Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რესტორან „რეტროს“ მფლობელი ძალადობის მუხლით დააკავეს

ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის მუხლით (126-ე) დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს. „რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ, ს

უფლებადამცველები ბრაჭველი და მარიკაშვილი იზოლატორიდან გაათავისუფლეს

2 ივნისს აქციაზე დაკავებული საბა ბრაჭველი, ედო მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე თელავის იზოლატორიდან გაათავისუფლეს, სადაც ისინი უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. 2 ივნისის აქციაზე სულ დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი და აქტივისტი, ნიკა რომანაძე. 2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი ა

დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 7 პროექტისთვის 2.4 მლნ-ის “ვალდებულების გადასახადი” დააკისრეს

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 7 პროექტში, რომელთა ათვისებაც 130 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 30.6 მილიონით შესრულდა. ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 2.4 მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა

დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა. „სამაშველო ოპერაცია დნეპრის რეგიონში დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დევიდი, რომელიც ექვსი წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. 11 წლის დენისი ასევე მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია. ათი წლის კირას ნაღმის აფეთქებისგან ტრავმა აქვს. რუსულმა რაკეტამ ორი წლის გოგონა, ლიზა მოკლა. მტკივნეულია ასეთი ცნობები

კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში? – რა ვიცით ამ დრომდე

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით. ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა –  777. მაგალითად მათ შორის, A777AC და C777CE.  რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევ

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

საფრანგეთის ქალაქმა შალონ ან შამპანმა ხმალში გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. კრისტიან ბაუერის გუნდში სანდრო ბაზაძის გარდა, ფრანგი მოფარიკავეები – ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ. საფრანგეთში გამართული პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი კლუბი „ორლეანი“ გახდა და ქართველმა მოფარიკავემ მორიგი გამარჯვება იზეიმა.   ავტორი - ალექსანდრე ქურხული

შსს-ს ამ დრომდე რეგიონულ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროება არ განუმარტავს - TI და ISFED

„შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი”, – ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) და სამართლიანი  არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ბათუმში განვითარებულ მოვლენებს. ორგანიზაციების თქმით, შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის

ბექა გრიგორიადისი - პარლამენტთან კარავი იდგება იქამდე, ვიდრე ლაზარე თავისუფალი არ იქნება

7-8 მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის განცხადებით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი მანამდე იქნება გაშლილი, სანამ ლაზარე თავისუფალი არ იქნება. გრიგორიადისის თქმით, ლაზარე ძალიან მალე თავისუფალი იქნება, რადგან მას არაფერი დაუშავებია. „პარლამენტთან მოვიტანე კარავი, პირველ დღეს კარვის გაშლის უფლება არ მომცეს, არც მეორე დღეს, მერე დამაკავეს. გუშინ, ხალხი გვერდით დამიდგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კარავი იდგება იქამდე, სანამ ლაზარე თავისუფალი

ბათუმში აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნები გაათავისუფლეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს. იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი. გუშინ, 3 ივნისს ბათუმში თბილისში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქტვისტების ცნობით, დაკავების მიზეზი ბანერებზე წარწერების შინაარსი გახდა. „ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ. – გუშინ, 3 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტთან აქციაზე დიდი თეთრი ბანერი მიიტანეს, რათა აქციის მონაწილეებს დაეწერათ

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაიკავა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰაკან ფიდანმა დაიკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა. ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყოფილი სამხედრო ჰაკან ფიდანი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელი

თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, შეუძლია ჯარები გაიყვანოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებას სურს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო დანაყოფები თავად უნდა გაიყვანოს და არ დაელოდოს, სანამ უკრაინა ტერიტორიებს ძალისმიერი გზებით გაათავისუფლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ლათინო ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოუწევს თუ არა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია სამხედრო გზით, ეს მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.

სპალეტი: "ქართველებო, თქვენ გყავთ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც გადის მარადონას გზას!"

