-
პოსტები
2.669 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
35
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი urfinjus
-
http://politico.ge/i.../news/view/2384 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით, თამარ ჩხეიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია მიმართვას უგზავნის. “თქვენი გუშინდელი განცხადება, აგვისტოს ომის თაობაზე, არა მარტო ეწინააღმდეგება სამართლიანობას და ჭეშმარიტებას, არამედ მიმართულია ოკუპაციის მსხვერპლი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. თქვენი და თქვენი ზოგიერთი მინისტრის აპელირება სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე ცინიზმია, რადგან ამ შემთხვევაში, სიმართლე ერთი და მეტისმეტად მარტივია - რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, დახოცა ჩვენი მოქალაქეები, მოაოხრა , დაწვა ქართული სოფლები, ჩაატარა ეთნოწმენდა და თქვენ და თქვენი პირით, რუსეთი კი ისევ საქართველოს ადანაშაულებთ! საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის მხრიდან უკვე მიმდინარეობდა, საზღვარი დარღვეული იყო, ცეცხლის ქვეშ იყო მოქცეული ქართული სოფლები, უკვე იყო მსხვერპლიც. (და არა ისე, თქვენ რომ ამბობთ, რაღაც კედელი დაზიანდაო). ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ასეთ დროს, ნებისმიერი ხელისუფლების უფლება კი არა, მოვალეობაა (ხელისუფლების არსებობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა), დაიცვას თავისი ტერიტორია და მოსახლეობა და საპასუხო ცეცხლის გახსნა, ამ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივი და კანონიერი მოვლენაა. ქართული მხარის რეაქციის ეფექტურობა- არაეფექტურობა, ალტერნატიული მოქმედებების მიზანშეწონილება და სხვა საკითხები, სულ სხვა მსჯელობის საგანია და მას კავშირი არა აქვს მთავარ საკითხთან - ვინ დაიწყო ომი, ვინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში, კარგია ის თუ ცუდი, გვძულს ის თუ გვიყვარს, იურიდიულად, ის საქართველოს მხარეა და თქვენ მისი დადანაშაულებით და ოკუპანტის გამართლებით, მიშა სააკაშვილს და ნაციონალებს კი არა, ჩვენს ქვეყანას უთხრით ძირს. ცალკეული პარტიები და ხელისუფლება კი არ არის მნიშვნელოვანი, ეს საქართველოს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია, მიწის, რომელიც ჩვენია და რომელსაც დამპყრობელი გვართმევს და ამ საქმეს მას ასეთი განცხადებები, მით უფრო საქართველოს ოფიციალური ხელისუფლის მხრიდან, ძალიან უადვილებს! ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით - თამარ ჩხეიძე.
-
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პრაგმატიზმით კმაყოფილია
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://i036.radikal.ru/1304/40/74b41f8d04a0.jpg -
Metalhead ოკ გასაგებია.
-
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პრაგმატიზმით კმაყოფილია
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://s60.radikal.ru/i167/1304/6f/cf740e081969.jpg -
