სოფიო ჩიკვილაძე (ცოტნე გამსახურდიას პირველი მეუღლე): "ძაან არ მინდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი ,მაგრამ სხვა გზა არაა.
კოლხურ კოშკს და გასხვისებულ მიწას ეხება ,ვისაც არ გაინტერებთ ასქროლეთ, to be honest მეც მეზარება წერა..
ცოტნეს ყავს მემკვიდრეები ,ხოდა რომ ყიდით რას ყიდით ან რა უფლებით? ან ვინც იყიდა თავში ჭკუა თუ აქვს? ნომერ პირველი მემკვიდრე არის აღშფოთებული.
მე როგორც მის მშობელ დედას მთხოვა ,რომ დამეწერა.
აქვე არავის არ ეგონოს ,რომ ჩემი შვილების წინ ვინმეს ან რამეს დავაყენე
ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები პირველ მაისსვე დაიწყო, მათ შორის მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
„მიმდინარე წლის პირველ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში 1-ელ მაისსვ
აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ალენში მდებარე სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა უმისამართო ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი. დაჭრილია შვიდი ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მომხდარს „ენით აღუწერელი ტრაგედია“ უწოდა და თქვა, რომ შტატის ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებას ყველანაირ დახმარებას გაუწევდა. ქალაქ ალენში 105 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ის დალასიდან 30 კილომეტრის მოშორებით
6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები.
ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.
ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს მეფედ აკურთხეს, მისი მეუღლე კამილა — დედოფლად. ცერემონია 6 მაისს, ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა 2 300 სტუმრის წინაშე, რომელთა შორის სხვადასხვა სახელმწიფოს 100 ლიდერიც იყო.
აღნიშნულს წინ უძღოდა მსვლელობა ლონდონის ბუკინგემის სასახლიდან სააბატომდე, კორონაციის შემდეგ კი მეფე და დედოფალი კვლავ სასახლეში დაბრუნდნენ.
პროცესისთვის თვალის მისადევნებლად ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ზოგიერთმა მოქალაქემ ადგილები წინა ღამით დაი
თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
„თბილისი გილოცავთ ევროპის დღეს! – ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
ევროპის დღეები თბილისში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს კაცის მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის შემსუბუქებული მუხლით წაუყენეს. თუკი თავდაპირველად საუბარი იყო განზახ მკვლელობის კვალიფიკაციაზე, ახლა უკვე მას "დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას" ედავებიან.
მას აქამდე 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა კი შესაძლოა გამოსასწორებელი სამუშაო ვადა ან შინაპატიმრობა მიუსაჯონ.
108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა ისჯება თ
კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება ვაშინგტონის სასამართლომ გამოიტანა. ეს ამავე საქმეზე ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთა შორის ყველაზე მკაცრი ვერდიქტია.
საქმე ეხება პენსილვანიის შტატში მცხოვრებ 49 წლის მამაკაცს, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს წინ მიუძღოდა ტრამპის მხარდამჭერებს და პოლიციელებს დაესხა თავს. კერძოდ მან სამართალდამცავების წინააღმდეგ წიწაკის სპერეი გამოიყენა და სკამი ჩაარტყა.
შეგახსე
რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, მწერალი ზახარ პრილეპინი დაშავდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა პროპაგანდისტის მძღოლი, ხოლო თავად პრილეპინი დაშავებულია.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
1tv
ახლა, იმის ნაცვლად, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ, მოინდომეს, რომ გახდენენ გამომძიებლები. ეს აჩვენებს, რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს და არა, ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე ისაუბრა.
პაპუაშვილის თქმით, ეს მოთხოვნა ოპოზიციის შემდგარობას აჩვენებს.
„ეს აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
„ეს აზოვსტალის 42 მამაკაცი და სამი ქალი დამცველია. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიელია ქვედანაყოფიდან, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა აზოვის სანაპიროებზე. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვის დროს „აზოვსტალში” დაქორწინდნენ,” - წერს ერმაკი.
ამავდროულად, რუსე
დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართა. ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში დაიწყო და მას არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ატარებდა.
მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს.
კორონაციის შემდეგ ჩარლზ III სამეფო ტახტზე ავიდა და მღვდელთმსახურებისგან, პერებისგან (მაღალი არისტოკრატია) და საკუთარი ოჯახის წევრებისგან ერთგულების ფიცი მიი
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქართულ ენაზე მიმართა.
"მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მერო, ძვირფასო სტუმრებო. ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარ
გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. ველოდებით საქართველოს! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დღეს ევროპის დღეს ვზეიმობთ. 70-ზე მეტი წლის წინ სუვერენულმა დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყნებმა ძალები გააერთიანეს, რათა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა შეენარჩუნებინათ ევროპაში. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროპის დღე
გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს. ბუკინგემის სასახლესთან საზეიმო ღონისძიების სანახავად ასობით ადამიანი უკვე შეიკრიბა.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ მონარქიის მოწინააღმდეგე 6 აქტივისტი დააკავა, რომლებიც კორონაციის პროცესს აპროტესტებდნენ. ოფიციალურად კორონაცია ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით დაიწყება, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
ლონდონში გამართულ ცერემონია
ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ "ევროპის დღის" აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უკვე მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული მოვლენა იყო.
„დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას.
„ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონი
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყველა მოქალაქის გასაკეთებელს აკეთებენ და იბრძვიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის.
„ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ უკრაინის ფრონტზე. ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას გასაკეთებელს აკეთებენ. იბრძვიან როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უკრაინის თავ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციების შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომ
საცხოვრებელი ფართიდან გამომდინარე შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა შესაძლოა, რაოდენობრივად შეიზღუდოს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტში მოსაკრებლის დაწესების დამატება სამსჯელო საკითხს წარმოადგენს.
უფრო ზუსტად, მსჯელობის საკითხს წარმოადგენს, პატრონიანი და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა:
კერძო სახლი / მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინ
რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.
„დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავ
ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მხოლოდ უკრაინის წყალობით, რუსეთი საბჭოთა კავშირის აღორძინებას ცდილობს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი თუ უკრაინას წარმატებით დაიპყრობს, გაძლიერდება ექსპანსია და რუსული ჯარები მოლდოვის ტერიტორიაზეც შევლენ.
„მათ სურთ ძველ დროში დაბრუნება, ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა 30 წლის განმავლობაში ბუფერული ზონის ნაწილი იყო, ჩვენთვის ეს სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ მმართველობას და ემიგრაციას ნიშნავდა.
ჩვენ გვაქვს მეტი პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა.
„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გავძლიერდით იარაღით ჩვენი ჯარისკაცებისთვის – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე. მადლობას ვუხდი პარტნიორებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ნიდერლანდებიდან დაბრუნების შ