Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. თუ ამ კითხვის ავტორს დრო აქვს მე ვურჩევდე პეტრე უსპენსკის ნაშრომებს კერძოდ: "tertium organum" '"მეოთხე გზა"(სამწუხაროდ ქართულად არაა ნათარგმნი, არი ინგლისურად და რუსულად). აქაა ეს საკითხი მისტიკურ და პრაქტიკულ ჭრილში განხილული და მაძიებელს ბევრ საინტერესოს შეთავაზებს, აგრეთვე ნახავთ გჭირდებათ თუ არა ძიების გაგრძელება ამ საკითხში....გისურვებთ წარმატებებს: http://s009.radikal.ru/i308/1208/85/680236e4c984.jpg
  2. outside context problem - კონტექსტისმიღმა პრობლემა ეს ტერმინი გაჩნდა აცტეკებისა და კონკისტადორთა ურთიერთობის აღწერისას....აცტეკები მთელი თავისი არსებობის მანძილზე წარმატებით წყვეტდნენ ყველა პრობლემას რომელიც მათ ცივილიზაციის არსებობას ხელს უშლიდა ან ემუქრებოდა.....აცტეკებს ყოველთვის ქონდათ დრო რესურსი გამოცდილება გამკლავებოდნენ წამოჭრილ პრობლემებს ესპანელთა მოსვლამდე....კონკისტადორების გამოჩენით აცტეკებს წამოეჭრათ სწორედ კონტექსტისმიღმა პრობლემა ....ამგვარ პრობლემას თითქმის არ გააჩნია ტრადიციული ან აქამდე ცნობილი(აცტეკებისათვის) გადაწყვეტის გზა...გარდა ამისა მორალური, ლოგიკური თვალსაზრისითაც შეუძლებელია მსგავსი პრობლემის პროგნოზირება ან წარმოდგენა რაც აცტეკებისათვის ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამ და შემოტევამ მოიტანა....საქართველომ გადაღლილმა მუდმივი ომებით არაქრისტიანულ ქვეყნებთან რუსეთს თხოვა მფარველობა და მიიღო კიდეც გეორგიევსკის ტრაქტატის სახით პირობა რომ იგი (საქართველო) შედიოდა რუსეთის მფარველობის ქვეშ როგორც სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო და ორივე მხარე პირობას დებდა სამხედრო დახმარება გაეწიათ ერთმანეთისათვის......აქ იწყება საქართველოსათვის კონტექსტისმიღმა პრობლემა: რუსეთი აუქმებს საქართველოში მეფობას 1801წელს და ავტოკეფალიასაც.....ერთი სიტყვით საქართველო აღმოჩნდა "ლეგიტიმურად" ოკუპირებული....საერთოდ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსათვის outside context problem-ა გახდა პირველ დღიდან: საქართველოს ეგონა რუსეთი "ერთმორწმუნე მართლმადიდებელი" იყო და სწორედ რუსეთი ანადგურებს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს ეგონა რუსეთი ევროპული ქვეყანა რომელიც იცავდა დადებულ ხელშეკრულებებს სხვა ქვეყნებთან, აღმოჩნდა რომ რუსეთი თავისი ყველა ხელშეკრულებას მხოლოდ მომავალში დასარღვევად დებდა საქართველოსთან: 1783-ს ხელშეკრულება დაარღვია 1801წ, 1920 წლის(ეს თარიღი ზუსტად არ მახსოვს ბოლშევიკურ რუსეთთან ურთიერთაღიარებისა თავდაუსხმელობის აქტი) დაარღვია 1921წელს. 1989წელს საბჭოთა საქართველომ სსრკ-დან გამოსვლა მოითხოვა(სსრკ-ს კონსტიტუციაც კი იძლეოდა ესეთ გარანტიას) რუსეთმა დაარღვია ეს კანონი....1991წელს რუსეთმა აღიარა საქართველოს რესპუბლიკა მსოფლიო აღიარებულ საზღვრებში და იმ დღიდან ამარაგებდა და აქეზებდა საომრად საქართველოს წინააღმდეგ ორ სეპარატისტულ რეგიონებს საქართველოში. სწორედ რუსული გარანტიებით გამოიტანა იარაღი სოხუმიდან საქართველომ და მოკლე ხანში რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ფეესბეს კავკასიურმა ბანდებმა აიღეს სოხუმი მოაწყეს ეთნიკური წმენდა საქართველოს ამ რეგიონში. ვერ გადაჭრა რა კონტექსტისმიღმა პრობლემა საქართველომ რუსულ ჯარს რომლმაც დაამარცხა საქართველოს არმია, მიანიჭა "სამშვიდობო" ჯარის სტატუსი......