-
პოსტები
2.669 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
35
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი urfinjus
-
როდესაც თვალს ადევნებ ნეტარი ვაიშა ბიძინას თანამხარჯველთა ექსკურსიებს საქართველოში და ამ ექსკურსიების დროს მომხდარ ექსცესებს, შემდეგ კომენტარებს ამ ექსცესებზე რჩება შთაბეჭდილება რომ ბიძინას თანამხარჯველები მიზანმიმართულად თავს ესხმიან და აღიზიანებენ იმ ადამიანებს ვინც ჯეროვანი სიხარულით, ქვეშევრდომული აღტყინებითა და “რეჟიმის გინებით არ ხვდება მათ ამალას…..არა და რა ძნელია განსაკუთრებით ქართლის მოსახლეობისათვის იმ ადამიანების საზეიმო ენთუზიაზმით დახვედრა რომლებიც მათი სახლებიდან გამომდევნელ სახელმწიფოს “საქართველოს აგრესიის” მსხვერპლად მიიჩნევს. მოკლედ რუსები შემოიჭრნენ აგვისტოში არა საქართველოს დასაპყრობად არამედ ხაბიზგინების რეცეპტის ჩასაწერადო ეუბნებიან ქართველ გლეხებს ბიძინას თანამხარჯველები: და რომ არა “არაადექვატური საქართველოს ხელისუფლების” თავდაცვითი ცეცხლი რუსული ტანკები ქართლელი გლეხების მიწის დამუშავებას აპირებდნენო, საერთოდ თქვენ რომ ლტოლვილები ხართ ეს რუსეთის ხელისუფლების ბრალი სულაც არაა ეს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწვა თქვენი სახლებიო”….როდესაც გლეხებმა ამაზე ეჭვი გამოთქვეს: “ეს როგორ კაცო 20წელია რაც რუსები სისხლს გვიშრობენ ოსებს აქეზებენ და საერთოდ ამ კუთხეში ოცი წელია ომი მიდისო" - აქ კი იფეთქეს ბიძინას თანამხარჯველებმა: "თქვენ ზონდერები ყოფილხართო" და ამას გვიმალავდითო და დაუწყეს “ზონდერად” ქცეულ გლეხებს ცემატყეპა და გინება….ქართლელი გლეხი დინჯია ცოტა ითმინეს ეს დამცირება და ბოლოს “მცირედი ქვებიც გამოიღეს ყბედთა ზედა"(როგორც წერია ქართლის ცხოვრებაში). მეორე დღეს გიორგი ყარყარაშვილმა(არ ვიცი ბიძინას თანამხარჯველთა ლეგიონში ცენტურიონია თუ ლეგიონერი) ეს გლეხები ამხილა: “მაგ გლეხებს ვიცნობ, ეგენი ვაშლით მოვაჭრენი არიანო”(ყოჩაღ გიორგი არ უნდა დამალო ეგეთი ამბები დეე იცოდნენ რომ ქართულ სოფლებში ისეთი საშინელი გლეხები ცხოვრობენ რომლებიც(ღმერთო ჩემო!) ვაშლის გაყიდვასაც კი არ ერიდებიან) -შესაბამისად სოციალური საფეხურის უდაბლეს კიბეზე დგანან და როგორც ნეტარი კბილაშვილი(ოქროპირი) ამბობდა ღარიბებს პოლიტიკაში არ ესაქმებათო, მაშასადამე დაამთავრა ყარყარაშვილმა ამ “ვაშლის მოვაჭრეთა” აზრი უმნიშვნელოა და არაა საინტერესოო…..დალოცვილო თუ მაგ ხალხის აზრი არ გაინტერესებდათ რას მიუვარდით ეს ბიძინას თანამხარჯველები რუსული არაკებით და რას გაახელეთ ეს გლეხები? ქართლში ვაშლით ვაჭრობა თურმე სასირცხვილო საქმიანობა ყოფილა? საინტერესოა თქვენმა ბორია-ბიძინამ რუსეთში ვაჭრობით იშოვა ფული თუ ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგია-მედიცინაში აღმოჩენებითა და ფიზიკური შრომით? ვეჭვობ მაგასაც ვაჭრობით ექნება ნაშოვნი ფული….გამოდის რომ თუ კაცს ვაშლი მოყავს, ყიდის, ამასთან შენ არ გეთანხმება საკითხში ვინ გადაუწვა სახლი-ეს კაცი იდიოტია და მისი აზრი უმნიშვნელო ხოლო თუ რუსეთში კომპების გადაყიდვით იყო დაკავებული ეს კაცი გენიოსია და აზრთა გიგანტია-ვერაფერს იტყვი……გლეხებს აინტერესებთ: ნაწილი ბიძინას თანამხარჯველებისა კახაბერ კალაძის მეთაურობით მათ ზონდერებს ეძახის(რათა ზონდერ-დევთაგან მოკურცხვლის ისტორიამ ჰეროიზაციის ფერები შეიძინოს) ხოლო მეორე ნაწილი ვაშლით მოვაჭრეებს….