დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული.
მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
„ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფი
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 30 აპრილს „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა.
„ყველა ადამიანს შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროში
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ ჩამოხსნა ცელოფანი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა წვიმისგან თავის დასაცავად გააკრეს.
უკვე 10 დღეზე მეტია, რაც მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ბავშვებისთვის აუცილებელი წამალია.
ცელოფანი მშობლებმა წინა ღამით გააკვრეს. ის ასე გამოიყურებოდა. ნეტგაზეთთან საუბარში მშობლები ამბობენ, რომ თავდაპირველად პოლიციამ მათ ცელოფნის შეტანის ნება დართო.
მთავარი ფოტო: მთავარი არხი
მიკროავტობუსები, რომლებმაც რეგიონებიდან უცნობის აქციაზე მოქალაქეები ჩამოიყვანეს, რამდენიმე საათის განმავლობაში „ბასლეინებზე“ დააპარკინგეს.
„ბასლეინები“ ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სავალი ზოლია, სადაც მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძლია. მასზე პარკინგი აკრძალულია.
მიკროავტობუსები ბასლეინზე. ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი
დღეს 30 აპრილს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მომღერლისა და პოლიტიკოსის – უცნობის აქცია გაიმართა. აქციას სახელად „მოვდივარ“ ერქვა. ა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდა. ომბუდსმენის განცხადებით, ის აპროტესტებს პოლიციელების მიერ პოლიეთილენის ცელოფნის ჩამოხევას, რომლითაც აქციის მონაწილეები წვიმისგან იცავდნენ თავს.
ამის უფლება აქვს ყველა ადამიანს, მით უმეტეს მათ, რომლებიც 2 კვირაა აქ ღამეს ათენებენ და რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა კიდეც“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქციაზე მისულმა სახალხო დამცველმა.
დღეს, 30
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.
როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მედიაში გავრცელებული ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ინტერვიუ, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველია.
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აპირებენ მიმართონ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„ველოდებით, თ
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურზე, გენერალ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის“ ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
„რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან სტუმრად გამართა და ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინის მოკავშირეები და მისი მოსახლეობა დარჩნენ „რაც შეიძლება ერთიანნი“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ესაუბრა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს იარაღის მიწოდებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.
მან ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს იარაღის მიწოდებისა და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსო
ლეგენდარული პიანისტი, ევგენი კისინი საუბრობს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პოლიტიკაზე.
52 წლის რუსი პიანისტი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსისა და „გრემის“ პრემიის ორგზის ლაურეატი, ევგენი კისინი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლეთში ცხოვრობს. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ყოველთვის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩეოდა.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის ღიად აკრიტიკებს პუტინის ხელისუფლებას, ომის აქტიური მოწინააღმდეგეა
ზუგდიდში, ახალშობილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
იპნ
თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს [სანქციების გვერდის ავლა] შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება - აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწ####ბული,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებას, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებას იჩენს, რათა არ მო
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს უკრაინის მიმართ ყოვლისმომცველი და ეფექტური მხარდაჭერისთვის.
ზელენსკის თქმით, მაკრონთან უკრაინის მშვიდობის ფორმულისადმი სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია განიხილა.
ამასთან, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მან და საფრანგეთის პირველმა პირმა მათი პოზიციების კოორდინაცია მოახსენეს და შემდგომ კონ
ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის - რუსეთის მიმართ გზავნილი მკაფიო და ერთგვაროვანი უნდა იყოს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე არ ახდენს.
„
სანქცირებული რუსული ონლაინ საცალო მოვაჭრე Wildberries საქართველოს ბაზარზე შესვლას განიხილავს. ამასთან, კომპანია აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში შესვლასაც აპირებს. ამის შესახებ Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
მისი თქმით, კომპანია მისთვის ახალი ქვეყნების ბაზარზე და ზოგადად, დსთ-ში გაფართოებას გეგმავს. მით უმეტეს, როგორც ბაკალჩუკი ამბობს, „ზოგიერთი ქვეყანა რუსეთსა და იმ ქვეყანას შორის მდებარეობს, სადაც Wildberries უკვე
თბილისის სავაჭრო ცენტრების უმრავლესობაში პარკირება ფასიანია. ავტომობილის უფასოდ გაჩერება მხოლოდ “ისთ ფოინთსა” და „თბილისი“ მოლშია შესაძლებელი.
რაც შეეხება სხვა ყველაზე დიდ სავაჭრო ობიექტებს, ფასები 1 ლარიდან იწყება და 40 ლარამდეც კი ადის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას პარკინგის საფასურის შესახებ.
„სითი მოლში“ პარკინგი პირველი ერთი საათი – 1 ლარი ღირს, ყოველი მომდევნო საათი კი – 2 ლარი. ამასთან, მთელი დღით
უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა და „საფრთხის ახალი აღქმა გამოიწვია“.
„21-ეს საუკუნეში აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრომულად ჟღერდეს, ახალი სისასტიკით და დაუნდობლო
მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ქვეყანაში თავდაცვის ძალების მნიშვნელობაზე და როლზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს,როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა, ეს დღე არ არის და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური ცერემონიალური თუ პა
წუხელ, გვიან ღამით ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის ოთხი სოფლის - ნინიგორის, განათლების, გელათის და ცოდნისკარის მოსახლეობა დააზარალა.
ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.
„ვენახები, ხეხილის და საზამთროს ბაღები თითქმის 60-70 პროცენტით არის განადგურებული“, - ამბობს ფერმერი ნოდარ კაპანაძე.
სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ფერმერთა დიდი ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
სოფელ ნინიგორში მერის წარმომადგენ
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედრო მეთაურებმა, როგორც ჩანს, დაიწყეს დისციპლინური დარღვევებისთვის ხელქვეითების დასჯა და განთავსება ე.წ. ზინდანში, რაც წარმოადგენს მიწაში გათხრილ იმპროვიზირებულ საკანს, დახურულს რკინის ბადით.
30 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო პერსონალისგან მიღებული მრავალი ცნობის თანახმად, რუსი სამხედროების „ზინდანებში“ განთავსება ძირითადად ხდება სიმთვრალისა და კონტრაქტების გაწყვეტის მცდელობების გამო.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მზადდება სანქციების ახალი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც რუსული აგრესიის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
„ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე მნიშვნელოვან, მძლავრ ნაბიჯს, რათა უფრო მეტად გავაერთიანოთ პარტნიორები და მივცეთ მეტი ენერგია რუსული აგრესიის დანაშაულისთვის ტრიბუნალის შესაქმნელად და რომ დაჩ