-
პოსტები
324 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი CPUG
-
მამა შენ თუ ეგრე შეხედე ამ ცხოვრებას ძაან ცუდია, რაღაცა სხვანაირი ხედვა გაქ ამ ცხოვრების მიმართ და ის ნუ შეგაშინებს რო ეგ კითხვა დაგტანჯავს. აზროვნების ჩაკვლა არც მიგულისხმია მარა ეგეთი რამე რატო უნდა გკითხოს შვილმა თუ ისეთ პირობებს შეუქმნი რო ბედნიერი იყოს . არ მესმის ეგ უბრალოდ უნდა გაუტარო სხვა ვერაფერს ეტყვი, სააკაშვილს ხო არ გააცემინებ პასუხს , ასე რომ ჯობია გაუტარო და შენც გაატარო
-
ფინურმა კომპანია ,,ნოკიამ’’ სმარტფონი PureView 808 გამოუშვა, რომელსაც ფოტოსენსორის უმაღლესი 41-მეგაპიქსელიანი გაფართოება გააჩნია. სიახლე ბარსელონაში Mobile World Congress-ის (MWC) გამოფენაზე გაიტანეს. გამოსახულება ოთხმაგი მოახლოების შემდეგაც კი არ კარგავს მაღალ ხარისხს და მკაფიოობას დაახლოებით 7 მეგაპიქსელამდე ინარჩუნებს. HD -ვიდეო ჩანაწერს Carl Zeiss-ის ზუმ-ობიექტი უზრუნველყოფს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ Rich Recording-ის ტექნოლოგიის წყალობით სმარტფონის აუდიო ჩანაწერი CD-ის ხარისხს არ ჩამოუვარდება (ადრე ასეთი შედეგისთვის შიდა მიკროფონი იყო საჭირო). სმარტფონს Gorilla Glass-ის მიერ დამზადებული 4-დუიმიანი AMOLED-ის ეკრანი აქვს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით დაზიანებებისგან იცავს აპარატს. PureView-ს ერთბირთვიანი პროცესორი და 512 მგბ ოპერატიული მეხსიერება აქვს. მოწყობილობა Symbian Belle-ის ოპერატიულ სისტემაზე მუშაობს. PureView 808 ევროპულ ბაზარზე 2012 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. მისი ღირებულება 450 ევრო იქნება. გამოფენაზე ,,ნოკიამ’’ ასევე სმარტფონი Lumia 610 წარმოადგინა. 5-მეგაპიქსელიანი კამერის და 256 მგბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოწყობილობა აღნიშნული სერიის ყველაზე იაფი პროდუქტია. მისი შეძენა მომხმარებელს 200 ევროდ შეეძლება. MWC -ის გამოფენაზე თავის უახლესი ქმნილება Optimus 4X HD გაიტანა LG-იმაც, რომელიც მსოფლიოში პირველი ოთხბირთვიანი სმარტფონია. http://image.geotorrents.com/images/08848088962503513306.jpg წყარო: ნიუს.ჯი
-
კომპანია LG-მ Optimus-ის ხაზის სმარტფონი წარმოადგინა. 4,7 დუიმიანი 4X HD თავის კატეგორიაში პირველი მოწყობილობაა, რომელსაც ოთხბირთვიანი პროცესორი აქვს. LG იყო პირველი იმ კომპანიებს შორისაც, რომელმაც გასულ წელს მსოფლიოში პირველი ორბირთვიანი სმარტფონი გამოუშვა. მოწყობილობაში ასევე შედის დამატებითი მეხუთე ბირთვი, რომელიც ენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა. Optimus 4X HD-ში ჩამონტაჟებულია უახლესი ოპერაციული სისტემა Google — Android 4.0 (Ice Cream Sandwich). სმარტფონს 4,7 დუიმიანი ეკრანი აქვს 1280x720 გაფართოებით, ასევე - 16 გბ შიდა და 1 გბ ოპერატიული მეხსიერება. 8,9 მილიმეტრი სისქის მოწყობილობის უკანა მხარეს 8-მეგაფიქსელიანი კამერაა განთავსებული. ახალი სმარტფონის ხილვა 28 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ბარსელონაში Mobile World Congress-ის გამოფენაზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ. გარდა ამისა, კომპანია MWC-ზე Optimus -ის კიდევ ერთ აპარატ - 5-დუიმიან სმარტფონ Vu-ს გაიტანს. წყარო: ნიუს.ჯი http://image.geotorrents.com/images/28137563748421418124.jpg
-
