Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. ბორია-ბიძინას ვუწოდებ გაზპრომის ემისარს სწორი დაკვირვებაა.
  2. სიყრმეში დაკოდილი ლაჩარი ევნუხთა სული გადმოდგა საფიხვნოსა ზედა და "დამოძღვრა" სკაპეცნი: "ოდეს შავს თავის სახელს უწოდებთ წარირყვნება ქვეყანა შვილებო, ოდეს თეთრი იწოდოს თეთრად განადგურდეს ყოველი კოლხთა ცისქვეშეთში. მომბაძეთ მე(განაგრძო სახანოს კარზე ღორის რძით ნაპატიები ლოყებით ჭორვილელმა) თავი უქნიეთ ყაენს დალოცეთ როდესაც თქვენ ძმას მოაკვდინებს, საბანი წაახურეთ როდესაც თქვენი დედის გაბახება მოიწადინოს მთავარმა ბოიარმან, სულიკო უმღერეთ თქვენი პურმარილით გაყაზბებულ სოლდათს ეგება ეშველოს და გაფაღარათდეს. და გექნებათ სალაფავი უხვად გობშიდ, სადარდებელი კი ნაკლები, ოდეს ყმის ავკარგად ყოფნაზედ ბატონია პასუხმგები...რაღაცრაღაცეები დათმეთ და რაღაცრაღაცეებს მოიგებთ ოდეს ასეთია ხვედრი ჩვენი შვილნო ევნუხნო!" უბნობდა მონობაში გაზრდილი ფეესბე–გრუს ვიზით გამდიდრებულ–გალაღებული ყოფილი ხელისბიჭი, დღეს უკვე ფულის იშტით ნერწვით დახრჩობას გადარჩენილი გუბასას მიერ გიორგი ბრწყინვალეს შედარებული.
  3. ..."იქ სადაც სიცოცხლე არად ფასობს, სიკვდილს გააჩნია გარკვეული ღირებულება, ამ დროს ამაღლდებიან(როგორც ამბობდა თავმდაბალი ლაო} გადაზრდილი ხუნვეიბინები: სოზარ(ყოფილი სვანი}, ნანა კაკაბაძე(ქართული ენდოკრინოლოგიის სასწაული რომლის ზეგაღიზიანებას ერქვა ადამიანების უფლებათა "დაცვა") ერთი წითელდ ნაფერები რეჟისორი კრემლშიდ დაფასებული, და ნუკრი ქანთარია ხუმრობა იქით იყოს აკადემოსის ბაღებშიდ ჩეკას შეზედმეტებული. და რქუა ბიდზინა პუწინის პიტიახშმან იგი მკუდარი ჰქმენთ მსხვერპლად მტერთა ჩემ ზედა და იყოს ალამი მასთან ბრძოლაშიდ რუსთა საამებლად და იძრა გადაზრდილ ხუნვეიბინთა სპა აგიტ-ჭირისუფლებად მცხეთასა ზედა მუნ უსუფა კომსომოლას სპასალარობით. რათა შემდგარიყო დრამა ბიძინას რუდუნებით დაწერილი(გვერდით დახტოდა ბოცვერიანი ხალი ალასანია და წუხდა უსაზღვროდ რომ სამეგრელოში ცოცხალი ქართველი რეზერვისტები ვერ ამოძირკვა სამუდამოდ)...მაგრამ არ ფიქრობდა ასე მცხეთის ჭირისუფალი...და დაიხია ბიძინას აგიტ-ბრიგადამ ახალი გვამის მოლოდინში...
  4. რუსებმა გადმოცეს 180 000-იო....მეტი იქნებოდა მაგრამ მალავენ ჭეშმარიტ ციფრებს,,,, ისე როგორც მეტაძრეები, ავესტას და იშთარის ქურუმები იუწყებიან ტურისტ ბიძინას საქართველოში 14 მილონამდე მხარდამჭერი და 80 000 თანამხარჯველი ყავს....ბიძინა ზეპირად რომ ისწავლის მიტინგზე გამოსვლას მერე ნახეთ....ვინ აღარ მივა "რა მოესმათ მღერა ყმისა(გაზპრომელი ყმისა), მხეცნი...."
