Jump to content
Planeta.Ge

Dakaray

პლანეტელი
  • პოსტები

    182
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Dakaray

  1. უცხო_პლანეტელი ვფიქრობ აღნიშნული მოწყობილების ვაგინაში ჩამდგმელს სხვის მიერ გაუპატიურება აღარ ჭირდება, ის თავის ხელით გაიუპატიურებს საკუთარ თავს. გამოგონებას რაც შეეხება, ვფიქრობ არასაჭირო და სულელური გამოგონებაა, არაფრისმომცემი, გარდა იმისა, რომ ამ ნივთის სისტემატიურად ტარებით, ქალმა შეიძლება სექსუალური პრობლემებიც გაიჩინოს. საკითხავია ისიც უქმნის თუ არა ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს ვაგინაში პენისის ხაფანგგარჭობილი გადაადგილება. დისკომფორტზე და საშოს კუნთის მუდმივ მოშვებულებაზე აღარაფერს ვიძახი რაც თავად ამ კუნთის ატროფიას იწვევს ეს კი თავის მხრივ უამრავ სექსუალურ პრობლემას. 90–იანების ჟარგონული გამოთქმა გამახსენდა.
  2. mama არა არც ეგ არ მოწონს, ის პატიმართა მოკითხვასა და ნუგეშისცემას სათნოებად მიიჩნევს. მართალი ბრძანდებით, 2012 წლის წინ დაიბადა ხორციელად, ბრძოლას რაც შეეხება ის არაფრის წინააღმდეგ არ იბრძვის, მას წყალობა სურს და არა მსხვერპლი, სიკვდილით დასჯის ძველი რჯულისმიერი აკრძალვა კი ვფიქრობ 30 წლის ასაკის შემდეგ გააუქმა, (მას შემდეგ რაც სულიერი მოღვაწეობა დაიწყო მიწაზე) საკუთარი სიტყვის ძლევამოსილებით. გმადლობთ შენიშვნისთვის. თქვენ ნუ აღელდებით ჩემი შერცხვენისას, როგორმე თავად გამოვასწორებ თუ კი თარიღებში უმნიშვნელო შეცდომას დავუშვებ. მე იმას ვხვდები, რომ ღმერთი მოწყალეა ადამიანი კი ბრმა და ბნელი. სიკვდილით დასჯის ღირსები ჩვენ ყველანი ვართ, მაგრამ სულგრძელობით ითმენს უფალი ჩვენს ცოდვებსა და დანაშაულებს არ გვსჯის ჯერ ჯერობით და არც სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ მოწყალეა და უნდა, რომ ყოველი ადამიანი გადარჩეს. თქვენ შეიძლება თარიღებში უზუსტობის აღმოჩენით ფორუმული ქულები ჩაიწეროთ მომხმარებელთა თვალში, მაგრამ თქვენს გულს რას უშვრებით? რომელიც აშკარა აგრესიით გაქვთ სავსე ჩემს მიმართ? მიკვირს არ ვიცი რატომ. იქნებ იმიტომ რომ გულზე მოგხვდათ ჩემი პოსტი?
  3. ყველანაირი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს უფლისაგან, გარდა სულიწმინდის გმობისა, თემას ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რა მოწყალეა უფალი და რა ბნელია ადამიანი. პირადად მე სულ უკანასკნელი ნაძირალა, რომ იყოს ადამიანი, ყველაფერზე წამსვლელი და ენით აუწერელი დანაშაულების ჩამდენი, მაინც არ ვარ მისი სიკვდილით დასჯის მომხრე, იმიტომ რომ გამარჯვება დანაშაულზე და ზოგადად ბოროტებაზე, ასეთის გამოსწორებით მიიღწევა და არა განადგურებით. სამწუხაროდ დღესაც კი ზოგიერთ სახელმწიფოში ზოგიერთ დანაშაულზე სასჯელის სახით დაწესებულია სიკვდილით დასჯა, ეს სასჯელი საქართველოშიც მოქმედებდა 1997 წლამდე, ჩემი აზრით სასჯელის ასეთი ტიპი და სახეობა არის ავტოკრატულ-დიქტატორული მმართველობის რეჟიმის საძირკვლის გამყარების მიზნით შეთითხნილი კანონის სანქცია. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ აქ ამ სასჯელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ ქრისტიანი კაცი ვიღაც სხვის სიკვდილით დასჯის მომხრე როგორ უნდა იყო, როდესაც თავად ჩვენი უფალი ამბობს: "თქვენ გსმენიათ თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ, სიცოცხლე სიცოცხლისა წილ, მე კი გეუბნებით ვინც ერთ ლოყაში გაგარტყათ მეორე მიუშვირეთ" ფაქტიურად აქ უფალი თავადვე აუქმებს ისრაელში დადგენილ რჯულისმიერ სასჯელს, სიკვდილით დასჯას და ვფიქრობ ეს არის პირველი ფაქტი კაცობრიობის ისტორიაში როდესაც 2012 წლის წინ მაცხოვარი ღიად გამოვიდა ადამიანის სიცოცხლის, სიცოცხლისა წილ ართმევის წინააღმდეგ. ვფიქრობ ადამიანს ყოველთვის აქვს გამოსწორებისა და სინანულის შანსი, ეს შანსი არ უნდა წაართვა მას განადგურებით, თვით მამა ღმერთიც სულგრძელად იტანს მოთმინებით უგუნურთა ბილწ ცოდვებს და არ სურს არც ერთი ადამიანის დაღუპვა, ცოდვილისა და დამნაშავის სიცოცხლის ართმევით არ წყდება დანაშაულის აღმოფხვრის პრობლემა. ეს არც პრევენციაა და არც სიტუაციიდან გამოსავალი.
  4. Nukriko აბსოლიტურად გეთანხმები და აქვე დავძენ, რომ ყველაზე საშინელი ინტილიგენციისათვის იმ ამაზრზენი ფაქტის ყურებაა, თუ როგორ უკავიათ მათთვის განკუთვნილი ადგილი საზოგადოებაში ხათრით კლასიდან კლასში გადაყვანილ ვაისამოსნებს. ქვეყანაში სადაც "განათლების რეფორმის" შედეგად პირველი რაც გაკეთდა მეცნიერების აკადემიის გაუქმება და ფროფესორ-აკადემიკოსთა ჩარეცხვა იყო განათლების სისტემაზე საუბარი უხერხულია.
  5. lasha1997 საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს იმ პირის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად წარდგენა რეგისტრაციას ვისაც არჩევნებამდე ზედიზედ ორი ვადით (5 წლიანი) ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვეღარ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას და შესაბამისად ვერც მომავალ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. აქ შეიძლება გათამაშდეს "მედვედევი პუტინის" კომბინაცია და სახელად ეწოდოს "სააკაშვილი უგულავას" ტანდენი, ანუ ავტორიტარულმა სახელმწიფო მანქანამ მოახერხოს არჩევნების გაყალბების გზით პირობით გიგი უგულავას "გამარჯვება" რა დროსაც გიგი უგულავას მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შეთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრი გახდება, შემდეგ ისევ გაცვლიან თანამდებობებს რათა კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს მათი საქციელი და ეს გაგრძელდება მანამ სანამ ერი არ "გაიღვიძებს" საღათას ძილისაგან.
  6. მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, და წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს. თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისევ, თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ ... თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ, ახლაც ლექსივით გამიმეორებ. სული გაყინა ამ სიმარტოვემ, გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, ასე მგონია თუ კი ვიპოვი, მოხვალ და გულის კარებს გამიღებ. მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც უწმინდეს ფსალმუნის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს.
  7. შენ თვალებიდან აპრილი გცვივა, იღვიძებს დილა ცისფერი კაბით, ქუსლით ნაგვემი იები მტკივა მე მომიტევე თუ შემიყვარდი. წუხელის წვიმამ დატბორა გზები, კვლავ აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა სხივები და გაზაფხული გიფეთქავს ტანში. იასამნებად გეტყობა წლები, დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, მინდა გიყურო შორიდან გზნებით, ჩუმად მოვიკლა ვნების წყურვილი. ცად მინდა ფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია, მიყვარხარ ამას ნუ მეკითხები, ეს არც ცხადი და არც სიზმარია.
×
×
  • შექმენი...