Jump to content
Planeta.Ge

CPUG

პლანეტელი
  • პოსტები

    324
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი CPUG

  1. Associated Press–ის ცნობით, Facebook–ის იურისტები ცნობისმოყვარე დამსაქმებელ კომპანიებს სასამართლოთი ემუქრებიან. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი კომპანია თავის თანამშრომელს ან პოტენციურ თანამშრომელს საკუთარი გვერდის მონაცემების გამხელას სთხოვს. Facebook–ის პირადი დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, ერინ განის თქმით, ამასთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებლებისგან წერილის სახით უამრავ საჩივარს იღებს. წინა პარასკევს განმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართა, რომ მათ საკუთარი პაროლი სხვა ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანდონ. ამასთან, რამდენიმე სენატორმა იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რათა მსგავსი ფაქტების გამოძიება დაწყებულიყო. სენატორებმა ამას ფედერალური კანონმდებლობის დარღვევა უწოდეს. რემდენიმე შტატში სოციალური ქსელის მონაცემების მოთხოვნის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის გეგმის შედგენასაც კი აპირებენ. http://image.geotorrents.com/images/78181698358590522344.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  2. ჰაკერებმა Anonymous-დან განაცხადეს, რომ მეკობრეობის საკითხებზე ყურადღების გამახვილების მიზნით, დროებით, ინტერნეტის გათიშვას გეგმავენ. თავიანთ თავდასხმას ჰაკერებმა "გლობალური დაბნელების ოპერაცია"(Operation Global Blackout) უწოდეს და მის ფარგლებში DDoS-შეტევის განხორცილებას 13 სერვერზე გეგმავენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საიტების გამოსახულებაზე. შედეგად, ფორმალურად ინტერნეტი იმუშავებს, თუმცა მომხმარებლები ვერც ერთი საიტის ნახვას ვერ შეძლებენ. Anonymous-ში ამტკიცებენ, რომ ისინი ინტერნეტის გათიშვას დიდი ხნით არ აპირებენ, არამედ სურთ მეკობრეობის პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება, რომელიც, მათი აზრით, ლეგალური უნდა გახდეს. ასევე ისინი ინტერნეტს თიშავენ კანონპროექტ SOPA-ს, მოძრაობა "დაიკავე უოლ სტრიტის" დაშლის და ბანკირების უსაზღვრო ძალაუფლებისადმი პროტესტის ნიშნად. ჰაკერებმა კიბერშეტევა, შესაძლოა, 31 მარტს განახორციელონ, თუმცა, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია,-იუწყება DKNews. http://image.geotorrents.com/images/95210398896838960767.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  3. ტეხასის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა, პროფესორ დინ ტერის ხელმძღვანელობით, Facebook-ის ახალი დამატება შექმნეს. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება მონიშნოს საძულველი ადამიანი, კლიპი, ფილმი თუ სხვა ნებისმიერი მასალა. სოციალური ქსელის ახალი სერვისი ჯერ არ ფუნქციონირებს, მას Enemygraph-ი ეწოდა. შემქმნელების აზრით, ეს სერვისი სასარგებლო გახდება სხვადასხვა კვლევების საწარმოებლად. http://image.geotorrents.com/images/39689190396503514762.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  4. უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook–ი საძიებო სისტემის შექმნაზე მუშაობს. ინფორმაცია ამის შესახებ Businessweek–მა გაავრცელა. ამ წყაროს მიხედვით, Facebook–ის საძიებო სისტემაზე Google–ის ყოფილი თანამშრომლი, ლარს რასმუსენი და ორი ათეული სხვა ინჟინერი მუშაობს. მათი მიზანია გააუმჯობესონ სტატუსების, ვიდეორგოლების და ამ საიტისთვის დამახასიათებელი სხვა დამატებების ძიება. ასევე ისეთი კონტენტის, რომელიც Like–ით აღინიშნა. ჭკვიანი საძიებო სისტემით შესაძლებელი გახდება ახლო მდებარე რესტორნების ან სხვა ორგანიზაციებისა თუ დაწესებულებების Google –ისთვის მიუმართავად პოვნა. სოციალური ქსელი ინფორმაციას მოწონებების რაოდენობის მიხედვით აგდებს. ეს კი ხელს შეუწყობს საიტზე უფრო მეტი დროის გატარებას. http://image.geotorrents.com/images/22026507171199207305.