აზიურმა მობილურმა გიგანტმა Huawei-მ ახალი თაობის სმარტფონი გამოუშვა. Ascend D-ი დღეისათვის ,,მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სმარტფონია.’’ მას 4,5 დუიმიანი ეკრანი და ოთხბირთვიანი K3V2 პროცესორი აქვს. მობილურ მოწყობილობაზე 2 კამერაა წარმოდგენილი, ერთი -1,3 მეგაპიქსელიანი და მეორე - 8 მეგაპიქსელიანი. სმარტფონს მარტივად შეუძლია ზოგიერთი პლანშეტური კომპიუტერის ჩანაცვლება, რადგან იგი გაცილებით მძლავრი და სწრაფია და აღჭურვილია თანამედროვე მახასიათებლებით. თავისი ქმნილება კომპანიამ Mobile World Congress 2012-ის გამოფენაზე წარმოადგინა. სმარტფონი Ascend D-ის შეძენა მომხმარებელს აპრილიდან შეეძლება. სამეცნიერო-კვლევითი სააგენტო Informa Telecoms & Media-ის პროგნოზით, 2013 წლისთვის სმარტფონების მფლობელი მილიარდზე მეტი ადამიანი გახდება. http://image.geotorrents.com/images/39995976440638593015.jpg წყარო: ნიუს.ჯი
-
Sony Xperia S -ი პირველი სმარტფონია, რომელიც იაპონურმა კომპანია Sony-მ შვედურ Ericsson-თან ,,გაყრის'' შემდეგ გამოუშვა. მოწყობილობას ორბირთვიანი პროცესორი, 12-მეგაპიქსელიანი კამერა და 4,3-დუიმიანი ეკრანი აქვს. სმარტფონს 1 გბ ოპერატიული და 32 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება გააჩნია. აუდიო-ვიზუალური გამოსახულების მაღალი ხარისხით გადაცემას თანამედროვე ტელევიზორებისთვის დამახასიათებელი HDMI-კაბელი უზრუნველყოფს. სმარტფონის სუსტი მხარე მოძველებული ოპერაციული სისტემაა, თუმცა ,,სონი'' ამ ნაკლის გამოსწორებასაც გეგმავს. კომპანია მომხმარებელს ჰპირდება, რომ 2012 წლის მეორე კვარტალში არსებულ Android -ის 2.3 ვერსიას უახლესი Android 4.0 - Ice Cream Sandwich-ით ჩაანაცვლებს. მწარმოებლებმა სმარტფონის დიზაინისთვის თეთრი და შავი ფერები შეარჩიეს. სმარტფონებს ,,სონი'' აქამდე მხოლოდ ,,ერიქსონთან'' ერთად აწარმოებდა. Xperia S -ის ხაზი, მისი პირველი დამოუკიდებელი მობილური პროდუქტია. ამ დროისათვის, Sony Ericsson-ი მობილური ტელეფონების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშედ რჩება, თუმცა მოსალოდენია, რომ შვედურ-იაპონური ბრენდი წლის მეორე ნახევარში გაუქმდება. http://image.geotorrents.com/images/74849074762681887218.jpg წყარო: ნიუს.ჯი
-
ჩინურმა კომპანია OPPO-მ მომხმარებელს მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი წარმოუდგინა. დღეისათვის ეს რეკორდი Huawei Ascend P1 S-ს ეკუთვნის, რომლის სისქეც 6,68 მმ-ს შეადგენს. OPPO-ს სპეციალისტების მიერ შექმნილი სმარტფონის სისქე კი, 6,65 მილიმეტრს შეადგენს. გაბარიტების გარდა, საკუთარ ახალ პროდუქტზე მწარმოებელი კომპანია ჯერჯერობით სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს. ქსელში გამოჩენილი სმარტფონის ფოტოებზე დაკვირვებით, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მოწყობილობა ОС Android-ის ბაზაზე მუშაობს. სმარტფონი მეტალის მასალისგან არის დამზადებული და სამი სენსორული კლავიში აქვს. სმარტფონის შესახებ დამატებით ინფორმაციას კომპანია უახლოეს მომავალში გაავრცელებს. 1995 წელს შექმნილი ჩინური კომპანია OPPO აუდიო და ვიდეოტექნიკის, სადენიანი და უსადენო ტელეფონების, ელექტრონული ლექსიკონების და DVD-პლეერების წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერია. მობილურ ტელეფონებს OPPO 2005 წლიდან უშვებს.ცჩ http://image.geotorrents.com/images/36113398957134531195.jpg http://image.geotorrents.com/images/17793817003610000930.jpg წყარო:ნიუს.ჯი
-
