Jump to content
Planeta.Ge

Dakaray

პლანეტელი
  • პოსტები

    182
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Dakaray

  1. უცხო_პლანეტელი ჰო, ხედავ როგორ უცბად ჩავუყარე წყალში სამხრეთ აფრიკელ გამომგონებელს ღამის ტეხვანში დაძაბული აზროვნებით მიღწეული "გამოგონების" ეფექტურობა? კონტრსაშუალება გამოვუძებნე უცბათ, თავდაცვის ინსტიქტმა მიკარნახა ისე მართლა უცნაური გამოგონებაა ვფიქრობ ბევრს წაადგება აფრიკაში, მაგრამ ქართველ ქალებს არანაირად არ ვურჩევდი ამ მოწყობილებით სიარულს, ამ სიცხეში
  2. mtidan პაწერპევში უკვე იხმარა მაგრამ მამა-პაპურათა, ადათ-წესითა, პაწერპევშს კიდევ ამერიკულ-ფრანციცულად უნდოდა, ამან არაო? კბილები ახალი გამოხეხილი მაქვსო ჰო და იმან კიდე მაშ მე რომ კლარნეტზე არიას ვასრულებდი გიჟი ვიყავიო? მოკლედ ადგა და უჩივლა გამაუპატიურაო, არადა რეალური მიზეზი მაგ ჩივილისა როგორც აპიარებენ მურთაზობაში უნდა ვეძიოთ. lasha_alo ძველია მაგრამ კარგია laci წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ტიპი ცოცხალი თავით საპროცესო შეთანხმებაზე არ მიდის. პ.ს დაეძალეთ ქართველ ქალებს ა ბატონო ამერიკელს რაღაც არ მოეწონება და 6 წელი სროკი ზედ გაქვს.
  3. ამერიკელი პედაგოგის გაუპატიურების ფაქტზე გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრები, 22 წლის ჯარისკაცის ბრალდების საქმე უკვე სასამართლოში გადაიგზავნა. ჯარისკაცს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებული ჯარისკაცის ადვოკატის, ფრიდონ მაღრაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს. "რადგანაც ჯარისკაცმა ამერიკელ პედაგოგს გაუკუღმართებულ სქესობრივ აქტზე უარი უთხრა, მოხალისე პედაგოგმა მას პოლიციაში უჩივლა" - აცხადებს ადვოკატი. ამერიკელი პედაგოგის, 27 წლის კანზასელი გოგონას სხეულზე და ტანსაცმელზე ჩატარებული ტრასოლოგიური, გენეტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში წერია, რომ ძალადობის ნიშნები არ იკვეთება. ,,ამ ქალბატონმა ჯარისკაცთან ჯერ თავად დაამყარა გაუკუღმართებული ურთიერთობა, ხოლო შემდეგ იგივეს გამეორება მას მოსთხოვა. ქართველმა მამაკაცმა ამაზე უარი უთხრა. აქ საკითხავია, თუ ვინ ვისზე ახორციელებდა ძალადობას. ამის შემდეგ გაბრაზებული ქალბატონი წავიდა პოლიციაში და იჩივლა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, უცხოეთიდან ჩამოყვანილ პედაგოგებს აქვთ დაზღვევა, რომლის მიხედვით, რაიმე დაზიანების მიღების შემთხვევაში, მათ დიდი ოდენობით ფულად კონპენსაციას აძლევენ. ჩვენ ვთვლით, რომ მოხალისე პედაგოგი სწორედ ამ გამორჩენის მიზნით უჩივის ჩვენს ჯარისკაცს. განათლების სამინისტროს ამ პედაგოგის შესახებ ინფორმაცია მოვთხოვეთ, ვინ არის, საიდან მოვიდა. რა გამოცდილება ჰქონდა. ან რას საქმიანობდა ამერიკაში და ა.შ. არანაირი ინფორმაცია განათლების სამინისტრომ არ მოგვაწოდა", - ამბობს ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე. პ.ს სტატია სააკაშვილს არ წააკითხოთ თორემ ჯარის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში კუნილინგუსის ასათვისებელ კურსებს შეიტანს მსგავსი ინცინდენტების თავიდან ასაცილებლად. წყარო: http://www.ambebi.ge...mo-uchivis.html
  4. gendolf ფორუმზე იძახეთ "რას გვიშვრება ეს მთავრობა". ღელე და გენერატორი არ არის საჭირო რომ ადამიანმა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი თავად მოძებნო და სხვას არ ელოდო როდის გაპრეზიდენტდება და როდის "გიხსნის." ერთ ადგილს ვერ მომჭამენ, ეს სოდიფობია და კუდიფობიაც უკვე გატეხილი ხალხის ფანტაზიაა თორემ არ მესწავლება მე ის სოდი და კუდი როგორი ქათმებითა და ქვეშაფსიებით არის გატენილი. უნდა დააიგნორო სახელმწიფო, როდესაც იმის ძალა არ გაქვს რომ ებრძოლო უნდა დააიგნორო.
  5. mtidan ბორბალს ეცემა, მაგრამ შეგიძლია ორნაირად ამუშაო, ერთი როდესაც წყალს "ჩანჩქერის" ეფექტი აქვს და ზემოდან ქვემოთ ეცემა და შეგიძლია გამდინარე წყალშიც ჩაყო მთლიანად ბორბალი, დაატრიალებს მე ასე მაქვს გაკეთებული სადგარებზე დავამაგრე თავად გენერატორი და პროპელერი გამდინარე წყალში მაქვს ჩაყოფილი პატარა არხია ძალიან ადვილად ტრიალებს ოდნავი ქარი თუა მაგაზეც კი დატრიალდება წყლიდან რო ამოვიღო, ღერძით არის დამაგრებული რაღაც მოწყობილობაზე რაც მოკლედ ამ კაცმა გამოიგონა და შემდეგ ეს მოწყობილობა ამუშავებს მექანიზმს. გადამრთველი აქვს, როდესაც დაიწყებს ბორბალი ტრიალს, ეს გადამრთველი უნდა ჩამოწიო და მორჩა დენი მოდის. იმაში რომ არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული წყლის წნევა რომ იმუშაოს, პატარაა კომპაქტური, 1 ოჯახისთვის სამყოფ ელ ენერგიას გამოიმუშავებს, ტელევიზორი, მაცივარი, 5 ნათურა, ატმორი და პლიტასაც კი ვრთავ ხოლმე, უთო, კომპიუტერი ყველაფერს ამუშავებს, მექანიზმი რაშიც ამ ბოტბალის ღერძია ჩამაგრებული უზრუნველყოფს იმას, რომ თავად გენერატორმა სრული სიმძლავრით იმუშაოს, საწვავი არ ჭირდება და არაფერი, დაჟე საწვავზე რომელი გენერატორებიც არის ისინი ვერ ქაჩავენ პლიტა რომ ჩართო ეგრევე ითიშება, ამას კი მხოლოდ წყალი უნდა მიუშვა და ეს საკმარისია, რომ მაღალი ხარისხის დენი მქონდეს მუდმივად 220 ვოლტი, თავად ეს მექანიზმი მე არ დამიშლია ვერ ვერკვევი ასეთ რაღაცეებში და აღარ ვუჩხიკინე რა, მაგრამ აჭარლებმაც იყიდეს და მერე თვითონ გააკეთეს სხვა მსგავსი გენერატორები, არის ასეთი მაღალმთიანი ადგილი მთა პერანგას ეძახიან სადაც ზაფხულობით საქონელი ყავთ ხოლმე ბახმაროსთან ახლოა ძალიან ჰო და დოღზე ვიყავი ასული და სტუმრად გადამიპატიჟეს და იქ ვნახე, სწორედ ჩემი მსგავსი გენერატორები ქონდათ პატარა ნაკადულები ჩამოდის და ყველა მესაქონლეს ეს გენერატორი ქონდა მოწყობილი ამ ნაკადულებზე, ისეთი ადგილია იქ საერთოდ ცივილიზაციის ნასახი არ არის ქოხები უდგათ მარტო და აი ამ გენერატორის წყალობით ელ ენერგია ააქვთ, აი აქედან ვხვდები რომ შესაძლებელია ადამიანმა თავადაც ააწყოს რა, თუ ოდნავ მაინც ერკვევა ასეთ რაღაცეებში, თან 3 წელია მაქვს უკვე და ჯერ არ გაფუჭებულა 24 საათი მუშაობს, მარტო სადენებს ვცვლი ხოლმე წელიწადში ერთხელ ისიც პროფილაქტიკისთვის. მე თვითონ მექანიზმში ვერ ვერკვევი, თორემ დიდი სიამოვნებით აგიხსნიდი თუმცა იქ სადაც აჭარელმა გლეხმა შეძლო და ააწყო თავად, ის უფრო არ შეძლებს ამის აწყობას ვინც ერკვევა? იქნებ დავძებნო ინტერნეტში და ლინკი მოგაწოდო წესით უნდა იყოს.
  6. mama არ ვიცი, საქართველოში სერიულ წარმოებაში არ არის, თუმცა თავადაც შეგიძლია დაამზადო ძალიან მარტივი მექანიზმი აქვს. არ ვიცი, არ გამომიანგარიშებია მე 200 მდე ვხარჯავ ყოველთვიურად. მე 500 ლარად შევიძინე 3 წლის წინ.
  7. DonCaredo ვაუჩერის გაცემის აზრს ვერ ვხედავ, გამოაცხადონ პროფ ტექნიკურ სასწავლებლებში სწავლა უფასოდ და აღარ გახდება საჭირო ვაუჩერი, მაგრამ მერე ვინღა წამოაყვედრებს უბრალო ხალხს 20 ლარიან სურსათისა და 1000 ლარიან სწავლის ვაუჩერის გაცემას? ამ ჩემისებს ხალხი მართლა დებილები გონიათ, ეს საქციელი რას ჰგავს იცით? საკუთარ დუქანში რომ 5 ლარიან ღვინოს 10 ლარი დავადო ფასად, მერე კლიენტს 5 ლარის ვაუჩერი მივცე, ღვინო თავის ფასში შევტენო და თან ზემოდან დავაყვედრო 5 ლარი აქეთ გაჩუქე თქო
  8. mtidan თუ მოვიძიე აუცილებლად დავდებ, ცნობისათვის კი გეტყვით რომ აღნიშნული პროექტი ამ სამიოდე წლის წინ სატელევიზიო გადაცემაში წარადგინა ავტორმა, ალბათ გემახსოვრებათ ბიზნესმენები რომ უფინანსებდნენ მოქალაქეებს იდეებს, აი მაშინ არ დააფინანსეს ეს პროექტი, ვის რაში აწყობდა? მერე როგორღა გაღლეტდნენ ხალხს გაბერილი კომუნალური გადასახადებით, ჰო და ადგა ავტორი და პროექტი კანადის სახელმწიფოს მიყიდა, დღეს კანადელები სარგებლობენ ქართველი გამომგონებლის მიერ დამზადებული მიკრო გენერატორით, ქართველები კი "შოჩიკებზე" ლოცულობენ რომ სასწაულებრივად მაინც შენელდეს მათი ბზრიალი.
