Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'რელიგია'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

  1. ტოტალიტარიზმი ესაა ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში (პოლიტოლოგიაში), რომელსაც იყენებენ პოლიტიკური რეჟიმების აღსაწერად, სადაც კონკრეტული ფიქსირებული იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოს აბსოლუტური კონტროლი აქვს ცხოვრების ყველა ასპექტზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო. ტოტალიტარიზმს უწოდებენ პოლიტიკურ სისტემას ან მმართველობის ფორმას, რომელიც არ უშვებს პარტიულ ან ინდივიდუალურ ოპოზიციას სახელმწიფოსა და მისი რწმენებისადმი, ამიტომ ის მიჩნეულია ავტორიტარიზმის უკიდურეს ფორმად. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, პოლიტიკური ძალაუფლება ძირითადად ავტოკრატთა ხელშია, რომლებიც საყოველთაო პროპაგანდას მათ ხელში არსებული მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ახორციელებენ. ტოტალიტარული რეჟიმების საერთო მახასიათებლებია ძლიერი პოლიტიკური რეპრესია, სრული კონტროლი ეკონომიკაზე, მას-მედიაზე, საკომუნიკაციო საშუალებებზე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებზე სრული გავლენა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და დემოკრატიის არარსებობა, თვალთვალი და მოსმენა და საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია. ზოგიერთი ტოტალიტარული რეჟიმი გულისხმობს საკონცენტრაციო ბანაკებს, რეპრესიულ პოლიციას, რელიგიურ დევნას, პიროვნული კულტების ფენომენებს. გავრცელებული პრაქტიკაა სიკვდილით დასჯა, გაყალბებული არჩევნები, ასევე, მასობრივი გენოციდები და მკვლელობები. ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია არ ცნობდეს ლიმიტებს და შეზღუდვებს საკუთარი ავტორიტეტისათვის საჯარო, კერძო და ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში და მიდრეკილება, შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება ყველა საშუალებისა და გზის გამოყენებით. ტოტალიტარული რეჟიმის გაგება განსხვავდება ავტორიტარული რეჟიმის გაგებისაგან. ეს უკანასკნელი ძირითადად გულისხმობს სახელმწიფოებს, სადაც ძალაუფლება ინდივიდუალური დიქტატორის ან მცირე პოლიტიკური ელიტის ხელშია, რომელიც მონოპოლიზებას უკეთებს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ვინდაიდან ავტორიტარული სახელმწიფო კონცენტრირებულია პოლიტიკურ ძალაუფლებაზე, სანამ ამას საფრთხე არ შეექმნება, ის აძლევს საზოგადოებას თავისუფლების გარკვეულ ხარისხს - ავტორიტარიზმი არ მიისწრაფის ადამიანის ბუნების ცვლილებისკენ ან საზოგადოებრივი გარდაქმნისკენ. ამისგან განსხვავებით, ტოტალიტარული რეჟიმი ისწრაფის აკონტროლოს სოციალური ცხოვრება - მათ შორის განათლება, ხელოვნება, მეცნიერება, პირადი ცხოვრება და თავად მორალური შეხედულებები მოქალაქისა. ტოტალიტარული სახელმწიფო შეიძლება გვთავაზობდეს იდეოლოგიას „ოფიცილურად გამოცხადებული იდეოლოგია აღწევს ღრმად სოციალურ სტრუქტურაში და მოქალაქის ფიქრებში“. ტოტალიტარულ რეჟიმებს ასევე ახასიათებს მთელი მოსახლეობის მობილიზების, ორგანიზების მცდელობები სახელმწიფო მიზნების შესასრულებლად. კარლ იოაკიმ ფრიდრიხი წერდა, რომ სამი თვისება, რომლებიც განასხვავებს ტოტალიტარიზმს ავტოკრატიებისგან ესაა საყოველთაო იდეოლოგია, საიდუმლო სპეცსამსახურებით და პოლიციით გაძლიერებული პარტია და მასობრივი ინდუსტრიული საზოგადოების კონტროლზე მონოპოლია. ტოტალიტარიზმი პოლიტიკურ მეცნიერებაში არის საზოგადოებისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართების ფორმა, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება ისწრაფვის ხალხისა და საზოგადოების სრული (სრული) კონტროლისკენ და აყენებს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტის სრულად კონტროლის ამოცანას. ნებისმიერი სახის ოპოზიცია თრგუნავს ან თრგუნავს სახელმწიფოს მიერ. ტოტალიტარიზმი ყველგანაა, ტოტალიტარიზმი ესაა თითოეული ადამიანის შინაგანი ბუნება და დაკავშირებულია ეგოსთან. პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი არის ტოტალიტარული სხვებთან მიმართებაში და პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანის ეგოში იმალება პატარა ჰიტლერი ან მინიატურული სტალინი, რომელსაც სურს თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს საკუთარი იდეები და შექმნას ტოტალიტარულ იდეეებზე დაფუძნებული რეპრესიული რეჟიმი, პრაქტიკულად თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს ტოტალიტარული (ან ავტორიტარული) ოცნებები, ბნელი ოცნებები. პრობლემა ასევე იმაშიცაა, რომ ტოტალიტარული შეიძლება გახდეს ნებისმიერი რელიგია, პოლიტიკური პარტია ან საზოგადოება. კარგად თუ დავაკვირდებით კაცობრიობის ისტორიას, პოლიტიკური ძალების არსებობას, დავინახავთ, რომ პრაქტიკულად ყველა რეჟიმი და იდეოლოგია იყო, არის და მომავალშიც იქნება ტოტალიტარული, ავტორიტარული, კვაზი-ტოტალიტარული ან კვაზი-ავტორიტარული ბუნების და საფუძველში ექნება სწრაფვა ტოტალიტარიზმისკენ. შესაძლოა ბევრისათვის სასაცილოც იყოს, მაგრამ თვით ანარქისტებიც კი ტოტალიტარული ბუნების მოაზროვნეები არიან, რადგანაც ცდილობენ, რომ საკუთარი უნივერსალური იდეა-აზრი თავს მოახვიონ მთელ დანარჩენ მსოფლიოს, ისევე როგორც ბოლშევიკები, მენშევიკები, ლიბერალები, ნეოლიბერალები, ლიბერტარები, სოციალისტები, ულტრა-კონსერვატორები, ქრისტიან-დემოკრატები და ა.შ. პრაქტიკულად ყველა პარტიას და რელიგიას გააჩნია სექტანტური პოტენციალი და დესტრუქციული და ტოტალიტარული სურვილები, ოცნებები და მიზნები. ნეოლიბერალური ეგალიტარული დემოკრატია და ჰუმანიზმი აბსოლუტურად ტოტალიტარულია და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ნეოლიბერალურ სოციუმში ანუ საზოგადოებაში სადაც დომინირებს ნეოლიბერალური იდეოლოგია, ინდივიდუალიზმი, განსხვავებული აზრი, რელიგიური იდეალიზმი, გამოირიცხება და იქნება ჩახშობილი ყოველთვის. ნეოლიბერალურ საზოგადოებაში ყველას აქვს მხოლოდ უფლება იყოს ნეოლიბერალი, ასეთ საზოგადოებაში, რომელიც ტოტალიტარულისგან არაფრით განსხვავდება, ინდივიდუალობის გამოვლინება იქნებოდა განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია (მაგალითად; კონსერვატიული) და ასევე რელიგიის მიმართ პოზიტიური, ტრადიციონალისტური დამოკიდებულება, მაგრამ ნეოლიბერალური პარადიგმა გამორიცხავს ასეთ პლურალიზმს და აზრთა მრავალფეროვნებას. ნეოლიბერალური სოციუმი აგებულია კლასიკურ კოლექტივიზმზე და ტოტალიტარიზმზე, სადაც იკრძალება განსხვავებული აზრი, არსებობს მონიტორინგი მკაცრი და არის მწვავე და ნეგატიური რეაქცია ჰეგემონური იდეოლოგიიდან გადახრის ნებისმიერ მცდელობაზე. ნეოლიბერალური პარადიგმა ამტკიცებს, რომ იბრძვის ადამიანის უფლებებისათვის, მაგრამ ფაქტობრივად ის გეუბნება, რომ ერთადერთი შენი უფლება არის იყო ნეოლიბერალი და გქონდეს ნეოლიბერალური ფასეულობები, რამაც უკვე დაღუპა ევროპა. ვიქტიმური ნარატივი, რომელსაც ავრცელებენ ნეოლიბერალები ანუ ე.წ. სოციალური სამართლიანობის მეომრები, ახდენენ თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი მამაკაცების სტიგმატიზაციას და აიძულებენ მათ იგრძნონ თავი მჩაგვრელებად და მუდმივად იხადონ ბოდიშები იმიტომ, რომ აქვთ „პრივილეგიები“, რაც წააგავს გერმანიის ნაცისტური პარტიის რიტორიკას და სავარაუდოდ ისევე დასრულდება როგორც ჰიტლერის, დუჩეს ან სტალინის პოლიტიკური გზა, დასრულდება - საკონცენტრაციო ბანაკებით სტიგმატიზებული ჯგუფებისათვის. ნეოლიბერალური იდეოლოგიით დაინფიცირებულმა ევროპელებმა საკუთარ მიწაზე შეუშვეს აბსოლუტურად განსხვავებული კულტურის მქონე ხალხი, რომელიც საუკუნეები ცხოვრობდა შარიათის კანონებით და შესაბამისად შედეგად მიიღეს ტერორისტული აქტები, ვანდალიზმი და ახალგაზრდა ევროპელი ქალების და გოგონების მასობრივი გაუპატიურებები, რადგანაც შარიათის მიხედვით მცხოვრები მამაკაცებისათვის განსხვავებული კულტურიდან გამომდინარე „არასწორად“ ანუ „მეძავივით“ ჩაცმული ქალები არიან - მეძავები, რომლებზე ძალადობაც შარიათის მიხედვით არის ნორმა, რადგანაც ყველა არამუსულმანი, მით უმეტეს „გამომწვევად“ ჩაცმული არის „ურჯულო“ ანუ „კაფირი“, რომელიც არღვევს ღმერთის მიერ დადგენილ მკაცრ დრესკოდს. მუსლიმი მამაკაცები გაზრდილი პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ჩახშობილია ქალური ლიბიდო, ევროპელ ქალებს უყურებენ როგორც პოტენციურ მსხვერპლს და მეძავებს, რომლებიც საკუთარი ჩაცმულობით „იწვევენ მართლმორწმუნე ვაჟკაცებს“ და შესაბამისად მათი ლოგიკით „იმსახურებენ“ კიდეც ძალადობას. საბოლოოდ მოხდება ევროპის ისლამიზაცია, რადგანაც ევროპულ კულტურაში ინტეგრაციაზე მიგრანტები უარს ამბობენ და ინარჩუნებენ საკუთარ ბარბაროსულ წეს-ჩვეულებებს და ათასი წლის შემდეგ ევროპელი ლიდერები ილაპარაკებენ იმაზე, რომ „ისლამი ტრადიციული ევროპული რელიგიაა“ და „ევროპელები ოდითგანვე მუსლიმები იყვნენ“. ასეთი ნარატივი იქნება საბოლოო ჯამში. თავდაპირველად იყო პაგანისტური ევროპა, რომელიც გაანადგურა და შთანთქა ქრისტიანულმა ესქატოლოგიურმა კულტურამ სწორხაზოვანი დრო-სივრცით, საბოლოოდ კი ქრისტიანულ ევროპას ჩაყლაპავენ მუსლიმები. ნეოლიბერალები საკუთარი ხელით ითხრიან საფლავს, რადგანაც ვერ იტანენ განსხვავებულ არალიბერალურ აზრს და ალერგია აქვთ ქრისტიანულ ტრადიციონალიზმზე, შესაბამისად მოხდება ისე, რომ არალიბერალური ინდივიდუალობის სისტემატიური ბლოკირება გაანადგურებს ნეოლიბერალურ ულტრა-ეგალიტარიზმზე და ტოლერანტობაზე დაფუძნებულ ანტი-თეისტურ საზოგადოებას. ნეოლიბერალიზმი აბსოლუტურად ტოტალიტარულია. ნეოლიბერალური საზოგადოება ისწრაფვის ტოტალიტარული ფასეულობებისკენ და ცდილობს გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი; მასმედია, ინდივიდი, სასამართლო და ა.