-
პოსტები
2.669 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
35
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი urfinjus
-
ლევაკები "ადამიანის და დასქოქი მაიმუნის უფლებათა დამცველები" სხვისი ქონებით მოვაჭრენი, პოპულისტები კოლაბორაციონისტები, ამთავრებენ თავის ქაოტურ აგონიურ ცხოვრებას როგორც ორჯონიკიძე, ალიენდე, ჩეგევარა , ნაჯიბულა, ტყვიით შუბლში უსახელოდ მიყრუებულ ალაგას დაფლულნი.....პატრიოტები კი როგორიც იყვნენ საქართველოსათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა ჩილესათვის გენერალი პინოჩეტი დიდი სიყვარულით და დიდებით იკრძალებიან ერის მიერ გამორჩეულ ადგილას.....
-
ჩილეს ახლანდელმა განათლების მინისტრმა ჰარალდ ბეიერმა განაცხადა რომ აუგუსტო პინოჩეტის მმართველობის პერიოდი (1973 წლის 11სექტემბრიდან 1990წლის მარტამდე) ჩაითვლება არა "დიქტატურად" არამედ "სამხედრო რეჟიმად". მისი ეს რეკომენდაცია განიხილეს და თანხმობას მიაღწიეს ჩილეს ყველა უმაღლეს ინსტანციაში რომელიც განათლებას ეხება. დასრულდა დავა ოფიციალური სახელის თაობაზე გენერალ–კაპიტანი აუგუსტო პინოჩეტის მოღვაწეობის შესახებ. როდესაც დღეს უყურებ ჩილეს მის ეკონომიკას, ჯანდაცვას, თავდაცვას, და ადარაებ მის გარშემო ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებს ხვდები რატომ არა აქვს მნიშვნელობა შეფასებებს, სხვადასხვა ბიუროკრატ "ადამიანის უფლებათა დამცველების"-ა. ჯერ ზოგადად გადავხედოთ ჩილეს 1973 წლის თერთმეტ სექტემბრამდე, შემდეგ პინოჩეტის "საქმიანობის შემსწავლელ" 2 კომისიას 1.კომისარი რეტიგას 1991წლის კომისიას და ვალეხის კომისიას 2004 და 2010 წლებში. რატომ ვაკეთებ აქცენტს 11 სექტემბრამდე იმიტომ რომ კომისია ღიად უგულებელყოფს მოვლენებს რამაც გამოიწვია ალიენდეს დამხობა. 1973 წლის 11 სექტემბრამდე ჩილეში ხდებოდა ის რაც რუსეთში 1918 წელს. მოკლედ ჩილეში ხდებოდა ნაციონალიზაცია როგორც ზემოდან(ალიენდეს კონტიტუციის გვერდის ავლით მიღებული ბრძანებების საფუძველზე) ისე ქვემოდან: ქვეყანაში დაძრწოდნენ უკანონო შეიარაღებული მუშათა(იარაღი კუბიდან საიდუმლოდ შემოდიოდა ალიენდე–კასტროს ფარული შეთანხმების საფუძველზე, სამხედროები და პოლიცია საქმის ყურში არ იყო)(კომუნისტთა) რაზმები რომლებიც იკავებდნენ საწარმოებს(სულ რამდენიმე დღეში დაკავებული იქნა ქვეყნის 500 უმსხვილესი საწარმო(პატრონები ან დახოცეს ან გააძევეს), ხდებოდა მიწებიდან მსხვილი ფერმერების გაძევება და მათი ქონების დაპატრონება(სხვათა შორის მიწების ჩამორთმევას ხშირად ალიენდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი კალდერონი Confederación Campesina ხელმძღვანელობდა(კალდერონი აგრეთვე კურირებდა ალიენდე–კასტროს