Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'დემიურგი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 4 results

  1. იოანეს სახარება ესაა გნოსტიკური ტექსტი სადაც პირდაპირ არის ნათქვამი რომ: 1) იუდეველთა "ღმერთი" და ქრისტეს მამა ერთი და იგივე არაა 2) იუდეველებმა არ იცოდნენ ქრისტეს მამა 3) მატერიალურ კოსმოსს მართავენ ბოროტი მთავრები (არქონტები) ანუ ბოროტების სულები და ერთ ერთი მათგანია იუდეველთა ცრუღმერთი 4) ქრისტე არ იყო მარიამის შვილი, ქრისტე იყო სული ეონი ჩასახლებული მარიამის ძის – იესოს ფიზიკურ სხეულში იორდანეში ნათლობისას 5) იუდეველებმა მოკლეს ქრისტე რადგან ის უპირისპირდებოდა მოსეს რჯულს და იუდეველთა ბოროტ დემიურგს 6) იუდეველებმა არ იცოდნენ საიდან მოვიდა ქრისტე, მაგრამ იცოდნენ რომ ის არაა მათი "უფლის" შვილი და რომ ქადაგებდა სხვა უცნობ ღმერთს, ეს კი მათი რჯულის კანონით მომაკვდინებელი დანაშაული და ცოდვა იყო 7) ხალხი ვერ იგებდა ვისი გამოგზავნილი იყო ქრისტე რადგან ქრისტეს სამეფო (პლერომა) უფრო მაღალი და შორი სამეფოა ვიდრე ებრაელთა ბოროტი ცრუღმერთი იალდაბაოთის, რომელსაც ემსახურებოდნენ სინედრიონი და ფარისევლები 8) ქრისტეს მამა არასოდეს გამოცხადებია იუდეველებს 9) ადამიანები არიან ღმერთები და ფლობენ ღვთაებრივ სულს 10) მოსეს რჯულში არაა არც მადლი და არც ჭეშმარიტება თავი მეთოთხმეტე 1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე. 2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი? 3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. 4. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. 5. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? 6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. 7. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი. 8. ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. 9. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო? 10. ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. 11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ. 12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ. 13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ. 14. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ. 15. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი. 16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, - 17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება. 18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან. 19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში. 21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას. 22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? 23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. 24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. 25. თქვენთან მყოფმა გითხარით ეს. 26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით. 27. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება. 28. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. 29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში. 31. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ. იოანეს სახარება 17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ. იოანეს სახარება (თავი 15) თავი მეთექვსმეტე 1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 3. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. იოანეს სახარება 25. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ. 26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. 27. რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი. 28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ. 29. მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ. 30. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი. 31. მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ? 32. აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა. 33. ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას. იოანეს სახარება (16) თავი მეჩვიდმეტე 1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. 2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს. 4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. 6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში. 11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. 12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული. 14. მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. 15. არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი. 16. ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. 17. გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა. 18. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად. 19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით. 20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. 21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. 22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. 23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. 25. მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. 26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში. იოანეს სახარება 33. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? 34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? 35. მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე? 36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. 37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. 38. უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 39. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. 40. მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო. იოანეს სახარება (თავი 18) 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. იოანეს სახარება (ბოლო თავი) 26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. 27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. 30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. 32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. 33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? 35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან. იოანეს სახარება (თავი 12) 23. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან. 24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად. 25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის. 26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით. 27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. 28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. 29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. 30. მე და მამა ერთი ვართ. 31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. 32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას? 33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი. 34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? 35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია), 36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა? 37. თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. 38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში. იოანეს სახარება (თავი 10) 24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. 25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცოდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. 26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? 27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? 28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის. 30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. 31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. 32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის? 33. ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა. 34. მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. 35. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე? 36. მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო? 37. უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის. 38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. 39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. 40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? 41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ. იოანეს სახარება (თავი 9) 12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. 13. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 14. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ. 15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. 16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. 18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. 19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. 20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური. 24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. 28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. 31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. 33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? 34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა. 35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. 36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. 37. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. 39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. 40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. 41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი. 42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. 44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. 45. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი. 46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47. ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ. 48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული? 49. მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ. 50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი. 51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. 52. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო. 53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი? 54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო. 55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას. 56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. 57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? 58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. 59. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა. იოანეს სახარება (თავი 8) თავი მეხუთე 1. შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს. 2. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა. 3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას. 4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა. 5. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით. 6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო? 7. ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას. 8. და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი. 9. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. 10. ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი. 11. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი. 12. ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო? 13. მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა. იოანეს სახარება 36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული. 37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი. იოანეს სახარება (თავი 5) 13. არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. იოანეს სახარება (თავი 3) 1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. 2. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. 3. და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. 4. ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. 5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო. 6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. 7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. 8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. 9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. 10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს. 11. ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა. იოანეს სახარება (თავი 2) 1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. იოანეს სახარება (თავი 1) 17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. იოანეს სახარება (1) 18. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა. იოანეს სახარება (1) გნოსტიციზმი I საუკუნეში აღმოცენებული ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება იყო, რომლის მიმდევრებსაც განსაკუთრებულ ცოდნაზე ჰქონდათ პრეტენზია. “გნოსის” (ბერძნულად γνῶσις) ნიშნავს ცოდნას. გნოსტიციზმის მიმდევრებზე ინფორმაცია მოიპოვება მე-20 საუკუნეშიც. მათი როლი: გნოსტიკებს სწამდათ, რომ მხოლოდ ისინი იგებდნენ მაცხოვრის სიტყვებს სწორად, ხოლო სხვა კონფესიები არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებდნენ. გნოსის: ცოდნა მათთვის მხოლოდ ინტელექტუალურ თვისებას არ წარმოადგენდა. მიაჩნდათ, რომ ცოდნა ეს იყო საშუალება, გათავისუფლებულიყვნენ მონობისგან. ღმერთი: მათ მიაჩნდათ, რომ სამყარო შექმნა არასრულყოფილმა ღმერთმა დემიურგმა უზენაესი ღმერთის, პნევმას დახმარებით. დემიურგი ეს იგივე აბრაამისეული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) ღმერთია, რომელიც სხვადასხვა წმინდა წიგნებში მოიხსენიება როგორც ალლაჰ, იაჰვე, ელოჰიმ, ელ-შადაი, ელ-საბაოთ და ა.შ. ასევე ისინი მიიჩნევდნენ, რომ იესო არა დემიურგის, არამედ სრულყოფილი ღმერთის შვილი იყო, რომელზეც მის მოვლინებამდე არავინ უწყოდა. სწორედ ეს ღმერთი დგას იერარქიის სათავეში. მან შვა გონება (ნუს). ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ დასაბამი მისცა სიტყვას (ლოგოს). მისგან წარმოიშვა უბიწოება (ფრონესის), უბიწოებისაგან – სიბრძნე (სოფია) და ძალა (დინამის). ეს ორი უკანასკნელი განაპირობებს იმ მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ზეციურ ძალებს ვუწოდებთ. სოფია მიიჩნეოდა დემიურგის დედად. დემიურგს ასევე უწოდებდნენ იალდაბაოთს ან ლალდაბაოთს, რომელიც არამეულ ენაზე “ზეცის მშობელს” ნიშნავს. ტრადიციული ქრისტიანობისგან განსხვავებით, დემიურგი გნოსტიციზმში ითვლება ეჭვიან, შურიან, თანაგრძნობის არმქონე ღვთაებად. ამას ასკვნიდნენ ძველი აღთქმის გარკევული მუხლების საფუძველზე, სადაც ღმერთს ადამიანური თვისებები აქვს მიწერილი (მაგალითად, “ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად”, “თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია”, ასევე ჩვილი ბავშვების გაწყვეტა ეგვიპტეში და ა.შ. ). სხეული და სული: სული მუდმივად არსებობს და კარგია. ხორცი კი დროებითია და ფუჭი. გნოსტიკები ყველაფერს უარყოფითად ეკიდებოდნენ, რაც მატერიალურთან იყო კავშირში. გადარჩენა: იერარქიული კიბის უფრო ქვედა საფეხურზე განლაგებულია 365 ცა. პავლე მოციქული ატაცებულ იქნა მხოლოდ მესამე ცამდე, ხოლო გნოსტიკოსებს, მათი მტკიცებით, ძალუძთ უმაღლეს სფეროებამდე ასვლა. ყოველი ცა განსაკუთრებული ანგელოზის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება, ხოლო ყველაზე დაბალ ცას იაჰვე განაგებს. ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფდნენ: * სულზე მზრუნავი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მიაღწევს თავისუფლებას. * გნოსის (ცოდნის) მფლობელი, რომელიც განსაკუთრებულ ნეტარებას მიაღწევს. * ხორცზე მზრუნავი, რომელიც უიმედოდ განწირულია. სატანა: ისინი უარყოფდნენ აზრს, რომ სატანა ერთ დროს ანგელოზი იყო და შემდეგ შესცოდა. სატანა მათთან დემიურგის ერთ-ერთ ქმნილებად განიხილება. გველი: გნოსტიკების ზოგიერთი სექტა პატივს მიაგებდა გველს (დრაკონს). მათთან ეს ცხოველი არა ცდუნების, არამედ სიბრძნის სიმბოლო იყო. გამოსახავდნენ საკუთარი კუდით პირში და ოურობორუსს უწოდებდნენ. სხვათაშორის გუგლში ძიებისას წავაწყდი, რომ მსგავსი ნიშანი მასონებშიცაა მიღებული: იესო ქრისტე: დიდი ხანი მიდიოდა კამათი გნოსტიკებში, რა იყო მაცხოვრის მიზანი. საბოლოოდ შეთანხმდნენ, ის არც მსაჯულია და არც მხსნელი, არამედ სიმართლის გამომააშკარავებელი და თავისუფლების მომტანი. მან შემოიტანა ცოდნა, რომელიც ადამიანს გაათავისუფლებს დემიურგის ზეგავლენისგან. მიაჩნიათ, რომ ქრისტეს მოციქულებში ქალებიც იყვნენ. ზოგიერთი კი თვლიდა, რომ მისი აღდგომა მოხდა ჯვარზევე. სამყარო მათთან სამ ნაწილად იყოფა: * კოსმოსი – თეთრი ფერის სფერო, რომელშიც 7 სფეროს ფორმის სხეულია: მთვარე, ვენერა, მერკური, მზე, მარსი, იუპიტერი და სატურნი. ურანი ძველ დროს პლანეტად არ ითვლებოდა და არც მათთანაა შეტანილი. ამ სფეროებზე ცხოვრობენ ანგელოზები და დემონები, რომლებსაც არხეონები ჰქვიათ. * შუალედური სამეფო – ადგილი რომელიც უკუნი სიბნელისა და სინათლის ნაზავია (სტაფილოსფერი და ყვითელი წრე) . ეს არის სოფიას სამეფო. * ღმერთის სამეფო – ვარდისფერი წრე იესო ქრისტეს სამეფოა, ხოლო უკანასკნელი წრე – მისი მამის, სრულყოფილი ღმერთისა. წმინდა წიგნები: ცხადია, გნოსტიკების სწავლებები წინააღმდეგობაშია ტრადიციულ ბიბლიასთან. ამიტომ მათთან წმინდა წიგნებად აღიარებულია არაკანონიკური აპოკრიფებიც, რომელსაც ეკლესია სულისთვის მავნედ თვლის. ესენია: მარიამ მაგდალინელის სახარება, თომას სახარება, სიმართლის სახარება, ფილიპეს სახარება და იუდას სახარება. მიიჩნევენ , რომ გნოსტიკური ელემენტებია “და ვინჩის კოდში” და ფილმ “მატრიცის” მესამე სერიაში. წყარო: http://papiloni.blogspot.com/2013/04/gnosticizmi.html
