-
პოსტები
2.669 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
35
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი urfinjus
-
1ყრზო რაიკომის მდივნის შვილიშვილი(ვალერი კვარაცხელიას მეზობელი): მოგეხსენებათ რომ 1801წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მუხანათურად დაარღვია ბოსტონ–გეორგიევსკ–კლივლინდის ხელშეკრულება და გააუქმა საქართველოში მეფობა, შემდგომ მოახდინა გეორგიის ანექსია. ამერიკელმა ერთმორწმუნეებმა საქართველოს ანექსიისთანავე გააუქმეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და ეკლესიებში ჩააყენეს ვირჯინიელი მალიარი ეგზარხოსები რომლებმაც უძველესი ქართული ფრესკები, წარწერები წაშალეს კირწყლითა და სხვა ამერიკული მართლმადიდებლური საშუალებებით. . 2ყრზო ეგორ გიორგაძის ნათლული(ამჟამად ჰეისაკუ კუკავას იატაქვეშეთში მერადისტე ნატახას მოვალეობის შემსრულებელი). მოგახსენებთ რომ მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა აჯანყებები ამერიკის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ: მთიულეთის აჯანყება, აჯანყება კახეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში….ყოველ აჯანყებას ბოროტი იანკი კოლონიზატორები სისხლში ახშობდნენ ვიდრე ისინი ღმერთმა არ დასაჯა და აბრაამ–ვლადიმირ ლინკოლნ–ულიანოვის რევოლუცია არ მოუვლინა 1863–1917 წლებში როდესაც დროებით დაემხო რეჟიმი და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა….. 3. ყრზო: გივი გუმბარიძის ყოფილი მძღოლის ვაჟი, ზახარა ქუცუნაშვილი(ამჟამად მსხვილი იურისტი(ჭორვილას მასშტაბებით) და მეიგავე ამასთან რესპექტაბელურობისათვის ამაოდ მაშვრალი, სოფლის ორღობეში სამუდამოდ გაჩხერილი მაგიკური სამკუთხედით კისერზე(რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავის ორდენოსანმა რჩეულიშვილმა პირადად ჩამოკიდა). მოგახსენებთ რომ 1921 წლის თებერვალში აშშ–მა უტიფრად დაარღვია საქართველოს რესპუბლიკასთან დადებული ყველა მშვიდობიანი ხელშეკრულება და შემოიჭრა საქართველოში. მეცხრე და მეთერთმეტე შავკანიანების არმიით მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია რაშიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ადგილობრივი კოლლაბორაციონისტი ამერიკანოფილები სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, გივი–ჯუმბრ ნოღაიდელი და პეტრა(ქვაკაცა.ბერძ) მამრაძე.(ჯონდი უბრალოდ ტაშს უკრავდა). 4ყრზო: ვაკეში გუნცაძე–გაჩეჩილაძეების მონასტერის მოკრივე ბერი. ….მოგეხსენებათ საქართველომ აშშ–ს ოკუპაციებისა და ტერორის საპასუხოდ მოაწყო აჯანყება 1924წლის აგვისტოში, მაგრამ ამერიკელმა მედესანტეებმა აჯანყებულები სასტიკად გაანადგურეს და ათეული წლების მანძილზე აჯანყებულთა ნათესავებს ასახლებდნენ ალიასკის გულაგებში …..1956წელს ჰარი თრუმენის პიროვნების კულტის გამოცხადების გამო ქართველებმა პროტესტი გამოთქვეს(ხმები დადიოდა რომ ჰარი ბებიით ქართველიაო და ჩურჩხელები უყვარსო). იანკებმა ეს ქართული პროტესტი ტყვიამფრქვევებით ჩაახშეს….იყო ათასობით დახვრეტილი ქართველი რომელიც ამერიკელმა ოკუპანტებმა მტკვარში გადაყარეს…..“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 5ყრზო: გიგა ლორთქიფანიძეს მოსწავლე, ქეთი დოლიძეს პირადი დიდოსტატი ჩუკოკუნობასა და ცოცხის ქნევის თაიჩუჩუანში. როდესაც აშშ–მ დემოკრატია გამოაცხადა ქართველებმა დაიჯერეს და 1989წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით დემონსტრაციები მოაწყეს…..ამ ამბებმა ისე შეაშფოთა აშშ–ს პრეზიდენტი რომ პირადად გასცა ბრძანება ქართველთა პროტესტის განადგურების შესახებ. 