ერთობლივი რაზმების ჩამოყალიბებას მომავალი რევოლუციებისათვის)(არაა აღნუსხული ზუსტად რამდენი ფერმერი და საწარმოს მფლობელი იქნა ლიკვიდირებული ალიენდეს შეიარაღებული უკანონო მუშათა რაზმების მიერ) გარდა ამისა ალიენდეს ბრძანებით ხელფასები გაიზარდა 40% ხოლო ფასები გაიყინა. ფასების გაზრდის მცდელობა ისჯებოდა ციხით (უკეთეს) შემთხვევაში, ან (უარესი)"აღშფოთებული" შეიარაღებული მუშის ტყვიით ადგილზე. იყო მეწარმეთა გაფიცვები მაღაზიების ძარცვების 100–ობით შემთხვევები მუშათა რაზმების მიერ, რაც მაღაზიების გადაწვებით სრულდებოდა. ამ კომუნისტურ "პოგრომებზე" პასუხს ალიენდეს ხელისუფლება არ იძლეოდა უარესიც დაზარალებულებს "ამბოხებულ ბურჟუებსა" და "მესაბოტაჟეებს" ეძახდა, რითაც აქეზებდა ლუმპენებსა და ათასი ჯურის კრიმინალებს ახალი დანაშაულებებისაკენ ....გარდა ამისა ალიენდე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ფიდელ კასტროსთან "რევოლუციის ექსპორტის დაწყების" შესახებ მთელ ლათინურ ამერიკაში. ქვეყანას ჭირდებოდა მხსნელი რომელიც გადაარჩენდა ჩილეს სრულ თვითგანადგურებისაგან ან კომუნისტური კონცენტრაციული ბანაკად ქცევისაგან და ესეთი მხსნელიც გამოჩნდა აუგუსტო პინოჩეტის სახით. ჩილეს ჯოჯოხეთი დასრულდა 1973 წლის 11სექტემბერს. ზემოთ ხსენებულმა პინოჩეტის საქმიანობის შემსწავლელმა კომისიებმა დიდხანს ითვალეს(1973 წლის 11 სექტემბრიდან 1990წლის 11მარტამდე დაღუპულთა რაოდენობა) და (მიუხედავად დიდი მოლოდინისა) კომისარი რეტიგას კომისიამ 2279 გვამი დაითვალა, ხოლო ვალეხას კომისიამ რომელიც ორჯერ 2004 წელს და 2010 წელს შედგა 3200 გვამი შეაგროვა(სხვათა შორის დაახლოებით ამდენი თეთრი ფერმერი მოკლეს სამხრეთ აფრიკაში აპართჰეიდის გაუქმების დღეებში) რომელთაც მიაწერეს ფრთხილად "პინოჩეტის მმართველობის დროს პოლიტიკური ნიშნით დაღუპული ან დაკარგული პირები". მიაქციეთ ყურადღება ფორმულირებას. განვიხილოთ გვამები ვინ არიან და რა ვითარებაში დაიღუპნენ(ყველა არა რამოდენიმე): მოკლული ვინმე პაბლო (რეტიგას კომისიაში მოკლულთა შორის ერთერთი პირველია), პაბლო იყო ღარიბი ფერმერი ალიენდეს მოსვლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა მუშათა ჯგუფს რომელიც ართმევდა მდიდრებს მიწებს და არაერთ მიწათმფლობელს პირადად გაუსწორდა ხოლო 1973 წლის 11სექტემბრის შემდეგ იგი მოკლეს გასამართლების გარეშე(ნეტა რას ერჩოდნენ პაბლოს რა დააშავა), მიგელი (11 სექტემბერს ალიენდეს სასახლესთან დაიღუპა )უბრალო ობივატელი იყო იგი სხვაში შეეშალათ და მოკლეს(ძნელია გაიგო ვინ ვინაა როცა ორმხრივი ცეცხლია გახსნილი ასევე გაუგებარია როგორ მოკლა პოლიტიკური მიზნით ბრმა ტყვიამ მიგელი). როდესაც კითხულობ რეტიგას და ვალეხის კომისიის