http://news.ge/ge/ne...zmit-kmayofilia " რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ხელისფლებას მოსწონს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატიზმი და კმაყოფილია, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, პრაგმატულად გადაჭრას ის საკითხები, რომლებიც არსებობს რუსეთთან ურთიერთობებში, კერძოდ კი ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ. " „ჩვენთან თეატრალურ ფესტივალებზე რეგულარულად ჩამოდიან სამუშაოდ ქართველი არტისტები. მე მხოლოდ მივესალმები ამას, რადგან ხალხს ყველაფრის მიუხედავად უნდა ახსოვდეს, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ და მეგობრობდნენ. ვფიქრობ, ეს მეგობრობა არსად გამქრალა, თუმცა ახლა მნიშვნელოვან გამოცდას გადის“,- აცხადებს ლავროვი. " ----------------------------------------------------------------- ერთი სიტყვით რუსეთის ხელისუფლებამ შეაქო(АЙ МОЛОДЦА-ო) თავისი ფულით არჩეული კანცლერ ბიძინეს ადმინისტრაცია თუმცა ის აღარ დაუკონკრეტებია როდესაც იძახდა "აი მოლოდცა საქართველოო" კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს გულისხმობდა: იმას პუწინმა რომ რუსულ რუქებზე შემოხაზა თუ იმას ევროპის სახალხო პარტია რომ აღიარებს? ვფიქრობ უფრო პირველი იქნებოდა.... დაუფასდა ბიზნესმენ ივანიშვილს ამდენი გარჯა: აქეთ პალესტინა აღიარა გაეროში(ბიძინამ პალესტინა სად არი და რატომ უნდა ეღიარებინა მაგდენი არ იცოდა სამაგიეროდ იცოდა რომ მოსკოვში ესიამოვნებოდათ ესეთი "გიბკია" ჩვენი კანცლერი) იქით ევროპა ამერიკა გამოლანძღა ოკუპაცია ქვეყნის შიდა საქმეა და ნუ ერევით ჩვენ თვითონ "დავალაგებთ" ურთიერთობას" სტუმრად "შემოჭრილ" რუსებთანო(ჩვენ კი ვიცით რას "დაალაგებენ"-მოსკოვის დახლებზე ჩირსა და ღვინოს(ბორჯომი ორი თვის წინ თვითონ რუსებს უყიდიათ და ბორჯომი აღარაა ჩვენი პრობლემა)). არც რუსეთში საკუნტუშოდ ჩარეკილ ერისიონ-რუსთავის გოგობიჭების ბუქნაობა გამორჩენია ლავროვს აღნიშნა კიდეც მივესალმებითო.... ბოლოს კი ბრძანა: " მეგობრობა არსად გამქრალა"-ო. კაცო "მეგობრებიც" ვყოფილვართ და არ ვიცოდით.... 1801 წლიდან დღემდე სულ "ვმეგობრობთ" და "ვმეგობრობთ" ....მე კი გულუბრყვილოდ მეგონა სახელმწიფო ვიყავით თურმე ჩირისა და ღვინის გამყიდველი მოკუნტრუშე რუსეთის "მეგობრები" ვყოფილვართ მიწის იმ ნაწილზე სადაც ველიკოროსსები შემოგვიხაზავენ. დაუფასდა ივანიშვილს გარჯა აგერ უკვე თვით ლავროვისაგან ქებაც კი დაიმსახურა: "АЙ МОЛОДЦА"-ო ეს კი არაა უკვე პატარა ამბავი თუ ესე გავაგრძელეთ შეიძლება შემოდგომით რუსებისაგან "საღოლ"-საც კი გამოვკრათ ხელი. http://www.youtube.com/watch?v=2ZygeQpJSdc&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=1
-
Shaten http://s52.radikal.ru/i138/1304/74/12950d7be328.gif
-
Metalhead ირონია გასაგებია.... არავითარ აქციაზე 89 წლის 26 მაისის შემდეგ არ ვყოფილვარ და არც მომავალში არ ვაპირებ. საერთოდ ეს სამყარო შავი და თეთრი ფერებისაგან არ შედგება... არაა მხოლოდ პრო და ანტი... თუმცა ყოველთვის არაა შესაძლებელი ამის ახსნა,მით უმეტეს როდესაც კითხვა უკვე თავისთავად აღარ წარმოადგენს კითხვას არამედ ირონიისა და მტკიცებულობის ელემენტებს შეიცავს. აქციებით არცერთი ხელისუფლება არ შეცვლილა და არ შეიცვლება...ეს ლუმპენების, მოპოეტო ტიპების "ღრმა რწმენაა" რომ ე.წ. "საზოგადოების აქტიურობით" რაიმე მიზანი მიიღწევა მე შორს ვარ ესეთ გულუბრყვილო მიდგომისაგან.
-
Precursor გადავცემდი ცოცხალი რომ ყოფილიყო(70-იან წლებში გარდაიცვალა).