9აპრილს ამერიკელმა მსანგრეებმა და ფეხოსნებმა ტანკებითა და მომწამვლელი გაზებით სასტიკად დაარბია თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველები და ათობით მათგანი დახოცა…..“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 6 ყრზო თვით მშიერ კობას და გუბას ბრწყინვალეს თანამოინახე, ქართული ნეტარყუჩიზმის დამაარსებელი. ცნობილია რომ ამერიკელების წაქეზებითა და დახმარებით თენგიზ კიტოვანმა და რობერტ სტურუამ(უკაცრავად სიგუამ) დაამხეს საქართველოს ხელისუფლება და ოჰაიოს შტატიდან ჩამოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომლის მმართველობის დროს საქართველოს ტყეებში აჯანყდნენ თხები ოჩამჩირე–გუდაუთას ბატალიონი და გარული–შინაური კატები ცხინვალის სოფლებთან….ეს თხები და კატები აშშ–ს დაფინანსებითა და კარნახით მოქმედებდნენ რათა ისედაც პროამერიკული შევარდნაძე კიდევ დამთმობი ყოფილიყო…….“რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 7ყრზო სამსახურიდან დათხოვნილი საგზაო ინსპექტორთა ლეგიონის ვიცეპრეზიდენტი და შალიკო პირველის გუნდთან დაახლოვებული სიკოფანტი. მოგეხსენებათ რომ 1991 წლიდან აშშ–ს იმპერიული ხრიკებით გამოფიტულ საქართველოს ხანდახან ქველმოქმედებით და გულმოწყალებით ეხმარება ევანგელისტურ–ბაპტისტური რუსეთი პროდუქტებით ხან ტექნიკით ხან კიდევ რა სიკეთეებით რაც თავიდან მხოლოდ ღირსი მამების ბასილის და მისი რაზმის გულისწყრომას იწვევდა. შემდგომში როდესაც ქვეყანა ბაბტისურ ევანგელისტური რუსეთის დახმარებით ცოტა ფეხზე დადგა, შეკეთდა გზები, ქართველებს სახლებში ნანატრი ელექტროობა და გაზი მიეწოდათ, ქუჩაში უსაფრთხო გახდა ფეხით სიარული, პენსიონერებს დაურიგდათ მოკრძალებული მაგრამ რეგულარული პენსიები და სხვა უამრავი რამ რაც რუსეთის მოკრძალებული ხელშეწყობითა და დახმარებით გაკეთდა, ამასთან რუსეთი არ ითხოვდა საქართველოსაგან როგორც ამერიკა სამხედრო ბაზების დაკანონებას. აგრეთვე რუსეთს არ აინტერესებდა საქართველოს ენერგომაგისტრალების კონტროლის ხელში ჩაგდება. რუსეთი არ აქეზებდა როგორც აშშ თხებსა და კატებს: ქართველი გლეხები დააწიოკეთ მერე ქართველები იძულებით ძალას გამოიყენებენ თავის გლეხების დასაცავად და მეც ჩავერევი როგორც აშშ–ს peacekeeper impostor–ო. “რას გვიშვება ეს ამერიკა” ანუ ყრზოთა ვარამი. 8 ყრზო “მძინარე ცხინვალის” ჩეკისტური არაკის გუნდის(მომღერლები: გოგი თოფაძე, ერო კიცმარი, ჰეისაკუ კუკავა, ზუხრაბ ნოღა, სესიაშვილი, ანთაძე, აქუჯანგირა და სხვა პროამერიკელი მასონები) ბარიტონი. მოგეხსენებათ რომ 2008 წელის 7 აგვისტოს აშშ–ს 52 არმიამ რომელსაც გენერალი ხრულიოვ–შვარცკოფი ხემძღვანელობდა ხაბიზგინების რეცეპტის ჩასაწერად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბრძოლებით(თუმცა თვითონ ხრულოვ–შვარცკოფი და 52 არმია ქართველებმა გაანდაგურეს) აიღეს საქართველოს სოფლები და ქალაქები აქაოდა კატებს ვისკასს არ აჭმევენ და არ დაუშვებთ კატების გენოციდსო…..რუსეთის გარდა საქართველო–აშშ–ს ომის დროს საქართველოს არავინ გვერდში არ დადგომია. ამიტომ გასაკვირია ზოგიერთ გადაგვარებულ ქართველს რატომ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ე.წ. პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და რას ერჩის რუსეთს რომელსაც საქართველოსათვის ამ 211წლის მანძილზე რაც ამერიკას დაპყრობილი ყავს საქართველო კარგის მეტი არაფერი არ გაუკეთებია…..აი რას გვიშვება ამერიკა!!! ეპიზოდი ყრზოთა ვარამისა დაწერილი ღრმა სულიერი მარტვილობასა და ტანჯვაში მუნ ჭორვილასა საპინგვინესა ზედა….. http://s54.radikal.ru/i145/1303/0e/b0690e3d6fd1.gif
-
ნაცარქექიების ანტიამერიკანიზმი ანუ "თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია".
