Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ისინი კლინიკაში, ექიმების თქმით, თავბრუსხვევის სიმპტომით შეიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. ადგილზე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებიც იყვნენ მისულები. ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.   პუბლიკა

“დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა” – ნაზღაიძის საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 იანვარს მას და მის ორ მეგობარს დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს. მისი თქმით, შემთხვევა ორბელიანის მოედანზე, ღამის საათებში მოხდა. “თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგვრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხ

ზურაბიშვილი: ვულოცავ შობასა და ნათლისღებას სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, განსაკუთრებით – ჩვენს თანამოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.  მისალოცი განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი – საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს. მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს

ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი დროა, „ბევრ რამეში გადამწყვეტი“. „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს უფრო ძლიერი გახდეს, ხოლო ჩვენს მებრძოლებს - მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ცალკე მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის. „ეს საჰაერო თავდაც

უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, პირველ რიგში კი უკრაინაში მიმდინარე ომი. „თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იჩენს, რათა სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ისე პალესტინის ტერიტორიებზე შეაჩეროს და მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოს“,

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულმა კლდოვანმა მასამ გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა - აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. მათივე ცნობით, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმი-ახალციხის გზაზე სოფელ გულებთან მეწყრის განვითარების გამო მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რეს

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული – ქარელში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, 4 მგზავრი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მიკროავტობუსს სატვირთი მანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც მოიცავს საბრძოლო მასალას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, ბერლინმა კიევს „ლეოპარდ 2 A6“ ტანკების საბრძოლო მასალაც გადასცა. ამასთან, დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს : Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რაკეტებს IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სი

ორი 12-სართულიანი კომპლექსი - რისი აშენება იგეგმება ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე?

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილში. განაშენიანების დეტალური გეგმის საპროექტო არეალი შედგება ერთი მიწის ნაკვეთისგან - ფართობით 19 205 კვ.მ. „საპროექტო არეალი ქალაქმშენებლობითი დამტკი

რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება, შავ ზღვაში ხომალდები საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს. მისივე თქმით, რუსებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს. „ანუ ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, - აღნიშნა გუმენიუკმა. მისი თქმით, „კალიბრი“ რაკეტები მაღალი სიზუსტის იარაღია, რომელსაც შეუძლ

ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა, ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა - გრიპი გადამდებია და თუ ნიშნები გაქვთ, დარჩით სახლში!

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა. მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. „ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღ

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობისაგან 230 უკრაინელი გათავისუფლდა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პირებს შორის 213 სამხედრო და სერჟანტი, 11 ოფიცერი, ხოლო 6 მშვიდობიანი მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელთა ძალისხმევის დამსახურებით შესაძლებელი გახდა მძევლების გათავისუფლება. publika

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ნიკორწმინდის ტაძრის დაზიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

3 იანვარს ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ნიკორწმინდის ფოტოსურათები და დაწერა, რომ ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა სასწრაფოდ საყურადღებოა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 4 იანვარს უარყო აღნიშნული ინფორმაცია. თორნიკე ბარათაშვილი წერს, რომ ტაძრის სახურავი ნალექის გადატანას ვერ უზრუნველყოფს და შედეგად, ქვა ზიანდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ტაძარს არ აქვს სტრუქტ

თბილისში თიბისი ბანკზე თავდამსხმელი პირი დაკავებულია – შსს

თბილისში თიბისი ბანკზე თავდამსხმელი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. როგორც შსს აცხადებს, ბრალდებული თბილისში, თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „პოლიციამ, გატა

თბილისში, თიბისი ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა. მას ეძებენ

3 იანვარს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა – საბურთალოზე მდებარე ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა რომელსაც ამჟამად ეძებენ. როგორც “ნეტგაზეთს” თიბისი ბანკში განუცხადეს, ნიღბიანი პირის შეჭრისთანავე ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო განგაშის სიგნალის გაშვება, რის შემდეგაც პირმა ძარცვა ვერ მოახერხა და გაიქცა.  თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა  – ბანკში  იმყოფებოდნენ კლიენტებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” , ამჟამად მიმდინარეობს ძებნის

3-5 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შეს

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, კიდევ ათობით ადამიანი დაშავებულია. ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ნოტო-ს ნახევარკუნძულისა და იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად ათობით შენობა დაინგრა, ათას

ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს, რის გამოც ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს. ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა. „წინა წლებთან შედარებით, ახალი წლის ღამემ გაცილებით მშვიდად ჩაიარა. ზოოპარკის ახლოს მცხოვრებლებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და სროლები არ ყოფილა, შორიდან კი ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. ამიტომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ამისთვის

სად და რა შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე თოვლის გამო

თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთზე ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი. გაუჩერებლად შეეძლებათ მოძრაობა ავტომობილ

სალომე ზურაბიშვილი - ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ვუსურვებ!

ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ვუსურვებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) წერს. „მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას ამ ვადის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის", - წერს ზურაბიშვილი.   იპნ

ეუთო - ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში და მოვუწოდებთ, დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობა

ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა. სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები

სალომე ზურაბიშვილი - 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს ეხმაურება. „ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს. ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველოს უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).   იპნ
×
×
  • შექმენი...