Jump to content
Planeta.Ge

Dakaray

პლანეტელი
  • პოსტები

    182
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Dakaray

  1. dire უარესი არაფერი არ გემუქრება, პირიქით უკეთესობისაკენ შეიცვლება მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, ხალხი წავა ისევ რუსეთში ბიზნესის საკეთებლად სამუშაოდ და ა.შ მონატრებული ნატაშების ჩათვლით, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ კომუნალურების ტარიფები მაინც დაიწევს, აქ რო უკრავენ სათავისოდ გაპარტახებულ ცხინვალში არაფერს აკეთებენ რუსებიო მთლად ეგრეც არ არის აბა ერთი აფხაზები და ოსები ასაუბრეთ რა თუ არაფერს არ აკეთებენ, ელ ენერგია და ბუნებრივი აირი სრულიად უფასოდ აქვთ, აქვთ მაღალი პენსიები მოხუცებს ახალგაზრდებს კი სამუშაო ადგილები და პუტინი დიახაც რომ ბევრს უყვარს რუსეთში აქ რომ მხოლოდ ექსტრემისტების მიტინგებსა და რუსეთის ოპოზიციის აქციებს აჩვენებენ მთლად ეგრეც არ არის საქმე, სრული სერიოზულობით ვამბობ დღეს რუსეთის შემადგენლობაში ოსიც ქართველზე უკეთესად ცხოვრობს და აფხაზიც, ამ შლეგს საკუთარი მოქალაქებისთვის ვერ მოუვლია და ოსებსა და აფხაზებს ეპატიჟება "გაბრწყინებულ საქართველოში" ამათ დაემართათ სიბრმავის სინდრომი, იცი როგორი რაღაცაა? აი თავად ხო შეუძლიათ ვთქვათ ბათუმში განახლებულ ნ ტურისტში გულაობა? აი მაგათ გონიათ რომ უბრალო მოქალაქესაც შეუძლია, სერიოზულად გეუბნებით ანდაზა ხო იცით მაძღარ კაცს მშიერიც მაძღარი ეგონაო, ამ მაძღრებს სხვებიც თავისივე მსგავსი შეძლებულები გონიათ, ეს ქაღალდზე გაწერილი სტატისტიკები და ა.შ ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ოსი მოვა საქართველოში და ის ოსი შემოგირიგდება 1 თეთრს რო არ იხდის კომუნალურში და 100 ლარიან ქვითარს რო აჯახებ თვის ბოლოს აქ გაგიჩერდება? არანაირად ცუდი არ არის რუსეთთან მეგობრობა, გინდა მეგობრობა დაარქვი ეხლა გინდა პუტანკობა და გინდა წმინდა სიყვარული ცუდი ნამდვილად არ არის უბრალო ხალხისთვის და გაქსუებული ღორებისთვის, პედარასტებისა და ზემოთ რომ არასამთავრობოებს ახსენებდი აი მაგათთვის ნამდვილად არის ცუდი.
  2. laci რა თქმა უნდა გვყავს, მაგრამ გააჩნია თქვენ გმირს ვის ეძახით, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის სერჟანტი ძებისაშვილი რომელმაც ხერხემლისმალაში ტყვიაგაჩრილმა ცოცხალმკვდარმა იმაზე იზრუნა, რომ ჯერ საკუთარი ჯარისკაცების, მოსახლეობისა და შეიარაღაების უსაფრთხოება უზრუნველყო და მერე საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოება გმირია, ხოლო ის ოფიცრები და სხვათაშორის მრავალნი არიან და მრავლის დასახელება შემიძლია ვინც "პიპინიასავით საკუთარ ცხენს გამოასწრო" არც სამხედრო მოსამსახურედ გამოდგება, არც ქართველად, არც მამაკაცად და მხოლოდ დაცინვისა და გინების ღირსი კი არა, დილა საღამოს რტყმევაში უნდა ამოხადო სული, ღალატი სხვა კი არაფერია, აი ასეთი მოღალატე კურდღლებით ყავს გაძეძგილი დღესაც კი სააკიანს ბრიგადები და ვეტერანებს ძაღლებს უქსევს, ჩაგრავს და აბუჩად იგდებს. ეგ კურდღლები მოუხნავენ ისევ იმ ლამაზ ცოლს, ეგ სასისკებით გამაძღარი კოკა კოლაზე გაზრდილი კურდღლები.
  3. laci თქვენგან განსხვავებით მე ყველა ჯარისკაცს არ და ვერ ვცემ პატივს და თუ რატომ მოგახსენებთ, ცხინვალის ერთ ერთ ქუჩაზე 2 კვირის განმავლობაში დღისით ძაღლები გლეჯდნენ და ჭამდნენ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გვამებს ღამით რუსის ტანკები ტკეპნდნენ ასფალტში, აი ამ თანამებრძოლების გვამების ძაღლების საჯიჯგნად მიმგდებ ჯარისკაცებს მე პატივს არ ვცემ, მე პატივს არ ვცემ ისეთ ჯარისკაცს მოხუცს რომ გამოასწრო სირბილით და დადევნებულ ტყვიას რომ მოხუცი შეატოვა, მე იმ ჯარისკაცს ვერ ვცემ პატივს სოფლის ქალიშვილები რომ სატყნავად დაუყარა არყით აქოთებულ რუსის სალაგებს და თავად ტყეში დურთა თავი საკუთარი უკანალის გადასარჩენად, აი ასეთ "არმიას" მე პატივს ვერ ვცემ, მე პატივს ძველ ავღანელებს ვცემ, რომელთა კავშირის წევრიც ვარ და აფხაზეთის ომის მონაწილე თეთრი არწივისა და ავაზას ბიჭებს, გვბომბავდნენ რა გვექნაო და იქ აფხაზეთში კამფეტებს კი არ ისროდნენ რომ პირტიტველა ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასაც 4 წელი ებრძოდნენ ურჩხულს სახელად რუსეთს. გამოდის მერე ეს აგნოსტიკოს მისტიკოს მწვალებელი და მე სამხედრო მებრძოლ ოფიცერს ყმაწვილს მიწოდებს ევაკუაციით მაკვირვებს და ბრძოლას მასწავლის ჭკუას მარიგებს რა მოვიწონო და რა არ მოვიწონო, მე მიხსნის სამშობლოს სიყვარულს არც ერთი ბრძოლის ველი რომელსაც საკუთარი ფეხით არ დამიტოვებია, როგორ გავიტინგიცო თავი და ჩემი სხეულის ფოტოები აქ როგორ ავტვირთო რომ კარგად შეხედოს ვის ეპატრიოტებ–ეკეკლუცება თმა არ ექნება თავზე მაგას იმდენი რამდენი ჭრილობაც მე მაქვს მტერთან ბრძოლაში მიღებული. ჩავისვარეთ ამ ბრძოლაში და მორჩა აღარ უნდა ამას ეხლა გაპრავებ გამოპრავება და ნავარჯიშებ მუსკულებიან სუპერჯარისკაცებზე ლეგენდების თხზვა, წაგებულ ომში გმირები არ არსებობენ.
