თბილისში, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, მარტის ანტირუსული აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, პოლიციამ კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ წაიყვანა პოლიციამ ძალით და ჩასვა ავტომობილში ლაზარეს მამა მაშინ, როცა კარვის გაშლას ცდილობდა.
განახლება: შსს-ს ცნობით, გრიგორიადისი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბექა გრიგორი
ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სექტორთაშორის თანამშრომლობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროექტ SECTORs -ის მთავარი მიზანია. პროექტი განხორციელების მესამე წელს ითვლის და მიწურულს უახლოვდება, თუმცა, მოსაყოლი ბევრიც დაგროვდა და ბევრი ადამიანის ცხოვრებაც შეცვალა უკეთესობისაკენ.
პროექტი SECTORs ევროკავშირის დაფინანსებულია და მისი სრული სახელია „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აკრიტიკებს „გოეთეს ინსტიტუტს“ გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო და ამბობს, რომ შესაძლოა, ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „გოეთეს ინსტიტუტი“ გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა,
რუსი მწერალი და აქტივისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ წუხელ, გვიან ღამით, შენდეროვიჩმა განცხადება გაავრცელა.
შენდეროვიჩი, რომელიც ანტიპუტინისტური პოზიციისა და აქტივიზმის გამო რუსეთში „უცხოურ აგენტადაა“ შეარცხული, განმარტავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას თბილისსა და ბათუმში კონცერტები უნდა ჩაეტარებინა.
განცხადებაში მწერალი იხსენებს, რომ 2006 წელს, იმ დროს, როდესაც მოსკოვში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობდა, რაც დეპ
ევროპარლამენტარებმა დღეს, 1 ივნისს, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის გადასაცემად საბრძოლო მასალების, რაკეტებისა და მისი კომპონენტების წარმოების გაზრდას.
კანონპროექტი, რომელსაც „საბრძოლო მასალების წარმოების მხარდამჭერი აქტი“ (ASAP) უწოდეს, ევროპარლამენტში მაისის დასაწყისში წარადგინეს და დაჩქარებული პროცედურებით დაიწყეს განხილვა.
დოკუმენტის მიხედვით, საბრძოლო მასალების წარმოებას დამატებით 500 მილიონი ევროთი დააფინანსებენ. კანონპროექტის მიზანია, წარმოება იმ დონემდე გაიზარდოს,
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი.
„1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებ
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში დაუდასტურეს. პირველი რეისები სოჭიდან თბილისში ხუთშაბათს, 15 ივნისსა და სამშაბათს, 20 ივნისს განხორციელდება.
მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მარშრუტით აპირებს რეისების განხორციელ
ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია სკოლაში ბავშვებისთვის უფასო კვების ინიციატივით გამოდის.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მოსწავლეების მესამედი სასკოლო საათებში საკვებს ვერ იღებს, ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული სიღარიბეა.
ელეონორა არჩაიას თქმით, აუცილებელია განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისში.
“მოგეხსენებათ, თუ რამხელა გამოწვევაა ბავშვთა სიღარიბე საქართველოშ
ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული ტურიზმის შესახებ კანონპროექტი.
სხვა ცვილელებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის შემოღებასაც. კერძოდ, მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტ
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია. განცხადებას ორგანიზაცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
PHR საუბრობს კონკრეტულ გამოწვევებზე, რაც 2023 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროშია.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგანგაშო იყო „რუსული კანონის“ ინიცირება პარლამენტში, რაც მათი ცნობით, მათ შორის საფრთხეს უქმნიდა ბავშვთა კეთილდღეობაზე და უფლ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინისა და რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს და ითრევს განუკითხაობაში, რასაც სხვადასხვა გზით ვხედავთ ბელარუსსა და საქართველოში.
„ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა: – რატომ NATO? პასუხი კი ძალიან მარტივია: – როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არი
ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს - ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია, - „ინტერფაქს-უკრაინას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება საქართველოში. ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განს
დარწმუნებულო ვარ, ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ მთავრობების (ბელარუსის და საქართველოს) შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე ალტერნატივა, გარდა დასავლური პერსპექტივისა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის განცხადება აჩვენებს იმას, თუ რამდენად გაფუჭებულია ურთიერთობა მაშინ, როცა უკრაინა ერთ დროს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდ
როგორც ტელეგრამ არხი ,,სირენა“ იუწყება, მოსკოვის ხელისუფლებამ საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში ადგილობრივი მოქალაქეებისთის თავშესაფრების მომზადება დაიწყო. თავშესაფრებში გათვალისწინებულია საძილე ადგილებიც, კედლებზე კი გაკრულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ევაკუაციიის შემთხვევაში და როგორ შეაგროვონ აუცილებელი და საჭირო ნივთები.
,,უკვე დაწყებულია მოსკოვის ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფების თავშესაფრებად გადაკეთება. ერთ-ერთი ასეთი სახლის მისამართია, ჩერტანოვსკაიას ქუჩა № 13.“ - ნათქვ
რუსებს მოსკოვი-ქუთაისის რეისის განახლება ევროპაში იაფი ფრენებისთვის ეჩქარებათ. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დიმიტრი გორინი Forbes-თან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ქუთაისის მიმართულებით ფრენა „მეტად საინტერესოა,“ რადგან იქიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air ევროპის მიმართულებით, კერძოდ, ვარშავაში, ლარნაკაში, ბარსელონაში, რომში, პარიზში და სხვა ქალაქებში დაფრინავს.
გორინს Tutu Travel Service-ის ავიაბილეთების მიმართულების ხელმძღვანე
უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული 10-ვე რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა „ისკანდერის“ მოკლე რადიუსის რაკეტებით განახორციელეს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ბავშვთა კლინიკა, სკოლის ორი შენობა და პოლიციის განყოფილება. აფეთქების ტალღის შედეგად საცხ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პარტნიორებთან შეხვედრაზე ისაუბრებს მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციაზე, ასევე უკრაინის ახალ ინიციატივაზე „პატრიოტების“ კოალიციასთან დაკავშირებით და უკრაინის „მშვიდობის ფორმულაზე“.
„მოგესალმებით, პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ აქ ვარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვას მხარდაჭერა. გვიხარია რომ ისტორიულად ჩვენ ისევ ერთა
2 ივნისიდან თბილისის მერია იწყებს აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
“აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამო
31 მაისს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ოფიციალური პირების მხრიდან უკმაყოფილო გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,აფხაზეთის საშინაო საქმეებში საქართველოს ჩარევა“ დაუშვებლად მიიჩნია.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მხარს უჭერს მათ, ვინც სოხუმში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა ლოზუნგით: „აფხაზეთი არ იყიდება." სწორედ მისი ეს სიტყვები
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას თქმით, საქართველოს გასატარებელი აქვს რეფორმები და გასაცემი კითხვებზე პასუხები.
„როგორც გუშინ ვთქვი საქართველოს პრეზიდენტთან, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები არის გასატარებელი. კითხვებზე პასუხი გასაცემია. მაგრამ რეფორმები გზაშია და მე მაქვს საქართველოსა და ქართველ ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაში“ — განაცხადა მეცოლამ დღეს, 1 ივნისს, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის დაწყებამდე.
„კარვის, როგორც საკუთრების, ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა“, – 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიმართ უფლებების დარღვევაზე განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციების ცნობით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის სპეციალური მიზანი იყო, აქციის მონაწილეებისათვის არ მიეცათ კარვის გაშლის უფლება. მათი განცხადებით, კ
პროკურატურამ ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მიმალვაშია. შემთხვევა 25 მაისს მოხდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, ამის შემდეგ ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება.
პუბლიკა
თბილისში, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების თხრილში მოქალაქე ჩავარდა.
თავდაპირველად ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოგვიანებით კი ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის მერიაშიც დაუდასტურეს. მერიის ინფორმაციით, მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პუბლიკა” დამატებით ცდილობს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გადამოწმებას.
მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი განმარტებით, აღნიშნული თხრილი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზ