Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. პირიქით თუ მართალი აღმოჩნდა ამ 5 წლის მანძილზე ეს იქნება რუსეთის დიპლომატიის პირველი გამარჯვება... არა მგონია რომ თურქეთმა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს...მაშინ ასადაი გადარჩენილა და ეგ არი... ერთი 3 სხვადსახვა წყარო ვნახე ამ თემაზე არარუსული(რუსებს და იეჰოვას მოწმეებს რომ კითხო სულ ომია ყველგან) და არაფერი არაა ომის შესახებ...
  2. ეგ ჩვეულებრივი შავრაზმელი ჟურნალისტია.....რუსი არაშავრაზმელი და ტელევიზიაში დაშვებული ინტელექტუალი დღეს ისეთივე არაკია როგორც ესკიმოსი კვაკერი კონფედერატების ბატალიონის პოლკოვნიკი....
  3. ერთი პროცენტი მაინც რომ იყოს პირადად თქვენი ამ თავისუფლების მანიფესტში, ახალი და საინტერესო იქნებოდა ჩემთვის....მე ერთ დამპყრობელს ვხედავ ის საქართველოშია და რუსეთი ქვია სახელად..... როცა რუსეთი გავა საქართველოდან სიამოვნებით მოვისმენ ჰიპოთეზებს პირსისხლიანი ამერიკის, ოქროს მილიარდის, მასონების, უცხოპლანეტელების, კლინგონების, მეოთხე განზომილების და ჰიპერინკარნაციის შესახებ.....მე რეალისტი ვარ და ჩემი ნათესავები ვერ ჩადიან ახალგორში ეს ფაქტია მეორე ნათესავებს (რომლებიც მასონებს და ამერიკას მიეყიდნენ უარყვეს ჭეშმარიტი ღმერთი აღიარეს არტოშანი და შეერთდნენ უღმრთოთა) სახლები ტანკებით გაუსწორეს მიწასთან რუსმა ერთმორწმუნეებმა. ჩვენ იდიოტები ვერ ვხდებით რომ ეს ამერიკის და ევროპის ბრალია და ისევ რუსეთს ვაბრალებთ...ესეთი გაუღწევლები ვართ ზოგიერთები....ჩაო მოიწერეთ ხოლმე.....
  4. კარგად მახსოვს 80-იან წლებში ფიცხი კომკავშირული პათოსი როდესაც ეკლესიასთან გვხვდებოდნენ და მღვდლებს ათეისტურად დაცინოდნენ......მაშინ ეკლესიაში იყო მისტიკა(ყოველ შემთხვევაში 1 აკრძალული იყო 2 დევნილი. 3. ბევრი მღვდელი და ბერი მართლაც ღვთის აბსოლუტის და ჭეშმარიტების ძიებაში იყვნენ) და ბევრი საინტერესო....გამოხდა ხანი და ეს კომკავშირლები "ღრმად მორწმუნეები" "მართლმადიდებლობის დამცველები" და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების უფასო რეკლამის მაკეთებელნი გახდნენ, და რა ცეცხლოვანი ტემპერამენტით....აქეთ შაოლინ ბასილას მასტერები იქით ისაკაძეს ბოქსიორები...წმინდაო უბრალოებავ.....და ეს ხალხი რაღაც არაკებით ცხოვრობს ჯანდაბას ჩემ "მოქცევასაც" რომ ცდილობენ....სად იყო ეგ იობა და ბასილა ჩვენ რომ ათონის მთაზე(აიოს ოროს) საქართველოს ეკლესიის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებდით ეშმაკ ბერძენ ბერებისაგან....Siknadmo მასონებზე მე 3 ენაზე 19 წლის წინ სადიპლომო მაქვს დაცული.... მადლობა მაგრამ ერთ რამეს გეტყვი თუ გაინტერესებს: მასონები და სხვა ჰერმეტული ორდენები თვითონ ავრცელებენ თავის დემონიზირებისათვის ათას არაკს რასაც რუსული შავრაზმელი "ორთოდოქსები" ბოლომდე ყლაპავენ და აქეთ იობასნაირ უწიგნურ ადამიანებს ახელებენ ხოლმე...
  5. ხო მართლა თუ "წადიო საქართველოდან" მეც მეხებოდა: კი ბატონო წავალ ფულს თუ გადამიხდაიან ერთი ორი წლით წავალ...ამერიკაში ვერ წავალ ვიდრე ეგ აფრიკელი ტურისტია პრეზიდენტი..... ქართველი ვარ თუ კორდესიანელი ვგონებ ეს თქვენი შესაფასებელი არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც გმადლობთ დაკვირვებისათვის....