შ. ნეოლიბერალურ საზოგადოებაში სამართალი განიხილება მხოლოდ ნეოლიბერალურ პრიზმაში და შესაბამისად პოლიტიკური სივრცის მაქსიმალური კონტროლისკენ ისწრაფვის თითოეული ნეოლიბერალი აქტივისტი და პოლიტიკური ფიგურა. ნეოლიბერალური პარადიგმა ილტვის საზოგადოების და ინდივიდის ყველა ასპექტის აბსოლუტური კონტროლისკენ და ცდილობს ინტერსექციული ვიქტიმური ნარატივის საფუძველზე შექმნას საკონცენტრაციო ბანაკები „პრივილეგირებული ჯგუფებისთვის“, სადაც ისინი გაგზავნილი იქნებიან სასჯელის მოსახდელად, რადგანაც ნეოლიბერალურ ნარატივში ყველა სხვა პოლიტიკური და მით უმეტეს რელიგიური ჯგუფი განიხილება როგორც „ფაშისტური“ და ექვემდებარება სრულ ლიკვიდაციას კულტურული მარქსიზმის დირექტივების საფუძველზე. ვიქტიმურ ნარატივზე მოსაუბრე აგრესიული ნეოლიბერალები ისწრაფვიან მხოლოდ ერთი მიზნისკენ და ესაა - ყველას და ყველაფრის ფორმატირება და ტოტალური კონტროლი. ნეოლიბერალიზმში არასოდეს არ იყო, არც არის და არც იქნება პლურალიზმი, ინდივიდუალიზმი და აზრის თავისუფლება, მიუხედავად იმისა, თუ რას გვეუბნებიან ამასთან დაკავშირებით ნეოლიბერალური რეიხის იდეოლოგები და რიგითი აქტივისტები აქაფებული პირებით და სისხლიანი თვალებით. ნეოლიბერალიზმის მიზანია აბსოლუტური ექსპანსია, კულტურული ასიმილაცია დანარჩენი მსოფლიოსი და სხვა პოლიტიკური და რელიგიურ-ფილოსოფიური იდეოლოგიების სრული ლიკვიდაცია „სამართლიანობის“ სახელით და ახასიათებს საკუთარი თავის მაქსიმალრი იდეალიზება და რომანტიზება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ან რელიგიურ ჯგუფს. რიგი მკვლევრების აზრით, ნეოლიბერალიზმი ხელს უწყობს ან მოიცავს იმპერიალიზმს. მაგალითად, შეფილდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი რუთ ბლეიკლი ადანაშაულებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ცივი ომის დროს სახელმწიფო ტერორიზმისა და მასობრივი მკვლელობების გაღვივებაში, როგორც საყრდენი საშუალების კაპიტალიზმისა და ნეოლიბერალიზმის გაფართოების ხელშეწყობისთვის განვითარებად ქვეყნებში. ამის არგუმენტად, ბლეიკლი ამბობს, რომ ინდონეზიის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დააყენა კაპიტალისტური ელიტის ინტერესებს ასობით ათასი ინდონეზიელის უფლებებზე მაღლა ინდონეზიის არმიის მხარდაჭერით, რადგან ამ უკანასკნელმა აწარმოა მასობრივი მკვლელობების კამპანია, რომლის შედეგადაც განადგურდა ინდონეზიის კომუნისტური პარტია და მისი სამოქალაქო მხარდამჭერები. ისტორიკოსი ბრედლი რ. სიმპსონი მიიჩნევს, რომ მასობრივი მკვლელობების ეს კამპანია იყო „ნეოლიბერალური პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი, და რომ სუკარნოს განდევნის შემდეგ დასავლეთი შეეცდებოდა ინდონეზიას დაკისრებოდა მომხდარზე პასუხისმგებლობა“. გეოგრაფი დევიდ ჰარვი ამტკიცებს, რომ ნეოლიბერალიზმი ხელს უწყობს იმპერიალიზმის არაპირდაპირ ფორმას, რომელიც ფოკუსირებულია განვითარებადი ქვეყნებიდან ფინანსური მექანიზმების საშუალებით რესურსების ამოღებაზე. ეს ხორციელდება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების საშუალებით, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) და მსოფლიო ბანკი, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ვალისგან განთავისუფლების თაობაზე განვითარებად ქვეყნებთან. ჰარვი მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაციები პრიორიტეტს ანიჭებენ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გასცემენ სესხებს დავალიანების მქონე ქვეყნებზე და აყენებენ მოთხოვნებს სესხებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, მოქმედებენ როგორც ფინანსური ნაკადები დებიტორი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში (მაგალითად, სესხის მისაღებად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკმარისი სავალუტო რეზერვები - რაც მოითხოვს დებიტორი ქვეყნის მიერ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების შეძენას, რომელთა საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია ვიდრე სესხის). ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა ამის შესახებ თქვა: „რა თავისებური სამყაროა, რომელშიც ღარიბი ქვეყნები ფაქტობრივად სუბსიდირებას უკეთებენ ყველაზე მდიდრებს“. ნეოლიბერალური პარადიგმა გლობალიზაციის დახმარებით აქტიურად ვრცელდება პლანეტაზე, როგორც უალტერნატივო ჭეშმარიტება, რომლის კრიტიკა ითვლება მარგინალურ რიტორიკად. გლობალიზაციის პროცესი მაქსიმალურად აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა კონტინენტსა და ცივილიზაციას, იგი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ტენდენციას გამოხატავს და ძირითადად ხუთი პარალელური პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია, უნივერსალიზაცია, ლიბერალიზაცია (ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელებააღიარება) და დეტერიტორიალიზაცია (სახელმწიფო საზღვრების როლის შემცირება). გლობალიზაციის პროცესისადმი, მისი უაღრესი სირთულიდან გამომდინარე, მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აღინიშნება. საზოგადოდ არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველის (ე. წ. „გლობალისტების“) თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიოს განვითარებას, ხოლო მეორე (ე. წ. „ანტიგლობალისტები“) შეხედულების მიხედვით, გლობალიზაცია არის ნეგატიური მოვლენა, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოებს, ერებს, მათ კულტურულ ფასეულობებს, არამედ განიხილება როგორც მსოფლიო განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. აღსანიშნავია მესამე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც გლობალიზაცია თავისი არსით არ წარმოადგენს არც აბსოლუტურ სიკეთეს და არც აბსოლუტურ ბოროტებას, და რომ მისი შედეგებით სარგებლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონესა და ნებაზეა დამოკიდებული. ნეოლიბერალური შაბლონის ექსპანსია გლობალიზაციის პროცესის დახმარებით რეალურად სრული განადგურებით ემუქრება მსოფლიო პრაქტიკულად ყველა კულტურას და რელიგიურ ტრადიციას, რომელიც არ არის აგებული ნეოლიბერალური ეგალიტარიზმის და დემოკრატიის იდეებზე. არგუმენტები გლობალიზმის წინააღმდეგ მოიცავს, კულტურული იდენტობის დაკარგვას, საზოგადოებრივი ისტორიის წაშლა, ცივლიზაციის კონფლიქტს, პოლიტიკური წარმომადგენლობის დაკარგვას და დემოკრატიული პროცესის გაწირვას გლობალურად მართული საზოგადოებისათვის. ნეოლიბერალური ცნობიერებისათვის დამახასიათებელია აბსოლუტური სოციო-პოლიტიკური დიქოტომია და შავ-თეთრი აზროვნება, მსოფლიო დაყოფა ორ ჯგუფად: 1) ფაშისტებად, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურ ბოროტებას, ნეოლიბერალიზმთან მიმართებაში ოპოზიციურად განყობილ არაადამიანთა ერთობას და 2) ნეოლიბერალ ეგალიტარებად, „სოციალური სამართლიანობის მეომრებად“, რომლებიც იბრძვიან ყოველგვარი „ბოროტების“ წინააღმდეგ, რათა დაიცვან ყველაფერი რაც „კარგია“. ნეოლიბერალებს უყვართ ნაცისტური გერმანიის, სტალინისტური რეჟიმის და ბნელი შუასაუკუნეების თეოცენტრული თეოკრატიების გახსენება, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ის, რომ თვითონ ზუსტად ისეთივე მიზნები და სურვილები აქვთ. ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად ნორმალურია ნეოლიბერალური საზოგადოებისათვის, თუ ამ ძალადობის (რეპრესიების) ინიციატორია თვითონ ნეოლიბერალური ელიტა შეპყრობილი ვიქტიმური ნარატივით და ანტი-რელიგიური რიტორიკით. ნეოლიბერალიზმს უყვარს ძალმომრეობა.
  2. (ლიბეროიდიზმი ტრადიციონალიზმის წინააღმდეგ) პირდაპირ ვიტყვი, ლიბეროიდებს (რომლებიც რეალურად არიან ულტრა-მემარჯვენე ლიბერ-ფაშისტები და ფემინაცისტები) არ სჭირდებათ არავითარი „თავისუფლება“ ან „პიროვნული უფლებების“ დაცვა. თითოეული ლიბეროიდის სულში თვლემს მინიატურული ჰიტლერი ან პატარა მაო-ძე დუნი, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ სურს - ძალაუფლება (ანუ თავისუფლება მხოლოდ საკუთარი თავისათვის). მიტინგზე შეკრებილ 10 000 ლიბეროიდს აინტერესებს არა ისეთი ამაღლებული იდეალები, როგორებიცაა „პიროვნების დაცვა“ და „უფლებები“, არამედ სურვილი, ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. როცა ლიბეროიდი ამბობს, უფრო ზუსტად კი წკმუტუნებს და ყმუის, რომ „სახელმწიფო ცუდად იქცევა“, ის ამას იძახის არა იმიტომ, რომ სამართლიანობის ბუნდოვანი პრინციპი ადარდებს, არამედ იმ მიზეზით, რომ შურს ხელისუფლების და თავად სურს გახდეს ხელისუფალი ანუ როგორც ძველად ამბობდნენ ბრძენი ხალხი; „მონა ოცნებობს არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე“, ასე მუშაობს ლიბეროიდის დეგრადირებული ცენტრალური ნერვული სისტემაც, შეპყრობილი ნეკროზის უკანასკნელი სტადიით. როცა ლიბეროიდი ებრძვის ტრადიციონალისტურ საზოგადოებას, ტრადიციონალისტურ და კონსერვატიულ სახელმწიფოს და უწოდებს ტრადიციონალისტურ რიტორიკას და დიდაქტიკას - ზომბირებას, მას ადარდებს არა ის, რომ ვიღაცა თურმე „იჩაგრება“, არამედ ის, რომ მას აქვს ჩაფიქრებული აგრესიული და ძალადობითი ვესტერნიზაცია და ლიბერალიზაცია გლობალური მასშტაბით ანუ სურს, რომ ზომბირების ერთი ფორმა უბრალოდ ჩაანაცვლოს მეორით (!). თუ ლიბეროიდის ტვინს ცნობიერ დონეზე მაინც ჰგონია, რომ ლიბერ-ფაშისტური და ფემინაცისტური (მიზანდრიული) დიდაქტიკა და ნარატივი საფუძველშივე გამორიცხავს ზომბირებას და ზეწოლას ინდივიდზე, მისმა ქვეცნობიერმა და არაცნობიერმა მაინც ზუსტად იცის, რომ ლიბერ-ფაშისტურ სოციუმში არსებობს ზუსტად ისეთივე ზომბირება, როგორიც არის ტრადიციონალისტურში, უბრალოდ ტრადიციონალისტურ სახელმწიფოში არსებობს ღმერთი, ხოლო ლიბერ-ფაშისტურში სუფევს ონტოლოგიური ნიჰილიზმი, მორალური რელატივიზმი და დემოკრატიის ილუზია, რისგანაც მომდინარეობს კიდეც აგრესიული ლიბერ-ფაშისტების სიძულვილი როიალისტების (მონარქისტების) მისამართით. დემოკრატიული არჩევნების ტკბილი ილუზიით შეპყრობილ ლიბერ-ფაშისტს სურს დაანგრიოს ტრადიციული წყობილება, მაგრამ არა იმისათვის, რათა ეგალიტარული უტოპია მოუტანოს ყველას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელიცაა ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, არამედ სწადია დიქტატურის ერთი ფორმა შეცვალოს მეორეთი. იერარქიზმის, დეტერმინიზმის და სუბორდინაციის იდეები აზრს აძლევენ ადამიანის არსებობას, მაგრამ ლიბერ-ფაშისტებს ეს არ ესმით, უფრო ზუსტად, მათ სურთ ერთი ტოტალიტარული სისტემა შეცვალონ მეორეთი (ე.ი. საკუთარი სისტემით, საკუთარი ტოტალიტარიზმით ან უკიდურეს შემთხვევაში ავტორიტარიზმით). არც ლიბერ-ფაშისტური და ფემინაცისტური რეჟიმისთვისაა უცხო ეტატიზმი, უბრალოდ განსხვავებით ლიბეროიდებისაგან, კლასიკური ტრადიციონალისტი მემარჯვენეები არიან გულახდილები (!). აი ამით განსხვავდება ლიბერ-ფაშიზმი ტრადიციონალიზმისგან. კონსერვატორებს არ სიამოვნებთ, როცა ლიბერალისტები ცხვირს ჰყოფენ მათ საზოგადოებაში, ხოლო ლიბეროიდებს მიზნად აქვთ დასახული ვესტერნიზაცია, აგრესიული ვესტერნიზაცია ნებისმიერ ფასად, ვესტერნიზაცია დაფუძნებული ეგოცენტრიზმზე და ნატურალურ შოვინიზმზე.
