Jump to content
Planeta.Ge

CPUG

პლანეტელი
  • პოსტები

    324
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი CPUG

  1. ეშმაკია თქო ეს ბიჭო რააა სამუდამო. პ.ს ვინმე ადმინისტრატორს ლაშას ან გლობალს ვთხოვ რო სამუდამოდ გააძევოს ფორუმიდან.
  2. სატანაა მემგონი ეს ჩემისა ვიღაცააა ბანი უნდა დავადო დამიპოსტოს სადმე, სამუდამოს დავადებ ამას კიდე უწმინდურები უნდა ქართულ ეკლესიას ეშმაკის სურათები უყენაი მემგონი
  3. თუ აზრის მისცემთ მოდერობას ჯერ სახელი გადაარქვით რაა
  4. დაადეთ ამ Samaels ბანი თუ არადა დაპოსტე ინტერნეტ სამყაროში და მე დაგადებ სამუდამო ბანს და გადავდგები მოდერატობიდან
  5. არ მინდა ამის წაკითხვა მოკლედ მიპასუხე
  6. ნუ მასწავლი გეხვეწები სამუდამო ბანის დადებულის უფლება მაქ და არაფერ უფლებამოსილებას არ ვაჭარბებ შენ არ იდარდო ძმა და Everything Will Be OK.
  7. მეკითხება ერთ-ერთი წევრი ვარ ადმინისტრაციის ბოლოს და ბოლოს!
  8. Samael ოცნებას კაცი არ მოუკლავსო რო წერ სამუდამო ბანი რო დაგადადო ეხა (რაც არ მინდა რო გავაკეტო ძაან) მაიძულებ მერე რას იზავ?
  9. კარგი კითხვა დაგისვა თქვი აბა რისი თქმა გინდა ამ პოსტებით მართლა?
  10. შენ მაგნიკას ფორუმიდან ხო არ ხარ? რეებია ეს დაწყევლილი ბიბლია და რაღაცა გული შემიწუხდა. სამუდამო ბანს კი დაგადებდი ესეთ თემებს რო წერ
  11. და რა არის არასწორი ჩემ გახსნილ თემებში მაინტერესებს ძაან
  12. ხშირად მე ვხსნი აქ თემებს ნიუსებს ამაზეა ლაპარაკი?
  13. ცუდია, შენ ტოპიკში ნამდვილად ლეგენდა ხარ
  14. ხოდა მაგის თქმა უნდა urfinjus ზუსტად. მარა შენ რაღაცა უარყოფითად მიიღე
  15. ეჰ შენ რა იცი რამდენს აქ? იმდენ კაცს აქვს რუსეთთან კონტაკტი რო შეიძლება ვერც წარმოიდგინო, დღევანდელი ქართული მთავრობა ეგაა რას იზავ
  16. დღეს, ოზურგეთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი და გუბაზ სანიკიძე მხარდამჭერებს შეხვდნენ. კოალიციის ლიდერებმა ოზურგეთელებს „ქართული ოცნების“ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და დასაქმების პროგრამები გააცნეს. ირაკლი ალასანიამ ოზურგეთელებთან ვრცლად ისაუბრა სოციალურ რეფორმაზე. „ჩვენს ქვეყანაში, სოციალური რეფორმა განხორცილედება სწორედ იმ გეგმით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პენსიონერს მინიმალური პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა. ყველა პენსიონერს პენსია არანაკლებ 220 ლარისა ექნება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ოზურგეთელებთან შეხვედრაზე. http://tribuna.ge/images/stories/alasania_ozurgeti.jpg წყარო: tribuna.ge
  17. - უფლის მიერ დაწესებულ შვიდ საიდუმლოთაგან, პირველი არის ნათლისღება, როდის დაწესდა იგი და რა როლი ენიჭება მას ადამიანის ცხოვრებაში? - მართლაც, ნათლისღების საიდუმლო ეს არის პირველი და მთავარი საიდუმლო, რომლის შემდეგ ადამიანისთვის მისაწვდომი ხდება სხვა საღმრთო საიდუმლოებანი. იგი ჯერ კიდევ იორდანეში ქრისტეს ნათლობიდან მოდის, როდესაც გაცხადდა ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოება ნათლობით ადამიანი იღებს მიტევებას ადამისა და ევას მიერ ჩადენილი პირველქმნილი ცოდვისა დ აიმ პირადი ცოდვებისთვისაც, რომლებიც მას ნათლობამდე ჩაუდენია, ამის შემდეგ ადამიანი იმოსება ქრისტეს ნათელით, სულიწმინდის მადლით, ენიჭება არა მარტო ძველი ცოდვების მექანიკური მიტევება, არამედ შინაგანი ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს საკუთარ ვნებებს და გამოიმუშავოს სულიერი იმუნიტეტი, გახდეს მიუწვდომელი, შეუღწევადი იმ უამრავი განსაცდელისაგან, რომლებიც დღეს უხვად გვახვევია