კომპანია „სამსუნგმა“ 3 მაისს ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონი Galaxy S III წარმოადგინა. ახალ გაჯეტს 4,8 დუიმიანი ეკრანი აქვს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე „სამსუნგის“ მთავარი კონკურენტის Apple-ის სმარტფონი iPhone-ის ეკრანის ზომა. მწარმოებელთა თქმით, Galaxy S III გაცილებით მსუბუქი და თხელია. იგი 133 გრამს იწონის და 8,6 მილიმეტრი სისქისაა. მას ორი კამერა აქვს : ერთი 8 მეგაპიქსელიანი უკანა მხარეს და 1,9 მეგაპიქსელიანი წინა მხარეს. ორივე კამერა ვიდეოს HD ფორმატში იღებს. iPhone 4S-ის მსგავსად მოწყობილობას ხმის ამოცნობის სისტემა აქვს. მომხარებელს შეუძლია სმარტფონი ხმოვანი მითითებებით მართოს; გააგზავნოს შეტყობინებები, მოუსმინოს მუსიკას, გადაიღოს ვიდეო და ფოტო. აპარატს Android Beam-ის უსადენო ტექნოლოგია აქვს, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია 10 მეგაბაიტი ზომის ფაილი სხვა მოწყობილობაზე 2 წამში გადააგზავნოს. არსებობს შეზღუდვაც, მონაცემების გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ Galaxy S III-ის სმარტფონებს შორის. ახალი სმარტფონი Google Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. მას ოთხბირთვიანი Exynos 4 Quad-ის პროცესორი აქვს. ევროპის ტექნიკის მაღაზიებში „სამსუნგის“ სიახლე მაისის ბოლოს გამოჩნდება და მომხმარებელს ცისფერი, ან თეთრი ფერის სმარტფონის შეძენის შესაძლებლობა ექნება. Galaxy S III-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. http://image.geotorrents.com/images/72954600131124234759.jpg http://www.youtube.com/watch?v=lb8m2nC1YFE&feature=related წყარო: ნიუს.ჯი
-
გავრცელებულია აზრი, რომ გონების ზედმეტი დატვირთვა მისი მოქმედების აქტივობას აქვეითებს და ამიტომაც ადამიანთა უმრავლესობა მუდმივად დასვენებას ნატრობს, თუმცა გერმანელი მეცნიერების დაკვირვებით ინტელექტის დაქვეითებას, სწორედ დასვენება განაპირობებს. ასეთი დასკვნა მათ ადამიანის გონებაზე დაკვირვების შედეგად მიიღეს, რომელმაც აჩვენა, რომ უსაქმურობაში გატარებული ნახევარი თვეც კი საკმარისია ადამიანის IQ-ის 20-30 პუნქტით დაბლა დაწევისათვის, ხოლო აღსადგენად კი მინიმუმ ერთი თვეა საჭირო. სწორედ ამიტომ უჭირს ადამიანთა უმრავლესობას დასვენების შემდეგ სამუშაო რეჟიმში ჩადგომა. იმისათვის, რომ გონებრივი შესაძლებლობები არ დაქვეითდეს, საჭიროა ადამიანმა დასვენების დროსაც კი არ შეწყვიტოს გონებრივი დატვირთვა - მაგალითად, შეიძლება კროსვორდის შევსება, ლოგიკური თამაშები და სხვა გონებრივი სავარჯიშოები, რაც გონებას მოდუნების საშუალებას არ მისცემს. http://image.geotorrents.com/images/95315263429462830674.jpg
-
ამერიკის შტატ ნევადაში უახლოეს მომავალში ავტო-რობოტები გამოჩდებიან. ნევადა პირველი შტატია, რომელმაც დამოუკიდებლად მართვად მანქანებზე ლიცენზია გასცა. მსგავსი საკანონმდებლო აქტის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. http://image.geotorrents.com/images/93573147269166184217.jpg პირველი თვითმავალი ლიცენზირებული მანქანა Toyota Prius-ია, რომელიც კომპანია Google-მა შეიმუშავა. ინტერნეტ-გიგანტი ავტომატიზირებული ავტომობილების წარმოებაში ლიდერია. Toyota Prius-ს სახურავზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, სარადარო სენსორები და ლაზერული ოდომეტრი (მანძილმზომი). ტესტური შემოწმების დროს, ავტომობილში პროფესიონალი მძღოლი იმყოფებოდა, რომელსაც სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მართვა