urfinjus posted a blog entry in urfinjus' ბლოგი
http://s019.radikal.ru/i625/1303/06/a88295209e9c.jpg"ხოლო ვიეთნიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სიკვდილს-უფუჭეს კაკალსაც კი გატეხვა ჰსურს" გერმანელი. რუსეთმა და ველიკოროსებმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გარეშემო უარეს ინგლისისი ყოფილ კოლონიას(აფსუს არადა თავის დროზე ინგლისის მეფემ რუსეთის მონარქიას 100 000 ჯარისკაცი თხოვა აჯანყებული შტატების წინააღმდეგ საბრძოლველად( სად იყვნენ პუწინი, ზატულინი, დუგინი და სხვა დაუძინებელი ანტიამერიკანისტები). (ვინ იცის რა მოხდებოდა რუსები რომ მაშინ ჩარეულიყვნენ). და უარი მიიღო. კარგა ხანია რუსეთი ამ მითით ცხოვრობს რომ აშშ-ს "მასონური" ხრიკების გამოა ყველა უბედურება რაც რუსეთს საუკუნეების მანძილზე ხელს უშლის იქცეს ეფექტურ სამართლიან განვითარებულ სახელმწიფოდ. რუსების სიზარმაცის და უნიჭობის გამამართლებელი იდეა ანტიამერიკანიზმში დევს. მაგრამ რომ არა 211წლიანი ოკუპაცია ალბათ ეს ახირებული ავადმყოფი სახელმწიფო ნაკლებად საინტერესო იქნებოდა....სხვათა შორის აშშ-ს ერთადერთი ინტერესი რუსეთისადმი მისი ძველი ატომური და ქიმიური იარაღის მარაგია "რამე შემთხვევით არ აუფეთქდეს ამ უბედურსო". თორემ რუსეთი ისეთი საინტერესოა განვითარებულ სამყაროსათვის როგორც ჩემთვის ფილიპინების პროფკავშირები. ყველაზე მხიარული კი ამ ისტორიაში ყოფილი ქართველი რუსეთუმეების მიერ ატაცებული ეს არაკია: საქმე იმაშია რომ რუსეთუმეთა ძველი არაკები "ერთმორწმუნე ორი მოძმე ერის ბლაბლაბლა" აი დოსტოევსკი, ტოლსტოი... აი მეორე მსოფლი ომი.....დიდი ხანია საქართველოში ბოლო იდიოტზეც აღარ მოქმედებს....ისე რომ ოდეს ვერ იპოვეს თავისი ადგილი რუსეთუმეებმა იგივე რუსეთის ლიბერტინებმა(გათავისუფლებულმა(ისტორიამ გაათავისუფლა ეგ დანიშნული გონების მონები)), დაიწყეს რუსული ძველი არაკის დეკლამირება "ბოროტი ამერიკის მზაკვრულ ჩანაფიქრზე დაიპყროს და დაიმონოს საქართველო". არაკი უმეცარ მასაში "დამათრობელი თავისუფლების" გრადუსითაა გაზავებული: არ გვინდა არც რუსეთი(ბიძინას მსგავსად ძალიან მდიდარი უნდა იყო რომ ეს სიბრიყვე დაახეთქო "რუსეთი საქართველოზე დემოკრატიული ქვეყანაა და ოკუპაციაზე აღარ ვილაპარეაკებ აქაოდა ოკუპანტებს წყინთ"-ო და შეგრჩეს როგორც ტურისტ-პოლიტიკოსს.) და არც ამერიკაო!!! რადგან ორივე მტერია ორივეს საქართველოს დამონება უნდაო! აქ რუსეთუმეებს რომლებიც ყველა ბრძოლაზე მაღლა დგანან სისუსტე გამოუჩნდათ რამდენადაც გაშმაგებით ესხმიან "იმპერიალისტ" იანკებს (ვინ იცის რა მოულანდეს რუსებმა ამ პარანოიკებს) მით ნაკლებად ემეტებათ ავის თქმა ყოფილ ბატონზე და ახლანდელ ოკუპანტზე რუსეთზე. ოკუპანტის და მტრის კრიტიკა სახიფათოა ამას გეტყვით ყველა ვინც 1801წლიდან დღემდე რუსეთს საქართველოს დამპყრობელად აღიქვამს, შეიძლება დაიღუპო, შეიძლება ისე დაიღუპო რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს როცა რუსთთან იბრძვი თავისუფლებისათვის. აი ამერიკასთან ბრძოლა "თავისუფლებისათვის" სულ სხვა საქმეა(არც სახიფათოა, იანკის მეგობარი გონიხარ და გეხმარება(ობამას არ ვგულისხმობ)) დიდ სიმამაცეს და გონების დაძაბვას არ მოითხოვს: გადახედე ლეონტიევის, დუგინის, მარკოვის, მიგრანიანის ზატულინის ნაროჩნინსკაიას და სხვა რუსი "განმანათლებლების" ტვინის ნაჟურს რუსეთის მაგივრად ჩასვი საქართველო(ერთი ორი ჩასწორებით) და ებრძოლე აშშ-ს, მართალია აშშ-ში შენ რომ მისი მონობიდან გათავისუფლებისათვის იბრძვი არ იციან(თავისი ზანგი მონები ეიბ ლინკოლნმა 1862-63 წლებში გაათავისუფლა) მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია იმათ ჯინაზე ვინც რუსულ ოკუპაციას ებრძვის, შენც გყავს მტერი და ეს აშშ-ა. მოსახერხებელია უხიფათოა(ამასთან თუ შენი ნიჭი არსად მსოფლიოში არ საღდება, ამერიკის გინებაში შეიძლება დაგიფასდეს) და უკვე აღარ ხარ რუსეთუმე(გეგონოს) არამედ რაღაც უფრო მეტი ხარ ე.ი. ანტიამერიკანისტი......ასეთები არიან დღევანდელი ანტიამერიკანისტები ყველაფერზე მაღლა მდგომი მოინტელიგენტო კაცუნები დამორცხვილი რუსეთუმეები.....და გამახსენდა დუმბაძის გმირი რომელიც ხედავს რა რომ ყველამ დაიცვა დისერტაცია "თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია"-ო. რუსეთუმე ოპო ხედავს რომ ქვეყანას ომი აქვს რუსეთთან და ვინაიდან რუსეთთან ომი მათი სილაჩრის და გაუღწევლობის გამო მკრეხელობაა, მათაც დაიწყეს თავისი (იდეოლოგიური რუსული )ომი საქართველოს მოკავშირესთან(ასეა თუ ისე) აშშ-სთან...ამ ომში რუსეთუმემ იცის არაფერი არ ემუქრება, შეიძლება საიდანღაც ტუგრიკები გადმოგიგდონ თუ კარგად ორიგინალურად აგინე, რაც მთავარია ერთგვარი ონანისტური სათისფაქციაა საქართველოს ხელისუფლებასთან. ისე რომ დღევანდელი რუსეთუმე აღარ ეწევა რუსეთის აპოლოგიას იგი "გმირულად ებრძვის" აშშ-ს "ქართული ოცნების" განსახორციელებლად. თურმე ნუ იტყვი ოკუპანტის ვიზით გამდიდრებულმა იცის რაშია ქართველთა ოცნება.....ნეტარ არიან ანტიამერიკელები ოდეს მათ "სამართლიან ბრძოლას" წინ არავინ არ აღუდგება(მართლა არავინ გაუწევს წინააღმდეგობას რამეთუ "გიჟი მიუშვი ნებასა...")......ანტიამერიკელები და მეტრორუსეთუმეები საქართველოს "ჭეშმარიტი დამოუკიდებობისათვის იბრძვიან": ნეტარია აღუწერლად ნეტარია ყოველი მათი ილუზიათაგანი..... დაწერილია 2012 წლის ზაფხულში. -
რა იქნება თუ....2012 საპარლამენტო არჩევნები(ურფინჯუსის ირონიული პროგნოზები 2012 წლის ზაფხული)
urfinjus commented on urfinjus's ბლოგ პოსტი in urfinjus' ბლოგი
