Jump to content
Planeta.Ge

Dakaray

პლანეტელი
  • პოსტები

    182
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Dakaray

  1. laci არ შეიცვლება არაფერი, ბოზანდარობა ეს ანტიკური ხანის პროფესიაა, რომც ებრძოლო კულისებში მაინც იმაიმუნებენ, აგერ ისრაელში და არაბულ ქვეყნებში ქვებით ქოლავდნენ მრუშებს მაგრამ სიცოცხლის რისკის ქვეშ მაინც სატელიტი ანტენასავით ქონდათ აშვერილი ფეხები, რომ გაალეგალო კიდევ ლეგალურ ბორდელში არავინ არ გაჩერდება, ვინაიდან და რადგანაც ასეთებს მაღალ გადასახადებს დაუწესებენ იატაქქვეშა ბორდელები ფასებს დასწევენ და მივიღებთ როგორ სიტუაციას იცი? აი გარევაჭრების ამბავი გეხსომება ხალხი ბაზარში რო აღარ შედიოდა და ქუჩაში რო ყიდულობდა საკვებს. იჯდება ის ბოზი იმ ლეგალურ ბორდელში 1 თვე რომ ნახავს რო არავინ არ შედის, იტყვის თქვენი ლეგალიზაციის დედაც ვატირეო გამოიქცევა იქიდან და მშობლიურ როენას მიეტმასნება მაინც, ეს სისტემა მხოლოდ მაშინ მოქმედებს როდესაც არალეგალურ პროსტიტუციას მომხმარებელი არ ყავს, აქ კიდევ აგერ თამარ მეფის გამზირზე დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს გვერდით არის ბორდელი გახსნილი და მიუხედავად იმისა რომ პროსტიტუციის ბუნაგის მოწყობა დანაშაულია და კანონით დასჯადია, ამ დაწესებულებას რომ ეწვიო სამმართველოს სამორიგეოსაგან ვერ გაარჩევ, უბნის ინსფექტორით დაწყებული საცა ვინმე დედამ დაწყევლა ყველა იქ ზის თაიგულივით. ჯონდიკო ეხლა უბრალოდ ტაკუცებს ათამაშებს თორემ ბათუმს მასწავლის ვინმე? აჭარლებს ის უტყდებათ თავად რომ ვეღარ დაბოზანდარაობენ ძველ ზაბიგალოვკებში გგონია მართლა გულზე ხვდებათ და სწუხან უზბეკ გოგოს თურქი იხმარს ტუ ტაჯიკს ყიზილბაში?
  2. ჩასწერეთ, ძვირფასო მასწავლებელო და კოლეგავ, ფრენოლოგებმა განაცხადეს რომ ხვალ საღამოს გაფრინდებიან, იდეის აუცილებელი მარცხი გამოიწვევს მენტალურ შოკს, მუდამ მზადყოფნაში მაქვს, თქვენი უსაყვარლესი რეცეპტი, ბროწეულის წვენის ოყნები და აბი გლუკოზა. კუჭუხიძევი. გიჟი ეძახეთ მაგას ბიძიკო და ქე დაფრინავს სადაც უნდა ფრიიიიი. გიჟები მე მგონი ჩვენ უფრო ვართ ასეთ შლეგს რო თავზე ვისვავთ.
  3. laci კაი გენაცვალე ბოზმანდატურთუხუცესებიღა აკლია საქართველოს.
  4. აზრი ძალიან, კარგი მიხარია ეს რომ ასეა, ჭეშმარიტ ქრისტიანს მტრის სიყვარულიც უნდა შეეძლოს და მაწყევრის ლოცვაც. ეგ მეც მძულს, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ თავად, მაგრამ უსამართლობას, უღვთობასა და მწვალებლობას, ვერც მე ვერ შევეგუები ჩემს ეკლესიაში.
