“ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო,” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა.
ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მო
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები. ის მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმ
ირჩევენ ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის? – რა [არ]ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე
რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას.
ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული
მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესები საფრთხის შემცველი არ არის.
„მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.
ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით.
უწყების ცნობით, გაფართოვდა ძებნის არეალი.
„სამძებრო სამუშაოებში ჩართული სამაშველო ნავების მეშვეობით, მდინარის და მისი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური მონიტორინგი ხორციელდება.
სამუშაოებში ასევე, ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა
რუსეთის ქალაქ უსურიისკში კაშხალი გაირღვა, დატბორილია რამდენიმე ქუჩა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
რუსული მედიის ცნობით, დროებით განთავსების ცენტრებში 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ქალაქში „როსგვარდიის" ძალები და მაშველები მუშაობენ.
„კაშხალი დაიშალა და უბრალოდ ტალახად და მიწად იქცა, ამჟამად ის შეკეთებას ან აღდგენას არ ექვემდებარება, კონტროლი მასზე დაკარგულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კაშხალი წყალმოვარდნის თავიდან აცილებისთვის აიგო.
ipn
"აგერ ნიკოს დაბადების დღეც დგება, მის გარეშე მეორედ აღვნიშნავთ ამ დღეს ბრჭყვიალა სიცოცხლით სავსე ბიჭის უსიცოცხლო დაბადების დღეს! არაფერი დარჩენია ოჯახს და ჩვენ, ოჯახის ახლობლებს მისი სახელით გავაკეთოთ ის, რასაც იგი აკეთებდა და გეგმავდა, რომ გაეკეთებინა.
ნიკოს ფონდი ეხმარება ბათუმის ტრაგედიის, მამების ამარა დარჩენილი ბავშვებს. გახდი გმირის საშუალებით ახდენს სამი ბავშვის განათლების უზრუნველყოფას, დაწესებულია ნიკოს სახელობის ჯილდო. ახლა შოვის ტრაგედიით უდედოდ დარჩენილ ლუსის დახმარება, თუმც
უკვე მე-9 დღეა, შოვში დაკარგულებს ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დამანგრეველ სტიქიას ემსხვერპლა 24 ადამიანი, 9-ს კი კვლავ ეძებენ.
მაშველებისა და სამხედროების გარდა, ადგილზე ასევე მუშაობენ მოხალისეები – რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სტიქიასთან მებრძოლთა შრომა შეამსუბუქონ.
მოხალისეთა ნაწილი ტალახში ეძებდა და ეძებს დაკარგულებს, ნაწილი კი მაშველთათვის საჭმელს ამზადებს, მათ საჭირო ნივთებს აწვდის, საჭიროებისამებრ ურიგებს ადგილობრივებს პროდუქტებს.
ამ სტატიაშ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გოგა რაზმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც ხელმძღვანელობას დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს.
თუმცა გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, როგორ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როცა ის დაწყებული არაა.
რაზმაძის მიმართ მოწოდება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 10 აგვისტოს გაავრცელა. უწყების განცხადებით, გოგა რაზმაძემ განმეორებ
საქართველოს მწერალთა სახლი ეწინააღმდეგება კულტურის სამინისტროს მიერ ახალი დირექტორის პირდაპირ დანიშვნას და მის არჩევას ითხოვს.
მწერალთა სახლი 12 აგვისტოს განცხადებაში ვრცლად საუბრობს უკვე ყოფილი დირექტორის, ნატა ლომოურის დამსახურებაზე და პროტესტს გამოთქვამს მისი გათავისუფლების გამო. ცნობილია, რომ მის პოზიციას „ქართული ოცნების“ წევრი, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის ავტორი, პარლამენტარი ქეთი დუმბაძე დაიკავებს.
რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
„დღეს რუსებმა ქალაქ ორეხოვზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია 31 წლის პოლიციის კაპიტანი, 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციის 4 თანამშრომელი“, - წერს კლიმენკო.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაოები ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა.
როგორც მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დაკარგულ 9 ადამიანს ეძებენ.
„24 ადამიანია ამოყვანილი, ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამის გარდა გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით, მდინ
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველების მიერ დღეს სამი ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა ა
უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
“ცოტა ხნის წინ [5 აგვისტოს ჯიდაში შეხვედრისას] 43 ქვეყანა იყო, დღეს უკვე 58-ია. ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის და კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნების დიდი რაოდენობაა, რომლებსაც შემოერთება სურთ”, - განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, მშვიდობის ფორმულის ყოველ პუნქტზე სამუშაოდ უკვე 10 ჯგუფია შექმნილი, რომლებშიც როგორც უკრაინული, ა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის, დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში დაახლოებით 253 290 რუსი სამხედრო არის განადგურებული, 510 სამხედრო - მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბის „ფეისბუკის“ გვერდზე არის განთავსებული. უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებული სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო სისტემები.
უფრო კონკრეტულად, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, გამაგრება 77 ფერდს უტარდება. ამის შესახებ მან შოვში, სტიქიის ზონაში მედიასთან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა დადო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები.
„დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალი
გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომლის ამოცანა არის პოლიტიკური. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და რაღაც პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და
რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა, ანუ „შავ სიაში“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება ისეთი პროცედურების დაცვით ხდება, რომ სანქცირებულ, „შავ სიაში“ მყოფ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია.
„უბრალოდ შეუძლებელია, იმ პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის მიერ განრცელებული ინფორმაციით, დაამუშავეს ცენტრის სეისმური სადგურის მონაცემები, საიდანაც ჩანს რომ სტიქიის აქტიური ფაზა (ჩასახვის ზონაში) დაიწყო 14:56 საათის შემდეგ რამდენიმე წამში და პიკური აქტიურობა გაგრძელდა დაახლოებით 8 წუთი.
რაჭაში, შოვთან 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა კურორტზე მყოფი ადამიანების ნაწილი იმსხვერპლა.
მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მერვე დღ
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი.
“გრძელდება შველა-ძიების სამუშაოები“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მისივე თქმით, მობილიზებულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა.
„10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკა არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდ
"კალა მერს ივანიშვილმა “ლაგუნა ვერეს” თბილისისთვის საჩუქრად გადაცემისთვის მადლობა რომ ტყუილად ათქმევინა, ეს უკვე აღარავის უკვირს არც კალა მერისგან და არც ივანიშვილისგან. პირველი ტყუილი ხომ არაა ბოლოსდაბოლოს…
აქ მთავარი სხვა რამეა (თუმცა ტყუილებზე პასუხისმგებლობის დროც მალე მოვა) - კარგი, ვითომ ნაჩუქარს რომ ყიდი გავიგეთ, ესეც აღარ გვიკვირს, მაგრამ ვისზე ყიდი? ნაცზე?
ასეთია ნაც-ქოცური ალიანსის ლოგიკა, რომლის მიხედვით თბილისელების ინტერესები საკუთარ მერკანტილურ ინტერე
უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბათუმში დააკავეს საკრუიზო რუსული გემის პროტესტის გამო, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
რუსეთიდან წამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შევიდა.
მოქალაქეები მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.
აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 23 მოქალაქე დააკავა.
პუბლიკა