Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. http://news.ge/ge/ne...har-undaცნობილი ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს რუსეთში ცხოვრება აღარ უნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო YTPO.Ru ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, დეპარდიე საცხოვრებლად ბელგიაში გადადის. მან უკვე იყიდა სახლი ბელგიის ქალაქ ნეშენში, რომელიც საფრანგეთის საზღვართან ახლოს არის. ამ ქალაქში გადის რკინიგზა, რომლის საშუალებით პარიზში ჩასვლა ძალიან მარტივია. მსახიობის თქმით, იგი ნეშენში პატარა რესტორნის გახსნასაც აპირებს...... http://i069.radikal.ru/1303/35/5f2c49e348f8.gifნეტა ბიძინეს ჯიბის პარლამენტს გადასხმოდეს ჟერარის წყალი(თუ ეს მართალია)
  2. აქამდე მეგონა რომ რუსეთში საჯარო მოხელეთა გარდა ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ცხოვრობდნენ თურმე ვცდებოდი არადა ეს 50 მილიარდი კვიპროსის ოფშორებში საიდან მოხვდა პუწინს უმალავდნენ ალბათ. რუსეთის ხელისუფლება რომ კრიმინალურია თავისი არსით ეს დარჩენილმა სამყარომ იცის და ნებისმიერი კანონი ფიქციაა. პუწინის ხელისუფლება ნეტარი კაუდილიო ფრანკოს პრინციპით : «Друзьям — всё, врагам — закон» ცხოვრობს ....საქართველოშიც ეგ პრინციპი ბიძინეს თანამხარჯველი რეტროგრადების მუყაითობით ინერგება უკვე რამოდენიმე თვეა...http://s005.radikal.ru/i212/1303/52/59f4bb66c7dd.gif ამ ეტაპზე ყველა რუსული კანონი უკაზი თუ "აღიარება" ეს ავადმყოფი სხეულის აგონიაა რომელიც არც სრულდება და არც იგნორირდება(დაჟანგებული ატომური იარაღის შიშის გამო დანარჩენი სამყაროსაგან).
  3. Путин созвал срочное совещание по Кипру — цена вопроса $50 млрд აღსანიშნავია რომ პუტინმა კვიპროსის საბანკო სისტემაში კრიზის განვითარების ამ გზის გამო სპეციალურად მოიწვია სხდომა როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ საკითხის ფასი 50 მილიარდ დოლარს შეიძლება აღწევდესhttp://delo.ua/world/putin-sozval-srochnoe-soveschanie-po-kipru-cena-voprosa-50-mlrd-199864/.-ეს ეხება არა მარტო უბრალო რუსეთის მოქალაქეთა ანგარიშებს კვიპროსზე რომლებიც მაქსიმუმ 6,5% დაკარგავენ არამედ რუსეთის მთავრობის ოფშერებს კვიპროსზე. პუტინის ხელისუფლება ერთადერთი მთავრობაა მთელ ევროპაში რომელმაც უცხო ქვეყნის საბანკო კრიზისის გამო საგანგებო სხდომა გამართა.
  4. http://www.inopressa.ru/article/18Mar2013/inotheme/Cyprus_18.html "კვიპროსის ხელისუფლება დათანხმდა საბანკო დეპოზიტებიდან თანხების შეგროვებას რათა ევრკავშირიდან დახმარება მიიღოს. რუსეთის მოქალაქეებს რომლებსაც ბანკებში არსებული დეპოზიტების 40% ეკუთვნით შეიძლება დაკარგონ 2მილიარდ ევროზე მეტი. "კვიპროსი მიღებს სასურველ ევროპულ დახმარებას-იგი კლასიკური მაგალითია ევროზონის კრიზისის დისფუნქციონალიზმისა ასკვნის The Wall Street Journal-ი შაბათს მიღებული შეთანხმების თანახმად პირველად ევროპაში: დეპოტიზარები გადაიხდიან ბანკების რეკაპიტალიზაციისათვის."