  5. უცხო_პლანეტელი ვიცი: მაგალითად თითებში სახაზავის (მსხვილტანიანი ლინეიკის) ჩარტყმა, კალიგრაფიის გამოსასწორებლად. თმის ბაკებიდან აწევა (ჩვენმა ცხონებულმა დამრიგებელმა იცოდა მკურნალობის ეს მეთოდი) ხელუკუღმა ტკაცანი ტუჩებში, (გეოგრაფიის მასწავლებლის სუპერუდარი იყო) სათესლე კვერცხებზე ვითომშემთხვევით ხელის მოჭერა (გასათხოვარი რუსულის მასწავლებლის საფირმო ნიშანი გახლდათ) ძუძუს თავის გამოწევა და დატრიალება (მათემატიკის მასწავლებელს აყავდა ხოლმე კვადრატში კერტი) და ა.შ მრავალი და მრავალი :viking: ეხლა როგორ არის არ ვიცი მაგრამ ჩემს დროს იყვნენ ბავშვები რომლებსაც გაჭირვების გამო ფეხსაცმელებიც კი არ ქონდათ რომ სკოლაში ევლოთ და სახლში თავდაუზოგავად ემზადებოდნენ აი მათ გაცდენების გამო ნიშანს არავინ აკლებდა იმიტომ რომ ნებისმიერი მასალისთვის თითი რომ დაგედო ზეპირად ჩაგაბარებდნენ.
  6. უცხო_პლანეტელი იმიტომ რომ ნიშანი ინტელექტის შემფასებელია და არა აკადემიური მისწრების, ჩემს დროს ვინც აცდენდა არა ეწერებოდა, ჰო და მერე მშობელი და კლასის დამრიგებელი ერთად უხათქუნებდნენ ნეკნებში გამცდენს, ეს არ იყო ჰუმანური მეთოდი, მაგრამ ეფექტური იყო, როგორ მე სკოლის გაცდენის გამო ის ნიშანი დამაკლო რომელიც ჩემს ინტელექტს აფასებს აბა მითხარი ლოღიკა ჩკაა? თბილისის ზღვას ზღვა ერქვას და სევანისას ტბაა?
  7. alex ადამიანმა ღმერთი შეიძლება დაგმოს სიტყვით და საქმით, როგორ ფიქრობ რომელი გმობა უფრო მძიმეა?
  8. Siknadmo პარაზიტული ეძახე შენ და გულისაკენ მიმავალი გზა რომ კუჭზე გადის არც ეგ დაგავიწყდეს, მშიერი ტიტველი და სიცივით გაყინული რომ იქნები ადამიანი და მაღალზნეობრივ იდეალებზე დაგიწყებენ ყბედობას თან გეუბნებიან მიდი გინდა თუ არა და ბედნიერი იყავიო და გაიღიმე, თვალებგაბრწყინებულმა იარეო აი ეს არის სისულელე, რომ ჩხავიან აი ამას ვაშენებთ და აი იმას ვაკეთებთო, მე და ჩემნაირებს რა ხეირი აქედან? რა ხეირი მაქვს მითხარი ახლადგარემონტებულ საავადმყოფოში რომ მეპატიჟება სააკიანი დედამისი დაწვეს იქ, უახლოესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოში აპენდიციტის ამოჭრას 700 დოლარი რომ უნდა მეკითხება გაქვს თუ არა ის 700 დოლარიო? ამას წინათ ცოლი მყავდა მიყვანილი 1 სამშობიაროში და 2500 ლარი მომთხოვეს მშობიარობის ხარჯები, მე ვუთხარი ბიძიკო 2500 ლარი მომეცი და გაზრდილ ტყუპს მოგიყვან აქეთ თქო. რა ხეირი უბრალო ხალხს ამ ბროლის კოშკებით იყოს 1000 სასტუმრო, მე რაა? თუ ხელი არ მიმიწვდა იქ დასვენებაზე? მე ამას ვერ ვიტყოდი, ძალიან ცუდი რომ ამერიკელებმა მოახერხეს და საბჭოთა კავშირი შიგნიდან დაშალეს. ხალხის დეგრადაცია სოციალიზმის ბრალი კი არ არის მეთაურების სისუსტის ბრალია. კიი იყო კორუფციაც იყო, მოტეხვის საშუალებაც, მაგრამ მაშინ თუ ვიღაც იპარავდა შენ მშიერს არ გტოვებდა დღეს კი იპარავენ და შენ მშიერს გტოვებენ განსხვავებას ხედავ? 1000 მანეთს თუ საწყობის გამგე მოტეხავდა 200 მანეთს მუშას მოატეხინებდა, ეხლა მუშას სამში გრძელი საწყობის გამგეს ყველაფერი. რუსის ნატაშაზე არ მაქვს მხოლოდ საუბარი, ეგ რუსის ნატაშა ბონუსი იყო იმ სიამოვნებებისა რაც რეალურად შეგეძლო მიგეღო საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში. ძალიან ცუდია რომ არ აღდგება, საბჭოეთის აღდგენა არ არის საჭირო სოციალისტური წეს წყობილება უნდა აღდგეს სადაც თანასწორი იქნება ყველა. თანაბარუფლებიანი და აღარ იქნება მდიდარ ღარიბი არამედ მდიდარი და საშუალო ფენა მოსახლეობისა.
  9. Siknadmo არც არაფერი, ვისაც კი ახსოვს კომუნისტური წეს წყობილება ყველა ბედნიერად იხსენებს იმ გარდასულ დროს, მე უკმაყოფილო ადამიანი, მშიერი, უმუშევარი და მათხოვრად ქცეული, გაბარიგებულ გაბომჟებული არავინ მინახავს საბჭოთა კავშირის დროს, საკვებიც უფრო მაღალხარისხიანი იყო, ხელმისაწვდომიც ნებისმიერი საკვები, ნებისმიერი ოჯახისთვის, პენსიებიც ნორმალური იყო, ხელფასებიც და ადამიანებიც ბედნიერები იყვნენ. კომუნალურებს ვინ უყურებდა და ვის ქონდა იმის შიში აი დენს გამითიშავენ და აი გაზს გადამიკეტავენო? დღეს რომ ცინიკურად იხსენებენ 37 მანეთად მოსკოვში ფრენის ამბავს რაა არ დაფრინავდნენ თუ ვერ გულაობდნენ მოსკოვში და რუსის ნატაშებთან ვერ კოტრიალობდნენ? მიდი აბა დღეს მოსკოვს თავი გაანებე შენს ქვეყანაშივე ბათუმში წადი დასასვენებლად ზაფხულში თუ მინიმუმ 2000 დოლარი არ გიდევს აზრი არ აქვს ოჯახთან ერთად ბათუმში ჩასვლას, დღეს ბურჟუაზიულ კაპირალისტური წყობილებისას ორი კლასია დამქირავებელი და დაქირავებული, დამქირავებელი გულაობს დაქირავებული წელებზე ფეხს იდგავს რომ დამქირავებელმა იგულაოს. ვერ დაგარწმუნებ ვერანაირად, ამისი მეც არ მწამს. არანაირი პერსპექტივა არ აქვს ამისი. მართალი ხარ, კაცთმოძულეობა არ მახასიათებს მაგრამ თურქებსა და ირანელებს როგორც ჭირი ისე ვერ ვიტან, სად რუსეთი სად თურქეთი? რუსთან სუფრაზე დავჯდები, თურქთან ვერ დავჯდები და არ დავჯდები.
