Jump to content
Planeta.Ge

Blogs

სამინისტრო „ჩუბინაშვილის ცენტრში“ აუდიტის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს | ცენტრის პასუხი

კულტურის სამინისტრო „ჩუბინაშვილის ცენტრზე“ აუდიტის დასკვნას აქვეყნებს და წერს, რომ კვლევითი ცენტრი სამინისტროს სასამართლოში უსაფუძვლოდ უჩივის. დასკვნის მიხედვით, აუდიტორული შემოწმების შედეგების (2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) თანახმად: 2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო შედგებოდა 11 წევრისაგან, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმა

ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. „მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და სა

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი პილოტები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნებს უკვე გადიან

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “თვითმფრინავები Gripen - შვედეთის სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების, მონაწილეობით Gripen-ის სატესტო წვრთნები უკვე დაიწყო”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რო

დადასტურდა შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება. ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს: „ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო

გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა: „ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანას ოჯახის ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში სამხედრო აეროპორტს დაარტყა, დაზიანდა ერთი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროპორტს “სოლცი”-ს დაარტყა, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენი არის განლაგებული. რუსული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა. „დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან“, - აცხადებენ სამინისტროში. რუსული ოპოზიციური მედიის მტკიცებით, თვითმხილველების მონაცემებით, აეროდრომის ტერიტორიაზე

შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია. კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. ახალგაზრდა სტიქიას დედასთან და დასთან ერთად ემსხვერპლა. 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილების ნათესავი, შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი ავრცელებს, რომელმაც სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა. „ვაგრძელებთ… შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა; კოტე მაისურა

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარებში წირვა ჩატარდება. რელიგიური სწავლების თანახმად, ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე დ

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. მისივე თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება. "ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ", – განაცხადა ვოლ

15 რჩევა, რომელიც წყალში დახრჩობისგან გიხსნით

იმისთვის, რომ ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე დასვენება უსაფრთხო იყოს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ გათვალისწინებულ დეტალს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.   პირველი და ყველაზე მთავარი - შედით წყალში იქ, სადაც ბანაობა ნებადართულია და მაშველებიც არიან. თუ მდინარეში ბანაობას გადაწყვეთ, იცოდეთ, რომ იგი რაღაც დონეზე მაინც უნდა გქონდეთ შესწავლილი. გაითვალისწინეთ, რომ ეს იგივე არ არის, რაც აუზში შესვლა, სადაც არც დინებაა და ფსკერის სიღრმეც და ტ

აზერბაიჯანმა ყარაბაღს ინტერნეტის კაბელი გადაუჭრა – სტეპანაკერტი

17 აგვისტოს აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტთან ახლოს, ლაჩინის კორიდორში, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადაჭრა, რითაც ყარაბაღელებს ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა არტაკ ბაგლარიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, კაბელის დაზიანების შემდეგ ყარაბაღელი სპეციალისტები რუს სამშვიდობოებთან ერთად შეეცადნენ ადგილზე მისვლას და დაზიანებული კაბელის შეკეთებას, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი არ დაუშვა. როგორც

საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო ხუთი კომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ დაუდგინა  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა და, ჯამში, 4 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დააჯარიმა სააგენტოს განცხადებით, საქმე ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს განცხადებ

მიატოვა თუ არა განსაცდელში სახელმწიფომ მოქალაქეები შოვში? - რა მუხლებით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება

განსაცდელში მიტოვება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი ზუსტად ამ სახელწოდებით. მისი განმარტება კი ასეთია - დაუხმარებლად იმ ადამიანის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მიმტოვებელს კი ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი. იურისტები ფიქრობენ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება დღეს ამ მუხლითაც უნდა მ

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" მიმართვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს, დავით გოგუას - ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალი გზა ამ დრომდე დაზიანებულია

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით გოგუას. ბატონო დავით, მოგეხსენებათ ტურისტული სეზონის მხოლოდ შუა პერიოდია, ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალი გზა კი ამ დრომდე დაზიანებულია. ჩვენი გუნდის აქტიურობისა და მედიასაშუალებების გაშუქების შედეგად, მოქალაქეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ტობასკენ სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა, თუმცა სოფელ მუხურში მომდევნო ერ

რუსების მიერ კუპიანსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალების მიერ კუპიანსკის დაბომბვას 61 წლის ქალი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიდე ერთი, 60 წლის ქალიც დაშავდა. დაბომბვამ სახლებიც დააზიანა. შეგახსენებთ, თვის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა, რადგან რუსეთმა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბომბვა გაახშირა.