  5. "ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო! ვირებს გონიათ: ჩვენია მთელი სამყარო. ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი, მაინც გამიგეს არაბული ტაიჭი ხარო." აბუ ალი იბნ სინა ( ავიცენა)
  6. http://www.picz.ge/img/s2/1207/1/5/59557abab54a.jpg http://www.picz.ge/img/s2/1207/1/a/a9567bd55547.gif http://www.picz.ge/img/s4/1207/1/e/e2183e4e98a6.jpg
  7. რესპებს რომ ხმას მიცემდეს ეგეთი ადამიანი არ შემხვედრია.... პატრიოტების ამომრჩევლებსაც ვიცნობ, რუსეთუმეებსაც, ერთ ცოცხალ ლეიბორისტების ამომრჩეველსაც კი ვიცნობ მაგრამ ხიდაშელის, უსუფას ან ბერძენიშვილების "გენიით" მოხიბლული ჯერ არავინ მინახავს...სხვათა შორის რესპები თანაბრად ეზიზღებებათ როგორც პროდასავლელებს(ვინც გამიგია) ისე რუსეთუმეებსაც( ეს შორიდან გამიგია) ....
  8. არცერთი "სავალდებულო" ღონისძიება კარგის მომტანი არ იქნება.... სახელმწიფომ არ უნდა დაავალდებულოს საკაბელო კომპანიები რა და როდის აჩვენოს....ეს სულელური რევერანსი ტურისტი პოლიტიკოსის პარანოიდალური ამბიციების კოცონში ნასროლი კიდევ ერთი ნაფოტია....ყველა ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია და არა მგონია საქართველოს ჯართად ქცეულმა პოლიტიკოსებმა როგორც პომ ისე ოპომ რაიმე საინტერესო ან ეფექტური გზა მოიგონონ ქვეყნისათვის სახეიროდ და ეს "ინფორმაციული შიმშილის, ან მიუწვდომლობის გამო" შეუმჩნეველი დარჩეს.....რესპების, ალასანიას და ბორიას სხვა თანამხარჯველთა მამალ ჭორებს ისედაც წარმატებით ავრცელებენ 3 ოპო ტელევიზიები, უამრავი გადაყვითლებული გაზეთი ინეტ საიტები და პო ტელევიზიებიც ხანდახან....ისე რომ ეს სულელური კანონი არაფერს არ შეცვლის....
  9. "მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმშია", :ravic: (თუ არ ჩავთვლით: სამ სატელევიზიო არხს, რადიოს, უამრავ გაზეთებს, ინტერნეტ საიტებს, მთელ პლანეტის მასშტაბით შეკვეთილ სტატიებს რომელებიც უშუალოდ ბიძინას ჰეროიზაციას და მისგან ტანჯულის ძერწვას ემსახურება) "აინტერესებს" : ინტერესი კი იმაშია რომ როგორმე ყოველი ინფორმაცია ამინდის პროგნოზით დაწყებული და სპორტით დამთავრებული იყოს მამხილებელი "რეჟიმის სისხლიანი საქმიანობისა" და ჭეშმარიტების ერთადერთი ინსტანციის ბიძინას პოზიციის უკრიტიკო მატარებელი.....შესაძლებელა თუ არა ეს? და თუ არა! მაშინ რატომაა სამყარო ასეთი უსამართლო? ბატონო მინდია პროკლომაციების დარიგება ხომ არ დავიწყოთ და რადიოხულიგნობა? ვინაიდან მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი საინფორმაციო წყაროების თავდაუზოგავი(ხოლო ბიძინას მხრიდან ფულდაუზოგავი) კომპანიისა, "მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმშია"..... :cry: :cry: :cry:
  10. რა არაკებით ცხოვრობს და რა "ბრძოლის შეთხზვით" იმშვიდებს თავს ეს ატავი ოპო თავს...რა "ზონდერები".....რა დარეკვები....რა დღეშია ეს ტურისტი ვაჭარას თანამხარჯველა კლიენტურა.... ეს ხალხი რა ილუზიებით ცხოვრობს და თავის მრევლს ასეირებს...