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  5. ამერიკული კომპანია Terrafyudzhia-ი იწყებს საჰაერო ავტომობილების მასობრივ წარმოებას. ახალი სატრანსპორტო საშუალების გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. სასწაული ტექნოლოგიის მსოფლიო პრემიერა პარასკევს არის დაგეგმილი New York Auto Show-ში. მფრინავი მანქანების გაყიდვა მომავალ წელს მოხდება. მფრინავი ავტომანქანა, რომელიც განკუთვნილია ორი მგზავრისთვის, მაქსიმალური სიჩქარის აკრეფისას, რვა მეტრის გარბენის შემდეგ, ჰაერში აიჭრება და ხუთასი მეტრის სიმაღლეზე დაიწყებს გადაადგილებას. ახალი საფრენი ავტომობილის ფრთები 8 მეტრს შეადგენს, რომელიც დაჯდომისას იკეცება და ძარაში თავსდება. ავტომობილი 279000 დოლარი ეღირება. ასზე მეტმა ადამიანმა უკვე გამოთქვა სურვილი მისი შეძენისა და თანხა წინასწარ გადაიხადეს. http://image.geotorrents.com/images/76881905458297359367.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  6. მთელს მსოფლიოში 300000-ზე მეტმა ინტერნეტ-მომხმარებელმა შეიძლება დაკარგოს ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე, - ამის შესახებ ფედერალური გამოძიების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-ის ეთერში განაცხადა. 9 ივლისს FBI-ი ხურავს ინტერნეტის დროებით მომსახურებას მთელს მსოფლიოში კომპიუტერის ვირუსებისგან შემოწმების მიზნით, რომელთა შემოწმება სპეციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი. გასული წლის ნოემბერში, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააპატიმრა ესტონეთის ექვსი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ინტერნეტში თაღლითობისთვის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით DNS changer-ით ათასობით კომპიუტერის დავირუსებაში. გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ჰაკერები ვირუსებს საკუთარ საიტებზე ინტერნეტმომხმარებლების გადამისამართებისთვის იყენებდნენ, რომლებზეც განთავსებული იყო რეკლამა. რეკლამების მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ისინი ფულს ღებულობდნენ და ამ გზით უკანონოდ მიითვისეს დაახლოებით14 მილიონი დოლარი. როგორც FBI-ის წარმომადგენელი აცხადებს, ამის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 85000 კომპიუტერი დაზიანდა, მათ შორის, NASA-ს ოპერატიული სისტემა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შექმნა სპეციალური საიტი (www.dcwg.org), სადაც შეიძლება კომპიუტერის ვირუსებზე შემოწმება. ჰაკერების ქსელის გამოვლენის შემდგომ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გააქტიურა დროებითი რესურსი და „დაავადებული“ კომპიუტერები ინტერნეტიდან გაითიშება, რათა ინტერნეტმომხმარებელმა მოახდინოს მათი ვირუსებისგან გაწმენდა. http://image.geotorrents.com/images/61199010741682957578.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  7. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა სპეციალური განყოფილება გახსნა, საიდანაც მომხმარებლებს შეეძლებათ ანტივირუსის ჩამოტვირთვა უფასოდ, 6 თვის ლიცენზიით, - ამის შესახებ განცხადება Facebook-ის ბლოგზე განთავსდა. სულ საიტზე ანტივირუსის ხუთი პროგრამა იქნება წარმოდგენილი - McAfee Internet Security, Microsoft Security Essentials (ორივე Windows-ის), Norton AntiVirus (ხელმისაწვდომია Windows-სა და Mac OS X-სთვის), Sophos Anti-Virus (Mac OS X-ის ვერსია) და Trend Micro Internet Security ( for Windows და Mac OS X). მომხმარებელს შეუძლია ერთ-ერთი პროგრამა ჩამოტვირთოს, რის შემდეგ დანარჩენი მისთვის ხელმიუწვდომელი გახდება. უფასო ანტივირუსით სარგებლობა შესაძლებელი გახდა Facebook-ის ხელმძღვანელობისა და ანტივირუსის მწარმოებელი კომპანიების თანამშრომლობის შედეგად. ასევე მიღწეულია შეთანხმება სოციალური ქსელების შემოწმების შესახებაც. Facebook-ი საფრთხის შემცველი ბმულის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს გააფრთხილებს. გარდა ამისა, კომპანიის სპეციალისტები ასევე გამოაქვეყნებენ უსაფრთხოების შესახებ საგანმანათლებლო მასალებს. http://image.geotorrents.com/images/38544684414206681558.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  8. ბრიტანეთში უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. ძაღლი, რომელიც თავისი დაუდევრობის გამო, ტელეფონის სადენში გაიხლართა, თავისივე ძალისხმევით გადარჩა. მან შემთხვევით დააჭირა თათი ექსტრენული დახმარების ღილაკს ტელეფონზე – 999. როდესაც ოპერატორს გაძნელებული სუნთქვის ხმა მოესმა, შემთხვევის ადგილზე გაგზავნა პოლიციელები. პოლიციას კარი მეზობელმა გაუღო, რომელსაც სათადარიგო გასაღები აღმოაჩნდა. ოთახში ტელეფონის აპარატის სადენით სიკვდილის პირას მისული ძაღლი აღმოაჩინეს და მისი გადარჩენაც მოახერხეს. „საერთოდ, ჭკუით ვერ დაიკვეხნის ეს ძაღლი, ცოტა შტერი და დონდლოა. წინდების ღეჭვა უყვარს ძალიან“, – განაცხადა ბასეტ ჰაუნდის პატრონმა, სტუდენტმა ლიდიამ.
  9. არქეოლოგებმა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, აბრი კასტანეტის გამოქვაბულში ხელოვნების უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს. მკვლევარების დასკვნით, უახლეს აღმოჩენაზე ქალის სასქესო ორგანოა გამოსახული. მეცნიერთა აზრით, ნამუშევრები ჩვ. წ.-მდე 37 ათასი წლისაა. აქამდე, ხელოვნების უძველეს ნიმუშებად შოვეს გამოქვაბულის ნახატები იყო მიჩნეული, რომელიც ჩვ. წ.-მდე 30-32 ათასი წლით თარიღდება. ნიუ ორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგ რენდალ უატის თქმით, ნამუშევარში მან დანახვისთანავე ამოიცნო ქალის სასქესო ორგანო. კვლევის შედეგები „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წერილებში“ გუშინ გამოქვეყნდა.
  10. ავტომწარმოებელმა კომპანია Volkswagen-მა მფრინავი ავტომობილის კონცეფცია People's Car Projekt-ი შექმნა და პეკინში „ავტო-ჩინეთი 2012“-ზე წარადგინა. VW-ის მარკეტინგის ჯგუფის დირექტორმა ლუკა დე მეომ თერთმეტი თვის წინ მომხარებელს კომპანიისთვის საკუთარი ხედვების შეთავაზება სთხოვა. VW-ის ვებ-გვერდზე ამ პერიოდის მანძილზე მფრინავი ავტომობილის შესახებ 119 ათასამდე იდეა განთავსდა. ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი „კონცეპტ-კარი“ ორადგილიანია. მაგნიტების წყალობით იგი გზების ზედაპირზე დაფრინავს და გამვლელთა გაკვირვებულ მზერას იპყრობს. ავტომობილში ჩამონტაჟებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადამცემები, რომლებიც სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შეჯახების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. მძღოლი ავტომობილს უჩვეულო ჯოისტიკით მართავს. მფრინავი მანქანა ახლო მომავალში ჩინურ ბაზარზე გამოჩნდება, თუმცა კომპანიის გეგმებში ჯერჯერობით არ შედის მსოფლიო ბაზრის დაპყრობა. http://www.youtube.com/watch?v=JWh2qT9yiTo წყარო: ნიუს.ჯი
  11. ისე დაწერე შეიძლება ვინმეს გამოადგეს (თუ შეგიძლია)
  12. საერთოდ თემა რო გაიხსნება იმ თემაზე უნდა ისაუბრო და არა რაც ეხლა შენ დაწერე
  13. ვერ ხედავ წლებია უკვე ეს თემა.
  14. როცა გაერკვევით დამიწერეთ რო დავხურო!