სწორედ ამ "სამშვიდობო ჯარის სტატუსით მოახდინა რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ხელახალი ოკუპაცია 2008წელს. რუსეთი და რუსეთის ლობისტი პარტიები(მაგ. "ქართული" ოცნება, ლეიბორისტული პარტია, კუკავას და ბურჯანაძეს დაჯგუფებები) მომავალშიც დარჩებიან საქართველოსათვის outside context problem-ად ვიდრე მათ პოლიტკორექტულობის გამო შეუნარჩუნდებათ ლეგიტიმურობა რაიმე ფორმით. არ შეიძლება რუსეთს დეოკუპაციამდე მიეცეს ხელშეუხებლობის გარანტია, არ შეიძლება რუსეთთან საუბარი სხვა საკითხებზე დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტამდე, არ შეიძლება იმ ჯგუფების პოლიტიკაში რაიმე სახით მონაწილეობა რომელიც ეწევა ოკუპაციის რაიმე სახით გამართლებას, აქვთ კოლლაბორაცია ოკუპანტ მხარესთან. მომავალში ვიდრე რუსეთი არ გახდება დემოკრატიულ ქვეყანა უნდა გამოირიცხოს მასთან რაიმე სახის განსაკუთრებული ურთიერთობა. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, უნდა გადაუხადოს საქართველოს მიყენებული ზარალის კონპენსაცია და ბოდიში მოიხადოს ეთნიკური წმენდებისა და ოკუპაციის გამო საქართველოს. წინააღმდეგ რუსეთი რჩება საქართველოსათვის outside context problem-ად რომლის გადაწყვეტა ევროპული სამართებლივი ცნობილი გზებით შეუძლებელია, რამდენიც არ უნდა იკოპწიავოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებან ევროპაში თავისი "ძალის არგამოყენების" პირობით ამით არცერთი ოკუპანტი არ გავა საქართველოდან......რუსეთი და მის მსგავსი სახელმწიფოები ოკუპაციას ასრულებენ არა იმიტომ რომ ეს უკანონობაა, არამედ მაშინ და მხოლოდ მაშინ როდესაც ოკუპაციის გაგრძელება აუტანელია როგორც მორალურად ისე ფიზიკურად......თუ საქართველოს ეყოფა გამბედაობა და დაიწყებს ქმედებებს ამ outside context problem-ის გადასაწყვეტად დაახლოებით 2 წელში ეს ტეიტორიები დაუბრუნდება საქართველოს, ხოლო თუ შეეცდება ეს პრობლემა ჩვეულებრივი ევროპული კანონმდებლობით გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებები დისკრედიტირებულნი იქნებიან სამუდამოდ მოსახლეობის ცნობიერებაში და იდეა თავისუფალი საქართველო ყოველგვარ მომხიბვლელობას დაკარგავს აქედან კი სრულ ოკუპაციამდე ერთი ნაბიჯია. საქართველომ უნდა გადაჭრას outside context problem-ა და გაითავისოს რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა უფრო დიდ შრომას სისხლს და პასუხისმგებლობას მოითხოვს ვიდრე სხვა ქვეყნის მოახლედ მყოფი ეთნიკური წარმონაქმნად ყოფნა.
  3. ეგ არაა ცუდი, მაგრამ სერიოზული ოპოზიციური პარტიები რომ არსებობდნენ, რომლებსაც ფულის გაკეთებისა და რუსეთთან მოახლედ ყოფნის გარდა საქართველოს ინტერესები რომ ოდნავ მაინც ადარდებდეს და ქვეყნის ხელისუფლებას ევროპულ ხატზე არ ქონდეს დაფიცებული: ტერიტორიულ მთლიანობას მარტო ყბედობით აღვადგენთო, ცოცხალი თავით დამპყრობელს ცეცხლს არ გავუხსნითო...კარგი იქნებოდა არჩევნები ამ ბალასტების გარეშე...მე არჩევნებს ვხედავ, პარტიებს ვერ ვხედავ.....ყბედებს ვხედავ პოლიტიკოსებს ვერ ვხედავ, ცვედანებს ლაჩრებს კოლლაბორაციონისტებს ინტელექტუალურ ამპარტავნებაში შესულ ტიპებს ვხედავ საქართველოს ოკუპაციის გამო სათისფაქციის გამკეთებელს ვერ ვხედავ....არჩევნებზე არ წავალ! აბსტენციო!!!Abstencio!!! Abstencio!!!