  2. როცა წერ "სასტიკად უნდა ისჯებოდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მსგავსი გარყვნილება" და თან ეფუძნები მოსეს რჯულს მოცემულს მსუბუქად რომ ვთქვათ არც ისე პოზიტიური ძალების მიერ, ხვდები მაინც რომ ამითი ნეგატიური სულების ანუ ასტრალური პარაზიტების წისქვილზე ასხამ წყალს? როგორ? დასჯა რას ნიშნავს? იმას რასაც არაბულ სამყაროში და ნაწილობრივ ჩვენშიც აკეთებენ! რას? ფიზიკური ზიანის მიყენება + ფსიქოლოგიური ზიანი! ეზოთერიკა რა დონეზე არ უნდა გესმოდეს რომ აბრეხვებდე უნდა დავსაჯოთო?! ტანჯვისას ადამიანი ასხივებს ნეგატიურ ენერგიას – "გავახას"! მილიონმეერთედ ვამბობ უკვე! ეს ასტრალური პარაზიტები კიდევ იკვებებიან ამ ნეგატიური ენერგიით! ანუ რას ქადაგებ?! რომ გამოვაძღოთ დაჩეხილი ლგბტ ადამიანების სულების ხარჯზე + ჩვენი ზიზღის ენერგიით ეს პარაზიტები? მაგის გარდა ბევრი საუბრობს ლუციფერზე და მის აჯანყებაზე, "რჯულზე", ქალის "როლზე" და ადამზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ სექსიზმი ანუ ქალის დაკნინება მოსეს რჯულში მოდის ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა ჩვენს მზის სისტემაში იაჰვე და სხვა არქონტები არ იყვნენ! როცა ეს 7 პარაზიტი ახამოტმა თავისი სამეფოდან კერძოდ კი მეხუთე განზომილებიდან პანღურით ისროლა, ესენი მოვიდნენ დედამიწისეულ კოსმიურ სივრცეში და დაიპყრეს ეს კოსმოსი! მთვარე = ედემი! როცა იაჰვე მოვიდა მთვარეზე მოუხდა ბევრი ბრძოლა აბორიგენების დასამორჩილებლად და ბოლოს ერთ ერთი პრინცესა სახელად ნოკანიელი ცოლად მოიყვანა და ცხადია იძულებით! ეს ქალღმერთი გახდა მისი შვილების ანუ "ანგელოზების" დედა! იაჰვე ყოველმხრივ აჩმორებდა ნოკანიელს და სხვა მოსახლეებს, ეს ვერ აიტანა ლუციფერმა და აჯანყდა, მაგრამ მომხრეებთან ერთად იძულებული გახდა გაქცეულიყო და შეექმნა ცალკე სამეფო დედამიწის ცენტრში მეოთხე განზომილებაში! საბოლოოდ იაჰვეს სიგიჟემ ნოკანიელის სიცოცხლეც შეიწირა რამაც საბოლოოდ გაამწარა ლუციფერი და მისი ძმები და დები! ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი რომელთანაც იაჰვემ შურის და ეჭვიანობის გამო წააჩხუბა შტერი ადამი და კიდევ უფრო გაამყარა სექსიზმი! მოსეს რჯული და აბრაამის რჯული იყო საბოლოო აგური რომლითაც დასრულდა სექსისტური მონოთეისტური ტირანიის მშენებლობა თუ არ ჩავთვლით კიდევ ერთ ცრუ წინასწარმეტყველს – მუჰამედს! ამ ინფორმაციას ადასტურებს ოკულტური (თეოსოფიური) და ლუციფერიანული ლიტერატურა! გონს მოდით როცა ძალმომრეობისკენ მოუწოდებთ ვინმეს!! სოდომს და გომორას როცა ახსენებ არც ის უნდა დაგავიწყდეს რომ მათი ნანგრევები კარგა ხანი ნაპოვნია და იცით რა აღმოაჩინეს მაგ "დაწყევლილ" ადგილზე? ბირთვული რაკეტის აფეთქების კვალი! რადიაქტიული იზოტოპი ქსენონ 129 და ბიოლოგიური შხამი კალიუმ 40! ეზოთერულ წყაროებში ნათქვამია ის რაც დაადასტურა მეცნიერმა ივან ფილიმონენკომ, ათასწლეულების წინ დედამიწის ადამიანები ცხოვრობდნენ 106750 წელი რადგან სხეულში კალიუმ 40 მხოლოდ 0,14 გრამი ჰქონდათ! რა, "უფალმა" სოდომი და გომორა ბირთვული ბომბით ააფეთქა?! მაშინ რა ღმერთია ეს? პალეოკონტაქტის თეორია მაგონდება რომელიც გვეუბნება რომ ეს "მისტიკური არსებები" რელიგიებში უბრალოდ უცხოპლანეტელი ასტრონავტები არიან რომლებმაც დააბოლეს პრიმიტიული ადამიანები! მაგის გარდა აღმოსავლურ სწავლებებში არის პირდაპირი მინიშნება იმაზე რომ სამყაროში არსებობენ ბოროტი სულები – მარები, რომლებიც იკვებებიან ტანჯვის ენერგიით! ბერძნები და გნოსტიკოსები მათ უწოდებდნენ კაკოდემონებს და არქონტებს, ირანელები არიმანის დევებს, იაპონელები მაგაცუჰის. ნათქვამია რომ არსებობს სამი სახის თვითკონტროლი: 1) მანუ გუპტი – გონების კონტროლი 2) ვაჩანა გუპტი – სიტყვების კონტროლი და 3) კაია გუპტი – სხეულის კონტროლი, რათა დაიცვა აჰიმსას ანუ არაძალადობის კანონი. თუმცა თვითონ ინდოელებსაც კი ეშლებათ და უშვებენ შეცდომებს. ისინი ხშირად არასწორად განმარტავენ კონტროლის იდეას და ივიწყებენ აჰიმსას კანონს. როცა დასჯაზე საუბრობ და ივიწყებ აჰიმსას ინდურ კანონს მაგრამ არ გავიწყდება მოსეს უფლის სასტიკი ანტიადამიანური რისხვა, ჩათვალე რომ სულიერი დეგრადაციის გზას ადგახარ. ნუ კვებავ მარებს შენი ნეგატივით. მოსეს ტიპის ადამიანები კი თავიდანვე მარების ანუ მაგაცუჰის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ და არიან. ჰომოფობია = რეპრესიული "მორალი", ეს კი მოდის ასტრალური პარაზიტებისგან (არქონტებისგან) გახსოვდეთ ეს! ასტრალური პარაზიტები ყველა რელიგიაში იჭრებოდნენ და წამლავდნენ მათ დებდნენ რა სულიერ სწავლებებში მონურ ფსიქოლოგიას და ანტილიბერტინისტურ ანტისექსუალურ ჰედონოფობიას და სექსოფობიას. იცოდეთ სექსუალური ლიბერტინიზმი ეზიზღებათ პარაზიტებს! იძახით რომ რელიგიებში ლგბტ ადამიანებს ცოდვილებად თვლიან? ჯერ ერთი აბრაამის და მოსეს რჯული პარაზიტების შექმნილია მთლიანად. ხოლო დანარჩენი სწავლებები 55% დამახინჯებულია მათ მიერ! შეუშვით თავში!!! აი ეს კი უკვე სრული კრეტინიზმი და მარაზმია. როგორ შეიძლება ერთ მომენტში ჭეშმარიტებას ამბობდე და მეორე მომენტში ასეთი ნონსენსი დააბრეხვო?? მოდით ავხსნი: დიონისური ელინიზმის, გნოსტიკური ლიბერტინიზმის და ტანტრიზმის მიხედვით სექსუალური თავისუფლება ადამიანისთვის არის მთავარი. სექსუალობის ლიბერტინისტურობას მტრობენ მხოლოდ ასტრალური პარაზიტები, რეფტილოიდები, ნაცრისფერები და მათი აგენტები. კუნდალინი შაკტი ვლინდება მრავალი ფორმით მათ შორის ლგბტ ფორმითაც, ამის გარდა გნოსტიკოსებმა (ლიბერტინისტებმა), ტანტრისტებმა და დიონისიანელებმა შესანიშნავად იციან რომ სექსუალობის დათრგუნვისას ადამიანი გამოჰყოფს ნეგატიურ ენერგიას და სწორედ ამ ნეგატივით იკვებებიან არქონტები (უმდაბლესი ვარსკვლავური სულები) ანუ ასტრალური პარაზიტები. რაც შეეხება სოდომს და გომორას; თუ არ იცი რას წერ სჯობს ვაფშე ნუ წერ! ეზოთერიკი თუ ხარ უნდა იცოდე რომ ბიბლიაში ჯერ ერთი საუბარია 7 ელოჰიმზე + ქრისტე. მაგის გარდა ის 7 ელოჰიმი არიან კიდეც ასტრალური პარაზიტები და ჩვენი მონათმფლობელნი. ჩვენ ვართ მონები. მართალია ადამიანთა წინაპრების გარკვეული ნაწილი შექმნეს ინდოევროპულმა და მეზოამერიკულმა ღვთაებებმა, მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ასტრალური პარაზიტების შექმნილია. თუ ლგბტ არის პათოლოგია, მაშინ ან არქონტებმა ან სხვა სულებმა რატომ შექმნეს ისეთი ადამიანები რომლებსაც გენეტიკაში ჰქონდათ ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა, ომნისექსუალობა და ა.შ.?? ე.ი. თავად ჩაუდეს ხომ ეს გენეტიკაში?? დიახ! მაშინ რა არ მოეწონათ მათ ადამიანებში რომლებსაც თავად ჩაუდეს ეს გენებში?? აბსურდი არ გამოდის?? მაგის გარდა; იაჰვე – მთვარის ელოჰიმი არქონტი რომელმაც დაღუპა სოდომი და გომორა სხვა ელოჰიმებთან ერთად ვერ იტანდა ყოველგვარ ლიბერტინიზმს იმიტომ რომ მონურ მორჩილებას ითხოვდნენ! ასევე; რაბინთა სწავლებით სოდომი და გომორა ადამის და ვამპირესა ლილიტის ჰიბრიდული შთამომავლებით და გიგანტებით იყო დასახლებული. მიზეზი ეგ უფრო იყო. ლილიტიც ადამს გაექცა იმიტომ რომ ბოროტმა "ღმერთმა" იაჰვემ ცოლის წინააღმდეგ განაწყო (წაიკითხეთ "ბენსირას ანბანი"). მოსეს რჯული და "ძველი აღთქმა" რომელიც ახდენს ზოგადად სექსუალური ლიბერტინაჟის დემონიზებას მოცემულია ბოროტი სულების ანუ პარაზიტების მიერ. შეიგნეთ ეს. პარაზიტებს უბრალოდ სურთ დამონება ადამიანთა. ასევე, რას აშავებს გოგონა რომელსაც არ უყვარს ბიჭები და უყვარს გოგონა? აბსურდი არ გამოგდით?? რას ეკვეხებით სხვის პირადულში? თქვენ გაგებაში არ ხართ რა არის "ნორმატიული ზნეობა". რეფტილოიდებმა გაგაცურეს აშკარად. მარტივად შეიძლება რეფტილოიდების და არქონტების ამოცნობა ბრბოში. ის ვინც ქადაგებს სექსუალური ლიბერტინიზმის წინააღმდეგ, არქონტების მონაა. კარპოკრატე გნოსტიკოსი ამას ადასტურებდა. ბიბლიური იაჰვე უფალი არაა! ერიდეთ მოსეს რჯულს სადაც წერია რომ ლგბტ უნდა მოიკლას! ეგ მოსე ცრუ წინასწარმეტყველი იყო!