  6. თუ ვინმე სერიოზული ლეგენდა გინდათ პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად შემიძლია დაგეხმაროთ!!!
  7. მეგრელი ერი არ არსებობს!!! მეგრელები არიან საქართველოს ერთერთი კუთხის მკვიდრნი ძვირფასო Siknadmo. მეგრული ენა ისევე როგორც წოვა თუშური და სვანური ქართველური ენის შემადგენელი ნაწილია რომელიც უფრო დიდ იბერიულ-კავკასიურ(წინათ იაფეთისტურ ენათა ოჯახს უწოდებდნენ) ენათა ოჯახში შედის. რაც შეეხება ჩემ კუთხურ წარმომავლობას მე წარმოშობით ქართლიდან გახლავართ თუ მართლა ეს ვიმეს აინტერესებს...... მე რელიგიური არ ვარ(თუმცა მართლმადიდებლურ ოჯახში დავიბადე და მოვინათლე მართლმადიდებლურად) კითხვა მართლმადიდებლობა არ გევასება? უსაგნოა რამეთუ მე მართლმადიდებლობასთან როგორც სხვა რელიგიებთან შეხება არ მაქვს და ეგ საკითხები არ მაღელვებს. აქ მოტანილი მასალები როგორც სხვა მასალები არი ირონია ოკუპანტი ქვეყნის ჩეკისტი მღვდლების მიმართ.....როგორც მათი დასაყრდენი პირების აქ საქართველოში. ეს გიფი მოსეზეა(თუ მაინცდამაინც ამ გიფზეა საუბარი(ეპიზოდია კომედიიდან მსოფლიო ისტორია, მელ ბრუკსის მონაწილეობით). მოსე და ათი აღთქმა ისეთივე ნაწილი ძველი და ახალი აღთქმის როგორც თორის(თორის დიდი ნაწილი კი მოსეს და 10 მცნებას ეძღვნება)..... რელიგია დავასება არ დავასება კრიტერიუმი არაა. საერთოდ ყველა რელიგიას განსაკუთრებით მონოთეისტურებს(ქრისტიანობა თავისი 87 განშტოებით, ისლამი თავისი 311 განშტოებით იუდაიზმი თავისი 48 განშტოებით) დიდ პატივს ვცემ ვიდრე ისინი არ ერევიან პოლიტიკაში რაც უშუალოდ ჩემ უფლებებს ეხება....აქ ვუპირისპირდები მათ როგორც კერძო პირებს და მოქალაქეებს ესაა და ეს. არანაირი სხვა მიდგომა არც მაქვს და არც მექნება....როცა საქართველოში თეოკრატია იქნება ან შარიათი მაშინ წავალ რუსეთის გარდა ნებისმიერ ქვეყანაში....მანამდე კი რუსეთი და მათი კირილას ე.წ. ეკლესია ოკუპანტი ქვეყანაა და საოკუპაციო რეჟიმის აგიტჯგუფები...როდესაც გავლენ ქართულ მიწიდან მოინანიებენ 200წლოვან ოკუპაციას ეთნიკურ წმენდებს გადაიხდის ოკუპაციით მოყენებულ ზარალის კონტრიბუციას მაშინ ვაღიარებ ერთმორწმუნე ძმებად და ვიცხოვრებთ მშვიდობაში....მანამდე კი ყოველი რუსი ჯარისკაცი ოფიცერი მღვდელი ტანკი ტრაქტორი არი კანონიერ სამიზნე ჩემთვის!!!! საერთოდ მე კოსმოპოლიტი და მსოფლიოს მოქალაქე ვარ მხოლოდ რუსეთთან როგორც ოკუპანტთან მიმართებაში ვარ ქართველი და არაფრის დათმობას არ ვაპირებ. პატივისცემითurfinjus p.s ვწუხვარ რომ დაგაჯარიმეს ეგეთ შემთხვევაში ჩემი სიმპათია ყოველთვის კერძო პირის მხარეზეა. რომ არა რუსეთი ანარქისტი ვიქნებოდი....
  8. არ ვიცი ამ ეტაპზე რუსული ჩემთვის ოკუპაციის ენაა(ენის წინააღმდეგ არაფერი მაქვს მაგრამ მართლა ოკუპაციის ენაა).