  10. newstudio არ ცხვენიათ მაინც ამ საცოდავებს? უარესს გეტყვით ვისაც ახსოვს ადრე რუსეთიდან დეპორტირებულ ხალხს რომ აყოლებდნენ ინტერვიუებში როგორ სასტიკად ექცეოდნენ თურმე ომონის თანამშრომლები, ერთ ერთი ასეთი ზღაპრის მთხზველი იყო ჩემი მეზობელი რომელიც ვიღაცის სიდედრი ან მამიდაშვილი კი არ არის თავად არის ოპერ მუშაკი, აი ოპერებს ასაუბრეს რაღაც გამოგონილი ლეგენდები და დიდი ამბავი ეხლა თუ ძაღლის სიდედრი გამოიყენეს გასაპიარებლად
  11. mama იმიტომ რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ ჭირდებათ ისეთი ძირმაგარა როგორიც საქართველოა, ეს აბრეშუმის გზები და ეს ევროპასა და აზიას შორის გადებული ხიდი და ა.შ არის კეთილი ზღაპრები, აღარ არის ის ეპოქა გეოპოლიტიკური მნიშვნელობით რომ იყო საინტერესო საქართველო, ევროკავშირი აშშ–ს გულის მოსაგებად და გაერო კიდევ რუსეთის დასაკნინებლად, ათამაშებს საქართველოს პაწია თაგუნასავით, თორემ აქამდე ნატოს წევრ ქვეყანა უნდა ვიყოთ უკვე, არ ვჭირდებით და არ გვიღებენ, დავჭირდებით? მიგვიღებენ, აი ამჟამად იმის საჭიროებას ვერ ხედავენ რომ საქართველოს გამო ღიად რუსეთს დაეჯახნენ და დროს წელავენ, ერთ ადგილს ტკეპნიან, თურქეთი სულ რაღაც 25 წელია რაც გაიქაჩა თორემ პირველად რომ საზღვარი გაიხსნა თურქეთთან საქართველოდან აქოთებული საცვლები რომ ჩაგეტანა იმასაც კი იყიდნენ, ბედუინი პაპუასებივით დაშლიგინობდნენ, დღესაც არ გამოირჩევიან რაღაც ინტელექტითა და კულტურით მაგრამ აი ასეთ მდგომარეობაში იყო 25 წლის წინ, მაგრამ აწყობდათ და პირველი თურქეთი მიიღეს ნატოში, რაღაც სტანდარტები კი არ წაუყენეს და ჯარს თუ ტყავის ბათინკები არ ეცმევა ისე ვერ მიგიღებთო და რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით დოს მარილი აკლია ბაზარი კი არ გაუშვეს, ეგრევე მიიღეს, თქვენ წარმოიდგინეთ ბევრ ევროპულ წვეყანაზე ადრეც თუ არ ვცდები გაეროში 1945 წელს მიიღეს და ნატოში კიდევ 1963 წელს მიიღეს, ევროსაბჭოს დამფუძნებელ ქვეყანათა რიცხვში შედის და ევროსაბჭოს უშიშროების საბჭოს წევრიც კი იყო ვეტოს უფლებით და ეს იმ დროს ხდებოდა როდესაც ტილიანი მაიკებით დარბოდნენ და წერა კითხვა თითებზე ჩამოსათვლელმა ხალხმა იცოდა. დაჭირდათ და გაქაჩეს, ყველანაირი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე, ეს რასაც სააკიანი ყბედობს და ოცნებობს ნატოსთან და ევროსივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის მკრეხელური ფანტაზიები და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, ევროპელ პოლიტიკოსებსაც კიდიათ, შეშფოთდებიან, შემოშფოთდებიან, ყასიდათ იტყვიან ათასჯერ ნათქვამ სიტყვას "ნატოს კარი ყველასთვის ღიააო" და ბოლოს აღმოვაჩენთ რომ თურმე რაღაც სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებთ, აშშ–საც საქართველო დროებით ჭირდება ახლო აღმოსავლეთსა და ირანში სიტუაციის საკონტროლებელ აეროდრომად თორემ ამერიკელი შენ რამეს მოგცემს თუ არ წაგართვა? ჰო და აი ეს საჭიროებები რომ ამოიწურება 10 წლის შემდეგ იქნება თუ 20 წლის შემდეგ დაიხურავენ ბიძიკო ქუდს და დაიკიდებენ ამ პატარა ძმასა და პარტნიორ საქართველოს, დარჩება ვინ? დიდი და ძლიერი