Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. Saturn ეს ძალების მოსინჯვა და რეაქციის მასშტაბების შეფასება იყო.... ივანიშვილმა რომ პირადი ბრძანება არ გასცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს გასაგებია(ეს თემები არჩევნებამდე და შემდე დანიშვნის დღეებში ეტაპობრივად გაიარეს ამ ხალხმა საუბრბში). თორემ თქვენც აქ ბრძანდებით და ნახავთ მოვლენების განვითარებას.... ბევრ დარგში რომ მიმდინარეობა ფარული დესტრუქტაჟი დასავლური ორიენტაციის ინსტიტუტებისა ეს უკვე ჩანს(აქ მხოლოდ პრორუსული ძალების მოწადინებულობის გარდა(კაცმა რომ თქვას მათ არ იციან ზუსტად რა და სადაა პროდასავლური აშკარად დეკლამირებული ორგანიზაციების გარდა) ადგილი აქვს რეტროგრადული წითელი ინწილიგენციის(თუ მათი ნარჩენების) მიერ სათისფაქციასთან კონკრეტულ პირებთან და მათ საქმიანობასთან). თუ ამას არ გააჩნია ისეთი აშკარად გამოკვეთილი სახე და სისწრაფე როგორც 91-94 წლებში ამის მიზეზი ხელისუფლების უსისხლო გადაბარება და ის საკონსტიტუციო დათმობებია რომელიც ივანიშვილმა შანტაჟებითა და მისთვის ჩვეული პარანოიდალური "შეთქმულებების" არაკების გავრცელებით მიიღო. ფაქტიურად "სამართლებრივად" დამთავრდა ივანიშვილი ხელისუფლების უზურპაციის პროცესი და ეს პირველი თავდასხმები პროდასავლურ ინსტიტუტებზე და საქართველოს მოკავშირეებზე(ევროპის სახალხო პარტიაზე და სხვებზე), მხოლოდ დასაწყისია http://www.youtube.com/watch?v=SdW6F5E6oNQ
  2. Giorgi Kiskeidze ომი არ იქნება და ამას უამრავი მიზეზი აქვს. 60-იან წლებიდან მანდ სულ ესეა იარაღის ჟღარუნი და ა.შ. შეიძლება იყოს პატარა შეჯახებები როგორც წინათ მაგრამ ომში არ გადაიზრდება. ვისაც ახსოვს ეგ 32 პარალელზე კორეის ომის ისტორია(სხვათა შორის მანდ გაეროს ჯარები იდგა მშვიდობის დასაცავად მაგრამ ჩრდილოეთმა კონფლიქტში ჩაითრია) ჩინეთის ცოცხალი ძალით ჩარევამ გადაწყვიტა ის შედეგები რაც დღეს გვაქვს(რუსეთი როგორც ყოველთვის თავის პროტეჟე კიმ ჩინ ირის მიტოვებას აპირებდა როდესაც სამხრეთ კორეელებმა 32 პარალერზე კონტრშეტევა განახორციელეს). დღეს ჩინეთს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ ეგ კონფლიქტი ომში გადაზრდოს ეკონომიკის გლობალიზაციის და საერთოდ სხვა პოლიტიკური მიზეზების გამო(რაც მთავარია ბეჯინში მაოს მზგავსი პოლიტიკოსები აღარ არიან). უბრალოდ ჩრდილოელები როგორც რუსები ომის დაწყების მუქარით რაიმე ძვალის დათმობას ცდილობენ ხოლმე... p.s. სხვათა შორის ამ ყუმბარებიანი სკილეტის(ჩრ.კორა) საკითხზე კენჭისყრისას(როგორც პალესტინასა და ირანზე დებატებისას) რუსეთი ყოველთვის ცდილობს რაიმე მოგების მიღებას თავისთვის და ეს ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აყენებს "დიად დერჟავას".