-
http://news.ge/ge/ne...bobs-problemebi საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეკლესიაში პრობლემები არსებობს. ამის შესახებ პრემიერმა ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, "ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას, კარგად ვიცით, რომ იქაც არსებობს პრობლემები და ზოგიერთ შემთვევაში, საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. ეს ნორმალურია და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ის მიიჩნევს, რომ ეკლესია დამოუკიდებელი და სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს. „ის აუცილებელი თანხა, რაც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დასახმარებლად, უნდა იყოს გადარიცხული ერთხელ და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა ეცადოს რაიმე სახით მოახდინოს კონტროლი ეკლესიაზე", - განაცხადა პრემიერმა.----------------- ამდენი ურთიერთგამომრიცხავი წინადადება მრავლისმნახველ ქართველობას იშვიათად უნახავს თუმცა ბოლშევიკებიც ახსოვს, კიტოვანიც, ქართლოს ღარიბაშვილიც და დავით აქუბარდიაც(ეს უკანასკნელი დღემდე თავს ჟურნალისტად ასაღებს და თავის მიკროოსტანკინოს ჯიხურიდან ლუმპენების დაბოლებას ჯიუტად განაგრძობს.). დავუბრუნდეთ მსხვილ თეოლოგსა და სახელმწიფო მოღვაწეს ივანიშვილს: 1. ეკლესიაში პრობლემები არსებობს -ეს თამამი განცხადებაა რადგან არ დაუკონკრეტებია შეიძლება ვინმე ინტრიგანმა ეპისკოპოს იობის(და სხვა მღვდლების) საარჩევნო პროცესში აქტიური ჩარევა(ბიძინეს გუნდის სასარგებლოდ) იგულისხმოს რაც ეწინააღმდეგება ივანიშვილის აღმოჩენილ ახალ აქსიომას:2ეკლესია დამოუკიდებელი და სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს(არიქა ეს ამბავი ევროპას გავაგებინოთ თორემ საბრალონი ისევ თეოკრატიაში ცხოვრობენ). რამდენი ახალი იდეებით ირწყვება ეს მადლიანი ქართული მიწა თუ აკვირდებით?. 3".ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას" ცოტა დავიბენით კაცო(რას ნიშნავს რომ განვითარების დაბალ საფეხურზე ვიმყოფებით და ვერ ვწვდებით კანცლერის სიტყვათა მთელ სიღრმეს) წეღან არ თქვით: "ეკლესია დამოუკიდებელი და სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს"-ო? მერე თუ სახელმწიფოსაგან გამიჯნულია ეკლესია, სახელმწიფო და მისი მოხელეები(მე ინერციით ივანიშვილი სახელმწიფო მოხელე მგონია თორემ მას თავი უფრო მაღალ კატეგორიაში წარმოუდგენია(როგორც დილიტანტმა(ეს მე არ მითქვამს ბიძინამ თქვა კბილაშვილზე) არჩიბალდმა ბრძანა იგი(ივანიშვილი) აღმატებულ მდგომარეობაში იმყოფებაო(ეს იმიტომ საფანგეთის მოქალაქე და უბრალოდ შეძლებული კაციაო თორემ ინტელექტზე და "სულიერებაზე" რომ ეთქვა შეიძლება ვინმეს არ დაეჯერებინა)) როგორღა ეფერებიან? გარდა ამისა საქართველოში კათოლიკეები, ევანგელისტები, ბაბტისტები, ათეისტები აგნოსტიკოსებიც არიან და გამორჩეული მოფერებით სახელმწიფოსაგან არ იქნება რელიგიური შუღლის ჩამოგდების მცდელობა? შუღლი თუ არა ეს ხალხი იტყვის "ეეე ძმაო მარტო მაგათ თუ ეფერებით-ე.