მეზობელი. ან ამ ყველაფერს რად უნდა დიდი ფილოსოფია, მიკრომოდელი წარმოიდგინეთ და მიხვდებით რა, კარის მეზობელს რომ მოიძულებ და ცხრა მთას იქით გაიქცევი რაღაც ილუზიებში ახლართული რაღაც გაურკვეველი იმედებით ეს ნორმალურია თუ არანორმალური? გაბოზება არ ქვია მაგას, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, რის სანაცვლოდ? სამხედრო ბაზების ყოფნის სანაცვლოდ, იმ ბაზებს სომხებსა და აზერბაიჯანელებს კი არ ანახვინებენ, საკუთარი რესურსით ინახავენ, ეს კი თავის მხრივ რეგიონში მშვიდობის გარანტია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვთ რუსეთთან და გულაობენ სომხებიც და აზერებიც, ქართველებს რა დარჩათ? არც არაფერი, ნერვებისგლეჯის გარდა და თურქეთში ტანტალის გარდა, სადაც თუ კი ერთხელ ვინმე ყოფილა კარგად ეცოდინება სტამბოლის ახსარაი რომ მამლუქში ნანახი მონათა ბაზრისაგან არაფრით არ განსხვავდება და არაოფიციალურად მაგრამ მაინც პირდაპირ ადამიანური რესურსით მიდის ვაჭრობა, ქალებს საროსკიპოები ყიდულობენ, კაცებს პლანტაციის მფლობელები, არ იმუშავებ? გამოგჭრიან ყელს და ზღვაში გაგისვრიან, წადი და იხტუნავე მერე აი ეს უნდოდა სააკიანს და აი მიიღო კიდეც რაც უნდოდა, დაიჩაგრა ქართველი ხალხი. მე ვფიქრობ რომ ბოლოდროინდელი ამბავი ანუ ეს ქართული ოცნების უცბად გამოჩენა ეს ივანიშვილის ამბიციები და ა.შ უსისხლოდ მშვიდობიანად რუსეთთან სიტუაციის მოგვარების შანსია, მაგრამ ამასაც თავის დიდი მინუსი აქვს, ივანიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რაც ვფიქრობ რომ გარდაუვალია, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გამოემშვიდობება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
  12. mama ვახ კაცო გადამრევთ რა, საფრთხეს ვერ ათვიცნობიერებთ თუ რა ხდება ვერ გავიგე, მარტივ გლეხურ ენაზე დავწერ, რუსეთი გეუბნება ძმაო აი ეგრე ბეზპრიძელი ვარ, აბიჟნიკი, უნდა მოვიდე და ჩაგჩექმოო და მახატია ვინ აღშფოთდება და ვინ შეშფოთდებაო, შენ იმის თავი არ გაქვს რომ თავი დაიცვა, არადა უეჭველი ჩაგჩექმავს, ერთადერთი რაც დაგრჩენია არის ის რომ ძლიერი ძმაკაცი ნახო და ჩერეზ იმით იბლატაო, ის ძმაკაცი როდესაც მიგატოვებს იცი რა დაგრჩება გასაკეთებელი? 2 ვარიანტი, ან გააგრძელო მარიაჟობა და იძახო ვერაფერს დამაკლებსო და მოვა და რეალურად მაინც ჩაგჩექმავს, თან ყოველ მიზეზ გარეშე, ან კიდევ შენ თავად მიხვიდე და უთხრა, ბოდიში მაპატიე, მივქარე რომ ძლიერ ცხრა მთას იქით მყოფ ძმაკაცს შევეკარი შენს წინააღმდეგო. ეს ამბიცია საიდან ჩნდება ჩემამდე არ მოდის რომ რაღაცა მანქანებით დამოუკიდებლად შევძლებთ თავის დაცვას რუსეთისაგან, გეკითხები შევძლებთ თუ ვერ შევძლებთ? აი ამაზე მაინტერესებს პასუხი, ხო ვერ შევძლებთ არა? ჰო და აბა რაღაზეა საუბარი ვინმეს ეჭვი ეპარება რომ საქართველოს თუ საერთაშორისო მხარდაჭერა მოეხსნა რუსეთი რო გაგვიგდებს, ამაში ეპარება ვინმეს ეჭვი? ამაში ვისაც ეჭვი ეპარება იმან პოლიტიკის განყოფილებაში ნამდვილად არ უნდა პოსტოს. არ ხდება ასე რა ბაბაც მინდა და ჩიჩიაც, ორივე კარგია მაგრამ სად არის? რეკლამებშია ეგ მხოლოდ რეკლამებში. და ნათელაშვილის ფანტაზიებში კიდე.
