყვეტილება სასამართლოს კორუფციული სინდიკატის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე, დამაზიანებელი რიტორ
„შუაგული“, „აიტექნიკი“ - ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახი ფლობს.
ვალერიან ცერცვაძე 6 წელია ქართული სასამართლო სისტემის ნაწილი აღარ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ისიც მოხსენიებულია, როგორც კორუფციული სისტემის ნაწილი, რომელიც ბღალავს სამართლის უზენაესობას.
ყოფილი მოსამართლე, რომლის შვილიც 2013 წელს აშშ-ში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეა, ამბობს, რომ ბრალდებები დ
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა. მედიის ცნობით, სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
სანა მარინის გუნდი ახლა დროებითი მთავრობის რანგში იმუშავებს, ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება.
საპარლამენტო არჩევნებში ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონ
ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა სტაბილურობას.
„ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება“, - აღნიშნა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა, რომელიც ჩინეთში გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ
აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა - არ შეიცვლება „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, არსებობს გარკვეული ინფორმაციები და საზოგადოება ეტაპობრივად უფრო მეტს გაიგებს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
ამავე კონტექსტში მაჭარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა გამართლებულია, რაზეც აშშ-სთან მიმართებაში აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის ისრაელის, ნატოს წევრი თურქეთისა და ნატო-სა
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიაფდება.
როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფას
ამერიკის საელჩო ხშირად დასმული კითხვების ნუსხას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება. „კომერსანტი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
ვინ არიან სანქცირებული პირები?
მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.
არის ეს სანქციები?
აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარ
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლის, მათ შორის, მის დასანქცირებას ეხმაურება.
მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
„მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულ
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ამერიკის დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილება ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ჯერ არ უმსჯელია, თუ რა ტიპის რეაგირება ექნება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები იყოს დაცული. მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, რომ ვერც ერთი უსამართლო ქმედებით ვერ მოხდება საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და მისი ინსტიტუტები იყვნენ დამოუკიდ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების უკან კორუფციული პროცესები დგას.
„მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება – კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, – ამის შესახებ კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.