  11. არ უყვარს ხალხს ეს რუსი ტურისტი და რამდენიც უნდა მისმა დაცვამ ცემოს ეს გლეხები ვერ შეაყვარებს ბიძინას.....არა ყველას ფულს ხომ არ გადაუხდის ბორია თავმოყვარე კაცია და სექსი სიყვარულით უნდა....მას კი ეს გარემოცვა ატყუებს 4 მილიონი ქართველი მზადაა შენი სიყვარულისათვისო....გატყუებენ ბორია! გპარსავენ....ეს მაინტერესებს ამდენი მპარსველი რომ გაიჩინა არჩევნების შემდეგ ვის გაპარსვას აპირებს თვითონ......
  12. აპპპპპპა რას არ იტყვის ეს რუსების ფალავანი ფარას თუ იყნოსავს.....იქ ბელა ჩაოზეც იმარტვილა და გაუმართლა....მერე ისეირნეს გელათიდან და დაუფასდა თვით ალბინოს ხელიდან უბოძეს ხალათი(უკაცრავად მაისური და ტუგრიკები)...საინტერესო ისაა- არა ქვეყნისათვის, არა საკუთარი თავისათვის, ბოლოსდაბოლოს არა ღმერთისათვის(გაუღწევლად მორწმუნეობას ჩემულობს და ვინ დაუშლის) აპირებს სიცოცხლის "გაწირვას" ეს ყრზო ფალავანი, არამედ ბიძინას "ოქროს ნათქვამისათვის".... ელდარა ფალავანი ამბობს: "თავი მე არა მაგრამ ბიძინას აბიაო" და საიდან ვიცით რომ ბიძინას თავი აბია? სწორეა იმიტომ რომ ტუგრიკები და დონგები ოხრად აქვს. არ ექნებოდა და უბრალოდ ბიძინას სიბრძნეზე ეს უთავო ფალავანი თავს გაწირავდა? არაა! ასეა "ქოთანი თუხთუხებს მეგობრობა ცოცხლობს"(ლათინები ამბობდნენ). არ გინდა არ გაწირო თავი ლუკა-ელდარო წადი სახალხო მეურნეობაში მიწა დაამუშავე ბიძია!!!....
  13. 1ყრზო რაიკომის მდივნის შვილიშვილი(ვალერი კვარაცხელიას მეზობელი): მოგეხსენებათ რომ 1801წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მუხანათურად დაარღვია ბოსტონ–გეორგიევსკ–კლივლინდის ხელშეკრულება და გააუქმა საქართველოში მეფობა, შემდგომ მოახდინა გეორგიის ანექსია. ამერიკელმა ერთმორწმუნეებმა საქართველოს ანექსიისთანავე გააუქმეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და ეკლესიებში ჩააყენეს ვირჯინიელი მალიარი ეგზარხოსები რომლებმაც უძველესი ქართული ფრესკები, წარწერები წაშალეს კირწყლითა და სხვა ამერიკული მართლმადიდებლური საშუალებებით. . 2ყრზო ეგორ გიორგაძის ნათლული(ამჟამად ჰეისაკუ კუკავას იატაქვეშეთში მერადისტე ნატახას მოვალეობის შემსრულებელი). მოგახსენებთ რომ მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა აჯანყებები ამერიკის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ: მთიულეთის აჯანყება, აჯანყება კახეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში….ყოველ აჯანყებას ბოროტი იანკი კოლონიზატორები სისხლში ახშობდნენ ვიდრე ისინი ღმერთმა არ დასაჯა და აბრაამ–ვლადიმირ ლინკოლნ–ულიანოვის რევოლუცია არ მოუვლინა 1863–1917 წლებში როდესაც დროებით დაემხო რეჟიმი და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა….. 