  3. ფილიპეს სახარება გნოსტიკური აპოკრიფი რუსულიდან თარგმნა ღვთისავარ ჩაბრავამ ებრაელი შექმნის ებრაელს და უწოდებენ მას ასე: პროზელიტი. მაგრამ პროზელიტი არ ქმნის პროზელიტს: ჭეშმარიტი ადამიანები ისეთნი არიან, როგორნიც არიან დასაბამითგანვე და ისინი ქმნიან სხვებს, ასევე ჭეშმარიტ ადამიანებს. საკმარისია ისინი გამოჩინდნენ... მონა მარტოოდენ გზას ეძებს, რომ თავისუფალი გახდეს, მაგრამ ის არ ეძებს თავისი ბატონის ქონებას. ძე კი - არის არა მარტო ძე, მაგრამ ის ისაკუთრებს თავისთვის მამის მემკვიდრეობას. ისინი ვინც მემკვიდრეობით იღებენ მკვდარს, თავადაც მკვდრები არიან და ისინი იღებენ მემკვიდრეობით მკვდარს. ისინი ვინც მემკვიდრეობით იღებენ ცოცხალს, - ცოცხალნი არიან და ისინი მემკვიდრეობით იღებენ ცოცხალსა და მკვდარს. მკვდარნი კი არ იღებენ მემკვიდრეობით არაფერს. რამეთუ როგორ შეძლებდა მკვდარი მემკვიდრეობის მიღებას? თუ მკვდარი მიიღებს მემკვიდრეობით ცოცხალს, ის არ მოკვდება. მაგრამ ის ვინც მკვდარია, იცოცხლებს ამიერიდან! წარმართი არ მოკვდება, რამეთუ მას არასდროს უცხოვრია, რათა შეძლებოდა მოკვდინება. ის, ვინც ირწმუნა ჭეშმარიტება, დაიწყო ცხოვრება და ის არ მოექცევა სიკვდილის საფრთხის ქვეშ, რამეთუ ის ცოცხლობს. იმ დღიდან როდიდანაც მოვიდა ქრისტე, შექმნილია სამყარო, შემკობილნი არიან ქალაქები, უკუგდებული და მოცილებულია მკვდარი. როდესაც ჩვენ ვიყავით ებრაელნი, ვიყავით ობოლნი, ჩვენ გვყავდა მარტო დედა. მაგრამ როდესაც გავხდით ქრისტიანები, ჩვენ გაგვიჩნდა მამაც და დედაც. ისინი ვინც თესავენ ზამთარში, იმკიან მოსავალს ზაფხულში. ზამთარი ესაა - სამყარო, ზაფხული ესაა - სხვა ეონი. დავთესავთ წუთისოფელში, რათა ავიღოთ მოსავალი ზაფხულში. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვილოცოთ ზამთარში; ზამთარს შემდეგ - ზაფხულია. ხოლო თუ ვინმე დაიწყებს მოსავლის ზამთარში აღებას, ის ვერ აიღებს მოსავალს, არამედ მარტოოდენ ამოძირკვავს ნერგებს. ისევე როგორც ის ვინც ამ ფორმით არ არსებობს, არ მოიღებს ნაყოფს, - არამედ ის არ წარმოშობს ამ ადგილას, მაგრამ თვით შაბათსაც კი მისი ძალა უნაყოფოა. ქრისტე მოვიდა გამოესყიდა ზოგიერთები: ეხსნა ერთნი, გადაერჩინა სხვანი. მან გამოისყიდა ისინი ვინც უცხო იყო, გახადა ისინი თავისებად. მან განაცალკევა თავისები, ისინი, ვინც მან ჩადო გირაოდ თავისი ნებით. მან ჩადო თავისი საფშვინველი, როდესაც მოისურვა, არა მარტო მაშინ, როდესაც ის გამოცხადდა, არამედ სამყაროს არსებობის დასაბამიდან ჩადო თავისი საფშვინველი. როდესაც მან მოისურვა, მაშინ იგი უპირველეს ყოვლისა მოვიდა მის ასაღებად, რამეთუ ის გირაოდ იყო დატოვებული. ის იყო ყაჩაღთა შორის და ის ააიყვანეს ტყვედ. მან გაანთავისუფლა იგი იხსნა როგორც კეთილები ისე ბოროტები წუთისოფელში. სინათლე და წყვდიადი, სიცოცხლე და სიკვდილი, მარჯვენა და მარცხენა - ერთმანეთის ძმები არიან. მათი განცალკევება არ შეიძლება. ამიტომაც კარგებიც - არ არიან კარგები და ცუდებიც - არ არიან ცუდები და სიცოცხლე - არაა სიცოცხლე და სიკვდილი - არაა სიკვდილი. ამიტომაც თითოეული დაფლეთილი იქნება თავის საფუძველში დასაბამიდან. მაგრამ ისინი, ვინც წუთისოფელზე მაღლა დგანან, - დაუფლეთელნი და მარადიულნი არიან. სახელები რომლებიც აქვთ მიცემული მიწიერ საგნებს, შეიცავენ დიად შეცდომილებას, რამეთუ ისინი ყურადღებას უბნევენ გულს იმისგან, რაც მტკიცეა და ის ვისაც ესმის სიტყვა „ღმერთი“, ვერ იმეცნებს იმას რაც მტკიცეა, ვერ იმეცნებს იმას რაც არაა მტკიცე. ასევე სიტყვებში „მამა“ და „ძე“ და „სულიწმინდა“ და „სიცოცხლე“, „სინათლე“ და „აღდგომა“ და „ეკლესია“ და ყველა დანარჩენში - ვერ იმეცნებენ იმას, რაც მტკიცეა, მაგრამ იმეცნებენ იმას რაც არაა მტკიცე, უკიდურეს შემთხვევაში იმეცნებენ იმას რაც მტკიცეა. სახელები რომლებიც გაგონილნი იქნენ, არსებობენ სამყაროში მოტყუებისათვის. ისინი რომ ეონში ყოფილიყვნენ, მათ ერთი დღეც კი არ დაასახელებდნენ წუთისოფელში და არ ჩათვლიდნენ მიწიერ საგნებად. მათ აქვთ დასასრული ეონში. ერთადერთი სახელი რომელიც წუთისოფელში არ წარმოთქმულა არის სახელი რომელიც მამამ ძეს მისცა. ეს ყოველივეზე მაღლა დგას. ესაა - მამის სახელი. რამეთუ ძე არ გახდებოდა მამა, მამის სახელში რომ არ შემოსილიყო. ისინი ვინც ფლობენ ამ სახელს, შეიცნობენ მას, მაგრამ არ ამბობენ მას. ხოლო ისინი ვინც არ ფლობენ მას, ვერც იმეცნებენ მას. მაგრამ ჭეშმარიტებამ დაბადა სახელები წუთისოფელში იმიტომ რომ არ შეიძლება მისი შეცნობა სახელის გარეშე. ჭეშმარიტება ერთიანია, ის წარმოადგენს მრავალს, სიმრავლეს და ასე ჩვენთვის, რათა შეგვასწავლოს ჩვენ ერთიანობა სიყვარულის მეოხებით სიმრავლეს დახმარებით. არქონტებმა მოისურვეს მოეტყუებინათ ადამიანი, რამეთუ იხილეს, რომ იგი ერთი წარმოშობისაა ჭეშმარიტად კარგ საგნებთან ერთად. მათ აიღეს კარგთა სახელი და მისცეს იგი ცუდებს, რათა სახელთა მეშვეობით მოეტყუებინათ იგი და მიეჯაჭვათ იგი ცუდი, ბოროტეული საგნებისადმი და ამის მერე, თუ ისინი უზამენ მათ მოწყალებას, ისინი აიძულებენ განცალკევდნენ ბოროტეული საგნებისაგან და ათავსებენ მათ კარგთა შორის, იმათ შორის, რომლებიც მათ იციან. რამეთუ მათ მოისურვეს აეღოთ თავისუფალი და ექციათ იგი თავიანთ მონად საუკუნოდ. არიან ძალები, რომლებიც აძლევენ... ამ ადამიანს, არ სურთ რა აქციონ იგი... რათა ისინი გახდნენ... რამეთუ თუ ადამიანი... მსხვერპლშეწირვა... და შესწირეს მსხვერპლი ცხოველურ ძალებს... ესენი იყვნენ ცხოველთა მსგავსნი. მათ რომლებსაც ისინი მსხვერპლად სწირავდნენ, - ისინი მსხვერპლად სწირავდნენ ცოცხლებს. ხოლო როდესაც სწირავდნენ ისინი ხდებოდნენ მკვდრები. ადამიანი შესწირეს ღმერთს მკვდარი და ის გახდა ცოცხალი. ქრისტეს მოვლინებამდე არ იყო წუთისოფელში პური. როგორც ედემის ბაღში სადაც იყო ადამი, იყო მრავალი ხე, ცხოველთა საკვები, არ იყო ხორბალი, ადამიანთა საკვები. ადამიანი იკვებებოდა როგორც ცხოველი. მაგრამ როდესაც მოვიდა ქრისტე, სრულყოფილი ადამიანი, მან მოიტანა პური ზეციდან, რათა ადამიანს ეჭამა ადამიანის საკვები. არქონტები ფიქრობდნენ, ისინი აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ, თავისი ძალითა და ნებით. მაგრამ სულიწმინდა საიდუმლოდ, ფარულად მოქმედებდა მათი გავლით, როგორც თავად სურდა. ჭეშმარიტებას რომელიც დასაბამიდან არსებობს, ისინი თესავენ ყველგან და მრავალნი ხედავენ მას, როდესაც თესავენ მას, მაგრამ მხოლოდ თითოოროლანი ხედავენ, როდესაც მიაქვთ იგი. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ მარიამი დაორსულდა სულიწმინდისაგან. ისინი ცდებიან. მათ არ იციან რას ამბობენ. როდის იყო რომ ქალი დაორსულებულიყო ქალისაგან? მარიამი - ესაა ქალწული, რომელიც ძალას არ შეუბილწავს. ისაა - დიადი ანათემა იუდეველთათვის, მოციქულთათვის და მოციქულთა მამაკაცებისათვის. ესაა ქალწული, რომელიც ძალას არ შეუბილწავს, - სუფთა, შეიბილწნენ ძალები და უფალი არ იტყოდა: მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა, - მას რომ სხვა მამა ყოლოდა, იტყოდა უბრალოდ: მამაო ჩემო. უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: ...შემოდით მამის სახლში, არ მიიტანოთ არაფერი მამის სახლში და ნუ გამოიტანთ იქიდანაც ნურაფერს. იესო - არის სახელი დაფარული. ქრისტე - კი სახელი ღია, აშკარა. ამიტომაც იესო არ არსებობს არცერთ ენაზე, მაგრამ მისი სახელია - იესო, როგორც მას უწოდებენ. ქრისტე კი: მისი სახელი სირიულად არის - მესია, ხოლო ბერძნულად ქრისტე. საერთოდ ყველანი სხვანი ფლობენ მას, თითოეული ენის შესაბამისად. ნაზარეველი - ესაა ის, რაც გაცხადებულია იქიდან რაც დაფარულია. ქრისტე ფლობს საკუთარ არსებაში: ადამიანსაც, ანგელოზსაც, საიდუმლოსაც და მამაზეციერსაც. ისინი ვინც ამბობენ რომ უფალი თავდაპირველად მოკვდა და მერე აღდგა ცდებიან, რამეთუ ის აღდგა თავდაპირველად და ის მოკვდა. თუ არ მიაღწევს არავინ აღდგომას დასაბამში, ის ვერ მოკვდება. ღმერთი ცოცხალია - ის უკვე იქნება მკვდარი. არ დამალავენ ძვირფას საგანს დიდ ჭურჭელში, მაგრამ ხშირად მირიადები, რომლებსაც ვერ მოსთვლი, იყვნენ ჩაგდებულნი ჭურჭელში, რომელიც ასარია ღირდა. ასევეა საფშვინველიც: საგანი ძვირფასი, ის ჩამწყვდეულია ბილწ, ხრწნად სხეულში. არიან ზოგიერთები, რომლებსაც ეშინიათ მკვდრეთით აღდგნენ შიშველნი. ეს იმიტომ რომ მათ სურთ აღდგნენ ხორციელად და მათ არ იციან, რომ ისინი, ვინც ატარებენ ხორცს, - ისინი შიშველნი არიან. ისინი ვინც გაიხდიან რათა იყვნენ შიშველნი, - ისინი არ არიან შიშველნი. არც ხორცს, არც სისხლს არ შეუძლია ღვთის სასუფევლის დამკვიდრება. როგორიღაა ის რასაც არ შეუძლია დამკვიდრება? ეს ისაა რაც ჩვენზეა. და როგორიღაა ის რასაც შეუძლია დამკვიდრება? ეს ისაა რაც ეკუთვნის იესოს და მის სისხლს. ამიტომაც მან თქვა: ის ვინც არ შეჭამს ჩემს ხორცს და არ დალევს ჩემს სისხლს, ვერ ექნება სიცოცხლე თავის თავში. როგორია მისი ხორცი? მისი ხორცია ლოგოსი და მისი სისხლია - სულიწმინდა. ის ვინც მიიღო ეს, ფლობს საკვებს, სასმელს, შესამოსელს. მე კი, მე განვიკითხავ სხვებს, რომლებიც ამბობენ რომ ეს ხორცი არ აღდგება. ასე რომ ისინი ორივენი ცდებიან. შენ ამბობ რომ ხორცი არ აღდგება. მაგრამ გვითხარი, რა აღდგება რომ გცემდეთ თაყვანს. შენ ამბობ სული ხორცშია და აგრეთვე სინათლე ესე არის ხორცში. ლოგოსი - ესე სხვაა, რომელიც არის ხორცში, რამეთუ რაც არ უნდა თქვა, - შენ არაფერს ამბობ ხორცის გარდა. უნდა ავღდეთ ამ ხორცში, რადგან ყველანი მასში ვართ. ამ წუთისოფელში ვინც სამოსელს იცვამს, - არიან შესამოსლით არჩეულნი. ზეციურ სასუფეველში შესამოსელი აქვს იმათ, ვინც დაიდეს იგი საკუთარ თავზე წყლითა და ცეცხლით, რომელიც ასუფთავებს ყველა ადგილს. გაცხადებული, - გაცხადებულით და დაფარული, - დაფარულით. არსებობენ ზოგიერთი საგნები, დაფარულნი, - გაცხადებულით. არის წყალი წყალში და არის ცეცხლი ნათელცხებაში. იესო დაეუფლა მათ ყველას საიდუმლოდ. რამეთუ ის არ გაეცხადა ისეთი როგორიც იყო ჭეშმარიტად. მაგრამ ის გამოცხადდა ისე, როგორც შესაძლებელი იყო მისი დანახვა. ასე მათ ყველას გამოეცხადა: ის გამოეცხადა დიადებს - როგორც დიადი, მცირეთ - როგორც მცირე, ის გამოეცხადა ანგელოზებს - როგორც ანგელოზი და ადამიანებს - როგორც ადამიანი. ამიტომაც მისი ლოგოსი თითოეულისაგან დამალულია. ზოგიერთები ხედავდნენ მას და ეგონათ რომ საკუთარ თავს ხედავენ. მაგრამ როდესაც ის გამოეცხადა თავის მოწაფეებს დიდებაში მთაზე, ის არ იყო მცირე, ის გახდა დიადი. მაგრამ მან გახადა დიადებად თავისი მოწაფეები, რათა მათ შეძლებოდათ, მისი, დიადის ხილვა. მან თქვა იმ დღეს ევქარისტიაში: ისაა ის ვინც შეაერთა სრულყოფილება და სინათლე სულიწმინდაში, შეაერთა ანგელოზები, ჩვენთან, ფორმებთან. ნუ უარყოფთ კრავს, რადგან მის გარეშე არ შეიძლება კარიბჭის ხილვა. არვის ძალუძს გაეშუროს მეფისაკენ, შიშველმა. ზეცის ადამიანი - უფრო მრავალნი არიან მისი ძენი, ვიდრე მიწიერი ადამიანისა. თუ ადამის ძენი მრავალნი არიან, თუმცაღა ისინი კვდებიან, რამდენად მრავალნი არიან უფრო რიცხობრივად სრულყოფილი ადამიანის ძენი, რომელნიც არა კვდებიან, არამედ მუდმივად იბადებიან. მამა ქმნის ძეს, ხოლო ძეს არ შეუძლია ძის შექმნა. რამეთუ ის ვინც ქმნილია, არ ფლობს უნარს ქმნას. მაგრამ ძე იძენს თავისთვის ძმებს და არა ძეებს. ყველანი ისინი ვინც იბადებიან წუთისოფელში, იბადებიან ბუნების გამო და ზოგიერთები - სულის წყალობით. ისინი ვინც იბადებიან მისი წყალობით... ადამიანთან, რამეთუ ისინი იკვებებიან დაპირებით ზემოთ ადგილსამყოფელზე.