  3. დროებით დამთავრდა კონფლიქტი ბიძინეს პირადი იგნატი ლოიოლასა(გიორგი მარგველაშვილი) და აგრარულ უნივერსიტეტს შორის. ამ კონფლიქტმა აჩვენა ბიძინეს ამალის მზადყოფნა გაანადგუროს საქართველოს ტერიტორიაზე ყოველივე პროგრსული დასავლური სტანდარტების მქონე ინსტიტუტი და მიუახლოვოს რუსულ სტანდარტებს(აქაოდა ბორჯომის გასაყიდად ვემზადებით პოდმოსკოვიეში და სტანდარტებით უნდა გავუსწორდეთო). აშკარაა რომ საქმე ამით არ დასრულდება და მეტრორუსეთუმე რეტროგრადების მიერ ქვეყნის საფუძვლების ნგრევა და 90-იან წლებში დაბრუნება გაგრძელდება....ისიც ნათელია რომ ადრე თუ გვიან ივანიშვილის პრორუსული პოლიტიკით, წაქეზებით მოხდება დიდი დაპირისპირება პროდასავლურ ანუ კრაეატიულად მოაზროვნე სტუდენტთა და რუსული შავრაზმული ორთოდოქსიით(ალია მალხაზ გულაშვილის ან ისაკაძე-იობის ხუნვეიბინების) ეგზალტირებული ახალგაზრდებს შორის.http://s16.radikal.ru/i190/1303/54/5a39255471e2.jpg
  4. 26 მარტი 20:52 "ავტორიზაცის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა. განათლების ხარისხის მართვის ცენტრში ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ყველა პროგრამას აკრედიტებულ რეჟიმში შეუძლია გააგრძელოს ფუნქციონირება. საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭოს განცხადებით, ხარვეზების ნაწილი, რაც საფუძვლად დაედო აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას, უკვე გამოსწორებულია."http://news.ge/ge/news/story/50014-avtorizatsiis-sabchom-agrarul-universitets-avtorizatsia-mianicha
  5. საქართველო-რუსეთის კონფლქტის "გრუზინიზაცია" და ჩერნოკოზოვოს მშენებლობის დასაწყისი ქართულ მიწაზე. ქრისტესშობამდე 546 წელი ალმოდებულ ლიდიელთა დედაქალაქ სარდის სპარსელები ძარცვავენ. თვითონ ლიდიის მეფე კრეზუსი დამპყრობელი სპარსთა მეფის წინ იდგა ხელებშეკრული.....".რას ხედავ მეფეო?-კითხა კრეზუსმა კიროსს, ვხედავ როგორ ძარცვავენ ჩემი მებრძოლები შენ ქალაქს!-უპასუხა კიროსმა. ისინი ძარცვავენ შენ და არა ჩემ ქალაქს აღმოხდა კრეზუსს....კიროსი უმალ მიხვდა კრეზუსის სიტყვათა სიმართლეს და აკრძალა ძარცვა. კიდევ ურჩია კრეზუსმა კიროსს: ლიდიელებს იარაღი ტარება აუკრძალე, დეე ჩაიცვან თეთრი ქიტონები და ივაჭრონ, მომავალში თავსატეხი აღარ გაგიჩნდება ამ ხალხისაგან.....ესეც მოხდა, მოკლე ხანში ლიდიამ არსებობა თითქმის შეწყვიტა....მართალია იყო პაქტიის აჯანყება სპარსთა წინაარმდეგ მაგრამ ლიდია ისე ჩაბარდა სპარსელებს რომ კიროსის მემკვიდრეებს აღარც კი გახსენებიათ რომ ლიდია ერთ დროს მდიდარი და ძლიერი მეზობელი იყო. ლიდიელებმა ფიზიკური არსებობა აირჩიეს და უარი თქვეს წარსულსა და მომავალზე. ლიდიამ არსებობა შეწყვიტა...... იჩკერია სულ ნახევარი მილიონი ადამიანით იყო დასახლებული, ვერც ვაკუმური ბომბებით, ვერც ქიმიური იარაღით ვერც ვაინახების დემონიზაციით, ვერც აურაცხელი ტანკებით ვერ მოახერხა რუსულმა მოლოქმა ამ პატარა სახელმწიფოს დაპყრობა(როდესაც მთელი "ცივილიზირებული" სამყარო თვალს არიდებდა ამ სასაკლაოს). არც ჩერნოკოზოვოს მსგავსი ფილტრაციულ-კონცენტრაციულ ბანაკებში ნაწამები, მოკლული და გამქრალი ადამიანების არსებობას არ გაუტეხია ეს ერი.....ამის შემდეგ რუსეთმა ახალი დოქტრინა შემოიღო: რუსეთ-იჩკერიის კონფლიქტის ე.