თავის თავზე უნდა აეღო. Toyota Prius-მა 140 ათასი მილი ავარიის გარეშე განვლო. ნევადის შტატის საავტომობილი სამმართველოს დირექტორი ბრიუს ბრესლოუს თქმით, მომავალი ავტო-რობოტებს ეკუთვნის. თებერვალში ადგილობრივმა მთავრობამ შტატის კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა, რომლებიც ინოვაციური ავტომობილების გადაადგილების ნებართვას იძლევა. სამომავლოდ იგეგმება ავტო-რობოტების მფლობელებისთვის ინდივიდუალური ლიცენზიების გაცემა. „გუგლის“ ავტომობილს სხვებისგან განმასხვავებელი წითელი სარეგისტრაციო ნომერი აქვს, ჩვეულებრივი ტრანსპორტის სანომრე ნიშნები კი, რუხ და ცისფერ ფერებშია. ციფრების - 001 გვერდით ავტომობილის ნომერზე უსასრულობის ნიშანია გამოსახული. მომდევნო შტატი, რომელიც თვითმავალი ავტომობილების დანერგვას გეგმავს კალიფორნიაა. კალიფორნიის სენატორი ალექს პალიდას თქმით, საგზაო ინციდენტების უმრავლესობა მძღოლების უყურადღებობის გამო ხდება. კომპიუტერების, გადამცემების და ავტონომიური მართვის სისტემის წყალობით, ჭკვიან ავტომობილს გარემო ვითარების გაანალიზება ადამიანზე სწრაფად შეუძლია, რაც უსაფრთხოდ მგზავრობის პირობას ქმნის. თვითმავალ ავტომობილში მჯდომ ადამიანს არ სჭირდება საჭის მართვა, თუმცა ავარიის შემთხვევაში პასუხს სწორედ ის აგებს. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და მობილურზე საუბარი რობოტი-ავტომობილის მგზავრებს ისევე ეკრძალებათ, როგორც - ნებისმიერ მძღოლს. წყარო: ნიუს.ჯი
-
კარგი ეხლა მოიცა.. 1) შენ თუ შვილს ისეთ პირობებს შეუქმნი რო ბედნიერი იყოს და არაფერზე არ ქონდეს სანერვიულო მაგას არ გკითხავს! 2) ეგ კითხვა ეგეთი მნიშვნელოვანი რო იყოს ამდენი ხალხი რატოღა გააჩენდა შვილს? თუ მაგას გკითხავს უნდა გაუტარო ისე რო ვერც მიხვდეს. და ყველაზე მთავარი არ უნდა გაატუტუცო! მკაცრი უნდა იყო მაგრამ სამართლიანი ამავე დროს და თან ყველა პირობას უნდა უქმნიდე რო გაახარო.!
-
კიდე გაქ ეგეთი რაღაცა გადაწყვეტილი? თუ გადაიფიქრე ? ჩემი რჩევაა რამე საქმის კეთება დაიწყო და მოეშვა მაგ რაღაც უაზრო თემაზე ფიქრს
-
თუ რამე რჩევა გაქვთ მიეცით, თუ არადა უნდა დავუხრო აზრი არააქ მაინც არავინ უპოსტავს
-
აშშ-ში ვერმონსტკის უნივერსისტეტის მკვლევრებმა რევოლუციური აღმოჩენა გააკეთეს. გარდა უკვე დასახელებული - I, II, III და IV სისხლის ჯგუფებისა, არსებობს კიდევ ორი ახალი ჯგუფი: ლანგერაისი და ჯუნიორი. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს აღმოჩენილი ჯგუფი არის "სიკვდილ სიცოცხლის საქმე" ზოგიერთი ადამიანისთვის. კვლევების ხელმძღვანელის, ბალიფას განმარტებით, შეუთავსებლობა სისხლის ამ ორი ტიპისა საკმაოდ იშვიათია. თუმცა რისკი მაღალია გარკვეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანების სისხლის ჯგუფებს შორის. წყარო: GHN
-
ექვსი წლის კალებ პერმანის იშვიათი დაავადების შესახებ მშობლებმა სრულიად შემთხვევით - ტელევიზორის დაზიანების შედეგად გაიგეს. მთელი ოჯახი ტელეგადაცემას უყურებდა, მოულოდნელად გამოსახულება შავ-თეთრი გახდა. თუმცა ბიჭისთვის არც არაფერი შეცვლილა, რადგან ტელევიზორის დაზიანებამდე ის გამოსახულებას ფერების გარეშე ხედავდა. აღმოჩნდა, რომ კალები დაავადებულია მხედველობის დაზიანების იშვიათი ფორმით, რომელიც აჰრომატოფსის ან სრული ფერადი სიბრმავის სახელითაა ცნობილი. მსგავსი გენეტიკური დეფექტი დაახლოებით 33000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. ეს დაავადება რადიკალურად