  9. საზოგადოებაში სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად დამახინჯებული სახით ვრცელდება ან უბრალოდ დეზინფომაცია/მითია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას. ● არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვიკინგები რქიან მუზარადებს ატარებდნენ. მსგავსი შეხედულება სათავეს იღებს 1876 წლის ოპერიდან „Der Ring des Nibelungen” (ნიბელუნგების ბეჭედი), რომლის ავტორიც რიჰარდ ვაგნერია. ოპერის სცენოგრაფიაში ვიკინგებს რქები ამშვენებთ, რამაც არასწორი აზრის გავრცელება გამოიწვია. ● მიზეზი, რის გამოც ქრისტეფორე კოლუმბს უჭირდა, მოეპოვებინა დაფინანსება და ხელშეწყობა თავისი მოგზაურობებისთვის, არ ყოფილა ის, რომ მაშინ დედამიწა ბრტყელი ეგონათ. რეალურად იმ პერიოდის ხალხმა პლატონისა და არისტოტელეს წყალობით უკვე იცოდა, რომ პლანეტას სფეროს მსგავსი მოყვანილობა ჰქონდა, ისინი უბრალოდ ეწინააღმდეგებოდნენ მის მოსაზრებას ინდოეთამდე მანძილის შესახებ, რომელიც რეალური ზომის მეექვსედს წარმოადგენდა. ამერიკის კონტინენტები რომ არ არსებულიყო, კოლუმბი ინდოეთამდე მიღწევას ვერ შეძლებდა, რადგან საკვები ამოეწურებოდა. გარდა ამისა, მაშინ ზღვაში გრძედების გამოთვლის პრობლემაც იყო, რაც მხოლოდ მე-18 საუკუნეში აღმოიფხვრა. ● რეალურად კოლუმბი არც ამერიკის აღმომჩენია იმ გაგებით, რომ მან ვერ მოახერხა ახალი კონტინენტის იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კოლუმბი ახალ მიწას ევროპასა და აზიას შორის მდებარე მატერიკად მიიჩნევდა, თავად მოგზაურის ჩანაწერები გვამცნობს, რომ ის ამერიკას აზიის აღმოსავლეთ სანაპიროდ თვლიდა. სწორედ ამის გამო ეწოდა კონტინენტს ამერიგო ვესპუჩის სახელი, რადგან მან სწორად აღიქვა, სად იმყოფებოდა. გარდა ამისა, კოლუმბი არ ყოფილა პირველი ევროპელი, ვინც ამერიკის კონტინენტზე ფეხი დადგა – 500 წლით ადრე იგივე ნორვეგიელმა მოგზაურმა ლეიფ ერიქსონმა შეძლო. ● ჯორჯ ვაშინგტონს ხის კბილები არ ჰქონია. კბილების პრობლემა მას ახალგაზრდული ასაკიდან აწუხებდა და რამდენიმე ხელოვნური წყება ჰქონდა, თუმცა ხის არცერთი არ ყოფილა. მის მფლობელობაში შედიოდა ოქროს, ბეჰემოთის ძვლის, ტყვიის, ადამიანისა და ცხოველის (მათ შორის ცხენისა და ვირის) კბილების რიგები. ● ნაპოლეონ ბონაპარტე თავის ეპოქაში სულაც არ ითვლებოდა დაბლად. უფრო მეტიც, ის უფრო მაღალი იყო, ვიდრე ტიპიური ფრანგი. გარდაცვალების მომენტში ფრანგი იმპერატორის სიმაღლე 168 სმ-ს შეადგენდა. თუმცა ის მუდმივად გარშემორტყმული იყო მაღალი მცველებით, რომელთა ფონზეც ტანმორჩილი ჩანდა. მეტსახელი „Le Petit Caporal” (პატარა კაპრალი) კი სავარაუდოდ სიყვარულის გამოხატულება იყო და არა სიმაღლის აღნიშვნა. ● ალბერტ აინშტაინს სულაც არ უჭირდა მათემატიკის სწავლა სკოლაში, როგორც გავრცელებული მითი გვამცნობს. მე-20 საუკუნის უდიდესმა მეცნიერმა ერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დიფერენციალური და ინტეგრალური კალკულუსი ჰქონდა ათვისებული. ● ცნობილი ინგლისური სიტყვა „Fuck” არ წარმოშობილა გაქრისტიანებული ანგლო-საქსონური ინგლისის პერიოდიდან, როგორც აკრონიმი ფრაზისა „Fornication Under Consent of King” (ინტიმური კავშირი მეფის თანხმობით) ან „For Unlawful Carnal Knowledge” (უკანონო ხორციელი შეცნობისთვის), არც აბრა ყოფილა, რომელსაც მოღალატე მეუღლეებს უდგამდნენ ან ბრიტანეთის არმიის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალური ბრალდება. თანამედროვე ინგლისურ ენაზე საუბარი მე-16 საუკუნეში დაიწყეს და სიტყვები, როგორიცაა „fornication” ან „consent”, არ გაჩენილა მე-12 საუკუნის მიწურულამდე. სიტყვა „fuck”-ს ყველაზე ადრე ვხვდებით 1475 წელს ლექსში „Flen flyys”, თუმცა შესაძლოა, ჰქონდეს პროტო-გერმანული წარმოშობაც. მას მიაგავს ჰოლანდიური fokken, გერმანული ficken და ნორვეგიული fukka. ● სიტყვა „Golf” (გოლფი) არ წარმოადგენს აკრონიმს ფრაზისა „Gentlemen Only, Ladies Forbidden” (მხოლოდ ჯენტლმენები, ქალები არ დაიშვებიან). რეალური დასაბამი დაუდგენელია, თუმცა არსებობდა შუა-შოტლანდიურ ენაში (1450-1700 წწ). ● აზრი, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ადამიანური ნაკეთობაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს, რეალობას არ შეესაბამება. მსგავსი რამ არ დაუდასტურებიათ მთვარეზე მყოფ ასტრონავტებს, მისი შემჩნევა ძნელია დედამიწის გარშემო მოძრავი აპარატებიდანაც კი. მასზე გაცილებით კარგად მოჩანს განათებული ქალაქები დედამიწის იმ მხარეს, სადაც უკვე დაღამებულია. შატლის კოსმონავტის, ჯერომ აპტის თქმით, ჩინეთის დიდი კედლის დანახვა 300 კმ-ის სიმაღლიდან უკვე შეუძლებელია. ● სეზონები იმის გამო არ იცვლება, რომ დედამიწა მზესთან ზაფხულში უფრო ახლოსაა, ვიდრე ზამთარში, რეალურად დედამიწა შორსაა მზისგან, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია. სეზონების ცვლილების მიზეზია დედამიწის ღერძის გადახრა 23.4 გრადუსამდე. მზის გარშემო მოძრაობისას დედამიწის სხვადასხვა ნაწილები განსხვავებული რაოდენობით სითბოსა და სინათლეს იღებენ. როცა დედამიწის ზედაპირზე მზის სხივები შვეულად ეცემა, მეტ გამოსხივებას იღებს, ვიდრე დახრილობის დროს. ივლისში ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენაა მიმართული, შესაბამისად, დიდი რაოდენობით სინათლე მიეწოდება და დღეები ხანგრძლივია. იანვარში კი სიტუაცია იცვლება. რაც შეეხება სამხრეთ ნახევარსფეროს, აქ პირიქითაა – მზისკენ შექცეულია იანვარში და შებრუნებული – ივლისში. ● ღამურები ბრმები არ არიან. მართალია, ბევრი მათგანი ექოლოკაციას იყენებს ორიენტაციის უმთავრეს იარაღად, მაგრამ მათ აქვთ თვალები და შეუძლიათ სინათლის აღქმა. უფრო მეტიც, ყველა ღამურას არ გააჩნია ექოლოკაციის უნარი და ასეთებს სიბნელეში არაჩვეულებრივი მხედველობა აქვთ. ● არასწორია ის აზრი, რომ იხვის ყიყინს ექო არ აქვს. რეალურად აქვს, თუმცა რიგ პირობებში ადამიანის ყურისთვის რთულია აღქმა. ● გავრცელებული მცდარი შეხედულებაა ქამელეონსა და ანოლისზე, რომ მათი ფერის შეცვლის უმთავრესი მიზანი კამუფლაჟია. რეალურად, ისინი ხშირად იცვლიან ფერს, რათა სხეულის ტემპერატურა დაარეგულირონ, ზოგჯერ კი ეს კომუნიკაციის ერთგვარი ფორმაა. მაგალითად, ქამელეონები მუქ ფერს იღებენ, როცა ცუდ ხასიათზე არიან, ბრაზდებიან ან მეტოქის შეშინება სურთ, მამრებს კი ხშირად ღია ან ფერადი შეფერილობა ეძლევათ, როცა პარტნიორი მდედრის მოხიბვლას ცდილობენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის გარემოსთან დამსგავსების მიზანი. ● სიტყვა „თეორია” (დიდი აფეთქების თეორია, ევოლუციის თეორია) არ ნიშნავს, რომ ამ მოსაზრებაში მეცნიერები დარწმუნებული არ არიან. საქმე იმაშია, რომ მეცნიერულ კონტექსტში თეორიასა და ჰიპოთეზას უფრო სხვანაირი განსაზღვრება აქვს, ვიდრე ყოველდღიურ სასაუბრო ენაში. მეცნიერების ეროვნული აკადემიის განმარტებით, თეორია არის მეცნიერებაში კარგად გამყარებული (დამტკიცებული) ახსნა ბუნებრივი სამყაროს ზოგიერთი ასპექტისა, რომელიც აერთიანებს ფაქტებს, კანონებს, დასკვნებსა და გამოცდილ ჰიპოთეზებს. ხოლო ჰიპოთეზა არის წინასწარი განაცხადი ბუნებრივი სამყაროს შესახებ, რომელიც მოითხოვს მომდევნო გამოცდებს. თუკი ჰიპოთეზის დასკვნა მართებულია, იზრდება ალბათობა, რომ ჰიპოთეზა სწორია. ხოლო თუ არასწორია, ან უკუაგდებენ, ან კორექტირებას მოახდენენ. ● ევოლუციის თეორია არ ეხება სიცოცხლის ან სამყაროს წარმოშობას. ბიოლოგიური ევოლუცია აღწერს პროცესს, რომლის შედეგადაც დედამიწაზე მრავალნაირი სახეობა გაჩნდა და საწყის წერტილად იღებს ერთ უნივერსალურ წინაპარს. შესაბამისად, მისი სფეროა ცოცხალი ორგანიზმების განვითარების საკითხი სიცოცხლის გაჩენის შემდეგ. სიცოცხლის წარმოშობაზე