  4. laci ვერ გაუწევს და ოცჯერ უფრო მეტი ბიუჯეტის მქონე ათჯერ უფრო მრავალრიცხვოვანი და ასჯერ უფრო უკეთესი შეიარაღების მქონე ჯარიც რომ გვყავდეს მაინც ვერ გაუწევს, ამის მარტივი მაგალითი უკვე გვიძევს წინ, მე მხოლოდ იმაზე ვწუხვარ რომ ამას თქვენ ქალბატონი ხვდებით და აი "გულანთებულ პატრიოტ" ლომკაცს ვერ გავაგებინე რომ რუსეთთან იარაღის ენით საუბარი ეს იგივეა მახათით რომ დინოზავრს შეებრძოლო, რა თქმა უნდა საფრთხე არსებობს და ეს საფრთხე შორს კი არ არის სულ 1 საათის სავალ გზაზეა თბილისიდან, გამოვარდა აქ ბიჭი და რაღაც გმირობებზე რაღაც უებრო კვეთებებზე და ქართველთა ძლევაი საკვირველზე მიყვება ლეგენდებს, მაშინ როდესაც შეიძლება რუსეთის რუქაზე საერთოდ დახედილიც არ აქვს, გეუბნებით ანეგდოტია, საქართველომ რუსეთი ბრძოლაში გააკვირვა ეს არის დიდი ანეგდოტი და ამ ანეგდოტის დამჯერებელი კი ერთ დიდ ილუზიაში იმყოფება. რუსეთთან ღია დაპირისპირებას თურქეთი რო თურქეთია ეგ ერიდება და გამომივიდნენ ეხლა აჩაინი ბიჭები, 4 წელში ნავარჯიშები სუპერჯარისკაცებით, რუსეთის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ცალი თვალით მაინც ყავთ ნანახი? რომ ქილიკობენ? ჯერ მარტო კისრები აქვთ ისეთი 4 ქართველ "სუპერჯარისკაცს" უდრის მათი კისრების გარშემოწერილობა, ორ კუანა ცხინვალში ნაგდებ გაჩხინკულ სალაგას ვერ გაუმკლავდნენ და კიდევ რაღაც ამბიციები აქვთ კატა რო ზურგზე არ ეცემა, აი ასეთი ამბავია. ჯარს დასცინიო, დავცინი კი არა დედის ................... დიდიან პატარიანად.
  5. BEST_GEORGIA არა უკანმოუხედავად ბრძოლის ველიდან გაქცეული "არმიისა" შეეშინდა. რა თქმა უნდა საქართველოს სრული ანექსია უნდოდა, სევასტოპოლიდან დაძრული ფლოტიც მეტყველებს ამაზე და ქ.გორში შემოჭრილი მათი ტანკებიც დასავლეთ საქართველოს ბლოკირება, სამხედრო გზის გადაჭრა, საკომუნიკაციო საშუალებების დაბომბვა აეროდრომების განადგურება თავდასხმა სამხედრო ბაზებსა და ობიექტებზე, საქართველოს დაბყრობა არ უნდოდა და ელიას მთაზე რადარები დაბომბა არა? 31-ე ქარხანა დაბომბა და ვაზიანის ბაზა მიწისაგან პირისა აღგავა არა? სამოქალაქო აეროპორტებსა და საზღვაო პორტებს შემთხვევით დაცხო არა? გემები სრულიად შემთხვევით ჩაძირა ხო ფოთსა და ბათუმში. მაგათი მიზანი მაგათ ტანკებზეც ეწერა " ვ პერიოდ დო ტბილისი" ზღაპარი არ არის რუსეთი საქართველოში შემოიჭრა სრული ოკუპაციისთვის და ხელისუფლების დასამხობად რაც ვერ შეაჩერა ვერც ხელისუფლებამ და ვერც ჯარმა, აქ უბრალო მოქალაქეებთან მობლატავე ჩვენი ძალოვნები ცუციკებივით იდგნენ რუსის ტანკების წინ. ვიმეორებ ქართულ ჯარსა და პოლიციას არ შეუჩერებია 58-ე არმია და განა მხოლოდ არ შეუჩერებია, შეჩერებაც კი არ უცდია ხეირიანად, ჯარი გადავარჩინეო რო ღრიალებს ტრიბუნიდან ფიურერ სააკიანი იმას რატომ აღარ იძახის ამ "ჯარის გადარჩენას" რამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა? მიმიფურთხებია ისეთი ჯარისთვის რომელიც ფარად მშვიდობიან მოქალაქეებს გამოიყენებს, გამოვარდნენ ბიჭები და შიდა ქართლის სოფლებში ხალხი ადღვნევინეს ოსებსა და ყაბარდოელ ჯიბგირებს, ################## ესეთი ჯარიც და ესეთი სახელმწიფოც. ეს მინიმუმია იმ გეგმისა რაც რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით ქონდა და მაქსიმუმი რატომაც ვერ შეძლო კი მიწერია ზემოთ.
  6. BEST_GEORGIA გააკეთეს, ვინ რა გააკეთა და აშშ–ს მთავრობამ და ევროკავშირის წევრ ქვეყნების ხელისუფლებებმა არ დაუშვეს საქართველოს სრული ანექსია, აბა ვინ გააკეთა რანაირად საუბრობ? ქართველებმა ვერ შევაჩერეთ მტერი და რაა, შემოვიდნენ უცბათ შევეცოდეთ დაატორმუზეს და ხოო კაი ჯანდაბას ამათი თავი და წამო უკან წავიდეთო? ვინ შეაჩერა აბა? კურდღელივით თაგვის სორო მაძებარმა სარდალ ფიურერ სააკიანმა თუ მასზე წინ გამოქცეულმა ჯარმა და პოლიციამ? იმის ილუზია ნურავის ექნება რომ შემოჭრილი რუსეთი საქართველომ შეაჩერა რაღაცნაირად, ეს არის ანეგდოტი საქართველოს რუსეთი შეუჩერებია თურმე. ვინ შეაჩერა და დაურეკეს მედვედევს აშშ–დან ევროკავშირის წევრ ქვეყნებიდან ევროპა ერთხმად დაგვიდგა გვერძე და ასე აშკარად ვეღარ გაბედეს დაჩაგვრა და ანექსია მთლიანად საქართველოსი თორემ აბა ეგ მომხდარიყო 1990–ში მაშინ როდესაც არავინ იცოდა საქართველო რუქაზე სად იყო, იჩქერია და გროზნო მოგონება იქნებოდა საქართველოს 1 კვირაში გამოხრულ ძვალს დაამსგავსებდნენ.