  15. ეჰ ვითომ აქამდე ჩვენი არ იყო, მალე უკვე რეებს მოგვიგონებენ კაციშვილმა არ იცის
  16. იაპონიაში, ტოხოკუს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მექანიკური გული შექმნეს, რომელიც უსადენო ტუმბოს წარმოადგენს. ტუმბო წუთში ხუთ ლიტრ სისხლზე მეტის მიმოქცევას უზრუნველყოფს. ამისათვის, მოწყობილობაში ცილინდრის მაგნიტია ჩამონტაჟებული, რომელიც ზუსტად იმ სიხშირით ტრიალებს, რა სიხშირითაც იკუმშება ნამდვილი გული. პროფესორ კაზუსი ისიამას თქმით, ტრადიციული მექანიკური ტუმბოები დიდი ზომებით გამოირჩევა, რაც მათ სხეულში იმპლანტაციის საშუალებას არ იძლევა. ახალი მინი-ტუმბო კი, არამარტო კომპაქტურია, არამედ მარტივი სტრუქტურითაც ხასიათდება. წყარო: ნიუს.ჯი
  17. ამერიკელმა ბიოტექნოლოგებმა თვალის ბადურის ხელოვნური პროტოტიპი შექნეს, რომელიც კვების სისტემას არ საჭიროებს და ინფრაწითელი გამოსხივების ენერგიაზე მუშაობს. დღეისათვის მეცნიერები მთელ მსოფლიოში რამდენიმე სახის იმპლანტანტს ქმნიან, რომლებსაც თეორიულად ადამიანისთვის მხედველობის დაბრუნება შეუძლია. ბიოლოგები ღეროვან უჯრედებს იყენებენ, ფიზიკოსები და ბიოტექნოლოგები კი, ადამიანის და ცხოველის ტვინთან სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობას აკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთმა ექსპერიმენტმა არსებით შედეგს ვერ მიაღწია. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჯეიმს ლაუდინის ხელმძღვანელობით თვალის ელექტრონული ბადურას ახალი ტიპი შექმნა, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა და ამასთან, კვების შიდა წყაროს არ საჭიროებს. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი წარმოადგენს მსგავსი ტექნოლოგიების მთავარ ბარიერს. ლაუდინის ხელოვნური თვალის ბადურა მრავალი მიკროსკოპული სილიკონისგან შედგება, რომლებიც სინათლეზე რეაგირებს. ხელოვნური ბადურის მუშაობას მინი-კომპიუტერი და სპეციალური სათვალე უზრუნველყოფს, რომელშიც ვიდეოკამერაა ჩამონტაჟებული. კამერა სინათლეს ელექტრონულ იმპულსებად გარდაქმნის და კომპიუტერს გადასცემს, რომელიც თავის მხრივ უწყვეტ რეჟიმში ამუშავებს კადრებს. მიღებული მაღალი ხარისხის გამოსახულება საბოლოოდ, ლინზების უკანა მხარეს, ფოტოგადამცემებს მიეწოდება. შესაბამისად, მხედველობადაკარგული ადამიანი რეალურ დროში იღებს გამოსახულებას და ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით სამყაროს აღქმის უნარს იბრუნებს. წყარო: ნიუს.ჯი
  18. 6 მაისის შემდეგ, დავით გარეჯში, მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს. დავით გარეჯში მოღვაწე მამებმა მომხდარის შესახებ საპატრიარქოს შეატყობინეს, საპატრიარქომ კი - საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში. მამების ცნობით, მონასტერი უდაბნო დავით გარეჯის მონასტრის მომიჯნავეა და უფრო მაღლა მდებარეობს. იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, მონასტრის ბერების გარდა, უკვე არავის აღარ უშვებენ, მათ შორის - მომლოცველებს. ქართველი მესაზღვრეები ტერიტორიის მხოლოდ პატრულირებას ახდენენ და გარეჯის ლავრასთან ახლოს დგანან, სასაზღვრო ზოლთან პერიოდულად მიდიან და უკან ბრუნდებიან. მღვდელმონაზონის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ეს მათი ტერიტორიაა და მონასტერი უდაბნო ალბანური კულტურის ძეგლია. „აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის ინტერესებსა და პოლიტიკას ახორციელებენ. ჩვენ რას ვშვრებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენსას და არ ვდგავართ პრინციპულ პოზიციაზე?! ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უწმინდესი ადგილი, ისტორიული მიწა - წყალი, სადაც 6 ათასი გარეჯელი ბერი მოისრა", - დასძინა დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონმა კირიონმა. News.ge დავით გარეჯის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ყურადღების ცენტრში მოექცა აზერბაიჯანს არ ეკუთვნის. მისი თქმით, დელიმიტაციის სამუშაო პროცესი არ დასრულებულა და არ გადაწყვეტილა თუ ვისი საკუთრებაა ეს ადგილი. მამა ილარიონი აღნიშნავს, რომ 6 მაისის შემდეგ დავით გარეჯში, მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. იქ აღარ უშვენებ მომლოცველებსა და ტურისტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბერ-მონაზვნებს გადაადგილება არ ეზღუდებათ, დავით გარეჯის წინამძღვარი ამბობს, რომ მათი მთავარი პრობლემა მომლოცველების არშეშვებაა. News.ge-ს შეკითხვას ხვდებიან თუ არა ისი პირადად გადაადგილებისას დაბრკოლებას აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან, მამა ილარიონმა ასე უპასუხა: „ჩვენი პრობლემა არის სწორედ ის, რომ ქართველ მომლოცველებსა და ტურისტებს აღარ უშვებენ”. 