3. ყრზო: გივი გუმბარიძის ყოფილი მძღოლის ვაჟი, ზახარა ქუცუნაშვილი(ამჟამად მსხვილი იურისტი(ჭორვილას მასშტაბებით) და მეიგავე ამასთან რესპექტაბელურობისათვის ამაოდ მაშვრალი, სოფლის ორღობეში სამუდამოდ გაჩხერილი მაგიკური სამკუთხედით კისერზე(რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავის ორდენოსანმა რჩეულიშვილმა პირადად ჩამოკიდა). მოგახსენებთ რომ 1921 წლის თებერვალში აშშ–მა უტიფრად დაარღვია საქართველოს რესპუბლიკასთან დადებული ყველა მშვიდობიანი ხელშეკრულება და შემოიჭრა საქართველოში. მეცხრე და მეთერთმეტე შავკანიანების არმიით მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია რაშიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ადგილობრივი კოლლაბორაციონისტი ამერიკანოფილები სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, გივი–ჯუმბრ ნოღაიდელი და პეტრა(ქვაკაცა.ბერძ) მამრაძე.(ჯონდი უბრალოდ ტაშს უკრავდა). 4ყრზო: ვაკეში გუნცაძე–გაჩეჩილაძეების მონასტერის მოკრივე ბერი. ….მოგეხსენებათ საქართველომ აშშ–ს ოკუპაციებისა და ტერორის საპასუხოდ მოაწყო აჯანყება 1924წლის აგვისტოში, მაგრამ ამერიკელმა მედესანტეებმა აჯანყებულები სასტიკად გაანადგურეს და ათეული წლების მანძილზე აჯანყებულთა ნათესავებს ასახლებდნენ ალიასკის გულაგებში …..1956წელს ჰარი თრუმენის პიროვნების კულტის გამოცხადების გამო ქართველებმა პროტესტი გამოთქვეს(ხმები დადიოდა რომ ჰარი ბებიით ქართველიაო და ჩურჩხელები უყვარსო). იანკებმა ეს ქართული პროტესტი ტყვიამფრქვევებით ჩაახშეს….იყო ათასობით დახვრეტილი ქართველი რომელიც ამერიკელმა ოკუპანტებმა მტკვარში გადაყარეს…..“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 5ყრზო: გიგა ლორთქიფანიძეს მოსწავლე, ქეთი დოლიძეს პირადი დიდოსტატი ჩუკოკუნობასა და ცოცხის ქნევის თაიჩუჩუანში. როდესაც აშშ–მ დემოკრატია გამოაცხადა ქართველებმა დაიჯერეს და 1989წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით დემონსტრაციები მოაწყეს…..ამ ამბებმა ისე შეაშფოთა აშშ–ს პრეზიდენტი რომ პირადად გასცა ბრძანება ქართველთა პროტესტის განადგურების შესახებ. 9აპრილს ამერიკელმა მსანგრეებმა და ფეხოსნებმა ტანკებითა და მომწამვლელი გაზებით სასტიკად დაარბია თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველები და ათობით მათგანი დახოცა…..“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 6 ყრზო თვით მშიერ კობას და გუბას ბრწყინვალეს თანამოინახე, ქართული ნეტარყუჩიზმის დამაარსებელი. ცნობილია რომ ამერიკელების წაქეზებითა და დახმარებით თენგიზ კიტოვანმა და რობერტ სტურუამ(უკაცრავად სიგუამ) დაამხეს საქართველოს ხელისუფლება და ოჰაიოს შტატიდან ჩამოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომლის მმართველობის დროს საქართველოს ტყეებში აჯანყდნენ თხები ოჩამჩირე–გუდაუთას ბატალიონი და გარული–შინაური კატები ცხინვალის სოფლებთან….ეს თხები და კატები აშშ–ს დაფინანსებითა და კარნახით მოქმედებდნენ რათა ისედაც პროამერიკული შევარდნაძე კიდევ დამთმობი ყოფილიყო…….