Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვახუშტი მენაბდე - პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკანონობასთან გვაქვს საქმე

პროცედურული ომი ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში უკანონობასთან გვაქვს საქმე - რეალურად კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი! - ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის წინ რეგისტრაციის არგავლის გზით არ მისცეს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა. მენაბდის თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ფორმალურად პროცედურული ომია, თუმცა რეალურად კონსტიტუციის დარღვევაა.

რას წერს კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე მის სახელმძღვანელოში

ირაკლი კობახიძე, რომლის მოწოდებითაც „მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის“ ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას უკვე მეორე დღეა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევს, წარსულში მის მიერ დაწერილ სახელმძღვანელოში ოპოზიციის მიერ კომისიის შექმნის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე წერდა. კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, რომელიც ირაკლი კობახიძის ავტორობითაა მომზადებული, 2019 წელსაა გამოცემული და სამართლის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. კობახიძე სახელმძღვანელოში წერს, რ

დარჩიაშვილმა ჰერჩინსკის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ანგარიში გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადდა. სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა - დეგნანი დასანქცირებულებზე

„ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში – არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ის უმრავლესობის მიერ კვორუმის ჩაგდების საკითხს გამოეხმაურა. მან ასევე ისაუბრა აშშ-ის სასა

„ოცნება“ კლანის მხარდაჭერასთან ერთად ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს | NGO-ები კვორუმის ჩაგდებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის თავიდან აცილების მიზნით კვორუმის ჩაგდებას ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობამ კვორუმი უკვე ორჯერ ჩააგდო და ხელი შეუშალა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა. ირაკლი კობახიძემ ეს მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით კი, ამ გადაწყვეტილებით საპარლამენტო უ

ანა მალიარი - რუსებისთვის ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციაა - მათი დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენსას

რუსებისთვის ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაცია გახდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. “მათთვის ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციაა, ვინაიდან, მასზე ტექნიკის, შეიარაღების დიდი რაოდენობაა დახარჯული, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდწილად გაანადგურეს, და ისინი იქ უდიდეს დანაკარგებს განიცდიან. და ეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენ დანაკარგებს”, - განაცხადა მალიარმა. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ხელმ

კელი დეგნანი - კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება

კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ელჩის თქმით, კეზერაშვილთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია და ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა გასაწევი. “საშუალება არ მქონდა [ქოლცენტრებზე BBC-ის] გადაცემა მენახა. მის შესახებ ქა

მედიის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს, შეზღუდვები დააწესოს უკრაინიდან გარკვეული პროდუქტის იმპორტზე და უკრაინის მეზობელი ევროპული ქვეყნების ფერმერების დასახმარებლად 100 მილიონი ევროს კომპენსაციას ამზადებს

ევროკავშირი გეგმავს, შეზღუდვები დააწესოს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის გარკვეული სახეობის პროდუქტის იმპორტზე და ასევე, უკრიანის მეზობელი ევროპული ქვეყნების ფერმერების დასახმარებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ამზადებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. აღნიშნული ზომების განხილვა ევროკავშირმა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ბულგარეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სასურსათო პროდუქტის იმპორტი აკრძალეს. ევ

კელი დეგნანი - ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ

ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლოს სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. დეგანის თქმით, „ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი

რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას უკავშირდებოდა. იუროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის მიმდინარე ქმედებები ადასტურებს რუსეთის განზრახვას, სამუდამოდ გაიყვანოს ეს ბავშვები უკრაინიდან. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის

მედიის ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა

კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა კულტურის სამინისტროს მიერ დალუქული შენობის დამცავი ჟალუზები დააზიანეს. მოსკოვის საპატრიარქოს მრევლმა შენობაში შესვლა სცადა, რომელიც დღეს დილით კულტურის სამინისტროს კომისიამ დალუქა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯგუფმა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორია უკვე დატოვა. კიევის პოლიციის ინ

პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან, საქმის წარმოებასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვასთან, ადმინისტრაციულ პას

მამუკა მდინარაძე - ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს!

ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნით ოპოზიცია ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს. „ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება

ალექსეი რეზნიკოვი - შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება, რადგან Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა

შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მან დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის მიერ გადაცემული Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჩავიდა. „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც ის იკავებდა ვიცე-პრემიერის თანამდებობას, აშშ-ში ვიზიტის დროს, მან ამერიკელ პარტნიორებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდებოდა Patriot-ის ტ

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა - მოსამართლეების სოლიდარობის მიზნით უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვროუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა. კენჭისყრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის კონტექსტშიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს. "კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქ

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი“ - „მილანის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიზანს ვერ მიაღწია (1:1) და გათამაშებას დაემშვიდობა. ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ავტორიტეტულმა საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა გვერდებმა მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს. Whoscored-მა კვარაცხელიას 8.2 ქულა დაუწერა, როდესაც გამარჯვებული „მილანის“ შეტევის ლიდერის, რაფაელ ლეაოს თამაში 8.0 ქულით შეაფასა. რაც შეეხება მეორე საერთაშორისო გვერდს, Sofascore-ს, მან ქართველის გრაფაში

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში სხვადასხვა პირზე საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა, ჯამში, 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარი

კიევმა კონსულტაციისთვის მინსკიდან ელჩი გამოიძახა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 აპრილს, ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ მინსკში უმასპინძლა რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ დენის პუშილინს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა დაგმო და დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა. კიევში განაცხადეს

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. რაც შეეხება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ასაკობრივ კატეგორიას, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 0-დან 15 წლამდე ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 392 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო 71 525 შემთხვევა 25 წელზე მეტი ასაკის პირებში ფიქსირდება, საიდანაც 38

წერეთლის გამზირისა და შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება - წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება დღეს, 23:00 საათიდან ნაწილობრივ შეიზღუდება

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კი 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით. რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და ს

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა პარლამენტი - მათ გაუგზავნეს მესიჯი სასამართლო სისტემაში მოქმედ „კლანის“ წევრებს, რომ ყველანაირი გზით გადაეფარებიან და დაიცავენ

მათ გაუგზავნეს მესიჯი სასამართლო სისტემაში მოქმედ კლანის წევრებს, რომ ყველანაირი გზით გადაეფარებიან და დაიცავენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა უმრავლესობის გადაწყვეტილება მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია არ გაევლოთ და კვორუმის არ არსებობის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა არ შედგა. მისი თქმით, გუშინ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ქვეყანაში საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკას და მის

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება სანქცირებული მოსამართლეების ტყვეა, მათზე დგას ოცნების ძალაუფლება და ბუნებრივია, ძალაუფლების ამ ტოტს ნებაყოფლობით არ მოიჭრის

ხელისუფლება სანქცირებული მოსამართლეების ტყვეა, მათზე დგას ოცნების ძალაუფლება და ბუნებრივია, ძალაუფლების ამ ტოტს ნებაყოფლობით არ მოიჭრის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც მან აღნიშნა, ოცნებას ფერი არ უცვლია და  ისევ აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ "ოცნების დღევანდელი ქცევა არ გამკვირვებია. შეგახსენებთ, ხელისუფლებამ სასამართლოს „გავლენის ჯგუფის“ (ჩინჩალაძე-მურუსიძის) დასაცავად:

"სანდრო გირგვლიანის მოსამართლის დასაცავად "ქართულმა ოცნებამ" კვორუმი ჩააგდო, ბრავო!"

პარტია "საქართველოსთვის"  წევრები, სოციალურ ქსელში, უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ,  მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმის არარსებობის გამო,  საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ჩააგდო:    Anna Buchukuri     ოცნებამ კვორუმი ჩააგდო. სანდრო გირგვლიანის მოსამართლის დასაცავად  ქართული ოცნება
×
×
  • შექმენი...