ყველაზე გავრცელებული მეცნიერული მოდელია აბიოგენეზი, სამყაროს ადრეულ პერიოდს კი დიდი აფეთქება ხსნის. ● ადამიანები არ წარმოშობილან შიმპანზეებისგან ან რომელიმე თანამედროვე მაიმუნისგან. ევოლუციის თეორიის მიხედვით, შიმპანზეებთან საერთო წინაპარი გვყავდა 5-8 მილიონი წლის წინ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ დედამიწაზე მცხოვრები არსებებიდან ადამიანს ყველაზე მეტად შიმპანზე ჰგავს. არასწორია ის აზრი, რომ შიმპანზე ვერ განვითარდა და პრიმიტიული დარჩა. რეალურად, მან ზომაში მოიმატა, გაეზარდა აგრესია და ხეზე მოხერხებული ცოცვა ისწავლა. სხვა მაიმუნებთან ერთად, ადამიანები და შიმპანზეები შედიან ჰომინიდების ტაქსონომიურ ოჯახში. ამ ჯგუფის საერთო წინაპარი კი 40 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ● დინოზავრები იმის გამო არ გადაშენებულან, რომ გარემოს ვერ ეგუებდნენ ან ცვლილებასთან ადაპტირება ვერ შეძლეს. რეალურად ისინი საკმაოდ წარმატებულ და ადაპტირებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მათი გაქრობის მიზეზი ის მოვლენაა, რამაც იმდროინდელი მცენარეების და ხმელეთისა და წყლის ცხოველების უმრავლესობის ამოწყვეტა გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ ეს მიზეზია იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი უზარმაზარი ასტეროიდი, რამაც სათავე დაუდო ცარცულ-პალეოგენურ გადაშენებას 65 მილიონი წლის წინ. თუმცა დინოზავრები ბოლომდე სულაც არ გადაშენებულან – დღევანდელი ფრინველები იურული პერიოდის ფრთიანი თეროპოდების შთამომავლები არიან. ● თმა და ფრჩხილები გარდაცვალების შემდეგ არ იზრდება. როცა სხეული კვდება, კანი შრება და თმისა და ფრჩხილების ძირიდან უკან დახევას იწყებს, რაც შესაბამის შესახედაობას იძლევა. ● ვეგეტარიანული ან ვეგანური დიეტა სრულიად შეიძლება, ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის ცილებს შეიცავდეს. უფრო მეტიც, ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელებისა და ვეგანების მიერ მიღებული ცილების ტიპიური რაოდენობა არამარტო აკმაყოფილებს მოთხოვნას, არამედ ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. თუმცა მკაცრი ვეგანური კვება მოითხოვს დამატებით ვიტამინ B-12-ის მიღებას, რათა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ● ადამიანი საკუთარი ტვინის მხოლოდ 10%-ს არ იყენებს. ამ მითის გავრცელებას მიაწერენ ამერიკელ ფსიქოლოგს უილიამ ჯეიმსს, რომელმაც 10% მეტაფორის სახით გამოიყენა ვუნდერკინდ უილიამ ჯეიმს სიდისზე დაკვირვებისას. სინამდვილეში ისეთ მარტივ რამესაც კი, როგორიცაა მუშტის შეკვრა, ტვინის 10%-ზე მეტის ამუშავება სჭირდება. ● დიდი აფეთქება არ საუბრობს სამყაროს პირველმიზეზზე, ის მხოლოდ სამყაროს ადრეულ ეტაპს აღწერს. ● აზრი, რომ ელვა ორჯერ არასდროს ეცემა ერთ ადგილს, საკმაოდ ძველი ცრურწმენაა. არ არსებობს მიზეზი, რომელიც ელვას ამაში ხელს შეუშლის. მაგალითად, ნიუ-იორკში მდებარე ემფაიერ სთეით ბილდინგის შენობას წელიწადში 100-ჯერ ეცემა ელვა. ● ემფაიერ სთეით ბილდინგიდან გადმოგდებული მონეტა ქუჩაში მიმავალ ადამიანს არ მოკლავს, რაც გადაცემა „MythBusters”-შიც დამტკიცდა. სიჩქარის მაქსიმუმი მონეტისთვის არის 80 კმ/სთ-მდე და სიმაღლის მიუხედავად, გადაჭარბება ვერ მოხდება. ამ მაჩვენებელზე დაგროვებული ენერგია არაა საკმარისი, რომ ადამიანის თავის ქალა გახვრიტოს ან ბეტონი გაბზაროს. გარდა ამისა, ემფაიერ სთეით ბილდინგის ფორმის გამო შეუძლებელია, შენობის სახურავიდან გადმოგდებული მონეტა ქუჩაში დაეცეს. ● დაბადების წიგნში აღწერილი აკრძალული ხილი (იგივე კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე) ვაშლი არ ყოფილა, ბიბლია საერთოდ არ საუბრობს, რა სახეობის ნაყოფი იყო ის. ებრაული ტექსტები მხოლოდ ხესა და ხილს ახსენებენ, ლათინური თარგმანები კი იყენებენ სიტყვას mali, რაც ნიშნავს როგორც ბოროტს, ისე ვაშლს. კიდევ ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რენესანსის პერიოდის მხატვრებმა თავიანთ ნამუშევრებში ქრისტიანობას ბერძნული მითოლოგია შეურიეს – ჰერას მფლობელობაში არსებულ ჰესპერიდების ბაღში იზრდებოდა ოქროს ვაშლის ხეები, რომელთა ნაყოფიც უკვდავების წყარო იყო. ორი აკრძალული ხილის გაერთიანებამ კი არასწორი მოსაზრების გავრცელებას შეუწყო ხელი. ებრაული სწავლულები გვთავაზობენ, რომ ბიბლიური აკრძალული ნაყოფი შეიძლებოდა ყოფილიყო ყურძენი, ლეღვი, ხორბალი ან ციტრონი. ● ბუდა არ არის ღმერთი. უფრო მეტიც, სიდჰართა გაუტამა არ ფლობდა რაიმე სახის მესიანურ თვისებებს, მისი მთავარი მოტივი იყო „თვითრწმენა, თვით-სწავლება და ინდივიდუალური ბრძოლა”. თუმცა მაჰაიანისტური ბუდიზმის განვითარებისას თანდათან შემოვიდა და დამკვიდრდა აზრი, რომ ამიტაბჰა ბუდა მესია იყო. მიუხედავად ამისა, ბუდა არასდროს უღიარებიათ ღმერთად იმ გაგებით, რა გაგებაც ამ სიტყვას ტრადიციულად გააჩნია. ● არ არსებობს მტკიცებულება, რომ იესო ქრისტე 25 დეკემბერს იშვა. ბიბლიაში შობის თარიღი საერთოდ არაა მითითებული, მინიშნების მიხედვით კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოვლენას სექტემბერში ჰქონდა ადგილი. ამ ფიქსირებული თარიღის შემოღება მიეწერება რომის პაპ იულიუს I-ს 350 წელს. დაუდგენელია, რატომ იქნა კონკრეტულად 25 დეკემბერი აღებული. შესაძლოა, ეს იყო 9 თვე მას შემდეგ, როცა, ადრეულ ქრისტიანთა რწმენით, მესიის სასწაულებრივად ჩასახვა მოხდა ქალწულში, ან დაამთხვიეს რომელიმე რომაულ დღესასწაულს, მაგალითად ზამთრის ბუნიობას ან სატურნალიას. ● ბიბლია არ ასახელებს მოგვების რაოდენობას, არც იმას, რომ აქლემებით მივიდნენ, ან მათი სახელები იყო მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. სავარაუდოდ სამ მოგვად იმიტომ ჩათვალეს, რომ მათ ახალშობილს 3 საჩუქარი მიუტანეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. გარდა ამისა, როგორც მათეს სახარება გვამცნობს, მოგვების მისვლისას იესო უკვე ბავშვი იყო და არა ახალშობილი. ● არც ახალ და არც ძველ აღთქმაში არაა მითითებული, რომ სატანა ჯოჯოხეთში იმყოფება. იობის წიგნი გვამცნობს, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ქვეყნად წანწალი და ხეტიალია. ● ყურანში არსად წერია, რომ სამოთხეში მოხვედრილ წამებულს 72 ქალწული დახვდება. მართალია, ნახსენები არიან მშვენიერი ასულები – ჰურიები, მაგრამ ისინი ყველა მამაკაცს შეხვდება (მიწიერ ცოლებთან ერთად) და რაოდენობა დაკონკრეტებული არაა. 72 ქალწულის ამბის წყაროა ერთ-ერთი ჰადისი – სუნან ათ-თირმიზი. ჰადისები წარმოადგენს წინასწარმეტყველ მუჰამედის ქცევებისა და საუბრის გადმოცემას, მაგრამ არ არის ყურანის ნაწილი. ხოლო ამ ჰადისის ზუსტი თარგმნის საკითხი დღემდე დავის საგანია. ● შერლოკ ჰოლმსი არასდროს იყენებდა ფრაზას „ელემენტარულია, ძვირფასო უოტსონ”. პირველად ამ ფრაზამ გაიჟღერა 1929 წლის ფილმში „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება”. ● ტომას ედისონს არ გამოუგონებია ელექტრონათურა. ისტორიკოსები ნათურის განვითარებაში ედისონამდე 22 გამომგონებელს ასახელებენ. ედისონის ვერსია უბრალოდ სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან გავარვარებისთვის ეფექტური ნივთიერება ჰქონდა, აღემატებოდა წინამორბედებს ვაკუუმის დონით და მეტად გამძლე იყო. თუმცა 1 წელიწადში (1881 წელს) ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯოზეფ სუონმა უკეთესი ვარიანტი შექმნა. წყარო: http://charliuss.wor...misconceptions/