განსხვავდება დალტონიზმისგან-დალტონიკები მხოლოდ ცუდად განასხვავებენ ფერებს და მათ ჩრდილებს. ხოლო კალებ პერმანი და მისი მსგავსი ადამიანები სამყაროს მხოლოდ შავ და რუხ ფერებში ხედავენ, ეს დაავადება დროთა განმავლობაში პროგრესს არ განიცდის და სხვა მხრივ ადამიანები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან. კალები ისევე ცხოვრობს, როგორც სხვა ჯანმრთელი ბავშვები-ის კარგად სწავლობს სკოლაში, დაკავებულია აიკიდოთი. ერთადერთი რაც კალებს მისი დაავადების გამო აწუხებს - კაშკაშა სინათლეა განსაკუთრებით მზის. სწორედ ამიტომ ბიჭი დღის უმეტეს ნაწილს სპეციალური მუქი სათვალეებით ატარებს. http://image.geotorrents.com/images/97645043588304889463.jpeg წყარო: GHN
-
თამბაქოსგან ყოველწლიურად 30 წელზე მეტი ასაკის ხუთი მილიონი ადამიანი იღუპება. საშუალოდ - ერთი ადამიანი ყოველ ექვს წამში. ამაზეა საუბარი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში", - იუწყება გაეროს ახალი ამბების ცენტრი. მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ თუ არ იქნა მიღებული თამბაქოს ეპიდემიის წინააღმდეგ სერიოზული ზომები, ამ საუკუნის ბოლოს მოწევისგან მთელ მსოფლიოში მილიარდი ადამიანი დაიღუპება. მოხსენებაში სახელმწიფოებისთვის გადმოცემულია რეკომენდაციები თამბაქოს კონტროლზე. მოხსენება ეხება მოწევის შედეგად სიკვდილიანობას ადამიანებს შორის, რომლებიც 30 წელზე მეტი ასაკის არიან. დღეისათვის ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობას შორის სიკვდილიანობის ყველა შემთხვევიდან 12%ი თამბაქოზე მოდის. მავნე ჩვევის ყველაზე მეტი მსხვერპლი ევროპისა და ამერიკის მოსახლეობაზე მოდის. მოხსენება ასევე შეიცავს თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ინფექციური და არაინფექციური დაავადებების მონაცემებს,რომლებიც თავს იჩენენ რამდენიმე წლის ან თუნდაც ათეული წლის შემდეგ და ძალიან ხშირად ფატალურად სრულდება. კვლევების შედეგების შესაბამისად, რომელიც აშშ-ის მეცნიერების მიერაა ჩატარებული, ხველება და მოწევისგან გამოწვეული სხვა რესპირატიული დარღვევები ახალგაზრდა ადამიანებში თითქმის სრულად გადის მოწევისთვის თავის დანებებიდან 2 კვირაში. http://image.geotorrents.com/images/02230640997848594627.jpeg წყარო: GHN
-
კვლევებმა, რომელიც რიდინგოს უნივერსიტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ჭარხლის წვენის თუნდაც მცირე დოზით მიღება ამცირებს არტერიულ წნევას. იგივე ეფექტი აქვს პურს, რომელსაც დამატებული აქვს თეთრი ან წითელი ჭარხალი. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ 500 მილილიტრი ჭარხლის წვენი არტერიულ წნევას დაბლა სწევს 24 საათის განმავლობაში. მეცნიერები შეეცადნენ განესაზღრათ, თუ როგორია დოზა დამოკიდებული ეფექტზე. ამისთვის შეამოწმეს 100, 250 და 500 გრ. წვენის მოქმედება. აღმოჩნდა, რომ 100 გრ. ჭარხლის მიღებას მივყავართ არტერიული წნევის შემცირებამდე, როგორც მოკლვედაიან ისე გრძელვადინ პერიოდში. პური, რომელიც გამდიდრებულია იმავე რაოდენობის თეთრი და წითელი ჭარხლის წვენით, დაბლა სწევს არტერიულ წნევას იმავე დროის ფარგლებში. სასმელს ანტიჰიპერტეზული ეფექტი ჭარხალში ნიტრატის რაოდენობით აიხსნება, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმენბა აზოტის ოქსიდად, ეს ნივთიერება კი აძლიერებს სისხლის ნაკადს და ხელს უწყობს დაბალი წნევის შენარჩუნებას. http://image.geotorrents.com/images/57513904506148363812.jpeg წყარო: GHN
