Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. ეს უბრალოდ "უგუნური" განცხადება(ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან) არ იყო, იგი მოსვლამდეც სხვადასხვა ფორმით ნათლად ამბობდა თავის დამოკიდებულებას რუსეთის საქართველოსთან შემოჭრასთან და ოკუპაციასთან მიმართებაში(ის რომ ივანიშვილის და რუსეთის პოზიცია იდენტური იყო ამას მილიარდებით მოხიბლული 54% პროცენტი ყურადღებას არ აქცევდა). რაც შეეხება სოზარი მამიდას და მარგველაშვილის "მისტიკურ" განმარტებებს ეს გემოვნების საქმეა. შეიძლება სადმე მოიძებნოს კიდეც ადამიანები ვისთვისაც საინტერესო იქნება მსგავსი ხელისბიჭების "აზრის" მოსმენა. საერთოდ როდესაც ოლიგარქი ხარ ალბათ უფლება გაქვს ნებისმიერი მოვლენა შეაფასო ისე როგორც მოგეპრიანება(უფრო სწორედ როგორც შენ სუზერენს(ვოვას) მოეპრიანება) და რის ვაივაგლახით გარესპექტაბელურებული სოზარი მამიდა და განათლების ოქსაკალი მარგველაშვილი დიდი მოწადინებით აიტაცებენ შენ(ბიძინეს) ნებისმიერ აკვიატებას...
  2. ძალიან გთხოვთ ეხლა ქერათმიანი ოსების სურათების მოძებნა არ მთხოვოთ დამიჯერეთ სიტყვაზე ბევრი ყავთ...უბანშიც გვყავდა ქერა ოსები ომის დღეებში გაქრნენ და მერე გუგლში ვნახე მათი სურათები რუსულ ტანკებზე წამოსკუპებული კალაშებით ხელში(იმედია ბიძინეს ოტწიპელი ჩამოიტყუებს თბილისში ძალიან დიდი იმედია..)http://s019.radikal.ru/i639/1304/e7/fe897b86afaa.gifრაც შეეხება მონღოლოიდურ ელემენტებს ეს ილხანების და ოქროს ურდოს მემკვიდრეობაა კავკასიაში. სხვათა შორის დაღესტნელ ერებს შორის ერთი მონღოლოიდურია რომელიც ზემოთ ხსენებულ მონღოლებამდე საქართველოში არ არსებობდა აქ კიდევ ერთი აიაჩოელი არტილერისტის(ნაპოლეონი ერქვა სამშობლოში) სიტყვებსაც გავიხსენებ:"поскреби русского получишь татарина"("Scratch obtenir Tatars de Russie) Scratch the Russian and find the Tartar
  3. Shaten არ ვიცი ჭანტურიშვილში რა არ მოგეწონათ მაგრამ პირადად მე ერთერთ სერიოზულ სპეციალისტად მიმაჩნია ეთნოგენეზის საკითხებში. გარდა ამისა მას როგორც სპეციალისტს თავის მოსაზრებები კი არ უწერია არამედ კომპილაციური ნაშრომია სხვადასხვა აკადემიური კვლევათა კრებული. Siknadmo-ს მცდელობაც ქებას დაიმსახურებდა რომ არა ერთი ფაქტორი რომელიც პრინციპში მხოლოდ რუსული ეთნოგრაფიის ნაკლი არაა(სომხური და ბრძნული სკოლებიც(ალბათ თურქულიც. ებრალებზე