გლეხები დაიბნენ ბოლოსდაბოლოს ზონდერები ვართ თუ ვაშლით მოვაჭრეებიო კითხულობს ხალხი. ტავარიშჩ ბორია-ბიძინა შემოვდივარ წინადადებით საერთოდ ვინც თქვენ იდეებს არ იზიარებს დავარქვათ ვაშლით მოვაჭრე ზონდერები(ჩამოვკიდოთ კისერზე შესაბამისი ეჟვანი) და დავასრულოთ დებატები. მკითხველო სარკეში ჩაიხედე და კითხე საკუთარ თავს, ეთანხმები თუ არა ბიძინას იდეებს(უფრო სწორედ : მარკოვ-უსუფაშვილ-დუგინ-ალასანია-ნაროჩნინსკაია-ხიდაშელის ტრაქტატს}? თუ არ ეთანხმები ე.ი ვაშლით მოვაჭრე ზონდერი ხარ!!! არ შეიძლება რომ არ იყო ვაჭარი-ზონდერი. ესეთია დღეს რეალობა ბიძინას თანამხარჯველთა გადასახედიდან...... მახსენდება ერთი ბასკური წარმოშობის იეზუიტის საყვარელი ანდაზა "Qui non est nobiscum, adversus nos est".....
-
ახალი დავალება სოფლის რწმუნებულებს)))
urfinjus replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც გავიგე (სრულიად საიდუმლოდ, მოსადის ცრუ–სთან რადიოსაუბარი მოვუსმინეთ მე და ასანჟმა): მოკლედ კობა ხაბაზი აპირებს მოსკოვის მეტროში ტერაქტს, ამასთან კობა ნინელი ჭანკვეტაძის გრიმში იქნება რომ გასაგებია ვის უნდა დაბრალდეს ბოლოს ეს საშინელებანი, კიდევ "ქართული" ოცნების მაისურებში გადაცმული ბობოხიძე და გოგორიშვილი სექტემბერში აპირებენ ჯავაში რუსული ტანკების აფეთქებას ხოლო დანაშაულის ადგილზე ბერას სურათების დატოვებას, რაც მთავარია გიგა ბოკერია აპირებს მამა ბასილის გრიმითა და "ქართული" ოცნების მაისურში გამოწყობილი ჩიკაგოს ბაპტისტური ეკლესიის აფეთქებას.....ასანჟს მერაბიშვილის ეშინა და ხმის ამოღებას არ აპირებს, აუდიოჩანაწერები კი მას აქვს ხელზე. ეგებ შალიკო რამიშვილმა ან აქუმ როგორმე გამოტყუონ ჯულიანს ეს ფაქტები თორემ როგორც ბიძინა წინაშწარმეტყველი ამბობდა "მიშა უფსკრულისაკენ მიაქანებს საქართველოს".... -
კიდევ კარგი პალამენტის ასეთი წევრები არ გვყავს. :)
urfinjus replied to აზრი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბობოხიძემ კაცურად ჩაარტყა ფეესბეს კურატორ პეწია მამრაძეს და ბარემ შუბლიც რომ გაეხვრიტა იქვე ვიტყოდი პარლამენტში ერთი კაცი მაინც არი თქო. -
კიდევ კარგი პალამენტის ასეთი წევრები არ გვყავს. :)
urfinjus replied to აზრი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იარაღს რომ ამოიღებს სროლაც უნდა შეეძლოს....სხვა შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე რამოდენიმე წამში გამოდის შოკიდან და ფსიქოლოგიურ უპირატესობას იძენს...შეიძლება ეს იარაღი პატრონს ...... -
"ისევ ორიანი" ანუ ჭორვილელი ჩაიდანის 95 თეზისის კრახი და ვერშემდგარი ბულლა საქართველოზე.
urfinjus commented on urfinjus's ბლოგ პოსტი in urfinjus' ბლოგი
ამაზე მარტივად როგორღა? ისედაც მრცხვენია ეს პირდაპირი წერა 21 ეონაში. -
lasha_alo თუ ჩემ გამოა ეს ამბავი მე აღარ შემოვალ ამ საიტზე და მეტი რა მოგახსენოთ სხვა რით შემიძლია დაგეხმაროთ?... პირადად თქვენდამი პატივისცემის გამო......