  4. როდესაც კირილას, ელგუჯას, მენდალიან ისაკაძეს და მათი გზით მიმავალ ზიც-ინკვიზიტორებს უყურებ და თან ფიქრობ ვის სახელს არიან ამოფარებულნი ეს ადამიანები სულ რომ არ იყო რელიგიური შეიძლება შენც შეძახო ხმამაღლა: "eli eli lama sabachthani"...
  5. .... ერთი ებრაელის ამბავი გამახსენდა: დაახლეობით 2 ათასი წლის წინათ სინაგოგაში უარესი ამბები მოაწყო, მაგიდები გადაატრიალა და ...ის ებრაელი ბოლოს ამის და კიდევ სხვა "მიზეზების" გამო ტაუ ჯვარზე გააკრეს.... შეიძლება გოგონებს გაუმართლა და არ მოკლავენ(სხვათა შორის კირილა იმ ებრაელის შექმნილი რელიგიის მიმდევარია(ყოველ შემთვევაში ეგრე ლაპარაკობს).....ზემოთ ხსენებულმა ებრაელმა კი თქვა "ნეტარ არიან დევნილები სიმართლისათვის"-ო.... აქ კი არაკონტექსტური დილემა-კითხვა იბადება: ვიზე თქვა კირილაზე თუ Pussy Riot-ზე? ამ შემთხვევაში ვინაა დევნილი სიმართლისათვის?(მაგ რელიგიის თანახმად)....
  6. A city thet parleys is half gotten
    1. urfinjus

      urfinjus

      A city thet parleys is half gotten
  7. ელგუჯა წინასწარმეტყველებს(კალენდარი არა აქვს ამ ვირთხის წელში დაბადებულ ელგუჯას)
  8. ეს მშვენიერი ინფო უტკაა(უფრო გრუზინცების გასახელებლად ალია კუკიშა და ალასანია ბიჭების გასამხნევებლად). აქ რუსეთი ორ მიზანს აღწევს: (რა თქმა უნდა დნესტრისპირეთი არასოდეს ბოლომდე არ გახდება ბესარაბიის ნაწილი რადგან სუფთა რუსებითაა დასახლებული და წმინდა 5კოლონა იყო და იქნება) პირველი: რუსეთი აქვეყნებს თეზისს რომ თუ კარგად მოიქცევით(კარგად მოქცევა კაპიტულანტობაზე უარესია ვინაიდან არც ლოიალური შევარდნაძე და მირჩე სნეგური არ აწყობდა შავრაზმულ რუსეთს ელცინიდან პუ(წ)ტინამდე და არც კომუნისტი ვორონინი და პროდასავლეთური სააკაშვილი). დათმობაც შემიძლიაო. სინამდვილეში რუსეთს ახალი თავის სატკივარის გაჩენის ეშინა სხვადასხვა ფორუმებზე(თორემ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით(რუმინეთიც რომ დაეხმაროს) ბესარაბია საქართველოზე ათჯერ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისათვის. ე.წ. ":სამშვიდობოები" ბესარაბია-დნესტრისპირეთის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ შერეულია(საქართველოსაგან განსხვავებით) რუსულ-უკრაინულია და არ გამოვა ბესარაბიის პირაპირი დაბომბვებით(როგორც რუსეთმა საქართველოში გააკეთა) ომში ჩათრევა. ამასთან რუსეთს ჭირდება დრო, ეს დრო 4-5თვეა: ამერიკის არჩევნები("ღმერთმა დაიფაროს და ობამამ წააგოს") ფიქრობენ რუსები, არჩევნები საქართველოში(როგორც იქნა რუსეთმა გააცნობიერა რომ მისი ღია მხარაჭერა(საქართველოშიც და