  10. ამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. შემიძლია თავისუფლად გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა კითხვები, როგორიცაა: შესაძლებელია დროში მოგზაურობა? შეგვიძლია გავიყვანოთ გვირაბი წარსულის ან მომავლის რომელიმე მონაკვეთისკენ? შეგვიძლია ბუნების კანონები გამოვიყენოთ ისე, რომ დროზე მოვიპოვოთ ძალაუფლება? ერთ დროს დროში მოგზაურობა აბსურდად ითვლებოდა. მასზე საუბარს მეც ვერიდებოდი, რომ ვინმეს გიჟი არ ვგონებოდი. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. მე სტოუნჰენჯის მშენებლებს ვგავარ – შეპყრობილი ვარ დროით. დროის მანქანა რომ მქონდეს, ვეწვეოდი მერლინ მონროს, როცა დიდების ზენიტში იყო. ან ნიუტონთან დავეშვებოდი იმ მომენტში, როცა ტელესკოპი ზეცას მიმართა. ასევე გავემგზავრებოდი სამყაროს დასალიერში, რათა მენახა, როგორ მთავრდება ჩვენი კოსმოსური ამბავი. რომ გავარკვიოთ, რამდენადაა ეს შესაძლებელი, უნდა მოვიქცეთ ფიზიკოსების მსგავსად – დავაკვირდეთ დროს, ანუ მეოთხე განზომილებას. ეს არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სკოლაში ვინც კარგად სწავლობს, იცის, რომ ყველანაირი ფიზიკური ობიექტი, მათ შორის მეც ჩემი სკამიანად, სამ განზომილებაში არსებობს. ყველაფერს აქვს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. მაგრამ არსებობს სხვანაირი სიგრძეც – სიგრძე დროში. ადამიანის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეიძლება 80 წელი იყოს, სტოუნჰენჯისთვის ათასწლეულები, მზის სისტემისთვის კი მილიარდობით წლები. ყველაფერს აქვს საზომი დროში, ისევე როგორც სივრცე. დროში მოგზაურობა ნიშნავს ამ მეოთხე განზომილებაში მოგზაურობას. რომ გავიაზროთ, ეს რას ნიშნავს, წარმოვიდგინოთ რომ მანქანით ვმგზავრობთ. მივდივართ სწორ ხაზზე, ანუ ვმოგზაურობთ ერთ განზომილებაში. მარცხნივ ან მარჯვნივ თუ გაუხვევთ, ემატება კიდევ ერთი განზომილება. მაღლა თუ ახვალთ ან დაბლა დაეშვებით, მაგალითად მთაზე, მიიღება სამი განზომილება. მაგრამ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ დროში დედამიწაზე? როგორ უნდა გავიაროთ მეოთხე განზომილებაში? მოდი, ცოტა ხნით სამეცნიერო ფანტასტიკაში გადავინაცვლოთ. ფილმებში, რომლებიც დროში მოგზაურობას ეხება, ხშირად დროის მანქანა წარმოდგენილი აქვთ როგორც დიდი მექანიზმი, რომელსაც უამრავი ენერგია სჭირდება. მანქანა ქმნის ხვრელს მეოთხე განზომილებაში, აკეთებს გვირაბს დროში. გამბედავი და შეიძლება უგუნური მოხალისე ემზადება ვინ იცის, რისთვის. შედის დროის ხვრელში, რათა აღმოჩნდეს ვინ იცის სად. წარმოსახვის ეს ფორმა შეიძლება რეალობისგან შორს იდგეს, მაგრამ თვითონ იდეა, აზრი არც ისეთი გიჟურია. ჯერ უნდა დავფიქრდეთ, შესაძლებელია თუ არა, არსებობდნენ კარიბჭეები წარსულში ან მომავალში, რამდენად ჯდება ეს ბუნების კანონებში. როგორც ჩანს, ეს შესაძლებელია. უფრო მეტიც, ჩვენ მას სახელიც ვუწოდეთ: ჭიის ხვრელი. რეალობა ისაა, რომ ეს ჭიის ხვრელები ჩვენს გარშემოა, მაგრამ ძალიან პატარები არიან საიმისოდ, რომ დავინახოთ. ისინი დროისა და სივრცის კუთხეებსა და ბზარებში ჩნდებიან. შეიძლება ეს რთულად გეჩვენებათ, მაგრამ არ აღელდეთ და მომყევით. არაფერია ბრტყელი ან მკვრივი. თუ ძალიან ახლოდან დააკვირდები ნებისმიერ რამეს, იპოვი ხვრელებსა და ნაოჭებს. ეს ფიზიკის ძირითადი პრინციპია და დროსაც შეესაბამება. ისეთ გლუვ რამესაც კი, როგორიც ბილიარდის ბურთია, პატარა ნაპრალები, ნაოჭები და სიცარიელეები აქვს. ეს საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ სამ განზომილებაში ყველაფერი ასეთი ფორმითაა. მაგრამ მენდეთ, იგივე სიტუაციაა მეოთხე განზომილებაშიც. დროსაც აქვს ნაპრალები და ხვრელები. თუკი ძალიან დაბალ საფეხურებამდე ჩავალთ, ატომებსა და მოლეკულებზე უფრო დაბალ დონეზე, წავაწყდებით კვანტურ ქაფს. სწორედ აქ არსებობენ ჭიის ხვრელები. პაწაწინა გვირაბები და გზამკვეთები დროსა და სივრცეში. ისინი უკავშირდებიან ორ, დროითა და სივრცით განსხვავებულ ადგილს. სამწუხაროდ, რეალობაში ეს გვირაბები ძალიან პატარაა – სიგანეში 1 სანტიმეტრის მემილიარდედ/მეტრილიონედი. ეს ცხადია, არაა საკმარისი იმისთვის, რომ მასში ადამიანი გავიდეს. თუმცა კი წარმოდგენას გვაძლევს ჭიის ხვრელებზე. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამ ხვრელების გამოჭერა და იმხელაზე გაფართოება, რამდენიც საჭიროა. ამის შემდეგ კი არათუ ადამიანი, კოსმოსური ხომალდიც გაეტევა. საკმარისი სიმძლავრისა და მოწინავე ტექნოლოგიის მეშვეობით ასეთი ხვრელების შექმნაც კი შეიძლება. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ თუკი ოდესმე შევძელით, იქნება გასაოცარი და შესანიშნავი გამოგონება. ერთი ბოლო იქნება აქ, დედამიწაზე, მეორე კი რომელიმე შორეულ პლანეტაზე. თეორიულად, დროის გვირაბს ან ჭიის ხვრელს სხვა პლანეტებზე გადასვლაზე მეტი რამის გაკეთება შეუძლია. თუკი მისი ორივე ბოლო ერთ ადგილზეა და მანძილის მაგივრად დრო ჰყოფთ, ხომალდს შეუძლია დროის სხვა მონაკვეთში გადაფრინდეს. შეიძლება დინოზავრებიც გახდნენ იმის მოწმე, როგორ დაეშვება მათ წინ ეს ხომალდი. ისტორიაში ადამიანების მიერ მართვადი ხომალდებიდან ყველაზე სწრაფი იყო Apollo 10. მან განავითარა 40 000 კმ/სთ. მაგრამ იმისთვის, რომ დროში ვიმოგზაუროთ, საჭიროა 2000-ჯერ მეტი. მე გავაცნობიერე, რომ 4 განზომილებაზე ფიქრი ადვილი არაა, ჭიის ხვრელები კი ეშმაკური აზრია, რომელიც თავიდან არ ამოგდის. მაგრამ ვიფიქრე და მარტივი ექსპერიმენტი მოვიფიქრე, რომელიც დაადგენს, შეძლებენ თუ არა ოდესმე ადამიანები დროში მოგზაურობას ჭიის ხვრელების საშუალებით, თუნდაც შორეულ მომავალში. მე მიყვარს მარტივი ექსპერიმენტები, ასევე შამპანური. გავაერთიანოთ ეს ორი რამ. წარმოვიდგინოთ, რომ წვეულება გავმართე მომავლიდან მოსული მოგზაურებისთვის. შევადგინე მოსაწვევები, რომლებზეც წერია ზუსტი კოორდინატები ადგილისა და დროის მიხედვით. მე იმედი მაქვს, რომ ამ მოსაწვევის ასლები ხელიდან ხელში გადავა და რამდენიმე ათასი წელი იარსებებს. ერთ დღესაც, მომავალში ვინმე იპოვის ამ მოსაწვევს და ჭიის ხვრელის გამოყენებით მოფრინდება აქ თავისი დროის მანქანით, რითიც დაამტკიცებს, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. ჩემი სტუმრები წუთი-წუთზე უნდა გამოჩნდნენ. ხუთი, ოთხი, სამი, ორი ერთი – ვამბობ მე, მაგრამ არავინ ჩანს. რა სირცხვილია, სტუმრები არ მოსულან. იმედი მქონდა, მინიმუმ მომავალი მის სამყარო შემოაბიჯებდა. რატომ არ იმუშავა ექსპერიმენტმა? ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია წარსულში მოგზაურობასთან და პარადოქსი ჰქვია. პარადოქსები საინტერესო თემაა საფიქრელად. ყველაზე ცნობილი მათგან არის ე.წ. ბაბუის პარადოქსი. მე მისი უფრო მარტივი ვერსია მაქვს შემუშავებული, რომელსაც ვუწოდებ შეშლილი მეცნიერის პარადოქსს. არ მომწონს, როცა ფილმებში მეცნიერები ხშირად გიჟებად არიან გამოყვანილი, თუმცა გარკვეულწილად ეს სიმართლეა. მოკლედ, ჩემი შექმნილი ვერსია ასეთია: ახალგაზრდა ყმაწვილმა უნდა შექმნას პარადოქსი, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. წარმოიდგინეთ, რომ როგორღაც შექმნა ჭიის ხვრელი, დროის გვირაბი, რომელსაც ზუსტად ერთი წუთით უკან გადაჰყავს. ამ ჭიის ხვრელის საშუალებით მეცნიერი ნახავს, როგორი იყო ის ერთი წუთის წინ. მაგრამ რა მოხდება, თუკი ის თავის წარსულ “მე”-ს ტყვიას დაახლის? ის უკვე მკვდარია. მაშინ ვიღამ ესროლა? ეს პარადოქსი ერთ-ერთია იმ სიტუაციებიდან, რაც კოსმოლოგებისთვის კოშმარად იქცა. დროის მანქანის ასეთი სახე არღვევს იმ ფუნდამენტურ კანონს, რომელიც სამყაროს მართავს – კანონს, რომლის მიხედვითაც მიზეზი წინ უსწრებს მოვლენას და არასდროს ხდება პირიქით. თუმცა მე მჯერა, იარსებებს გზა, რომელიც აგვაცილებს ამ პარადოქსს. ამ შემთხვევაში, ვშიშობ, პრობლემა თავად ჭიის ხვრელშია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჭიის ხვრელები ვერ იარსებებენ, ამის მიზეზი კი უკუკავშირია. თუკი ოდესმე დარბაზში როკ-კონცერტებზე ყოფილხართ, უცხო ხილი არ იქნებოდა ხმამაღალი მუსიკა. მისი მიზეზი მარტივია: ხმა გადაეცემა მიკროფონს, შემდეგ გადაინაცვლებს მავთულებში, გამაძლიერებლის მეშვეობით ტონალობა აეწევა და დინამიკებიდან გამოვა. მაგრამ თუკი ბგერების დიდი ნაწილი დინამიკებიდან ისევ მიკროფონში გადავა, გაივლის იმაზე გზას და ყოველ ჯერზე უფრო ხმამაღალი გახდება. თუკი არავინ შეაჩერებს ამ პროცესს, უკუკავშირი ხმის სისტემას გაანადგურებს. იგივე დაემართება ჭიის ხვრელსაც, ოღონდ ხმის მაგივრობას აქ გამოსხივება შეასრულებს. როგორც კი ჭიის ხვრელი გაფართოვდება, ბუნებრივი რადიაცია შეაღწევს მასში და მარყუჟად აქცევს. უკუკავშირი ისეთი ძლიერი გახდება, რომ ჭიის ხვრელს გაანადგურებს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჭიის ხვრელები არსებობენ და ოდესმე შეიძლება მათი გაბერვა შესაძლებელი გახდეს, ეს არ გასტანს იმდენად დიდხანს, რომ დროის მანქანად გამოვიყენოთ. სწორედ ამ მიზეზის გამო არ მოსულა არავინ ჩემს წვეულებაზე. წარსულში მოგზაურობა ჭიის ხვრელის ან რაიმე სხვა მეთოდის საშუალებით სავარაუდოდ შეუძლებელია, სხვაგვარად წარმოიშობა პარადოქსი. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, წარსულში გამგზავრებას ადამიანები ვერასდროს შევძლებთ. ეს დიდი იმედგაცრუებაა დინოზავრებზე მონადირეთათვის და ისტორიკოსებისთვის. მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება. დროში მოგზაურობის სხვა ვარიანტებიც არსებობს. მე მჯერა, რომ შესაძლებელია მოგზაურობა მომავალში. დრო მდინარეს ჰგავს და ყველა ჩვენგანს შეუბრალებლად მიაქროლებს თავის მორევში. მაგრამ მდინარეს სხვა რამითაც ჰგავს: სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სიჩქარე აქვს და სწორედ ესაა გასაღები დროში მოგზაურობისკენ. ეს იდეა პირველად აინშტაინმა წამოაყენა 100 წლის წინ. მან გაიაზრა, რომ უნდა არსებობდეს ადგილები, სადაც დრო შენელებულია და ასევე მათი საპირისპიროც, ანუ სადაც აჩქარებულია. ის აბსოლუტურად მართალი იყო. მისი მტკიცებულება ჩვენს ზემოთაა, კოსმოსში. ეს არის გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა, იგივე GPS. თანამგზავრები დედამიწის გარშემო მოძრაობენ. მათი მეშვეობით დგინდება, რომ კოსმოსში დრო უფრო სწრაფად გადის, ვიდრე აქ, დედამიწაზე. ყოველ საფრენ ხომალდში ძალიან ზუსტი საათია. მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ყოველდღე წამის სამი მემილიარდედით წინ მიდიან. შემდეგ ხდება მათი გასწორება, თორემ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო სხვაობა დიდ არეულობას გამოიწვევს დედამიწაზე მოქმედ GPS მექანიზმებზე. პრობლემა საათებში არაა. ისინი იმიტომ მოძრაობენ უფრო ჩქარა, რომ თავად დრო გადის უფრო სწრაფად კოსმოსში, ვიდრე აქ. ამ უჩვეულო ეფექტის მიზეზი კი დედამიწის მასაა. აინშტაინმა გააანალიზა, რომ მატერია დროს მიათრევს და ანელებს მას, ამსგავსებს მდინარის ნელ ნაკადს. რაც უფრო მძიმეა ობიექტი, მით უფრო ანელებს დროს. ეს გასაოცარი რეალობა კარს გვიღებს მომავალში მოგზაურობისკენ. ირმის ნახტომის ცენტრში, ჩვენგან 26 000 სინათლის წელიწადის დაშორებით, გალაქტიკის ყველაზე მძიმე ობიექტი მდებარეობს. ეს არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელსაც მიზიდულობის უზარმაზარი ძალის გამო ერთ წერტილში 4 მილიონი მზის წონა აქვს. რაც უფრო ახლოს მიდიხარ შავ ხვრელთან, მით უფრო იზრდება გრავიტაცია. ძალიან ახლოს მისვლისას კი სინათლეც ვეღარ დააღწევს თავს. ასეთ შავ ხვრელებს საოცარი გავლენა აქვთ დროზე, უფრო მეტად ანელებენ მას, ვიდრე სხვა ობიექტები. ამით ის ბუნებრივ დროის მანქანად იქცევა. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება კოსმოსურმა ხომალდმა ეს ფენომენი გამოიყენოს. ეს შესაძლებელია მის გარშემო შემოვლით. ჩავთვალოთ, რომ ერთი სრული შემოვლა 16 წუთი გრძელდება. იმ მამაცი ადამიანებისთვის, რომლებიც ხომალდზე არიან, დრო შენელდება. შავი ხვრელის მოქმედების ძალა დროზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დედამიწისა. ეკიპაჟისთვის დროის მსვლელობა ორჯერ შენელდება და 16 წუთიანი მგზავრობისას მათთვის მხოლოდ 8 წუთი გავა. ეს ასე იქნება ყოველ შემოვლაზე – მათთვის მხოლოდ იმ დროის ნახევარი გავა, რაც დედამიწაზე. ისინი დროში იმოგზაურებენ. წარმოიდგინეთ, ასე რომ იმოძრაონ შავი ხვრელის გარშემო 5 წლის განმავლობაში. ამ დროს ჩვენთან 10 წელი გავა. დედამიწაზე რომ დაბრუნდებიან, ყველა ადამიანისთვის 5 წლით მეტი იქნება გასული. ასე რომ სუპერმასიური შავი ხვრელი არის დროის მანქანა, თუმცა ცხადია, ის პრაქტიკული გამოყენების არაა. მას ის უპირატესობა აქვს ჭიის ხვრელებთან შედარებით, რომ პარადოქსებს არ იწვევს. ასევე, არ გაანადგურებს თავის თავს უკუკავშირის ძალის გამო. მაგრამ ის საკმაოდ საშიშია, ასევე ძალიან შორსაა და არც ისე დიდ სხვაობას იძლევა დროში. თუმცა არის დროში მოგზაურობის სხვა ვარიანტიც, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ბოლო იმედს და საუკეთესო გამოსავალს დროში მოგზაურობაზე. შენ უნდა იმოძრაო ძალიან, ძალიან სწრაფად. უნდა გადააჭარბო იმ სიჩქარესაც კი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შავ ხვრელში არ “ჩავარდე”. აქ ვეჩეხებით სამყაროს ერთ-ერთ უცნაურ თვისებას: სამყაროში სიჩქარე შეზღუდულია და მისი მაქსიმუმია 300 000 კმ/წმ, ასევე ცნობილი როგორც სინათლის სიჩქარე. სინათლეს ვერაფერი გაასწრებს, ეს მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით მომავალში მოგზაურობას შეძლებთ. რომ გავიგოთ ამის მიზეზი, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ბილიკი, რომელიც დედამიწას გარს უვლის. ამ ბილიკზე კი სუპერსწრაფი მატარებელი მოძრაობს. ეს მატარებელი მაქსიმალურად უახლოვდება სინათლის სიჩქარეს და იქცევა დროის მანქანად. ვაგონში სხედან მგზავრები, რომლებსაც აქვთ ბილეთი ერთი მიმართულებით – მომავლისკენ. მატარებელი იწყებს აჩქარებას, ემატება სისწრაფე და იწყებს დედამიწის გარშემო მოგზაურობას. სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით მატარებელი ძალიან სწრაფად შემოუვლის დედამიწას გარშემო – წამში შვიდჯერ. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, რამხელა სიმძლავრე ან ენერგია ექნება მას, სინათლის სიჩქარეს ვერ გაუტოლდება, რადგან ფიზიკის კანონები ზღუდავს ამაში. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ძალიან მიუახლოვდა ზღვარს. ამ დროს ექსტრაორდინალური რამ მოხდება: დრო მატარებელში უფრო ნელა გავა, ვიდრე დედამიწის სხვა ადგილებში. რაც მატარებლის შიგნითაა, გაცილებით ნელა იმოძრავებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ზღვარი დაცულ იქნას. წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელში ბავშვმა სირბილი დაიწყო. მისი სიჩქარე დაემატება მატარებელის სიჩქარეს. ხომ შეიძლება უცებ სინათლის სიჩქარეს გადააჭარბოს? არა! ფიზიკის კანონები ამას ხელს შეუშლის ბავშვის მოძრაობის შენელებით. ის ვერ ირბენს ისე სწრაფად, რომ ზღვარს გაცდეს. დრო ყოველთვის შემცირდება იმდენად, რომ კანონი არ დაირღვეს. წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელი დაიძრა 2050 წლის პირველ იანვარს. 