წ. "ჩეჩენიზაცია". დოქტრინა აბსოლუტურად მარტივი და ეფექტური აღმოჩნდა სისხლისაგან დაცლილი იჩკერიისათვის......რუსეთმა მოახდინა კოლლაბორაციონისტებისა და პატრიოტების დაპირისპირებით კონფლიქტის შეტრიალება შიგნით, ქვეყნის შუაგულში. ხდებოდა პატრიოტთა ნებისმიერი ქმედებისა თუ განცხადების ერთი მხრივ დემონიზაცია მეორე მხრივ თავისუფლების იდეის ყოველმხრივი დევალვაცია. ინფორმაციულ ვაკუმში მყოფი სისხლისაგან დაცლილი იჩკერია განადგურდა.....როდესაც 1989-90 წლებში საქართველოში ასიათასობით ქართველმა პატრიოტმა თავისუფლება მოითხოვა აშკარად გამოჩნდა რომ რუსეთს არ გააჩნდა რესურსები ეს მოძრაობა შეეჩერებინა. მოკლე ხანში რუსეთმა მოახდინა საქართველოში პროვოცირება სამოქალაქო ომისა და აქედან გამომდინარე ქვეყნის ადვილად ჩათრევა ეთნოკონფლიქტებში. ამის გამო დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის იდეის ნაწილობრივი დევალვაცია მოსახლეობისა და მსოფლოს წინაშე. საქართველომ ეს პრობლემები ნაწილობრივ გადალახა საკმაოდ მძიმედ და ოდნავ მოძლიერდა.. 2008 წელს რუსეთმა ვეღარ მოახერხა საქართველოსათვის თავზე მოეხვია წმინდა წყლის ეთნოკონფლიქტი ამიტომაც მოახდინა მისი ტერიტორიების ნაწილის პირდაპირი ოკუპაცია. საქართველოში რუსეთის დოქტრინა ისევ ძველი ახალი მეთოდით იწყებს მუშაობას(ისევე როგორც იჩკერიაში როგორც საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში) ხდება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ე.წ. "გრუზინიზაცია". ერთი მხრივ არი საქართველოს ხელისუფლება რომელიც რუსეთთან ომში წარუმატებლობის გამო ხელშესახებ ალტერნატივას ვერ თავაზობს საქართველოს მოსახლეობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში(თუმცა ჩემი ზრით "ე.წ. იარაღის არგამოყენების პირობის(რომელიც ევროპელებს მიცა საქართველოს მოსახლეობის უკითხავად) გარდა რუსეთთან შეცდომა არ დაუშვია) და მეორე მხრივ რუსული ფულით(დიდი რუსული ფულით) შეკოწიწებული კოლლაბორაციონისტული -"ქართული ოცნება". ცხადია რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევანი დიდი არა აქვს, თუმცა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო......თუ მოხდება ამ რუსული დოქტრინის ნაწილობრივი რეალიზაცია ე.ი. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ქვეყნის შიგნით შემოტანა ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ არაპროგნოზირებადი მოვლენების განვითარებას რომელთა მართვა შეუძლებელი გახდება და ამ შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია: 1შემთხვევაში სამოქალაქო ომი, შემდგომი რუსეთის ინტერვენციით. 2 შემთხვევში არჩევნების შედეგების გადახედვა სხვადასხვა ფორმით რომელიც არ იქნება შედეგიანი რამოდენიმე ღია კოლლაბორაციონისტური დაჯგუფების წევრთა ინტერნირების გარეშე. მესამე შემთხვევაში სამხედრო დიქტატურა მეოთხე დე ფაქტო თავისუფლების დაკარგვა(დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკაზე ფაქტიური უარის თქმა, ნატოსა და ევროსტრუქტურებში მონაწილეობაზე(ზოგადი ჰუმანიტარული და სხვ გარდა) უარის თქმა, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის რუსეთის კონტროლში გადასვლა და ა.