უკრაინაშიც(სხვათა შორის მარიონეტულ ოკუპირებულ რეგიონებშიც კი) კონტრპროდუქტიულია(ეხლა ბიძინას ესე ღიად არ უჭერენ მხარს როგორც ნოღაიდელს ან ბურჯანაძეს)). ამიტომ რუსეთი შეეცდება არ იხულიგნოს გეოპოლიტიაში(ეს 4-5 თვე). რუსეთმა ამ "გამოსწორებული ხულიგანის" იმიჯის შესაქმნელად შეიძლება ასადიც გაწიროს(უკვე ჩააბარა) და სპარსელებთანაც გააგრილოს ფლირტი(ვითომ) ურთიერთობა. აქ ბესარაბია გაუგებრობაში აღმოჩნდება ვიდრე იგი რამე გონივრულს მოიმოქმედებს ეკონომიკაში და რეფორმებში (თუ საერთოდ დაიწყეს) პრობლემები გამოჩნდება, რუსეთი კი ამ კარასინის სიტყვებს 5 თვის შემდეგ აღარც გაიხსენებს(საქართველოსთან და ბესარაბიასთან ხელშეკრულებეები თითქმის ყოველთვის დაურღვევია და კარასინის მთვრალი ნაროში მითუმეტეს). მეორე რუმინეთში რუსეთი ამ უტკით უფრო არყევს მოქმედი პრეზიდენტის მდგომარეობას რომელასაც ლევაკებმა იმპიჩმენტი გამოუტანეს(თუ თავის მოკავშირეს არა ყოველ შემთხვევაში ანტიზაპადნიკი დემაგოგი ლევაკის დასმა რუმინეთის მთავრობაში ბესარაბიას მოკავშირის გარეშე დატოვებს. ეს ხელს აძლევს რუსეთს). და ბოლოს ბიძინას თანამხარჯველებს რაღაც სალაპარაკოს მსგავსი გაუჩნდება აიო: რუსეთი ადექვატური გახდაო....და ყველა უპირატესობით(რაც გააჩნია საქართველოს) ვაჭრობას დაიწყებენ(მაგალითად საქართველო რუსებს მოუხსნის ოკუპანტის სტატუსს და რუსეთი დავითაშვილს კუკავას უფლებას მიცემს ერთი ცისტერნა ბორჯომი ჩაიტანონ და გაყიდინ მოსკოვში, კიდევ გალში ქართული დევნილ სექსუმცირესობებს დაბრუნების უფლებას მიცემენ(თუ ასეთი მოიძენა). და ა.შ. .... საქართველოში: მიუხედავდა იმისა რომ 200 წლოვანმა რუსეთის ოკუპაციამ აშკარად აჩვენა არ შეიძლება ამ ქვეყანასთან პირისპირ ერთი ერთზე დარჩენა, რაიმე ხელშეკრულების დადება საერთაშორისო გარანტიებისა და ძლიერი მოკავშირეების გარეშე. ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ახლომხედველი(კარგ შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში აშკარა კოლლაბორაციონისტი) ადამიანები ვისაც გონია აი მე შევძლებ ჩემი დიპლომატიით, ეშმაკობით, დათმობებით რუსეთთან "ურთიერთობის დალაგებას"-ო. ქვეყანა ამგვარი მუდმივად ცდომილებაში მყოფი "ელასტიური"(არც რუსეთი არც ამერიკა-სულელური თეზისის პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) ყბედების პოლიგონი ვერ იქნება ამიტომაც ესეთ არსებებს ადრე თუ გვიან პოლიტიკაში გზა ჩაეკეტებათ....მოლდოვა-ბესარაბიის უტკით კი შეუძლიათ კარგა და დიდხანს იფხანონ ენა კუკავამ, ალასანიამ, ბურჯანაძემ, მამრაძემ და ბიძინამ....ესეც თქვენი "კარასინის მესიჯი საქართველოს" ....