დასკვნებს აწყდები აშკარა დემაგოგიას და სურვილს ციფრების გაბერვის(მაგალითად რატიგასაც და ვალეხსაც პინოჩეტის მოწინააღმდეგე ტერორისტების მიერ მოკლული პოლიციელებიც "რეჟიმის მსხვერპლთა" სიაში შეუყვანიათ,(აღარ ვლაპარაკობ კანონიერ და უკანონო სამიზნეების შესახე პირდაპირი ბრძოლისას და ტერაქტების დროს), ამ კომისიის ლოგიკით ტერორისტი რომელიც პოლიციელს ტყვიას ესვრის და პოლიციელი რომელიც ტერორისტს ესვრის ორივე პინოჩეტის რეჟიმის მმართველობის დროს პოლიტიკური ნიშნით დაღუპული პირია და პინოჩეტია ამაზე პასუხისმგებელი, რეტიგას კომისია უფრო შორს წავიდა: როგორ ფიქრობთ ვინ არიან ის 663კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკი ანდებში კუბიდან(იქ სპეციალური მომზადება გაიარეს ჩილელმა ემიგრანტებმა ალიენდეს მომხრეებმა და ფიდელმა ანდებში გადმოსხა პინოჩეტის წინააღმდეგ "პარტიზანული ომის" დასაწყებად) რომ გადმოისროლეს და პინოჩეტმა 24 საათში გაანადგურა? გაგეცინებათ და იმ 2279 "პოლიტიკური ნიშნით პინოჩეტის რეჟიმის დროს დაღუპულთა" გვამებს შორისაა სუყველა 663–ვე ჩაწერილი. რეტიგა მიუხედავად იმისა რომ დასკვნაში ხასგასმით აღნიშნავს "ჩვენ არ გვაინტერესებს რა ხდებოდა 1973 წლის 11სექტემბრამდე მაინც წერს "ალიენდეს საქმიანობა ტრაგიკულად წარუმატებელი სოციალისტური ექსპერიმენტი იყოო"(ე.ი. მეც ლევაკი და ალიენდეს მომხრე ვარო). ჩემგან კი დავძენ რომ დიდება ღმერთს!!! რომ: ტრაგიკულად წარუმატებელი იყო სოციალისტურ–კომუნისტური ექსპერიმენტი . წარმოიდგინეთ წარმატებული ექსპერიმენტი ყოფილიყო? ეს რუსული 1918 წლის ანალოგი ჩილეში , მაშინ რეტიგას კომისიას უცხო ქვეყანაში მოუწევდა კომუნისტური ჩილეს რეპრესირებულ 100 ათასობით მოკლული ადამიანის სიების შედგენა (რამეთუ 1918 ყოველთვის მოყვება 1924–1937.....). აღარაფერს ვამბობ გამორჩეულად აყვავებულ ჩილეს ეკონომიკაზე რომელიც ერთი პერიოდი ოაზისიც კი იყო სოციალისტური ეროზიებით გადამშრალ ლათინური ამერიკის უდაბნოში. დღესაც ჩილე ბევრად წარმატებული ქვეყანაა მრავლი მიზეზის გამო და ამ მიზეზთაგან მთავარი მაინც გენერალ–კაპიტან აუგუსტო პინოჩეტის მიერ ჩატარებული ქმედებები და რეფორმებია. სპარსელებს აქვთ ანდაზა "დრო საუკეთესო საზომია საქმეთა", საქმე იმაში არაა რას ეძახდნენ ან ეძახიან პოპულისტები კომუნისტები და უხერხემლო ე.წ. "ადამიანის უფლებათა დამცველები"(მათზეც მივაწვდი საინტერესო ამბებს მომავალში მკითხველს თუ საშუალება მომეცა ) აუგუსტო პინოჩეტს, არამედ საქმე მის ქმედებების შედეგებშია რომლიც ცალმხრივად პოზიტიურია. http://www.picz.ge/img/s2/1206/11/1/1abf5ef35178.jpg კომუნისტების კარიკატურები იმ დრის ანტიკომუნისტებზე
-
ერთს აზრს დავაფიქსირებ მომავლისთვის.