  5. http://news.ge/ge/news/story/49174-dagvatsade-stsavla-ministro განათლების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია გრძელდება. აქციას მუსიკოსები აჩიკო გულედანი და ნიაზ დიასამიძე შეუერთდნენ. სტუდენტებმა გულედანის მიერ დაწერილი სიმღერა - „დაგვაცადე სწავლა, მინისტრო“ - შეასრულეს. სიმღერით სტუდენტები მინისტრს მიმართავენ, რომ მას აღარ აქვს ფიქრის დრო. „არსებობს ერთი რაღაც, რაც ყოველთვის უნდა დაიცვათ და ეს არის თავისუფლება, რომელიც არის ყველაზე ძვირფასი. თქვენი თავისუფლება მდგომარეობს თქვენს განათლებაში. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, თუ გსურთ კარგი განათლება მიიღოთ", - მიმართა გულედანმა სტუდენტებს---------------------------------------http://s006.radikal.ru/i213/1303/27/651e10249102.jpg
  6. არ ვიცი ამ ტექსტის ავტორს რა აკადემიური განათლება აქვს მაგრამ შესავალშივე სერბეთის პროვინციულ ტავერნებში მოსმენილ არაკებს რომ ხორვატი ერის ეთნოგენეზის ერთერთ ჰიპოთეზად ასაღებს უკვე დამაფიქრებელია რა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი ეს ყოველივე. როგორც მოველედი არც კიევის რუსეთის ისტორიაში გამოიჩინა თავი რაიმე მნიშვნელოვანი სიტყვით. არაფერს ვამბობ რაიმე სერიოზული დოკუმენტის ან წყაროს მითითების აუცილებლობაზე ესოდენ ლაღ საუბრისას ერებზე და მათ წარმომავლობაზე.... ერთმორწმუნე რუსეთზე საუბარმა კი თანამგრძნობი ღიმილი გამოიწვია ჩემში...ტრადიციულად "სლავიანოფილები" ანუ რუსეთუმეები ერთმორწმუნეებს მხოლოდ რუსეთს ეძახიან თუმცა რამდენადაც მახსოვს მსოფლიოში 14-15 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია არსებობს და სიძველით უმრავლესი მათგანი "ერთმორწმუნე" რუსეთს აღემატება. ამასთან არც რუსეთში და არც საქართველოში თეოკრატია არაა რომ ეს "სულიერი" ფაქტი საინტერესო იყოს ვინმესთვის...აღარაფერს ვამბობ ალაგ ალაგ პროტესტანებზე ყურმოკრული(თვითონ კონფესიების სახელებს ისე დამახინჯებულად წერს ავტორი რომ უნდა იმარჩიელო ვის გულისხმობდა) არაკებით ნატოზე მორალზე, ევროპის ისტორიაზე ავტორის დასკვნების გაკეთების მცდელობაზე. მიუხედავად სურვილისა ტექსტის ნახევრამდე ჩაკითხვამ დამარწმუნა რომ ჩემთვის საინტერესო აქ არაფერი არ იქნებოდა...
  7. http://s020.radikal.ru/i712/1303/02/5197452e3fab.jpg"ბანანებს არვის წავართმევთ, ჩვენც(უსუpას, ნინელის, ნუკრას, ელდაროს, რობიკოს და სხვა მსოფლიოში უცნობ "გენიოსებს") ნურვინ შეგვეცილება....თორო ისეთ დღეს დავაყრით პუწინსაც გაეცინება" ჭორვილური ეპოსიდან სახელად "ბიძინიადა".