  9. ეს Pussy Riot-ის კონცერტია რუსულ ეკლესიაში სადაც გოგონებმა გააპროტესტეს კირილას მიერ პუ(წ)ტინის მხარდაჭერა......განსაკუთრებული წარმოსახვის პატრონი უნდა იყოს ადამიანი ან კოლლაბორაციონისტი ბიძინას ადეპტი(რომელიც პირადად მოხიბლულია ვლადიმირ გაზპიტინის დემოკრატიით) რომ რუსული ვერტიკალი(სადაც ერთი მეტნაკლებად თავისუფალი რადიო და 5 თავისუფალი ჟურნალგაზეთია) რომელსაც თვითონ რუსებიც ვერ უწოდებენ დემოკრატიას შეადარო და გააიგივო საქართველოს დემოკრატიასთან(რომელსაც მუდმივად ამხელენ დიქტატურაში რუსეთიდან და რუსეთუმეებიდან დაფინანსებული სამი სრულფასოვანი ტელევიზია უამრავი გაზეთი და საიტი). საქართველოს რომ მეტნაკლებად მშიშარა და იდიოტი ხელისუფლება ყავს ამაზე არავინ დაობს, მაგრამ უფრო იდიოტი(ამასთან კოლლაბორაციონისტი) კიდევ ოპოზიცია ყავს რომელიც სახელოვანი რეტროგრადებითაა დაკომპლექტებული. ვინც საქართველოს ხელისუფლებას რუსულ დერჟავულ ვერტიკალთან აიგივებს უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.....მაინტერესებს(თუმცა საეკლესიო საკითხები არ მაღელვებს) ეკლესიაში რომ შეჭრილიყვნენ ქართველი გოგონები და პატრიარქისა და პრეზიდენტის "ალიანსი"(რაც Pussy Riot-მა გააკეთა) გაეპროტესტებინათ(ცხადია მათ 2 საათში გაათავისუფლებდა პოლიცია საქართველოში, მართლა რუსეთი ხომ არაა) არ დაირაზმებოდა "ქართული საზოგადოება ოპო, ბერი თუ ერი" ამ გოგონების გასამართლების დასჯის ჩაქოლვის მოთხოვნით(პარადს ისაკაძე და იობა-ელგუჯა უხელმძღვანელებდნენ კულისებიდან)? რა ესე არ იქნებოდა? მახსოვს ბასილის ლაშქრობები "უწმინდურთა" წინააღმდეგ, მახსოვს ისაკაძეს კუნგ ფუს მასტერების წვერების ფრიალი ვაკეში და აქუს ტელევიზიაზე გულაშვილის შავრაზმელი ბოევიკების შეჭრა.....ისე რომ ამ თემების შეერთება იმ ტიპის ამბავს მახსენებს ბიოლოგიაში მარტო რწყილის ანატომია რომ იცის და რა საკითხიც არ უნდა იყოს რწყილზე გადაყავს და შემდეგ არაკრაკებს.....ან კიდევ ეს რუსი გოგონები ანალოგიური კონცერტით მეჩეთში შევარდნილიყვნენ(ან რუსეთში ან საქართველოში) ....ვინ იპოვიდა მაგათ ძვლებს?
  10. რუსეთში ივანიშვილის ძმა მართავს რა....იმიტომ არიან ურთიერთმოხიბლულნი რუსული დემოკრატიით......ბორია და ვლადიმირი....
  11. არა ეს ჩემი გამოთქმაა ვინაიდან საფიცარი ღვთაებები არ გამაჩნია კოსმოსის სახელწოდებას ვიყენებ....სპაგეტი ვესტერნი სახელად დაუმკვიდრდა და დიდი ხანია აღარაა დაცინვა....კი გასაგებია არ ვდაობ მით უმეტეს ეხლა საერთოდ ფილმებს იშვიათად ვუყურებ.. მე არ ვარ რელიგიური არც ათეისტი არ ვარ უფრო აგნოსტიკოსი ვარ....
  12. Shaten მე დამიფაროს კოსმოსმა რაიმე ვინმეს ვასწავლო! არასწორედ გამიგეთ....რაც შეეხება ჩემ "შეცხადებებს": წარსულშიც აწმყოშიც და მომავალშიც ეს ან ირონიაა ან სარკაზმია ან სარდონიული სიცილი ... სერჯიო ლეონეს ვესტერნებს სპაგეტი ვესტერნებსაც ეძახიან.....კეომაც ნახეთ(თუ მაინცდამაინც მხოლოდ სპაგეტი ვესტერნები მოგწონთ ფრანკო ნერო თამაშობს მთავარ როლში)....ისე ამერიკულ ვესტერნებსაც არა უშავს(სპაგეტი ვესტერნები ლეონემ ამერიკული ფულით იტალიაში გადაიღო აქედან ეს მეტსახელიც) მაგ მაკენას ოქრო ცუდია? ან შვიდეული? ან კლინტ ისთვუდის ვესტერნები(რომლებიც თვითონ გადაიღო)....საერთოდ ამ სამყაროში მე ვთვლი რომ ინფორმაციას ვცვლით ერთმანეთში და არავინ არავის მოსწავლე ან მასწავლებელი არაა.....პატივისცემითurfinjus
  13. http://www.youtube.com/watch?v=jX7yDGyvHBo თავში ურტყით ბიძინას და საქართველოზე ომის დამწყების დამბრალებელ სხვა "მძინარე ცხინვალის" არაკის ტრუბადურებს...
