Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ირაკლი კობახიძე - ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან განმარტა, ხელისუფლება სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას ვერ განიხილავს. „ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართ

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 - მა დეპუტატმა გაიარა. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ

„პუბლიკის“ დირექტორი სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2200 ლარით დაჯარიმდა. ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ „ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5197 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისთანახმად,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5197 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. IPN

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს

სრულიად ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს”, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, აღნიშნული დებულ

ინფრასტრუქტურის მინისტრი - რაც ვნახეთ, ეს არის „მოდელირებული ქრონიკა“ რიკოთთან მიმართებაში

ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორედ გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული - ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს, არა მარტო რიკოთზე, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცესები განვითარდა რიკოთზე, 147-ე კილომეტრზე. „147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმ

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ მისი ე.წ. პრესსამსახური იუწყება. მათივე ცნობით, დაგეგმილია ბჟანიას შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსთან. შეხვედრების შესახებ დეტალები არ ვრცელდება. ცნობისთვის, ბჟანია მოსკოვს თებერვალშიც ეწვია. გარდა ამისა, ის მინსკშიც იმყოფებოდა, სადაც ბელარუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

2023 წლის სექტემბრიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ. მისივე თქმით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ. „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვ

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ცვლილება გვაქვს - სასამართლო რეალურად დამოუკიდებელია და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია. როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის განხილვისას განაცხადა, დღეს სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია. „რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დ

ოლივერ ვარჰეი - კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით - ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე

ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე , - ამის შესახებ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილშია ნათქვამი. შესაბამის წერლს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უგზანვის, რომელთაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12

ამიხსენი | რატომ შედის 2012 წლის შემდეგ ნაკლები სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში?

რა ხდება? მმართველი პარტიის წარმომადგენლები 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი (ECtHR) საქართველოდან მიმართვების რაოდენობის შემცირებას ხშირად ხსნიან მათი მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების წარმატებით. მართლა ასეა? ევროპული სასამართლოსადმი მიმართვების შემცირებას სხვადასხვა მიზეზი აქვს და ავტომატურად არ გულისხმობს ქვეყანაში მართლმსაჯულების სრულყოფას, ანდა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ბექა ლილუაშვილი - ფასები არ შემცირებულა, ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მაღაზიაში შედის და ჯიბიდან ფულს იხდის - ვერ მოატყუებთ

მორიგი ტყუილი, რომ თითქოს ფასები შემცირდა..., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, შემცირდა არა ფასები, არამედ ფასების ზრდის ტემპი. "ვინმემ აუხსნას ქვეყნის პრემიერ მინისტრს, რომ ფასები კი არ შემცირდა, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა. თუმცა შეცდომაზე მეტად, უბრალოდ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე! ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მაღაზიაში შედის და ჯიბიდან ფულს იხდის - ვერ მოატყუებთ ასეთი მარტივი ხერხებით. რაც შეეხება კონკრ

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას - პატარა კაცები ხართ, ხალხს მხოლოდ იმაზე ესაუბრებოდით, როგორ დაიჭერდით, აწამებდით, ციხეში ჩაყრიდით - ტყუილად ნუ გაქვთ მომზირალი თვალები ხელისუფლებაში მოსვლის, არ მოგცემთ ამის საშუალებას

პატარა კაცები ხართ. თქვენ ესაუბრებოდით ქართველ ხალხს მხოლოდ იმაზე, როგორ დაიჭერდით, აწამებდით, ციხეში როგორ ჩაყრიდით, ამიტომ ტყუილად ნუ გაქვთ მომზირალი თვალები ხელისუფლებაში მოსვლის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა. ღუდუშაურმა ოპოზიცია გააკრიტიკა, რომ „არაფერს აკეთებენ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“. „მე ვფიქრობ,

„ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ, ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში,“ — დავით კეზ

„ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ, ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში,“ — დავით კეზერაშვილი განცხადება სრულად: formulanews.ge/News/89056

არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობაა - რადიკალური ოპოზიცია ვერ ეგუება იმას, რომ ამ მოსამართლეებმა გაასამართლეს მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მისივე თქმით, ინიციატივა ასევე, ევრორეკომენდაციების საბოტაჟია, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით, ისინი რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ეფექტურად შეუშლიან ხელს. ამასთან, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საგამოძიებო

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. დეპუტატის თქმით, თუ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური ქარიშხალი დაატყდება თავს და გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ან არ გამოძია და აღკვეთა მსგავსი თაღლითური სქემების მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართვეოს საგამოძიებო უყებებმა: „მძიმე პოლიტიკურ შედეგებამდე, შესაძლოა მიგვიყვანოს ხელ

გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას მინისტრის გადაწყვეტილებაზე სამინისტრო ავრცელებს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროც

კეზერაშვილი: უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და ამ წილის ნახევარს გადავცემ კოლექტივს

„ფორმულას” დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, ის უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს. როგორც ის წერს, „მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც”. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

ახმეტაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ახმეტაში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად მეზობელი – 1952 წელს დაბადებული ლ.ხ. სანადირო თოფიდან გასროლით

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება და ვითარება ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, სიტუაცია ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია. ამის შესახებ სირსკი „ტელეგრამში“ წერს. როგორც სირსკიმ აღნიშნა, მტერი დასახლებას ნანგრევებად აქცევს. „საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება. მოწინააღმდეგე იქ მთელი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს და ნებისმიერი ფასით ცდილობს, ქალაქზე კონტროლი დაამყაროს. ახლა მტერი ზრდის მძიმ

მედიის ცნობით, სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული

სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ვაგნერის“ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარა. „ტელეგრაფი“ წერს, რომ „ვაგნერი“ სუდანში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის ყოფილმა დიქტატორმა, ომარ ალ-ბაშირმა მიიწვია 2017 წელს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდ

ანა ბუჩუკური - პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას

პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ისევე, როგორც წინა კვირას, პარტია სრული შემადგენლობით მზად არის, შეიქმნას საგამოძიებო კომისია. „სასამართლოს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ და არც მაქვს სურვილი, ვაგო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე

„დიდი შვიდეული“ - რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება და რომ მას, ვინც რუსეთს უკრაინაში მხარს უჭერს, ეს მხარდაჭერა ძვირი დაუჯდება. "რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია „დიდი შვიდეულ
×
×
  • შექმენი...