გარს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნათლობის ჟამს ადამიანს ენიჭება მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ყოველგვარი ბოროტებისაგან, იგია ადამიანის წინამძღვარი და ხელს უმართავს სასუფეველისაკენ მიმავალ გზაზე. ანგელოზი ეს არის ის ძალა, რომელიც თან გვდევს ან განგვეშორება, ანუ დისტანცირდება, ჩვენი ცოდვების გამო ნათელი ქრისტესი, რომლითაც ვიმოსებით ნათლობის დროს, აღადგენს ჩვენში ღვთის ხატებასა და მსგავსებას, რომელიც პირველქმნილი ცოდვის შემდეგ წაგვერთვა. ეს კი ღვთისადმი მიმსგავსების, მეტ ძალასა და შესაძლებლობებს გვანიჭებს. ნათლობის დროს ადამიანზე უხვად გადმოდის “ნიჭნი სულიწმინდისანი”, რომელიც უნათლავს არ გააჩნია. უნათლავი ადამიანი სულიერად მწირია, იგი უგზოუკვლოდ დაეხეტება, ყოველგვარი წინამძღვრის გარეშე და სული დამძიმებული აქვს როგორც ადამის მიერ პირველქმნილი ცოდვით, ასევე საკუთარი ცოდვებითაც. - აუცილებელია თუ არა დაბადებიდან მეორმოცე დღეს ბავშვის მონათვლა? - აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია. ჩვილის მონათვლა შესაძლებელია მერვე დღესაც. მაგალითად ყოფილა შემთხვევა, რომ 7-8 დღის ბავშვიც მოგვინათლავს, რომელიც უიმედო მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ იგი გამოჯანმრთელებულა და გადარჩენილა. საერთოდ კარგია, რომ ბავშვი მოინათლოს, რათა გაშორდეს პირველქმნილ ცოდვას და შეუდგეს ახალ ცხოვრებას. - რა პრინციპით უნდა მოხდეს ნათლიების შერჩევა და რა როლი ენიჭებათ მათ ნათლულის ცხოვრებაში? - ნათლიების შერჩევა ხდება ქრისტიანული მორალიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. მოსანათლი ადამიანისათვის საჭიროა თანამასწავლებელი- ლოცვის, კატეხიზმოსა და ქრისტიანული სარწმუნოების გაცნობისათვის – რომელსაც ნათლია წარმოადგენს. ნათლია ზოგჯერ თვითონ არის მოსაქცევი, ქრისტიანულად გასანათლებელი, ქრისტიანულად უწიგნური, ურწმუნო, ურწმუნო ნათლიაზე საშინელი არაფერია. განა შეიძლება ნათლია, ანუ სულიერი მამის ან დედის როლის შემსრულებელი, თვითონ იყოს ურწმუნო? ნათლიამ მონათლულს უნდა ასწავლოს სარწმუნოებრივი პრინციპები, საიდუმლოში მონაწილეობის საშუალებები, სულიერი თავდაცვისა და ბრძოლაში მონაწილეობის ხერხები; უნდა ასწავლოს ლოცვა. ნათლია მაგალითი უნდა იყოს ნათლულისათვის. ის სულიერი ნათესაობა, რომელიც მან მიიღო, უნდა გაამართლოს, მხოლოდ საჭმლის მიღებისათვის რომ გაშლიან სუფრას, ეს ვერაფერი ბედენაა! - შეიძლება თუ არა მონათლული ადამიანის ხელმეორედ მონათვლა? - მართლმადიდებლური წესით მონათლული არ საჭიროებს ხელმეორედ მონათვლას. ნათლობა განუმეორებადი საიდუმლოებაა, რომელიც ერთხელ ხდება ცხოვრებაში და სამუდამოდ როგორც მრწამსშია ნათქვამი, - “აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა... “ როგორც ერთხელ იბადება ადამიანი ფიზიკურად, ასევე ერთხელ ინათლება, ესე იგი იბადება სულიერად. - რა მოელის მოუნათლავ ადამიანს სიკვდილის შემდეგ? - მოუნათლავი ადამიანის სული სიბნელეში იმყოფება, ამიტომ იგი სასუფეველში ვერ შევა. მისთვის ზეცაში ამყვანებელი გზა დაკეტილია. მოუნათლავ ადამიანზე ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლის ძალა არ მოქმედებს. იგი ძველი აღთქმის ადამიანივით, მართალი იქნება თუ მტყუანი, ჯოჯოხეთში მიდის. ამიტომ მოვუწოდებ მოუნათლავ ადამიანებს, რომ სასწრაფოდ მოინათლონ. ეკლესიის კარი ყოველთვის ღიაა, მობრძანდნენ და მიიღონ ნათელი ქრისტესი, ამინ! http://www.geonews.ge/uploads/images/5123dekanozi%20giorgi%20sxirtladze.jpg| წყარო: geonews.ge