  7. urfinjus ამოგშლი ეგ პრობლემა არ არის. ყმაწვილისაგან? ნათელმხილველი ხართ? აბა არმია? 3 თვეში ომობანას თამაშ–თამაშით გატუტუცებულ რეზერვისტებს არმიას უწოდებთ? თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის წვევამდელები გგონიათ არმია რომლებმაც კავშირგაბმულობის დანადგარებზე მუშაობაც კი არ იციან და ბუტაფორიასავით დაათრევს აღლუმზე წინ და უკან ფიურერ სააკიანი? სიტყვა არმიის მნიშვნელობა იცით? არმია ყავს აშშ–ს, ისრაელს, ირანს, რუსეთს, ჩინეთს, ბრიტანეთს, საქართველოს რაც ყავს მაგას ქვია იმიტაცია, სხვათაშორის უნიჭო იმიტაცია. არმია, საზენიტო დანადგარები არ მოეძევება მაგ შენს "უძლეველ არმიას". არმია იმას არ დაუშვებს მტრის თვითმფრინავებმა დედაქალაქის თავზე მშვიდობიანი მოსახლეობის თავზე იფრინოს, არმია იმას არ დაუშვებს თავად გაქუსლოს და მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვოს მტერს სახმარად საკვლელად, გასაძარცვად და გასაუპატიურებლად, ეხლა იტყვიან აბა რა ექნათ თავს ხო არ შეაკლავდნენო, დიახაც თავი უნდა შეაკლა ჯარისკაცი და ოფიცერი როდესაც გქვია, კი არ უნდა მოძუძგო და მოსახლეობა კი არ უნდა ამოიფარო ფარად შენ უნდა იყო იმ მოსახლეობის ფარი და დამცველი, რო მოძუძგეს და გამოვარდნენ მოსახლეობა გამოყვანილი იყო უკვე? ამაზე მიპასუხე ძალიან რო მოგეწვა. არ უნდა შეკვდომოდნენ მტერს თურმე, ჯარისკაცს ჯარისკაცი იმიტომ ქვია რომ ყველა შესაძლო მეთოდით საკუთარი სიცოცხლის ფასად უნდა დაიცვას საკუთარი სამშობლო და ხალხი და თუ ეს არ შეუძლიათ სააკიანის ლომებს მაშინ ტრაკები დააყენონ და ისეთები იმსახურებენ ვისაც ეს შეუძლიათ, იმ ჯარს უბრალო მოქალაქე ფულს უხდის იმაში რომ დაიცვას და თუ არ დაიცავს მაშ რაღატომ ვუხდით ფულს? წავიდნენ და იმათ გადაუხდიან ფულს ვინც რეალურად დაიცავს. დიახ ხარ, იმიტომ რომ ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებს კონტექსტიდან გლეჯ ზედ ურთავ საკუთარ ფანტაზიებს და ტრაგიკულ–ლირიკულ ნაწარმოებს თხზავ დაღუპულ ჯარისკაცთა მგლოვიარესა და "ულმობელ უგულო ცინიკოსზე". შეგეძლო განგევრცო საქმენი საგმირონი, ყბედობა კი ის უფროა რასაც ეხლა შენ ჩემზე იგონებ ანუ აი ეს: იმიტომ რომ მე შენგან განსხვავებით ახლობელთა ევაკუაციებით კი არა ბრძოლით ვიყავი დაკავებული და კი არ გამოვიქეცი ცუციკივით, უგონო მდგომარეობაში დაჭრილი გამომათრიეს ბრძოლის ველიდან და აფხაზეთის ომის მონაწილეც ვარ თუ ძალიან გაინტერესებს და ავღანეთისაც. პარანოიდული შემოტევა გჭირთ? თუ არ წაგიკითხავთ ის წერილი რაც პირადში მოგწერეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით დემაგოგიას მორჩით.
  8. dire და თქვენ ფიქრობთ რომ 2008 წელს რუსეთს სილა გავაწანით და მივახვედრეთ რომ თავმოყვარეობის მქონე "მაგარი ბიჭები" ვართ? სილაგაწნული ვინც დარჩა ამას ქვეყნის 20% ოკუპირებული ტერიტორიებიც კი ამხელს, ვის უნდა გააწნა სილა რუსეთს? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. BEST_GEORGIA მაშინ და ეხლა არაფერს არ გაუყვია ეხლა უარესი "ბეზპრიძელია" საკმარისია აშშ–მ საქართველოს მფარველობიდან აიღოს ხელი, მიაგდოს ასე ვთქვათ და 1 კვირაში რუსთაველის მოედანზე რუსულ პარადს იხილავთ, აი ასე ნაგლად შემოვლენ, დაადებენ თავს და შემოვლენ, რაა ვერა? მერე გინდა ბეზპრიძელი ეძახე და გინდა ქურდებთან აიყვანე საქმის გასარჩევად.
  9. BEST_GEORGIA რითი? ბორჯომითა და ღვინით? რომლისთვისაც რუსეთის ბაზარი დაბლოკილია თუ ტყეში მონადირებული ნანადირევით? გაწყვიტავენ აშშ–ს თან კავშირს და ყველა გზას დაგიბლოკავს ევროპის ბაზარზე, ყველანაირად დაგბლოკავს, იძულებულს გაგხდის ისევ ძია პუტინთან მიცუნცულდე თავდახრილი, ეკონომიკა რომ იმპორტისა და ექსპორტის გარეშე არ არსებობს ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება და ბაზრის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს, ამის რესურსი არ გააჩნია, თურქეთიც კი საზღვარს დახურავს აშშ–ს ხელისუფლების ერთი თითის დატკაცუნებაზე საქართველოსთან და სად გინდა რო გაიქცე? სასომხეთი რუსეთზეა დამოკიდებული გინდა ეკონომიკურად გინდა სამხედრო თვალსაზრისით, აზერბაიჯანს თურქეთი მფარველობს და თავად განვითარებადი ქვეყანაა, რჩება ვინ? აბა თუ გამოიცნობ ვინ რჩება სადაც შეძლებ და საკუთარ საქონელს შეიტან? რუსეთმა რომ ენ ბარგო გამოუცხადა საქართველოს ხომ დაინახეთ თავდაცვის მინისტრიც კი ღვინის, ციტრუსისა და მინერალური წ####ბის გასასაღებელ ბაზარს რომ ეძებდა ევროპაში? ასე არ ხდება რა, უმეგობროდ და უმეზობლოდ 1 ოჯახი ვერ იცხოვრებს და თქვენ მთლიანი სახელმწიფო ბლოკადაში მოქცეული წარმოგიდგენიათ რომ სიღატაკეში დაღაფავს სულს? ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არსებობს და ხალხი თურქეთსა და საბერძნეთში გარბის თავის გადასარჩენად, ეგ საზღვარიც რომ დაიკეტოს მერე? ევროკავშირის წევრ ქვეყნებმა რომ დაგბლოკონ მერე? ხო კასრში მოქცეული ვირთხებივით ერთმანეთს დაჭამენ აქვე? ომი და ანექსია აღარ დაჭირდებათ ერთმანეთს შეჭამს ხალხი. აი ამიტომ ვიძახი რომ საქართველო ყოველთვის იდგა და დღესაც დგას დილემის წინაშე და ეს მარტო საქართველოს არ ეხება ყველა პატარა და სუსტი ქვეყანა მასზედ ძლიერი და განვითარებული ქვეყნის მფარველობის ქვეშ არსებობს, გინდაც ისრაელი ავიღოთ, ამერიკული დაფინანსება და სამხედრო მხარდაჭერა რომ არ ქონდეთ რა არის ისრაელი როგორც სახელმწიფო? არც არაფერი 1 კვირაში შეჭამდნენ ისლამური სახელმწიფოები. ასე რომ აქ გულს რომ ერჩევით ცოტა წინ გახედვაც არ გაწყენთ. პ.ს მე მიუხედავად იმისა რომ რუსეთი მტრად მიმაჩნია, მაინც მომხრე ვარ ამ სახელმწიფოსთან აღდგეს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები.