  9. რუსეთთან რომ კოზირები გვაქვს ისეთი არასოდეს გვქონია ჩემი აზრით: ის ტერიტორიები რომლებიც ისედაც ვერ ვაკონტროლებდით და ე.წ. "სამშვიდობო" ჯარები იდგნენ ეხლა ოკუპირებულ ტერიტორიებადაა აღიარებული ხოლო რუსეთი ოკუპანტია თავის ჯართან ერთად...რუსეთის ხელისუფლებასთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე სახის მოლაპარაკება მით უმეტეს ხელშეკრულების დადება ევროკავშირის ქვეყნების მომაწილეობისა და გარანტიების გარეშე ისიც დეოკუპაციის შემდეგ.....რამდენჯერაც საქართველომ რუსეთთან ერთი ერთზე რაიმე დოკუმენტს ხელი მოაწერა იმდენჯერ იზარალა და საშინლად იზარალა რუსეთი ევრუპული სახელმწიფო არაა რომელიც იცავს თავის სიტყვას თუ ხელშეკრულებას.....რუსეთისათვი საშინელი ასატანია როდესაც საქართველოს მოკავშირეები ყოველ ფორუმზე ახსენებენ რო ის ოკუპანტია და ჯარები უნდა გაიყვანოს.....ისე რომ არავითარი პირადი კონტაქტები (მხედველობაში მაქვს პოლიტიკა) მხოლოდ ზეწოლა რომელიც შედეგს გამოიღებს...არ იქნებოდა პარტიზანული მოძრაობის დაწყებაც მაგრამ ამ იდიოტმა ევროპელებს პირობა მისცა ძალას არ გამოვიყენებთ ტერიტორიების დასაბრუნებლადო...ეს რომ წავა სიტყვაც დაკარგავს ძალას და...
  10. ეგ ბოლშევიკების წაქეზებით და დაძალებით მოხდა.....თუ კავკასიიდან გავაძევებთ რუსებს თავისი ბაზებით არც ოსი არც სომეხი და არც აფხაზი არ იქნება პრობლემა.....ვიდრე რუსი ამიერკავკასიაშია ქართველიც კი პრობლემაა ქართველისათვის...
  11. Shaten ჰო განსაკუთრებით რესპუბლიკელები(აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიას ვგულისხმობ ) და სამხრეთელები მომწონდნენ ყოველთვის...დღევანდელი ადმინისტრაცია ტურისტი ჰუსეინ ობამას ტომის ბელადობით კარიკატურაა ძველ კეთილ დროზე და ამერიკაზე....
  12. სუზერენს არ ირჩევენ, სუზერენი ირჩევს!!! ბათუმში და ქობულეთში უსაზიზღრესი სერვისია(არ ვსაუბრობ ძვირფას სასტუმროებზე) და სიძვირე+უტაქტობა ტურისტების მიმართ(მარტო ქართველებს არ ვგულისხმომ)....მიშას ძვალი ეშმაკსაც წაუღია მაგრამ არც ასლანი და არც მიშა(სუზერენები!!!) არ არიან ტურისტული სერვისის ფერხულში ჩაბმული...სერვისის კულტურა არაა ადვილი და მსოფლიოს ყველა კურორტი თითოეული ტურისტისათვის კბილებით იბრძვის....მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი(მარტო ქართველ ტურისტებს არ ვგულისხმობ) რომელიც კმაყოფილი დარჩა სერვისით კერძო სექტორში ბოლო 3 წლის განმავლობაში....არადა მხოლოდ რუსეთი თურქეთის კურორტებზე წელიწადში 8 მილიონ დოლარს ტოვებს ტურიზმით....ესეც ალბად სუზერენის ბრალია ....