urfinjus replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"მონის ოცნება იპოვოს ბაზარი სადაც შესაძლებელია ბატონის ყიდვა"........რამდენმა მონამ იყიდა ახალი ბატონი ბიძინა საარაკო ციფრება პირდაპირ..... -
http://image.geotorrents.com/images/08936187313930340506.png
-
http://www.picz.ge/img/s2/1206/9/5/5bc93886d577.jpg
-
ყოველ ბრძოლას აქვს თავისი უნიკალური პირობები დრო და მოცემულობა: "შეუძლებელია ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა"-ამბობს ძველი აღმოსავლური სიბრძნე. მაგრამ გამოჩნდა ერი რომელსაც მიუფურთხებია ყველაფერ ზემოთქმულზე. დავიწყებ თავიდან 1989 წლის 5-9აპრილის მოვლენები როდესაც საქართველომ(უფრო სწორედ მისმა აქტიურმა ნაწილმა: 10 000-დე ქართველმა) დაუმორჩილებლობის ერთგვარი ფორმით გამოიწვია ჯაჭვი მოვლენებიას რომელიც(მიხედავად ქართული საზოგადოების მთავარი "არისტოკრატიის" დამოუკიდებლობის იდეის არ მიღებისა(იმ დღეებში აქტიურად მოძღვრავდნენ "ფიცხ ახალგაზრდობას" ერის უცვლელი რუსეთუმე "მამები" ბერძენიშვილი(ის საოკუპაციო ჯარების ლოდი რომ აუფეთქეს ქუთაისში) გიგა ლორთქიფანიძე(რომელიც იმ დღეებში გაღიზიანებული იყო ქაქუცას სურათის გამოტანით ტელევიზიით ყვიროდა ეს ბანდიტი და ყაჩაღი როგორ შეიძლება მაგალითი იყოსო) (გოგი ქავთარაძე} და სხვა მაშინდელი "ერის მომავლით" შეშფოთებული მომრგებელი წითელი ინწილიგენცია რომელიც ხან კიტოვან-სიგუას აპოლოგეტები ხდებოდნენ "გამსხურდიას ფაშისტური რეჟიმის" წინააღმდეგ აჯანყების დღეებში, ხან ბურჯანაძეს "ღრმად შეფიცულების" გვერდით ატუზულნი "ბელა ჩაოს" ბღაოდნენ, ხან კი მუშტისხელა ნერწყვით ფილარმონიას მივარდნილნი აქაოდა დიდმა რუსმა სოვდაგარმა ბორიამ რაღაც კარგი დაგვპირდაო). დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა..... ამ დღის შემდეგ ბრძოლის ეს მეთოდი ქართულ პოლიტიზირებულ კლანებში (რომლებიც რესპექტაბელურობის შეძენის სურვილით თავს პარტიებს ეძახიან). ჩაითვალა ერთადერთ ეფექტურ და სამართლიან ბრძოლის ფორმად. მოკლედ მოცემულობა არ მეორდება ჰორიზონტზე არ ჩანს როდიონოვის ჯარისკაცები და ძერჟინსკის დივიზია რომელიც მართლა არბევდა მომიტინგეებს(რომლებიც უმთავრესად სტუდენტები და პატრიოტი თბილისელები იყვნენ და ყველაფერს უფულოდ და ენთუზიაზმით აკეთებდნენ 1989 წელს). და 20 წელი ხან ვინ ხან ვინ ცდილობს გაიმეოროს იგივე ქმედებები და გამოიწვიოს ერის კონსოლიდაცია რაც მათი აზრით გამარჯვებამდე მიიყვანს.....საქმე იმაშია რომ 89 წელს იყო რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება რომლის ავანგარდში დისიდენტები კოსტავა, გამსახურდია, ჭანტურია და სხვები სტუდენტებთან ერთად წინა რიგებში იდგნენ....ამ მოცემულობას ვერასოდეს ვერ გაიმეორებს გრეჩიხების დავითაშვილების დზიდზიგურების, ხიდაშელების, ბურჯანაძეების ბოევიკები რომელთა მიზანია როგორმე მოახდინონ პოლიციასთან შეტაკება და შემდეგ თუ სამოქალაქო ომი არა რაიმე მსხვილი დივიდენდები ჩაიწერონ ან რუსებთან ან მემარცხენე ევროპელებთან.....ეს შეუძლებელია იმიტომ რომ შეუძლებელია....