“ოცნება” რატომ არის იცით ყველაზე საშიში ხელისუფლება? რადგან სახე არ გააჩნია, რადგან იდეოლოგია არ აქვთ. “ოცნებას” შეუძლია იყოს პროპუსიც და პროდასავლელიც, ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებს არის ხელისუფლებაში დარჩენა და ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის კი გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
10000000_894812042167007_8869642652415316301_n.mp4
ბექა ლილუაშვილის კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს.
“საერთაშორისო განათლების თვალსაზრისით რა ნაბიჯები იდგმევა? მნიშვნელოვანია სამინისტროს ჰქონდეს ცხადი ხედვა ხელშეწყობის მექანიზმების გაფართოვებისა და ხელმისაწვდომობის ზრდასთან მიმართებით. იქნებ კონკრეტულად გვითხრათ რა გეგმებია?
მეორე საკითხი, სკოლის მოსწავლეების ნაწილში იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამოტივაციო შემეცნებითი ხასიათის გადაცემა ეტალონი, გოჩა ტყეშელაშვილი იყო წამყვანი. ეს გადაცემა გაქრა, მიილია
შალვა კერესელიძის კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს.
“სკოლების რეაბილიტაციის პროგრამისთვის, რომელიც საქართველოს მასშტაბით არის დაწყებული, რა კრიტერიუმებით არჩევთ სარეაბილიტაციო სკოლებს?
გაქვთ თუ არა გეგმა-გრაფიკი წლების მიხედვით რაიონულ ჭრილში, სოფლების ჭრილში როდის და რომელი სკოლა უნდა გაკეთდეს?
იქნებ გვითხრათ, როდის რეაბილიტირდება სოფელ ნიჩბისის სკოლა, რომელიც მრავალი წელია იგეგმება?
არის თუ არა გეგმაში თიანეთში, სოფელ ბოჭორმაში დ
ახლა ყველაზე მთავარი არის ინკლუზიურობა. სხვა დანარჩენს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას, რას იტყვის კობახიძე, რომელიც ხვალ შეიძლება აღარც იყოს, რომელიც უტიფრად იტყუება, როცა ამბობს, რომ არანაირ პროცესებში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ამ ტყუილების თქმას ალბათ მათი დაქირავებული პიარტექნოლოგები ურჩევენ. ჩვენ პროცესებში არათუ ჩართულები ვიყავით, ინიციატივებითაც გამოვდიოდით.
აქამდე თუ ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას სტატუსი უკვე აქვს, რაც ძალიან მალე დადასტურდება კიდევაც, ახლა ვამბობთ, რომ არჩ
ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა. ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მადლობა გადაუხადა ვატიკანის მხარეს და პაპ ფრანცისკეს საჩუქრად მრევლის მიერ შეწირული, 1683 წელს ფლორენციაში დასტამბული კათოლიკური მესის კრებული გად
რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში, „ევროკლუბში“ ხელმოწერების კამპანიის - ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამოქალაქო ჩართულობის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ ს
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკს“, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზია გაუუქმა.
აღნიშნულ საკითხზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძა
“პოლიტიკურ ველს , რომ შეხედოთ “ნაც.მოძრაობაზე” უკეთესი პარტნიორი დღეს “ოცნებას” არ ჰყავს, ერთმანეთს აძლიერებენ. რომ დააკვირდეთ, “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ “ნაც.მოძრაობა” თუ არ გაძლიერდეს, სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი “ნაც.მოძრაობაც” ყველაფერს აკეთებს “ოცნების” დასახმარებლად და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის, საკრებულოებში მათი ერთობლივი მუშაობის სახით.”
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
“ხელისუფლებამ სამ წლიანი პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის მშენებლობა ისევ განაახლა. საინტერესოა, რატომ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება, რომელიც სამი წლის წინ პირადად ჩემი ინიციატივით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შევაჩერეთ. ისევ დღის წესრიგში დგება არასასარგებლო პროექტების განხორციელება, მიუხედავად იმ პირობისა, რომ ხევის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია.
მსგავს ხეობებში მხოლოდ შესაძლებელია მცირე სიმძლავრის, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ჰესების მიმა
“დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი მოთხოვნა უკვე ეხება არა კანდიდატის სტატუსს, არამედ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ.
ერთი მხრივ ხელისუფლებიდან რასაც ვისმენთ არის, არა საქმეზე საუბარი, არა მოქალაქეების საჭიროებებზე, არა ევროინტეგრაციის პროცესზე მუშაობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაცია ბევრი მიმართულებით.