  13. სომხებს ბევრ რამეზე აქვთ პრეტენზია და ამაში შეიძლება ჩემპიონობასაც გამოკრან ხელი ბერძნებისა და ებრაელების მხარამხარ....."როდესაც დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა სომეხთა დედაქალაქი ანი, ამ ამბავს დიდი სიხარულით შეხვადა 40 ათასი სომეხი ინდოეთში...სომხებს მარტო ჩვენთან რომ ქონდეთ პირველობის პრობლემები ჯანდაბას მაგრამ ....ბერძნებთან უფრო დიდი პრობლემები აქვთ "ქრისტიანობა ჩვენ პირველებმა მივიღეთი"-ით დაწყებული და ბასტურმა ვინ გამოიგონათი დამთავრებული....აღარაფერს ვამბობ სომეხთა პრეტენზიებზე ირანთან და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანასთან.....ის რომ ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა(თუმცა კარგი 25 საუკუნე სომეხ მწყემსებსაც არ ქონდათ თხები გადმორეკილი იმ ალაგას ოდეს დიდი და მცირე არმენია სულ სხვაგან იყო 23 საუკუნის შემდეგ. ეხლა ამ დეტალებზე ხომ არ დავწვრილმანდებით? ბიზანტიიდან ბულგარეთამდე ხომ სულ სომხური "გენიის" კვალია და სხვა არაფერი? მოკლედ მაგ სახელმწიფოში(სასომხეთში) რუსული სამხედრო ბაზასთან არსებული კაფეში ჩაძინებული მიმტანი არშაკას ზმანებებია ეგ ყველაფერი("სამყარო სასომხეთით იწყება). რა ქნან აბა სხვა რითი იტრაბახონ საწყალმა სომხებმა? ეკონომიკა დოტაციურია, რუსული წილი 65%-ია, 25%ემიგრანტებზე მოდის....დანარჩენს დიდი სომხური ზღაპარით ავსებენ....."ნეტარ არიან მოარაკე სომეხნი....ოდეს იპოვონ ამ არაკის მსმენელნი...". იოცნებონ და იყვნენ თუმცა სომხური აკვანი დღევანდელი ბიზანტიის ტერიტორიაზე იდგა სხვათა შორის....მაგრამ ამ ამბავს სომხების არაკებთან აბა რა კავშირი აქვს? ისიც რომ სომხურ ლიტერატურაში ღვინოზე ლექსის პოვნა უფრო ძნელია ვიდრე რუსეთის კულტურის ფუძემდებლებში რუსული გვარის პოვნა.....
  14. Shaten თუ არ ვცდები სწორედ ტაქსისტით გახდა ცნობილი ჯუდი ფოსტერი(თინეიჯერი იყო მაშინ). ჯონ ჰინკლი-უმცროსმა(რომელიც ცდილობდა ჯ.ფოსტერზე შთაბეჭდილების მოხდენას) 1981 წელს ესროლა რონალდ რეიგანს. ამიტომ ეს ფილმი ხელმეორედ გახდა პოპულარული.....როდესაც ჰინკლი-უმცროსის მიერ დაჭრილი რეიგანი საავადმყოფოში მიიყვანეს ქირურგს რეიგანმა უთხრა "იმედი მაქვს რომ თქვენ რესპუბლიკელი(მხედველობაში პარტია ქონდა) ბრძანდებით"-ო
  15. Shaten მართალია ტაქსის მძღოლი უფრო ადრა გადაღებული....საერთოდ რობერტ დე ნირო სკორსეზეს საყვარელი მსახიობია და ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას ფილმში გადაეღო.... მე დე ნირო ირმებზე მონადირეში მომეწონა.....
  16. Shaten 1965 Три комнаты на Манхэттене / Trois chambres a Manhattan- პირველი ფილმია....სიმართლე გითხრა არ მახსოვდა გუგლში ვნახე ეხლა. მე Deer Hunter(ირმებზე მონადირე) მახსოვდა პირველად....