  8. მუშათა წერილები და "ხალხი რისხვა" თავს დაატყდება ევროპას!(რა ნაცნობია ისტორიაა მგონი გასული საუკუნიის 30-50 წლებში სხვა ბიძინეს იცავდნენ სხვა მუშები იგივე წერილებით ევროპისაგან)....http://s018.radikal.ru/i504/1303/a4/5462947dfb98.jpg დეე თრთოდეს ევროპა ბიძინეს თანამხარჯველთა წერილების კითხვისას..... წმინდაო კეაცალკოატლე შენ გადამარჩინე სიცილით სიკვდილისაგანhttp://s001.radikal.ru/i194/1303/05/5fe06be2faa0.gif
  9. Saturn როგორც ერთი ფილმის პერსონაჟზე თქვეს: "ილაპარაკოს რა....ნისკარტი ხომ არ გაუცვდება"http://s017.radikal.ru/i443/1303/69/975ef481bcba.jpg
  10. Makumbo ლოთიანად ვის ეძახით "ხელისუფლებას" ამ რუსი ოლიგარქის კლიენტ თანამხარჯველებს? მაშინ იუმორის დახვეწილი გეძნობა გქონიათ...http://s019.radikal.ru/i613/1303/e7/b3057e443f99.gif
  11. FRIDRIX ყარაბახის კონფლიქტი როგორც ყველას ახსოვს რუსეთის ინსპირირებით დაიწყო(როგორც ყველა სხვა ეთნოკონფლიქტები ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიებზე: დნესტრისპირეთი, გაგაუზების ავტონომია(მოთხოვნა) საქართველო, ყირგიზეთი, ფერღანის კონფლიქტი(სადაც რუსეთმა ერთბაშად 2 კურდღელი დაიჭირა და ა.შ.) რა თქმა უნდა ეს მხოლოდ შანტაჟები და ზეწოლებია აზერბაიჯანზე რომლის მიზნებზე ჩვენ მხოლოდ შეიძლება ვიმარჩიელოთ. უბრალოდ დაღესტანში და ჩრდილო კავკასიაში პროცესები მთლიანად უმართავი ხდება, რუსეთი ეძებს გამოსავალს დროებით ყურადღების გარეთ გატანის მეთოდით. ეს გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო ყარაბახის კონფლიქტის რაიმე ფორმით პროვოცირება სადაც რუსეთი თავის ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირეს სასომხეთს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს დახმარების გარეშე. მაგრამ კონფლიქტის პროვოცირება არც ისე ადვილია. რუსეთი სომხებს და ოსებს თავის ორადორ მოკავშირეს ამიერ და იმერკავკასიაში მხოლოდ მაშინ მიატოვებს როდესაც საბოლოოდ დატოვებს კავკასიას, მანამდე კი მისი მიზანი იქნება გადამწვარი მიწის პოლიტიკა აღსავსე ეთნოკონფლიქტებითა და ომებით. პატივისცემით ურფინჯუსი
  12. http://s019.radikal.ru/i631/1303/d0/f64f1a29f101.jpg http://s018.radikal.ru/i521/1303/2e/ec4928da2671.gif
  13. http://s018.radikal.ru/i509/1303/a2/b1a604974161.jpgარ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა. ხალხური
  14. http://news.ge/ge/news/story/49014-putinis-motkhovnebi-azerbaijanisadmi აზერბაიჯანული საიტი „minval.az“-ი აქვეყნებს მათი ქვეყნისათვის საგანგაშო წერილს, სათაურით „მოსკოვი მოითხოვს აზერბაიჯანისაგან 20 მილიარდ დოლარს და კასპიის ზღვასაც დამატებით“. ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ წერილიდან: „რუსეთი უკვე დიდი ხანია დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს აზერბაიჯანს. მოსკოვი ზეწოლას ცდილობს ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით. კრემლი ჯარების კონცენტრაციას ახდენს დაღესტანში, ხოლო სახიფათო ეთნიკური პროცესების პროვოცირებას - ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში (რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში ატარებს მრავალრიცხოვან შეხვედრებს სეპარატისტებთან). ციტატა: " რუსეთის ულტიმატუმიც ორი სახისაა - თუ რუსეთის მოთხოვნები შესრულდება, დღევანდელი ხელისუფლება შენარჩუნდება; თუ არ შესრულდება, რუსეთი ეცდება მოიყვანოს ახალი ძალები, რომლებიც მის მოთხოვნებს შეასრულებენ. ზეწოლის შესაჩერებლად და არჩევნებში არჩარევის სანაცვლოდ პუტინი აზერბაიჯანისაგან ითხოვს 20 მილიარდ დოლარს და დამატებით კიდევ - კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორს. ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში „მილიარდერთა კავშირი“ მხარს დაუჭერს მმართველი პარტიის კანდიდატს და აზერბაიჯანს მიეცემა საომარი ოპერაციის გამართვის საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე."