-
ჰარვარდის მედიცინის სკოლის (აშშ) მკვლევარები ნაადრევი სიკვდილის ყოველი ათი შემთხვევიდან ერთის მიზეზად წითელი ხორცის ჭარბ მოხმარებას მიიჩნევენ. მათ გამოითვალეს, რომ დამუშავებული ხორცის - ბეკონი,სოსისი ან ძეხვის - თუნდაც სულ მცირე რაოდენობით მოხმარება ადრეული გარდაცვალების რისკს 20%-ით ზრდის. მათ მოსაზრებას ეთანხმებიან შვედეთის კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთაც გამოარკვიეს, რომ თუნდაც ერთი სოსისი მავნეა ჯანმრთელობისთვის. წითელი ხორცის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ადრეული სიკვდილის რისკს 12 %-ით ზრდის. მისი მოხმარება დღეში 42 გრ-მდე უნდა შემცირდეს. მეცნიერების აზრით, მსგავსი ცვლილებით რაციონში შეიძლება თავიდან ავიცილოთ ათი ადრეული სიკვდილიდან ერთი - მამაკაცებში, ხოლო 13-იდან ერთი - ქალებში. მეცნიერები ამტკიცებენ,რომ ორგანიზმისთვის გაცილებით სასარგებლოა თევზისა და ფრინველის კერძი. წყარო: GHN
-
სამხრეთ კორეისა და გერმანიის მკვლევართა ერთობლივმა ჯგუფმა გამოაცხადა განსაკუთრებული ტიპის ღეროვანი უჯრედების შექმნის შესახებ, რომელიც დაეხმარება უმკურნალონ ადამიანებს, რომლებიც გონებრივი ჩამორჩენილობითა და ხერხემლის ტვინის დაზიანებით იტანჯებიან. კონკუს (კორეა) უნივერსიტეტისა და გერმანიის მარკს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ წარმატებით გამოიყენეს თაგვების სომატური უჯრედები ე.წ.ინდუცირებული ნერვული ღეროვანი უჯრედების (iNSC) წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანონ. iNSC დანერგილ იქნა ლაბორატორიული თაგვების თავის ტვინში და შედეგად დიფერენცირებულ იქნა სხვადასხვა ნერვული უჯრედი, რომლებიც არ გადაიზარდა ავთვისებიან სიმსივნეში. "ეს აღმოჩენა ნიშნავს,რომ ჩვენ პირველად შევძელით გამოგვეყენებინა ჩვეულებრივი სომატური უჯრედები ხელოვნური ლაბორატორიული კულტივაციისთვის და ინდუცირებულ ღეროვან უჯრედებად გარდასაქმნელად", - განაცხადა კონკუკის უნივერსიტეტის ღეროვანი ბიოლოგიის პროფესორმა, კვლევების ხელმძღვანელმა ჰან დონ ვუკმა მისი სიტყვებით, ღეროვანი უჯრედები არ გადაგვარებულა ავთვისებიან სიმსივნედ, რაც მეთოდიკის წარმატებას ადასტურებს. "მომავალში ეს აღმოჩენა შეიძლება გამოყენებულ იქნას დღეისათვის განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადებებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მკურნალობისთვის", -დასძინა ჰანმა. წყარო: GHN
-
Facebook-ის აქციების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსების შემდეგ, კომპანიის აქციათა ღირებულება 85 მლრდიდან 95 მლრდ დოლარამდე იქნება. იმავდროულად, ბირჟაზე საწყის ეტაპზე Facebook-ის ერთი აქციის ღირებულება 28 დოლარიდან 35 დოლარამდე ეღირება. როგორც ცნობილია Facebook-ი 10 %-ზე მეტი აქციის IPO-ს განახორციელებს, რამაც Facebook-ის მენეჯმენტს 12 მლრდ დოლარის შემოსავალი უნდა მოუტანოს. ცნობილია ასევე, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ IPO-ს შესახებ განცხადება 1-ელ თებერვალს გააკეთა და მოსალოდნელია, რომ ბირჟაზე Facebook-ის აქციებით ვაჭრობა 18 მაისიდან დაიწყება. გადაწყვეტილია, რომ Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკემბერგი აქციათა საკონტროლო პაკეტს - 57.3%-ს დაიტოვებს. Facebook-ით, რომელიც 8 წლის წინ შეიქმნა, უკვე მილიონობით ადამიანი სარგებლობს. აღნიშნულ ინტერნეტ რესურსს, მისი შემქმნელისათვის ყოველწლიურად მლრდი დოლარის შემოსავალი მოაქვს.