შ.). საქართველოს მოსახლეობას სამწუხაროდ პოლიტიკოსები(კოლლაბორაციონისტებს არ ვგულისხმობ მათი გეგმები ნათელია და თუ გაუმართლათ დროთა განმავლობაში ამ რეტროგრადული ძალის გეგმები ყველასთვის ნათელი გახდება) ვერ თავაზობენ სერიოზულ ძლიერ ალტერნატივას დღევანდელი სიტუაციიდან გამოსასვლელად. დღეს ყველა პოლიტიკოსს სურს თოვლის ბაბუა იყოს და მხოლოდ საჩუქრები ურიგოს ბავშვებს და იზრდება ალბათობა ამ ხუმრობა-პოლიტიკაში რუსეთმა შემოგვაჩეჩოს თავისი გათლილი მატრიოშკა-"ქართული ოცნება" რაც აუცილებლად გამოიწვევს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის "გრუზინიზაციას" ე.ი. სამოქალაქო დაპირისპირებას ეს "უკეთეს" შემთხვევაში 20 წლით წარსულში გადაგვისვრის და უარეს შემთხვევაში რუსეთთან ევრაზიულ კავშირში შეგვათრევს რომ პერსპექტივაში მონაწილეობა მივიღოთ რუსული სახელმწიფოს პარანოიდალურ ექსპერიმენტებში რომელთა მზგავსშიც მონაწილეობა მიგვაღებინეს კობამ, სერიოჟმნ(ორჯო) ფილმახმა და სხვებმა რუსეთთან "ნებაყოფილობითი" ოკუპაციის შემდეგ.....შესაძლებელია საქართველოში პატრიოტ ქართველთათვის და მათ თანამგრძნობელთათვის ჩერნოკოზოვოს მსგავს ფილტრაციული ბანაკები უკვე შენდება(პროექტები ექნებათ ლუბიანკაზეც და ჭორვილაშიც) სადაც შემდეგ "ზონდერობის" "მიშისტობის" "პროამერიკანელ"-ის "ეს ებრძოდა რუსებს ცხინვალში" იარლიყით განათავსებენ და გააქრობენ ქართველ პატრიოტებს....... "ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო," ჩათვალეს რუსებმა. ყოველმა ქართველმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ არი? კურდღელია(ალასანიაზე არ ვამბობ მან იცის რომ კურდღელია) თუ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე! 2012 წლის ზაფხული
  6. http://i066.radikal.ru/1303/2e/ded77346daf8.gifhttp://i066.radikal.ru/1303/2e/ded77346daf8.gifhttp://s004.radikal.ru/i207/1303/0f/3412066355ff.gifhttp://s004.radikal.ru/i207/1303/0f/3412066355ff.gifhttp://s004.radikal.ru/i207/1303/0f/3412066355ff.gifhttp://s017.radikal.ru/i407/1303/df/05e5968e2742.gifhttp://s017.radikal.ru/i407/1303/df/05e5968e2742.gifhttp://s017.radikal.ru/i407/1303/df/05e5968e2742.gifhttp://s017.radikal.ru/i439/1303/f5/de2cde285321.gifhttp://s56.radikal.ru/i153/1303/32/a5ceaefbc908.png
  7. Giorgi Kiskeidze გაიგე ოკუპანტია მაგრამ მტერია არააო! “რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 1ყრზო რაიკომის მდივნის შვილიშვილი(ვალერი კვარაცხელიას მეზობელი): მოგეხსენებათ რომ 1801წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მუხანათურად დაარღვია ბოსტონ–გეორგიევსკ–კლივლინდის ხელშეკრულება და გააუქმა საქართველოში მეფობა, შემდგომ მოახდინა გეორგიის ანექსია. ამერიკელმა ერთმორწმუნეებმა საქართველოს ანექსიისთანავე გააუქმეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და ეკლესიებში ჩააყენეს ვირჯინიელი მალიარი ეგზარხოსები რომლებმაც უძველესი ქართული ფრესკები, წარწერები წაშალეს კირწყლითა და სხვა ამერიკული მართლმადიდებლური საშუალებებით. . 