  3. სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის და იერარქიულად იკავებდნენ ადგილს ადამიანურ და ღვთაებრივ არსებებს შორის, ცხადია არსებობდნენ როგორც კეთილი დაიმონები, ისევე ბოროტები. მათ გარდა არსებობდნენ ბუნების ძალების მმართველი სხვა არსებები, ბუნების სტიქიების და ასპექტების პერსონიფიკაციები, რომლებსაც ერქვათ - არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არსებობდნენ ასევე ინტელექტთან და შთაგონებასთან დაკავშირებული ნახევრადღვთაებრივი სულები - გენიები და მუზები. თეოსოფები, პაგანისტები, მისტიკოსები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ქრისტიანობას წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად მიიჩნევენ. ისინი ეონ ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტი რელიგიათმცოდნეები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა. საკმაოდ საინტერესო თეორიაა. მსგავსი მოსაზრება გააჩნია მოძრაობა „პროექტი ვენერას“ ერთ-ერთ ლიდერს - პიტერ ჯოზეფს. წარმართულ რელიგიაში (ტრადიციულ პოლითეიზმში და პანთეიზმში) იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობთა გაღმერთება. წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ტაძრები. ასტროლატრია, საბეიზმი, ტრადიციული წარმართული რელიგიების განუყოფელი ნაწილია. საბეიზმი არსებობს იაპონურ შინტოიზმშიც. მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთჰის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს. კოსმიურ სხეულთა თაყვანისცემა ძველ მსოფლიოში გავრცელებული იყო პრაქტიკულად ყველგან, სანამ ის არ მოსპო ქრისტიანულმა პროპაგანდამ. http://1.bp.blogspot.com/-KljpXUA-qok/UA2bpwtNw9I/AAAAAAAAAhg/NsNPNZ_qdZI/s1600/NGC7635-rev00-17-07-12.jpg
  4. ეს მხოლოდ ქრისტიანობას ჰგონია, რომ მონოგამია არის ურთიერთობის და ქორწინების ერთადერთი ფორმა, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, სხვა რელიგიებში ასე არასოდეს ყოფილა და თუ ახლა გაჩნდა ეს იდეა, სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანული რელიგიის მიერ მოგონილი მონოგამია მათი დოგმატიკის განუყოფელი ნაწილია, ეს უბრალოდ ქრისტიანობის გავლენაა, რომელსაც სექსუალური ლიბერალიზმის მომხრე ზოგ-ზოგიერთი ათეისტებიც გაურბიან და არა მხოლოდ არაქრისტიანული რელიგიების კონსერვატიული მიმდევრები. დღეს ბევრი ქალი და კაციც ფიქრობს, რომ დედამიწაზე მუდამ იყო, არის და იქნება მხოლოდ მონოგამია, მაგრამ ისინი ცდებიან. მათთვის სწორედ რომ ქრისტიანული მოდელია იდეალური და ამ მოდელს ბევრი არაქრისტიანიც მისდევს ისე, რომ არც ესმის, რომ ეს ქრისტიანული პროდუქტია, გამოგონილი ახ.წ. მესამე საუკუნეში. მკაცრი მონოგამია ესაა სუფთა ქრისტიანული ფენომენი, რომელიც ადამიანის არსებობის ყველა სფეროშია განფენილი, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში და ა.შ. კინოში, მულტფილმებში, პოლიტიკურ შოუებში, მეცნიერულ სემინარებზე, ყველგან გრგვინავს მონოგამიური პათოსი, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო აქსიომა. სხვა რელიგიები, გარდა ქრისტიანობისა, არასოდეს არ იღებდნენ დოგმატურ დონეზე იდეას, რომ მონოგამია ესაა ერთადერთი აქსიომა, ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი. რაც არ უნდა გვიკვირდეს, დღეს უკვე ქრისტიანების ამ იდეას აჟღერებენ არაქრისტიანებიც, მათ შორის ფემინისტები და ჰუმანისტები, ძირითადად კი გაღვივებული ეგოიზმის მქონე ქალები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს სუფთა ქრისტიანული დოგმა. ის, რომ პრაქტიკულად ყველა ფილმში, მულტფილმში და პოლიტიკურ სივრცეშიც არის მონოგამიური შაბლონების და სტერეოტიპების აქტიური რეკლამა და უნივერსალურ უალტერნატივო აქსიომად გამოფენა და თანაც დიდი პათოსით, სულაც არ უნდა გვიკვირდეს. აბა რა გვგონია? ნუთუ გვგონია, რომ სადმე ოდესმე შეიძლება იყოს წარმატებული პოლიგამიური ოჯახის წარმოჩენა? და რა წარმატებაზეა საუბარი ტოტალიტარულ მმონოგამიურ ნეოქრისტიანულ სისტემაში? თვითონ პორნოგრაფიული და ეროტიკული ბიზნესიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ხალხში გამოიწვიოს კიდევ უფრო ღრმა ზიზღი და აღშფოთება, რათა იყოს მტრის ხატი. მტრის ხატი საჭირო რამაა. ან უყურეთ იმას რასაც ეწოდება 18+ ან შეეგუეთ რეალობას. არავინ არაადამიანთაგან არასოდეს არ დაუშვებს მონოგამიის ალტერნატივების რეკლამირებას მასმედიის დახმარებით. მსოფლიოში დომინირებს ქრისტიანული მონოგამიური პარადიგმა. ომ შრი კალი ნამაჰა. 14.10.2020
  5. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა.
  6. რელიგიაში ყოველთვის დომინირებდა აზრი, რომ ტანტრიზმი არის "სიბინძურე", ისევე როგორც ფემინისტურ წრეებში ბატონობს აზრი, რომ სექსუალურად ლიბერალური ფემინიზმი არის ფსევდოფემინისტური პატრიარქალური დივერსია, შექმნილი მასკულინური რენეგატების მიერ, რომლის მიზანიცაა ქალების დამონება. ინდუისტების 98% თვლის, რომ ტანტრიზმი "საზიზღრობაა", ისევე როგორც თვლის ფემინისტების 98%, რომ სექს-ლიბერალური ფემინიზმი "ერესია". ფინიკიური ქალღმერთი ასტაროტა, ფიზიკური სიყვარულის და ნაყოფიერების ვნებიანი ღვთაება ბევრს არ უყვარდა და არც ახლა მოსდის თვალში, გასაგებიცაა რატომ. ფემინისტების 98% იმავე გზით მიდის, რა გზითაც რელიგიური ადამიანების 99% დედამიწაზე, უბრალოდ მათ (ფემინაცისტებმა), თავიანთი იდეოლოგიიდან ამოიღეს და სანაგვეში გადაისროლეს ღმერთი. მათი მეთოდია კლასიკური დაყავი და იბატონე, დაყავი კაცობრიობა ქალებად და კაცებად, შეაჯახე ეს ორი სქესი ერთმანეთს, გააღრმავე მათ ტვინებში მატერიალისტური სტერეოტიპები და იბატონე მსოფლიოზე, შექმენი ახალი მსოფლიო წესრიგი. სწორედ ეს იყო და არის "ჰუმანური" ბავარიელი ილუმინატების საუკუნის ოცნება, რომელიც მალე ასრულდება, სამყარო სექსის და რელიგიის გარეშე. მათი მიზანია კაცობრიობის დამონება და გადაშენება. თუმცა მაინც არის განსხვავება როცა ვუსმენ ფრიგიდულ მორწმუნეს და როცა ვუსმენ ფრიგიდულ ათეისტს, მორწმუნე ამბობს, რომ სექსუალური ლიბერალიზმი ცოდვაა, ის ეყრდნობა აბსოლუტის, როგორც მეტაკოსმიური საწყისის ავტორიტეტს, ხოლო როცა უფლებებზე საუბრობს ათეისტი ფემინისტი, ის უარყოფს ღმერთის არსებობას და უბრალოდ ამბობს, რომ არის ქალთა უფლებები და მათ თრგუნავენ გარყვნილი კაცები. არავითარი ღვთაებრივი ავტორიტეტი არ დგას ფემინაცისტური ათეიზმის უკან, მათ მიღმა მხოლოდ ონტოლოგიური ნიჰილიზმია, რომელიც საფუძველშივე განსხვავდება მაჰაიანურ ბუდიზმში არსებული მერეოლოგიური ნიჰილიზმისგან. ფემინაცისტებს ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი, მათ შორის საკუთარი ჰეტეროსექსუალი დედებიც, რომლებმაც გაბედეს და კაცებთან სექსით შვეს ბავშვები.
  7. რელიგიაში ყოველთვის დომინირებდა აზრი, რომ ტანტრიზმი არის "სიბინძურე", ისევე როგორც ფემინისტურ წრეებში ბატონობს აზრი, რომ სექსუალურად ლიბერალური ფემინიზმი არის ფსევდოფემინისტური პატრიარქალური დივერსია, შექმნილი მასკულინური რენეგატების მიერ, რომლის მიზანიცაა ქალების დამონება. ინდუისტების 98% თვლის, რომ ტანტრიზმი "საზიზღრობაა", ისევე როგორც თვლის ფემინისტების 98%, რომ სექს-ლიბერალური ფემინიზმი "ერესია". ფინიკიური ქალღმერთი ასტაროტა, ფიზიკური სიყვარულის და ნაყოფიერების ვნებიანი ღვთაება ბევრს არ უყვარდა და არც ახლა მოსდის თვალში, გასაგებიცაა რატომ. ფემინისტების 98% იმავე გზით მიდის, რა გზითაც რელიგიური ადამიანების 99% დედამიწაზე, უბრალოდ მათ (ფემინაცისტებმა), თავიანთი იდეოლოგიიდან ამოიღეს და სანაგვეში გადაისროლეს ღმერთი. მათი მეთოდია კლასიკური დაყავი და იბატონე, დაყავი კაცობრიობა ქალებად და კაცებად, შეაჯახე ეს ორი სქესი ერთმანეთს, გააღრმავე მათ ტვინებში მატერიალისტური სტერეოტიპები და იბატონე მსოფლიოზე, შექმენი ახალი მსოფლიო წესრიგი. სწორედ ეს იყო და არის "ჰუმანური" ბავარიელი ილუმინატების საუკუნის ოცნება, რომელიც მალე ასრულდება, სამყარო სექსის და რელიგიის გარეშე. მათი მიზანია კაცობრიობის დამონება და გადაშენება. თუმცა მაინც არის განსხვავება როცა ვუსმენ ფრიგიდულ მორწმუნეს და როცა ვუსმენ ფრიგიდულ ათეისტს, მორწმუნე ამბობს, რომ სექსუალური ლიბერალიზმი ცოდვაა, ის ეყრდნობა აბსოლუტის, როგორც მეტაკოსმიური საწყისის ავტორიტეტს, ხოლო როცა უფლებებზე საუბრობს ათეისტი ფემინისტი, ის უარყოფს ღმერთის არსებობას და უბრალოდ ამბობს, რომ არის ქალთა უფლებები და მათ თრგუნავენ გარყვნილი კაცები. არავითარი ღვთაებრივი ავტორიტეტი არ დგას ფემინაცისტური ათეიზმის უკან, მათ მიღმა მხოლოდ ონტოლოგიური ნიჰილიზმია, რომელიც საფუძველშივე განსხვავდება მაჰაიანურ ბუდიზმში არსებული მერეოლოგიური ნიჰილიზმისგან. ფემინაცისტებს ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი, მათ შორის საკუთარი ჰეტეროსექსუალი დედებიც, რომლებმაც გაბედეს და კაცებთან სექსით შვეს ბავშვები.
  8. ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი. პრემოდერნი ცხოვრობდა იმ აზრით, რომ სიცოცხლის აზრი და არსია გვახსოვდეს წარსულში დარჩენილი ედემი ან სატია-იუგა, ოქროს საუკუნე და ამბობდა იმას, რომ მომავალში უარესი იქნება, ვიდრე წარსულში, ეს არის კლასიკური კულტურა. მოდერნი ამბობდა, რომ ჩვენი წინაპრები არ იყვნენ თეთრწვერა ნათელი ბრძენები, ჩვენი წინაპრები იყვნენ მიკრობები, რადგანაც არის ევოლუცია და მომავალი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე წარსული, უფრო უკეთესი მეცნიერული განვითარების წყალობით. ეს იყო მოდერნისტული პარადიგმა, ნათელი მომავლის მტკიცე რწმენა. პოსტმოდერნში ადამიანმა დაკარგა ყოველგვარი აზრი, იმედი და რწმენა და ჩავარდა ნიჰილისტურ სასოწარკვეთაში, დეპრესიაში და უიმედობაში, რაც გამოვლინდა ეგსიტენციალიზმის დაბადებაში, ეგზისტენციალურ შიშებში გლობალურ დონეზე. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ნიჰილისტურ პოსტმოდერნში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მორალური და ონტოლოგიური ნიჰილიზმის იდეებზე დაფუძნებულ სოციუმში, სადაც აღარ ჩანს აზრი, არსი და იმედი, გამოსავალი რთული სიტუაციიდან, კრიზისული მდგომარეობიდან. დეგრადაცია კი გრძელდება.
  9. ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც. ოცდამეერთე საუკუნის ულტრა-ლიბერალურ და ულტრა-ეგალიტარულ საზოგადოებაში ტოტემიზმის და ზოო-ფეტიშიზმის დოგმებმა ახალი ძალით იფეთქეს და მთელ მსოფლიოზე გაბატონდნენ. დღეისათვის დომინანტურ იდეოლოგიად ითვლება ბიოცენტრისტული ეთიკა და ინვირომენტალიზმი, როგორც ზოო-ფეტიშიზმის, ეკო-კულტის და ტოტემიზმის ახალი, ძველზე გაცილებით მძლავრი და სიცოცხლის უნარიანი, ერთობ ექსპანსიური ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად აგრესიული და შოვინური ბუნებისაა. თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი აქვს შინაური ცხოველების კულტს, კერძოდ კი ძაღლების და კატების კულტის ობიექტებად ქცევას და საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ მკვეთრ სიძულვილს მძლავრი მორალისტური პათოსის და რეპრესიული ფსევდო-ეთიკის თანხლებით. შესაძლოა შინაური ცხოველების და ეკოსისტემის დაცვის ისტერიული კულტი კიდევ დიდხანს იარსებებს... ცნობისათვის, ეკო-კულტისტებს შორის მრავლად არიან რადიკალური იდეების მქონე ე.წ. ეკო-ტერორისტები.
  10. ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი.