  4. ტრადიციონალისტი ფუნდამენტალისტი ქრისტიანები ამტკიცებენ, რომ ბიბლიურმა მამაღმერთმა ერთხელაც დაინახა, რომ კაცობრიობა აივსო და გაირყვნა და გადაწყვიტა მისი განადგურება მსოფლიო წარღვნით, ფუნდამენტალისტების თანახმად მთელ დედამიწაზე მხოლოდ ნოე იყო მართალი და წმინდა კაცი, რომელიც ღმერთს ძალიან უყვარდა. ნოეს ჰყავდა ცოლი და სამი ვაჟიშვილი: სემი, ქამი და იაფეტი, რომლებსაც ჰყავდათ ცოლები. ბიბლიურმა ღმერთმა ნოეს კიდობნის აშენება უბრძანა, სადაც მას და მის ოჯახს შეეძლებოდა გადარჩენა, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ყველაფერ ცოცხალს დაღუპავდა, ღმერთმა აგრეთვე მას უბრძანა კიდობანში შეეყვანა ცოცხალი არსებების (ცხოველების) გარკვეული ნაწილი. ნოემ გააკეთა ის როგორც ღმერთმა უბრძანა, როდესაც წარღვნა დასრულდა ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან გამოვიდა, ნოემ ღმერთს სამადლობელოდ მსხვერპლი შესწირა და ასე დასრულდა მათი თავგადასავალი. მაგრამ ყველაფერი ეს საზარელი და ბინძური ტყუილია, რომელიც ფუნდამენტალისტმა ქრისტიანებმა შეთითხნეს, რათა ჭეშმარიტება დაემალათ და ჩაენაცვლებინათ იგი თავიანთი აბსურდული იდეებით, რომლებიც სამწუხაროდ დღესდღეობით ადამიანთა დიდ ნაწილს კვლავაც გულუბრყვილოდ სჯერა. ბიბლიაში კონკრეტულად არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დაღუპა ღმერთმა კაცობრიობა (და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე ზოგადად) წარღვნით, დაბადების წიგნის მეექვსე თავში ძალიან ბუნდოვნად არის ნახსენები კაცობრიობის ე.წ. „ცოდვები“, რაც კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. შუმერული მითოლოგიის თანახმად (რომლის დამახინჯებულ პლაგიატს წარმოადგენს ებრაული ბიბლიური მითოლოგია) მსოფლიო წარღვნა მოაწყო ადამიანთა ხმაურისაგან შეწუხებულმა ჰაერის ღმერთმა – ანუნაქმა ენლილმა. ენლილმა მოისურვა მთელი კაცობრიობის განადგურება, მაგრამ სიბრძნის და მეცნიერების ღმერთს – ანუნაქ ენქის შეეცოდა კაცობრიობა და განიზრახა მისი თუნდაც რაღაც ნაწილის გადარჩენა. ის გამოეცხადა შუმერის ერთ-ერთი ქალაქ-სახელმწიფოს მეფე ზიუსუდრას, ამცნო რომ ენლილი წარღვნით კაცობრიობის დაღუპვას აპირებდა, დაავალა აეგო კიდობანი (გემი), შესულიყო შიგ თავის ოჯახთან ერთად, შეეყვანა შიგ სხვადასხვა სახეობის ცხოველები და დალოდებოდა გლობალურ კატასტროფას. ებრაელებმა იმგვარად დაამახინჯეს შუმერული მითოლოგია, რომ ენლილისა და ენქის პერსონები გააერთიანეს. მსოფლიო წარღვნის შესახებ ებრაული მითი არის შუმერული ორიგინალის დამახინჯებული პლაგიატი და სხვა არაფერი. იუდაისტები და ქრისტიანები აცხადებენ, რომ „მოსეს ხუთწიგნეული“ (თორა) და მასში არსებული მითები, მათ შორის მითი წარღვნის შესახებ, დაიწერა „ღმერთის“ კარნახით და ჩაგონებით და რომ მას ანალოგი არ გააჩნია, მაგრამ სინამდვილეში, მეცნიერული კვლევების თანახმად ეს არის მტკნარი სიცრუე, დემაგოგია და კილაოზნიკობა. სინამდვილეში ებრაელებს ე.წ. „ღვთაებრივი კარნახით“ სულაც არ დაუწერიათ თავიანთი „მოსეს ხუთწიგნეული“, არამედ ყველაფერი რაც დაწერეს, შუმერებისგან და ბაბილონელებისგან გადაიღეს. ბიბლიაში წერია: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 5). „ინანა უფალმა რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად და შეწუხდა“ (დაბადება, თავი 6 , სტროფი 6). „თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ რომ გავაჩინე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 7). „მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 8). „ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 9). „შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეტი“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 10). „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 11). „გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაეყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 12). როგორც ხედავთ დაბადების წიგნის ამ შვიდ სტროფში , რომლებშიც არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო კაცობრიობა წარღვნის წინ და რა ხდებოდა დედამიწაზე მაშინ, საერთოდ არ არის კონკრეტული ფაქტები იმაზე, თუ კონკრეტულად რა ხდებოდა მაშინდელი ადამიანების საზოგადოებაში, როგორ აზროვნებდნენ ადამიანები და რაში მდგომარეობდა მათი გარყვნილება და ღმერთისგან განდგომილება, მოკლედ რომ ვთქვათ კონკრეტულად რა დააშავეს ადამიანებმა, რისთვის დაისაჯნენ ისინი, ჩვენ ეს არ ვიცით ბიბლიის ამ სტროფებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე ფუნდამენტალისტი ქრისტიანების თითიდან გამოწოვილი ზღაპრები ამ ამბავთან დაკავშირებით სრული აბსურდია და არავითარ ყურადღებას არ იმსახურებს. ეზოთერიკასა და პალეოუფოლოგიაში არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე მოვიდნენ უცხოპლანეტელი ანგელოზები, რომლებმაც დედამიწაზე მოიტანეს უზარმაზარი ცოდნა და სიბრძნე, ისინი დაეშვნენ ჩვენს პლანეტაზე, ცოლად შეირთეს დედამიწელი ქალიშვილები, რომლებმაც ანგელოზებისგან შვეს ჰიბრიდები ანუ ნარევსისხლები, ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ანუ ნიფილიმები. ეს არსებები იყვნენ გიგანტები და ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას და ინტელექტუალურ განვითარებას, ზოგიერთი ვერსიით ისინი ფლობდნენ ზებუნებრივ ფსიქიკურ ძალებს და გააჩნდათ კვანტური ტექნოლოგიების შექმნის უნარი. „როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 1). „დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 2). „ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგან სახელოვანი ხალხი“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 4). ფუნდამენტალისტები ამტკიცებენ, რომ ღვთისშვილები ნახსენები დაბადებაში არიან სეითის შთამომავალნი, ხოლო ადამიანები კაენის შთამომავლები, მაგრამ ეს კრიტიკას ვერ უძლებს და წარმოადგენს აბსურდულ სიცრუეს. დაბადებაში გარკვევითაა ნახსენები ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული სიტყვა, „ღვთისშვილები“ და „ადამიანთა“, ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთიშვილები ნახსენები დაბადებაში არ იყვნენ ადამიანები, აქ ცხადად არიან ერთმანეთისაგან გაცალკევებულნი „არა-ადამიანები“ ანუ „ღვთიშვილები“ და „ადამიანები“. ორი ებრაული სიტყვა ბიბლიაში, სიტყვა „ელოჰიმი“, რომელსაც ფუნდამენტალისტი ქრისტიანები თარგმნიან მხოლობითში და მამრობითი სქესის არსებით სახელად, როგორც „ღმერთს“ და „ბენ-ელოჰიმი“, რომელსაც ისინი თარგმნიან, როგორც „ღვთისშვილებს“, სინამდვილეში წარმოადგენენ ძველ იუდაისტურ და კაბალისტურ მისტიციზმში კოსმიური ენერგეტიკული არსებების იერარქიებიდან ორი იერარქიის სახელწოდებებს და სხვა არაფერს, „ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ქალღმერთები“, ქალური სქესის არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში, ხოლო „ბენ-ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ქალღმერთების ვაჟიშვილები“, გამოჩენილი იუდაისტი მისტიკოსების, ებრაელი რაბინების, მოშე მაიმონიდის წიგნში „მიშნე თორა“ და იად-გა ხაზაკას წიგნში „იასოდა-გა თორა“ მოცემულია ენერგეტიკული (ზეციური) არსებების შემდეგნაირი იერარქიები: ხაიოტ ხა კოდეშები, აუფანიმები, არელიმები, ხაშმალიმები, სერაფიმები, მალახიმები, ელოჰიმები, ბენ ელოჰიმები, ქერუბიმები და იშიმები, ხოლო კაბალისტურ ტრადიციებში მოცემულია შემდეგნაირი იერარქიები: არელიმები, იშიმები, ბენ ელოჰიმები, მალაჰიმები, ხაშმალიმები, ტარშიშიმები, შინანიმები, ქერუბიმები, ოფანიმები და სერაფიმები. როგორც ვხედავთ, ელოჰიმები (არასწორად თარგმნილი როგორც „ღმერთი“) და ბენ ელოჰიმები (არასწორად თარგმნილი როგორც „ღვთისშვილები“), არიან ზეციური, კოსმიური, ენერგეტიკული ზეარსებები, რომლებიც იმყოფებიან კოსმიურ სივრცეში. ნიფილიმების შესახებ წერია ენოქის ძველ იუდაისტურ აპოკრიფულ წიგნშიც, ენოქის პირველ წიგნში (ენოქმა დაწერა 79 წიგნი). სატანისტურ წიგნში „სემიაზას წიგნი“ მოცემულია ტრადიციული ბიბლიური ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებული ვერსია.სემიაზას წიგნის თანახმად ლუციფერი ანუ სატანა არის ბოროტი, უსამართლო, სასტიკი და ამპარტავანი შემოქმედი ცრუღმერთის წინააღმდეგ აჯანყებული სიკეთისა და სინათლის, თავისუფლებისათვის მებრძოლი ღვთაებრივი ანგელოზი და ჭეშმარიტი ღმერთი. სატანიზმის მიხედვით შემოქმედი არის ბოროტი, უსამართლო, სასტიკი და ამპარტავანი, ხოლო ლუციფერი ანუ სატანა კეთილი და ბრძენი, ლუციფერი არის სიბრძნის, ცოდნის, სიყვარულის და მშვიდობის ღმერთი. სატანიზმის მიხედვით სატანა-ლუციფერი იყო ის ვინც ზეციური ანგელოზების ერთი მესამედი გაანთავისუფლა ტირანი შემოქმედის დესპოტური კლანჭებისგან და ის ვინც კაცობრიობას მოუტანა ცოდნა (გველის სახით ედემის ბაღში და შემდეგაც არაერთხელ). სემიაზა და დანარჩენი 199 ანგელოზი ჩამოვიდნენ დედამიწაზე რათა ადამიანთათვის ცოდნა მოეტანათ და დემიურგის მზაკვრული კლანჭებისგან ეხსნათ. ეზოთერიკისა და სატანიზმის მიხედვით ბიბლიურმა დემიურგმა კაცობრიობა ნიფილიმების გამო დაღუპა, რადგანაც ადამიანები, ნიფილიმები და ანგელოზები ბიბლიურ დემიურგს აღარ ემორჩილებოდნენ.როდესაც ნოე კიდობნიდან გამოვიდა, მან სისხლიანი მსხვერპლი აღუვლინა ბოროტ დემიურგს, ბიბლიურ მამაღმერთს, რომელიც სინამდვილეში ბოროტი დემონია და არა ღვთაება. ნოემ მოკლა ცხოველების გარკვეული ნაწილი, დაანთხია მათი სისხლი და შეუკეთა სამსხვერპლო ცეცხლი, რაც ბიბლიურ დემიურგს ძალიან ესიამოვნა. „აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე“ (დაბადება, თავი 8, სტროფი 20). „იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი“ (დაბადება, თავი 8, სტროფი 21). დაბადების ამ სტროფებში პირდაპირ ჩანს ნოეს და მისი „ღმერთის“ ბუნება. ნოე არის მკვლელი, ხოლო მისი „ღმერთი“ საზიზღარი ტირანი და სადისტი. გნოსტიკურ ქრისტიანობაში, ჰერმეტიზმში, თეოსოფიურ მოძღვრებაში, ანთროპოსოფიურ სწავლებაში, ეზოთერიკაში, ოკულტიზმში და აღმოსავლურ დჰარმულ მოძღვრებებში (მაგ. ინდუიზმში, ჯაინიზმში და ბუდიზმში) ცოცხალი არსებებისათვის ზიანის მიყენება და მოკვლა ითვლება საზარელ უზარმაზარ ცოდვად. ბუდიზმში და ჯაინიზმში აჰიმსას ანუ არაძალმომრეობის, არაძალადობის დოქტრინა ყველაზე ძლიერად არის განვითარებული, ჯაინიზმი და ბუდიზმი მთელ მსოფლიოში ორად-ორი მოძღვრებაა, რომლებშიც აჰიმსას დოქტრინა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, ამ ორ სწავლებაში აჰიმსას იდეა ყველაზე მკვეთრად არის გამოხატული და