-
ჭორვილას დიდმა მაგისტრმა, მსხვილმა მოწილემ სკვითთა გაზოლინისა და პეტრელიოს მილებისა, გადაწყვიტა(ესე ურჩია 18 წმინდა ავანტურისტ მამათა ხურალმა გამოწერილმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან) მოეწვია დიდი ევროპული პანჩაიათი ოდეს დაგმობილიყო ქართლის ცხოვრება როგორც ერესი ხოლო მმართველნი ქვეყნისა შერაცხულ ყოფილიყვნენ ვითარცა ერეტიკოსნი. თვით ნეტარი თინათინი აფრინა სტრასბურგს გრძნეულმა ბიძინამ აღჭურვა რა მძიმე რუსული ქისებით აქოთებული ნავთის სუნით(აქაოდა ფულს სუნი არა აქვსო). და გადასცა ქისანი იგი ბიძინასი ყველაზე გაიძვერეთ იმ მხარეში ნეტარმან თინამ და აღიძრა პანჩაითაი დასაგმობად საქართველოსა ზედა(როგორც ფიქრობდნენ ბიძინას ნაყიდი გაიძვერეები)....მაგრამ ჰოი საკვირველებავ არ გაიყიდა ევროპა ბოლომდე და იქით ამხილეს ძლევა–ნავთობმოსილი ჭორვილას მაგისტრი ჭორების გავრცელებაში საკუთარ თავსა ზედა....".მუნ კრავდ მოაქვსო თავი რუსულ კარავშიდ გამოკვებილ მგელსო"– რქუა ბოლოს ჭორვილას მაგისტრზედ ბალტიელმა ბრძენკაცმა რაზეც პოლონეთის ჰუსარებიც დაეთანმხდნენ.......და გამოემართა საქართველოსაკენ ღირსი დედა თინათინ სასომოხდილი უბედურებით(ოდეს იცოდა რომ ჭორვილას მაგისტრის ესეთი ფიასკო მას წყალობას არ მოჰმატებდა....არადა დიდი იყო ეს წყალობა და გია სოროსის ნამათხოვარს ათგზის აღემატებოდა)....ღრმად შეისუნთქა ღირსმა დედა თინათინმა ოდეს საქართველოს საზღვარს მოუახლოვდა და ახლად მოფიქრებული ოროსნული ჭორები(ვინ იცის მერამდენედ) მოიმარჯვა პრესასთან საბრძოლველად ოდეს: "L'attaque — le meilleur moyen de la protection"
-
ჭორვილას დიდმა მაგისტრმა, მსხვილმა მოწილემ სკვითთა გაზოლინისა და პეტრელიოს მილებისა, გადაწყვიტა(ესე ურჩია 18 წმინდა ავანტურისტ მამათა ხურალმა გამოწერილმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან) მოეწვია დიდი ევროპული პანჩაიათი ოდეს დაგმობილიყო ქართლის ცხოვრება როგორც ერესი ხოლო მმართველნი ქვეყნისა შერაცხულ ყოფილიყვნენ ვითარცა ერეტიკოსნი. თვით ნეტარი თინათინი აფრინა სტრასბურგს გრძნეულმა ბიძინამ აღჭურვა რა მძიმე რუსული ქისებით აქოთებული ნავთის სუნით(აქაოდა ფულს სუნი არა აქვსო). და გადასცა ქისანი იგი ბიძინასი ყველაზე გაიძვერეთ იმ მხარეში ნეტარმან თინამ და აღიძრა პანჩაითაი დასაგმობად საქართველოსა ზედა(როგორც ფიქრობდნენ ბიძინას ნაყიდი გაიძვერეები)....მაგრამ ჰოი საკვირველებავ არ გაიყიდა ევროპა ბოლომდე და იქით ამხილეს ძლევა–ნავთობმოსილი ჭორვილას მაგისტრი ჭორების გავრცელებაში საკუთარ თავსა ზედა....".მუნ კრავდ მოაქვსო თავი რუსულ კარავშიდ გამოკვებილ მგელსო"– რქუა ბოლოს ჭორვილას მაგისტრზედ ბალტიელმა ბრძენკაცმა რაზეც პოლონეთის ჰუსარებიც დაეთანმხდნენ.......და გამოემართა საქართველოსაკენ ღირსი დედა თინათინ სასომოხდილი უბედურებით(ოდეს იცოდა რომ ჭორვილას მაგისტრის ესეთი ფიასკო მას წყალობას არ მოჰმატებდა....არადა დიდი იყო ეს წყალობა და გია სოროსის ნამათხოვარს ათგზის აღემატებოდა)....ღრმად შეისუნთქა ღირსმა დედა თინათინმა ოდეს საქართველოს საზღვარს მოუახლოვდა და ახლად მოფიქრებული ოროსნული ჭორები(ვინ იცის მერამდენედ) მოიმარჯვა პრესასთან საბრძოლველად ოდეს: "L'attaque — le meilleur moyen de la protection" http://www.picz.ge/img/s2/1207/7/1/145cdfa99ba7.jpg
-
"Quantum nobis prodest haec fabula Christi"