  13. mama და თქვენ ამ ანდაზის შესახებ არ გსმენიათ? "ორი ტრაკის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო"? აა, თუ ეგ კურდღლებზეა, ბოდიშით. რაღატომღაც ქართული მხატვრული ფილმი გიორგი სააკაძე გამახსენდა შადიმან ბარათაშვილი რომ კარს მომდგარი ირანული არმიით მანიპულირებს და ოსმალთ ჯარის საქართველოზე გატარების ნებართვას რომ თხოვს. მოაწერე ფირმანს ხელი მეფეო. მეფე უარზეა სანამ მის დას თავზე ბადეს არ გადააცმევენ ყოყმანობს ბარათაშვილი აგრძელებს: სულ მუდამ ასეთ გაწბილებულ მდგომარეობაში იქნები მიაწერე ფირმანს ხელი მეფეო. ადგა და დახია ის ფირმანი მეფემ, ანუ ოსმალეთიც დაიკიდა და ირანიც, რა მოყვა ამას? ომი. მართალია იმ ომში გაიმარჯვეს ქართველებმა უბადლო მხედართმთავრის გიორგი სააკაძის წყალობით, მაგრამ როდემდე გაგრძელდა ეს დასტოინობა? გადაიკიდა ერთიც და მეორეც ჯერ კიდევ მაშინ ეძებდა საქართველო რუსეთის უკანალში შესარწევ გზებს, როგორც ერთმორწმუნე ერის და მაშინაც დილემის წინაშე იდგა, ირანი თურქეთი თუ რუსეთი და დღეს 21–ე საუკუნეში, ატომური იარაღის ეპოქაში, მაშინ როდესაც აზრი ეკარგება სახმელეთო საზღვაო და საჰაერო ბრძოლებს, თუნდაც მცირე ხნით შეძლებს "დასტოინობას" საქართველო ისეთი გიგანტების წინაშე როგორიც რუსეთი ან თურქეთი ან კიდევ ირანია? ვერ შეძლებს ვეღარ შეძლებს, მაშინ წარსულში კიდევ აზრი ქონდა ბრძოლას ხმლითა და შუბით დღეს? დღეს რითი უნდა დაიცვა თავი ან ირანის ან თურქეთის ან რუსეთის ესკადრელიისაგან? დიდგორი რო მოიგონეს ქართული ჩხლართი ხელით მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს რომ ვერ უძლებს მაგ დიდგორით გვინდა ჩვენ კასეტური ჭურვების წინააღმდეგ ბრძოლა თუ სააკაშვილის მჭევრმეტყველობით? ჩვენი შეიარაღებითა და სამხედრო რესურსით დიდი დიდი სასომხეთსა და აზერბაიჯანს ვეპაექროთ მორჩა.
  14. აზრი თქვენს პოსტებს გადავხედე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მართლმადიდებლებისადმი სიყვარულით არ გამოირჩევით, სიმართლე რომ ვთქვათ არც ისინი გეფერებიან მაგრამ როდესაც ამას წერთ: რამდენად მოდის შესაბამისობაში თქვენს პოსტებთან? შეძლებთ კი მართლმადიდებლის შეყვარებას ისე, როგორც იმის ვინც თქვენს ძმად იწოდება?