“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 7ყრზო სამსახურიდან დათხოვნილი საგზაო ინსპექტორთა ლეგიონის ვიცეპრეზიდენტი და შალიკო პირველის გუნდთან დაახლოვებული სიკოფანტი. მოგეხსენებათ რომ 1991 წლიდან აშშ–ს იმპერიული ხრიკებით გამოფიტულ საქართველოს ხანდახან ქველმოქმედებით და გულმოწყალებით ეხმარება ევანგელისტურ–ბაპტისტური რუსეთი პროდუქტებით ხან ტექნიკით ხან კიდევ რა სიკეთეებით რაც თავიდან მხოლოდ ღირსი მამების ბასილის და მისი რაზმის გულისწყრომას იწვევდა. შემდგომში როდესაც ქვეყანა ბაბტისურ ევანგელისტური რუსეთის დახმარებით ცოტა ფეხზე დადგა, შეკეთდა გზები, ქართველებს სახლებში ნანატრი ელექტროობა და გაზი მიეწოდათ, ქუჩაში უსაფრთხო გახდა ფეხით სიარული, პენსიონერებს დაურიგდათ მოკრძალებული მაგრამ რეგულარული პენსიები და სხვა უამრავი რამ რაც რუსეთის მოკრძალებული ხელშეწყობითა და დახმარებით გაკეთდა, ამასთან რუსეთი არ ითხოვდა საქართველოსაგან როგორც ამერიკა სამხედრო ბაზების დაკანონებას. აგრეთვე რუსეთს არ აინტერესებდა საქართველოს ენერგომაგისტრალების კონტროლის ხელში ჩაგდება. რუსეთი არ აქეზებდა როგორც აშშ თხებსა და კატებს: ქართველი გლეხები დააწიოკეთ მერე ქართველები იძულებით ძალას გამოიყენებენ თავის გლეხების დასაცავად და მეც ჩავერევი როგორც აშშ–ს peacekeeper impostor–ო. “რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 8 ყრზო “მძინარე ცხინვალის” ჩეკისტური არაკის გუნდის(მომღერლები: გოგი თოფაძე, ერო კიცმარი, ჰეისაკუ კუკავა, ზუხრაბ ნოღა, სესიაშვილი, ანთაძე, აქუჯანგირა და სხვა პროამერიკელი მასონები) ბარიტონი. მოგეხსენებათ რომ 2008 წელის 7 აგვისტოს აშშ–ს 52 არმიამ რომელსაც გენერალი ხრულიოვ–შვარცკოფი ხემძღვანელობდა ხაბიზგინების რეცეპტის ჩასაწერად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბრძოლებით(თუმცა თვითონ ხრულოვ–შვარცკოფი და 52 არმია ქართველებმა გაანდაგურეს) აიღეს საქართველოს სოფლები და ქალაქები აქაოდა კატებს ვისკასს არ აჭმევენ და არ დაუშვებთ კატების გენოციდსო…..რუსეთის გარდა საქართველო–აშშ–ს ომის დროს საქართველოს არავინ გვერდში არ დადგომია. ამიტომ გასაკვირია ზოგიერთ გადაგვარებულ ქართველს რატომ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ე.წ. პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და რას ერჩის რუსეთს რომელსაც საქართველოსათვის ამ 211წლის მანძილზე რაც ამერიკას დაპყრობილი ყავს საქართველო კარგის მეტი არაფერი არ გაუკეთებია…..აი რას გვიშვება ამერიკა!!! ეპიზოდი ყრზოთა ვარამისა დაწერილი ღრმა სულიერი მარტვილობასა და ტანჯვაში მუნ ჭორვილასა საპინგვინესა ზედა…..
  14. ქართველი ერი ბევრად უფრო ძველია წარმომავლობით ან გენეტიკით ვიდრე მითიური არიელები რომლებიც ვინ იცის საიდან მივიდნენ ევროპაში(ზოგი საერთოდ ინდურ ტომებს ეძახის არიას ანუ არიელებს) ისე რომ არიელები ქართველთა სალანძღავად არ გამოდგება. მართალია მე არ მითქვამს არაფერი არც პოლონელებზე არც რუსებზე მაგრამ თუ რუსებზე აუგის მთქმელი გულისხმობდა ბიზანტიიზმ-ველიკოროსსობით დაავადებულ რუსეთის სახელმწიფო ელიტებს ბოლო 211წლის მანძილზე ამაში ვეთანხმები თუმცა ყმად ქცეული უბრალო რუსი ხალხის მიმართ არაფერი ცუდი არ მამოძრავებს. ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება რომელსაც წინათ იაფეტისტურ ენათა ჯგუფს ეძახდნენ რაც პირდაპირ მიუთითებს ქართველთა იაფეტისტურ წარმომავლობას როგორც ამბობდნენ ".Audax Japeti genus" ...