Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აშშ-ის ევროპული სარდლობა საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს

აშშ-ის ევროპული სარდლობა საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს. „დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში“, – აღნიშნულია აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაში. საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა.       ავტორი - გივი ბარამიძე

ირაკლი კობახიძე - არაერთხელ გვახსოვს NDI-ის, IRI-ის კვლევების შემდეგ ოპოზიციის სიხარული, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადებისას იცვლებოდა მათი გულის ტკენით, ასე იქნება 2024 წლის ოქტომბერშიც

არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ამის დასტურია ცესკო-ს დაანგარიშებული შედეგები, რომლებიც დღეს გამოვაცხადეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში ვხედავთ გაყალბებულ კვლევის შედეგებს, რომლის მიზანია, ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს რადი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაა

ორშაბათს, მთავრობის სხდომის პარალელურად, კანცელარიასთან მშობლები მორიგ აქციას გამართავენ

„წამალი ბავშვებს“ –  ამ მოთხოვნით დღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია  მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო და მსვლელობით პარლამენთან გაგრძელდა.  მშობლები სიტყვით გამოვიდნენ და შეკრებილ მოქალქეებს მიმართვეს, შემდეგ კი ისევ კანცელარიასთან დაბრუნდნენ. მშობლები მე-12 დღეა კანცელარიასთან არიან და ღამეს ათევენ. მშობლები დაშლას არ აპირებენ და ორშაბათს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომის პარალლეურად, აქციის გამართვას გეგმავენ. დღეს აქციის დაწყებამდე ჯანდ

შეიძლება ჩვენ თავად ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე - მდინარაძე PES-თან თანამშრომლობაზე

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა, მათ თავად გადახედონ „ევროპელი სოციალისტების პარტიასთან“ (PES) თანამშრომლობას, თუკი ისინი უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის გამო, „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებენ და იფიქრებენ თანამშრომლობის შეჩერებაზე. მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ჯგუფის უფლებებს იცავს, მაგრამ მისი შეფასებით, პარტია „უარს არ ამბობს ეროვნულ იდენტობაზე“ და „არ ეწევა პროპაგანდას“. ამ მიზეზებ

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. IPN

ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინაში - რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის

რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ეს წარწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე გააკეთა, რითაც რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის ამსახველი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მედიის ცნობით, ჩეხმა ლიდერმა წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩ

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია. მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობას, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედ

ირაკლი კობახიძე - მმართველმა ძალამ ყველა ოლქში გააუმჯობესა 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები - მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა ძალამ შუალედურ არჩევნებზე ყველა ოლქში გააუმჯობესა 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები. მან ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩევე

ცესკო - 10 ოლქში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, 17:00 საათის მდგომარეობით, საკუთარი არჩევანი 45 285-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

17:00 საათის მდგომარეობით, ათივე ოლქში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, საკუთარი არჩევანი 45 285-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 24.47%-ია. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერშია და შეადგენს 41,4%-ს შეადგენს. „უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით. ათივე ოლქში მოსულია 45 285 (24.47%) ამომრჩეველი.

ნათია მეზვრიშვილი - 2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო

10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. რა უნდა გვახსოვდეს 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის?, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნავს, რომ  2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო.  მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია -  ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, ხელისუფლებისთვის უკანონო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოცლისკენ და თავისუფალი და სამართლ

გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო

გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო.   პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა.   შეხვედრების მთავარი მიზანია პარტიის საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება, საკრებულოებში არსებული პლატფორმების აქტიურად გამოყენება, რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახ

მამუკა მდინარაძე - IRI-ის კვლევით, „ქართულ ოცნებას“ 19 პროცენტი დაუწერეს, უკონკურენტო არჩევნებში ამომრჩევლების რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტს

უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე მიმდინარე არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანდიდატების დაყენება. მდინარაძე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას

უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას ომში დაეხმარებოდა, თუმცა ქვეყანა კონტრშეტევას მანამდე დაიწყებს, ვიდრე „ეფ 16“-ის ტიპის ან სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევისთვის კვლავ საჭიროა ის იარაღი, რომელსაც

"ხალხის მხარდაჭერას ველოდები" - ამბობს ახალციხის საკრებულოს არჩევნების ერთადერთი კანდიდატი

ახალციხეში, საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტის მსგავსად, არჩევნები ტარდება - ამ ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ხმა უკვე მისცა არჩევნებში მონაწილე ერთადერთმა კანდიდატმა როინ ნებაძემ, რომელიც მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.   "არჩევნები მნიშვნელოვანია მარტო ჩვენთვის არა, ხალხისთვისაც. ჩემთვის პირადად იმიტომ, რომ არჩევნებზე მხარდაჭერას ველოდები. კონკურენტი არ მყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ უნდა მოვ

თამარ გაბუნია - ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ევროპის სოციალისტური პარტია „ოცნებასთან“ პარტნიორობის გადახედვას განიხილავს

ევროპის სოციალისტური პარტია(PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“, საქართველოს მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს. „ქართული ოცნების“ შესახებ PES-ის ლიდერებმა გუშინ, 28 აპრილს ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელეს. კერძოდ, ევროპის სოციალისტური პარტია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებითა და „ქართული ოცნების“ ქმედებებით. „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთებას იწვევს  უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო

სამინისტრო მზად არის, დაჩქარებულად შექმნას აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი - გაბუნია

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას კომენტარს ავრცელებს. თამარ გაბუნია ასევე ამბობს, რომ აუცილებელია, პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, რათა არ შეფერხდეს აქონდროპლაზიის მართვის სისტემის დანერგვის მიზნ

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებია

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა. მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა. „ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა გაიმარჯვოს იმ კან

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მონაწილეობენ, როგორც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და ახლობლები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, ისინი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან მედიკამენტის მიღების მოთხოვნით სიტყვით გამოვლენ. მსვლელობის დასრულები

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ვერ გაგვიბედა, რომ შუალედურ არჩევნებში კონკურენტები დაეყენებინა - დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას“ დაუწერა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თერჯოლა დღეს მანუჩარ რობაქიძეს მერის თანამდებობაზე აირჩევს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე წარმატებული იქნება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თერჯოლაში განუცხადა, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება. ამასთან, მან ისაუბრა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს. „გარკვეულწილად სატესტო რეჟიმშია ის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობით ვნერგავთ. ამ მიმართ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - უკრაინამ ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-მდე შეტევა მოიგერია

რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთებზე 48 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში აცხადებენ, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ. „ბახმუტის მიმართ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა - ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის მართვის მამობასთან დაბალანსება შეუძლებელი ამოცანაა. „ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ მომენტში. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, არ აქვს უფლება, რომ ომისგან დაისვენოს, ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ უკრაინელები ომს შეჩვეულები არიან. „ყველა ტრაგედია გადამაქვს. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მიჩვეულები ვართ“, - აღნიშნა
×
×
  • შექმენი...