  11. ხატი (არაბ.: ხაზი, ნაწერი) — რელიგიაში ღვთაებების და წმინდანების ფერწერული ან რელიეფური გამოსახულება. მართლმადიდებლურ და რომის კათოლიკურ ეკლესიაში ხატი ტაძრის ძირითად შემადგენელ ნაწილს და ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. კათოლიკურ ეკლესიაში ძირითადად სკულპტურული გამოსახულება ჭარბობს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში - ხეზე შესრულებული ფერწერული ხატი. ქრისტიანულ ეკლესიაში უძველესი დროიდან სცემდნენ თაყვანს წმინდა გამოსახულებებს. ქრისტიანობის დევნის პერიოდში რომის კატაკომბებში ხატს სიმბოლურად გამოსახავდნენ. მაგ., იესო ქრისტეს კრავის ან მწყემსის სახით. ქრისტიანობის დევნის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო ხატწერის განვითარება, ხოლო IV საუკუნეში ხატი საბოლოოდ დამკვიდრდა ეკლესიაში, მიუხედავად იმ დიდი რელიგიურო მოძრაობისა, რომელიც ისტორიაში ხატმებრძოლეობის სახელით არის ცნობილი. თქმულების თანახმად, ტილოზე (უბრუსზე), რომელიც ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე. ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ასლი ხელთუქმნელი ხატისა, "ანჩისხატის" სახელწოდებით ცნობილი, ანჩისხატის ეკლესიაში იყო დასვენებული, ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ქრისტიანულ ეკლესიაში ზოგიერთი ხატი სასწაულთმოქმედებითაა ცნობილი. ასეთებია ივერიის ღვთისმშობელი ანუ "პორტაიტისა", სამხელიანი ღვთისმშობელი, წილკნის, მანგლისის, სიონის, ყაზანის, იერუსალიმის ღვთისმშობელი, სედნაიის ღვთისმშობელი, ილორის წმ. გიორგის ხატი და სხვა. ხატი გვხვდება აღმოსავლურ რელიგიებშიც. http://1.bp.blogspot.com/-C_kOVe3HnPo/UcsDl8LU73I/AAAAAAAADMA/ROHwM68uY9Q/s1600/brahma.jpg
  12. ეკუმენიზმი (ბერძ. οἰκουμένη, მსოფლიო) — ტერმინი აღნიშნავს მოძრაობას, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ეკუმენიზმს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ეკუმენიზმი, სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონუმენური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა. ქრისტიანული ეკუმენური მოძრაობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების (კონფესიების) დაახლოებასა და გაერთიანებას. ტერმინი "ეკუმენიზმი" ხმარებაში შემოვიდა 1937 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგიური სემინარიის თეოლოგების მიერ. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური და სხვ. კონფესიების უმრავლესობა. მოძრაობაში წამყვანი როლი პროტესტანტულ ორგანიზაციებს უკავიათ. ლიტერატურა მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; (შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე) - თბ., 2004 - 483გვ. Архим. Серафим (Алексиев), архим. Сергий (Язаджиев). Почему православному христианину нельзя быть экуменистом. — СПб, 1992. — 304 с. Барон Й., архиеп. Крест и диалог: Теология Креста в свете христианского единства — СПб. : Алетейя, 2010. — 520 с Экуменическое движение // Карманный словарь атеиста / Ю. А. Бахныкин, М. С. Беленький, А. В. Белов и др.; Под. ред. М. П. Новикова. — 7-е изд. — М.: Политиздат, 1987. — С. 265-266. — 271 с.. Православие и экуменизм. Документы и материалы. 1902—1998 г. (недоступная ссылка с 20-05-2013 (936 дней) — история, копия) Отдел внеш. церк. сношений Московского патриархата, 1999 (2-е изд.) Смирнов М. Ю. Экуменизм // Реформация и протестантизм: Словарь. — СПб.: Изд-во С.-Петерб. ун-та, 2005. — 197 с.
  13. იმ ოკულტურ იდეებს შორის, რომლებსაც ახლა ფართოდ განიხილავენ და უმალ იზიარებენ "სხეულგარეშე" ან "სიკვდილ¬შემდგომი" გამოცდილების მქონე ადამიანები და ზოგიერთი მეცნიერიც, არსებობს რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეა – რომ სული გარდაცვალების შემდგომ საშინელ სამსჯავროზე არ წარდგება და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ელის სხეულის აღდგომასა და საშინელ სამსჯავროს, არამედ უკან, დედამიწაზე ბრუნდება (ალბათ "ასტრალურ სიბრტყეში" ყოფნის შემდეგ) და შედის ცხოველის ან სხვა ადამიანის ახალ სხეულში (ანუ იბადება ცხოველად ან სხვა ადამიანად – მთარგმ. შენიშვნა). კომენტარი: თქვენ რითიც ხართ ეგზომ უკმაყოფილონი, მაგის მიზეზი, ძევს იმაში, რომ დჰარმული რელიგიების და აბრაამული რელიგიების ფიზიკა და მეტაფიზიკა დიამეტრალურად საპირისპიროა. აბრაამული მონოთეიზმის მიხედვით სამყაროს ასაკია 7-8 ათასი წელი, ამის გარდა დრო, სივრცე და გლობალური ისტორიული პროცესი, არის სწორხაზოვანი, ხოლო დჰარმულ რელიგიებში პირიქით, ციკლური. დჰარმულ სისტემებში დრო, სივრცე და ისტორია მუდმივად მეორდება და საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ჩახვეული, იოგები და სიდჰები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ან უბრალოდ სურთ, დააღწიონ თავი ამ ციკლურ ყოფიერებას და ერთგვარ კოსმიურ მოჯადოებულ წრეს. ჩაკეტილი ციკლიდან გასვლის ორი მეთოდი არსებობს: სალოკია-მუქტი - პიროვნული უფლის სამყაროში, მარადიულ სასუფეველში მოხვედრა და საიუჯია-მუქტი - უპიროვნო მსოფლიო სულთან შეერთება ინდივიდუალობის სრული დაკარგვით. როგორც წესი ვაიშნავები (ვიშნუს/კრიშნას მიმდევრები) ირჩევენ ბჰაქტი-იოგას და სალოკია-მუქტის, ხოლო შანკარას მიმდევარი იმპერსონალისტები გიანა-იოგას და საიუჯია-მუქტის. პირადად მე პრიორიტეტულად მიმაჩნია პერსონალისტური სალოკია-მუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ვაიშნავი არ ვარ. „საშინელი სამსჯავრო“ ინდუიზმის გაგებით არ იქნება „უკანასკნელი“, ეს სწორხაზოვანი კონცეფცია გამოგონილია დაჩაგრული და სამყაროზე განაწყენებული იუდეველი ხალხის მიერ, რომელიც არავის უყვარდა და მანაც გამოსავალი და შვება ჰპოვა აბსოლუტურად ახალ მეტაფიზიკურ დოგმაში, სწორხაზოვან დროში და „საშინელი და უკანასკნელი სამსჯავროს“ იდეაში. სწორხაზოვანი დრო და აბრაამული ესქატოლოგია იუდაიზმის პროდუქტია, საიდანაც ქრისტიანობამ და ისლამმა ბევრი რამ ისესხეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იუდეველებზე ადრე ამ იდეის შემუშავება დაიწყეს ირანელმა მაზდეანებმა. წარმატება ხვდათ წილად მთელ მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს, კონკრეტულად კი - რაბინებს, რომელთა წმინდა წიგნი „თანახი“ არის კიდეც ქრისტიანული ბიბლიის საფუძველი და ქვაკუთხედი. ეს იდეა დიდად იყო გავრცელებული დასავლეთში ანტიკური წარმართობის პერიოდში მანამ, სანამ იგი ქრისტიანულმა იდეებმა არ შეცვალა; ჩვენს დროში სულთა გადასახლების იდეის გავრცელება ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება, სადაც იგი საყოველთაოდ არის აღიარებული. სადღეისოდ ეს იდეა ჩვეულებისამებრ "ჰუმანიზირებულია" იმ აზრით, რომ ადამიანები თავიანთ "წინარე ცხოვრებაში" ადამიანური სახით ცხოვრობდნენ; მაშინ, როდესაც – ინდუსებსა და ბუდისტებს შორის, ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს შორის, საყოველთაო იდეად არის წარმოდგენილი, რომ ადამიანად "განხორციელება" იშვიათად ხდება და თანამედროვე "განხორციელებათა" უმეტესობა ცხოველები, მწერები და მცენარეებია. კომენტარი: რეინკარნაციის იდეა არსებობს ეზოთერულ იუდაიზმშიც (კაბალაში), ასევე ეზოთერულ ისლამში (სუფიზმში) და ეზოთერულ ქრისტიანობაში (გნოსტიციზმში), არა მხოლოდ „წარმართულ“ რელიგიებში. ეზოთერულ იუდაიზმში სულთა გადასახლებას ეწოდება - გილგულიმ, ეზოთერულ ისლამში - თანასუჰ, ხოლო ეზოთერულ ქრისტიანობაში - მეტემფსიქოზი. თქვენ როგორც სჩანს რეინკარნაციის მექანიზმი მრუდედ გესმით, ნებისმიერ სხეულში განსხეულებას განაპირობებს კარმა. არის 4 სახის კარმა: აკარმა - სულიერი მოქმედება, კარმა - მატერიალური კოსმოსის კანონების სრული დაცვით მოქმედება, ვიკარმა - ეგოისტური მოქმედება და უგრაკარმა - სასჯელი, რომელიც ავტომატურად მოსდევს თან ეგოცენტრულ უმეცრებას. დჰარმული რელიგიების მიზანი არაა ადამიანისათვის თავ-გზის აბნევა, მათი მიზანია ერთადერთი რეალური ბოროტების - ეგოს დაძლევა. ამ იდეის მორწმუნეები ამბობენ, რომ იგი მრავალ ამქვეყნიურ "უსამართლობას" ხსნის და გამოუცნობ შიშსაც თითქოსდა გასა¬გებს ხდის: თუკი ვინმე დაიბადება ბრმად ან სიღატაკეში, მაშინ ეს "წინარე ცხოვრებაში" მისი საქციელის საზღაურია (ანუ როგორც ინდუსები და ბუდისტები იტყვიან – მისი "ცუდი კარმის" მისაგებელია), ხოლო თუ ვინმეს წყლის შიში აქვს, ეს იმის გამოა, რომ "წინარე ცხოვრებაში" დაიხრჩო. კომენტარი: როგორც მრავალჯერ ითქვა, აწმყო ესაა წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი. შენ ის ხარ, რასაც ფიქრობ. ადამიანის აზრები განაპირობებენ მის შემდგომ ცხოვრებას და რეინკარნაციის მთელ პროცესს. რა არის ამ იდეაში ცუდი, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით ყველაზე დამღუპველი არის აბრაამული კრეაციონიზმი და არა სულთა გადასახლების სრულებით უწყინარი და სავსებით რეალისტური კონცეფცია. სულთა გადასახლების მორწმუნეებს სულის წარმოშობასა და დანიშნულებაზე არავითარი სრულყოფილი სწავლება არ აქვთ და არც თავიანთი თეორიის დამაჯერებელი მტკიცება გააჩნიათ. მისი მთავარი მომხიბლავი მხარეები ზედაპირული ხასიათისაა: ამქვეყნად თითქოსდა "სამართლიანობის" უზრუნველყოფა, ზოგიერთ ფსიქიურ იდუმალებათა ამოხსნა და "უკვდავების" მსგავსი რაიმეთი იმათი უზრუნველყოფა, ვინც ქრისტიანულ პოზიციას არ იზიარებს. კომენტარი: სული (ჯივატმა) უქმნელია. მტკიცებულებას რაც შეეხება, მაგისთვის გამოდგება რეგრესიული ჰიპნოზი. სამართალს რაც შეეხება, დიახ, კარმული კანონი, კანონი და არა ჰიპოთეზა, არის კიდეც უნივერსალური სამართალი, შექმნილი კეთილი დემიურგის, იშვარას, უფლის მიერ. საღი გონებით თუ განვსჯით, სულთა გადასახლების თეორია უსამართლობის არანაირ ახსნას არ იძლევა: თუკი ამქვეყნად ადამიანი იმ ცოდვებისა და შეცდომებისათვის ისჯება, რომლებიც მას არ ახსოვს და რაზეც მას პასუხისგება არ შეუძლია (თუკი ადრე ცხოველი იყო) და თუკი არც "მე" არ არსებობს (ბუდისტური სწავლების მიხედვით), რომელიც ერთი გადასახლებიდან მეორეში იქნება შენარჩუნებული, და თუკი მისი შეცდომები, პირდაპირი გაგებით, სხვისი შეცდომები იყო – მაშინ ამაში არავითარი სამართლიანობა არ არის, არამედ ეს მხოლოდ უბედურებებისგან მომდინარე ბრმა ტანჯვაა, რომლის წარმოშობის მიკვლევა შეუძლებელია. ქრისტიანული სწავლება ადამის დაცემის შესახებ, როგორც ყოველი ამქვეყნიური ბოროტების წყაროზე, გაცილებით უკეთ განმარტავს ამქვეყნიურ უსამართლობას; ხოლო ქრისტიანული გამოცხადება ღვთის სრულყოფილ სამართლიანობასა და ადამიანების განკითხვაზე, რომელიც ზეციურ საუკუნო ცხოვრებას ან ჯოჯოხეთს უმკვიდრებს ადამიანს – ფუჭსა და ტრივიალურს ხდის ამქვეყნად "განხორციელებების" შედეგად "სამართლიანობის" მოპოვების იდეას. კომენტარი: მეხსიერებაში რჩება წინა ინკარნაციების შესახებ ცოდნა, უბრალოდ უფლის მოწყალებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვახსოვს ის უბედურებები, რაც გადავიტანეთ წინა სხეულებში. პრობლემა იმაშია, რომ არ გესმით ორი რამ: დრო არაა სწორხაზოვანი და მეორე; ცოცხალი სული განიცდის ევოლუციას რეინკარნაციის პროცესში და სრულებით არაა აუცილებელი, რომ ის ტანჯვა და ვაება რაც ადრე გადაიტანა, ახსოვდეს დეტალურად. წინა ინკარნაციებიდან ინფორმაციის ფრაგმენტები ხშირად იღვიძებენ, რაც ქმნის სერიოზულ ხარვეზებს ნერვულ სისტემაში. ადამიანი, ცოცხალი არსება ხეტიალობს სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე, სული ჯოჯოხეთშიც არის ნამყოფი და სამოთხეშიც, ცხოველის სხეულშიც, აქედან გამომდინარე ამნეზია რეინკარნაციის პროცესში, არის წყალობა და არა აბსურდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ნერვული სისტემა, უბრალოდ გადაიწვებოდა კატასტროფული ფსიქო-ემოციური დატვირთვის გამო. არავის არ აქვს უნარი, გაუძლოს წინა ინკარნაციების მეხსიერებას ერთად მოძალებას, არავის, ბუდას გარდა. ამიტომაც არის, რომ დჰარმული რელიგიები მოგვიწოდებენ დავკავდეთ სულიერი ასკეტიზმით და გავხდეთ ბუდა ან ჯივანმუქტა, მხოლოდ გასუფთავებულ ნირვანულ ცნობიერებას აქვს უნარი აიტანოს ინფორმაციული შეტევა წინა ცხოვრებების განცდების სახით. რაც შეეხება ყბადაღებულ „ზეციურ საუკუნო ცხოვრებას“, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: 1) დრო - ციკლურია, 2) მატერიალურ სამყაროში არაფერია მარადიული, მათ შორის ის სამოთხეც, რომლისკენაც ილტვიან აბრაამიტები. რა ვუყოთ ახლახან რეკლამირებულ იმ შემთხვევებს, სადაც "წინარე ცხოვრების ობიექტური მტკიცებანი არსებობენ" – როდესაც ადამიანი დროისა და ადგილის დეტალებს "იხსენებს", რომლებიც მას ალბათ თავისთავად არ შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შემოწმებაც ისტორიული საბუთებით შეიძლება? ასეთი შემთხვევები მეტად დამაჯერებელია მათთვის, ვინც სულთა გადასახლების რწმენისადმი უკვე მიდრეკილია; ამ სახის "მტკიცებულებები" არ განსხვავდებიან იმ სტანდარტული ინფორმაციისაგან, რომელსაც სპირიტისტულ სეანსებზე "სულები" წარმოაჩენენ (რომელიც შეიძლება ფრიად საოცარი იყოს) და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ სხვა წყარო შეიძლება ჰქონდეთ. თუკი სრულიად ცხადია, რომ სპირიტისტულ სეანსებზე მყოფი "სულები" ეშმაკები არიან, მაშინ "წინარე ცხოვრებაზე" ინფორმაციებიც ეშმაკებისაგან შეიძლება მომდინარეობდეს. ორივე შემთხვევაში მათ ერთი მიზანი აქვთ: რომ ადამიანებს ვითომცდა "ზებუნებრივი" ცოდნით გონება დაუბინდონ, ხოლო ამით საიქიო ცხოვრების ნამდვილი ბუნების შესახებ მოატყუონ ისინი და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის სულიერად მოუმზადებელნი დატოვონ. კომენტარი: არავითარი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ სწორედ „ეშმაკები“ აძლევენ ცოდნას მედიუმებს და იოგებს. ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში ("აღდგომის რწმენისათვის" წიგნი II), ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი ("სულისათვის და აღდგომისათვის") და სხვანი. კომენტარი: მანიქევლების, გნოსტიკოსების და ორიგენისტების ანათემაზე გადაცემის ანუ უბრალო ბანალური დაწყევლის მიზეზი იყო არა ის, რომ რეინკარნაცია „ცრუ“ სწავლებაა, არამედ იმიტომ, რომ რეინკარნაციის იდეა, აკარგვინებდა ყოველგვარ აზრს სწორხაზოვანი დროის და მარადიული ჯოჯოხეთის საფუძველშივე მცდარ და აბსურდულ იდეას, ჰიპოთეზას. თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომელსაც სულთა გადასახლების იდეა ხიბლავს ან ვისაც ამ იდეის სავარაუდო "მტკიცებანი" აფიქრებს, საკმარისია ალბათ სამ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს დაუფიქრდეს, რომლებიც სულთა გადასახლების შესაძლებლობასაც კი გადაჭრით უარყოფენ. 1. სხეულის აღდგომა. 2. იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოსყიდვა. 3. სამსჯავრო. ამ სამ დოქტრინაში ქრისტიანული გამოცხადება ზუსტია და განსაზღვრული, წარმართული რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა ან გამოხსნა და გარკვეულად არაფერს ამბობენ არც სამსჯავროზე და არც მომავალ ცხოვრებაზე. კომენტარი: არა მხოლოდ დჰარმული რელიგიების მიმდევრები უარყოფენ სწორხაზოვანი დროის იდეას, არამედ ხშირად თვით ფიზიკოსებიც კი მიდიან ზუსტად იმავე დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდნენ ჰერაკლიტე და ინდოელი ბრძენები. მაგალითისათვის, ფიზიკოსმა მარტინ ბოჯოვოლდიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ის სინგულარობა, რომლიდანაც წარმოიშვა ჩვენი მეტაგალაქტიკა, არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი. სამყაროები მუმივად იკუმშებიან და ფართოვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამყაროს წარმოშობამდე არსებობდა სხვა სამყარო, წარმოშობილი წინა სინგულარობიდან ანუ მეტაგალაქტიკის ყოფიერება არის ციკლური და შედგება კვანტური ინფლაციის, სტაბილური არსებობის და კვანტური იმპლოზიის მუდმივად განმეორებადი ფაზებისგან.
  14. თვით ყველაზე უკანასკნელი სანსკრიტოლოგიც კი მიხვდება, რომ ვედების მიხედვით, სხვადასხვა გუნებში მყოფი ადამიანებისთვის არსებობს სხვადასხვა რელიგიური პრაქტიკა და რომელიმე მათგანის შეურაცჰყოფა იგივეა რაც თავად უფლის შეურაცჰყოფა, რადგანაც ყველა რელიგია უფლიდან მოდის. ყველა რელიგია შექმნილია უფლის მიერ სხვადასხვა გუნებში (მოდუსებში) მყოფი ხალხებისათვის. ნებისმიერი რელიგიის გინება, ესაა თავად უზენაესის გინება (ღვთისგმობა). არის განსხვავება სანსკრიტოლოგსა და უბრალო ადამიანს შორის, ერთია როცა ინდურ რელიგიებზე ან ზოგადად რელიგიაზე და მისტიკაზე მსჯელობს სანსკრიტოლოგი, ზოგადად - მეცნიერი, რელიგიათმცოდნე და მეორეა, როცა მსჯელობს რიგითი მოქალაქე, უბრალო საშუალო სტატისტიკური ადამიანი, რომელიც გაგებაში არაა სინამდვილეში რაზე მსჯელობს და მსჯელობს ძალიან ზედაპირულად, უხეშად, უტაქტოდ, არაკორექტულად (პრაქტიკულად ყველაფერზე). არაკორექტული და უტაქტო ქცევის შედეგად იბადება კონფლიქტი, სერიოზული კონფლიქტი სხვადასხვა რელიგიების მიმდევართა შორის და ეს პრობლემაა. როგორც ფუტკარი აგროვებს მხოლოდ ნექტარს, ხოლო კრაზანა - ათასგვარ ნაგავს, ისე კეთილი სულის მქონე ადამიანი (ღვთაებრივი ნატურა) ხედავს სხვებში მხოლოდ კარგს, ხოლო ავი ზნის მქონე ადამიანი (ნეგატიური ბუნების მქონე ადამიანი) ყველაში და ყველაფერში ხედავს მხოლოდ ნაგავს ან იმას, რაც მხოლოდ მას მოსწონს და აგინებს იმას, რაც არ მოსწონს და არმოწონებას აგრესიულად და ემოციურად ბრაზით გამოხატავს, როგორც ვულკანი აფეთქებული. როცა კონკრეტულ ქვეყანაში შობილ და გაზრდილ ადამიანს ბავშვობიდანვე უნერგავენ მკვეთრად დუალისტურ წარმოდგენებს რელიგიაზე, ღმერთზე და სამყაროზე და მას დედის რძესთან ერთად აქვს მიღებული და ტვინში ღრმად გამჯდარი, რომ ვთქვათ „ეს სატანურია! და აი ეს ღვთაებრივი, სამოთხისეული!“, ის ვერასოდეს ვეღარ შეძლებს შეიცვალოს მსოფლმხედველობა და გაიგოს, შეიცნოს, გააცნობიეროს რაიმე სხვა, ის რაც განსხვავდება მისი ვიწრო იდეოლოგიისგან, მსოფლმხედველობისგან, მისი დუალისტური, მკვეთრად დუალისტური რელიგიური დოგმებისგან. ყველა ბრძენი მორწმუნე, არის მოწყალე და კორექტული და არა ფიცხი და უხეში. კონფლიქტის სათავეა უხეშობა და არაკორექტულობა. მაშ ვიმეგობროთ და ვიყოთ კორექტულები, ხომ არ გვსურს ახლა ჩვენ ომი სხვადასხვა რელიგიებს შორის? არა. არ გვინდა.
  15. ელინისტურ და რომაულ სამყაროში იყო სექსუალური ლიბერალიზმი, დაკავშირებული ღმერთს ურანოსთან, ქალღმერთ აფროდიტესთან და ღმერთ დიონისე-ლიბერთან. ლიბერი იყო ორგიების და თავისუფლების ღმერთი, ურანოსი იყო ჰომოსექსუალი კაცების მფარველი, ხოლო აფროდიტე იყო ლესბოსელი ქალების მფარველი. ჰომეროსი და სხვა ელინი პოეტები და ფილოსოფოსები თავიანთ ნაშრომებში აღწერდნენ ლგბტ-ს. ჰედონისტი ფილოსოფოსი ევჰემეროსი ამბობდა რომ აფროდიტემ გამოიგონა პროსტიტუცია. პლოტინუსთან აფროდიტე ესაა მსოფლიო საფშვინველი, რომელმაც კრონოსისგან მიიღო სილამაზე. ემპედოკლე ამბობდა, რომ აფროდიტე არის კოსმიური ენერგია, რომელიც ქმნის ეიდოსებს (იდეებს). პლოტინუსი ამბობდა რომ არსებობს ორი აფროდიტე, მიწიერი და კოსმიური. ელინისტურ და რომაულ სამყაროში არსებობდნენ კურტიზანი ლიბერალ-ჰედონისტი ქალები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ თავისუფალი სექსით და ემსახურებოდნენ აფროდიტეს, მათ ეწოდებოდათ - "ჰეტერა". ჰეტერები იყვნენ სექსუალურები და განათლებულები. ისინი იყვნენ თავისუფლები და მათ იცავდა კანონი. მათი სამსახური ღირდა ძალიან ძვირი, მაგრამ ზოგჯერ ისინი ფულს არ იღებდნენ. ისინი ხდებოდნენ გამოჩენილი მამაკაცების ან ქალების საყვარლებიც. მაგალითად; პლატონს და არისტოტელეს ჰყავდათ ჰეტერები. სოკრატე დადიოდა საიდუმლო ორგიებზე. ეს ფაქტებია. ჰეტერების სექსუალურ აქტებს გამოსახავდნენ დაქირავებული მხატვრები ე.ი. ხატავდნენ იმას რითიც საწოლში იყვნენ დაკავებულნი ჰეტერები. ამას ერქვა "ჰეტერა-გრაფია". ელინისტურ, ელინურ და რომაულ სამყაროში ლგბტ ფართოდ იყო გავრცელებული. თვით ალექსანდრე დიდიც კი ბისექსუალი გახლდათ, ხოლო კალიგულას საერთოდაც საკუთარი და ჰყავდა საყვარლად. ახ.წ. მეოთხე საუკუნეში რომის იმპერიაში იუდო-ქრისტიანული რელიგიური ფაშიზმის გაბატონების შემდეგ დაიწყო საზარელი რეპრესიები და ჰედონიზმი და ლიბერალიზმი წარსულს ჩაბარდა. აფროდიტესთან და იშტართან დაკავშირებული იყო საკრალური (სატაძრო) პროსტიტუცია. ქრისტიანიზაციის შემდეგ, რომში დაიწყო აფროდიტეს ტაძრების და მიმდევრების მასობრივი განადგურება. მოხდა ჰეტერა-გრაფიის კრიმინალიზაცია. სექსი გამოცხადდა "სიბინძურედ" და "ცოდვად". ელინისტურ სამყაროში მოზარდები იღებდნენ კარგ სექსუალურ განათლებას. იუდეო-ქრისტიანულ (და იუდეო-ისლამურ) სამყაროში აიკრძალა ახალგაზრდებისთვის სქესობრივი განათლების (ცოდნის) მიცემა. დღეს მსოფლიოში დომინირებენ იუდო-ქრისტიანი მასონები ანუ ასურები, რომლებიც ავრცელებენ ფაშისტურ იდეებს და ებრძვიან ლიბერალურ ჰედონიზმს და ტანტრიზმს. ბერძნულ-რომაულ და შაკტისტურ კულტურებში იყო ლიბერალიზმი, აბრაამულში, ზოროასტრულში და ბრაჰმანისტულში - არ იყო (და არც არის). ბოლო პერიოდში დაიწყო ძველი ელინურ-რომაულ-შაკტისტური ლიბერალიების აღდგენა, რაზეც გაბრაზებულნი და განრისხებულნი არიან მონოთეისტი და პოლითეისტი კონსერვატორები და ფაშისტები. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ასეთია მათი კარმა. საქმე იმაშია, რომ სიდჰები და დევები დიდხანს არ მოითმენენ დედამიწაზე რეპრესიული ფაშისტების ბალაგანს და მათ უკვე გასცეს კონსერვატორი იუდო-მაზდეანების ლიკვიდაციის სანქცია. ევროპაში უკვე კარგა ხანია დანერგილია სკოლებში სექსუალური განათლება. იქ ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე ეძლევათ საჭირო ცოდნა, განსხვავებით ჩამორჩენილი კავკასიისგან, რუსეთისგან და არაბული სამყაროსგან. რატომ იმარჯვებს ლგბტ ლიბერალიზმი? იმიტომ რომ მათ უფრო კარგი კარმა აქვთ, ვიდრე კონსერვატორ ფაშისტებს. ყველაფერი მარტივადაა. https://ru.wikipedia.org/…/%D0%90%D1%84%D1%80%D0%BE%D0%B4%D… https://ru.wikipedia.org/…/%D0%93%D0%BE%D0%BC%D0%BE%D1%81%D…
  16. დუალისტური რელიგიები დაფუძნებულნი არიან კუნდალინი-შაკტის ჩახშობაზე. აბრაამული რელიგიები, მაზდეანობა, ბრაჰმანიზმი და ა.შ. ცდილობენ ჩაახშონ და წაშალონ ადამიანის არსებაში მსუფევი სექსუალური ენერგია, ცდილობენ გაასუფთაონ ადამიანი, რათა ის გადავიდეს "სამოთხეში". ესაა მზაკვარი ასურების ხრიკები. ასურებმა შექმნეს დუალისტური იდეოლოგიები იმისათვის, რათა ადამიანები დააშორონ ჭეშმარიტ დჰარმას. უკაცრავად, მაგრამ სექსუალურ ენერგიას (კუნდალინის) ვერც ჩაახშობ და ვერც გააქრობ და წაშლი და მაინც თუ შეეცდები ამის გაკეთებას, დაანგრევ ჩაკრებს და ნატიფ სხეულებს და შედეგად მიიღებ მტკივნეულ აღსასრულს. დჰარმა (ჭეშმარიტება), არტჰა (ფინანსური მოგება), კამა (სექსუალური დაკმაყოფილება) და მუქტი (ნირვანაში გადასვლა) არის ადამიანის ცხოვრების 4 მიზანი. თუ ადამიანი ოთხივეს ვერ შეასრულებს, ის ვერ გადავა ნირვანაში და ვერც ზეციურ სავანეში ავა და განაგრძობს რეინკარნაციას, იქამდე სანამ ოთხივე მიზანს ბოლომდე არ შეასრულებს. კამას (ვნების დაკმაყოფილების) გამოტოვებით ვერაფერს მიაღწევ. კამა-კუნდალინის ვერ გაანადგურებ, ეს უაზრობაა. კამა-კუნდალინი არაა "ცოდვა" ან "სიბინძურე", ესაა პროგრამა ჩადებული ადამიანში. კამა-კუნდალინის ჩახშობა ახალგაზრდა ადამიანის სხეულში ანგრევს ფიზიკურ და ასტრალურ ბუნებას, ანგრევს ჩაკრებს და სპობს ადამიანს. ასეთი "ასკეზა" დამღუპველია. არადა დუალისტები (მაგალითად; ქრისტიანები) სწორედ ასე აკეთებენ. ქრისტიანულ მონოთეიზმში ითვლება, რომ სექსუალური ენერგია "არასუფთაა" და საჭიროა მხოლოდ გამრავლებისთვის. ეს სრული აბსურდია. ქრისტიანები ცდილობენ ახალგაზრდებს დაუმალონ სექსის შესახებ ცოდნა ანუ "დაიცვან გარყვნილებისგან", იმიტომ რომ მათ სექსუალური ენერგია მიაჩნიათ ბინძურ ენერგიად. ჭეშმარიტი დჰარმა ამბობს საპირისპიროს, კამა-კუნდალინი არის ღვთაებრივი ენერგიის ერთ-ერთი ფორმა, ისევე როგორც ფიზიკური სხეული. ახალგაზრდა სხეულს აქვს ძლიერი კუნდალინი და მისი ბლოკირების მცდელობა ანგრევს ფსიქიკას და გონებას. იცოდეთ ეს. იმიტაციურ პროცესებში მყოფი ქრისტიანები ამას ვერ ხვდებიან და ცოფებს ჰყრიან. უბრალოდ მათ არასწორი რწმენა აქვთ. მორჩა.