-
http://www.picz.ge/img/s4/1207/7/4/453637248078.jpg http://www.picz.ge/img/s2/1207/7/2/22bb155be99f.jpg http://www.picz.ge/img/s4/1207/7/1/138516832c62.jpg ეს ბოლო პოსტერი საიუდისის ბიჭებმა მაჩუქეს იანვრის დღეებში 1991წ.....
-
ის რომ ქართული პოლიტიკა სოლიფსიზმითაა დაავადებული..... და რესპუბილიკური პარტია სოლიფსიზმის ფლაგმანია....... ცხონებული აკაკი ბაქრაძის შემდეგ მე თავმდაბალი საღად მოაზროვნე, ანალიტიკური აზროვნების ქართველი პოლიტიკოსი ვერ ვნახე..... ჯერ იყო და ეროვნული მოძრაობა გახლიჩეს ბალტიური და არაბალტიური ბრძოლის ხერხის გამო....მერე უფრო "დემოკრატებმა' ჩამოაგდეს ხელისუფლება......მერე ეს ედიკა....მერე ეს მიშა....ეხლა კიდევ ახალ მატრიოშკას ასაღებენ საქართველოზე ამ რეტროგრადი მეტრორუსეთუმე ბიძინას სახით.....ამ რესპებმა კი სულ დაასამარეს პროდასავლური და მემარჯვენე ტიპის პარტიების რეპუტაცია საქართველოში....
-
http://www.picz.ge/img/s4/1207/6/3/3eceed161cf9.jpgსამაგიეროდ ეს რესპია ადექვატური
-
ვიტაუტას ლანდსბერგისი ილიაუნის საპატიო დოქტორი ლიტვის პირველ პოსტსაბჭოთა პრეზიდენტს, პროფესორ ვიტაუტას ლანდსბერგისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პოსტსაბჭოთა საზოგადოებების ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ვიტაუტას ლანდსბერგისს საპატიო დოქტორის სიგელი საზეიმო ვითარებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ გადასცა. პროფესორი ვიტაუტას ლანდსბერგისი არის ლიტველი კონსერვატორი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი. ის იყო ლიტვის სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ. ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო ლიტვის პარლამენტის სეიმის ხელმძღვანელი. პროფესორი ლანდსბერგისი არის ინტელექტუალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში ლიტვაში. ის არის საპატიო პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის ნგრევაში. ლანდსბერგის დაწერილი აქვს 20 წიგნი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკასა და მუსიკაზე. ის არის დამფუძნებელი ხელისმომწერი „პრაღის დეკლარაცია ევროპულ პრინციპებსა და კომუნიზმზე“, კომუნიზმის მსხვერპლთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. ლანდსბერგისმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1988 წელს, მაშინ კონსერვატორიის პროფესორი, ის ლიტვის პრო-დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობის ერთერთი დამფუძნებელი გახდა. 1990 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის აირჩიეს ლიტვის უზენაეს საბჭოს ხელმძღვანელად. 1990 წლის 11 მარტს, ლანდსბერგისი ხელმღვანელობდა საპარლამენტო სესიას, როდესაც ლიტვამ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შედეგად, ლიტვა გახდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირმა ლიტვის ამ ქმედებას ეკონომიკური ბლოკადის დაწესებით უპასუხა. ლიტვის კონსტიტუციის თანახმად, ლანდსბერგისი გახდა, როგორც სახელმწიფოს ლიდერი, ასევე პარლამენტის სპიკერი. მან ეს პოსტი დაიკავა 1990 წლის მარტიდან 1992 წლის ნოემბრამდე. 1993 წელს, ვიტაუტას ლანდსბერგისმა დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება 1996 წლის საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ლანდსბერგისმა ლიტვის პარლამენტის სპიკერის პოსტი დაიკავა 1996 წლიდან 2000 წლამდე. 