2ყრზო ეგორ გიორგაძის ნათლული(ამჟამად ჰეისაკუ კუკავას იატაქვეშეთში მერადისტე ნატახას მოვალეობის შემსრულებელი). მოგახსენებთ რომ მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა აჯანყებები ამერიკის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ: მთიულეთის აჯანყება, აჯანყება კახეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში….ყოველ აჯანყებას ბოროტი იანკი კოლონიზატორები სისხლში ახშობდნენ ვიდრე ისინი ღმერთმა არ დასაჯა და აბრაამ–ვლადიმირ ლინკოლნ–ულიანოვის რევოლუცია არ მოუვლინა 1863–1917 წლებში როდესაც დროებით დაემხო რეჟიმი და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა….. 3. ყრზო: გივი გუმბარიძის ყოფილი მძღოლის ვაჟი, ზახარა ქუცუნაშვილი(ამჟამად მსხვილი იურისტი(ჭორვილას მასშტაბებით) და მეიგავე ამასთან რესპექტაბელურობისათვის ამაოდ მაშვრალი, სოფლის ორღობეში სამუდამოდ გაჩხერილი მაგიკური სამკუთხედით კისერზე(რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავის ორდენოსანმა რჩეულიშვილმა პირადად ჩამოკიდა). მოგახსენებთ რომ 1921 წლის თებერვალში აშშ–მა უტიფრად დაარღვია საქართველოს რესპუბლიკასთან დადებული ყველა მშვიდობიანი ხელშეკრულება და შემოიჭრა საქართველოში. მეცხრე და მეთერთმეტე შავკანიანების არმიით მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია რაშიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ადგილობრივი კოლლაბორაციონისტი ამერიკანოფილები სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, გივი–ჯუმბრ ნოღაიდელი და პეტრა(ქვაკაცა.ბერძ) მამრაძე.(ჯონდი უბრალოდ ტაშს უკრავდა). 4ყრზო: ვაკეში გუნცაძე–გაჩეჩილაძეების მონასტერის მოკრივე ბერი. ….მოგეხსენებათ საქართველომ აშშ–ს ოკუპაციებისა და ტერორის საპასუხოდ მოაწყო აჯანყება 1924წლის აგვისტოში, მაგრამ ამერიკელმა მედესანტეებმა აჯანყებულები სასტიკად გაანადგურეს და ათეული წლების მანძილზე აჯანყებულთა ნათესავებს ასახლებდნენ ალიასკის გულაგებში …..1956წელს ჰარი თრუმენის პიროვნების კულტის გამოცხადების გამო ქართველებმა პროტესტი გამოთქვეს(ხმები დადიოდა რომ ჰარი ბებიით ქართველიაო და ჩურჩხელები უყვარსო). იანკებმა ეს ქართული პროტესტი ტყვიამფრქვევებით ჩაახშეს….იყო ათასობით დახვრეტილი ქართველი რომელიც ამერიკელმა ოკუპანტებმა მტკვარში გადაყარეს…..“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 5ყრზო: გიგა ლორთქიფანიძეს მოსწავლე, ქეთი დოლიძეს პირადი დიდოსტატი ჩუკოკუნობასა და ცოცხის ქნევის თაიჩუჩუანში. როდესაც აშშ–მ დემოკრატია გამოაცხადა ქართველებმა დაიჯერეს და 1989წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით დემონსტრაციები მოაწყეს…..ამ ამბებმა ისე შეაშფოთა აშშ–ს პრეზიდენტი რომ პირადად გასცა ბრძანება ქართველთა პროტესტის განადგურების შესახებ. 9აპრილს ამერიკელმა მსანგრეებმა და ფეხოსნებმა ტანკებითა და მომწამვლელი გაზებით სასტიკად დაარბია თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველები და ათობით მათგანი დახოცა…..“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 6 ყრზო თვით მშიერ კობას და გუბას ბრწყინვალეს თანამოინახე, ქართული ნეტარყუჩიზმის დამაარსებელი. ცნობილია რომ ამერიკელების წაქეზებითა და დახმარებით თენგიზ კიტოვანმა და რობერტ სტურუამ(უკაცრავად სიგუამ) დაამხეს საქართველოს ხელისუფლება და ოჰაიოს შტატიდან ჩამოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომლის მმართველობის დროს საქართველოს ტყეებში აჯანყდნენ თხები ოჩამჩირე–გუდაუთას ბატალიონი და გარული–შინაური კატები ცხინვალის სოფლებთან….ეს თხები და კატები აშშ–ს დაფინანსებითა და კარნახით მოქმედებდნენ რათა ისედაც პროამერიკული შევარდნაძე კიდევ დამთმობი ყოფილიყო…….“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 7ყრზო სამსახურიდან დათხოვნილი საგზაო ინსპექტორთა ლეგიონის ვიცეპრეზიდენტი და შალიკო პირველის გუნდთან დაახლოვებული სიკოფანტი. მოგეხსენებათ რომ 1991 წლიდან აშშ–ს იმპერიული ხრიკებით გამოფიტულ საქართველოს ხანდახან ქველმოქმედებით და გულმოწყალებით ეხმარება ევანგელისტურ–ბაპტისტური რუსეთი პროდუქტებით ხან ტექნიკით ხან კიდევ რა სიკეთეებით რაც თავიდან მხოლოდ ღირსი მამების ბასილის და მისი რაზმის გულისწყრომას იწვევდა. შემდგომში როდესაც ქვეყანა ბაბტისურ ევანგელისტური რუსეთის დახმარებით ცოტა ფეხზე დადგა, შეკეთდა გზები, ქართველებს სახლებში ნანატრი ელექტროობა და გაზი მიეწოდათ, ქუჩაში უსაფრთხო გახდა ფეხით სიარული, პენსიონერებს დაურიგდათ მოკრძალებული მაგრამ რეგულარული პენსიები და სხვა უამრავი რამ რაც რუსეთის მოკრძალებული ხელშეწყობითა და დახმარებით გაკეთდა, ამასთან რუსეთი არ ითხოვდა საქართველოსაგან როგორც ამერიკა სამხედრო ბაზების დაკანონებას. აგრეთვე რუსეთს არ აინტერესებდა საქართველოს ენერგომაგისტრალების კონტროლის ხელში ჩაგდება. რუსეთი არ აქეზებდა როგორც აშშ თხებსა და კატებს: ქართველი გლეხები დააწიოკეთ მერე ქართველები იძულებით ძალას გამოიყენებენ თავის გლეხების დასაცავად და მეც ჩავერევი როგორც აშშ–ს peacekeeper impostor–ო. “რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 8 ყრზო “მძინარე ცხინვალის” ჩეკისტური არაკის გუნდის(მომღერლები: გოგი თოფაძე, ერო კიცმარი, ჰეისაკუ კუკავა, ზუხრაბ ნოღა, სესიაშვილი, ანთაძე, აქუჯანგირა და სხვა პროამერიკელი მასონები) ბარიტონი. მოგეხსენებათ რომ 2008 წელის 7 აგვისტოს აშშ–ს 52 არმიამ რომელსაც გენერალი ხრულიოვ–შვარცკოფი ხემძღვანელობდა ხაბიზგინების რეცეპტის ჩასაწერად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბრძოლებით(თუმცა თვითონ ხრულოვ–შვარცკოფი და 52 არმია ქართველებმა გაანდაგურეს) აიღეს საქართველოს სოფლები და ქალაქები აქაოდა კატებს ვისკასს არ აჭმევენ და არ დაუშვებთ კატების გენოციდსო…..რუსეთის გარდა საქართველო–აშშ–ს ომის დროს საქართველოს არავინ გვერდში არ დადგომია. ამიტომ გასაკვირია ზოგიერთ გადაგვარებულ ქართველს რატომ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ე.წ. პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და რას ერჩის რუსეთს რომელსაც საქართველოსათვის ამ 211წლის მანძილზე რაც ამერიკას დაპყრობილი ყავს საქართველო კარგის მეტი არაფერი არ გაუკეთებია…..აი რას გვიშვება ამერიკა!!! სპეციალურად რუსეთუმე ანქედონიკებს ურფინჯუსისაგან
  8. Giorgi Kiskeidze რუსეთთან საქართველო საომარ მდგომარეობაშია 1801 წლიდან სხვა საქმეა საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლება(როდესაც იგი რაღაც ფორმით არსებობდა) როგორ უყურებდა ან აფასებდა თავის დამოკიდებულებას....ზოგი ებრძოდა ზოგი კოლლაბორაციონისტობდა(როგორც ამჟამად ცდილობს)...არავითარი სხვა ურთიერთობა დეოკუპაციისა და რეპარაციების გადახდის გარეშე არ იქნება...http://s017.radikal.ru/i430/1303/b7/a1f667012eb8.jpghttp://s40.radikal.ru/i088/1303/fa/760b58cc16be.gif