გარემოს ეროვნული სააგენტო - დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას - გაიცა რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. „გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდებ

დღეს, ოზურგეთში, თხილს ნაცნობობით იბარებენ: „ასეც გაბანძდნენ, ბოლო რგოლამდე…“

დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის მიღება შეაჩერეს.  ქუჩებში გუნდ-გუნდად ჩამომსხდარი ქალები, რომლებიც  თხილს იბარებდნენ, თხილის ჩასაბარებლად  მოსულებს უარით ისტუმრებდნენ. _ მხოლოდ „ბერძნულას“ მივიღებთ, თუმცა ჯერ ფული უნდა გამოგვიგზავნონ. ახლა  არ გვაქვს და ველოდებით, _ეუბნებიან  მიმღები თხილის ტომრებით მოსულ ხალხს. _რა მოგივიდათ, აი, ასეა, ხვალ ფერიცვალობაა. ყოველი დღესასწაულის წინ , ასე რომ უნდა გვეცეთ წურბელებივით, 30 წელიწადია,ვიცით, _ ბრაზობს ხალხი. _მოდი, მოდი, შენსას მივიღებ. ბ

ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა - ბიჭი ადგილზე დაიღუპა

მარტვილის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ გუშინ საღამოს ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოძიება დაადგენს, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. საგამოძიებო მოქმედებები დღესაც გრძელდება. რუსთავი 2

პაპუნა მარგველიძე - შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება - ძებნის არეალი ამბროლაურამდე გაფართოვდა

შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება - მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება, - ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული. „ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასულ

ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა

ფეისბუკზე ვრცელდება მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე როგორ იშლება კლდე. ვიდეოს ავტორი, სალი ჯიქიძე წერს: "ᲐᲮᲐᲚ ᲒᲖᲐᲖᲔ ᲙᲚᲓᲔ ᲩᲐᲛᲝᲘᲜᲒᲠᲐ, ᲠᲝ ᲐᲠ ᲛᲔᲩᲥᲐᲠᲐ ᲣᲖᲐᲠᲛᲐᲖᲐᲠᲘ ᲚᲝᲓᲘ ᲓᲐᲔᲪᲔᲛᲝᲓᲐ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲐᲡ!"   ამ გზაზე რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა ქვათაცვენა - თბილისის მერიამ შემდეგ სცადა, ხელოვნურად ჩამოეშალა მაშველების დახმარებით კლდის ნაწილი და ახალი დამცავი ბადეებით დაეფარა ეს მონაკვეთი. რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ქვათაცვენა მოხდა ჭაბუა ამ

„ხალხმა აიტაცა, უნდოდათ, მას უკეთ ეცხოვრა“ - ბინა 4 წლის ლუსისთვის

შოვის ღვარცოფში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა. 4 წლის ლუსის სოფო მარტო ზრდიდა. გლოლელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა. მისი გოგონა ახლა ახლობლებთანაა. ბავშვისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა, არც დაკრძალვას დაასწრეს. „ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში. 23 წლის იყო ჩემი

დმიტრო კულება F-16 თვითმფრინავების მიღებაზე - ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს, როდესაც უკრაინელი პილოტები წვრთნას დაასრულებენ. „როგორც კი სწავლება დასრულდება (თვითმფრინავები იქნება) ვფიქრობ, უკრაინელი პილოტები წვრთნიდან დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც მათთან ერთად იქნება. ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. მერწმუნეთ, ამ კვირაში პრეზიდენტი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესის დაჩქარებაზე საუბრობს. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება",

მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს. “რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!”, - ნათქვამია ინფორმაციაში. გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ipn
×
×
  • შექმენი...