  18. პოლიტიკური მოძრაობა "თეთრები" ივნისის ბოლოს პარტიის კონგრესის ჩასატარებლად ემზადება. როგორც "ჯეონიუსს" მოძრაობიდან აცნობეს, კონგრესის წინა პერიოდში დაგეგმილია მოძრაობის ლიდერების ვიზიტი საქართველოს რეგიონებში. ამჟამად ისინი მოაწყობენ შეხვედრებს გორში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, მარტვილსა და ზუგდიდში. მოსახლეობას წარედგინება „თეთრების“ სამოქმედო გეგმა და პროგრამა. http://www.geonews.ge/uploads/images/9056372235_100003314992146_37592098_n.jpg წყარო: geonews.ge
  19. სიების დასუსტების კომისიას არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგამ“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის თხოვნით მიმართა. ამ გაერთიანებებს სახელმწიფო უწყებისგან იმ მონაცემების მიღება სურთ, რომელიც კომისიამ "კარდაკარის" რეგისტრატორებისთვის მოამზადა, სანამ ისინი პროექტ "კარდაკარს" დაიწყებდნენ. საჯარო ერთიანი ამომრჩეველთა სიისგან განსხვავებით (რომელიც უკვე დევს კომისიის ვებ გვერდზე და ასევე ცესკოს საიტზე) სიის სამუშაო ვერსიაში ამომრჩევლები ოლქებად, არეალებად და სექტორებად არის დაყოფილი. კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ სამუშაო ვერსიის განსაჯაროებას არ ითხოვს არც საარჩევნო და არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მიუხედავად ამისა, კომისიამ გადაწყვიტა, რომ "რესპუბლიკელებსა" და „ამომრჩეველთა“ ლიგის თხოვნა დააკმაყოფილოს. „ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ დეკლარირებული უნდობლობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტეთ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები და ეს სია გადავუგზავნოთ დაინტერესებულ სუბიექტებს. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობისაკენ გადადგმული ჩვენი ნაბიჯი ადეკვატურად იქნება აღქმული მათი მხრიდან“, - განაცხადა კაციტაძემ. მისივე თქმით, გადაგზავნილ სიებში არ არის ასახული კარდაკარის არსებული შედეგები და ასევე, ამოღებულია ამომრჩევლის პირადი ნომერი. სახელმწიფო უწყებას ამის გასაჯაროებას კრძალავს. http://news.ge/uploads/photo/270x152/34128.JPG წყარო: news.ge
  20. "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია დევნილთა და განსახლების მინისტრს ზედაეწერში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობით დაინტერესებას სთხოვს. "დევნილების ბევრი ჩასახლება მინახავს და აღარ მეგონა სოფელ შამგონას დევნილების საცხოვრებელი პირობების შემდეგ რამე თუ ასე შემაძრწუნებდა, მაგრამ ზედაეწერის ყოფილი კანტორის შენობაში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობამ ყველა ძველი შთაბეჭდილება გადაფარა. აქ ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ. ისინი სასწრაფოდ უნდა იქნან გაყვანილი ან შენობა კაპიტალურად უნდა შეკეთდეს"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სხვა შენობებს, რომლებშიც დევნილები ცხოვრობენ, თითქოს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდათ, მაგრამ სამუშაოები ისე უხარისხოდ შესრულდა, რომ იქაც კვლავ მძიმე მდგომარეობაა. "მინისტრი სუბელიანი უნდა დაინტერესდეს აქ არსებული მდგომარეობით. ადამიანები სასოწარკვეთილნი არიან, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ თავის მოსახლეობა ასეთი მდგომარეობისთვის გაწიროს? "- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ http://news.ge/uploads/photo/270x152/34107.jpg წყარო: news.ge