გოდება იეროვინმესი: წინა ხიდაშლელის კალთებში დაკარგულ უმანკოებას დავტირი უსუფას შვილის სულის გასარჩენად, სამტრედიის რელსებს დავტირი ზვიად დზიდზიგურის სულის გადასარჩენად, ზედმეტობისაგან გადაქანცულ სტომაქს დავტირი კობა მარადმშიერი-დავითაშვილის სხეულის გადასარჩენად, დავტირი ნეტარი ბოცვერი ალასანიას ფობიებს მისი საქმიანი ზეაფორიაქებულობით გადაღლილი სულის გადასარჩენად და ბოლოს დავტირი იმ ადამიანის სულს(ოდეს ჯოჯოხეთშიდ ელიან პირმოთნეს} ვინც ბიძია ივანიშვილი მოატყუა საქართველოს ჭირდები და პოლიტიკოსი ხარო.... გოდება იეროვინმესი: დავტირი საკუთარ თავთან დარჩენისას აუტანელ ამაოებას კახა კუკავა რომ ქვია სახელად, დავტირი ინტელექტის სიმთვრალის ხიბლით და აქედან ამპარტავნობით გაყიდულ სამშობლოს პირწებოიანი დათვების ტოტემების ძმები ბერძენიშვილების მიერ, დავტირი გივი გუმბარიძის ინკარნაციის ვაჟა ლორთქიფანიძის ვაჟკაცობაართმეულ მსგავს ყველაფერზე მაღლა მდგომ კაცუნებს: წითელ ინწილიგენციად ცნობილებს, დავტირი საკუთარი თბილისელობით და ვერგავაღწიე ოდეს შუბლია ბეტონში დაქანცულ ანტიდიოსკურებს ძმებს გაჩეჩილაძეებსა და ძმებს ხაინდრავებს.. -
http://s017.radikal.ru/i443/1303/fc/37d6cd717eaa.jpg(დაწერილია რუსული "დოკუმენტური" ფილმის "ციხის ცოცხების ისტორიის(პროდიუსერი ბორის ივანიშვილი) ფართო ეკანებზე გამოსვლამდე 3 თვით ადრე) რა იქნება თუ....2012 საპარლამენტო არჩევნები საქართველოში–ივანაშვილის კოალიცია 32%,"ლეიბორისტული პარტია\" 8%,\"ბურჯანაძე-ნოღაიდელი-30%,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 8$,მოძრაობა რეიზა(ყოფილი \"რატომ\")4%,. -ნათელაშვილი-ზატულინი-სანიკიძის კანონი "საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადების " შესახებ. საქართველოს ჯარი განიარაღებულია 80%შეიარაღება უტილიზირებულია. თავდაცვის ახალი მინისტრის სესიაშვილის დოქტრინა: "ნატო: ნეიტრალური საქართველოს ერთადერთი მტერი." პოლიციას დაუბრუნდა 2003წლის უფლებები. პოლიციის ახალი შეფი ზ.ქუცნაშვილი მოუწოდებს კანონიერ ქურდებს რომ დაბრუნდნენ საქართველოში და მათთან ერთად დაამყარონ წესრიგი ციხეში და ციხის გარეთ. 2013წ საქართველოს პრეზიდენტად 52% არჩეულია ბიძინა ივანაშვილი პრემიერმინისტრი ნინო ბურდჟანადზე იუსტიციის მინისტრი ეკატერინე ბოსელია. გუბაზ სანიკიძე კულტურის მინისტრი. პრეზიდენტ ივანაშვილის ინაგურაციის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი და მისიბ გუნდის 36წევრი გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას. ლეხ კაჩინსკის ქუჩას გადაერქვა სახელი და ეწოდა კონსტანტინე ზატულინის ქუჩა, შესაბამისად ჯორჯ ბუშის ქუჩას ეწოდა ვლადიმირ ჟირინოვსკის ქუჩა. აღებული 9აპრილი ძეგლების ნაცვლად დაიდგა 7ნოემბრის გმირთა მონუმენტი. .