ყველაზე კარგად და ცხადად არის გაგებული და აღქმული. ჯაინიზმისა და ბუდიზმის თანახმად აჰიმსას საპირისპირო ქმედება, ჰიმსა ანუ ძალმომრეობა, ძალადობა, ადამიანის ცნობიერებაში იწვევს ნეგატიური კარმული ენერგიის დაგროვებას, ცნობიერებაში დალექილი ნეგატიური კარმული ენერგიის გამო, ადამიანი იძულებულია განიცადოს რეინკარნაცია, გარდაცვალების შემდეგ, თავისი ნეგატიური კარმული დანალექებით განპირობებული, ადამიანი ფსიქიკური სხეულით იბადება ჯოჯოხეთში (ჯოჯოხეთის ერთ-ერთ სამყაროში), სადაც იგი რჩება რამოდენიმე საუკუნიდან რამოდენიმე მილიარდი წელი ჯოჯოხეთის დროით, მაშინ, როდესაც დედამიწაზე ამ დროს შეიძლება გავიდეს ერთი, ათი ან ასი წელი, ჯოჯოხეთში შეიძლება გავიდეს ათასი, ასიათასი, მილიონი ან მილიარდი წელი და ყველაზე დიდი ტრაგედია მდგომარებს იმაში, რომ ადამიანი იმ დონეზე გრძნობს ჯოჯოხეთში გატარებულ თითოეულ წამს, რომელიც აღსავსეა ტანჯვა-წამებით, რომ ჯოჯოხეთში გატარებული დრო უსასრულობად და მარადისობად ეჩვენება, მაგრამ ამასაც საბედნიეროდ აქვს დასასრული, როდესაც ნეგატიური კარმისგან განპირობებული დადგენილი სასჯელი ამოიწურება, ადამიანი ჯოჯოხეთიდან ამოდის კვლავ დედამიწაზე და ხელახლა იბადება ახალ ფიზიკურ სხეულში. ჯოჯოხეთში ყოფნა კი სრულდება, მაგრამ ხელახალი ფიზიკური განხორციელების შემდეგ ადამიანის ტანჯვა-წამება არ სრულდება, ის უბრალოდ მცირდება და მეტი არაფერი, ტანჯვა გრძელდება და ადამიანი ახალ ფიზიკურ ინკარნაციაშიც განაგრძობს კარმული სასჯელის მიღებას, ის კი თავისუფლდება ჯოჯოხეთისგან, მაგრამ კარმული სასჯელი არ იწურება, იმიტომ რომ კარმა განაგრძობს არსებობას. თუ ახალი ფიზიკური ინკარნაციის დროს ადამიანი განაგრძობს კარმის (ნეგატიური კარმის) დაგროვებას, ყველაფერი მეორდება, კარმული სასჯელის კასკადი უსასრულოდ გრძელდება, იქამდე სანამ ადამიანი არ განუდგება მატერიას, არ განახორციელებს ჯნანა-იოგას და ტანტრა-იოგას, მათი მეოხებით არ მიაღწევს სულიერ გასხივოსნებას და არ გახდება დჰიანა ბუდა ან დჰიანა ბოდჰისატვა, ზეგანღმრთობილი წმინდა ზეარსება, რომელმაც შეძლო და მოსპო საკუთარი კარმა. დჰიანა ბუდები და დჰიანა ბოდჰისატვები არიან გასხივოსნებული ზეარსებები, რომლებიც უკვე აღარ განიცდიან რეინკარნაციას და მეტი აღარასოდეს დაიბადებიან, არც ჯოჯოხეთში (ნეგატიური კარმით განპირობებული), არც ფიზიკურ კოსმოსში (დადებითი და უარყოფითი კარმის გამო), არც სამოთხეში (დადებითი კარმით განპირობებული). ჯაინისტური და ბუდისტური ფილოსოფიის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ნოე არის ბოროტი და ცოდვილი ადამიანი, პირისხლიანი მკვლელი, სადისტი და არა მადლმოსილი და მართალი კაცი, როგორც ამას ბიბლია ამტკიცებს. ნოე ისეთივე ბოროტმოქმედი სადისტია როგორიც მისი „ღმერთი“. ბიბლიური ღმერთი ნოეს ეუბნება: „თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი“ (დაბადება, თავი 9, სტროფი 2). „ყველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ, როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს“ (დაბადება, თავი 9, სტროფი 3). ბიბლიური ღმერთი რომელიც არის სადისტი და ტირანი, აქ ნოეს და მის შთამომავლობას პრაქტიკულად აძლევს უდანაშაულო ცოცხალ არსებათა, ცხოველთა, ფრინველთა და ზღვის არსებათა ლეშის ჭამის უფლებას, ის აძლევს ნოეს და მის შთამომავლებს იმაზე კურთხევას, რომ მათ ინადირონ საბრალო ცხოველებზე, ფრინველებზე, თევზებზე და სხვა ცოცხალ არსებებზე, გულგრილად და უმოწყალოდ მოკლან ისინი და ჭამონ მათი გამოშიგნული ლეში. ბიბლიური ღმერთი ნოეს და მის შთამომავლებს ეუბნება, რომ მათ აქვთ სრული უფლება და თავისუფლება იყვნენ ლეშიჭამია მკვლელები და ამითი ადამიანებს ნეგატიურ კარმულ მოქმედებებზე აქეზებს, რადგანაც მან, როგორც მატერიალური ვნებებისა და სურვილების მმართველმა ბოროტმა სულმა იცის, რომ კარმული ენერგიის დაგროვების შედეგად ადამიანები ჩათრეული იქნებიან რეინკარნაციის წრეში. ნოეს „ღმერთი“ აშკარად ჰიმსას (ძალმომრეობის) მომხრე შავბნელი არსებაა. ეს არის აჰიმსა-ვრატას (არაძალადობის, არაძალმორეობის, ზიანის არმიყენების აღთქმის) პირდაპირი დარღვევა რაჯასის (ვნების, აგრესიის) და ტამასის (უმეცრების) მოდუსების ზეგავლენით. ბიბლიური ღმერთი ქადაგებს იმას (უდანაშაულო პირუტყვთა კვლას და მათი ლეშის ხარბად ნთქმას), რასაც ჯაინისტები და ბუდისტები (და არა მარტო ისინი) აგერ უკვე 4000 წელია ებრძვიან და ცდილობენ დათრგუნონ. ჯაინისტები და ბუდისტები ცდილობენ არავის (არცერთ ცოცხალ არსებას) არ მიაყენონ ზიანი, სულიერად განიწმინდონ სათნოებაში, იყვნენ მოწყალენი და თანაგრძნობით აღსავსენი ყველა ცოცხალი არსების მიმართ და მიაღწიონ სულიერ გასხივოსნებას, რათა დაძლიონ რეინკარნაციის წრებრუნვა და გადავიდნენ ყოფიერების უმაღლეს განზომილებაში, ხოლო ბიბლიური ღმერთი ამის საპირისპიროდ ქადაგებს ძალმორეობას და მტაცებლობას, იგი ადამიანებს ურჩევს იმის საპირისპირო ქმედებების შესრულებას, რომლებსაც აქვთ ადამიანის რეინკარნაციის წრებრუნვისგან გამოსხნის უნარი და ამით პირიქით ითრევს უსასრულო გარდასხეულებებში, იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს მისგან თავის დაღწევაში. ბუდას განსხვავებით ბიბლიური „უფლისგან“ არ სიამოვნებს მოკლული ცხოველის გვამის სურნელი.
×
×
  • შექმენი...