  14. Shaten ჩარლი ბრონსონის მექანიკოსი(ეხლა რემიქი გამოვიდა მაგ ფილმის) და "სიკვდილის წყურვილი" ნახეთ თუ არ გინახიათ ვესტერნებს არ ჩამოუვარდება....თუმცა ვესტერნების დიდი მოყვარული ვარ ბავშვობიდან...
  15. Shaten ვგულისხმობ რომ კაცები სტოიკოსები უნდა ვიყოთ ე.ი. ცოტა ნაკლებად გამოვხატოთ შეწუხება, სამაგიეროდ შეგვიძლია გამოვხატოთ გულისწყრომა ესე არაა.....კოშმარიაო მაგაზე ვთქვი... ერთი რუსული ანეკდოტიდან იყო სამი ძმა: ეხ-ი, ახ--ი და ოგოგო.... ეხ-ი ეცოდებოდათ ახ-თან დალევა სურდათ ოგოგო კი უბრალოდ მოწონდათ გოგონებს....ადამიანებს ბევრი რამე გულს გვირევს მაგრამ დასაფასებელი უფრო კაცური თავშეკავებაა სენტიმენტებისაგან ოკ?
  16. ცხრიანი განდეგილობის მარტოობის ნიშანია ნუმეროლოგიაშიც, ტაროს არკანებშიც და ბევრ სხვა მისტიკურ სწავლებაში...აგრეთვე ცხრიანი შინაგან სხივსა და მარტოობას მიუთითებს. ეს არაღიარებული "გენიოსის" სიმბოლოცაა....და გარკვეულწილად მიანიშნებს უმიზეზოდ დასჯილ მთავარანგელოსზე-ლუციფერზე(როგორც სატანისტებს მიაჩნიათ)(ტერმინები ბიბლიიდან შეიძლება ცოტა შეცდომით იყოს ვინაიდან 8 წელია ამ თემაზე არაფერი წამიკითხავს).....საერთოდ საქართველოს აშკარად ეტყობა რომ 200წლიანი ოკუპაციის გამო რელიგიური მისტიკური დისკუსიების დეფიციტს განიცდის....არადა დარჩენილი კაცობრიობისათვის(ჩინეთის რუსეთის, ირანის ჩრ. კორეის გარდა) ეს გუშინწინდელი დღეც კი აღარაა. საერთოდ წინათ სატანისტების წმინდა რიცხვი 11 იყო. მისალმებისასაც კი ხშირად ხმარობდნენ....საქმე იქამდეც კი მიდიოდა რომ 60-იან წლებში სატანისტისათვის რომ გეკითხა რამდენი წლისა ხარ?-ო 60-ისაც რომ ყოფილიყო გეტყოდა 11წლის ვარო. თერთმეტი კი ვნების ნიშანია....
  17. ავატარად კარგი ტიპის სურათი გაქვთ Shaten და გული არ გამიტეხოთ "რა საშინელებაა ნუ"-ირონიით ვთქვი....რომაელები ამბობდნენ "ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არააო..." ბუნება და ცხოვრება......ერთხელ მგონი მოპასანმა თქვა: "ცხოვრება არც ისეთი სასტიკია როგორც ჩვენ გვეჩვენება და არც ისეთი კეთილია როგორც ჩვენ გვსურს"-ო. ... ჩარლი ბრონსონი(ბუჩინსკი წარმოშობით რუმინელი) ამერიკის "წმინდა" ურჩხულად იყო მონათლული ერთადერთი იყო ვინც ჩხუბების ეპიზოდებს ნამდვილი დარტყმებით იღებდა და უკასკადიოროდ თამაშობდა..... ეს თქვენი ავატარის შესახებ(სურათი სერჯიო ლეონეს ფილმიდანაა: ერთხელ ველურ დასავლეთში)
  18. Shaten ძაღლების დამცველებს თქვენ დასჯამდე კორეელების ჩინელებისა და მალაელების განადგურება მოუწევთ...ეს გიაურები ძაღლებს არა მარტო ხოცავენ არამედ მიირთმევენ კიდეც.....რა "საშინელებაა ნუ"...ღმერთო დამიფარე შენი თაყვანისმცემელთაგან.....
×
×
  • შექმენი...