Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო - მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში

მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე. ფინანსთა სამინისტროს ინფორ

კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს ოჯახს - სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობას ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ თაკალანძის 10 წლით და 6 თვით უკანონოდ დაპატიმრებას წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა. „ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და და

მშობლებმა კანცელარიასთან 24-საათიანი პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „დღეს მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას დავესწარით, სადაც დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნებადასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ვოსორიტიდის შეძენას გადაწყვეტს, ის თანხებს დაუყონებლ

აქონდროპლაზია: მშობლის თქმით, სამინისტროსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. მშობლები ელიან, რომ უახლოეს თვეებში სახელმწიფო მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტს შემოიტანს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე მშობელი, სალომე გაბელაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას დაახლოებით 25-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მშობლები, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროს, სახალ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7377 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7488 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 25 წლის  ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს. ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი თაკალანძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

აშშ-ის საელჩო - ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს

US Embassy Tbilisi, Georgia  27 წთ  ·      ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია. გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია!

ვლადიმირ ვაისი - ხვიჩას თავი არ დაუკარგავს და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე. „ხვიჩა ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ თავი არ დაუკარგავს, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. „ნაპოლის“ მან ფლანგზე აგრესია შემატა. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თავისი ნიჭით ის „ნაპოლის“ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. მომავალში მას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს - მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია?

არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს - ნუ გაავლებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ პრინციპის ასახსნელად ვამბობ: - მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის “ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. აქვე სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პიროვნულ შედარებას არ აკეთებს, რადგან არც კალაძეა ბეთჰოვენი და არც სიმონიანი - ჰიტლერი.

გიორგი ვაშაძე - „ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში!

„ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! - თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით მისი გაჩერება სურთ, რასაც ვერ მიაღწევენ. „მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რ

გიორგი ვაშაძის ძმა უარყოფს, რომ აღმაშენებლის გამზირზე „ქოლცენტრი“ აქვს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც გაირკვა, აღნიშნულ შენობაში 25%-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს. „მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს სა

მიხეილ სარჯველაძე - როცა ირაკლი კობახიძემ განცხადება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის თაობაზე გააკეთა, საუბარი იმაზე იყო, რომ საქართველოს სტატუსზე გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში უნდა მიეღოთ - როცა თარიღმა გადაინაცვლა, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა

როდესაც ირაკლი კობახიძემ განცხადება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის თაობაზე გააკეთა, საუბარი იმაზე იყო, რომ საქართველოს სტატუსზე გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში უნდა მიეღოთ. როდესაც თარიღმა გადაინაცვლა, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის. „5%-იანი ბარიერის წინააღმდეგ ის პარტიები გამოდიან, რომელიც შეშფოთებული არიან, რომ ჯამში,

ვახტანგ გომელაური - კრიმინალი გაიზარდაო - სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას? - არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ

კრიმინალი გაიზარდაო - სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? - არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით. გომელაურმა ასევე ისაუბრა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საქმე გახსნილია. „გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი, ეს ერთი პირი ჩვენი დაცვის პოლ

შს მინისტრი ე.წ. ქოლ-ცენტრებზე - ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? - ეს ტყუილია, ჩვენ ნამდვილად ვააშკარავებთ

ჩვენ თუ ვმფარველობთ [„ქოლ-ცენტრებს“] და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ხელისუფლებას „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს. „დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას,

შალვა ალავერდაშვილი - თბილისის სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი - ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან, ეს გადასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ

სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასევე „დაუჯერებელია“ მონაცემები იმის შესახებ, რომ საქართველომ მარტში უკრაინიდან 20 ათასი ტურისტი მიიღო. აღნიშნულ კონტექსტში, ალავერდაშვილი მიიჩნევს,

ხეჩინაშვილის კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. „ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოს

პარლამენტს უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს

პარლამენტს უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს. მენაღარიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უკვე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. კომიტეტი 8 მაისს შეიკრიბება. IPN

მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე: დაკავებულია პირადი დაცვის წევრი

გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე, დაკავებულია შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამართველოს უფროსი ინსპექტორი, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური. როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან, რა დროსაც უკანასკნელს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულმა, რის შედე

„ვაგნერი“ 9 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ, „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ. პრიგოჟინის თქმითვე, ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან: გვიან ღამით, პრიგოჟინმა ვიდეოიმიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო. ნეტგაზეთი

“საქართველო გონივრულად იქცევა” – სიმონიანი კალაძეს ეხმაურება

რუსეთის სახელისუფლებო მედიის, Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველო გონივრულად იქცევა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იყო, რომ ქვეყანა არ შეუერთდებოდა საერთაშორისო ს

აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, უწყების თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების

ვიოლა ფონ კრამონი - მაგარი იდეაა ბატონო კახა კალაძე, შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო

მაგარი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში, როგორც „მწვანეთა“ კანდიდატმა მონაწილეობა მივიღო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს. „მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - წერს კრამონი და განმარტავს, რომ მისი პოსტი ხუმრობაა. „ყველა ჩემ გამომწერს,
×
×
  • შექმენი...