  10. dire გვინდა ვის? აქ ოდნავ განსხვავებული აზრიც კი ნაც მოძრაობის აგენტურის შემოპარვად აღიქმება? თუ ასარჩევად კი არა ნამდვილად ასარჩევადაა, ადრე ირანსა და თურქეთს შორის უნდა გახლეჩილიყო საქართველო, ეხლა რუსეთსა და აშშ–ს შორის უნდა გაიყოს. BEST_GEORGIA იმიტომ რომ ამ ორი ტრაკის გარდა სხვა ტრაკი არ არსებობს სადაც თავის დურთვა შეიძლება. გაიხსენე ქვეყნის არსებობის ისტორიის განმავლობაში როდის და რამდენი ხნით ვიყავით "დამოუკიდებლები" და მიხვდები რომ პატარა სუსტ ქვეყანას არ ძალუძს არსებობა დიდი და ძლიერი ქვეყნის მფარველობისა და დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებ არსებობას? ვერ შეძლებ, გადაგყლაპავენ გინდა თურქეთი გინდა აზერბაიჯანი გინდა სასომხეთი და თუ გინდ იგივე რუსეთი.
  11. urfinjus გამოიქცა, გეტყობათ რომ ტელევიზორიდან უმზერდით მოვლენებს. სანამ უბრძანებდნენ მანამდე გამოიქცნენ და ეს არის ობიექტური სინამდვილე და არა "გულანთებული" პატრიოტიზმით იმის თხზვა რაც სინამდვილეს არ შეეფერება, ოფიცრებმა საკუთარი ჯარისკაცები მიატოვეს და გამოიქცნენ, ხოლო როდესაც ჯარისკაცები გონს მოეგნენ ისინიც გამოიქცნენ, გამორბოდა ყველა, ვისაც სირბილი შეეძლო, აი ეს სინამდვილეა და დეტალებში არ მსურს ამ საზარელ სინამდვილეს ჩავეძიო. პრეზიდენტის მოქმედებები მართლაც არ მომწონს, მაგრამ იმას რასაც შენ მაბრალებ ქვია დემაგოგია, სახელის მოხვეჭის მიზნით არა ეხლა ჩინ მენდლებისა და სიგელ ორდენების მიღების მიზნით, ირონიულად არის მოსახსენიებელი "ქართული არმია საკუთარი მთავარსარდლით" და ირონიულადაც მოვიხსენიებ. შტაბიდან დაწყებული უბრალო ჯარისკაცით დამთავრებული უკლებლივ ყველა უმწეო ქათმებივით აიბნენ 1 კვირა ვერ შეინარჩუნეს დაკავებული პოზიციები, დიდების დამსახურებას არ ვცდილობ, ჩემს აიქიუს კიდევ როგორმე თავად მივხედავ თქვენ ნუ აღელდებით. ძალიან გთხოვ ეხლა გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცებით მანიპულირების ხარჯზე თვალზეცრემლმორეული იმას ნუ ცდილობ რასაც მე მაბრალებდი ანუ ფორუმზე სახელის მოხვეჭას. ჯარისკაცები რომ გარდაიცვალნენ ეგ არავის არ უხარია და ზოგადი ტრაგედიაა, მხოლოდ თქვენ არ ხართ გულდაფუფქული, მაგრამ ერთ ტრაგედიას მეორეს უსუსურობაში ნუ ზელთ და რაღაც ჩახლართული აჯაფსანდალი ნუ გამოგყავთ, რომ თითქოს ზემოთთქმულით გარდაცვლილ ჯარისკაცებს შევურაცხყოფდე, გარდაცვლილი ჯარისკაცი ჩემთვის ტკივილია, ცოცხლად დარჩენილების კურდღელივით მოკურცხვლა ბრძოლის ველიდან კი სირცხვილი, აი თავად იმ წივილ კივილით უკანმოუხედავად გამოქცეულებმა არ სცეს თავის გარდაცვლილ თანამებრძოლებს პატივი და ბევრის გვამები ძაღლების საჯიჯგნად დაყარეს ცხინვალის ქუჩებში, თუ ძალიან გაინტერესებს სიმართლე ასეთია. ნუ დემაგოგობ. კი შევეცდები და გაგცემთ ორიოდ სიტყვით, ნუ დემაგოგობთ. ათეისტი თუ ხარ შეგიძლია ჰიმნი იმღერო.
  12. dire ეს რამე ახალი სიტყვაა? ჩავიწერ. რეებს და იმას რაც ევროპის საერთაშორისო პაქტში წერია და რომლის შესახებაც ვფიქრობ რომ არ იცი. არ მინახავს და შეიძლება მეასედიც არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონის მიხედვით საქართველოს უფლება არ აქვს ზუსტად იგივე ფართობის ტერიტორია მოითხოვოს რა ფართობის ტერიტორიაც აშშ–ს საელჩოს უკავია საქართველოში, ეს თავად სახელმწიფოზეა დამოკიდებული დაიკავებს, თუ არ დაიკავებს თავადაც იმ ფართობის ტერიტორიას, შეიძლება საქართველოს არ ჭირდება დიპლომატიური საქმიანობის საწარმოებლად იპოდრომი და შედარებით მცირე ზომის ტერიტორიას იყენებს, მაგრამ საელჩოს ტერიტორიის ხარჯზე, შეუძლია რამოდენიმე შტატში საკონსულო გახსნას. და მერე საით გავწიოთ "მშობლიური რუსეთისკენ"? აბა მე სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ, სასომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოზე უარეს მდგომარეობაშია, თურქეთის მფარველობის ქვეშ ყოფნას მტერს არ ვუსურვებ და დამოუკიდებლად კი ქვეყანას არ შესწევს ძალა იარსებოს როგორც სახელმწიფომ, არ აქვს ამის თავი, არც ადამიანური და არც ბუნებრივი რესურსით, ერთადერთი გამოსავალი საქართველოსი არის ძლიერი სახელმწიფოს მფარველობა. ეგ კითხვა კი არა რეალობიდან გაქცევაა, იმიტომ რომ არც ამერიკელების გაყრა შეგიძლია (შეგვიძლია) და არც მათ მოწვევას გვაკითხებს ვინმე, ისევე როგორც რუსეთის, ქვეყანაში პოლიტიკას ფული და ძალა ქმნის, შენ და მე კი არც ფული გვაქვს და არც ძალა, ხოლო უფულო უძლურების წკავწკავს კი არავინ უსმენს.