ვისაც მართლა აინტერესებს ეს თემატიკა ბიბლიაშიც არის მახსენები სემის ქამის და იაფეტის შთამომავალნი დაბადებაში: სემის შთამომავლობას ნოემ რელიგია ჩააბარა ქამი დაწყევლა ხოლო იაფეტს ომი და მეომართა გაძღოლა დაანათლა....იაფეტის შთამომავლებად მოხსენიებულია ქართული ტომები: მუშექი ანუ მუსხა(მესხები) კულხა(კოლხები) და კიდევ რამოდენიმე უძველესი ქართული ტომი.....ამ ამბების 20 საუკუნის შემდეგ როგორც იქნა რუსეთის მიწაზე მცხოვრებმა დრევლიანელებმა ვიატიჩებმა შეწყვიტეს ანტროპოფაგია მოიწვიეს ვარიაგები სახელმწიფო შეგვიქმენითო და კიდევ ორი საუკუნის შემდეგ 980წლის შემდეგ ვლადიმირ სვიატოსლავოვიჩმა ქრისტიანობაც კი მიიღო დედისა და ყოჩაღი ბიზანტიელი ბერის გავლენით....ისე რომ ახალგაზრდა უმწიფარი სლავური წარმონაქმნის შედარება ერთან რომლის არსებობა უძველეს ისტორიულ წყაროთი ბიბლიით იწყება(საქართველოს ვგულისხმობ) სათავეშივე განწირულია მარცხისათვის....რაც არ უნდა მხნე იყოს რუსოფილი ამ დისკუსიაში უმწეოდ გამოიყურება!!! არგუმენტები ნარკომანებო, ბანძებო ძლიერი არგუმენტია სადმე საპირფარეშოში და არა ფორუმზე....ეთნოგენეზი წაიკითხეთ ძვირფასო რუსოფილო ორივე ერის და შეიძლება დაინახოთ რომ თქვენი ნახსენები არიელები ძუძუმწოვარა ყრმები არიან ქართველი ერის წინაპრებთან და გენთან.....ერთი 25 საუკუნის შემდეგ როცა რუსეთი გაივლის პატარა ევოლუციას და ცივილიზირებული სახელმწიფო და ერი გახდება მაშინ გამოიარეთ რუსოფილებმა და ძველ ერებთან შორიახლო დგომის უფლებას გიწყალობებთ, მანამდე სწავლა სწავლა და სწავლა....აგერ ახალგაზრდა ანგლოსაქსებმა(აშშ, ბრიტანეთი,) რა წარმატებებს მიაღწიეს შრომით დროა რუსებმაც მიბაძონ და თუ კარგად იმუშავებენ შევაქებთ ძველი ბაბუა ერები, არიელებიო......არიელები თინეიჯერები არიან ქართულ გენთან შედარებით....
  15. მე არაფერის სიმღერას არ ვაპირებ და არც "მეგობრობას" ესეთ სუბიექტებთან(რომ ჩამწერე მეგობრებში,).....დემაგოგი ძველ ბერძნულად წინამძღოლს ნიშნავს და ყმაწვილისაგან ამ ლაღ თვითნებობას ავიტან, რაც ჩაუდიათ ომზე თავში ძიებს ამას ვეღარაფერს ვუშველი.....მე უბრალოდ გულუბრყვილოდ ვითხოვე რომ ეგება ქართულ არმიაზე ირონიულად არ წეროთ მეთქი, არა დემაგოგი ხარო....ომის დროს თამარაშენიდან ნათესავები წამოვიყვანე და იქ ვტრიალებდი სახლში აფხაზეთიდან 2 ოჯახი მყავდა 4წელი და 2008 ნათესავებმა ჩაანაცვლეს ისე რომ საუბარი ზემოდან ტელევიზორით ნანახი ომის შესახებ ჩემზე უბრალო ყბედობაა, სამაგიეროდ შენ ყოფილხარ მთელი ფრონტის გასწვრივ ბიძია და ყოველი ჯარისკაცის გადაადგილება შენ არწივის მზერას არ გამოპარვია......თუ ეგ არაკები ბერძენიშვილმა მოგიყვა?(რომლითაც ეგზომ მოხიბლული ხარ ვეჟო)....მე მეგონა თავმდაბალ ქართველ ყმაწვილს ვთხოვდი ნუ ლანძღავ თქო ქართულ ჯარს და ამ ყველაფერზე და ყველაზე მაღლა მდგომმა მანია გრანდიოსსამ არ ატეხა ....თავპირიც გიმტვრევია და რაც გინდა დაგიწერია მე დემაგოგი ვიყო ჯანდაბას...შენი სახელი ჩემთვის აღარაა საინტერესო. კვებე შენი ეგო და ეძებე ამ სილოგიზმების ტაშისმკვრელები, რასაც ესეთი თვითკმაყოფილებით აფრქვევ...
×
×
  • შექმენი...