100 წლის განმავლობაში გარს უვლის დედამიწას და საბოლოოდ, 2150 წლის პირველ იანვარს ჩერდება. ვინც ამ მატარებლით იმგზავრა, მათთვის მხოლოდ 1 კვირა იქნება გასული, რადგან დრო შიგნით ძალიან შენელებული იყო. როცა გადმოვლენ, ნახავენ შეცვლილ, ძალიან განსხვავებულ სამყაროს იმასთან შედარებით, რაც მათ წასვლამდე იყო. 1 კვირაში მათ გადაინაცვლეს 100 წლის შემდგომ მომავალში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისეთი მატარებლის აგება, რომელიც ამხელა სიჩქარეს განავითარებს. მაგრამ ჩვენ აგებული გვაქვს მისი მსგავსი რაღაც – ნაწილაკების ყველაზე მასშტაბური ამაჩქარებელი, რომელიც მდებარეობს ცერნში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. ღრმა მიწისქვეშეთში, 26 კმ სიგრძის წრიულ გვირაბში ტრილიონობით პატარა ნაწილაკის დინებაა. როცა მექანიზმი ირთვება, ნაწილაკები აჩქარდებიან ნულიდან 100 000 კმ/სთ-მდე წამის მეასედებში. სიმძლავრის გაზრდასთან ერთად ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარეც იზრდება და ნელ-ნელა უახლოვდებიან სინათლის სიჩქარეს. თუმცა იმ მატარებლის მსგავსად, ვერც ეს ნაწილაკები აღწევენ ზღვარს. ისინი ამ მაჩვენებლის 99.99%-ს ავითარებენ. როცა ეს ხდება, ისინი დროში მოგზაურობას იწყებენ. ჩვენ ეს ვიცით ძალიან ხანმოკლე სიცოცხლის მქონე ნაწილაკების, პი-მეზონების მეშვეობით. ისინი, როგორც წესი, შემადგენელ ნაწილებად იშლებიან წამის 25 მემილიარდედში. მაგრამ როცა აჩქარდებიან და უახლოვდებიან სინათლის სისწრაფეს, 30-ჯერ მეტხანს ძლებენ. თუკი მომავალში მოგზაურობა გვინდა, ამისთვის უბრალოდ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ. მე ვფიქრობ, რომ თუკი ოდესმე ეს მოხერხდება, შესაძლებელი იქნება კოსმოსში გამგზავრებით. ამისთვის საჭირო იქნება Apollo 10-ზე 2000-ჯერ სწრაფი და გაცილებით დიდი, უზარმაზარი აპარატი. მან უნდა დაიტიოს ძალიან დიდი მოცულობის საწვავი, რათა მიანიჭოს დიდი სიჩქარე და მიუახლოვდეს სინათლისას. სრული სიმძლავრით ამ მაჩვენებლამდე მისვლას 6 წელიწადი დასჭირდება. თავდაპირველი აჩქარება ძალიან დაბალი იქნება ხომალდის ზომისა და წონის გამო. მაგრამ თანდათანობით მოემატება სიჩქარე და ერთ კვირაში სხვა პლანეტებს მიაღწევს. ორ წელიწადში სინათლის სიჩქარის ნახევარს განავითარებს და მზის სისტემიდან ძალიან შორს იქნება. კიდევ ორ წელიწადში ეს მაჩვენებელი 90%-ზე ავა. ამ დროს დედამიწიდან 50 ტრილიონი კმ-ის მოშორებით იქნება და დროში მოგზაურობას დაიწყებს. ხომალდზე გასულ ყოველ ერთ საათში დედამიწაზე ორი საათი გავა. მსგავსი სიტუაცია იყო იმ ხომალდის შემთხვევაში, რომელიც შავი ხვრელის გარშემო მოძრაობდა. შემდეგ ორ წელიწადში ხომალდი სრულ სიმძლავრეს მიაღწევს და სინათლის სიჩქარის 99%-ს განავითარებს. ასეთი სიჩქარით მოძრაობისას 1 დღე ხომალდზე უდრის დედამიწის მთელ 1 წელიწადს. ჩვენი ხომალდი მომავალში მოგზაურობას დაიწყებს. დროის შენელებას სხვა სარგებელიც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ გზით შევძლებთ სამყაროს სხვა ადგილებში გადასვლას ერთი სიცოცხლის განმავლობაში. სამყაროს კიდემდე მისვლას სულ 80 წელიწადი დასჭირდება. მაგრამ ჩვენი მოგზაურობის ნამდვილი საოცრება ისაა, რომ ის გვაჩვენებს, როგორი უჩვეულო და უცნაურია სამყარო. ეს არის სამყარო, სადაც დრო სხვადასხვა ადგილას განსხვავებული სიჩქარით მიედინება. სადაც ჩვენს გარშემო ძალიან პატარა ჭიის ხვრელები არსებობენ. და სადაც, ოდესმე, ჩვენ შევძლებთ ფიზიკის ცოდნით გავხდეთ მოგზაურები მეოთხე განზომილებაში. წყარო: http://charliuss.wor...6/time-machine/
  11. urfinjus აწი გეყოლებათ ნანახი, ჩემის აზრით ლევან ბერძენიშვილი ინტილიგენტია და ძალიან მომწონს მისი ლექციები პოლიტოლოგიაში. მისი პოლიტიკური შეხედულობები და კურსი არ მაინტერესებს, ლევან ბერძენიშვილი როგორც პიროვნება უაღრესად განათლებული და დახვეწილი რაციონალური მოაზროვნეა.
  12. უცხო_პლანეტელი ჰო მაგრამ მოხერხებული გამაუპატიურებლებიც არსებობენ, იქ სადაც პენისის "მახისდამგები" ქალი არსებობს ყოველთვის გამოჩნდება ისეთი რომელიც ამ მახეში სანამ დურთავს ჯერ ხელოვნურ ვიბრატორს შეყოფს ხო და მანდ დამთავრდება ამ "გამოგონების" ეფექტურობაც, მურწა თევზივით გამოათრევს გარეთ მაგ მახეს ხელოვნური ვიბრატორით გამაუპატიურებელი და შემდეგ თამამად დაეუფლება დაუცველ საშოს მაგ გამოგონებას ერთი დიდი ნაკლი აქვს ნატურალურ და ხელოვნურ პენისს ვერ არჩევს ერთმანეთისაგან, ასე რომ სამხრეთ აფრიკელ გამაუპატიურებლებს არაფერი აქვთ საპანიკო და არც მათ ქალებს გულისდასაარხეინებელი მიზეზი.
  13. dire აბა რა გსურთ ვერ გავიგე? სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა თქვენ არ გაწყობთ, ძალისხმიერი მეთოდებით ხელისუფლების დამხობის ერთი ადგილი არ გაქვთ და რა ვქნათ დავსხდეთ და ფორუმში ავტეხოთ ვაი ვიში? მე ჩემი მეთოდი მაქვს უსისხლო ბრძოლისა და სხვათაშორის ვფიქრობ ძალიან ჭკვიანურიც, უბრალოდ ამას მასიურად ჭირდება განხორციელება სახელად ქვია საყოველთაო დაუმორჩილებლობა, არ უნდა გავიდეს არც ერთი ადამიანი მონურ გროშებზე სამუშაოდ სახელმწიფო სტრუქტურებში, უფრო სოფლის მეურნოებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, პირადად მე არაფერს ვთხოვ სახელმწიფოს და არც არაფერი მჭირდება მისგან, საკვებსაც ჩემით მოვიპოვებ, სასმელსაც, ელ ენერგიასაც და ყველაფერს რაც მჭირდება, მაღაზიაში მხოლოდ პირადი ჰიგიენის საგნებს ვყიდულობ. რით სუნთქავს სახელმწიფო? ბიუჯეტით. ასე არ არის? ბიუჯეტი რითი ივსება? გადასახადებით. გადასახადებს ვისგან კრეფენ? საწარმოებისაგან, ჰო და როდესაც ყველაფერი შენი გექნება და აღარ შეხვალ მაღაზიაში პომიდვრის, ხორცისა და რძის ნაწარმის საყიდლად, ის მაღაზია დაიკეტება, შესაბამისად დაიხურება საწარმო და შესაბამისად ბიუჯეტი მიიღებს სამში გრძელს, რაც იმას ნიშნავს რომ ხალხისაგან წურბელასავით ამოწოვილი თანხით ვეღარ ჩააცმევს და შეაიარაღებს ზონდერებს ისევ საკუთარი ხალხის სარტყმელად, დაიწევს ხელფასები საერთოდ განადგურდებიან, უბრალოდ მარტივი რაღაცის ქნაა საჭირო უკლებლივ ყველა მოიქცეს ისე როგორც მე ვიქცევი და მაქსიმუმ 3 თვეში გამოხრულ ძვალს დაემსგავსება სახელმწიფოს ბიუჯეტი და ხელთ საყოველთაო ქაოსს მიიღებენ. სახელმწიფო ხალხით სუნთქავს საკმარისია ხალხმა დაკეტოს ეს სადინარი დაიხრჩვება სახელმწიფო, მაგრამ ეს სადინარი რო დაკეტო ჯერ უნდა შექმნა საკუთარი დოვლათი, აბა ეხლა ვაკეში გაზრდილსა და ბარნოვზე გაბლატავებულს რომ უთხრა გურიაში ჩამოდი და მესაქონლეობას ან სოფლის მეურნოვებას მიყავი ხელიო იზავს? არ იზავს. ქალაქში საარსებოდ კი იძულებული ხარ ისევ ამ მტარვალებს შეეკრა და მონურ გროშებზე იმუშაო, მეტროს მემანქანედ ან ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლად ან მანდატურად ან პატრულად და ა.შ ან მცირე მეწარმეობა დაიწყო, აი ამ ყველაფრით სახელმწიფოს კვებავ, ისიც ძროხა სადამდეც იწველება მანამდე წველის ამ ძროხას (ანუ ხალხს) და თავზე აჯდება, ტრანსპორტის ფასი ხო გახადეს 80 თეთრი? საწვავის ფასი ხომ გააორმაგეს? კომუნალურები ხომ გაასამმაგეს? რატო არ გააათმაგეს და რატო არ გააოცმაგეს მე ამას ვჩივი მხოლოდ რომ იქნებ მაშინ მაინც მოსულიყო ხალხი ჭკუაზე. იტან ბიძიკო და სომხური ანდაზა ხომ იცი მანამდე შეყავთ სანამდეც იტან. ლანჩხუთში ძალიან ბევრი ოჯახი მოიქცა ჩემს მსგავსად და აღარც ისინი იხდიან კომუნალურებს, გამგებელი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდა სიმწრით, ეხლა ახალი იდეა მაქვს, მოწეული მოსავალი რაც არის იმას მე პირადად ბაზარზე არ გამაქვს და არ ვაბარებ, პირადი საჭიროებისამებრ ვიხმარებ და ზედმეტი რაც მრჩება საქართველოს ბაზარზე არ გავყიდი სულ რომ თავდაყირა დაეცნენ ჩემს მოსავალს საქართველოს ბაზარზე არ შევიტან, აი ამაშიც თუ მომბაძავს ბევრი მაშინ ბაზარიც დაცარიელდება და სუპერმარკეტები რო წამოჭიმეს იმათგან ცარიელი კედლები დარჩება მხოლოდ ბრჭყვიალა გაფორმებით, მოჭარბებული რაც მექნება ან თურქეთში გავყიდი ან უკრაინაში აქ არ გავყიდი. აი ესე საქონელიც მყავს და რძის პროდუქტსაც ვამზადებ, სულ გადავყრი და ბაზარზე არ შევიტან ჩემს მონაპოვარს, არაფერში მჭირდება ამათ აყროლებული ფული იმიტომ რომ ის ფული რაშიც უნდა დავხარჯო უკვე მაქვს.