  17. რა არის "სექტა"? რას ნიშნავს "დესტრუქციული"? რა არის ტოტალიტარიზმი? ჩვეულებრივ ყველა რელიგიურ ტრადიციას აქვს ამასთან დაკავშირებით საკუთარი სუბიექტური წარმოდგენები. ცხადია ათეისტისთვის ყველა რელიგია "სისულელეა" და ასევე არსებობენ კრიმინალური სადისტური წესების მქონე ორგანიზაციებიც, მაგრამ მთავარი ისაა რომ ყველა რელიგიას თავისებურად ესმის, თუ რაა "სექტა". სექტა მოდის სიტყვიდან სექტორი და ნიშნავს დანაყოფს ან განყოფილებას. თავიდან ეს სიტყვა ცუდს არაფერს ნიშნავდა (ნაწილობრივ). ორდენი ისაა რაც შექმნილია მთავრობის ან კონკრეტული რელიგიის პატრიარქის ან მატრიარქის მიერ. სექტას ქმნიან უბრალო ადამიანები. ყველა რელიგიაში არსებობს სულიერი ტრადიცია ანუ სამპრადაი და გურუ-პარამპარა (მოძღვარ-მოწაფის რგოლი). ნებისმიერ რელიგიას ჰყავს თავისი ზეციური დამფუძნებელი. შივაიტები ამბობენ, რომ მათი ტრადიცია შექმნა შივამ, ვიშნუიტების დამფუძნებელი არის ვიშნუ, ისლამი დააფუძნა ალლაჰის მოწაფემ - მუჰამედმა, ქრისტიანობა ღმერთმა ქრისტემ, შინტოიზმი შექმნეს იაპონურმა ღმერთებმა და ა.შ. ყველაზე სასაცილო და იმავდროულად სატირალი რაა იცით? გეტყვით; მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალით "სექტანტი" არის კათოლიკე, შიიტი მუსულმანი, იუდაისტი, ვიშნუიტი და ა.შ. შიიტი მუსულმანის პოზიციიდან "ურჯულო" და "სექტანტი" არის სუნიტი მუსულმანი, სუფისტი, აჰმადისტი, მართლმადიდებელი, ვედისტი და ა.შ. კათოლიკეს წარმოდგენით "სექტანტი" არის მართლმადიდებელი, შიიტი, სუნიტი, იუდაისტი, ვიშნუიტი, ბუდისტი და ა.შ. მოკლედ; ყველა რელიგიას, ყველა სხვა რელიგია ჰგონია "სექტა". ახლა კი მთავარი კითხვა: როდემდე უნდა ვჯიჯგნოთ და ვჭამოთ ერთმანეთი??... ბოლოს და ბოლოს სადაა სიმართლე? ვინაა მართალი? პირადად მე შაკტიზმის და გნოსტიციზმის მიმდევარი ვარ, მაგრამ სერიოზულად მეცინება და მერე კი მეტირება, როცა ტელევიზორში გამოდის ვიღაცა "სექტოლოგი" ან "ფსიქოლოგი" და ბჟუტურებს "საზარელ ტოტალიტარულ დესტრუქციულ სექტებზე და სექტანტებზე". ესეთი "პიროვნება" დაკავებულია ხალხის მასების ზომბირებით და მასებში შიშის და დეზინფორმაციული პანიკისა და ისტერიკის დათესვით. გვჭირდება ეს ჩვენ? მე ვფიქრობ, რომ არა. თუმცა მასა პირიქით ფიქრობს. "ექსპერტები" მასებში თესავენ შიშებს და ცრუ ინფორმაციას. მაგალითად, საქართველოში და რუსეთში ამ საქმიანობით დაკავებულია მართლმადიდებლური ეკლესია, ირანში შიიტური ისლამური ეკლესია და ა.შ. ანუ ყველა ქვეყანას თავისი აფერისტი ჰყავს. ესაა რელიგიების ომი. უბრალოდ რელიგიები ებრძვიან ერთმანეთს, გოიმები კი ამას ვერ ხვდებიან. შეიგნეთ ბოლო-ბოლო.
  18. რა სულელი უნდა იყო მორწმუნე ადამიანი, რომ მოიფიქრო და თქვა ისეთი რამ როგორიცაა ის რომ "ქალმა შარვალი არ უნდა ჩაიცვას, რადგან უფალს სწყინს ეს" და ის რომ "წინდაცვეთის ანუ პენისის და ვაგინის ხორცის ნაწილის წაჭრით უფალს უნდა დაუმტკიცო ერთგულება"?? თქვენ, მორწმუნეებს საერთოდ გესმით რა არის ღმერთი? რა მასშტაბებისაა ღმერთი გესმით? ადამიანი უფალთან შედარებით წერტილის წერტილის წერტილია გიგანტურ სამყაროში რომელიც უფლის ემანაციაა და მის არსებას ეკუთვნის და გინდათ მითხრათ რომ ყოვლადძლიერ, უსასრულო და ყოვლადმოწყალე ზესულიერ ზესამყაროულ ღმერთს, რომელმაც სიცარიელიდან წარმოშვა 10 000 000 000 სინათლის წლის რადიუსის მეტაგალაქტიკების უსასრულო რაოდენობა მილიარდობით გალაქტიკით და ტრილიონობით ვარსკვლავით, ადარდებს ჩაიცვამს თუ არა მდედრობითი სქესის კოსმიური წერტილი შარვლად წოდებულ სამოსს და "ერთგულების" ნიშნად წაიჭრის თუ არა ფალოსის ან ვაგინის ნაწილს? შემთხვევით ხომ არ გაგიჟდით? ან რამე ხომ არ გაქვთ მოწეული? დედას ბავშვობაში ხელიდან გაუვარდით? მუსულმანები რომ იძახით რომ უსასრულო, ყოვლადძლიერ და არარაობიდან გიგანტური კოსმოსის შემოქმედ ზეუფალს ანუ ალლაჰს არ ესმის ქალის ლოცვა თუ მას ვაგინის ნაწილი არ აქვს წაჭრილი, სერიოზულად ამბობთ თუ მასხრობთ??? და ინდუსებთანაც მაქვს შეკითხვა; ფიქრობთ რომ უპიროვნო და უკიდეგანო ბრაჰმანს და ზეპიროვნულ ყოვლადძლიერ და აბსოლუტურ ზეგონიერ იშვარას ანუ უფალს, რომელმაც ემანაციურად წარმოშვა უსასრულო სამყაროები და ენერგიები, აინტერესებს ვინ რომელი "კასტიდან" ანუ "ვარნიდანაა"?? თქვენ გგონიათ რომ იშვარას ან ბრაჰმანს ადარდებს შუდრები და პარიები? თქვენ საერთოდ გესმით რა არის იშვარა? რა არის ბრაჰმანი? თამაშობთ იდიოტის როლს თუ მართლა იდიოტები ხართ? და თქვენ კიდევ გიკვირთ საიდან, როგორ და რატომ გაჩნდნენ ათეისტები და როგორ გადააქციეს ადამიანთა დიდი ნაწილი ურჯულოებად? გესმით თუ არა რომ ღმერთთან არანაირად არ დაკავშირებული ბრიყვული დოგმების შექმნით რელიგიურ ფილოსოფიას საკუთარი ხელით გაუთხარეთ სამარე? და კიდევ გიკვირთ რატომ დაგცინიან ათეისტები? სად წინდაცვეთა ან შარვალი და სად ღმერთი? სად "კასტები" და სად ღმერთი? გააფრინეთ?!