  13. Anima Libera და თუ კი, ვინ შეუშლის ხელს? "სახელოვანი ქართული არმია"? თუ "სახელოვანი მთავარსარდალი"?
  14. http://s018.radikal.ru/i502/1206/e0/9fefaf8063f0.jpg მიხეილ ბოლქვაძე სანამ მსოფლიო ირანთან კონფლიქტის მოლოდინში იყო, სამხრეთ კავკასიამ დაასწრო და სომხეთ-ეზარბაიჯანის საზღვარზე, როგორც ექსპერტები შნიშნავენ, 1994 წლის შემდეგ პირველად ვითარება უკიდურესად დაიძაბა, იმდენადაც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ფათრომასშტაბიანი ომის დაწყების კონტურები გამოიკვეთა. თუმცა, ამთავითვე აშკარაა, რომ დაპირისპირებული მხარე მხოლოდ ორი არ იქნება და საომარ სცენაზე, ფარულად თუ აშკარად, რუსეთისა და თურქეთის ჩართვაცაა მოსალოდნელი. ერთი მხრივ, სომხეთსა და რუსეთს, მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთმანეთთან კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის მოქმედებს პრინციპი „შენი შემწუხებელი, ჩემი შემწუხებელიაო…“. იმის გასაგებად, თუ ვინ აღმოჩნდება „კუკიაზე“ (არ არის გამორიცხული, ეს ჩვენც ვიყოთ, რადგან სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას მოსამარაგებლად ერთადერთი გზა აქვს, რომელიც საქართველოზე გადის), სამხედრო- პოლიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს მივმართეთ და მასთან ერთად გავაანალიზეთ სამხრეთ კავკასიაში გაღვიძებული სამხედრო კონფლიქტის მოსალოდნელი შედეგები და მხარეების სამხედრო პოტენციალი. დავიწყოთ სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. რამდენად აქტუალური ხდება ის დღეს? – პრეისტორიით დავიწყოთ. ის ხელშეკრულება, რომელზეც თქვენ ბრძანებთ, ორიოდე წლის წინათ დაიდო და ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებას სამხედრო მოქმედებების დროს როგორც რუსეთის, ისე სომხეთის მხრიდან. მინდა, პარალელი გავალო - მსგავსი ხელშეკრულება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიდო რუსეთსა და სომხეთს შორის, ოღონდ ის ითვალისწინებდა რუსეთის 102–ე გიუმრის სამხედრო ბაზის მიხმარებას სომხეთისთვის, თუ სომხეთს შეექმნებოდა პრობლემები მეზობელ ქვეყნებთან და ამ მეზობლებში მაშინ იგულისხმებოდნენ თურქეთი და ირანი. მაგრამ აი, ამ ახალი, ორი წლის წინათ გაფორმებული ხელშეკრულებით, ეს პრინციპი ვრცელდება ყველა მეზობელზე, მათ შორის - აზერბაიჯანსა და საქართველოზე. რა მასშტაბისაა გიუმრში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა და კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს ეს შეთანხმება? – 102-ე რუსული ბაზა მხოლოდ გიუმრიში არ არის განთავსებული, მისი მცირე დანაყოფებია ერევანშიც, იგივე სამხედრო-საჰაერო ბაზა ერევან-იუჟნის აეროდრომზე. ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ მათ რეალური სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს. სხვათა შორის, გიუმრის ბაზის გამოყენებაში რუსეთი ფულს არ იხდის, ფინანსურად მას სომხეთი უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, სომხეთის შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით - მეზენიტეები, მომზადებას გადიან რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან დღეს საჰაერო თავდაცვა მთავარია და ამას სომხეთი დიდ ყურადღებას აქცევს. ანუ სომხეთი თავის მეზენიტეებს ავარჯიშებს რუსეთში „S 300-ის“ ტიპის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებზე. გარდა ამისა, ერევან-იუჟნიზე დისლოცირებულია 18 „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი. საერთოდ, საბჭოთა პერიოდში სომხეთში არც ერთი საბრძოლო თვითმფრინავი არ იყო. ძირითადი აეროდრომები განთავსებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში, სომხეთს მხოლოდ შვეულმფრენები ჰქონდა, მაგრამ დღეს უკვე სხვა ვითარებაა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სომხეთში, ჯერ, „მიგ-23“ ტიპის 6 თვითმფრინავი ჩაიყვანეს და შემდეგ ისინი შეცვალეს ამ 18 „მიგ-29-ით“, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დაცვის მიზნით. პირველი, ვინც შეიძლება, ჩაერთოს ამ ბრძოლებში, სწორედ ეს „მიგ-29-ებია. სხვათა შორის, ამ კვირის ინფორმაციაა, რომ წლის დასაწყისიდან ამ ბაზის რუსმა პილოტებმა 200 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს ვარჯიშის მიზნით. 200 გაფრენა ცოტა არ არის. ისინი ვარჯიშობენ როგორც ღამით, ისე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენაზე. ანუ ემზადებიან საჰაერო ბრძოლებისთვის. რატომ არის ასეთი აქცენტი საჰაერო მიმართულებაზე? – იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ყველას აღემატება ავიაციის შეიაარღებით. მას გააჩნია როგორც ბომბდამშენები, ისე მოიერიშე თვითმფრინავები, გამანდგურებლები. ერთი სიტყვით, ძლიერი ავიაცია ჰყავს. შესაბამისი კადრები? – ალბათ, ჰყავს. სხვათა შორის, ყველაზე უცნაური ის არის, რომ „მი-24“ ტიპის შვეულმფრენების მოდერნიზებულ ვარიანტს დღეს აზერბაიჯანი რუსეთში ყიდულობს. საერთოდ, რუსეთს ახასიათებს კონფლიქტის ორივე მხარის შეიარაღება... – დიახ. ბაქომ გასულ წელს აღლუმზე აჩვენა ის თანამედროვე საბრძოლო საშუალებები, რომლებიც მანამდე შეიარაღებაში არ ჰქონია არა მარტო მას, არამედ სამხერთ კავკასიის არც ერთ ქვეყანას. მათ შორის: „ტოჩკა-უ-ს“ ტიპის ოპერატიულ-ციფრული რაკეტები, ისეთები, რომლებიც რუსეთმა აგვისტოს ომის დროს გვესროლა. ასევე, „ეს 300 პე მე უ 2 ფავორიტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რუსეთში ნაყიდი. ანუ აზერბაიჯანი ამ რუსულსახელწოდებიან სამხედრო ტექნიკას მხოლოდ რუსეთში ყიდულობს? – „ტოჩკა უ“-ების ყიდვა აზერბაიჯანს უკრაინაშიც შეეძლო, მაგრამ „ფავორიტებს“ უკრაინაში ვერ იყიდდა. საინტერესოა, რომ რუსეთის ორივე მხარეს აძლევს შეიარაღებას. „არსენალში“ ორიოდე წლის წინათ გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიება, როგორ ჩაიტანეს საქართველოს გავლით სომხეთში „S 300“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპექსები. სომხეთი ამბობს, ჩემი იყოო და მართლაც აღლუმზე აჩვენეს აღნიშნული „S 300-ები“, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს შეიარაღება რუსებსაც ჩაუვიდათ. „S 300“ სერიოზული სისტემაა და ის რუსეთს აფხაზეთშიც აქვს. ანუ, ეს სისტემა ოკუპირებული აფხაზეთიდან, თუ ოკუპირებულ ცხივნალის რეგიონსაც დაამატებენ და პლუს გიუმრიდან, ფარავს სამხრეთ კავკასიის დასავლეთ მხარეს. ამას გარდა, სომხეთს შეუძლია, „S 300-ები“ შეიყვანოს თვითაღიარებულ ყარაბაღში და, როგორც ჩანს, შეიყვანეს კიდეც, რაც ნიშნავს, რომ მათ უკვე საკმაოდ დიდი საჰაერო სივრცის გაკონტროლება შეუძლიათ. არადა, ვინც საჰაერო სივრცეს აკონტროლებს, ის ბევრ რამეს წყვეტს: ამას აჩვენებს თანამედროვე ომები. გასაგებია, რომ სომხეთი და რუსეთი, იმავე ჩვენი ოკუპუირებული ტერიტორიების დახმარებით, საკმაოდ დიდ საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ, მაგრამ არც თურქეთს უჭირს შეიარაღება და სამხედრო კვალიფიკაცია. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ, სამაგიეროდ, თურქეთის საჰაერო-სამხედრო შესაძლებლობები მუშაობს აზერბაიჯანზე? – თურქეთსაც აქვს დადებული ანალოგიური ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, ისეთივე, როგორც რუსეთს – სომხეთთან. აზერბაიჯანზე თავდამსხმელი არის თურქეთზე თავდამსხმელი? – დაახლოებით, ასეა. მით უმეტეს, რომ გასულ კვირას თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა, არმიის გეენრალმა, რომელიც ბაქოში იყო, დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის არმიასთან ერთად არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმებიან. ეტყობა, ორივე მხარე ფარულად ეცდება, დაეხმაროს თავის ფავორტს. თურქეთი და რუსეთი იომებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელით? – თუ აქამდე გამწვავდა სიტუაცია... გარდა ამისა, აღსანიშნავია აზერბაიჯან-ისრაელის თანამშრომლობა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზულ დონეზე ავიდა. სულ ბოლო 1,6-მილიარდიანი ხელშეკრულება ორი თვის წინათ დაიდო. ისრაელმა უნდა მიაწოდოს აზერბაიჯანს 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა? – უკვე აწვდის და - საკმაოდ სერიოზულ ტექნიკას, მათ შორის - უპილოტო თვითმფრინავებს, მართვად ბომბებსა და თანამედროვე შეიარაღებას. შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობა ირანის წინააღმდეგაცაა ორიენტირებული? ვიცით, რომ აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ირანთან. – ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, ეს პოლიტიკური საკითხია. აზერაბაიჯანსა და ირანს შორის, წესით, ამ დონემდე არ უნდა მივიდეს საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯან-ისრაელის თანამშრომლობა არც ირანს მოსწონს და არც სომხეთსა და რუსეთს. თურქეთს? – რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არც - თურქეთს, რადგან თურქეთსა და ისრაელს შორის ვითარება დაიძაბა სამშვიდობო ფლოტილიის გამო, თორემ მანამდე თურქეთსა და ისრაელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამშრომლობა ჰქონდათ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში იმ დონემდე, რომ ისრაელის მფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში ვარჯიშობდნენ. თვითონ სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიების სამხედრო პოტენციალი როგორია მათი რაოდენობის, გაწვრთნილობის, ბრძოლისუნარიანობის მხრივ? – 1992 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოხდა რესპუბლიკებში არსებული შეიარაღების გადანაწილება. და კვოტებიც დაწესდა, რომლებსაც, როგორც ამბობენ, ჩვენ გარდა, ყველამ გაადაჭარბა. – ამიერკავკასიის თითოეულ რესპუბლიკას უფლება ჰქონოდა, ჰქონოდა არაუმეტეს 220 ტანკი, 220 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 100 მილიმეტრზე მსხვილი კალიბრის 285 საარტილერიო სისტემა, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 დამრტყმელი შვეულმფრენი. მაგრამ მაშინ, როდესაც საწყობები დაიშალა, ყველაზე მეტი შეიარაღება დარჩა აზერბაიჯანს, შემდეგ – სომხეთს და, ბოლოს – ჩვენ, როგორც ყოველთვის, მაჩანჩალები აღმოვჩნდით. აზერბაიჯან-სომხეთის ომში ორივე მხარეს ჰქონდა მსხვერპლი და დანაკარგები. თუმცა შეიარაღება მაინც აზერბაიჯანს ჰქონდა მეტი, მაგრამ სომხეთმა, უტყობა, ისევ და ისევ რუსეთის დახმარებით მაინც მიაღწია უპირატესობას და რაც აფხაზეთში მოხდა, იგივე მოხდა მთიან ყარაბაღთან მიმართებაშიც. მას შემდეგ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი სერიოზულ შესყიდვებს ახდენს და მისი სამხედრო ბიუჯეტი 3,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მთელი ჩვენი ბიუჯეტის ტოლი ყოფილა აზერბაიჯანის მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტი... – ასე გამოდის. შეიარღებული ძალების რაოდენობითაც მეტნი არიან, ვიდრე სომხები. ბოლო მონაცემებით, 70 000-იანი არმია ჰყავსო? – ეს მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან მუდმივად იცვლება. აქ არის ერთი ნიუანსიც: სომხეთი არ აჩვენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ბევრს, იმიტომ რომ მისი ძირითადი ძალები არიან არაღიარებულ ყარაბაღში. რადგან ყარაბაღი არის თეთრი ლაქა, როგორც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იქ ვერ შედიან ვერც ევროკავშირის დამკვირვებლები და ვერც ღია ცის შეთანხმება მუშაობს. ამიტომ სიტუაცია ვერ კონტროლდება. მაგალითად, ბოლო აღლუმზე, რომელიც 9 მაისს გაიმართა სტეპანაკერტში, ნაჩვენები ტექნიკა გადაღებილი იყო სომხეთის სამხედრო ტექნიკის ფერებში და ბევრი ტექნიკა იგივე აჩვენეს, რაც მანამდე ერევანში. თუ ადრე სომხეთის ხელისუფლება ერიდებოდა ამის დაფიქსირებას, ახლა აღარ ერიდება. გასულ წელს ერევნის სამხედრო აღლუმზე სომხეთის შეიარაღებული ძალების გარდა მონაწილეობა მიიღეს თვითაღიარებული ყარაბაღის სამხედრო ნაწილებმაც და, ასევე, გიუმრის სამხედრო ნაწილებმა. იგივე მოხდა წელს სტეპანაკერტში, თვითაღიარებული ყარაბაღის აღლუმზე - ტრიბუნაზე იდგნენ სომხეთის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები. ანუ აღარ მალავენ, რომ საერთო არმია ჰყავთ. სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი რამდენს შეადგენს? - ბევრად ნაკლებს, ვიდრე აზერბაიჯანის. მაგრამ ყველაზე მცირებიუჯეტიანი მაინც ჩვენია? – დიახ. წელს, თუ არ ვცდები, 670 მილიონი ლარია. თანაზომადი სამხედრო ძალები აქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს? – გააჩნია, რა