სკოლებში სავალდებულო ლიტერატურა ბერას რეპი და რატი ამაღლობელის სიტყვა ფილარმონიაში "ქართული ოცნების" ყრილობაზე. უშიშროების ახალმა მინისტრმა პეტრე მამრაძემ და მისმა მოადგილემ დჟონდი ბაღათურიამ დანიშნა სკოლის მაყურებლები რომლებიც ახალგაზრდა ქურდებითა და განაბებით დაკონპლექტდა. ოკუპაციის მუზეუმი გადაკეთდა ეგორ გიორგაძის სახელობის ქართველი და რუსი ხალხის "მეგობრობის" მუზეუმად დირექტორი ანდრანიკ მიგრანიანი. დემონტირებულია ე.წ. საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული მებრძოლთა ძეგლები ვინაიდან ეს ძეგლები შეურაცხყოფდა ქართველი და რუსი ხალხის საუკუნოვან მეგობრობას და მათ ადგილას დაიდგა ილხანების სახანოს ლაშქარში მებრძოლი ქართველი მეომრების ძეგლები აგრეთვე პირველ და მეორე მსოფლიო ომებში რუსეთის მხარეზე მეომარ ქართველთა ძეგლები. გიგა ლორთქიფანიძემ გადაიღო უკვდავი "წიგნი ფიცისა2" 1921წლის თებერვლის მოვლენების სიკეთეზე. რეზო ჩხეიძემ გადაიღო: "ჯარისკაცის მამა 2" სადაც მოთხრობილია ისტორია ოსი ოპოლჩენცის მამისა რომელიც იძულებულია ხელში აიღოს იარაღი ქართველი "გენოციდჩიკების" წინააღმდეგ და დაიცვას გორი და ახალგორი. ფილმში ჟღერს სასო პავლიაშვილის "ნამუსიანი" სიმღერები "მძინარ ცხინვალზე"( ტექსტის ავტორი ია ანთაძე(მხურვალობის პერიოდში). შიბაქისა და ელდარის ნინოს საძოვრებზე ვარჯიშობენ ახალგაზრდა ხუნვეიბინები რომლებიც აეროპორტში შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მიმავალ მგზავრებს უწყობენ სირცხვილის კორიდორებს ისე რომ კეთილი ტრადიციები გრძელდება..როგორც ზედმეტი გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთთან ძმურ სიყვარულში: ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადაეცა რუსეთს 55წლით მოხმარებისათვის ამ სამამულიშვილი საქმეს სათავეში იყვნენ შალიკო ნათელაშვილი, გუბას სანიკიძე და ზვიად ძიძიგური(რელსებთან შეუბრალებლად მებრძოლი ტაძრის რაინდი). გუბას სანიკიძემ როგორც იქნა გამოსცა თავისი ბესტსელერი \"365 მედიველისტური სადღეგრძელო საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ ან 1001ღამე აქუბარდიას ბუტკაში მიგნებული ჭეშარიტებანი. ლაშა ჩხარტიშვილსა და დაჩი ცაგურიას მიენიჭათ თბილისი-დელი-კალკუტა-ბრიანსკის დამსახურებული ხარიჯანის ტიტული და პენსია რუპიებსა და რუბლებში
-
ვაი, თქვენ ჭკუას:)))))))))))))
urfinjus replied to Giorgi Kiskeidze's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=WoA2At19slQ&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=1 -
ვაი, თქვენ ჭკუას:)))))))))))))
urfinjus replied to Giorgi Kiskeidze's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Giorgi Kiskeidze ამათ მთავრობას სერიოზულად ეძახით? http://s017.radikal.ru/i426/1302/23/36cb4f174e60.jpg -