-
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის აღმოჩენის ახალ მეთოდს მიაგნეს. პროფესორმა ლიონ ვანგმა, სპეციალური ტექნოლოგია შეიმუშავა და ფოტოაკუსტიკური ტომოგრაფიით უჯრედებს უმოკლეს დონეზე ამოწმებს. ეს მეთოდი აერთიანებს ლაზერის ცხიმს და ბგერას, რის შედეგადაც უპრეცედენტო ხარისხის ფოტოს იღებენ. ვანგის განცხადებით, ფოტოაკუსტიკური ტომოგრაფია საშუალებას მისცემს ექიმებს, ქსოვილში ჟანგბადის მომატება შენიშნონ, რაც სიმსივნის შესაძლო ზრდის ნიშანია. ჯერჯერობით ახალი მეთოდი გამოცდის ეტაპზეა. წყარო: GHN
-
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არასაკმარისი ძილი მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. კვლევები ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა. ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის 21 ჯანმრთელი მოხალისე შეირჩა. კვლევების განმავლობაში ისინი ლაბორატორიაში ცხოვრობდნენ. სამი კვირის განმავლობაში მონაწილეები ექვს საათზე ნაკლებს იძინებდნენ. გარდა ამისა, მკვლევრებმა ადამიანისათვის ჩვეულებრივი ძილი - სიმხნევის 24-საათიანი ციკლი 28 საათამდე გაზარდეს. ამის შემდეგ, ცხრა დღის განმავლობაში მეცნიერებმა აღადგინეს ციკლის ნორმალური ხანგრძლივობა. კვლევების თანახმად, მოხალისეებში არასაკმარისმა ძილმა სისხლში შაქრის დონე გაზარდა. ამასთან, რამდენიმე მონაწილის მაჩვენებელი დიაბეტიანებისთვის დამახასიათებელ შაქრის დონეს მიუახლოვდა. აღდგენითი პერიოდის განმავლობაში მოხალისეებში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილის გამო მოხალისეებში საკვების მიღების შემდეგ ინსულინის გამოყოფა საშუალოდ 32 %-ით შემცირდა. დაასკვნეს, რომ უძილობის ხანგრძლივობამ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს. წყარო: GHN
-
საკვებში დიდი ოდენობით ტრანსცხიმები დეპრესიასთანაა დაკავშირებული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დოქტორი ვალერია ტაილორი - Canadian Obesity Network -ის ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელი და მიგელ ეინჯელ მარტინეზ-გონზალეზი ნავარიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის პროფესორი. მეცნიერები ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ტრანსცხიმების გავლენას ემოციურ არამდგრადობაზე. კვლევების დასაწყისში მოხალისეები ფსიქიკურ აშლილობას არ განიცდიდნენ. შემდგომში ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს დაეცვათ უჩვეულო დიეტა, რომელიც ტრანსცხიმებით იყო გაჯერებული. კვლევების ბოლოს დეპრესიის 657 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, მათში, ვინც დიდი ოდენობით ტრანსცხიმებს იღებდა, 42% -ით იყო გაზრდილი დეპრესიის განვითარების რისკი. ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა იმ შემთხვევაში, როცა მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს მავნე ჩვევებზე (მოწევა, ალკოჰოლის მიღება) ფიზიკური აქტივობა, სქესი, სხეულის მასის ინდექსი და რისკის სხვა ფაქტორი. ხოლო ზეითუნის ზეთი და ნაწილობრივ გაჯერებული ცხიმები, რომლითაც მდიდარია თევზი, დეპრესიას შველოდა. წყარო: GHN
-
