Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიორგი კეკელიძე - პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა

პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“. „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაო

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის. როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარედ, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით

ბექა ლილუაშვილი - ივანიშვილი გამოჩნდა და კვლავ დაიმალა. მას სურს, რომ დაიმალოს, მაგრამ გახარიამ აიძულა იგი, რომ გამოსულიყო კულისებიდან და დამალვის საშუალებას აღარ მისცემს

“ივანიშვილი გამოჩნდა და კვლავ დაიმალა. მას სურს, რომ დაიმალოს, მაგრამ გახარიამ აიძულა იგი, რომ გამოსულიყო კულისებიდან და დამალვის საშუალებას აღარ მისცემს.”    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო, უწყებაში დაიბარა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, დანიელ დიპლომატს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ამ წუთებში ხვდება. ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. იპნ

საპენსიო სააგენტო 6 თვეა დირექტორის გარეშეა - როდის გამოცხადდება კონკურსი?

საპენსიო სააგენტოს 6 თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს. სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წელის ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. ვინ ნიშნავს საპენსიო სააგენტოს დირექტორს? „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისაგან, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგ

ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს

ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე", - აღნიშნა კარისმა. მისივე თქმი

საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა

დანიის საელჩო - ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში - საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან

დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. საელჩო დანიურ გაზეთში, ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. „სტატია დანი

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. პროცესი კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბრალდებული თვითდაზიანებების მიყენების გამოა მოთავსებული. როგორც მოსამართლემ თქვა, ბრალდებულმა პატიმრობა თავადაც მოითხოვა. ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ნადირაძის თქმით, კაცი ვერ იხსენებს შემთხვევის დეტალებს, „ვერ ყვება რა მოხდა”. – თქვა მან. „დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე არის გარ

“ეს ფილმი ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზეა” – ანა ძიაპშიპას “ავტოპორტრეტი ზღვარზე”

“აფხაზეთის თემა არც ამ ფილმით დაწყებულა ჩემთვის და არც დამთავრდება”, – ამბობს ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის “ავტოპორტრეტი ზღვარზე” ავტორი ანა ძიაპშიპა, რომელიც ნეტგაზეთან საკუთარ ფილმზე, აფხაზეთში გადაღებებზე, ქართულ-აფხაზურ ოჯახსა და ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზე გვიყვება. თბილისში ფილმის ჩვენებისას მაყურებლის რეაქციები სხვადასხვაგვარი იყო. ფილმის გადაღებამდე თუ გქონდა მოლოდინი, როგორ აღიქვამდა ფილმს/ შენს სათქმელს მაყურებელი?  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი იყო ამ

გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. სერგო ბიჩენოვი ჰყვება, რომ ის დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.  მისი თქმით, როცა დაინტერესდა, რისთვის აკავებდნენ, პოლიციელმა მას შეაფურთხა და ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ის სცემეს. “დამსვეს მანქანაში, გვერდზე მომიჯდა ის ჯოყოლიჩი [პოლიციელი], ფუ, შენნაირი კაცის დედო რა, ეგრე მითხრა და შემაფურთხა. რაზეც ადეკვატურია, ბუნებრივია, ჩვეულებრივი პასუხი დავუბრუნე მეც. ანალოგიური, ოღონდ შეფურთხებით არა,

დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა, დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ელჩმა გაიხსენა 2023 წლის აქციებიც, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის „რუსეთთან მეგობრული პოლიტიკა“. ელჩი ოპ-ედს იწყებს 15 დეკემბრის გახსენებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებიდან მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ ს

მიხეილ დაუშვილი - მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ

მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. „წელიწადნახევრის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქია, ამიტომ ახალს არაფერს ვისმენთ და როგორც ჩანს, ჩვენმა მოკავშირე სახელმწიფოებმა ეს ყველაფერი გადასარევად იციან. სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ტვირ

ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც არიან

ხარკოვზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტი“, - აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, 10 ადამიანი საავადმყოფოშია, სამს კი ადგილზე მკურნალობენ. მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლი

სამართლებრივად? თუ უნდა თავის სასამართლოში. პოლიტიკურად? თუ უნდა თავის მედია პლატფორმებზე, ნებისმიერ ფორმატში - გიორგი გახარია ივანიშვილზე

"ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ გაგვაჩერებდა. სამართლებრივად? მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? ნებისმიეერი დამსწრების პირობებში, ნებისმიერ ფორმატში. იმირომ, რომ ზუსტად ვიცი, სამართლებრივადაც 100%-იანი მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-იანი მართალი ვარ და რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული ტრადიციული წესი, უთან

მიშა დაუშვილი - ღია შეთავაზება მაგიდაზე უდევთ, თუ ეყოფათ გამბედაობა, გახარია აქ არის და სთავაზობს დებატებს (ვიდეო)

"ღია შეთავაზება მაგიდაზე უდევთ, თუ ეყოფათ გამბედაობა, გახარია აქ არის და სთავაზობს დებატებს."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGA-_Bh3otyk7ucAANFG76yfrzYDbmdjAAAF.mp4

ოთახის მცენარეთა მნიშვნელობაზე, მათი მოვლის თავისებურებებსა და მოყვარულთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე - ნათია ჯიჯიაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის ლაბორანტი

10 იანვარს ოთახის მცენარეების დაფასების დღე აღინიშნება. ვინაიდან შობა-ახალი წლის პერიოდში ყველას ყურადღება ნაძვისხეებისკენ არის მიბყრობილი, ოთახის მცენარეების დაფასების დღის დაწესება სწორედ  ამ ფაქტს უკავშირდება და გვახსენებს, რომ ლამაზად მორთული ნაძვის ხის გარდა, არსებობენ ოთახის მწვანე ბინადრებიც, რომელთაც ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ.   ოთახის მცენარეთა მნიშვნელობაზე, მათი მოვლის თავისებურებებსა და მოყვარულთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს ნათია ჯიჯიაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღი

გახარია ივანიშვილზე - კარგია რომ გამოჩნდა, კარგია რომ ბევრი რამ აღიარა, იმედია ისევ არ დაიმალება (ვიდეო)

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარტიის თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებს, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს, თბილისის გუნდის წევრებს, საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელს და პარტიულ აქტივს  შეხვდა. 2024 წლის პოლიტსაბჭოს პირველ სხდომაზე პარტიის განვითარების გეგმებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, გუნდის ხედვებსა და ინიციატივებზე,  ასევე,   ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. გიორგი გახარია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად

პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა (ფოტოები)

პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა          

კახაბერ ქემოკლიძე - პოლიტიკური დამბალანსებლის როლს ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი უკეთ შეასრულებს, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ დანიშნული (ვიდეო)

"პოლიტიკური დამბალანსებლის როლს ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი უკეთ შეასრულებს, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ დანიშნული, მით უმეტეს, აი ამ მმართველი პარტიის, რომლებსაც სახელმწიფოებრივი აზროვენების 0 კოეფიციენტი აქვთ გონებაში."  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  GE1F9xjcUzqzZ_UDAHu8W4CqXxwmbmdjAAAF.mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა

მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთს მათი დამოუკიდებლობა ეზიზღება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკან დაიხევს. ვერ შევძლებთ ახლა კონკრეტული დღის დასახელებას, თუ როდის მოხდება ეს. არ შეგვიძლია ახლა კონკრეტული დეტალების დასახელება, თუ როგორ მოხდება ეს. მაგრამ ვიცით, რომ ეს მოხდება. იქნება ასეთი დღე. აუცილებლად. პირველ

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.   ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, სადაც პირი სასტიკად უსწორდება ძაღლს. გამოძიების ინფორმაციით, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის ს

მიწის მასის ჩამოშლის გამო მოძრაობა შეზღუდულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი არის ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოწოლილი მიწის მასა.   უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული ტექნიკა მუშაობს, რათა მოძრაობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...