  19. მინდა ვუთხრა მორწმუნე ხალხს რომ ყველაზე საზარელი საიდუმლო ამოვხსენი და ახლა დაუყოვნებლივ გაგანდობთ; არის მრავალი რელიგია და არის ურჯულოება და ლიბერასტია, მორწმუნეები უკვე საუკუნეებია უფლის რწმენის ვცოცხლობთ, ზოგნი ვადიდებთ კრიშნას, ზოგნი ბუდას, ზოგნი ალლაჰს, ზოგნი იესო ნაზარეველს, ზოგნი კი საერთოდ უცხოპლანეტელ ელოჰიმებს, ყველას ჩვენ გულში და გონებაში გვაქვს უფლის რწმენა და ცოდნა, ჩვენ ვაღიარებთ სულიერ სამყაროს და სულიერ ძალებს და გვჯერა მაცხოვრის, გვჯერა ბჰაგავანი ბუდასი, გვჯერა ალლაჰის და გვჯერა უფალი კრიშნასი და ა.შ. იაპონელი შამანები, ინდუსი იოგები, ბუდისტი ლამები, ქრისტიანი ბერები, მუსულმანი იმამები, იუდეველი რაბინები, აფრიკელი შამანები და ნეოწარმართი მაგები... ყველანი ვადიდებთ სულიერ ძალებს და ვაღიარებთ რომ არის სულიერი სასუფეველი, ვიცით რომ არსებობს კარმა და ნირვანა, ვიცით რომ არის ჯოჯოხეთი და არის სული ან ვიჯნანა, ვიცით რომ არსებობენ უპა-დევები, ჯინები და ანგელოსები. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყველანი ვგრძნობთ სულიერ სიახლოვეს სულიერ ძალთა და ვაცნობიერებთ რომ არიან კეთილი და ბოროტი სულები, ვართ სულიერად დაბრმავებულნი და უფალს დაშორებულნი, რადგანაც მუდმივად ვებრძვით, ვპუტავთ და ვგლეჯთ ერთმანეთს დოგმატური განსხვავებების გამო და ურჯულო ეშმაკეულთა წისქვილზე ვასხამთ წყალს, დგას გვერდით ურჯულო, გვიყურებს მოჩხუბარ მორწმუნეებს და იცინის და თავისთვის ფიქრობს "ესენი ან დახოცავენ ერთმანეთს ან დაბეგვავენ გემრიელად, დასუსტდებიან და მერე კი მე მივალ, იოლად შევმუსრავ და საბოლოოდ დედამიწაზე მარტო მე დავრჩები". ნუ გგონიათ რომ ურჯულო ლიბერალისტები ქადაგებენ თანასწორობას, სიყვარულს და მშვიდობას, სანამ ჩვენ ერთმანეთს ალლაჰის, ბუდას, იესოს, კრიშნას და ა.შ. სახელით ვგლეჯთ და ვაგინებთ, ურჯულო ეშმაკეულნი დღითიდღე ძლიერდებიან და თავიანთ მზაკვრულ გეგმას წარმატებით ახორციელებენ. ურწმუნო სეკულარისტებს და ლიბერალისტებს აწყობთ "დაყავი და იბატონეს" პრინციპი მორწმუნეთა საზოგადოებაში, აწყობთ ჩვენი შუღლი და ისიც რომ რელიგია და სახელმწიფო განაცალკევონ ერთმანეთისგან, რატომ? იმიტომ რომ ურჯულონი ასე ცდილობენ დედამიწის რელიგიები და მათი მიმდევარი მორწმუნე ხალხი დაამარცხონ. ბევრი მორწმუნე ვერა ხედავს რომ ის სუპერეკუმენიზმი რაც სძულს და არ მოსდის თვალში, არის სწორედ ის სამაშველო რგოლი, რომელიც ურჯულოთა მიერ გაწამებულ და ნაჯიჯგნ წყალწაღებულ რელიგიურ საზოგადოებას ჯოჯოხეთური ურჯულოებისგან ერთხელ და სამუდამოდ იხსნის. დადგა კალი-იუგა და ბოროტმა სულებმა წაბილწეს ადამიანთა გულები და ტვინები. ისლამში მათ ჰქვიათ ჯინები, ეგვიპტურ რელიგიაში აფრიტები, იაპონიაში მაგაცუჰი, ინდურში ასურები, ბუდისტურში მარები და ქრისტიანულში ეშმაკები, არსი კი ერთია – ესენია ბნელი ძალები რომლებიც ურჯულოთა მიღმა დგანან და მიზნად აქვთ დასახული ერთიანი უფლის სიტყვის და რწმენის გაქრობა დედამიწიდან, რაც უკვე ხდება. ბერი პაისი ათონელი ამბობდა რომ ბოლო ჯამს ურჯულოება ძლევს უფლის სიტყვას და ცოცხალი ეშმაკები ადამიანთა შორის დაბინავდებიან, ხოლო მორწმუნე ხალხი ანტიქრისტესგან დევნილი იქნება. ურჯულო ლიბერალისტების და დარვინისტების მიერ რელიგიური ხალხების ერთმანეთთან შეჯახება ანტიქრისტეს გეგმის მზაკვრული ნაწილია. ანტიქრისტეს ანუ ანტიბუდას, მარა დევარაჯას, განზრახული აქვს გააქროს ყოველგვარი სულიერება დედამიწის ზედაპირიდან და დაეპატრონოს ხალხის გულსა და გონებას. ჩვენი მორწმუნე ხალხის ყველაზე მთავარი შეცდომა გახლავთ არა მხოლოდ ის რომ ვებრძვით ერთმანეთს, არამედ ისიც რომ ლგბტ ადამიანები და ანიმეს მოყვარულები გადავიმტერეთ ჩვენი მწარე და შტერი ენით. ჩვენ ცოდვილებად შევრაცხეთ ლგბტ ხალხი მხოლოდ იმიტომ რომ მათ სხვა ორიენტაცია აქვთ და ეშმაკეულ ხელოვნებად მოვნათლეთ იაპონური ანიმე და შედეგად მივიღეთ ურჯულოებისა და ანტიქრისტეს მანქანების კიდევ უფრო გაძლიერება. იმის მაგივრად რომ გველანძღა და ქვების სროლა დაგვეწყო ლგბტ თემისთვის და ანიმეშნიკებისთვის, სჯობდა მათთვის დაგვენახებინა ჩვენი ეკუმენისტური ერთსულოვნება და უფლის სიყვარული და სიბრძნე. ანიმე არაა ანტიქრისტესგან ძვირფასო სულის ხალხო და არც ლგბტ ადამიანები სცოდავენ, ეს ჩვენ შევცდით და ამითი ურჯულოების საშინელი მანქანა კიდევ უფრო გავაძლიერეთ. რას აკეთებთ უფლის ხალხებო? ერთმანეთს პუტავთ ბუდას, ალლაჰის, იესოს და კრიშნას სახელით? ნუთუ არ გესმით რომ უღვთოთა ლაშქარს ამითი კიდევ უფრო მატებთ ეშმაკეულ ძალებს და აახლოვებთ უფლის რწმენის აღსასრულს დედამიწაზე? ნუთუ არ იცით რომ უფალი ერთია, მაგრამ გააჩნია ურიცხვი სულიერი და ხორციელი ფორმები და ჰიპოსტასები? შეიცანით რომ ყველა რელიგიის ყველა უფალი სინამდვილეში ერთი დიადი ღვთიური სულია და რომ ჩვენ ყველანი სულისა და რწმენისმიერი ცოდნის გზით მივდივართ ერთი უფლისკენ და მაშინ დასუსტდება ლიბერალისტურ-დარვინისტული ურჯულოების მანქანა და უფლის რწმენა აღორძინდება. ნუ ებრძვით ნურც ხელოვნებას და ნურც სექსუალურ ენერგიას და ნურც ერთმანეთის რწმენას, ამით კიდევ უფრო აახლოვებთ ანტიქრისტეს ეპოქას, როცა სიტყვა ღვთისა საერთოდ აღიგვება პირისაგან მიწისა და ყველა ადამიანი ურჯულო გვამი გახდება, ეშმაკის მარიონეტი. უფოლოგებიც კი უფლის მხარეს იბრძვიან და მის საქმეს აკეთებენ რადგან აღიარებენ სხვა რასების არსებობას კოსმოსში და სცნობენ სხვა სამყაროთა რეალურობას. ზოგისთვის უცხოპლანეტელი ზოგისთვის კი ანგელოზი, არსი კი ერთია. დადგა დრო გავერთიანდეთ მორწმუნეები ყველა რელიგიისა, ბუდიზმით დაწყებული ქრისტიანობით დამთავრებული და ერთიანი ძალებით შევმუსროთ რწმენის და სულიერი ცოდნის მტრები. ჩვენ შევძლებთ ერთად დავამარცხოთ ანტიქრისტეს და ანტიბუდას ეშნაკეული მანქანა რწმენის ფარით და ცოდნის მახვილით. დაე ჩვენთან იყოს კოსმიური უფალი. ამინ.
  20. რა არის სიკეთე? რა არის ღმერთი? რა არის ბუდა? ღმერთი კეთილია? ბუდა კეთილია? შეიძლება რომ ღმერთს ეზიზღებოდეს ლგბტ? თუ ღმერთს ეზიზღება ლგბტ ის ბოროტია? ბუდას ეზიზღება ლგბტ? რატომ ეზიზღება რელიგიას ლგბტ? ვინ არიან ასტრალური პარაზიტები? რატომ უნდა იყოს ადამიანი მაინც და მაინც ჰეტეროსექსუალი? საიდან ვიცით რომ ჰეტეროსექსუალობა = ნორმა? ლესბოსელი არ შეიძლება იყოს ჯივანმუქტა? ეზოთერიკა და ლგბტ შეუთავსებადია? რატომ? იცით რა არის სექსუალობა? რატომ ითვლება ჰეტეროსექსუალობა ერთადერთ ნორმად? საიდან მოდის ჰომოფობია? რა არის მოსეს რჯული? რა არის ზოროასტრის რჯული? რა არის ბრაჰმანისტური რჯული? რატომ ამტკიცებენ ზოგიერთები რომ ტანტრა არ ცნობს ლგბტ-ს? რატომ აღიზიანებთ ლგბტ ადამიანები ღმერთებს? ღმერთებში ლგბტ არ არიან? რატომ მიიჩნევს რელიგია, რომ ლგბტ არის ცოდვა? საიდან მოდის ეს? შეიძლება რომ კეთილ ღვთაებას უნდოდეს ჰომოსექსუალის მოსპობა? ლესბოსელის მოკვლა ან ცემა არაა აჰიმსას კანონის დარღვევა? რას ნიშნავს აჰიმსა? ძალადობა ლგბტ-ზე არაა ძალადობა (ჰიმსა, ვიჰინსა)?? სიყვარული არ ნიშნავს ყველას სიყვარულს და მიტევებას? ღმერთი არის იდეალური? ბუდა არის იდეალური? შეიძლება რომ იდეალურ არსებას ან წმინდანს ეზიზღებოდეს განსხვავებული სექსუალობის ან ეროვნების ადამიანი? რა არის იდეალური სული? ადვაიტას პოზიციიდან რა მნიშვნელობა აქვს სექსუალურ ორიენტაციას? თუ მატერიალური კოსმოსი არის ილუზია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს იმას არის ადამიანი ლგბტ თუ ჰეტერო? რატომ უნდა უშლიდეს ხელს გასხივოსნებაში ლესბოსელს მისი ლესბოსური სექსუალობა? რატომ? მეცნიერებამ (ბიოლოგიამ) დაადგინა რომ არსებობს მინიმუმ 12 სექსუალური ორიენტაცია, მაშინ რატომ არ იღებენ ამას რელიგიები და რატომ ამბობენ რომ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთი "ჭეშმარიტი" ორიენტაცია – ჰეტეროსექსუალობა? რა არის ცოდვა? რატომ შორდება გეი უფალს? რატომ არ უყვარს გეები უფალს ან ბუდას? რაში აინტერესებს ან უფალს ან ბუდას ადამიანის სექსუალობა? ლგბტ = ცოდვა? ეს როგორ მუშაობს? რატომ ჰეტეროსექსუალობა არაა ცოდვა? რატომ ზღუდავს რელიგია სექსუალობას? იცის რელიგიამ რა არის სექსუალობა? რის საფუძველზე ამტკიცებენ რელიგიურები რომ ლგბტ არის ცოდვა რაც აბრაზებს ღმერთს (ღმერთებს)?? თუ ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა ანომალია და ცოდვაა, მაშინ რატომ არსებობენ? თუ სანსარა ბოროტებაა, მაშინ საიდან გაჩნდა და რატომ არსებობს? რატომაა ჰედონიზმი ცუდი? რატომ არ სურს ღმერთს რომ ადამიანი იყოს ბედნიერი და თავისუფალი?
  21. ლგბტ-ს შესახებ მრავალი დეზინფორმაციული მითია გავრცელებული. ლგბტ-ს ებრძვიან არა მხოლოდ რელიგიური ფუნდამენტალისტები, არამედ ზოგიერთი ათეისტებიც და ფსევდო-ეზოთერიკებიც. ორთოდოქსული ქრისტიანობა გნოსტიკოსებს ჰომოსექსუალობაში დებდა და ბრალს, რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა, იმიტომ რომ გნოსტიკური ლიბერალიზმი უფრო ადრე არსებული რომაულ-ბერძნული დიონისური მისტიკური ლიბერალიზმიდან მომდინარეობდა. თუმცა ელინებშიც იყვნენ ლგბტ-ს მტრები. არაბულ კულტურაში მუჰამედამდე ჰომოსექსუალობა ფართოდ იყო გავრცელებული და რაღაც დოზით ახლაც არსებობს. თვით "ტრადიციულ" ქრისტიანობაშიც კი იყვნენ ლგბტ-ები. მეცნიერულად ეს დასტურდება. რაც შეეხება სატანისტებს, სატანისტებში მართლაც ბევრია ჰომოსექსუალი და სხვადასხვა სატანისტურ სკოლებში ლგბტ არ ითვლება ანომალიად, მაგრამ იქაც არიან ჰომოფობები. ირანში და ინდოეთში ჰომოსექსუალობის იდეა ნამდვილ პარადოქსულ სიმაღლეებს აღწევს. ირანელები თავიანთ ღმერთებს უწოდებენ ასურებს და ინდურ სურებს ანუ დევებს ბრალს დებენ ჰომოსექსუალობაში, ისევე როგორც ინდოელ ტანტრისტებს. ირანელები ინდურ ღმერთებს უწოდებენ გარყვნილ დემონებს. თავის მხრივ კი ინდუისტები ირანელებს და მათ ასურებს დებენ ბრალს ჰომოსექსუალობაში და ასურებს მიიჩნევენ ბოროტ დემონებად. თეოსოფებმა დაამტკიცეს რომ ასურა და დევა ერთი და იგივეა, რადგანაც თავდაპირველად როცა ირანელები და ინდოელები ჯერ კიდევ ერთი ერი იყვნენ და ერთი რელიგია ჰქონდათ, მათ ღმერთებს ერქვათ ასურასები ანუ სიცოცხლის მონიჭებელნი. ინდრას და სხვა ღმერთებს რიგვედაში ეწოდებათ ასურები! ინდუისტებმაც და ირანელებმაც დაამახინჯეს ეზოთერული ტერმინი და შექმნეს ერთმანეთის საწინააღმდეგო ფსევდო-რელიგიები. ინდუიზმშიც და მაზდეანობაშიც დამახინჯებულია სიტყვა ასურას მნიშვნელობა. დღეს ასურა ეწოდებათ მხოლოდ დაიტიებს და დანავებს ანუ რიში კაშიაპას და მისი მეორე და მესამე ცოლების – დიტის და დანუს შვილებს! მაგრამ შორეულ წარსულში არა მხოლოდ ბილა-სვარგას ბინადარ დაიტიებს და დანავებს ერქვათ "ასუ–რასა" არამედ ყველა მისტიკურ არსებას! ეს აღწერილია ე. ბლავატსკაიას საიდუმლო დოქტრინაში. ფსევდო-ეზოთერიკი ინდუსები ინდივიდუალიზმს და სუბიექტივიზმს უწოდებენ "ასურა-დჰარმას" და ამბობენ რომ ეს ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ისინი ამბობენ რომ ლიბერალურ აზროვნებაში არსებული სუბიექტივიზმის და ინდივიდუალიზმის იდეა ესაა ერესი, რომელიც უპირისპირდება "ღვთაებრივ ჭეშმარიტებას". ისინი ინდივიდუალისტ ადამიანებს მიიჩნევენ "დემონების" მსგავს არსებებად. თვითონ ინდუსებიც და ტანტრისტებიც ხშირ შემთხვევაში აღიარებენ, რომ მათ ღმერთებს ახასიათებთ ბისექსუალიზმი, მაგრამ ამას უმატებენ აბსურდულ თეორიებს და ზღაპრებს და მერე ამბობენ რომ მანუს შთამომავლები ანუ ადამიანები არ უნდა იყვნენ ლგბტ. ინდუსები ასურასებს მიიჩნევენ ჰომოსექსუალებად და ბისექსუალებად და აცხადებენ "ცოდვილებად". ბოლოს და ბოლოს სადაა ჭეშმარიტება? ერთია ფაქტი: ინდოელებმაც და ირანელებმაც, აბრაამიტებთან ერთად დაამახინჯეს უძველესი ეზოთერული ტრადიცია, ყველაფერი ერთმანეთში აურიეს და მოახდინეს ლგბტ-ს კრიმინალიზაცია, მიუხედავად იმისა რომ ჭეშმარიტი ადვაიტა ტანტრას კამა-შასტრების მიხედვით ჰომოსექსუალობა არაა ცოდვა. თავდაპირველად ლგბტ არ ითვლებოდა ანომალიად, ამას თვით ფსევდო-ეზოთერიკებიც და რელიგიური ფანატიკოსებიც კი აღიარებენ როცა ატლანტებს და ლემურიელებს ბრალს დებენ ჰომოსექსუალობაში. ზოგიერთის აზრით ატლანტიდა "ღმერთმა" დასაჯა ჰომოსექსუალობის გამო. თანამედროვე რელიგიებში ღმერთის იდეა, დემონის კონცეფცია და ჰომოსექსუალობის იდეა საგრძნობლად არის დამახინჯებული. რელიგიები დეგრადაციის გზას ადგანან. მათ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა "დაიმონი", "ასურა", "დევა", "ჰეტერა", ჰომოსექსუალი და ა.შ. ადამიანებმა დაკარგეს მისტიკური ცოდნის 99%. ლგბტ-ს დემონიზება დაკავშირებულია რელიგიურ დეგრადაციასთან და პრიმიტივიზმთან. ვერავინ ვერ შეძლო ემსჯელა ფაქტებით და მეცნიერულად აეხსნა თუ რატომ არის ლგბტ "ცოდვა" და "დანაშაული". ფსევდო-ეზოთერიკებს და რელიგიურ ფანატიკოსებს უბრალოდ არ ესმით რა არის ადამიანის სექსუალობა, აქედან მოდის ყოველგვარი ჰომოფობია და დისკრიმინაცია.
