Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებას აქეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. კერძოდ, ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნვენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედებ

გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრაზე - კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა - შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის

[შეხვედრაზე] კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა - შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის დაპირება, რომ არ აპირებს მიხეილ ს

ბუნდესტაგის რეზოლუცია - დაჟინებით მოვითხოვოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან წინსვლა აღარ მოხდეს და გამოვლინდეს ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს. რეზოლუცია გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოურ

სოფიო ხორგუანი - მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება ჩაბარებული აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, არ გააჩნიათ ლიცენზია, კომპეტენციისა და საქმიანობის კონტროლი არასათანადოა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო ადგილას სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმა, რომელიც დაბინძურებული აღმოჩნდა - გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ეს დროებითია,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოს რეგიონების პრობლემაა. „მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება მინდობილი გვაქვს ისეთი

"მავნე პრაქტიკაა, რომ კომპანიები ტენდერებს იგებენ და ვალდებულებებს არ ასრულებენ"- სოფიო ხორგუანი

ამორტიზებული გზები, დაუსრულებელი პროექტები და ტენდერები, რომელიც ვადებში ვერ სრულდება - რეგიონის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში ბრიფინგი გამართა. სოფიო ხორგუანმა რეგიონში გზების სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგიერთი პროექტი ჯერ კიდევ 2022-23 წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე კვლავ რჩება დაუსრულებელი მონაკვეთები. რთული მდგომარეობაა როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის, ისე სატრანზიტო და სოფლებთან დამაკავშირებელ გზ

უნდა გამკაცრდეს კანონი და კონტროლი – ხორგუანი მერიის არალიცენზირებულ კომპანიაზე, რომელიც მოსახლეობას წყალს აწვდის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე–ჯავახეთში და დეპუტატობის კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა რეგიონებში სასმელი წყლის ხარისხის პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, არალიცენზირებული მუნიციპალური ა(ა)იპ–ების მიერ, მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი, რომელიც ზოგ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი ხარისხის მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. იგი ფიქრობს, რომ საჭიროა მომავალმა პარლამენტმა გაამკაცროს კანონი, რათა მოქალაქეებისთვის ს

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერები მივიდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მისული ლიდერები: ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბერდია სიჭინავა აცხადებენ, ისინი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მოსასმენად მივიდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხსა და „ქართულ ქარტიაში“ შემავალი საკითხების შესრულების პროცესი განიხილონ. როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრე

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება. “არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მასში ასაევე აღნიშნულია, რომ საოქმო ჩანაწერს

საფრანგეთში თანხებს აგროვებენ ემიგრანტების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებისთვის

საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც პარიზში გახსნილი საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, მოქალაქეები თანხას აგროვებენ. ინიციატივა თავისუფალ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს „ერთი მოქალაქე – ერთი არჩევანი“ – ეკუთვნის. მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის მაქსიმალური გაზრდა 26 ოქტომბრის არჩევნებში. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, თამარა დემურია ნეტგაზეთთან ამბობს, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში საარჩევ

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზ

სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, არ იქნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში – ურმას პაეტი

ევროპარლამენტის დეპუტატი ურმას პაეტი აცხადებს, რომ სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, საქართველოს ვერ ექნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის დებატებისას განაცხადა. „მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, საქართველოს მომავალი იხილონ ევროპაში. სწორედ ამიტომ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, მთავრობა ამის წინააღმდეგ მოქმედებს. ბოლო წლებში საქართველო დაშორდა ევროკავშირს და გაიზარდა რუსეთის გავლენა. გამჭვ

ნათია მეზვრიშვილი - დავასრულებთ საჯარო მოხელეების დაყოფას “ნაცებად” და “ქოცებად”. არანაირი წმენდა არ იქნება. ჩვენი კარი ღიაა ყველა დროის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისთვის (ვიდეო)

დავასრულებთ საჯარო მოხელეების დაყოფას “ნაცებად” და “ქოცებად”. არანაირი წმენდა არ იქნება. ჩვენი კარი ღიაა ყველა დროის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისთვის.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/983727340110140/

ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი - საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით - ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ

საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით და ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებით არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უარესდება. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის

ნათია მეზვრიშვილი „გორბის“ კვლევაზე - „ქართული ოცნება” უკვე დამარცხებულია, მორიგი სიგიჟე გამოაქვეყნეს, თავს იმშვიდებენ - კობახიძის „საქმე წასულია”

ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 19 დღე არ მოვანდომოთ წინ და უკან სიარულს და დრო არ დავკარგოთ , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პრეზიდენტთან ჩანიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა. მეზვრიშვილის განმარტებით, აქამდე არ ყოფილა კანდიდატებზე თუ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი, თუმცა მის გუნდს ამ საკითხზე ხისტი დამოკიდებულება არ აქვს. “ძალიან დიდი

გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს

გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც. დოკუმენტში არის მოწოდება საქართველოს

პეტრას აუსტრევიჩუსი - საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია - მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე - თქვენ ევროპას ეკუთვნით

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადასავლური მიმართულებით წაიყვანა. საქარველოს მთავრობამ მიატოვა წინა დაპირება და აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოგ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. „ვიმეორებ საერთო მოწოდებას პრეზიდენტ სააკაშვილის სასწრაფო და უპირობო გათავი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაზიანებულია შემაშფოთებელი განცხადებებით და ქმედებებით მმართველი პარტიის მხრიდან - მსგავსი ტაქტიკა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია

გავიგონეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომლებსაც მმართველი პარტიის ოფიციალური პირები ავრცელებენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მსგავსი ცრუ ნარატივების გამოაშკარავებას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხის გაცემას. “ჩვენ ასევე გავიგონეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცი

ვერა იუროვა - საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა - ეს ზომები შესაძლოა შებრუნდეს, გამოსავალი მარტივია - თუ არსებობს პოლიტიკური ნება

საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახევ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ

რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან

ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სხვა ჯგუფებს, რომ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია - ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს

იმედი გვქონდა, რომ კანდიდატის სტატუსი ძლიერი სტიმული გახდებოდა საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. “26 ოქტომბერს 3 მილიონ

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშვებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.   იპნ

EU: საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შედეგად 121 მილიონი ევროს ოდენობით EU-ის დახმარებას დაკარგავს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ  ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის. შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თა
×
×
  • შექმენი...