36 წლის ეკატერინე ქვლივიძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალია.
შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს შევიდა. სამხედრო მუნდირი ბავშვობიდანვე იზიდავდა და მტკიცედ სწამდა, რომ სამხედრო საქმე ერთადერთი რეალური გზა იყო ქვეყნის დასაცავად.
საკუთარ ოცნებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, სახლში ფიქრობდნენ, გაიზრდება და სამხედრო მფრინავობასაც გადაიფიქრებსო. მხოლოდ დედა იყო მის მხარეს.
ეკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში, როცა გაზეთში ქართველ ტანკისტ ქალებზე ნ
შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით”, - წერია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტე
უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა მიკოლა ურჩილოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ბრიგადა "აზოვი" ფრონტზე დაბრუნდა და ამჟამად ლისიჩანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, სერებრიანი-ლესნიშესტვოს რაიონში იბრძვის.
"აზოვის" პოლკი 2022 წლის გაზაფხულზე თითქმის ორი თვის განმავლობაში ინარჩუნებდა თავდაცვის პოზიციებს "აზოვსტალის" ქარხანაში, მარიუპოლში. მაისში "აზოვსტალის" მცველებმა ქარხნის ტერიტორია დატოვეს, მეთაურთა ბრძანებით. რუსეთის არმიის ტყვეობაში აღმოჩნდა ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი,
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ.
"ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან... აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წ
საქსტატის მონაცემებით, წელს, ივლისში, ივნისთან შედარებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა და ზრდასრული კაცისთვის* 250 ლარი გახდა.
სტატისტიკის სამსახური 20 წელზე მეტია, ერთი და იმავე, უკვე მოძველებული მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს, - იმის მიუხედავად, რომ წლების წინ მის შეცვლას, ბოლოს კი გაუქმებასაც აპირებდა.
საარსებო მინიმუმი პროდუქტების ფასების შესაბამისად იცვლება. ეს იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
მარტივად აგიხსნით,
რა ა
გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდგომ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
ipn
ევროკავშირში ინტეგრაციის სიჩქარის მხრივ უკრაინამ უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა.
კითხვაზე პასუხისას, თუ როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი, მაასიკასმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არავის არ შეუძლია “რომელიმე ზუსტი თარიღის” დასახელება.
“რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპები მეტწილად კანდიდატ ქვეყანაზე ან მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული. როდესაც მოლაპარაკებები დაი
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.
ipn
უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საქართველოში კანონით აკრძალულია, თუმცა უცხოელები სოფლებში მიწის ნაკვეთებს მაინც ყიდულობენ. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, აჭარის სოფლებში, კონკრეტულად კი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიწას ბოლო პერიოდში აქტიურად ყიდულობენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მხოლოდ აჭარის რამდენიმე სოფელს ეხება.
სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, რომ რუსეთის
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილია დედა მამა და მათი 4 წლის ბავშვი. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარზე მ
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.
მათვე ცნობით, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშა
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი - ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1339 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სამ თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 3 იყო არასრულწლოვანი, რომელთაგან ყველას ნარკოტიკული თრობა დაუდა
ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება , - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
თემურ ღებრიშვილის თქმით, ხვალისთვის იგეგმება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა.
„აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის
ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად დაშავებული 25 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.
ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლი კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მარ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია, ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თ
“Killers”-ის ინციდენტზე:
მიუხედავად იმისა რომ შემთხვევითობის ალბათობა შეიძლება 15-20%-ს სცილდება მე მგონია, რომ ეს იყო კლასიკური “ჰიბრიდული სადაზვერვო” (Hybrid Intelligence) ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა ე.წ. გავლენის (Influence Operation) და ფსიქოლოგიური (PsyOps) ოპერაცია.
მიზანი იყო ქართული ახალგაზრდა საზოგადოების კოგნიტურ აღქმებზე ზემოქმედება.
ამ “ქეისის” მიზნობრივი შედეგი იყო: ცნობადი/გავლენიანი ამერიკელი მომღერალი ქართველებს ურჩევს რუსებთან მეგობრობას”!!!
ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას ევროპის კინოაკადემია ავრცელებს. ნომინანტებს შორის 19 ფილმი მოხვდა.
უახლოეს კვირებში ევროპის კინოაკადემიის წევრები დაიწყებენ შერჩეული ფილმების ყურებას და ხმის მიცემას.
მონაწილე წევრების ხმების საფუძველზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შავი მაყვალის
„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ვარაუდობს, რომ თბილისში ყოფნის დროს მოწამლეს. ამის შესახებ ბაბლოიანმა გამოცემა The Insider-ს მოუყვა.
The Insider-მა ვრცელ მასალაში თავი მოუყარა რამდენიმე ჟურნალისტისა და აქტივისტის ისტორიას. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ მათი ვარაუდით, ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოფნისას, სავარაუდოდ, კრემლთან დაკავშირებულმა სტრუქტურებმა მოწამლეს.
რას ჰყვება ირინა ბაბლოიანი?
როგორც „ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი იხსენებს, 2022 წლის ოქტომბერში მ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც 2 დღის წინ ეჭვი შეიტანა შოვის სტიქიას გადარჩენილი ადამიანების მონაყოლში, დღეს აცხადებს, რომ თავის განცხადებას ნანობს.
მმართველი პარტიის ლიდერმა ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, რაჭაში ყოფნისას განაცხადა. როგორც კობახიძე ამბობს, ის პირადად შეხვდა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც კობახიძის განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.
„ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან და შემდეგ შევხვდი. პირველ რიგში მინდა
საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველ ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 133 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1064 ვაკანტურ ადგილზე 1092 მსურველის განაცხადი დარეგისტრირდა.
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, კანონმდებლობით განს
The Killers-ის საქციელისა და ქართველი მსმენელის პროტესტის ამბავი ყველა გავლენიანმა გამოცემამ გააშუქა.
"შეძახილები და დარბაზის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-მა საქართველოს აუდიტორიას უთხრა, რომ რუსები მათი "ძმაა", — წერს The Guardian.
"The Killers-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ შოუს დროს საქართველოში სცენაზე რუსი დრამერი გამოიყვანეს, თაყვანისმცემლებს კი "ძმები და დები" უწოდეს, რამაც მაყურებლის გაბრაზება გამოიწვია", — წერს Reuters.
გაიგეთ მეტი: https://go.on.g
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა.
მომხდარის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
ipn