  9. აი ლონდონში კი პაკისტანელები და არაბები შარიათის წესების შემოღებას ითხოვენ:http://s42.radikal.ru/i097/1303/d5/0acd0ceabf4f.jpg
  10. Giorgi Kiskeidze გალების ქვეყანა(საფრანგეთი) უკვე კარგა ხანია აღარ არსებობს: სოციალისტებმა და სხვადასხვა ლევაკმა კეკელებმა იგი არაბთა კიდევ ერთ ქვეყანად გადააქციეს(იმიტომ გარბიან აქა იქ შემორჩენილი გალები(ფრანგები) სხვადასხვა ქვეყნებში). ერთმა რუსმა ქალბატონმა (Елена Чудинова) ამ თემაზე რომანიც დაწერა ირონიული სათაურით " Мечеть Парижской Богоматери" სარდონიული ღიმილით ამ ყველაფრის შესახებ...http://s019.radikal.ru/i604/1303/ae/5d736c911856.jpghttp://s017.radikal.ru/i401/1303/02/8d3956eef53f.jpg
  11. Giorgi Kiskeidzehttp://s017.radikal.ru/i407/1303/e5/777bf1d7a011.gif http://s019.radikal.ru/i601/1303/bb/f6d8305b6a90.jpg
  12. http://s020.radikal.ru/i707/1303/4c/7eedf797473e.gif" ჩვენ დავიჭერთ შავ კატას ბნელ ოთახში, მიუხედავად იმისა რომ კატა ოთახში არაა"
  13. Giorgi Kiskeidze რით ვერ გაიგეთ რომ რაც ცუდი მოხდება ყოფილი "რეჟიმის" ბრალია კაცო!!! ბიძინე კი კეისარის ცოლივით ეჭვის მიღმა იმყოფება. საერთოდ "რეჟიმმა" მოკლა აბელი(მაგრამ მერაბიშვილმა ქადინგირაში(მაშინდელი ვაშინგტონი) ფალსიფიცირება გაუკეთა და საწყალ კაენს დააბრალა(ღრმა ორთოდოქს და ჭეშმარიტ 7ნოემბრელს, "პატრიოტთა" დასაშინებლად და რუსეთის(მაშინ სკვითეთის) გასაღიზიანებლად), რაიხსტაგსაც ცეცხლი კობა ხაბაზმა წაუკიდა და ძიძიგურ-ელდაროს დააბრალა, კენედი და ვუდროფიც "რეჟიმმა" მოკლა და ა. შ.http://s020.radikal.ru/i720/1303/83/8e6fd76afa91.gif
  14. Giorgi Kiskeidze ეგ მთავრობაში იყო მაშინ და რუსეთის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა.
  15. Giorgi Kiskeidze ისე დიდი ინტრიგანი კი იყო აწ გარდაცვლილი ბორისი(ბერეზოვსკის ვგულისხმობ და არა ივანიშვილს) მის კისეზე იჩკერიაში ომის გაჩაღებაცაა(პირველს და მეორე ომს ვგულისხმობ)
  16. Siknadmo ეს ჰიპოთეზა(რომელიც როგორც თავად ბრძანეთ "ჭორის" დონეზე შეგიტყვიათ და არავითარი ფაქტებით დადასტურებული არ ყოფილა)ძალიან გავს რუსეთის სინამდვილეში არსებულ "ატკატების" პრაქტიკას(გამოვთქვამ თამამ მოსაზრებას რომ "сия басня"-ც მარკოვის ან კურგინიანის მსგავსი "გეოპოლიტიკის" ექსპარტების შეთხზული იქნება და შემდგომ ვიღაც მოყვარულის მიერ გადმოქართულებული-ვინაიდან ოტკატები მათ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა გონიათ რადგან რუსეთში მუშაობს)) აქუბარდიას როგორმე რომ მივაწოდოთ ურიგო არ იქნება, გაშალოს ფრთები თავის ბუტკაში სოსო ცისკარიშვილთან ან გუბაზთან ერთად ამ თემაზე საუბრით. როგორც ჩანს ბიძინეს როგორც მის ტოტემს პუწინს საშინლად აღიზიანებთ რაიმე სახის კრიტიკა მათი ქმედებების მიმართ, ამას ისინი ქვეყნის კრიტიკად ასაღებენ(აქ კი ბრძოლაში ერთვებიან უსუფაშვილი(ევროპიდან აქამდე რამდენჯერ გაწბილებულად გამოსტუმრებული ჭორების ფაქტად არ მიღების გამო ღირსი დედა თინათინთან ერთად, აღარაფერს ვამბობ მარკოვის მიერ ევროპარლამენტში ყურით