Реставрация по-грузински От Иванишвили ждут посадок Реставрация по-грузински. В обновленной Грузии, у которой уже есть новый парламент, новый премьер и новое правительство, назревает сразу два кризиса. Лидер победившей на недавних выборах коалиции «Грузинская мечта» миллиардер Бидзина Иванишвили, формируя кабинет, утвержденный парламентом 25 октября, создал странный и на первый взгляд нежизнеспособный гибрид из непрофессионалов, экс-министров времен Шеварднадзе и обиженных соратников Саакашвили «первого призыва». Тем временем грузинское общество ждет репрессий в отношении представителей прежней власти. Кто-то — с опаской, но многие — с нетерпением. Давыдов Александр , Монтик Татьяна http://newtimes.ru/articles/detail/58873/ Тбилиси
-
http://www.youtube.com/watch?v=DGlcPjc6OMohttp://s017.radikal.ru/i436/1302/57/35b61a84208a.gif
-
საერთოდ სხვა ქვეყანაში შეჭრა მის ნაწილის ოკუპაცია ყველა კანონით დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს ეს ისე თუ ვინმეს აინტერესებს. ლავროვსაც ეცოდინებოდა ეს ამბავი სიტყვებს ლუბიანკის ოფიცრების ნაცვლად კვალიფიცირებული დიპლომატები რომ უწერდნენ... რუსეთი მსოფლიო ჟანდარმიდან ევროპის ხულიგნობამდე ჩამოლაბორანტდა და "პანიაწიებით" ლაპარაკობს. ამიტომ დაგვისვა ივანიშვილი კანცლერად რომ ბიძინემ ლავროვის მსგავსად მხოლოდ "პანიაწიებით" იცის საქმის წაროება...როგორც პოვოლჟიეში იტყვიან "ფერი ფერსაო მადლი ჩექმადამხობილ სამოვარსაო"
-
Giorgi Kiskeidze არ ვიცი ბიძინე ეხლა მაგ ბოცვერას რას ეძახის თავდაცვის მინისტრს თუ გრაალის მცველს...მე ეგ სუბიექტი სამი ეპიზოდით მახსოვს: 2008 წელს ლავროვის დაჩინჩლული გაეროში პირში ენას რომ ვერ ატრიალებდა და რომ არა აშშ-ს ელჩი ვინ იცის ჩურკინს იქვე პან გი მუნის კაბინეტში ყურით შეეთრია,,,თვის. 2. გრეჩიხას მარგინალთა მიტინგებზე ინტრიგებით პურის ფულის შოვნა 3. კარასინთან ერთობლივი განცხადებებით სამეგრელოს ტყეებში "რეჟიმის" უჩინმაჩინი ბატალიონების განადგურება. ირაკლი ბერძნული ჰერაკლეს ანალოგია ქართულად მაგრამ მათი "გმირობები" აშკარად განსხვავდება..
-
Giorgi Kiskeidze რუსეთთან მოლაპარაკებები და მით უმეტეს ხელშეკრულებები მხოლოდ საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა შუამავლობითა და მონაწილეობით უნდა იწარმოოს და არავითარ შემთხვევაში ერთი ერთზე. ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ(რა თქმა უნდა ბიძინეს ნაყიდ მთავრობას არ ვგულისხმობ. ბიძინე მიჩვეულია კრიმინარურ გარიგებებს(ერთია ქაღალდზე მეორე ცხოვრებაში რუსული გაგებით) რუსული ბიზნესის წარმოების განქსტერულ-მაფიოზურ წესებს).
