Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

კომპანიები – „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების გამო მათი დაჯარიმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოციაციის წევრი ეს კომპანიები კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხმებიან და ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს. დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდ

პედაგოგმა ფოთიდან სკოლას სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ფაჩულიას მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის #1 საჯარო სკოლის მიერ მასწავლებლის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და სკოლას გასაუბრების ეტაპის თავიდან ჩანიშვნა დაავალა. ფოთის #1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ საათებზე კონკურსი 2022 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა. თამარ ფაჩულიამ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. მან გასაუბრების ეტა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სამუშაოები ხარვეზებით და უხარისხოდაა შესრულებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის

ევროკავშირის ოფისი - გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი

გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი,- ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის ს

ჯანდაცვის სამინისტრო - ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას - უწყებას თითოეულ არაკეთილსინდისიერ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება

ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეთანხმებული ქმედების გამო 4 ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა. უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკუ

გიორგი შარაშიძე - ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ცდილობს დღესასწაულების ხარჯზე "გაძვრეს" (ვიდეო)

ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ცდილობს დღესასწაულების ხარჯზე "გაძვრეს."  შარაშიძე გიორგი, თბილისის საკრებულოს წევრი. GBc0vhhpa0ivh9QDAFbILRzscwIDbmdjAAAF.mp4

მიშა დაუშვილი - ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა (ვიდეო)

აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF (1).mp4

 ბერდია სიჭინავა - რუსეთი აფხაზეთის ანექსიისკენ ყოველდღიურად გადადგამს ნაბიჯებს... (ვიდეო)

"რუსეთი აფხაზეთის ანექსიისკენ ყოველდღიურად გადადგამს ნაბიჯებს, ჩვენ კი ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს, აფხაზებს ერთიანი ევროპული სახელმწიფოს შექმნა შევთავაზოთ, სადაც აფხაზები უკეთ დაიცავენ საკუთარ ენასა და კულტურას, ჩვენ კი ერთიანი ევოპული სახელმწიფოს ნაწილი ვიქნებით"      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. GHCUvhj1JEElYUABAKTOcP8UiHRhbmdjAAAF.mp4

გიორგი შარაშიძე - ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მშვენებლობისას საქმე გვაქვს კორუფციულ ინტერესებთან, რის გამოც შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი. ეს ფული კი , ყველამ კარგად ვიცით, სჭირდებათ საარჩევნო მიზნებისთვის (ვიდეო)

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მშვენებლობისას საქმე გვაქვს კორუფციულ ინტერესებთან, რის გამოც შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი. ეს ფული კი , ყველამ კარგად ვიცით, სჭირდებათ საარჩევნო მიზნებისთვის.  რა დაუშავა თბილისმა და თბილისელებმა კალაძეს გაგვაგებინოს. რა გაუკეთა ტვერელს?! რა გაუკეთა ანჩისხატს, სადაც უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს?! რა ხდება აბანოთუბანში?! ეს არის პირდაპირი ძალადობა ქალაქზე, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა. ასეთი უპასუხისმგებლო ძალა თბილისში უმრავლესობით ვეღარ

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი ავრცელებს. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის“, - განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა. ცნობისთვის, პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევრო

 გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა

გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა.  პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება.  კომპლექსის 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს. რადიო თავისუფლება

ახმეტაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა. 79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იპნ

მიშა დაუშვილი - აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა (ვიდეო)

"აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.  GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF.mp4

თბილისის საკრებულოში ხმაურია

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა. „გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაშ

1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება

1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 8.807 ლარით, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე 6.500 ლარით. დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრ

კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ (ვიდეო)

კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ: GMGtnBgENrH139AEAE2SvODcT_xNbmdjAAAF.mp4

უფლებები საქართველო: პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ფოტორობოტის საფუძველზე დადანაშაულებას

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, მოქალაქეებს სთხოვს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფოტორობოტის საფუძველზე ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას. 12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი. ფოტორობოტი ნატო ხუტაშვილმა 26 დეკემბერს გაავრცელა. „უფლებები საქარ

იოსელიანი: ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის ციხეების გარემო შეუსაბამოა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარემო შეუსაბამოა. „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მათ განსხვავებული მიდგომა, სკრინინგი და ეფექტიანი მკურნალობა სჭირდებათ. გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია, ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის პატარა დაწესებულებებია დაცული – 500-700 პატიმრისთვის. publika

კარასინის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე პროტესტი „გარედანაა წახალისებული“

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის გამო აფხაზეთში ოპოზიციის მიერ გამოწვეული არეულობები ხელოვნურად არის წახალისებული გარედან. მისი აზრით, რუსეთი ამ სიტუაციას მშვიდად უნდა მიუდგეს. „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ“, — განაცხადა კარასინმა. კარასინის თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუს

ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო 2,85 მილიონს გამოყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებისთვის. ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“. მსგავსი სახის მომსახურების

ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – „ბლუმბერგი“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია ბიზნეს-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატისტიკაში. კერძოდ, 24 დეკემბერს განახლებული მონაცემით, ივანიშვილის ქონება 6,55 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2013 წელს „ბლუმბერგმა“ ივანიშვილის ქონების სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო. გამოცემის ცნობითვე, 2023 წელს ივანიშვილის ქონების ღირებულება 17 პროცენტით, ანუ 950 მილიარ

პრეზიდენტი - მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას - საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს. პრეზიდენტი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს. „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერ
×
×
  • შექმენი...