  15. ძვირფასო Siknadmo თქვენ ეტყობა ან საკუთარი აზრების ვერბალიზაციის პრობლემა გაქვთ(წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველ სამხედრო ქალებატონებზე ქილიკით არ ისაუბრებდით და შემდგომ არ იქნებოდით გაკვირვებული რეაქციაზე) ან შეგნებულად დაცინით ქალბატონს(აქაოდა ჰორმონების პრობლემააო) იმედით რომ ირონიას გაგიტარებენ და უბრალოდ "ქალებზე ხუმრობად" ჩაგითვლიან.... თორემ ავღანეთში იქნება ქართული დანაყოფი თუ კუალალუმპურში ამის მოწონება არ მოწონება, გემოვნებისა და პოლიტიკური ორიენტაციის საკითხია რისი უფლება ყველა მოქალაქეს ჩემი ნებართვის გარეშეც ულაპარაკოდ გააჩნია. მე არ მომწონს როდესაც ქართულ სამხედროებზე მით უმეტეს ქართველ სამხედრო ქალბატონებზე ქილიკობენ ეს არი და ეს. ჩემი პატივისცემა ყველა სხვა საკითხში რაც საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას არ ეხება თქვენდამი. ბებერი კლინგონი ურფინჯუსი.
  16. Giorgi Kiskeidze რატომ უნდა ეტყობოდეს სქესი? აქ ერთი რუსეთუმე ჭკუამხიარულად დაცინის მაგ ქალბატონებსა და გოგონებს: სიტყვა ჰორმონები გაუგია და თავი ღრმა ენდოკრინოლოგი და კიდევ სხვა ....ლოგი გონია. ბოღმა ერევა როდესაც ქართველი ჯარისკაცები ღორი რუსების მსახურები კი არა ცივილიზირებული ქვეყნების მხარამხარ თავისი ქვეყნის სახელით ავღანეთის მთავრობის თხოვნით მონაწილეობენ ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ვისაც ქართველი სამხედროები გულზე არ ეხატება შეუძლია შორიდან გამოიქცეს და თავის სიმაღლე ბოძს შუბლით დაეჯახოს!!! ჯარი ქვეყნის სახე მისი ღირსებაა ეს საქართველოს მოქალაქეებმა იციან ხოლო ბოღმით გულდათუთქულ რუსეთუმეებს შეუძლიათ ჰორმონებზე და სხვა გრძნეულ საკითხებზე რამდენიც უნდა წერონ და იკითხონ.....at sunset, even dwarfs cast long shadows
  17. როგორც ცივილიზირებული ევროპა მოუთმენლად ელოდა საქმე უსუფაშვილის წერილით(ის რომ უსუფაშვილი კარგად წერს ეს ბიძინესაგან შევიტყვეთ ამას წინანდელ გამოსვლაში) სახალხო პარტიისადმი(ევროპის სახალხო პარტიას ვგულისხმობ) არ დასრულებულა. "ბრძოლაში" ჩაერთო(უსუფაშვილის წერილისა და ბიძინეს განცხადების შემდგომ) ბიძინეს ოცნების მძიმე კავალერია დაუცხრომელი დავით საგანელიძის სახით(ევროპელების ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მშურს). აშკარაა რომ ევროპული პრესის და პოლიტიკური ელიტების განხილივის მთავარი თემა ამ დღეებში საგანელიძის განცხადება იქნება, ქვა ქვაზე არ დაუტოვა სახალხო პარტიას თავისი ინტელექტუალური ბასრი შენიშვნებით დავითმა(საგანელიძეს ვგულისხმობ თორემ უსუფაშვილი რომ კარგად წერს ეს გახსოვთ ბიძინემ გვითხრა და მოვრჩეთ ამაზე)..... ხუმრობა იქით იყოს და საინტერესოა ამ ხალხს(ამ შემთხვევაში ორივეს ვგულისხმობ საგანელიძესაც და უსუფაშვილსაც-რომელიც კარგად წერს წერილებს(ბიძინა)) მართლა გონია რომ ოლიგარქის კლიენტების "განცხადებებს" და წერილებს(წერილი თუ გახსოვთ უსუფაშვილმა დაწერა იმიტომ რომ კარგად წერს(ბ)) ევროპაში ვინმე წაიკითხავს ან განიხილავს? მოკლედ ბიძინეს თანამხარჯველებმა ევროპელებს დიდი ომი გაუმართეს ქაღალდზე და ბრძოლას სასტიკი პირი უჩანს......