-
სიყრმეში დაკოდილი ლაჩარი ევნუხთა სული გადმოდგა საფიხვნოსა ზედა და "დამოძღვრა" სკაპეცნი: "ოდეს შავს თავის სახელს უწოდებთ წარირყვნება ქვეყანა შვილებო, ოდეს თეთრი იწოდოს თეთრად: განადგურდეს ყოველი კოლხთა ცისქვეშეთში. მომბაძეთ მე(განაგრძო სახანოს კარზე ღორის რძით ნაპატიები ლოყებით ჭორვილელმა) თავი უქნიეთ დიდ თეთრ მამას- დალოცეთ როდესაც თქვენ ძმას მოაკვდინებს, საბანი წაახურეთ როდესაც თქვენი დედის გაბახება მოიწადინოს მთავარმა ბოიარმან, სულიკო უმღერეთ თქვენი პურმარილით გაყაზბებულ სოლდათს ეგება ეშველოს და გაფაღარათდეს. და გექნებათ სალაფავი უხვად გობშიდ, სადარდებელი კი ნაკლები, ოდეს ყმის ავკარგად ყოფნაზედ ბატონია პასუხმგები...რაღაცრაღაცეები დათმეთ და რაღაცრაღაცეებს მოიგებთ ოდეს ასეთია ხვედრი ჩვენი შვილნო ევნუხნო!" უბნობდა მონობაში გაზრდილი ფეესბე–გრუს ვიზით გამდიდრებულ–გალაღებული ყოფილი ხელისბიჭი, დღეს უკვე ფულის იშტის ნერწვით დახრჩობას გადარჩენილი გუბასას მიერ გიორგი ბრწყინვალეს შედარებული.http://s61.radikal.ru/i172/1302/df/6695758edcd3.jpg
-
http://s57.radikal.ru/i158/1302/fc/b7ea563cc280.jpg
-
Giorgi Kiskeidze for you http://www.youtube.com/watch?v=aWBPf6D5lZc
-
http://s020.radikal.ru/i720/1302/e4/9a12a8ac2241.jpg
-
http://i047.radikal.ru/1302/bd/107bb06b66b0.jpg
-
http://s017.radikal.ru/i444/1302/c5/96f514757963.jpg
-
Giorgi Kiskeidze ეჰჰჰ ტყუილად ვწერე ამდენი........
-
Giorgi Kiskeidze ჰოდა ცირკში იმუშაოს ან კინოში გადაიღონ ოდეს ესეთი თვითნასწავლ ხუმარად დაბადა განგებამhttp://s019.radikal.ru/i643/1302/86/4bfa668994ca.gif....ქვეყანას რას ერჩის?
-
Giorgi Kiskeidze ვეჟო ბიძინეს კომანდაში ერთი მანახე ვინმე ვინც ბრიყვი არაა(თუ ბრიყვი არა უბრალოდ არამზადა მედროვე და კლიენტი აღმოჩნდება). ვიცი რომ თქვენ ფილმიდან გამომდინარე დაუძახეთ სვანი მაგრამ კუთხურობის ხაზის გასმა მაინცდამაინც არ ვარგა მით უმეტეს როდესაც ბრიყვების და არამზადების ლეგიონზე ვსაუბრობთ თითით საჩვენებელს რა დალევს კუთხეზე რომ არ მივუთითოთ. კარგით თუ გწყინთ აღარ მიგითითებთ...
-
Giorgi Kiskeidze მაგ ყრზოებზე თქვა გურამ დოჩანაშვილმა: "ყოველგვარი ნიღაბი არსებობს ამ ქვეყნად: მათ შორის სილაჩრის გამამართლებელი კეთილგონიერებისაც".http://s018.radikal.ru/i511/1302/ba/c438da5323c2.gif ეს ბიძინეს რუსეთთან "ურთიერთობის დალაგების" ფარული ხერხია რომელსაც აქამომდე ვერავინ ვერ ხვდებოდა...
-
Shaten მე კასპერსკი მიყენია და არ ვემდური... ისე ვინდოუსის გამოცვლას გირჩევდით თუმცა მაინცდამაინც ვერ ვერკვევი მაგ საკითხში...http://s020.radikal.ru/i706/1302/cd/ba441245f8c4.gif
-
Giorgi Kiskeidze დიდ შეცდომას უშვებთ!!! სვანი და გურული არაფერ შუაშია და როდესაც პოლიტიკაზე წერთ გაითვალისწინეთ.... ეგ ჯეელი კი მანერულია, უბრალოდ სტაფილოკოკის ინტელექტი გააჩნია და რა მაგის ბრალია თუ ბუნებამ ვერ უშველა... ბევრი ეგეთი მანერული მოლაპარაკე თავები ბიძინემ წონით იყიდა და პარლამენტში დაახვავა... მერე მიხვდა რომ ქუთაისელების სასაცილო გახდა მისი ნაყიდი თავები და ამიტომ გადაწყვიტა პარლამენტის თბილისში გადმოტანა. თბილისი აიტანს, ეგეთები აუტანია.... http://s005.radikal.ru/i210/1302/fc/0ad0fb506454.jpg პ.ს. ასავალ დასავალი ჰარიჯანების გაზეთია მის წყაროდ გამოყენება არასერიოზულია.http://s017.radikal.ru/i410/1302/7c/c41b1556497a.gif