„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, არ გააჩნია - სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, „არაფრის მომცემ ღონისძიებას“ არ დაესწრო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „2028 წლ
ახლა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე გარდამტეხი მომენტია და ჩემი აზრით, ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია საქართველოში დაბრუნება, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რათა გახდეს ამ პროცესის მონაწილე, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალი.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/520342010812181/
3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის წევრები მიწვეულები არ იყვნენ. ამის შესახებ ღონისძიებაზე ისაუბრა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა და განმარტა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის „ქართველების და ქართველებისთვის”, ხოლო გერმანია მასში არ ერევა.
ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქვეყანა დგას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის რისკ
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე იქნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოხსენება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.
ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში”. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც – წარდგენილ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ".
აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არჩევნებ
დღეს ხელისუფლება საღ გონებაზე არ არის.
საარჩევნო პროცესი ჩვენ უნდა წავრმართოთ ისე, რომ 26 ოქტომბერს გამარჯვება გავაფორმოთ.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1542034133354039/
7 ოქტომბერი - ღირსეული შრომის დღე, სოლიდარობა ევოლუშენის გაფიცულებს!
ღირსეული შრომითი პირობები ყველა დასაქმებულს!
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/539366532019439/
ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან.
არა უმრავლესობით, არამედ მცირე ხმებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066077161432457/
ახალციხის მუნიციპალიტეტის 42 სოფელს სასმელი წყლით ულიცენზიო კომპანია უზრუნველყოფს, შესაბამისად არ ხდება წყლის ლაბორატორიულად შემოწმება, - ამის შესახებ აუდიტი თავის ბოლო დასკვნაში წერს.
დღეს, "გახარია საქართველოსთვის" სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა და დეპუტატობის კანდიდატთა სიის 20-ე ნომერმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განმარტა, რომ საჭიროა მომავალმა პარლამენტმა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც დაარეგულირებს სასმელი წყლის მიწოდების საკითხს, რათა მოქალაქეებისთვის წყლის მიწოდებ
ჩვენი გუნდისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის არჩევნებისთვის მზადება და ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვა - ეს არის ჩვენთვის ერთადერთი კონტექსტი.
ანა ბუჩუკური., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1488227171879299/
2022-2023 წლებში 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. მათგან ბიჭია 8502 და გოგო – 6409. როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში, ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა მეათე კლასში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2022-2023 წლების ეს მონაცემი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს, რომელიც 2013 წლიდან აღირიცხება.
აღნიშნულ რიცხვთან ახლოს არის მხოლოდ 2013-2014 წლების მონაცემი, როცა ორივე წლის ჯამში სკოლა 14 057-მა მოსწავლემ დატოვა.
სტ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა სადაც კიდევ ერთხელ ისუაბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორაზე და აღნიშნა, რომ ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე შეფერხება არ იყოს და მოქალაქეებმა ხმის მიცემა შეძლონ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყალბების “მთავარი დამარცხება“ მობილიზაციაა.
„არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო და ბევრჯერ კიდევ გავიმეორებ, რომ მთავარი დამ
"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი
Add Tag
"ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ბევრ რაიონს, სასმელი წყლით არალიცენზირებული იურიდიული პირები ამარაგებენ" - ამის შესახებ, წერია სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილში, რომელიც “გახარია საქართველოსთვის” რეგიონულმა კოორდინატორმა მიიღო.
ამაზე, სოფიო ხორგუანმა დღეს, ახალციხეში გამართულ
საქართველოს საკითხი ოქტომბერში ევროპარლამენტის და ევროკავშირის ლიდერების განხილვის დღის წესრიგშია, რაც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არ არის კარგი ნიშანი“ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს.
კერძოდ:
8-9 ოქტომბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები და რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ;
საქართველოს საკითხი შეტანილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 14 ოქტომბრის შეხვედრის
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ეტყოდა მმართველ პარტიას იმაზე, რომ ისინი უკვე მეორედ იწყებენ მისი იმპიჩმენტის პროცედურას:
დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას.
მისი თქმით, მიზეზი პრეზიდენტის უნებართვო საგარეო ვიზიტებია, მათ შორის, გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე.
გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ
მომავალ დღეებსა და კვირებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს საქართველოს საკითხს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგრეო საქმეთა მ
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან.
„მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ მათ სწრაფვაში“, - წერს სანდუ.
შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცავები არიან მობილიზებულები „ევროპულ სკოლასთან“, ასევე მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლასთან. საკითხზე ინფორმირებულები არიან მოსწავლეების მშობლები.
როდის აღდგება სასწავლო პროცესი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვ
ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა - ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც
სადამკვირვებლო კოალიციის - „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, კოალიცია 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აორგანიზებს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
„უპირველეს, ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გ
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 1 597 660 ლარს შეადგენს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მეტი - 58 844 ჯარიმა ავტობუსით უბილეთო
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. ბრიფინგზე მან ისაუბრა მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დღეს რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვისა“ და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებთან.
არსებული ინფორმაციით, 8 ოქტომბერს შედგება შეხვედრები „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“.