  17. Nukriko არაფერი მაგის მსგავსი არ გამიგია..... არც "მიყიდული" ტერიტორიების შესახებ და სხვა....ამას გარდა პრეზიდენტ მიხეილს საქართველოში ბოლო ძუკნაც კი აგინებს და ეს ჟანრი მიმზიდველი არაა...მე რა პრეტენზიებიც მაქვს მიხეილთან უკვე აზრდაკარგულია ამ თემაზე საუბარი....მაგ ესენგედან დროზე გამოსვლა, რუსეთის ჯარზე საოკუპაციო სტატუსის მიცემა(დაგვიანებულად), სარკოზი-დიმა-მიხეილის "სამშვიდობო" ხელშეკრულება თუ რაც ქვია ყველაზე მთავარი საქართველოს სახელით განცხადების გაკეთება(ამის მანდატი მას როგორც თვით ლეგიტიმურ პრეზიდენტს არ ქონდა) რომ საქართველო ტერიტორიების აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს(ამით წესით სიკვდილი დაიმსახურა)....ისე რომ მისი კრიტიკა(მიმავალი პოლიტიკოსის) ჩემთვის აზრმოკლებულია მით უმეტეს მეტრორუსეთუმე ოპო და რუსებიც სხვას არაფერს არ აკეტებენ.....საერთოდ ლინჩში მონაწილეობა ჩემი საქმე არაა. რაც შეეხება ეკონომიკის მიყიდვას ეს არაა მართალი და არავითარ "ფაქტს" არ მივიღებ....არ დავუკარგავ პირადად ჩემთვის სასიამოვნო ამბავს საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყდა(სამწუხაროდ ბოლომდა არა მაგრამ ესეც კარგია) "კულტურული" ურთიერთობები ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა არ ისწავლა რუსული....აღარ ხდება მსოფლიოდან მომავალი ინფორმაციის რუსულიდან თარგმნა, პირველწყაროებიდან მოდის ძირითადად. რაც მთავარია მოსახლეობაში მოხდა გაუცხოება რუსეთის მიმართ(ჩემი ანგარიშით 40% სასურველია 65%). რაც მთავარია დაღვრილ სისხლს პირველად ეწოდა ამ 200წლის მანძილზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღვრილი სისხლი(კავკასიაში სათისფაქციის გარეშე ესეთი ამბები არ მთავრდება ხოლმე, საუკუნეებით ახსოვს, ვაინახები რუსებს კიდევ გაამწარებენ, ჩვენ გარდა კავკასიაში რუსული სისხლი ბევრს წყურია)Nukriko ჩვენ ერთმანეთს ვერასოდეს ვერ გავუგებთ რამეთუ მე უკიდურესი მემარჯვენე შეხედულების ადამიანი ვარ თქვენ როგორც ვნახე არაერთ წერილში მემარცხენე ბრძანდებით: "Cum principia negante non est disputandum" . მე მაქვს ჩემთვის ჩამოყალიბებული თემები რომლებზეც არ ვდაობ და ეს თემები გადახედვებს არ ექვემდებარება. 1 რუსეთი საქართველოს მტერია. 2 რუსეთს უნდა მიდგეს ზიანი ყველა გზით რაც ხელმისაწვდომია. 3. ვინც რუსეთის მტერია ჩემი მეგობარია აშშ-ს რესპუბლიკელებით დაწყებული ვაინახებით, უკრაინელი ნაციონალისტებით დამთავრებული. 4 არავითარი სხვა თემა მე არ მეხება რელიგია ათეიზმი სოციალური საკითხები(თუ ამ თემის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის დარტყმის მიყენებაში არ ). ისე რომ ღრმადპატივცემულო Nukriko ასაკის გარდა 20წლამდეა სხვაობა ჩვენ შორის, უფსკრული გვაქვს აქცენტებშიც, პრეორიტეტებშიც, იდეოლოგიაშიც, ისე რომ აზრს ვერ ვხედავ ვერც თქვენთვის, ვერც ჩემთვის რაიმე დისკუსიის წარმოებაში. თუ რუსეთთან ან რუსეთში რაიმე დივერსიის, ობსტრუქციის მოწყობის იდეა გაგიჩნდებათ სიამოვნებით ვითანამშრომლებ. სხვა თემებში თქვენთან საუბრის წარმოებისა, პროდუქტიულობას ვერ ვხედავ. ხოლო ერთმანეთის არგუმენტების მოსმენა კარგია მაგრამ არაფრის მომტანი....მე დრო ცოტა დამრჩა 43 წლის ვარ და ორი ინფარქტი მაქვს გადატანილი. პატივისცემითurfinjus p.s.თბილისში 70 წელი არაბი ამირაც იჯდა და ბოლშევიკებიც(დაახლოებით ამ ვადით) მაგრამ არა მგონია ქართველებს ეთქვათ ეჰჰ "დავკარგეთ თბილისი"-ო. არაფერი დაკარგული არაა ვიდრე 10 ქართველი მაინც იარსებებს....
  18. მწვანე ბლოკნოტით ის დიაკვანია(დიაკვანი მაშინ იყო თორემ ეხლა ეპისკოპოსი მაინც იქნება(ლუბიანკაზე ეპისკოპოსებს პოლკოვნიკის წოდება აქვთ. ნეტარ ვოინოვიჩს აქვს ეგ ამბები შესანიშნავად აღწერილი) სროლებზე რომ დადიოდა და თავიც ისახელა კალაშის სროლაში(ეგ ვიდეო ადრე დავდე ამ საიტზე).
×
×
  • შექმენი...