საერთოდ აღარეფერს ვამბობ) მაგ სუბიექტივიზმის ტყვეობაშია. საქმე იმაშია რომ რუსული ისტორიისა და ეთნოგრაფიის სკოლები ჯერ კიდევ ცარიზმის პერიოდში მოგვიანებით კომუნისტურ ხანაშიც(დღესაც განაგრძობენ) კარჩაკეტილ კვლევებს აწარმოებდნენ და უსაშველოდ ამახინჯებდნენ როგორც თვით იმპერიის ტიტულური ერის რუსების ისტორიას ის ოკუპირებული ერების ეთნოგენეზსა და ისტორიას(სხვათა შორის მეცხრამეტე მეოცე საუკუნეში უამრავი ქართული წყარო(მუსულმანი ოკუპანტები შედარებისათვის უფრო რელიგიური სახის ლიტერატურას და ნივთებს ანადგურებდნენ ისიც ქაოტურად უგეგმოდ რუსები კი გეგმაზომიერად ჩანიშვნით ყველა სახის ისტორიულ წერილობით დოკუმენტურ და სხვა მასალას ანადგურებდნენ რასაც პერსპექტივაში სახიფათოდ თვლიდნენ. ცნობილია რომ 20 წლებში რამდენიმე ვაგონი ქართული წერილობითი წყარო გაიტანეს რუსეთში აქ კვალი ქრება...რაც ვიცით და კიდევ რაც არ ვიცით). ამიტომ რუსული ნებისმიერი წყარო ისტორიაში და ეთნოგენეზში სერიოზულ აკადემიურ წრეებში ყოველთვის: უკეთეს შემთხვევაში დიდ ეჭვს იწვევდა უარეს შემთვევაში დაცინვას). ჩემთვის პირადად რუსული წყარო ოსებზე იქნება თუ ყირგიზებზე არავითარ ნდობას არ იმსახურებს თუ გავლილი არა აქვს საერთაშორისო აკადემიური წრეების ექსპერტიზა.. გახსოვთ Siknadmo-მ რომ მკითხა "შენ მართლმადიდებლობა არ გევასება? მეგრელი ხარ"-ო ეს მისი ბრალი არაა ესაა სწორედ რუსული კონიუქტურული "ეთნოგენეზი" და "ისტორიოგრაფია" რითაც ათწლეულობით წამლავდნენ ხალხს რუსი "ისტორიკოსები" ქართველობის დასაშლელად კუთხეების მიხედვით და შემდეგ მოგეხსენებათ ჩვენ "ველური კავკასიელები" და "ზეგანათლებული" რუსეთი დი ვიდე ეტ იმპერა...
  4. Shaten ენა კი ბატონო ვთქვი კიდევაც ირანული ენათა ოჯახთან ახლო დგას მაგრამ ეთნიკურად აზიელებად არ ითვლებიან ყოველ შემთხვევაში ოსთა ეთნოგენეზზე მე რა ლიტერატურაც წამიკითხავს იქ ოსები აზიურ ერად არსად არ მოიხსენიება. თუ ეთნოგენეზის საკითხები გაინტერესებთ ქართულად 90-იან წლებში მგონი ტ.ჭანტურიშვილმა გამოსცა საკმაოდ აკადემიური ნაშრომი ამავე სახელწოდებით, მართალია მცირე ტირაჟით და უნივერიტეტშივე გაიყიდა თუ ხელი მიგიწვდებათ საკმაოდ საინტერესო წიგნია ამ თემატიკაზე. მე კარგა ხანია აღარ დავბრუნებულვარ ამ თემასთან(ალბათ 25 წელი გავიდა) შეიძლება რაღაც ზეპირად აღარც მახსოვდეს მაგრამ ოსებზე ვგონებ არ მეშლება..