ი ჩვენ ამ ქვეყნის შვილები არა ვართო"- და მერე რელიგიურ სეპარატისტებს რაღა გაუძლებს.... ფულის კონტროლზე საერთოდ არაფერს ვამბობ: ერთი მხრივ ამბობ "ეკლესიაში პრობლემებიაო" მერე ამბობ გამიჯნული უნდა იყოს ეკლესია სახელმწიფოსაგანო და ამატებ ფულს რომ ვუხდით(არადა რა საინტერესოა სახელმწიფო ფულს უხდის ღმერთის სახელობის ინსტიტუტს რომელიც მისგან გამიჯნულია მაგრამ არჩევნებში მღვდლები პროპაგანდისტებად მუშაობენ მაგალითად იობი-ელგუჯა, მენდალიანი ისაკაძე და სხვა ამხანაგები. საინტერესოა რას იტყოდა ამაზე ნაზარეველი რომ დაენახა "რა ვაჭრობა გამართეს მისი მამის სახლში")არავითარ შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა ეცადოს რაიმე სახით მოახდინოს კონტროლი ეკლესიაზე",...... არ ვიცი კანცლერი რას ფიქრობს როდესაც საუბრობს: ან ფიქრობს რომ არავინ უსმენს მისი ფულის თაყვანისმცემელთა გარდა, ან მისთვის სულ ერთია რას ლაპარაკობს თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
-
ივანიშვილი: კბილაშვილს და ღარიბაშვილს გამოცდილება აკლია
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"კბილაშვილს და ღარიბაშვილს გამოცდილება აკლია"(ბ.ივანიშვილი), ეს რომ მეთქვა ვინ დამიჯერებდა მაგრამ რადგან ივანიშვილმა თქვა ალბათ მართალი იქნება.....ნათქვამი კი ესე ითარგმნება "კბილაშვილს და ღარიბაშვილს გამოცდილება აკლია" ="კბილაშვილი და ღარიბაშვილი დილიტანტები არიან" სწორედ ამ ტიპის მმართველობის მცდელობაზეა საუბარი რომელიც ყალიბდება როგორც ოხლოკრატიისა და ოლიგარქიის ნაზავი. ამგვარი ხელისუფლება დამკვიდრებულია პრინციპზე "друзям все врагам закон"(დღეს პუწინის ხელისუფლება ხელმძღვანელობს ამ "ოქროს" პრინციპით და ბიძინა რა ბიძინა იქნებოდა რომ არ მიებაძა სუზერენისათვის). არჩევნების შემდეგ ფულის ტომრებით აღტაცებულ ელექტორატს ეს "ძალიან გულწრფელი" ამხანაგები შეეჩეჩეს როგორც რაღაც უმწიკვლო პროგრესული თუმცა 21 საუკუნეში ზემოთ ხსენებული ბატონები კბილაშვილი(როგორც აღმოჩნდა ქართული ასექსუალიზმის ლატენტური იდეოლოგი და კიდევ მანქანების "სერიოზული პერეგონშიკი" სხვა მხრივ არ უსახელებია თავი სამაგიეროდ ოლიგარქს ძალიან გულწრფელად მიაჩნია) ღარიბაშვილი(შავი ქამრის მფლობელი ხიდაშელის დედის გინებაში), დავითაშვილი, უსუფაშვილი, ბოსელია ქუცუნაშვილი და სხვა პერსონაჟები მიუხედავად იმისა რომ "ძალიან გულწრფელი" არიან ივანიშვილისა და მისი თანამხარჯველთა გარდა ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს რომ ისინი რაიმე სახის პროგრესის მატარებლები არიან.... ისე რომ "друзям все врагам закон" ახალი პრინციპია ივანიშვილის ოლიგარქიულ-ოხლოკრატიულ სახელმწიფოში რომელსაც "ძალიან გულწრფელი" დილიტანტი(პროფესიონალები "ღმერთმა" დაგვიფაროს) რეტროგრადები მართავენ..... როგორც ვხედავ დაცინვის ღმერთი მომო საქართველოში გადმოსახლდა... -
ივანიშვილი: კბილაშვილს და ღარიბაშვილს გამოცდილება აკლია
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ერთხელ ელინები სპარსთა წინააღმდეგ ლაშქრობისათვის შეიკრიბნენ. თითოეულმა ქალაქ-სახელმწიფომ გარკვეული რაოდენობის ჯარი გამოიყვანა: ათენელებმა 1200 კაცი, კრეტელებმა 800, სპარტელებმა 400, ევბეელებმა 700, მაკედონელებმა 800 და ასე შემდეგ...ყველაზე ნაკლები ჯარით როგორც აღმოჩნდა სპარტელები მოვიდნენ რის გამოც ათენელებმა საყვედური გამოთქვეს..... სპარტელთა მეფემ კი შეკრებილ ელინთა ჯარს მიმართა: "ფეხზე ადექით მექოთნეები-მექოთნეები წამოდგნენ ფეხზე, ფეხზე ადექით ხაბაზები-ხაბაზები წამოდგნენ, ადექით ვაჭრები-ვაჭრებიც აგდნენ და ასე შემდეგ ვიდრე სპარტელთა გარდა მინდორზე მჯდომარე არავინ არ დარჩა. ბოლოს თქვა ყველა დაჯდეს და წამოდგნენ მხოლოდ მეომრები"-სპარტელთა გარდა არავინ არ წამოდგა..... სპარტის მეფე მოუტრიალდა ათენელებს და კითხა მე საომრად მებრძოლი ჰოპლიტები გამოვიყვანე თქვენ კი ღმერთმა უწყის ვინ მოიყვანეთო.(ალბათ მექოთნეები და ხაბაზებიც "ძალიან გულწრფელი" მოტივით მიდიოდნენ საომრად).(პლუტარქე.-პატარა ინტერპრიტაციით) -