რუსი ჯარისკაცების მიერ დახოცილი ქართველების ამაგთან ვერასოდეს ახლოს ვერ მივა 2007 წელში გალახული დავითაშვილ-გრეჩიხას მომხრეები ან ბურჯანაძეს დაგრილებული კომბლეები 25მაისის ღამით. რაც არ უნდა იყვირონ არიქა "დაგვარბიესო"(მე ეს ტერმინი ოკუპანტი ძალის მხრიდან ქართველებზე ძალადობის შემაფასებელ სიტყვად მიმაჩნია 1989წლის მოვლენების შეფასებისას) ....იმ თანაგრძნობას ვერ მიიღებს მშირი კობას გრეჩიხას ნინოს და თუნდაც ბიძინას მრევლი(რომელიც ფულით და თეატრალური განცხადებებით ცდილობს ტანჯული პოლიტიკოსის იმიჯი იყიდოს. ცოტა სასაცილოა მილიარდების პატრონი საფrანგეთის და ღრუსეთის მოქალაქე დევნილი და შევიწროვებულია უფლებებში იყიდოს საქართველო იაფად, თავისუფლების რუსეთთან უფასოდ დათმობის საფასურად). განსაკუთრებით 2004 წლიდან გააქტიურდა ეს მეთოდი ხალხის გამოყვანა ფანტასტიკური დაპირებებით(ყოველ მეგაპოლისში შეიძლება 30-50 ათასი სხვადასხვა სოც ჯგუფების გამოყვანა დემაგოგიით და ახლა უკვე "ოცნების ასრულების" დაპირებით) შემდეგ სიტუაციის ისტერიულ ფაზამდე მიყვანა ოცნებით ეგება ვინმემ გაგვლახოსო(მათ ენაზე რეჟიმმა დაგვარბიოსო). ეს ყველაფერი დიდი ხანია გაცდა აბსურდის ყოველგვარ ფორმას.....8 წელი ეს ჯგუფები წრეზე დადიან და ერთსა და იმავეს იმეორებენ "ეგება გაგვლახონო" მერე "აი ხომ ვიძახდით რეჟიმი სასტიკად ახშობს ადამიანის ელემენტარულ უფლებებსო " და 24 საათი ითხოვენ სიტყვის თავისუფლებას 3 ტელეარხით და უმრავლესი გაზეთებით......ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ოპოზიცას არ აქვს ინტელექტუალური უპირატესობა არცერთ საკითხში(საერთოდ არანაირი წინადადება არ აქვთ ქვეყნის მართვის საკითხში) გარდა "ეს ასე არ უნდა იყოს" ან "ეს დაღუპავს საქართველოს". ამიტომ ცდილობს ძალადობის პროვოცირებით მორალური უპირატესობის მოპოვებას(ინტელექტუალური უპირატესობის მოპოვების უნარი და მცდელობაც კი ამ პოლიტიკურ კლანებს არ ახასიათებს). ასეა საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური კლასი მოქმედებს და ცხოვრობს ბრძოლის ერთი მეთოდით და ერთი დავიზით "ვინც გალახულია ის გამარჯვებულია"......ამდენი საუბარი "მორალურ უპირატესობაზე" მახსენებს ერთ ამბავს როდესაც ცნობილ ინდოელს კითხეს რატომაა ინდოეთი ამდენი სულიერი მასწავლებლის ქვეყანა და რატომაა რომ ინდოელები ასე ბევრს საუბრობენ სულიერებაზე მორალზე...---ინდოელმა გულრწფელად უპასუხა "ინდოეთი ღარიბი ქვეყანაა, აქ მაინცდამაინც ვერ იტრბახებ ჯანდაცვით ცხოვრების დონით ან რაიმე ხელშესახებ მატერიალურ კეთილდღეობით ამიტომ ეს ხალხი სულიერებაზე საუბრობს რომლის ჩვენებაც შეუძლებელია"-ო. საქართველოს ოპოზიციაც 20 წელია მორალურ უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძვის რამეთუ კონკრეტულად ამ კლასს თავისი დანიშნული გონებით ინტელექტუალური უპირატესობის მოპოვება არ შეუძლია. აქედან მუდმივი ჩივილი უფლებების დარღვევაზე, "გაყალბებულ არჩევნებზე" სიტყვის თავისუფლების დარღვევებზე 24საათიანი ტელეტრანსლიაციით....წრეზე სიარული გაგრძელდება ვიდრე საქართველოს არ ეყოლება ხელისუფლებაზე ინტელექტუალურად აღმატებული ოპოზიცია!!!!
-
http://www.youtube.com/watch?v=sy-VPwGBM7c&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=1&feature=plcp
-
ხო შალიკო პირველის და ბურჯანაძის კომბლეების სახელით ვესპოინტის კურსანტებსაც კი აშინებენ: "თუ ცუდად ისწავლით მოვა ბაბაიკა ნინო და მის ბურატინო კომბლეები"-ო