  15. dire ხეირი იმაშია, რომ ვალოდია მხოლოდ იმას ჟიმავს ვინც "ატამანზე" წინ ხტუნაობს, ძია სემი კი განურჩევლად ყველასა და ყველაფერს რაც მოძრაობს, შეიძლებოდა რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და ვითარების ასე უკიდურესად დაძაბვის თავიდან აცილება, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს არ ეყო დიპლომატია, ეთამაშა ორ ფრონტზე ისე რომ "არც მწვადი დაეწვა და არც შამფური", იმიტომ რომ დილეტანტია. ჭკვიანიაო იძახიან, ჭკვიანი კი არა უდონო სულელია, ჩიხში შეიყვანა სახელმწიფო, დილემის წინაშე დააყენა ხალხი და ეხლა კი აღარ არის გამოსავალი, მესამე რაღაც ბედნიერი გზა, დასტოინობას რომ უწოდებ აი ის, ერთადერთი რაც რუსეთს აკავებს, რომ სამაგალითოდ არ დაგვსაჯოს ეს ევრო კავშირის წევრ ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერაა და აშშ-ს ინტერესები ჩვენს რეგიონში, თუმცა შარშანწინდელი წყენები ახსოვს დიდ დათვს და არ მგონია ამან უკვალოდ ჩაიაროს, მე მხოლოდ ის მსურს, რომ უბრალოდ მარტივი რამ გაიგო, მიგვატოვებს ევროპა და აშშ? დარხეული გვაქვს. ეს არის ისეთი მარტივი რაღაც, როგორც ორჯერ ორი, რომ ოთხია. ან ნებაყოფლობით უნდა ვთქვათ უარი აშშ-სთან თანამშრომლობაზე და ძველი კავშირები აღვადგინოთ რუსეთთან, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით დაწყებული მათი სამხედრო ბაზების მფარველობის იმედით დამთავრებული, ან კიდევ ევროსივრცეში ინტეგრაციისაკენ უნდა ვისწრაფოთ რასაც ისედაც აკეთებენ დღევანდელი ხელისუფალნი, მაგრამ სამწუხაროდ არც ნატოს და არც ევროკავშირს უკანალზე ახალი ძირმაგარა არ ჭირდებათ საქართველოს სახით. ოსები და აფხაზები რომ გაჯობებენ ჭკუით აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, კოკოითი ან ბაღაფში რატომ არ გარბოდნენ ამერიკაში რა გზა არ იცოდნენ?
  16. აზრი მე არ მიყვარს და ამაზე ვწუხვარ, ვერ შევძელი ყველას სიყვარული და ეს კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი სრულყოფილია ადამიანი კი უძლური და ცოდვისაკენ მიდრეკილი, მე ვფიქრობ, რომ ადამიანს არ შეუძლია დამოუკიდებლად უყვარდეს სრულყოფილი სიყვარულით, ასეთი სიყვარული მას ღმერთმა უნდა შეაძლებინოს. რაღაც გარდატეხა უნდა მოხდეს ადამიანის ცნობიერებაში, რაღაც აფეთქების მსგავსი რომელიც გამოცვლის მას. მოდით ვაღიაროთ ადამიანი არსით ბოროტისკენ უფროა მიდრეკილი ვიდრე სიკეთის ქმნისკენ, ასეთია ადამიანის ცოდვილი ბუნება, ამ ბუნების მძლეველია სიყვარული. ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველას ყველაფერი გაგვიგია, მაგრამ არ ვასრულებთ, იმედია თავის მწყალობელი ბუნებით გაითვალისწინებს ღმერთი ჩვენს სისუსტეებს და დაგვეხმარება რომ შევძლოთ მტრების სიყვარულიც კი, დაგვეხმარება რომ დავლოცოთ ჩვენი მაწყევრები.
  17. აზრი კარგით მაშინ ჩემს მიერ გახსნილ თემაში რომელიც სიყვარულს ეხება დატოვეთ თქვენი კომენტარი.
  18. მოციქული პავლე შესანიშნავად გადმოგვცემს სულიწმიდის სიტყვას. 1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. თქვენ რას იტყვით ძვირფასო თანაფორუმელებო სიყვარულის გარეშე შესაძლებელია კი ქრისტიანს პრეტენზია ქონდეს ქრისტიანობაზე? შესაძლებელია ცალი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორეთი ძმას ახრჩობდე? გვიყვარს კი ნამდვილად ჩვენი მტრები ისე როგორც ჩვენმა უფალმა მოგვიწოდა? თუ ეს ყველაფერი მოჩვენებითია? თუ მხოლოდ სიტყვით გვიყვარს და გულით შორს ვართ უფლისგან, როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს გიყვარდეს? რას ნიშნავს სრულყოფილი სიყვარული? შეძლებთ კი გიყვარდეთ ყველა განურჩევლად?