6 მაისის შემდეგ შეცვლილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გააკეთეს. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს საზღვრებში არ არის. ის აზერბაიჯანის ტერიტორიაა. მისივე თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი. „ორივე მხარის ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა და დელიმიტაციის საკითხები გადაიჭრას. თუმცა, ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც საუბარი ახლა მიდის, სადავო არ არის და ის აზერბაიჯანის საკუთრებაა“,- ამბობს ნინო კალანდაძე. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა კახა აბდალაძემ. მისი განცხადებით, დელიმიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და ყველანაირი განცხადება მოლაპარაკებების დროს შექმნილ კრიზისზე უსაფუძვლოა. News.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც ადმინისტრაციისა და საზოგადოებასთან ურთუერთობის სამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ არც ქართულ და არც აზერბაიჯანულ მხარეს საზღვრის კონტროლი არ გაუძლიერებია. ტერიტორია, რომელზეც ახლაა საუბარი, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარია. მოქალაქეებს კი, რომლებსაც სურთ მოილოცონ, ან მოინახულონ ეს ადგილები, სპეციალური პროცედურების გავლა უწევთ, ისევე როგორც ნებისმიერი საზღვრის გადაკვეთისას. დავით გარეჯში გუშინ იმყოფებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებიც. მათი თქმით, ვითარება დავით გარეჯში მნიშვნელოვნად შეიცვალა 6 მაისის შემდეგ. კოალიციის ლიდერებმა მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად, პირადად სცადეს ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა. მათ ადგილზე ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დახვდნენ და მომლოცველებს გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს. „ქართული ოცნება“ ხელისუფელბას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. წყარო: ნიუს.ჯი
  19. ერთი თემას კარგად შეხედე ვინ დაპოსტა, ვალდებული ვარ პასუხი გაგცე ძაან სულელურ შეკითხვაზე. პ.ს ვარნის ღირსი ხარ მაგრამ ამ შემთხვევაში გპატიობ!
  20. ვინმე გეხვეწება კომენტარი გააკეთეო? თუ ისეთი ნიუსი არ არის რო კომენტარი გაკეთდეს აგერ გეორგეკჰ13 -მა ვერ გააკეთა?
  21. თბილისის წყალმომარაგების კომპანია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, სტიქიის შედეგად, თბილისის სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წუხანდელი წყალდიდობის შემდეგ, თბილისის წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, სპეციალური განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილ მდგომარეობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია თბილისის სასმელი წყლის ხარისხზე. თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს. კომპანიის განმარტებით, წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმებმა და ნიაღვრებმა მდინარე არაგვის შენაერთების ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემები შეუქმნა GWP-ს არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. ,,ამის გამო, თბილისის გარკვეული უბნების წყალმომარაგებაში შეზღუდვებია დაწესებული. ამჟამად, წყლის მიწოდება შეზღუდულია ვაკე-საბურთალოს რაიონში, მთაწმინდის, სოლოლაკის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონის ზედა ზონებში, სვანეთის უბანსა და სანზონაში."- ნათქვამია განცხადებაში. თბილისის წყალმომარაგებაში შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად კომპანია GWP სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. წყარო: ნიუს.ჯი
×
×
  • შექმენი...