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი, რომელიც მალე თანამდებობას დატოვებს, სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.   "როცა კვარაცხელიას ვიფორმებდით, ბევრს ვფიქრობდით, რადგან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ვარჩევდით მოთამაშეებს, ვინც ინსინიეს ღირსეულად შეცვლიდან.   ჯუნტოლის ვუთხარი, რომ 5 წელი რუსეთში ვმუშაობდი და მასზე ბევრი ვიცოდი, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები მაინც არ ვიყავით.   როცა კვარაცხელია მოვიდა, აშკარა იყო, რომ ბე

დნიპროში საცხოვრებელ კვარტალში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულები

დნიპროში, საცხოვრებელ უბანში, რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 22 პირი კი დაშავდა. დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, გოგონას ცხედარი ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს. მისივე თქმით, დაშავებულთაგან ხუთი ბავშვია, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებული. იპნ

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 940 ჯარისკაცი დაკარგა

გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 209 940 რუსი სამხედროს ლიკვიდირება განახორციელეს, მათ შორის 470 მხოლოდ გასულ დღეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების დანაკარგები მოიცავს: 3837 ტანკს, 7512 ჯავშანტექნიკას, 3555 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 583 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 344 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 313 საბრძოლო თვითმფრინავს, 298 ვერტმფრენს, 3175 უპილოტო საფრენ ა

გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის გადარიცხული ხელფასები, სტუდენტებისთვის მოპარული სტიპენდიები, „ტექნიკურ ხარვეზში“ დაკარგული ასობით ათასი ლარი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სტუ შეამოწმა

გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის გადარიცხული ხელფასები, მოპარული და აღურიცხავი სახელმწიფო ქონება, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების არარსებობა და უნივერსიტეტში არამომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები, გარდაცვლილი ადამიანების თანამშრომლად აყვანის ფაქტები, „ტექნიკურ ხარვეზში“ დაკარგული ასობით ათასი ლარი, დოკუმენტაციის არასწორად წარმოება, ერთი ავტომობილისთვის ავზზე მეტი მოცულობით საწვავით სარგებლობა, სტუდენტებისთვის მოპარული სტიპენდიები – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომელიც სახელმწიფო ა

დაკარგული მილიონები, გასანადგურებლად გამზადებული რარიტეტული, იშვიათი წიგნები და ქონება – სახელმწიფო აუდიტმა თსუ-ის შემოწმების სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა

კორუფცია, უფლება-მოვალეობების გადამეტება, დაკარგული მილიონები და გამქრალი, მილიონებად შეფასებული, სახელმწიფო ქონება –  დასკვნა, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სისტემის შემოწმების შემდეგ, მსგავსად სკანდალური დასკვნა მას შემდეგ არ გამოქვეყნებულა, რაც თავის დროზე კონტროლის პალატის (ახლანდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური) იმჟამინდელი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ხელმოწერით იქნა გასაჯაროვებული, რომლიც იუსტიციის სამინისტროს შემოწმების შე

საია - უკანონო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა ბათუმში გრძელდება

საია ბათუმში საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. საია მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა. "Საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ქ. Ბათუმში, ერას მოედანზე 3 ივნისს მიმდინარე აქციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა 2023 წლის 2 ივნისის ღამით ქ. Თბილისში, პარლამენტის წინ უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული უფლებადამცველების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას, 6 პირი ადმინისტრაციული წეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული

უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთს დიპლომატიური მიმართულება თუ სურს, უნდა გავიდნენ და არ ელოდონ, სანამ ბევრი ხალხი მოკვდება და ძალით გავაგდებთ. ვთვლი, რომ ეს დიდი სხვაობაა. კი, შედეგი ერთნაირია, ერთის მხრივ. [მაგრამ] მე ვთვლი, რომ არა. ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოვახდენთ. ხოლო როგორ, ეს ჩემთვის ძალ

„დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48-მდე გაუგრძელა“ – საია-ს თავმჯდომარე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა. ქურდოვანიძე განმარტავს რომ ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა და პარლამენტმა შსს-ს უფლება მისცა დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა: „კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ. მათ სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, გუშინ, 2 ი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო. „მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებასა და პატიოსნებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე. ერდოღანმა ფიცის დადებამდე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მანდატი მიიღო. პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ცერემონია, რომელსაც 78 ქვ

აშშ-ის საელჩო - ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს - განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან შეუსაბამოა

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს „მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირ

პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 4-ჯერ ანუ 269%-ით გაიზარდა

2023 წელს 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 269%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4,801 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,299 მლნ ლარი. ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუ
×
×
  • შექმენი...