  5. Shaten სუფთა ოსებზე ვერაფერს ვიტყვი მაგრამ რაც ზემოთ მოგახსენეთ საკმაოდ სერიოზული წყაროებიდან ვიცი. ოსების დიდი ნაწილი მართლა ქერაა(ცხინვალელ ოსებზე არ ვამბობ ისინი შავგვრემანები არიან და წინააზიურ-სკვითური თავის ქალით) ორჯონიკიძეში(დღევანდელი ვლადიკავკაზი) და მის გარეუბნებში ცხოვრობენ. ასიმილაციას ოსები არ ექვემდებარებიან ვინაიდან კლანური თემობრივი პრინციპებით ცხოვრობენ და საუკუნეების მანძილზე ყმადნაფიცის მოვალეობას მშვენივრად შეეგუენ მტრულ გარემოში(რუსების გარდა ოსთათვის ჩრდილო კავკასია აბსოლუტურად მტრულ გარემოს წარმოადგენს არ არსებობს რომელიმე ეთნიკური ჯგუფი კავკასიაში რომლებთანაც ოსებს მეგობრული ან ეთნიკურ-რელიგიური ან კულტურული სიახლოვე ქონდეს ეს ოსებმა მშვენივრად იციან ამიტომაც ესე არიან სუზერენ რუსეთზე ჩამოკიდებული. როდესაც რუსეთი სამუდამოდ წავა კავკასიიდან ოსები ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან მათ არავინ დაიცავს ენგუშთა გარდა დამიჯერეთ მათ უამრავი მტერი ყავთ). დიგორელები და კუდარელები ორი დიდი განშტოებაა ოს ერში(როგორც ჩეჩნები და ენგუშები ვაინახებში. მთლად ზუსტად ესე არა მაგრამ დაახლოებით)
  6. Giorgi Kiskeidze და როდის იძახდა ბიძინე რუსეთი ოკუპანტიაო? ეგ ოლიგარქი ყოველთვის ამტკიცებდა რომ ჩვენ(ჩვენში საქართველოს ვგულისხმობ ბიძინეს გარეშე) დავესხით თავს რუსეთს ქართულ მიწაზე. არაფერს ისე არ გამოყავს ეგ ჭორვილელი მწყობრიდან ისე როგორც რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება... სოვოკია ეგ კაცი და რას ერჩი ადრე თუ გვიან მიიღებს თავის მისაღებს ქართველობისაგან...
  7. Shaten SIKNADMOს ნაწილობრივ ვეთანხმები. მართალია ენობრივად ოსები ირანულ ენათა ოჯახში შედიან, ეთნიკურად მათი დიდი ნაწილი გოთების შთამომავლებად, ნაწილი სარმატების წარმომავლებად ითვლებიან...გარდა ამისა ოსები ზოგ ეთნოგრაფს საერთოდ კავკასიელ ავტოქტონებად არ მიაჩნია. მგონი ადრე ვთქვი რომ ლუდის ხარშვის ტრადიცია ზოგო ისტორიკოსის აზრით ალანებმა ოსტგოთებისაგან მიიღეს. ქართველ ისტორიკოს ტივაძეს საერთოდ ოსები ოსტგოთების შთამომავლებად მიაჩნია(ამ ჰიპოტეზის მტკიცებულებად მას ოსტგოთების ჩრდიოკავკაშიაში ხანმოკლე ლაშქრობები მოყავს), სხვათა შორის გოთებისა და ალანების(ნართები) ეპოსები ნაწილობრივ გავს ერთმანეთს მაგ ოდინი(ვოტანი) და ვასთირჯი(თუმცა ამ პრინციპით ბილინებშიც შეიძლება ვიპოვოთ საერთო). ოსები ორ ჯგუფად იყოფიან(дигорцы и кударцы) და მათი დიდი ნაწილი ქერათმიანი და ცისფერთვალებაა. რაც შეეხება ადოლფს და საერთოდ ევროპულ სახელწიფოებს, მოსახლეობის სიმცირის გამო დიდი ტერიტორიების(მხედველობაში მაქვს განვითარებული ქვეყნები) დაპყრობა არ შეუძლიათ: უფრო სწორედ ბრძოლაში კი შეუძლიათ გამარჯვება მაგრამ დაკავებული დიდი სივრცეების ხანგრძლივი ოკუპაცია არ შეუძლიათ ზემოთ ხსენებული ცოცხალი ძალის სიმცირის გამო. მხოლოდ ძალიან ჩამორჩენილი ტერიტორიების ხანგრძლივი ოკუპაციაა შესაძლებელი ...უფრო სწორედ ესე იყო გასული საუკუნის 70-იან წლებამდე..
  8. Giorgi Kiskeidze http://www.lib.ru/POECHIN/lao1.txt ეს ოკუპაციის ენაზეა მაგრამ ვფიქრობ იცი ეს ენა. დაო დეძინი მითითებულ საიტზეა. ქართულად კი არსებობს ლერი ალიმონაკის თარგმანი ლაოძი: დაო დე ძინი.