http://news.ge/ge/news/story/51406-ivanishvili-kbilashvils-da-gharibashvils-gamotsdileba-aklia 10 აპრილი 12:07 საქართველოს პრემიერმინსიტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შს მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მართალია გამოცდილება აკლიათ, თუმცა მათი სტრუქტურების მუშაობა არის "ძალიან გულწრფელი". ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიებისა და გაზეთების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
Saturn ეს ალასანიას მიერ სამეგრელოს ტყეებში განადგურებული რეჟიმის უჩინმაჩინი კორდესიანელთა ნარჩენები იქნება... მეტსაც ვიტყვი ვაზისუბანში, ვარკეთილში მუხიანსა და გლდანში ევროპის სახალხო პარტიის გადაცმული წევრები საღამოს საათებში თავს ესხმიან ქალებს და ჩანთებს ტაცებენ....მოსახლეობა ამას გაგებით ხვდება რადგან მშვენივრად იციან( სოსო ცისკარიშვილს წაუკითხია დიდ საბჭოთა ენციკლობედიაში და აქუს გადაცემაში ისაუბრა ამ "ფაქტებზე" )საიდან უბერავს ქარი....
-
Saturn მარმარილოს ტალახი არ ეკარება..... ტეტჩერი ერთი 700 წელი კიდევ ეხსომება მსოფლიოს, ხოლო მისი ცხედარის გარშემო მობუქნავე მაიმუნთა ტაშფანდურა რა გასაკვირია "უფუჭეს კაკალსაც კი გატეხვა სურს".
-
წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus".
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომი საქართველოსთან ისტორიასთან არავითარ კავშირში არაა უკვე მერამდენედ შემოაქვს Siknadmo-ს ეს საკითხი ეგება მღვრიე წყალში ვინმე დავიჭიროო. რაც შეეხება 21 წლის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის(მეორე მსოფლიო ომში) ომში ძალით გარეკილ ქართველებს ისე როგორც ილხანების სახანოს ან სპარსთა ჯარში ძალით გარეკილ ან "მოხალისედ" წასულებს ეს იმ ოკუპანტი ქვეყნის ისტორიაა და ათასჯერ რომ მიაკეროს Siknadmo-მ ეს "რუსეთის იარაღის გმირობის" ისტორია ამით არაფერი არ შეიცვლება. ინდოელები იბრძოდნენ ბრიტანეთის არმიაში როგორც ოკუპირებული ქვეყნის ცოცხალი ძალა, თურქებს ყავდათ ალბანელები და ა.შ..... აქ საწყენი არაფერია კოლონია როდესაც თავისუფლდება იმპერიისაგან მათ საერთო ისტორია აღარ აქვთ, რაც შეეხება ჰეროიზირებულ კოლონიის მხედარმთავრებს და ჯარისკაცებს(ბაგრატიონი, კიკვიძე, "კაპიტანი ბუხაიძე") ეს იმპერიის პროპაგანდისტული ხრიკებია დაპყრობილი ერების უმტკივნეულოდ საზარბაზნე ხორცად რეკრუტირების მიზნით. რუსეთში ტანკებსაც ცემენ თაყვანს და ბელადებსა(მათი წარმართული პანთეონი და დღევანდელი ორთოდოქსია საერთოდ ძალიან თავშესაქცევი მოვლენაა მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა.) საინტერესოა ფორთოხალზე რომ გავხსნა თემა იქ წმინდა რუსეთი როგორი კუთხით შემოგოგმანდება... -
წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus".
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://s42.radikal.ru/i096/1304/ef/a57ca58df1e7.jpg -
წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus".
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Giorgi Kiskeidze ნუ ილანძღებით ეს არც არგუმენტია არც რაიმე სხვა. ეგეც არ იყოს ხომ გახსოვთ ავრელიუსი რას ამბობდა "აი უვარგისი ადამიანის სასჯელი ნუ ემსგავსები მას". -
წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus".