  21. „ქრისტიან–დემოკრატები“ 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის საზეიმო სხდომას დაესწრებიან. „არ გვსურს, რომ ჩვენი ნაბიჯი საზოგადოებაში ბოიკოტად იყოს აღქმული. ამასთან, ხელისუფლებასთან ჩვენი დაპირისპირება ქუთაისელებმა შესაძლოა, უპატივცემულობად მიიჩნიონ. ქუთაისელებს, რომ არ ვაწყენინოთ, სხდომას დავესწრებით,“ – აღნიშნავს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი. მაისის დასაწყისში კი გიორგი ახვლედიანი ამბობდა, რომ „ქრისტიან–დემოკრატები“ ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პიარაქციის ნაწილი არ გახდებოდა. http://news.ge/uploads/photo/653x367/34117.JPG წყარო: news.ge
  22. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ამერიკისაგან მტრული დამოკიდებულების საპირწონედ ის ბირთვული პროგრამის გაფართოებას ეცდება. ”სანამ ამერიკის მხრიდან მტრული პოლიტიკა გაგრძელდება, ჩვენ პროგრამაზე მუშაობას განვაგრძობთ.”-განუცხადა გუშინ ქვეყნის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა კორეულ სააგენტოს. ”სი-ენ-ენ”-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის დესპანმა გლინ დევისმა კი ორშაბათს ფხენიანი გააფრთხილა, რომ შესაძლო მესამე ცდის ჩატარება ”სერიოზული შეცდომა” იქნება. კორეის ერთ-ერთი ოფიციალური პირი სამშაბათს აცხადებდა, რომ ბირთვული ცდის ჩატარება თავდაპირველად რეჟიმის გეგმებში არ შედიოდა. ”თავდაპირველად ჩვენ არ ვვარაუდობდით ბირთვული ცდის ჩატარებას, ვინაიდან მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის გვსურდა თანამგზავრის გაშვება. თუმცა, მიუხედავად ჩვენი მშვიდობიანი მიზნებისა, თუ აშშ გააგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ზეწოლის გაძლიერებას, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება და თავდაცვაზე ფიქრი მოგვიწევს.”-აღნიშნავს მაღალჩინოსანი. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს კორეამ თანამგზავრი გაუშვა, რომელიც ფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. აღნიშნულმა ნაბიჯმა შეაფერხა ამერიკას და კორეას შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმება, რომელიც ბირთვული საქმიანობის შეჩერების სანაცვლოდ, ამერიკის მხრიდან საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებდა. ბოლო პერიოდში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით ამ ქვეყანამ ბირთვულ საწარმოებზე მუშაობა გააქტიურა. ცოტა ხნის წინ კემპ დევიდში ”დიდი რვიანის” სამიტზე შეკრებილმა ლიდერებმა, კორეა გააფრთხილეს, რომ მისი ბირთვული პროგრამის გაფართოების სანაცვლოდ ის მეტ იზოლაციას მიიღებდა. http://news.ge/uploads/photo/270x152/34124.jpg წყარო: news.ge
  23. ემიგრაციაში მყოფი ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია "მზის" დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს. მის განცხადებას და გეგმებს ჟურნალისტებს დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ ბრიფინგზე ჩხარტიშვილის პრესმდივანი გიორგი გიორგაძე გააცნობს. ვანო ჩხარტიშვილმა ეს გადაწყვეტილება ლონდონში, საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია "მზერა"-ს დაფუძნების შემდეგ მიიღო. ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია "მზის" ერთ-ერთი მეწილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ტელეკომპანია "მზის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. მისი მეწილე კი, ბანკირი და ბიზნესმენი, ყოფილი პარლამენტარი და მეგობარი ზაზა სიორიძე იყო. ვანო ჩხარტიშვილი, 2012 წელს ინა გუდავაძის პრეტენზიების საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ იგი ორი წელია არ წარმდგარა ქართული საზოგადოების წინაშე და არც იმ მიზეზებზე ულაპარაკია, რის გამოც იძულებული გახდა, საქართველო ოჯახთან ერთად დაეტოვებინა. http://news.ge/uploads/photo/270x152/33998.jpg წყარო:news.ge
×
×
  • შექმენი...