ვარიანტი გათამაშდება. პირველი ვარიანტია, რომ არავინ ერევა და ბრძოლაა სომხეთსა და თვითაღიარებულ ყარაბაღს და აზერბაიჯანს შორის; მეორე ვარიანტია, რომ სხვა ძალები აშკარად ერევიან. რის ალბათობაც ყველაზე ნაკლებია. – დიახ და მესამე ვარიანტი: მათ ჩუმად ეხმარებიან. თუ ფართომასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო, მე უფრო რეალური მესამე ვარიანტი მგონია, იმიტომ რომ არც რუსეთი და არც თურქეთი განზე არ დადგება. მაგრამ იმ დონემდეც არ მივლენ, რომ აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა ამ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია. ძლიერი მფარველების, თურქეთისა და რუსეთის შედარებითი სამხედრო პოტენციალი როგორია? – თუ უმაღლეს დონეზე გართულდა საქმე, მაშინ რუსეთი ბირთვული ქვეყანაა, თურქეთი კი ნატოს წევრია, რომელიც, ასევე, ბირთვული ორგანიზაციაა. მაგრამ ამ დონემდე არავინ გაართულებს ვითარებას. ჩემი აზრით, თუ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო ამ ომმა, ორივე მხარე, სომხეთიც და აზერბაიჯანიც, ეცდება, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვოს, ანუ ის დროებითი ფრონტის ხაზი, რაც 1994 წელს გაივლო, რაც შეიძლება თავისგან შორს გაასწიონ. სანამ დასავლეთი ჩაერევა და ცეცხლს შეაჩერებს, ეცდებიან ეს უპირატესობა მაინც მიიღონ, რადგან განსაკურებულ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს. საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის კერის გაჩენის ალბათობაზე რას იტყვით? – ალბათობა უდიდესია. რადგანაც ეს ორივე ქვეყანა გვესაზღვრება, თუ მათ შორის შეტაკებები დაიწყება, შესაძლოა, საარტილერიო ცეცხლი ან საჰაერო დარტყმები შემთხვევით ან არაშემთხვევით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს. მით უმეტეს, ამის პრეცედენტი იყო წინა ომის დროს - ორივე მხარე ნაღმავდა საქართველოს ტერიტორიას. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობენ საქართველოს როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი ეროვნების მოქალაქეები და არის გამორიცხული, რაღაც დაძაბულობა მათთან დაკავშირებითაც მოხდეს. ყველაზე დიდი საშიშროებაა რუსეთის ფაქტორი: რუსეთმა ეს შესაძლოა, გამოიყენოს შემოჭრის საბაბად. გიუმრის ბაზის მომარაგების მოტივით... – რა თქმა უნდა. თუ ჩვენ ნებით ვუთმობთ გზას, პრობლემა გვექმნება აზერბაიჯანთან მიმართებაში; თუ არ ვუთმობთ, ესე იგი, ომი უნდა მოგვიწიოს რუსეთთან. ერთი სიტყვით, ბევრი რამაა გასათვლელი და საქმე ასე მარტივად არ არის. წყარო: http://www.for.ge/vi...mxedro+bazisken
  15. თოვლი გაგიჟებს, ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა ფეხს რომ გაბიჯებ. ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს ყოფნა უენო, ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი ყოფნა უშენოდ. ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით გტკივა ფესვები წელში იხრებით ქართან ომით არყნი, მუხები. ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ დიდხანს სიცოცხლე, ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას, ყოფნას ვუმოკლებთ. ვინ იცის, ურვა და ჩივილი ქარის, მიწის, ცის . . . პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის არავინ იცის.
  16. BEST_GEORGIA ყველა ელჩი ერთ შენობაში ვერ იმოღვაწევებს იმ მიზეზის გამო, რომ საელჩოს ტერიტორია საქართველოს კი არა იმ სახელმწიფოს ეკუთვნის, რომლის წარმომადგენლობაც გამოხატულია დიპლომატიური კორპუსის სახით, მაგალითად აშშ-ს საელჩოს ტერიტორია ეკუთვნის აშშ-ს, რუსეთის საელჩოს ტერიტორია რუსეთს და ა.შ საელჩოს ტერიტორიაზე ვრცელდება იმ ქვეყნის იურისდიქცია და კანონები, რომელი ქვეყნის საელჩოცაა. მაგ: რუსეთის საელჩოში, რომ კაცი მოკლა გასამართლდები რუსეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობით. საელჩოზე თავდასხვა კი თავად სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს. აი ასეა, გარდა ამისა ელჩის მანქანა დიპლომატიური კორპუსის თვითმფრინავი და ბოლო დროს საუბარი იყო დიპლომატიური კორპუსისთვის განკუთვნილ მატარებელზეც, გამოცხადებულია იმ ქვეყნის ტერიტორიად, რომელ ქვეყანასაც ეკუთვნის თავად კორპუსი. ხვდები ეხლა მეგობარო რატომ არ შეიძლება რამოდენიმე ელჩის ერთ შენობაში მუშაობა? საქართველო როდესაც თანხმდება დიპლომატიურ ურთიერთობაზე უცხო ქვეყანასთან ხსნის რა წარმომადგენლობით შენობებს და დიპლომატიურ კორპუსს (ელჩი, კონსული, სამხედრო ატაშე, სავაჭრო ატაშე), აგზავნის ამა თუ იმ ქვეყანაში, სარგებელში იღებს ტერიტორიას ასე ვთქვათ "საჩუქრად" რომელიც ცხადდება საქართველოს ტერიტორიად უცხოეთში, ანალოგიურად იმ ქვეყნის საელჩოც იხსნება საქართველოში და მასაც გადაეცემა განკარგვაში ტერიტორია და ცხადდება ვთქვათ შვეიცარიის, ისრაელის სახელმწიფო ტერიტორიად. აშშ-ს თუ უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს საკუთარი საელჩოსთვის საქართველოსაც ზუსტად მაგდენი ტერიტორია აქვს გადაცემული ა.შშ-ში, ანუ აქ ბალანსი არსებობს, რა ტერიტორიასაც შენ უთმობ უცხო ქვეყნის საელჩოს, ზუსტად იგივე ფართობის ტერიტორიას იღებ უცხოეთში შენი საელჩოს ასაშენებლად
  17. laci მგონი კი. dire ჰო ეს რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ ზოგჯერ უკულტურობითა და სიბრიყვით გამოხატული ჟესტიც ეფექტურია ბევრ კულტურულ და მაღალფარდოვა ნიტყვაზე, მაგალითად ბოკერიას ან სააკაშვილს, რომ მსგავსი თხლაშანი აკიდოს რომელიმე ოპოზიციონერმა ქალმა სისულელეების გაცხარებით ბოდიალის დროს, მგონი ურიგო არ იქნება არა? ოპოზიციონერი ქალისაგან პოზიციონერისთვის სილის გაწვნა? რაღაც ვერ ვიხსენებ ასეთ ფაქტს, ამ შემთხვევაში კი ქალისაგან სილა მრავალმხრივ ანადგურებს სულელური კანონპროექტის მხარდამჭერს. 1. როგორც პოლიტიკურ ოპონენტს. 2. როგორც ღირსების მქონე მამაკაცს. რას უნდა მივხვდეთ? სულელისთვის სილაც, მუშტიც და წიხლიც მადლია. დაიმსახურა მისტერ კანკენმა ლაზათიანი სილა და მიიღო კიდეც, მე ამაში რაიმე უხერხულსა და უჩვეულოს ვერ ვხედავ, კარგი იქნებოდა თუ ამ მაგალითს ქართველი ოპოზიციონერებიც მიბაძავდნენ, სილა და მუშტი დღეს ქართველ პოლიტიკოსებს უფრო მოუხდებათ ვიდრე არგენტინელებს.