  9. http://i072.radikal.ru/1304/5e/15b82acec084.jpg ლაო ძი მყავდა მხვედველობაშიhttp://s61.radikal.ru/i172/1304/21/013fe41055f9.gif "დაო დე ძინი"-ს ავტორი. ისე როგორც გავიგე ლაო ჩინურად უხუცესს მოხუც ადამიანს ნიშნავს...თუ არ წაგიკითხავთ ძალიან გირჩევთ არი თარგმნილი ქართულადაც და ოკუპაციის ენაზეც.
  10. http://i066.radikal.ru/1304/b2/8b64a1a3e38c.jpghttp://s020.radikal.ru/i723/1304/7a/5b730706c7ab.jpg http://s019.radikal.ru/i637/1304/62/2d9dd61aea52.jpg http://s60.radikal.ru/i168/1304/fb/cd45a2fef307.jpg http://i011.radikal.ru/1304/e9/df89a7edad51.jpg http://i066.radikal.ru/1304/bb/8c1ec50dff47.jpg
  11. http://s019.radikal.ru/i633/1304/b4/a3d4a0e0e58c.jpghttp://s019.radikal.ru/i615/1304/22/e747ffeec8eb.jpg http://s019.radikal.ru/i608/1304/2c/3959c3d5ae2f.jpg http://s020.radikal.ru/i717/1304/ed/464cd19199a6.jpghttp://i065.radikal.ru/1304/ca/954537c7c6c1.jpg
  12. "ო რა გვიანია სიტყვა ბრძნული და დაუნჯებული" (ძია ლაო). ეს მეოცნებე კოლმეურნეები საქმებს დაატრიალებენ მტრისას...
  13. http://www.youtube.com/watch?v=CZrGdH3CNX4 ეს გამონათქვამი "საქართველო პატარა სოფელია" ვიკინგებს ეკუთვნით ოღონდ საქართველოს მაგივრად ისინი პარიზს ეძახდნენ პატარა სოფელს. ეს ის ბნელი დრო იყო როდესაც "პატარა სოფელ" საქართველოში მსოფლიო კულტურის ბრწყინვალე ნიმუშები იქმნებოდა, ქართული მხედრობა სერიოზულ სამხედრო ძალას წარმოადგენდა თვით ბიზანტიელებსაც კი ეხმარებოდა, სომეხთ ქვეყანას ათავისუფლებდა(ამ ამბავს უამრავი სომეხი სიხარულით ხვდებოდა ინდოეთში) ამ დროს კი დედა რუსეთში დრევლიანები ანთროპოფაგიით(კანიბალიზმი) იყვნენ დაკავებული და ჭექა ქუხილს(პერუნი) თაყვანს ცემდნენ.... როგორი აგდებით ცინიზმით საუბრობს ეს რუსეთში გამდიდრებული ჩიაბერა ქართულ ჯარზე თითქოს ჭლექით დაავადებული ღრმადმოხუცი უპატრონო ბოშა იყოს საქართველოს არმია...
  14. Giorgi Kiskeidze თუ გნებავთ ეგრე მონათლეთ.... თავისთავად მაგ ტიპზე რომ ორი პოსტი დავწერე უკვე მისი მხრიდან დიადი გამარჯვებაა. ისე ვფიქრობ ეგეთი ხალხი დიდი დიდ ნაყინის გამყიდველს თუ შეაგინებს მას შემდეგ რაც ტაქში ჩაჯდება და მოცოცხავს...
  15. Giorgi Kiskeidze მე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ ჩხავანა კატები თაგვებს არასოდეს არ იჭერენ. საქართველოში 10000 ბაქიაზე, მკვეხარაზე ერთი შემსრულებელი მოდის. მეტსაც ვიტყვი რომ როდესაც კაცი მუქარას ახმოვანებს ეს უტყუარი ნიშანია იმისა რომ არაფრის გამკეთებელი არაა და უბრალოდ ჭიას ახარებს. როგორც აფრიკელი ანტილოპები ამბობენ "საშიში არაა მტაცებელი რომელსაც ხედავ, სახიფათო ის მხეცია რომელიც არ ჩანს"... ტელეფონის და ინტერნტ "შურისმაძიებლებით" სავსეა სამყარო...ფილმებს უყურებენ და შემდეგ მათი "გმირების" თავგადასავლების ექსკრიმენტებით ცხოვრობენ....ძალიან სახალისო ხალხია ვირტუალური "შურისმაძიებელი" ბიჭუნები და გადზრდილი ყმაწვილები...