პრეპარატს, რომელიც დაბლა სწევს სისხლში გლუკოზის დონეს, ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენებენ - იტყობინება Medical News Today. სხვადასხვა სახის კიბოს მიმართ პრეპარატის აქტივობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აშშ-სა და საფრანგეთის მკვლევართა ორმა ჯგუფმა გამოავლინა. კვლევებში მონაწილეობისთვის კანადელებმა, ენტონი ჯოშუას ხელმძღვანელობით, ტორონტოს პრინცესა მარგარიტას სავადმყოფოდან 22 მამაკაცი შეარჩიეს, რომლებიც წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი იყვნენ დაავადებულნი. ყველა მონაწილეს ორგანოს მოსაცილებლად საოპერაციოდ ამზადებდნენ. მოსამზადებელ პერიოდში მათ დღეში სამჯერ 500 მილიგრამ მეტფორმინს აძლევდნენ (საშუალოდ ავადმყოფებმა პრეპარატი 41 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ). ჯოშუას ჯგუფმა უკვე შეისწავლა პაციენტებისთვის ამოკვეთილი სიმსივნური ქსოვილი და წინა კვლევებს შეადარა, რომელიც ბიოფსიის დახმარებით ჩაატარეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტფორმინის დანიშვნის შემდეგ, პროსტატის სიმსივნის ზრდის სიჩქარე შემცირდა. მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა, თავის მხრივ, ჩაატარეს ექსპერიმენტი თაგვებზე, რომელთაც მიდრეკილება ჰქონდათ გეპატოცელურიალური კარცინომების განვითარებასთან (ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებული სიმსივნე). კვლევების შედეგებით, იმ მღრნელებში, რომელთა სხეულშიც მეტფორმინი შეყავდათ, სიმსივნის განვითარების რაოდენობა 57%-ით დაბალი იყო, ვიდრე ცხოველებში საკონტროლო ჯგუფიდან. გარდა ამისა, თაგვებში პირველი ჯგუფიდან სიმსივნური ზომები 37%-ით მცირე აღმოჩნდა, ვიდრე მღრნელებში, ვინც პრეპარატს არ ღებულობდა. წყარო: GHN http://image.geotorrents.com/images/32669898523967234007.jpeg
-
ევროპა წინამდებარე ჯირკვლის ახალი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების თანხმობას ელოდება. პრეპარატი პაციენტის ძვლებს დაზიანებისგან იცავს. პრეპარატ დენოსუბამს შეუძლია დაეხმაროს წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ ათასობით პაციენტს,რომლებიც უკვე ღებულობენ ჰორმონალურ თერაპიას. სწორედ ჰორმონალური მკურნალობის გამო იზრდება ძვლის მასის დაკარგვის რისკი,რაც მოტეხილობის საშიშროებას ზრდის. ბოლო დრომდე ექიმები პაციენტებს ზოლედრონის მჟავას უწერდნენ. კლინიკურმა გამოცდამ კი აჩვენა,რომ დენოსუბამი ბევრად ეფექტურ გავლენას ახდენს მოტეხილობის პროფილაქტიკის დროს,რადგან მისი მოქმედება საშუალოდ 3,5 თვეს გრძელდება. დენოსუბამი ხელს უწყობს წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული ავადმყოფის ორგანიზმის სტიმულირებას,ბლოკირებას უკეთებს ცილა RANK - ლიგანდას ზემოქმედებას,ამცირებს უჯრედების აქტივობას, რომლებიც ძვლებს არღვევენ. შედეგად, იზრდება ძვლოვანი მასის სიმტკიცე და გამძლეობა. თერაპია აღნიშნული პრეპარატით ბრიტანელი ავადმყოფებისთვის დღეში 1 ფუნტს შეადგენს. პრეპარატს წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანიები Amgen და GlaxoSmithKlinе. ჯერ კიდევ 2010 წელს დენოსუბამი მოწონებულ იქნა მრავალი ევროპული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, ქალებში ოსტრეოპოროზის სამკურნალოდ,მას შემდეგ რაც პრეპარატმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხერხემლისა და თეძოების მოტეხილობა. ამჟამად,პრეპარატი უნდა შეიყვანონ ონკოლოგიურთა კატეგორიაში. წყარო: GHN
-
ამერიკელმა მეცნიერებმა თავის ტვინის კიბოს ვაქცინა შექმნეს სიმსივნისგან, რომელიც პაციენტს ამოაჭრეს. ნეიროქირურგებმა კიბოს უჯრედებისგან გამოყვეს სითბოს შოკის ცილა, რომლის საფუძველზედაც შექმნეს თითოეული ავადმყოფისთვის სპეციფიკური წამალი. სტანდარტული მკურნალობის შერწყმასთან ერთად დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ რამდენიმე თვით გაიზარდა, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა მკურნალობის შემდეგ კიდევ ერთ წელიწადს იცოცხლა. http://image.geotorrents.com/images/46646055539236598878.jpeg წყარო: GHN