კარგი იქნებოდა სახალხო პარტიისათვის(ევროპული ს.პ.) ვინმეს ხმა მიეწვდინა არიქა საგანელიძემ და უსუფაშვილმა ომი გაგიმართეს ბიძინეს საამებლადო(და უფრო ღრმად თუ შევხედავთ ვოვანა პუწინის საამებლად)-თორემ უხერხულია ხალხს ვეომებით და იმათ კი არაფერი არ იციან ამ ომის შესახებ.............ეხლა მართლა უსუფაშვილისა და საგანელიძის განცხადებების, წერილების(როგორც გნებავთ ისე წეროს უსუფაშვილმა) მოსასმენად თუ საკითხავად ევროპაში აბა ვის ცალია?....http://s42.radikal.ru/i095/1303/ef/f6f00281fdb4.jpg პ.ს.ეგ ჩვენ ვიცით რომ ბიძინეს კრიტიკა "თავის მოჭრა" და გაუგონარი მკრეხელობაა, თორემ ევროპელებმა აბა მაგდენი სად იციან ბატონო დავით(საგანელიძეს ვგულისხმობ).
  18. 15 მარტი 17:23 ევროპის სახალხო პარტიის წევრები ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს შესახებ ასეთი წერილით თავიან ქვეყნებში იჭრიან თავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ევროპის სახალხო პარტიის მიერ საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებული დეკლარაციის კომენტირებისას განაცხადა. დავით საგანელიძე ამ დეკლარაციის ავტორებს ურჩევს თავად ჩამოვიდნენ საქართველოში და სააკაშვილთან ერთად კი არ იარონ რესტორნებში, არამედ საზოგადოებას შეხვდნენ და საქართველო დაინახონ აქ მცხოვრები ადამიანების თვალით და არა ისეთი როგორც სააკაშვილი ხედავს........http://news.ge/ge/news/story/48950-saganelidze-evropis-sakhalkho-partiis-tsevrebi-taviant-qveynebshi-ichrian-tavs
  19. ახალი რომის პაპი არგენტინელი არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა, რომელმაც რომის პაპის რანგში ფრანცისკ I სახელი მიიღო. კათოლიკური ეკლესიის ახალი წინამძღვარი მრევლს არქიეპისკოპოსმა ჟან-ლუი ტორანმა წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან რამდენიმე წუთის წინ გააცნო. სიქსტის კაპელის სახურავის მილიდან თეთრი კვამლი დაახლოებით ერთი საათის წინ ამოვიდა, რაც იმას მანიშნებელი გახდა, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას და მის 1,2 მილიარდიან მრევლს ახალი წინამძღვარი ჰყავს. რეკენ ზარები, მორწმუნენი კი სკანდირებენ: Habemus papam! (”ჩვენ გვყავს პაპი!”). წმინდა პეტრეს მოედნიდან პირდაპირ ტელე ტრანსლაციას ახორციელებენ მსოფლიოს უმსხვილესი ტელეკომპანიები. აქედან გამომდინარე რომის ახალი პაპი არჩეულია კენჭისყრის მეოთხე თუ მეხუთე ტურში. კონკლავის პირველ დღეს, გუშინ კარდინალებმა მხოლოდ ერთხელ მისცეს ხმა. უშედეგოდ დასრულდა მეორე კენჭისყრაც. რომში სიქსტის კაპელის ტაძარში მიმდინარე კონკლავში კათოლიკური ეკლესიის 115 კარდინალი მონაწილეობდა. გუშინ კონკლავი დღის მეორე ნახევარში დაიწყო, მანამდე კი კარდინალებმა „უმაღლესი პონტიფიკოსის ასარჩევად“ განსაკუთრებული მესა აღავლინეს. ხმის მიცემამდე კარდინალებმა, წესის მიხედვით, ფიცი დადეს.http://news.ge/ge/news/story/48738-romis-akhali-papi-frantsisk-i-gakhdahttp://s020.radikal.ru/i714/1303/85/7dfc70c10c25.gif
×
×
  • შექმენი...