2004 წელს პროფესორი ლანდსბერგისი არჩეული იქნა ლიტველების მიერ ევროპის პარლამენტში, ბრიუსელში. 2005 წლის იანვარში, პროფესორი ლანდსბერგისი გამოვიდა ნაცისტური და საბჭოური სიმბოლოების წინააღმდეგ. მან გაუგზავნა წერილი ბ-ნ ფრანკო ფატინის, ევროკავშირის სამართლისა და უსაფრთხოების კომისარს, სადაც ის მოთხოვდა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტლების მიღებას ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვასთან დაკავშირებით. კომისარი დაინტერესდა ლანდსბერგისის შეთავაზებით და განიხილა ეს საკითხი. ლანდსბერგისის ინიციატივას იტალიელი მემარცხენეები და რუსეთის პარლამენტი დაუპირისპირდა. თუმცა ბევრი მხარდამჭერიც შეიძინა, მათ შორის ალესანდრა მუსოლინა, იტალიელი ფაშისტი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი. ქალბატონის განცხადებით, ევროპის პარლამენტის წევრებს უნდა განეხორციელებინათ ლანდსბერგისის შემოთავაზება, რადგან ეს მათი მორალური მოვალეობა იყო. საბოლოოდ, 2005 წლის თებერვალში, ევროკავშირმა შესთავაზა 25 წევრ სახელმწიფოს ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა თუ რომელი სიმბოლო უნდა აკრძალულიყო. პროფესორი ლანდსბერგისი ეწინაარმდეგებოდა რუსეთის ჩარევას ბალტიის ქვეყნების საქმეებში, აკრიტიკებდა რუსეთის ქმედებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში და ევროპის პარლამენტში. პროფესორის განცხადებით, რუსეთს გააჩნია განზრახვები, რომ გააკონტროლოს ლიტვა და ბალტიის სხვა ქვეყნები ეკონომიკურად და პოლიტიკურად KGB-ს აგენტების ფართო ქსელის საშუალებით და სხვა ქმედებებით. ლანდსბერგისი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ რუსეთს გადაეხადა კონპენსაცია ლიტვისთვის და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზიანის გამო.
-
ვიტაუტას ლანდსბერგისი (ლიტ. Vytautas Landsbergis; დ. 1932 წლის 18 ოქტომბერი, კაუნასი) — ლიტველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკათ და ხელოვნებათმცოდნე. პუბლიცისტი. პოლიტიკური კარიერა 1988 წელს საიუდისის საინიციატივო ჯგუფში იქნა არჩეული (თავდაპირველად "მოძრაობა ლიტვის გარდაქმნისათვის"). საიუდისის საწესდებო ყრილობაზე 1988 წლის 22-23 ოქტომბერს აირჩიეს საიუდისის სეიმის საბჭოსა და სეიმში. 1988-1991 წლებში სეიმის საპატიო თავმჯდომარეა. 1989 წლის მარტში აირჩიეს სსრკ-ის სახალხო დეპუტატად და მონაწილეობა მიიღო სახალხო დეპუტატების ყრილობაში. 1990-92 წლებში ლიტვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ლიტვის სეიმისა (1996—2000). სამამულო მემარჯვენე პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი (1993) და თავმჯდომარე. 2004 წლიდან ევროპარლამენტის წევრია და ევროპის სახალხო პარტიისა (European People’s Party (Christian Democrats) და ევროპელი დემოკრატების European Democrats) უმსხვილეს ფრაქციაში შედის.
-
http://www.youtube.com/watch?v=nQ3q8ABd8Os&feature=related პროფესორმა ლანდსბერგისმა ლიტვა მიიყვანა თავისუფლებამდე, ქვეყანა შევიდა ევროკავშირსა და ნატოში.
-
http://www.youtube.com/watch?v=H9OncWnJU8c&feature=related
-
http://www.youtube.com/watch?v=gcyyQqXr1Fk&feature=related