წათრეული დავითაშვილისა და კუკავას "რეჟიმის" მამხილებელ პრესკონფერენციებზე და სხვა მაშინ ჩივილი "აქტი გონიური" იყო) და სასწაულ ბიჭუნა საგანელიძე "ქვეყნის" ღირსების დასაცავად "დაუმსახურებელი" კრიტიკის გამო "იბრძვიან"(ბიძინეს უფრო სადიდებლად რომელასაც ევროპელთა გაკვირვება ქონია გადაწყვეტილი რუსეთში ათვისებული დემოკრატიით(და ფულით))(არადა ქვეყანა კი არა ბიძინეს ქმედებები გააკრიტიკეს, მაგრამ საგანელიძე და უსუფაშვილი ჯიუტად ქვეყნის ღირსებას იცავენ და ჩვენ რა უფლება გვაქვს არ დავუჯეროთ?)). მოკლედ ბიძინე გაუგონარი სისწრაფით ახდენს საქართველოს მხარდამჭერ ევროპელი პოლიტიკოსების ნეიტრალიზაციას(ესეთი საჩუქარი მამილო პუწინს არც კი დასიზმრებია მაშინაც კი როცა ნაროჩნინსკაია და მიგრანიანი 4 მილიარდი დოლარით ევროპაში აფრინა რუსეთის იმიჯის გამოსასწორებლად), არ უყვარ კაცს ეს კრიტიკა და ვერ დააძალებ! მისი ჯიბისა და პოლიტიკის მხარდამჭერები კი გააფთრებით ესხმიან ყველას და ყოველივეს ვინ კი ბიძინეს ქმედებებზე რაიმე ეჭვს გამოთქვამს(ბიძინე ხომ კეისარის ცოლივითაა ე.ი. ყოველგვარი ეჭვს მიღმა იმყოფება). გაჩნდა კიდევ ერთი ღიმილისმომგვრელი იდეა " რააა ძმაო!!! ევროპელებს სიტყვა ვეღარ უნდა ვუთხრათ?"-ო, ეს იმ ოპერის "ვაჟკაცური" გადამღერების მცდელობაა ევროპელები "საქართველოს" აკრიტიკებენ" და ჩვენ ვპასუხობთო. ეს დიმიტროვი რომ გამოხტა ეხლა მეცამეტე გოჭივით და ჭკუას გვასწავლის(არადა კრიტიკის ადრესატს გულისმობს ე.ი. ბიძინეს და არ მასზე გულაჩუყებულად გადაფარებულ "საქართველოს ღირსების" დამცველებს) ვინმემ ეგება ილია ჭავჭავაძის და აზნაურების კონფლიქტის ამბავი მოუთხროს "კაცია ადამიანი"-ის გამოქვეყნების შემდეგ რომ დაიწყო: Siknadmo მეც არ გამაჩნია ხსენებულ კონფლიქტზე(ჭავჭავაძისა და აზნაურების) რაიმე ფაქტობრივი მასალა მაგრამ ჭორით ლუარსაბში ვინც საკუთარი თავი დაინახა ი.ჭავჭავაძესთან მუქარით მივარდა და პასუხი მოთხოვა. ესე ამბობენ. დიმიტროვმა კი ეს როგორ გაგვიბედა?(უფრო სწორედ ბიძინეს როგორ გაუბედა თორემ მეეჭვება საგანელიძე ან უსუფაშვილი ეგულისხმა(დიადები კი არიან მაგრამ მიკროკოსმოსში)). როგორც მოხუცი ლაო ამბობდა: "როდესაც სამეფოში შფოთი და არეულობაა მაშინ აღზევდებიან ერთგულნი მსახურნი და კეთილნი მრჩეველნი"(ტექსტთან მიახლოებით). რეებს გვიბედავენ კაცო ეს ევროპელები?(უფრო სწორედ ბიძინეს რას უბედავენ).
  17. http://s020.radikal.ru/i718/1303/46/e553fa1ed55a.jpghttp://s019.radikal.ru/i608/1303/15/f0341c40a9fe.jpg
  18. ერთი ერგნეთელი გლეხის ნაამბობიდან: " ბატონი ჯაბა რომ ჩამოვიდა ჩვენ ვეახელით და იარაღი ვთხოვეთ, ჯაბამ ჩვეული იუმორით გვიპასუხა:"აგერ იქ მილიციის განყოფილებაა და ძაღლებს რად უნდათ იარაღი გამოართვით"-ო. ყველას გაგვეცინა, განსაკუთრებით ერთი აკაესიანი პატარა კაცი იცინოდა-დღეს რომ პროკურორი თუ მინისტრია ბიძინას მთავრობაში-არჩილ კბილაშვილს რომ ეძახიან ის იყო".
  19. http://s017.radikal.ru/i437/1303/d0/1f559e3bd7e1.jpghttp://s48.radikal.ru/i121/1303/8f/71fcda929418.jpg
  20. http://s018.radikal.ru/i509/1303/c2/888780946937.jpghttp://i031.radikal.ru/1303/fa/0aac9a582bc9.jpg ეს ძველი "კეთილი" დროა როდესაც არჩიბალდი მწიფდებოდა....
×
×
  • შექმენი...