  19. აზრი თქვენ სცეემთ ღვთის სიტყვას პატივს?
  20. planetanews მანდატურის ინსტიტუტი გადასახედი კი არა გასაუქმებელია, მაბეზღარა გამცემ "კომკავშირელებს" რომ ზრდიან ეს ახალი ამბავი არ არის, სკოლები რომ გასამხედროვებულ კადეტთა კორპუსებად გადააკეთეს არც ეს ამბავია ახალი, ბავშვის ფიზიკურ და მორალურ აღზრდას ოჯახი და პედაგოგი უნდა უზრუნველყოფდეს, სულიერ და ფსიქიკურ აღზრდას კი სასულიერო პირნი და ფსიქოლოგები, ოღონდ აქ ფანატიკოს მღვდლებზე არ მაქვს საუბარი, ბავშვებთან საკონტაქტოდ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს, პედაგოგიც, ფსიქოლოგიც და მღვდელიც.
  21. და ბოლოს ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემაში დავწერ, რომ არ ვიცი აგნოსტიკოს "სამხედრო ექსპერტებს" როგორი წარმოუდგენიათ ღირსეული არმია, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი აზრი დიდი ხნის წინ გამოთქვა ამ ხალხურ ლექსში. ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს თავის სამშობლო ერია, არ შედრკეს, თუნდა ბუზივით ეხვიოს თავზე მტერია! არ გადიწყვიტოს იმედი, არ შეიცვალოს ფერია, თორო დაგმობს და დასწყევლის მოძმე ერი და ბერია. აი განსაკუთრებით ამ ლექსის ბოლო ორ ხაზს მიაქციეთ ყურადღება და ქართველი ხალხის აზრს ძალიან კარგად გაიგებთ.
  22. mama ყველაზე არ მიწოდებია ლაჩარი და ვერც ვუწოდებდი, სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს ჭკუათმყოფელი ადამიანი ლაჩარს არ უწოდებს და ვინც საწოდებელია და უჩემოდაც იწოდება ლაჩრად ეგ ისედაც ყველამ იცის, ეს უბრალოთ აქ იმ იუზერმა დახატა საგანგაშო ტრაგიკული ისტორია და საკუთარი ფანტაზიით შეთხზული ამბავი ჩემს წარმოდგენებად გაასაღა თორემ კაი მთქმელს კაი გამგონი ჭირდება, დემაგოგობ თქო ტყუილად კი არ ვწერდი, მე არ მეშლება სად ვის და რა ვუწოდო და ყველაფერს ყოველთვის საკუთარ სახელს ვარქმევ, აგვისტოში ჩვენი ე.წ არმია მოიქცა ლაჩრულად ხოლო ის ერთეულები ვინც გმირობა გამოიჩინა უჩემოდაც გმირები არიან და ჩემი ხოტბის შესხმის გარეშეც გმირები არიან, ზოგადად კი ეს სამოქალაქო პირების ტერმინია გმირი თორემ სამხედრო მოსამსახურესთვის გმირი არ არსებობს, არსებობს მოვალეობის შემსრულებელი ჯარისკაცი და არსებობს მოღალატე, აი საკუთარი მოვალეობის შემსრულებელ ჯარისკაცებს ხალხი გმირებს ეძახის, ზემოთ რომ ძებისაშვილი ვახსენე გმირად, გმირი ეგ თქვენთვის არის თორემ ჩემთვის კარგი ჯარისკაცია, საკუთარი მოვალეობის შემსრულებელი კარგი და ღირსეული ჯარისკაცი, გმირობა კი ომის თავიდან არიდებაა, აი ყველაზე დიდი გმირობა თუ გნებავთ აი ეს არის.
×
×
  • შექმენი...