  22. როცა წერ "სასტიკად უნდა ისჯებოდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მსგავსი გარყვნილება" და თან ეფუძნები მოსეს რჯულს მოცემულს მსუბუქად რომ ვთქვათ არც ისე პოზიტიური ძალების მიერ, ხვდები მაინც რომ ამითი ნეგატიური სულების ანუ ასტრალური პარაზიტების წისქვილზე ასხამ წყალს? როგორ? დასჯა რას ნიშნავს? იმას რასაც არაბულ სამყაროში და ნაწილობრივ ჩვენშიც აკეთებენ! რას? ფიზიკური ზიანის მიყენება + ფსიქოლოგიური ზიანი! ეზოთერიკა რა დონეზე არ უნდა გესმოდეს რომ აბრეხვებდე უნდა დავსაჯოთო?! ტანჯვისას ადამიანი ასხივებს ნეგატიურ ენერგიას – "გავახას"! მილიონმეერთედ ვამბობ უკვე! ეს ასტრალური პარაზიტები კიდევ იკვებებიან ამ ნეგატიური ენერგიით! ანუ რას ქადაგებ?! რომ გამოვაძღოთ დაჩეხილი ლგბტ ადამიანების სულების ხარჯზე + ჩვენი ზიზღის ენერგიით ეს პარაზიტები? მაგის გარდა ბევრი საუბრობს ლუციფერზე და მის აჯანყებაზე, "რჯულზე", ქალის "როლზე" და ადამზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ სექსიზმი ანუ ქალის დაკნინება მოსეს რჯულში მოდის ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა ჩვენს მზის სისტემაში იაჰვე და სხვა არქონტები არ იყვნენ! როცა ეს 7 პარაზიტი ახამოტმა თავისი სამეფოდან კერძოდ კი მეხუთე განზომილებიდან პანღურით ისროლა, ესენი მოვიდნენ დედამიწისეულ კოსმიურ სივრცეში და დაიპყრეს ეს კოსმოსი! მთვარე = ედემი! როცა იაჰვე მოვიდა მთვარეზე მოუხდა ბევრი ბრძოლა აბორიგენების დასამორჩილებლად და ბოლოს ერთ ერთი პრინცესა სახელად ნოკანიელი ცოლად მოიყვანა და ცხადია იძულებით! ეს ქალღმერთი გახდა მისი შვილების ანუ "ანგელოზების" დედა! იაჰვე ყოველმხრივ აჩმორებდა ნოკანიელს და სხვა მოსახლეებს, ეს ვერ აიტანა ლუციფერმა და აჯანყდა, მაგრამ მომხრეებთან ერთად იძულებული გახდა გაქცეულიყო და შეექმნა ცალკე სამეფო დედამიწის ცენტრში მეოთხე განზომილებაში! საბოლოოდ იაჰვეს სიგიჟემ ნოკანიელის სიცოცხლეც შეიწირა რამაც საბოლოოდ გაამწარა ლუციფერი და მისი ძმები და დები! ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი რომელთანაც იაჰვემ შურის და ეჭვიანობის გამო წააჩხუბა შტერი ადამი და კიდევ უფრო გაამყარა სექსიზმი! მოსეს რჯული და აბრაამის რჯული იყო საბოლოო აგური რომლითაც დასრულდა სექსისტური მონოთეისტური ტირანიის მშენებლობა თუ არ ჩავთვლით კიდევ ერთ ცრუ წინასწარმეტყველს – მუჰამედს! ამ ინფორმაციას ადასტურებს ოკულტური (თეოსოფიური) და ლუციფერიანული ლიტერატურა! გონს მოდით როცა ძალმომრეობისკენ მოუწოდებთ ვინმეს!! სოდომს და გომორას როცა ახსენებ არც ის უნდა დაგავიწყდეს რომ მათი ნანგრევები კარგა ხანი ნაპოვნია და იცით რა აღმოაჩინეს მაგ "დაწყევლილ" ადგილზე? ბირთვული რაკეტის აფეთქების კვალი! რადიაქტიული იზოტოპი ქსენონ 129 და ბიოლოგიური შხამი კალიუმ 40! ეზოთერულ წყაროებში ნათქვამია ის რაც დაადასტურა მეცნიერმა ივან ფილიმონენკომ, ათასწლეულების წინ დედამიწის ადამიანები ცხოვრობდნენ 106750 წელი რადგან სხეულში კალიუმ 40 მხოლოდ 0,14 გრამი ჰქონდათ! რა, "უფალმა" სოდომი და გომორა ბირთვული ბომბით ააფეთქა?! მაშინ რა ღმერთია ეს? პალეოკონტაქტის თეორია მაგონდება რომელიც გვეუბნება რომ ეს "მისტიკური არსებები" რელიგიებში უბრალოდ უცხოპლანეტელი ასტრონავტები არიან რომლებმაც დააბოლეს პრიმიტიული ადამიანები! მაგის გარდა აღმოსავლურ სწავლებებში არის პირდაპირი მინიშნება იმაზე რომ სამყაროში არსებობენ ბოროტი სულები – მარები, რომლებიც იკვებებიან ტანჯვის ენერგიით! ბერძნები და გნოსტიკოსები მათ უწოდებდნენ კაკოდემონებს და არქონტებს, ირანელები არიმანის დევებს, იაპონელები მაგაცუჰის. ნათქვამია რომ არსებობს სამი სახის თვითკონტროლი: 1) მანუ გუპტი – გონების კონტროლი 2) ვაჩანა გუპტი – სიტყვების კონტროლი და 3) კაია გუპტი – სხეულის კონტროლი, რათა დაიცვა აჰიმსას ანუ არაძალადობის კანონი. თუმცა თვითონ ინდოელებსაც კი ეშლებათ და უშვებენ შეცდომებს. ისინი ხშირად არასწორად განმარტავენ კონტროლის იდეას და ივიწყებენ აჰიმსას კანონს. როცა დასჯაზე საუბრობ და ივიწყებ აჰიმსას ინდურ კანონს მაგრამ არ გავიწყდება მოსეს უფლის სასტიკი ანტიადამიანური რისხვა, ჩათვალე რომ სულიერი დეგრადაციის გზას ადგახარ. ნუ კვებავ მარებს შენი ნეგატივით. მოსეს ტიპის ადამიანები კი თავიდანვე მარების ანუ მაგაცუჰის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ და არიან. ჰომოფობია = რეპრესიული "მორალი", ეს კი მოდის ასტრალური პარაზიტებისგან (არქონტებისგან) გახსოვდეთ ეს! ასტრალური პარაზიტები ყველა რელიგიაში იჭრებოდნენ და წამლავდნენ მათ დებდნენ რა სულიერ სწავლებებში მონურ ფსიქოლოგიას და ანტილიბერტინისტურ ანტისექსუალურ ჰედონოფობიას და სექსოფობიას. იცოდეთ სექსუალური ლიბერტინიზმი ეზიზღებათ პარაზიტებს! იძახით რომ რელიგიებში ლგბტ ადამიანებს ცოდვილებად თვლიან? ჯერ ერთი აბრაამის და მოსეს რჯული პარაზიტების შექმნილია მთლიანად. ხოლო დანარჩენი სწავლებები 55% დამახინჯებულია მათ მიერ! შეუშვით თავში!!! აი ეს კი უკვე სრული კრეტინიზმი და მარაზმია. როგორ შეიძლება ერთ მომენტში ჭეშმარიტებას ამბობდე და მეორე მომენტში ასეთი ნონსენსი დააბრეხვო?? მოდით ავხსნი: დიონისური ელინიზმის, გნოსტიკური ლიბერტინიზმის და ტანტრიზმის მიხედვით სექსუალური თავისუფლება ადამიანისთვის არის მთავარი. სექსუალობის ლიბერტინისტურობას მტრობენ მხოლოდ ასტრალური პარაზიტები, რეფტილოიდები, ნაცრისფერები და მათი აგენტები. კუნდალინი შაკტი ვლინდება მრავალი ფორმით მათ შორის ლგბტ ფორმითაც, ამის გარდა გნოსტიკოსებმა (ლიბერტინისტებმა), ტანტრისტებმა და დიონისიანელებმა შესანიშნავად იციან რომ სექსუალობის დათრგუნვისას ადამიანი გამოჰყოფს ნეგატიურ ენერგიას და სწორედ ამ ნეგატივით იკვებებიან არქონტები (უმდაბლესი ვარსკვლავური სულები) ანუ ასტრალური პარაზიტები. რაც შეეხება სოდომს და გომორას; თუ არ იცი რას წერ სჯობს ვაფშე ნუ წერ! ეზოთერიკი თუ ხარ უნდა იცოდე რომ ბიბლიაში ჯერ ერთი საუბარია 7 ელოჰიმზე + ქრისტე. მაგის გარდა ის 7 ელოჰიმი არიან კიდეც ასტრალური პარაზიტები და ჩვენი მონათმფლობელნი. ჩვენ ვართ მონები. მართალია ადამიანთა წინაპრების გარკვეული ნაწილი შექმნეს ინდოევროპულმა და მეზოამერიკულმა ღვთაებებმა, მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ასტრალური პარაზიტების შექმნილია. თუ ლგბტ არის პათოლოგია, მაშინ ან არქონტებმა ან სხვა სულებმა რატომ შექმნეს ისეთი ადამიანები რომლებსაც გენეტიკაში ჰქონდათ ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა, ომნისექსუალობა და ა.შ.?? ე.ი. თავად ჩაუდეს ხომ ეს გენეტიკაში?? დიახ! მაშინ რა არ მოეწონათ მათ ადამიანებში რომლებსაც თავად ჩაუდეს ეს გენებში?? აბსურდი არ გამოდის?? მაგის გარდა; იაჰვე – მთვარის ელოჰიმი არქონტი რომელმაც დაღუპა სოდომი და გომორა სხვა ელოჰიმებთან ერთად ვერ იტანდა ყოველგვარ ლიბერტინიზმს იმიტომ რომ მონურ მორჩილებას ითხოვდნენ! ასევე; რაბინთა სწავლებით სოდომი და გომორა ადამის და ვამპირესა ლილიტის ჰიბრიდული შთამომავლებით და გიგანტებით იყო დასახლებული. მიზეზი ეგ უფრო იყო. ლილიტიც ადამს გაექცა იმიტომ რომ ბოროტმა "ღმერთმა" იაჰვემ ცოლის წინააღმდეგ განაწყო (წაიკითხეთ "ბენსირას ანბანი"). მოსეს რჯული და "ძველი აღთქმა" რომელიც ახდენს ზოგადად სექსუალური ლიბერტინაჟის დემონიზებას მოცემულია ბოროტი სულების ანუ პარაზიტების მიერ. შეიგნეთ ეს. პარაზიტებს უბრალოდ სურთ დამონება ადამიანთა. ასევე, რას აშავებს გოგონა რომელსაც არ უყვარს ბიჭები და უყვარს გოგონა? აბსურდი არ გამოგდით?? რას ეკვეხებით სხვის პირადულში? თქვენ გაგებაში არ ხართ რა არის "ნორმატიული ზნეობა". რეფტილოიდებმა გაგაცურეს აშკარად. მარტივად შეიძლება რეფტილოიდების და არქონტების ამოცნობა ბრბოში. ის ვინც ქადაგებს სექსუალური ლიბერტინიზმის წინააღმდეგ, არქონტების მონაა. კარპოკრატე გნოსტიკოსი ამას ადასტურებდა. ბიბლიური იაჰვე უფალი არაა! ერიდეთ მოსეს რჯულს სადაც წერია რომ ლგბტ უნდა მოიკლას! ეგ მოსე ცრუ წინასწარმეტყველი იყო!
×
×
  • შექმენი...