  14. mtidan ონკანიდან წამოსულ წყალზე არ მიცდია, არხი ჩამოდის სახლთან ახლოს და იქ მაქვს დამონტაჟებული შემდეგ კი სადენებით შემოყვანილი სახლში და ქსელში განაწილებული, თუმცა ვფიქრობ რომ თუ ნორმალური წნევაა ონკანიდან წამოსული წყალიც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის რომ ამ გენერატორმა იმუშაოს, აჭარის მაღალმთიან ზონებში იქ სადაც ზაფხულობით საქონელს მიერეკებიან ბევრ მესაქონლეს აქვს მსგავსი გენერატორი საკუთარ და საქონლის სადგომებში ელ ენერგიით სარგებლობისათვის დამონტაჟებული, არადა იქ მხოლოდ პატარა ნაკადულები მოდის ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ რაღაც განსაკუთრებული წნევა წყლისა და ა.შ არ არის საჭირო ამ გენერატორის ასამუშავებლად, როგორ ავხსნა აბა? წყლის წისქვილი ვისაც აქვს ნანახი რა პრინციპითაც მუშაობს ის გამიგებს სწორედ მსგავსი მექანიზმია.
  15. იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი, ცაზე არ ჩანდა არც ვარსკვლავი, არც რომანტიკა, მსმენელი ერთი, არც მოხუცი, არც ახალბედი და უცხო ხმების უსასრულო, ღრმა დიდაქტიკა… ასე მგონია, ირგვლივ მხოლოდ სიჩუმე ისმის, მე ვუკრავ, მაგრამ, თითქოს ნოტებს მოედო ობი!.. მსმენელი ერთი, არც ბავშვი და არც ვიღაც მწირი… და კვლავ სიჩუმე და სიჩუმე და სიტყვის ფობი. მორჩა კონცერტი… რომ ჩაუწყდა ხმა ყველა ბგერას, როცა დაღლილმა ამოვღერღე მე ბოლო ნოტი, მსმენელი ერთი, არც წითური და არცა ქერა ამ ეფინიზმით დაბნეული, ვით უხმოდ ჭოტი… მე დავასრულე, ხომ ვიმღერე მარტომ დუეტი?!. ახლა სცენაზე თავდახრილი მოველი თქვენს ტაშს… მსმენელი ერთი შავგვრემანი, სველი უპეთი მომიახლოვდა და სიფრთხილით აქნევდა თავს…
  16. mama კი, შესაძლებლად მიმაჩნია, უცნაური ქმნილებაა ადამიანი, მას საკუთარ თავში ორი საწყისის კეთილისა და ბოროტის ტარება შეუძლია, გამოსწორება კი ეს ხანგრძლივი პროცესია რომელის საწყისსაც აღძრავს სინდისის ხმა, ხოლო სიყვარული აშენებს, საკუთარ თავში ბოროტების დათრგუნვით ადამიანს შეუძლია ააშენოს სიყვარულის კედელი სურვილებს შორის, რომელიც გულიდან გამოდის, ეს ის სურვილებია, მკვლელობას, ქურდობას, მრუშობას და ათასგვარ სისაძაგლეს რომ ადენინებს ადამიანს, ადამიანის პრობლემა ის არის რომ ის ღვთის ხატებიდან საკუთარი სურვილის მონად გადაიქცა, ხოლო ამ მონიდან რომ აღდგეს პირვანდელი ღვთის ხატი, ანუ კაცი მსგავსი ღვთისა, ეს შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, როგორც მაცხოვარი ამბობს მხოლოდ სულიწმინდის წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვაა მიუტევებელი და მისი გმობა არ შეიწყნარება. მაგ კითხვას გაცა იესომ ამომწურავი პასუხი: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ ადამიანები პასუხს აგებენ თითოეული უქმად ნათქვამი სიტყვისთვის განკითხვის დღეს", თავად აგებენ პასუხს საკუთარ უკეთურობაზე, და რამდენია დაფარული უკეთურება რომელიც არ გამჟღავნებულა? მაგრამ როდესაც საქმე სიცოცხლის ხელყოფას ეხება მისი ხელყოფის უფლება მხოლოდ იმას აქვს ვინც ეს სიცოცხლე გიბოძა, ანუ ღმერთს, კაცს არა აქვს უფლება შენი სიცოცხლე ხელყოს, იმიტომ რომ რისთვისაც დაგსჯის თავად იმისი მოქმედია და ამით შენ კი არ გსჯის საკუთარი განაჩენი გამოაქვს. მოსამართლე მიუკერძოვებელი და მსაჯული სამართლიანი მხოლოდ უფალია და მხოლოდ მას აქვს უფლება გადაწყვიტოს იცოცხლებს თუ არა მისი ქმნილება, სხვას არავის.
  17. ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს. და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში, რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ, შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში. და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა, შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად, ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ, ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა, ამტკივდა შენი არსებობა, შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი, ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ, მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს. ვიმახსოვრებდი ყოველ წამს, რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება, მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს, მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება. რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი, რადგანაც გული ბრმავდებოდა. მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა, მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი. და დედამიწა დაკარგული, დავიწყებული მიწის თილისმა, მუზების ჯარი. ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს, ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი, ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს, მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი… ცვალებადია, პოეზია არარსებული, ოკეანეა თვალებში ცრემლი………
  18. ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს განგება ისევ ძალუმად მგოსნობს, ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს, ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო. აანთო თეთრი ლამპიონები და ცას მიაპყრო სხივების კონა მარადისობის ნათელი ფერით გამოუცხადა სამყაროს გლოვა ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო, და დამავიწყო რაც მიწამია, მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება მარადისობის ერთი წამია
  19. mama უცნაურად არ ჟღერს თავად იესო უწოდებს ბნელით მოცულ ბრმებს ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას, ჩემთვის კი ბნელი და ბრმა ისეთი ადამიანია, რომელიც სიკვდილით დასჯის, ანუ სხვისი სიცოცხლის მოსპობის მომხრეა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ აქვს მეორე ადამიანს და ვინც ამას ამართლებს დიახაც რომ ბნელი და ბრმაა. ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების საფუძველზე "არავინ არის მართალი, არავინ ეძებს ღმერთს" სიკვდილის ღირსები ეს ჩვენ ღმერთთან მიმართებაში ვართ და მისი პოზიციიდან გამომდინარე და აკი ვიხოცებით კიდეც. არავინ არის კეთილი გარდა ერთისა ღვთისა. კარგად ვერ აღგიქვამთ წერილის არსი, წარღვნის დროს გადარჩენილი ნოეს ოჯახი და სოდომისა და გომორის ცეცხლით განადგურებისას გადარჩენილი ლოტის ოჯახი იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ნოეს ან ლოტს რაიმე დამსახურება მიუძღვოდა და მართალი იყო ღვთის წინაშე, არა ეს მისი წყალობაა მხოლოდ გამოხატული იმ ადამიანთა მიმართ ვინც წუთისოფლის საცდურით არ შეირყვნეს თავი, თვით აბრაამიც კი რომელიც მეგობრად იწოდებოდა უფლისა არ იყო მართალი მასთან და წერია რომ საქციელი სიმართლეთ ჩაეთვალა, აი ასე ჩაეთვალათ სიმართლედ საკუთარი საქციელი ნოესა და ლოტს და წყალობა მოვიდა მათზე უფლისა. მე ადამიანის მიერ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგი ვარ და როდესაც ასეთ კითხვას მისვამთ ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ არა? როგორღა ვიქნები იმის მომხრე რომ ღმერთმა გაგანადგუროთ? მე არც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ მსურს. ცუდია რომ არ იცოდით აწი იცოდეთ, რომ მოკვდავ ადამიანს შეუძლია გამოიცნოს და გაახმოვანოს ღვთის სურვილები, თუ იგი მის სიტყვას ბიბლიას იცნობს, იქ წერია ღვთის სურვილები და ის თუ რას მოითხოვს ადამიანისაგან, ხშირად იკითხეთ ბიბლია და ეჭვები გაგიქრებათ. თქვენ ფიქრობთ რომ უფალი საკუთარი სულგრძელობით ცოდვათა წამხალისებელი და მაპროვოცირებელია? მისი სიტყვა ბიბლია გვამცნობს: "ნურავინ იფიქრებს აყოვნებსო უფალი ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ მისი სულგრძელობა, არამედ იცოდეთ რომ მომთმენი და მოწყალეა იგი და არ სურს არც ერთი თქვენთაგანის დაღუპვა" მე მგონი ეს თქვენ უფრო გსურთ მასობრივი განადგურება კაცობრიობისა რადგან ღმერთს ბრალს სდებთ უმოქმედობით დანაშაულის მოქმედთა წახალისებაში. ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამი არ არის, თქვენს ჩემდამი დამოკიდებულებას ქვია აგრესიის გამოვლენა თუმცა პასიური ფორმით მაგრამ აშკარა აგრესიას ავლენთ, პირადად არ მიცნობთ არ იცით ჩემი ხასიათის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მიკვირს საიდან გაჩნდა ეს აგრესია. იმ პოსტიდან სადაც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ სიტყვას ვამბობ? მე მომიტევე თუ ჩემი სიტყვები შენი წყენის მიზეზად იქცა, მაგრამ თუ დაფიქრდები და ღრმად ჩაეძიები მიხვდები რომ სიკვდილით დასჯას გამართლება არ მოეძებნება და გამეხარდება თუ შენც ანალოგიურად იფიიქრებ. რას არ მოელოდით? მე საკუთარი აზრი დავაფიქსირე როგორც ქრისტიანმა, ქრისტიანს არ შეფერის ვიღაცის სიკვდილით დასჯის მხარდაჭერა, ქრისტიანის ბრძოლა არ არის ხორციელი, რომ მახვილით ჩაახშოს ბოროტება. მიუღებელია ჩემთვის თვით უკანასკნელი ნაძირალას სიკვდილით დასჯაც კი, იცით რატომ? გამოსწორების შანსი არ უნდა წაართვა ადამიანს
  20. და ვინ გითხრათ რომ "არაფერს უჩენს"? ნებისმიერ გინეკოლოგს თუ კითხავთ გიპასუხებთ, რომ ჰიგიენური ტამპონის ტარება მხოლოდ კრიტიკულ დღეებსა და სხვა გამონადენის არსებობის პერიოდშია რეკომენდირებული, არსებობს ათასი მიზეზი თუნდაც ინდივიდის ალერგიული დამოკიდებულება რაიმე ნივთიერებისადმი, თვით ყველაზე უებარ და უსაფრთხო წამალსაც კი აქვს უკუჩვენება, გარდა ამისა საშოს ღრუში რაიმე ნივთის მოთავსებით შესაძლოა მის ლორწოვან გარსში ინფექციის გამომწვევი მიკრობი შეიჭრას რაც ასევე სარისკოა, არა მგონია მაგ "გამოგონების" ვაგინალურ ხვრელში მომთავსებლები ჯერ მიკროსკოპით აკვირდებოდნენ თავად ნივთზე არსებულ ბაქტერიებს და შემდეგ ისე ხმარობდნენ, დავწერე ისიც რომ მყარი ნივთის საშოში არსებობა იწვევს მისი როგორც კუნთის კედლების მოდუნებასა და ატროფიას.