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მე ვფიქრობ რომ უავარგისი არა მაგრამ ნამეტანი გულუბრყვილო, უმიზეროდ ფიცხი და უდისწიპლინოა. ამას ეშველება მაგრამ "მძინარ ცხინვალის" ჩხავილი და ციხის ცოცხების კინოთი(პროდიუსერ ბიძინეს როგორც აღმოჩნდა მაისში გადაუღია მაგრამ საკასო მოგების მიზნით პრემიერა სექტემბერამდე გადადო) თვითეგზალტირებული "სახალხო აღშფოთება" ისტორიაში როგორც ღიმილისმომგვრელი ფურცელი ისე შევა.... O sancta simplicitas საქართველოს ელექტორატის 54% უნდა გერქვას შენ... http://s017.radikal.ru/i417/1304/48/a372aae94bd6.jpg -
წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus".
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn წაგებასა და კაპიტულაციას შორის არი სხვაობა. ეს აქუბარდიას ბუტკაში და მაესტროთი შეცდომილი ხალხი რუსეთის პროპაგანდას ერთი ერთში თუთიყურშივით იმეორებს....არსად შემხვედრია ეგეთი სახელმწიფო სადაც აგიტირებული პირები თავის სამშობლოს შემოჭრილი მტრის მიმართ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ და ამით უმაღლეს თვითკმაყოფილებას განიცდნიდნენ... http://www.youtube.com/watch?v=lOD9dXBfjuw -
http://news.ge/ge/ne...ri-gardaitsvala ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. ბარონესა ტეტჩერი სახელმწიფოს 1979 წლიდან 1990 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის ევროპის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახლდათ" რომ არა მისი აღმატებულება ბარონესა ტეტჩერისა და ამერიკის იმჟამინდელი პრეზიტენტის რონალდ რეიგანის ურყeვი ნება რუსეთთან მიმართებაში შეიძლება რუსეთის საბჭოთა იმპერიის ნგრევა უფრო ხანგრძლივი და უფრო სისხლიანი ყოფილიყო. გარდა ამისა ტეტჩერმა რკინის ნებით შეაჩერა პარასიტი მემარცხენე დაჯგუფებების ექსპანსისია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკასა და პოლიტიკაში, აგრეთვე მტკიცე ნება გამოიჩინა ფოლკლენდის კუნძულებთან(„ფოლკლენდის ომი“ (ესპ. Guerra de las Malvinas, ინგლ. Falklands War) ეწოდება ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ეს გამარჯვება კუნძულების მოსახლეობის სურვილსაც შეესაბამებოდა. ომში დამარცხებამ არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობას და დემოკრატიული რეჟიმს აღდგენას მოუმზადა საფუძველი) არგენტინასთან სამხედრო კონფლიქტის დროს რაშიც ჩილეს გადამრჩენელი მისი აღმატებულება აუგუსტო პინოჩეტი აქტიურად დაეხმარა. http://s017.radikal.ru/i443/1304/81/91b99d908eed.jpghttp://s07.radikal.ru/i180/1304/a2/201a115777bd.jpg
-
წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus".
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Margaritas ante porcos -
წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus".
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ტალიავინის გაზპრომის ფულით(ორი ამ კომისიიდან მანამდე გაზპრომის ლობისტი იყო) ნაყიდი ქახალდი(არა ქაღალდი) არავითარ იურიდიულ დოკუმენტს არ წარმოადგენს თუმცა იქ წერია მათი აზრით ფიშტო ვინ გაისროლა პირველი და მეტი საინტერესო არაფერი თუმცა მაშინდელმა ოპომ ეს ლამის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად წარმოადგინა. თქვენთვის თუ არა აქვს მნიშვნელობა რა ფიქრობთ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა რა მიმაჩნია სიმართლედ. და ერთადერთი ყოფილ ხელისუფლებას რაშიც ვეთანხმები ეს ოკუპანტების მიმართ ცეხლის გახნის ბრძანებაა. ესეთი საკითხები ეპისტოლეებით არ წყდება. ჯერჯერობით "ისტორიას გამარჯვებული ოკუპანტები და კოლლაბორაციონისტები წერენ" მაგრამ: Exoriare ultor რუსეთთან სათისფაქციის დღეც მოვა..