Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თომას ჰენდრიკ ილვესი - ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე - იქ არც სარეცხი მანქანები და არც უნიტაზებია, რომ მოიპარონ

ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე. დიახ, იქ არის მიწა, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოიპარონ, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი რუსეთის მთვარის ჩაშლილ მისიას. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული კოსმოსური ხომალდი, Luna-25, რომელიც მთვარეზე უნდა დაშვებულიყო, მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა.   ipn

კელი დეგნანი - 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით რომც არ შესრულდეს, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ამოცანები - დასაკარგი დრო არ არის, საქმის მიხედვის დროა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან როგორ ასრულებს საქართველო რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი, მაგრამ ეს პროცე

კელი დეგნანი - არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას - აქ ვართ 30 წელზე მეტია და არსად წასვლას არ ვაპირებთ

არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, აშშ არსად წასვლას არ აპირებს და საქართველოს გვერდით იდგება მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის. „ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაცი

დანია და ნიდერლანდები უკრაინას F-16-ებს გადასცემენ – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი

ნიდერლანდები და დანია უკრაინას ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ. აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა 20 აგვისტოს, თავის ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, თვითმფრინავების გადაცემა მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება უკრაინის ძალებისთვის, რომლებიც რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევას აწარმოებენ. როგორც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ უთხრა ზელენსკის, თვითმფრინავების გადაცემის ვადებ

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ინიციატივა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ყოველთვიური სატელეფონო ხარჯის გაუქმება და მათთვის საწვავის ხარჯვის ლიმიტის შემცირება

11 აგვისტოს, “ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ფრაქციის წევრებმა საკრებულოში დააინიცირეს ინიციატივა, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ინიციატივა ითვალისწინებს: 1) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ყოველთვიური სატელეფონო ხარჯის გაუქმებას. 2) საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და ხელშეკრულებით დასაქმებულთა საწვავის ხარჯვის ლიმიტის მნიშვნელოვან შემცირებას. დაინიცირებული საკითხის საკრებულო

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 12 ადამიანი

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალიდან გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ავტობუსი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ სივასიდან სტამბოლში გადაადგილდებოდა. თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იოზგათის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, შემდეგ კი გზატკეცილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარება და

კინემატოგრაფისტების ნაწილი ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით კულტურის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს და კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

კინემატოგრაფისტები ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს. როგორც კინემატოგრაფისტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს! პროტესტის ნიშ

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად სამიტს დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად არაფორმალურ ვახშამს დაესწრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერძნულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვახშამს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი. მედიის ცნობით,

ჯოზეფ ბორელი - მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ თავდასხმას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმას მხდალ ქმედებად აფასებს. "მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ და მიზანმიმართულ თავდასხმას, რომლის სამიზნე უნივერსიტეტი და თეატრი იყო და რომლის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ახლა, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან", - აცხადებს ბორელი. შეგახსე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა 42 ამერიკულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ - 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!" - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, F-16-ებს უკრ

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავტომანქანის პარკირების გამო მოქალაქის დაჯარიმების შესახებ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო. მათივე განცხადებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგ

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იპნ

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის კოსმოსურ სააგენტო "როსკოსმოსის" პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა", - ნათქვამია "როსკოსმოსის" განცხადებაში. მათი ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის. უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან, "ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან" გაუშვე

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში" წერს, რომ ვიზიტი უკრაინისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის თემას მიეძღვნება. „როგორც ყოველთვის, გველოდება არსებითი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მთავარი საკითხია F-16-ები უკრაინისთვის, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ. ჩვენ გავძლიერდებით. ასევე დღის წესრიგში

მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. „ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუ

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულთა რიცხვმა მიაღწია 148-ს, იტყობინება ოლქის ადმინისტრაცია 20 აგვისტოს. საავადმყოფოში მოათავსეს 41 პირი, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.   19 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგნოვში დაიღუპა სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბავშვი. თავდასხმის გამო დაზიანდა 500-მდე შენობა. რუსეთის არმიის ამ ქმედებას ქალაქის მერის მოვალეობის შე

ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა, ინჟინრებმა და ტექნიკურმა პერსონალმა თვითმფრინავების ასათვისებლად წვრთნა უკვე დაიწყეს და ასევე ინგლისური ენის ცოდნას იმაღლებენ. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დანია და ნიდერლანდები ასევე დაკავებული არიან ამ საკითხით. „მომზადების ეს პერიოდი იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებ

გერმანიის შსს - გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტოტებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა, - ინფორმაციას გამოცემა ZDF-ი ავრცელებს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იანვრიდან ივნისამდე ქვეყნიდან 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამასთან, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი - არასრულწლოვანი. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართ

ახალციხელმა ამირან ჯანაშვილმა აშშ–ში სასწავლებლად 400 000 დოლარის დაფინანსება მიიღო

ახალციხელი ახალგაზრდა, ამირან ჯანაშვილი, აშშ–ში გააგრძელებს სწავლას. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სრულად დაუფინანსა. „2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ვაგრძელებ სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი აქ მოხვედრა არ ყოფილა რომელიმე სასტიპენდიო პროგრამის ნაწილი. უნივერსიტეტს თავად დავუკავშირდი და შევიტანე განაცხადი ჩარიცხვასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეში ჩარიცხვის წერილთან ერთად სწა

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 117 დაშავდა

რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. „15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხა

“მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში აფხაზეთის კონკურენტუნარიანობის შესახებ სოციალური პლატფორმის “აფხაზეთის მომავალი” მონაწილეებთან ისაუბრა. არძინბას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2,5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა და მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. “მსოფლიოს ეკონომიკა და მსოფლიოს პოლიტიკა კონკურენტუნარიანი სფეროებია. თუ ვერ უძლებ კონკურენციას, საერთაშორისო პროცეს

პროკურატურამ შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო - PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 დაკარგულ მოქალაქეს, საძიებო არეალი კი სტიქიის ეპიცენტრიდან ამბროლაურამდე მანძილს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამ

„შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფილმის ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმმა ჯილდო აიღო კატეგორიაში საუკეთესო მხატვრული ფილმი. ასევე „სარაევოს გულის“ მფლობელი კატეგორიაში საუკეთესო ქალი გახდა მსახიობი ეკატერინე ჩავლეიშვილი, რომელიც ფილმში მთავარი გმირის, ეთეროს როლს ასრულებს. ელენე ნავერიანმა სარაევოში გამარჯვება გუნდმა ქართული კინოს პროტესტს მიუძღვნა: „ეს „გული“ [პრიზი] მინდა მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დ
×
×
  • შექმენი...