მეორე მხრივ ვხედავთ, ოპოზიციას, რომელიც ასევე საუბრობს ყველაფერზე გარდა საქმისა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწ
“ჩვენ მივმართეთ ბატონ პაპუაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო სამუშაო ფორმატები და მიგვეღო ყველას მონაწილეობა. ხელისუფლებას მოვუწოდებ დროულად შექმნან სამუშაო ფორმატები, ხოლო ოპოზიციას ვურჩევ აღარ გაიმეორონ გასული წლის შეცდომა და შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს, რომელიც შეიქმნება 9 დათქმის შესრულების კონტექსტში.”
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
406062613_858116122518628_8018741105722182662_n.mp4
ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა. ეს მონუმენტური ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია. საქართველოს სახელმწიფო გერბს თუ შევხედავთ, იქ წერია, რომ „ძალა ერთობაშია“. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციის დროს. თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის მაგალითს, თუ გადავხედავთ წა
ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს, ან ამას გააკეთებენ და ქვეყანას დააბრუნებენ დემოკრატიული მმართველობის ჩარჩოში, რაც ნიშნავს სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარების შედეგად შენარჩუნებულ ძალაუფლებას, ან მათ მოუწევთ ამ საზოგადოების უზარმაზარი მობილიზების საფუძველზე და შედეგად ამ ძალაუფლების დათმობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ქართული საზოგადოება „ქართული ოცნების“ „ფერისცვალებას“ აკვირდება, თ
„კანონის უზენაესობის ცენტრმა“ საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადა, რომელიც დღეს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნეს.
როგორც ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, კვლევა ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არაე
ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში - ონლაინ არჩევნებს მხარს ვუჭერთ იმ დაშვებით, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული, არსებობს სხვა გზებიც, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, დაუშვილი მიიჩნევს, რომ ონლაინ არჩევნების გარდა, ემიგრანტების მონაწილეობის უზრუნველყოფა დამატებით საარჩევნო უბნების გახსნითაც იქნება შესაძლებელი.
„ელექტრონულ ონლაინ არჩევნებს აქვს თავის რისკები. ამ ტიპის ა
ერთადერთი, რაც ჩვენ გვაინტერესებს “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში არის ის, რომ თავისი მოქმედებებით, როგორც წესი “ოცნებას” აძლიერებენ და “ოცნების” ბიზნეს და პოლიტიკური პარტნიორები არიან, ეს არის მთავარი და ამას ნუ აკეთებენ, ჩვენი მოწოდება იქნება ეს.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
406050157_1360668267972065_3684850636729504686_n.mp4
“საზოგადოებამ უნდა დაინახოს რა პროცესებს ავითარებს “ოცნება” მიზანმიმართულად. გამოდიან ერთ დღეს და არეკლამებენ “ნაც.მოძრაობას”, მეორე დღეს ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია, მოქალქეობა დათმო სხვა ქვეყანაში პოლიტიკური კარიერისთვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო პროცესის საფარქვეშ პოლიტიკურ პროცესებს, საარჩევნო კამპანიას ამართინებს. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება “ოცნების” მხრიდან უფლებამოსილების მინიჭების გარეშე და როგორი ტანდემია “ოცნება” და “ნაც.მოძრაობა” ამის მ
“იმ ქმედებებისთვის, რაც “ოცნებამ” უკვე გააკეთა და წლები დააკარგვინა ქვეყანას და იმაში, რაც განზრახვული აქვს, რომ არალეგიტიმურად შეინარჩუნოს ძალაუფლება, მან პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. საქართველოს მოქალაქეების საქმეს ვერავინ გააკეთებს, ჩვენ გარდა სხვა “ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ვერ გაისტუმრებს. რომელი პოლიტიკური ღირსების მატარებელია “ოცნება”, რომ ლეგიტიმური გზით დათმოს ხელისუფლება.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
4060
“ხაზგასმით ვამბობთ, ნებისმიერ ძალადობრივ გამოვლინებას ვგმობთ, ნებისმიერი მხარის მხრიდან. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არა მხოლოდ კოლეგიალურ მუშაობას აფერხებს, არამედ საზოგადოების გაკრვეული ნაწილისთვის შესაძლოა იყოს წამახალისებელი, განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის ნაწილში.
რაც შეეხება ოჩამჩირესთან დაკავშირებულ რეზოლუციას, იქნებ გვითხრათ რა ეტაპზეა რეზოლუცია და იქნებ მოგვცეთ ოპოზიციასაც საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლა
პროკურატურამ ცოლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე კაცს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ ცოლს, ლ.წ.-ს ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა.
ამას გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული მათ მოკვლის მიზნით,
გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. ამის შესახებ გამოცემას ბავშვის დედამ მიაწოდა ინფორმაცია. შემთხვევა შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა.
გამოცემას ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა, ლევან ლაზარიაშვილმა უთხრა, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.
publika
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან.
ფოთში სტიქიამ უკვე მოიტანა უარყოფითი შედეგები – ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანებულია მანქანები, დაზარალებულები დახმარებას მოითხოვენ. მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან
ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალი არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს, ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად