Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კახაბერ ქემოკლიძე - რაც უფრო მეტ ობიექტურ უცხოელ დამკვირვებელს ეცოდინება, რომ “ოცნება” არჩევნებს უკვე პრაქტიკულ დონეზე აყალბებს, ეს კიდევ უფრო შეუზღუდავს “ოცნებას” მანევრირების რესურსს (ვიდეო)

“რაც უფრო მეტ ობიექტურ უცხოელ დამკვირვებელს ეცოდინება, რომ “ოცნება” არჩევნებს უკვე პრაქტიკულ დონეზე აყალბებს, ეს კიდევ უფრო შეუზღუდავს “ოცნებას” მანევრირების რესურსს და მეორე მხრივ, თუ არ შეეშვებიან მსგავს ქმედებებს, შეიძლება არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რისიც “ოცნებას,” როგორც ჭირის, ისე ძალიან ეშინია.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  404640095_7280792798618828_7500544520466583529_n.mp4

გიორგი შარაშიძე - “ლელოს” რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენ უფრო ვგულშემატკივრობთ მათ, ვიდრე “ლელო” თავის თავს (ვიდეო)

“ლელოს” რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენ უფრო ვგულშემატკივრობთ მათ, ვიდრე “ლელო” თავის თავს.  გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  405790901_1017012179589108_7589810885846065616_n.mp4

ივანე ჩხაიძე - ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს. როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის გ

სალომე ზურაბიშვილი - შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას

შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ამასთან, საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა

ბექა ლილუაშვილი - მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე - თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?!

მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე - თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თანამშრომლობს და არ გამორიცხავს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც გამოუშვან. ამასთან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში "არქის" პროექტის დამტკიცება "ნაციო

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

2023 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული  228 ქულით საფრანგეთი გახდა. მეორე და მესამე ადგილზე კი ესპანეთი და სომხეთი გავიდნენ. რაც შეეხება საქართველოს, ის 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი წარმოადგენდნენ სიმღერით Over The Sky. საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა. ნეტგაზეთი

პრეზიდენტი - უკრაინის გამარჯვების გარეშე არ იქნება ჩვენი წინსვლაც და ჩვენი თავისუფლებაც

უკრაინის გამარჯვების გარეშე არ იქნება ჩვენი წინსვლაც და ჩვენი თავისუფლებაც , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტმა უკრაინას გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა და განაცხადა, რომ უკრაინელების ბრძოლა არის ბრძოლა "ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის". "მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი

ანალენა ბერბოკი - ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში - პერსპექტივა ასევე უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს

დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია“, - დასძინა ბერბოკმა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. „ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა: „ჩვენ გვჭირდება არა

სავარაუდოდ ქალზე ძალადობის ფაქტზე მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს

სავარაუდოდ ქალზე ძალადობის ფაქტზე მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი (კაბუ) სამართალდამცველებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მისი დაკავება გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს. ipn

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ ნაწილშიც. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სატვირთო მანქანები ეგვიპტესთან ნიცანას სასაზღვრო პუნქტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შევიდნენ. ისრაელის თანხმობით, ათობით სატვირთო მანქანა და ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა

დასაქმებულ ქალთა შევიწროების ფაქტები ყველაზე ხშირი ტექსტილის წარმოების სფეროშია - პროფკავშირები

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, „პროფკავშირები“ სახელმწიფოს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ წლებია მოუწოდებს. „საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ამას არაერთი, მათ შორის, პროფკავშირების გაერთიანების მიე

სალომე ზურაბიშვილი - ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ახალგაზრდების კამპანიაა, მე გადმოგეცით თქვენ და თქვენ უნდა განაგრძოთ - ეს არის კამპანია თქვენი და ჩვენი მომავლისთვის

ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მათივე ცნობით, ხელმოწერების კამპანია, რომელიც დღეიდან საქართველოს რეგიონებშიც გაიშლება, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.

28 ნოემბრამდე წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი, ზვავები, ზღვაზე კი შტორმია მოსალონდელი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებ

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა – 39 პალესტინელი პატიმარი

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი – 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს შორის არიან 6 ქალი და 7 ბავშვი. ისრაელსა და „ჰამასს“ კატარის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში 50 ისრაელელ ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი

„არა ბავშვთა ნიშნობასა და ქორწინებას!“ — აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

ქალთა უფლებადამცველმა ფემინისტურმა ორგანიზაცია „საფარმა“ და „ქალთა მოძრაობამ“ დღეს, 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის წინააღმდეგ. „საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“, — აცხადებენ ორგანიზატორები. აქცია ბავშვთა

სოფელ აძვთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დი

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გადაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებული ქეთევან ცერცვაძე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელია. საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. ბრალდების მხარე სწორედ გირაოს გამოყენებას ითხოვდა. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

ზელენსკი ზურაბიშვილს: ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. ზურაბიშვილს პოსტის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაიანამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.

53 წლის კაცი დააკავეს არასრულწლოვანზე ადევნებისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგოს აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. საქმეზე ჩატარებული საგამ

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთი უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 71 ჩამოაგდეს

რუსეთი ღამით უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ავრცელებს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, 75 დრონიდან ჩამოგდებულია 71. რუსეთის მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო. კიევის მიმართულების რეკორდული რაოდენობით, 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის ექვსი საათი გრძელდებოდა. როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. შ

მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა. დოკუმენტში გაწერილია „ქვეყანაში და საზღვარგარეთ მყოფი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს აქტივების ბლოკირების წესი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ქმედებები, რაც მსოფლიო დონეზე ერთსულოვნად არის სანქცირებული“. როგორც მოლდოვის პარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი კანონი მიზნად ისახავს „გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრასა და სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფას“. კანონის მიხედვით, მოლ

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ. პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky მეათე ნომრად წარდგებიან. მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ. წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და

დენის შმიგალი - უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს. უკრაინის პრემიერმა ს
×
×
  • შექმენი...