  16. ეს პოსტი რამოდენიმე თვის წინ დავწერე როდესაც ივანიშვილის რუსეთზე საუბარს ვუსმენდი მაგრამ როგორც ვხედავ დღესაც საჭიროა გახსენება. თემას ერქვა: ვასალის მომხიბვლელი თავმდაბლობა სუზერენზე საუბრისას. ნაგისა ოშიმას 1999 წლის ფილმში- "Taboo" მოთხრობილია სამურაების ცხოვრება და ურთიერთობა....მთავარი ინტრიგა ფილმისა იმაში მდგომარეობს რომ ერთერთი გმირი რომელიც ტექნიკითა და გამოცდილებით თითქმის ყველაზე ძლიერია გაუგებარ სისუსტეს იჩენს მასზე რამდენიმე საფეხურით დაბალ მდგომ ერთერთ სპარინგ პარტნიორთან. პირველი(რომელიც ძლიერია) დაუნდობელია და სისასტიკით მოხუც სამურაებსაც კი აკვირვებს მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე ჩნდება ის(სპარინგებში დაბალ საფეხურზე მდგომი) სამურაი ძლიერი ფითრდება ძალა ეცლება და მასთან(სუსტთან )სულ აგებს. როცა ამ სუსტს სხვა ყველა(ვისაც ძლიერი წამებში ამარცხებს) სამურაი თავისუფლად უსწორდება....როდესაც ვუსმენდი ბიძინეს რუსეთზე საუბარს ეს ფილმი გამახსენდა...გამახსენდა მრისხანე კობა დავითაშვილის ჩავარდნილი ხმა თბილის-მოსკოვის ტელედებატების დროს ჟირინოვსკისთან(ეს ერთი 5 წლის წინანდელ ამბავს მოგახსენებთ მაშინ თვით კობიკოს კოშმარშიც კი არ დაესიზმრებოდა რომ ჟირინოვსკის კარზე ატუზულს დააცდევინებდნენ და ხელის ჩამოურთმევლად მიიღებდა დიდი რუსი ძერჟიმორდა ძერჟავნიკი ჟირინოვსკი), გამახსენდა ზეინტელექტუალი ლევან ბერძენიშვილი როგორი ჩავარდნილი დაყვავებული ხმით ეკურკურებოდა რუსეთის ელჩს ტელეფონით(ესეთი მოსიყვარულე და შემწყნარებლური ტონი არ ღირსებია არცერთ ლევანის ქართველ ოპონენტს ბრეგაძეს გარდა რომელმაც იგი პირდაპირ ეთერში პორტის ბოზივით შეამკო(უნდა ვაღიარო მაშინ შემეცოდა ლევანი)). ვიფიქრე რა ემართება ამ ადამიანებს რუსებთან საუბარში და კვლავ ნაგისა ოშიმას Taboo გამახსენდა.... რა თქმა უნდა ბიძინე და მისი მენტალობის ადამიანები "ერთად ცხოვრობდნენ დიდ ქვეყანაში" ხოლო რუსეთმა სხვა ქვეყნის ანექსია მოახდინა 1801წელს, ბიძინეს და პუწინს ბევრი "კარგი და საერთო ამბები აქვთ" ამ ერთად ცხოვრებიდან კულტურული: როდესაც რუსებმა მეცხრამეტე საუკუნეში საერთოდ გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია ფრესკები გადაღებეს და ეგზარქოსები დაგვისვეს როდესაც ოფიციალურად ერთხელ გააუქმა ქართულ ენაზე სამართალწარმოება(მეცხრამეტე საუკუნეში) და მეორედაც ცადა გასულ საუკუნეში....