  18. უაღრესად საინტერესო და დამაფიქრებელი ინფორმაცია შემოგვთავაზეთ, პირადად მე დიდ მადლობას გიხდით ამ ინფორმაციისათვის, ნაადრევი პასუხი არ მჩვევია, თავად ფაქტი ჩემის მხრიდან შესწავლას, კვლევასა და გაანალიზებას საჭიროვებს, მაგრამ აქვე აღვნიშნავ რომ საფიქრალი მომეცით. აუცილებლად მოვიძიებ ამ პოსტთან დაკავშირებულ ისტორიულ წყაროებს მეცნიერთა შეხედულებებს სასულიერო პირთა წარმოდგენებს ჩამოვყალიბდები და საკუთარ ააზრს აუცილებლად დავაფიქსირებ ამავე თემაში, ზედმეტი მიკერძოვებების გარეშე, თუმცა სადღაც ქვეცნობიერში მსურს რომ ცხებული მეფე დაუდი როგორც მას ივრითზე უწოდებენ წარმოშვებით ქართველთა წინაპარი ტომებიდან იყოს. თუმცა აქვე აღსანიშნავია მოციქულის მიერ ოთხთავში მოყვანილი გენეოლოგია მესიისა სადაც აღნიშნულია შემდეგი: სახარება მათესი თავი I მუხლები 1–6 1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. 2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. 3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. 4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი. 5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. 6. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. სახარება ლუკასი თავი III მუხლები 23–32 23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა, 24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, 25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი, 26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი, 27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა, 29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა, 30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა, 31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა, 32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა, როგორც ზემოთაღნიშნულიდან ჩანს წმინდა ოთხთავის ორ წიგნში, მოციქულ მათესა და ლუკას მიერ გადმოცემულ გენეოლოგიაში დავით მეფსალმუნე მოხსენიებული არის ვინმე იესეს ძედ, რომელიც თავის მხრივ პირდაპირი შთამომავალი გახლდათ აბრამისა (შემდგომში აბრაამისა) ეს უკანასკნელი კი წარმოშვებით ქალდეის ქალაქ ურიდან გახლდათ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბაბილონელი ბედუინი იყო და არა მესხი, საიდან მოხვდა აბრამი შუამდინარეტში ესეც გარკვეულია, ბიბლიის მიხედვით, ვინაიდან ისრაელი მკაცრ აღრიცხვას აწარმოებდა გენეოლოგიისა მამრობითი შტოს ხაზით და გარკვეულია აბრამის გენეოლოგიაც. 34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, 35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი, 36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, 37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა, 38. ენოსისა, სეთისა. ანუ სემიტები არიან ბიბლიის მიხედვით აბრაამიც და მისი შთამომავალი დავით მეფსალმუნეც. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა, დანარჩენს საკითხის ძირეულად შესწავლის შემდეგ მოგახსენებთ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ.
  19. არგენტინის პარლამენტში საბიუჯეტო განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრასიელმა კრამანომ ახალ ბიუჯეტის მომხრე კარლო კანკენს არგენტინული პადლეცი აარტყა. ა ბატონო ოპოზიცია და ა ბატონო ქალი. ჩვენს მუდოებს კი არ გვანან რას ურჩევდით ქართველ ოპოზიციონერ ქალებს? მგონი მისაბაძი მაგალითია არა? http://www.youtube.com/watch?v=o1G0lbFfQko&feature=relmfu
  20. mama ნიძლავზე გიწინასწარმეტყველო გადაწყვეტილების შინაარსი? რა გამოცხადება უნდა? "ბიძა კაცმა" თქვა დაჯარიმდესო და სასამართლო ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალობაა, "ბიძა კაცის" სიტყვისა და საქციელის "გამპრავებელი". პ.ს ეს ბიძა კაცი ვიღა იყო ჰა? თუ კარგ საქმეზე მიდიხართ მეც წამიყვანეთ
  21. DonCaredo ასეთი ობიექტური შეფასება პირველად ვნახე, მოვლენებისათვის ჭეშმარიტი სახელების წოდების დიდოსტატი ყოფილხართ.
  22. laci კითხვაზე კომენტარის გაკეთებასა და პასუხის გაცემას წინასწარი თანხმობა არ ჭირდება, მაგ გამგებელს შეეძლო ეთქვა ერთი მარტივი სიტყვა "უკომენტაროდ" და ამით ამოიწურებოდა ინცინდენტი, ერთადერთი რაც მაგ ჟურნალისტს შეეშალა ის არის, რომ სოფ: ხანდაკი ვაკე ეგონა და შესაბამისად არ იცოდა, რომ მაგ მიდამოებში ჯერ კიდევ ჰომო ერექტუსიდან ჰომო საპიენსამდე გარდამავალი ადამიანისმსგავსი რასა ბინადრობს, ადგილის კურდღლებს კი დაუნიშნეს ისევ ადგილის მწევარი რას ერჩით, რაც ერი ის ბერიო ნათქვამია და რაც ხანდაკი ის გამგებელი. ვოტ ტაკ.
  23. laci იმ მომენტში გინებას გინებით არც უპასუხებდა მაგდენი თვითშეგნება აქვს ადამიანს რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, ერთადერთი რაც შეეძლო ექნა თავი დაეცვა თუ ფიზიკურად დაესხმებოდა თავს ან ვიდეოკამერას დაუმტვრევდა როგორც ემუქრებოდა, მაგრამ შემდეგ რატომ არ მიცეს თქო ამ ფაქტს შესაბამისი მსვლელობა ეგ მიკვირს მე ჟურნალისტებისაგან, მხოლოდ იუთუბის სივრცითა და კულისებით რატომ შემოიფარგლნენ როდესაც სახეზეა აშკარა სამართალდარღვევა? რა წვრინმანი ხულიგნობის შესახებ არ სმენიათ? ამას მე მინიმუმს ვამბობ თორემ რაც მაგ პრიმატმა ჩაიდინა მაგას ქვია "ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა" ამას კი თავის მხრივ ქვია დანაშაული და სისხლის სამართლის კოდექსში გამოკვეთილი შრიფტით და დიდი ასოებით არის ჩაწერილი. ვის ვის და ჟურნალისტს არ უნდა ეშლებოდეს შესაბამისი რეაგირება მსგავს ფაქტებზე, დავიჯერო ისეა დაზაფრული ხალხი რომ ჟურნალისტიც ვეღარ იღებს ხმას როდესაც მის წინააღმდეგ აშკარა რეპრესიებს აწყობენ? აღარ ყოფილა ჩვენი საშველი და ეგ არის სწორედ.
  24. laci ოპოზიციური მუხტის მატარებელ ტელევიზიებში, თუნდაც კავკასიასა და მარსტროში, სიამოვნებით გაუშვებდნენ ამ რეპორტაჟს და ბონუსად აქუ ერთ გადაცემასაც მიუძღვნიდა. კეთილები დაახურა თავზე და საცემად იწევდა და ნიჩურიტი თუ ქონდა გაკეთებული ოპერატორს არ შემეწეროსო ეგ კი აღარ ვიცი. ვიცით ვხვდებით გვსმენია
  25. laci მაგ ნეანდერტალელს საკუთარი სიტყვა და საქციელი აფასებს თავად, მე უბრალოდ ოპერატორის საქციელისა მიკვირს, სახე მკვეთრად ან მანქანის ნომერი რატომ არ დააფიქსირა? მისი საქციელი სულ მინიმუმ კვალიფიცირდება ასე "წვრილმანი ხულიგნობა" რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და რაზედაც შესაბამისი სახდელია დაწესებული იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული იჩივლებს, ჟურნალისტებს ჩივილსა და "პანიკის" ატეხვას რომ ვერავინ დაასწრებს ეგ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ჰო და საკვირველია ისიც რომ სანამ იუთუბის სივრცეს გაამდიდრებდა ეს ფაქტი მანამდე რატომ არ მოხვდა ტელევიზიაში ან სამართალდამცავ ორგანოებში?
×
×
  • შექმენი...