უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში 16-17 აგვისტოდან იცდიდნენ, საქართველოში შემოუშვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.
ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ე
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის, შოთა ლობჟანიძის განცხადებით, 27 აგვისტოს შიომღვიმეში გამოფიტული მასალა ჩამოიშალა. გეოლოგმა, რომელიც დეტალების შესასწავლად ადგილზე სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა, ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა იქ ყოფნა უსაფრთხოა, თუმცა პროცესს დაკვირვება სჭირდება.
“საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. რა რაოდენობის მასალაა ჩამოსული, ეს ყველაფერი ანალიზის შედეგად დადგინდება. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებ
უკრაინის გამარჯვება დაასრულებს რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვის ოკუპაციას და გაათავისუფლებს ბელარუსს ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურისგან, მიიჩნევს უკრაინის პრეზიდეტი, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ამასთან ერთად, ზელენსკიმ უკრაინის ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ ოკუპაციის დასრულება მოხდება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
ქურციკიძის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვები ხევის კალაპოტისკენ დაწესდება, რომელიც, როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
„ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდე
რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერმაკის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო შეტევა მირგოროდსკის რაიონის გოგოლევოს დასახლებაზე განახორციელეს. აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
თავდსხმის ადგილზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება.
მოლდოვის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას მალე მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და „ჩვენ ამ გიჟური ომის დასასრული ვნახოთ“.
შეგახსენებთ, მოლდოვა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება და რუსეთთან სერიოზული და
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14
ამ წუთისთვის, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია,- ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტული ღონისძიება გატარდება.
„მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის ფხვიერი მასა ჩამოიშალა, რომელსაც რაიმე დაზიანება, გზის ჩახერგვა, ან შენობის დაზიანება არ მოჰყოლია. ადგილზე ოპერატიულად გამო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საერთაშორისო აქტივობა სექტემბერში წინა კვირებზე ნაკლები არ იქნება.
„უკვე დავიწყეთ უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება. პირველი - ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით
მოქალაქეების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ამ ეტაპზე, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მისიის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცნობილი პილოტი, მეტსახელად "ჯუსი", დაიღუპა.
საჰაერო ძალების ცნობით, ანდრეი პილშჩიკოვი ერთ-ერთია იმ სამი მფრინავისგან, რომლებიც ორი დღის წინ, ჟიტომირის ოლქში მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ორი L-39 საბრძოლო საწვრთნელი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა.
ანდრეი პილშჩიკოვის გარდა დაიღუპნენ მფრინავები: სერგეი პროკაზინი და ვიაჩესლავ მინკა.
იპნ
რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობის ტერიტორიაზე ხანძარია.
რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ადგილზე ფეიერვერკები ფეთქდება, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმის.
ასევე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, შენობა ჩამოინგრა.
ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა.
„ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2023 წელს 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 308%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 9,371 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,294 მლნ ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში
გერმანიის ქალაქ დუისბურგში კანოე-კაიაკიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც ასევე თამაშდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები.
ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კაიაკით ცურვაში 27 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა, ბადრი ყაველაშვილმა. მან ფინალურ ეტაპზე 200-მეტრიანი დისტანცია 35.364 წამში გაცურა და მხოლოდ ლიეტუველ სპორტსმენს ვერ აჯობა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე გამოვიდა ზაზა ნადირაძე. მან კანოეთი 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში მეოთხე შედეგი დააფიქსირა და მედლის გარეშე დარჩა.
გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ლიდერი უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, მათ კარიერის განმავლობაში შეძლეს და მილიონებიც გამოიმუშავეს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ნაწილი ხალხს უყვარს და გულშემატკივრობს, ნაწილის ბედი კი საზოგადოებას ნამდვილად არ აღელვებს.
ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საოცრად მდიდარია, თუმცა მისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეს ებრძვის. საინტერესოა, როგორ გამოიმუშავეს მათ ფული?
კანადა: ჯასტინ ტრუდო -5 მილ
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს. პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ასევე უცნობია, შემთხვევას შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ყირიმს „კომბინირებული გზით“ გაათავისუფლებს, მაგრამ ეს სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.
„კომბინირებული გზით - ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური, მხოლოდ სამხედრო, კიდევ ბევრი განსხვავებული ვარიანტია. მაგრამ სამხედრო მოქმედებების გარეშე ეს შეუძლებელია, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდი... კომბინირებულად ყველაფერს დავიბრუნებთ. რას ნიშნავს- ახლა ახსნა-განმარტებას არ გავაკეთებ", - აღნი
ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა 11 დღის წინ გაიმართა.
ზალუჟნის გარდა მასში მონაწილეობა მიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანმა სამეთაურო შტაბმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა კრისტოფერ კავოლიმ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა ტონი რადაკინმა.
„ხუთსაათიანი შეხვედრის
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს.
„შემთხვევის გამო, არავინ დაშავე
”გვაქვს დასაბუთებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამ სამშენებლო პროექტს აერთიანებს პოლიტიკური კორუფციის სერიოზული ნიშნები და სწორედ იმისათვის, რომ ეს ფაქტი იქნას გამოძიებული და დადგენილი, არის თუ არა აქ პოლიტიკური კორუფცია, ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, რომ ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.”
გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.
შარაშიძე.mp4
კითხვა კალაძეს - "რა ბედი ეწია ლაგუნა ვერეს თბილისისთვის ჩუქების ამბავს?"
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
370481916_1436510563809559_8856089455351165941_n.mp4
საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.
„მოსახლეობა