ბევრი რამ გვაქვს საერთო 1921 ოკუპაცია, 1924 აჯანყების ჩახშობა, რეპრესიები 1935-53 წლებში, რუსეთ-გერმანიის ომში ძალით გარეკილი 300000 ქართველი(ილხანების სახანოც და სპარსელებიც მიერეკებოდნენ ქართველებს თავის ომებში მაგრამ რატომღაც ეს ქართულ-მონღოლურ-სპარსულ ურთიერთობებში "საერთო ცხოვრების" ისტორიად არ განიხილება)....და არავინ ითხოვდა კანცლერ ბიძინესაგან რუსეთის დედის გინებას მაგრამ ოკუპაცია "ერთად ცხოვრების ისტორია" ვერასოდეს ვერ გახდება ჭეშმარიტებისათვის...მტრის შემოჭრა შენ მიწაზე: გაუაზრებელი ომი ქვეყნის დამცველთათვის არასოდეს გახდება. ამ ყველაფრის უარყოფა და რუსეთისათვის მაამებელი "საქართველოს ისტორიის ახალი ხედვა" განწირულია სანაგვისათვის....აქაოდა "ურთიერთობას ვალაგებთო" და "შიშიშიში" ყველის ვაჭარივით ვუკრიჭოთ კიჭები რუსებს, ვაამოთ, თავზე ნაცარი ვიყაროთ ჩავარდნილი ხმით- ეგებ ცხინვალიდან და სოხუმიდან თუ არ გავლენ ერთ ორ ყუთ ბორჯომს და ჭიან ვაშლს სადმე პოდმოსკოვიეში მაინც ხომ გაგვაყიდინებენო.....ეს არ იყო არც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი პოლიტიკოსის განცხადება არც დაპყრობილი მაგრამ მუხლებზე არდამდგარი ადმინისტრაციის განცხადებას გავდა....ეს იყო შეშინებული ვაჭარის საუბარი: მკლავენ, სახლს მიწვავენ, მიწას გვართმევენ და ეგებ გვევაჭრა მაინც მოძალადესთან იქნება ამ ყველაფერში ხეირი რამე ვნახოო. p.s. განგებამ გადაარჩინა აშშ და ინდოეთი(კიდევ ბევრი სახელმწიფო ვინც თავისუფლებისათვის იბრძოდა): ჯორჯ ვაშინგტონს და მოჰანდას განდის რომ ვაჭრული სული ქონოდათ ან ამდენი "მწიგნობარი და ფარისეველი" ოკუპანტთან "ურთიერთობის დალაგების" მცოდნე ექსპერტი-პოლიტიკოსი ყოლოდა სად იქნებოდნენ ეს სახელმწიფოები?...ჭეშმარიტად თქვა აკაკი ბაქრაძემ: "ყოველგვარი ნიღაბი არსებობს ამ ქვეყნად, მათ შორისი სილაჩრის გამამართლებელი კეთილგონიერებისაც"...
  17. Saturn ეგ გემოვნების საქმეა და მე არ მადარდებს რა ხდება შიგნით ეკლესიაში, მეჩეთში, სინაგოგაში თუ ჭორვილას მონასტერში. ჩეხოვმა ერთხელ თქვა: "როდესაც ვყვები ცხენის ქურდების შესახებ, მე არ ვამბობ რომ ცხენის ქურდობა ცუდია. ეს მოსამართლის საქმეა და არა ჩემი".
  18. კიდევ ერთმა პატარა ჯგუფმა გამოიღვიძა..... ნელნელა მაგრამ აუცილებლად დადგება ბიზნესმენ ივანიშვილის რუსეთში დეპორტაციის დრო. მის მხარდამჭერ "პოლიტიკოსებს" კი სახალხო მეურნეობაში დავასაქმებთ, ოდეს "საქართველოს სადა ყავს შვილი დასაკარგავი". http://s05.radikal.ru/i178/1304/6f/e72107db86fc.jpg
×
×
  • შექმენი...