  21. gendolf გულზე მღიჯის ცემას და რას გვიშვრება ეს მთავრობა-ს ძახილს, მგონი ჩემს მიერ "ჩაწიკწიკებული" პოსტი ჯობია და თუ რატომ, ავხსნი არ არის პრობლემა. პირველი მიზეზი რაც გახლავთ არის ის, რომ ძალიან კარგად ვხედავ მარტივ რეალობას: "ხელისუფლებას ხალხის ვაი ვიში და უი უის ძახილი ერთ ადგილზე კიდია" შესაბამისად აქ კიდევ ერთხელ იმის დაწერა რომ ხელისუფლება ხიხიაა არაეფექტურია, ვიცით და გვესმის რომ ეს ასეა, მაგრამ გამოსავალი უნდა ეძებოს ადამიანმა ნებისმიერი სიტუაციიდან და არა უიმედო უმწეო მდგომარეობით შეაცოდოს ვინმეს თავი, ეს გამოსავალი არ არის. მეორე მიზეზი რატომაც ჯობია ჩემს მიერ "ჩამოწიკწიკებული", იმედგადაწურილთა ხელჩაქნევას ის არის, რომ თუ სამართლიანი გზით ვერაფერს გახდი ხელმყოფთან და ვერ იცავ თავს მისგან, როგორც ძალადობრივ თავდამსხმელისაგან, იმდენს მაინც მიაღწევ, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტი არ მიჩუმათდეს და გაჟღერდეს საერთაშორისო დონეზე, სადაც ასე უყვარს ხოლმე მიხეილს თავის მოწონება მის მიერ დამყარებული "დემოკრატიის" შესახებ ტრიბუნიდან ქადაგებანში. დავასახელებ მესამე მიზეზსაც, როდესაც დაჩაგრული უმოქმედობაშია უიმედობა, სასოწარკვეთა და შიში იბუდებს მის გულში, ხელისუფლებასაც ეს უნდა სწორედ რომ საზოგადოება მორჩილ მონებად აქციოს, ამიტომ უმოქმედობა და პესიმისტური ხელის ჩაქნევა უნდა გამოირიცხოს და ყველანაირი სამართლებრივი მეთოდით უნდა შეძლოს ადამიანმა საკუთარი უფლებების დაცვა, ეს რამდენად გამოუვა მეორე საკითხია, მაგრამ უნდა ეცადოს, იმიტომ რომ მხოლოდ მკვდარი არ პასუხობს გარტყმას, მკვდარი და ლაჩარი. საქართველოში ვარ ახლაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს, მით უმეტეს ხელისუფლებას უსამართლო ჩაგვრას შევარჩენ, მარტივ მაგალითს მოგიყვან: სახელმწიფოს კომუნალურ გადასახადებს არ ვუხდი და ელ ენერგია მაინც მაქვს, იმიტომ რომ როდესაც მოვიდნენ და გაბერილი გადასახადების არ გადახდის გამო ელ ენერგიის გადამცემი ხაზები ჩამიჭრეს, ყურები კი არ ჩამოვყარე, გავიხსენე ტელევიზიით გასული რეპორტაჟი ქართველი გამომგონებელისა რომელმაც შექმნა წყლის მიკრო გენერატორი (სხვათაშორის მისი ეს პროექტი კანადის სახელმწიფომ იყიდა და წარმატებით დანერგა სოფლის მეურნოების განვითარების საქმეში) რომელიც 1 ოჯახის საკმარის ელ ენერგიას გამოიმუშავებს, შევიძინე ეს გენერატორი დავამონტაჟე საკუთარ სახლში (კერძო სახლი მაქვს) და აგერ უკვე 3 წელია 1 თეთრს არ ვიხდი სახელმწიფოს ელ ენერგიაში და არც გადავუხდი, საკვებსაც ამ ელ ენერგიით ვამზადებ და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო წყალსაც ამ გენერატორის მიერ გამომუშავებული ელ ენერგიით ვაცხელებ, შესაბამისად არც ბუნებრივი აირის გადასახადს ვიხდი, მრიცხველები საერთოდ დავაბლოკინე, ნეტავ გენახათ მათი სახეები სულ ცახცახებდნენ ბრაზით, აი ესე მარტო მე კი არ უნდა მოვიქცე, ყველა უნდა მოიქცეს ესე და ბლოკადა გამოუცხადოს სახელმწიფოს, დამიჯერეთ 1 თვეში ხუხულასავით ჩამოენგრევათ თავზე ეს ქაღალდზე გაწერილი "ეკონომიკა". ისინი ჩვენი მონური შრომითა და არაადამიანური თავდახრილი მდგომარეობით ივსებენ სტომაქებს, ასე რომ თუ ყველა დაიკიდებს სახელმწიფოს და ჩემსავით ერთეულები არ იქნებიან მხოლოდ ამის გამკეთებლები, ის თავად ჩამოიქცევა, ვისაც 90-იანი წლები ახსოვს იმას ემახსოვრება რა დაემართა საქართველოს როდესაც ზვიად გამსახურდიამ რუსეთს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. 1 კვირაში დაცარიელდა მაღაზიები და 2 საცოდავი ვირთხაღა დარბოდა დახლს ქვემოთ, აი საარსებო წყაროს, რომ დაუკეტავ სახელმწიფოს ისიც იმ მაღაზიის დახლივით დაცარიელდება და მიხვდება მერე ძლიერი ამა ქვეყნისა, ხალხის შრომის ფასსაც და მათი უფლებების ღირსებისა და თავისუფლების დამფასებელიც იქნება, ხოლო მანამდე სანამ ამ წურბელებს საკუთარი სისხლით კვებავთ, არაფერიც არ იქნება და ყოველთვის გამოჩნდებიან ქალბატონ ცირა ყურაშვილის მსგავსი დაჩაგრულები და ღირსებაგათელილები.
  22. lpu კი, ასეა მაგრამ რევოლუციამ ახალი პრეზიდენტი კი არ უნდა მოიყვანოს, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გარდაქმნას სახელმწიფო, იმ სახელმწიფოდ უნდა გარდაქმნას სადაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის მსგავსი ერთეული შარლატანები კი არა ხალხის მიერ არჩეული მრავალპარტიული ორგანო იქნება. ზემოთ დავწერე უკვე მანამდე სანამ:
  23. პოლიტიკური შეხედულებების გამო პიროვნების დევნა ნებისმიერი ფორმითა და ხერხით გაუმართლებელია, თუ ქალბატონი ცირა ყურაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი მართლაც მისი ოპოზიციონერული სულისკვეთებაა ეს ფაქტი გაუხმაურებელი არ უნდა დარჩეს, არსებობს ასეთი ინსტიტუტი სახალხო დამცველი, რომელიც იკვლევს მსგავს დარღვევებს და მოხსენების სახით წარადგენს პარლამენტში დარღვევის აღმოსაფხვრელად მასალებს, აგრეთვე უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას სასამართლოს გზით და იმ შემთხვევაში თუ ორივე ეს შტო ხელისუფლებისა პოლიტიზირებულია მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის მიერ ამ შენთხვევაში ხდება ანგარიშის გადაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო გარანტად მყოფ ორგანოებში, ვფიქრობ სახელმწიფოს არ უნდა აწყობდეს საკუთარ ფარგლებში უფლებადარღვეული ადამიანის პროტესტი ამ დონეზე, ასე რომ მე ქალბატონ ცირა ყურაშვილის უსამართლოდ სამსახურიდან დათხოვნის ფაქტის აქ განხილვა არაეფექტურად მიმაჩნია, თუ ვინმეს გული შეტკივა ამ ქალბატონზე იქნებ მიაწვდინოთ ხმა და დააკვალიანოთ როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები.
×
×
  • შექმენი...