-
პოსტები
324 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი CPUG
-
1923 წელს წარმოებული გერმანული კომპანია ”ლეიკას” (Leica) ფოტოაპარატი ვენის აუქციონზე 2,16 მილიონ ევროდ გაიყიდა და იქვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფოტოკამერის სტატუსიც მოიპოვა. აუქციონის სახლის WestLicht-ის მონაცემებით, ლოტის ჯამურმა თანხამ შვიდჯერ გადააჭარბა პირვანდელ შეფასებებს, რომლის თანახმადაც ლეგენდად ქცეული ფოტოაპარატი დაახლოებით 300 ათას ევროდ უნდა გაყიდულიყო. ვარიტეტული ფოტოკამერის ახალმა მფლობელმა ინკოგნიტოდ დარაჩენა ამჯობინა. გამოცემა Kleine Zeitung-ის ცნობით, გაყიდული აპარატი იმ 25 საცდელ ნიმუშთაგანი იყო, რომლებიც კომპანია ”ლეიკამ” ამავე ფოტოაპარატების სერიულ წარმოებაში გაშვებამდე. ორი წლით ადრე - 1923 წელს შექმნა. დღესდღეობით მსოფლიოში 12 ასეთი ფოტოაპარატია დარჩენილი, რომლებზეც კოლექციონერებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ავსტრიული გაზეთის მონაცემებით, ვენის აუქციონზე ფოტოკამერაში გადახდილ აქამომდელ რეკორდულ თანხას 2011 წლის აუქციონთან მივყავართ. მაშინ ანალოგიური კამერა დაახლოებით 20-წუთიანი ვაჭრობის შედეგად უცნობმა აზიელმა კოლექციონერმა შეიძინა 1,3 მილიონ ევროდ. 1849 წელს დაარსებული გერმანული კომპანია დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავეა ფოტოაპარატების, ოპტიკური სამიზნეებისა თუ მიკრისკოპების წარმოებაში. http://image.geotorrents.com/images/85581784495145987609.jpg წყარო: ნიუს.ჯი
-
გაიხარე ძმა შენც გილოცავ მრავალს დაესწარი
-
კარედო აი იმენა რასაც ქვია ,,კრისტალს'' ლაპარაკობ.. ხო მიმიხვდი რაც ვიგულისხმე კრისტალში ?
-
მე ვფიქრობ აქ უფრო სხვა რაღაცა იგულისხმება.. ეგ კი შენ რაც დაწერე მარა კიდე + რაღაცა
-
ყველა იძახის და ჰაერძე მე არაფერს არ ვიძახი ფაშისტ! ბევრის აზრი მოვისმინე და მაქედან გამომდინარე მეც ჩემი აზრი მაქ ამის შესახებ და აგერ კარედოც დამეთანხმება, მტკვირს გადმოსვლა ეგეთი ადვილი არ არის, საკმაოდ უნდა აიწიოს დონემ რო გადმოვიდეს და გუშინ ისეთი ძაანაც სასწაული წვიმა არ ყოფილა რო ეგეთი რაღაცა მომხდარიყო
-
და შენ რა იცი რო არ გასკდა? მაგას კი არ გამოაცხადებენ ტელევიზორში და კარედომ როგორც დაწერა ზუსტად ეგრეა ! ვერ ხედავდი უგულავას ფერი არ ქონდა სახეზე ისეთი შეშინებული იყო მაგ წყალსაცავების გამო!
-
ოო ეგ ნამდვილად არ ვიცი.
-
მართალი ხარ კარედო, რაღაცა ხელოვნური წყალსაცავები აქვთ და რაღაცა დაემართა და წვიმასთან ერთად ესაც წამოვიდა და აი შედეგიც. ისე წეღან გავხსენი მე თემა ამაზე
-
მე არანაირი შეხება არ მაქვს მედიცინასთან მარა მე სტატიიდან გამომდინარე გაგეცი პასუხი!
-
საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიისა და დაღუპული ადამიანების გამო. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანაუგრძნობს მათ ახლობლებს. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისრაციამ გაავრცელა. წუხელ გვიან ღამით, ძლიერი წვიმისა და მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში თბილისში და აღმოსალეთ საქართველოში, სადაც სტიქია მძვინვარებდა, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახურები.
-
კარგად წაიკითხე ჩაის რიტუალი! მარტო აიდუღო ეგ კი არაა რიტუალი
-
თბილისში წუხანდელმა წყალდიდობამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამი ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება, თუმცა მათი სამძებრო სამუშაოები გრძელდება და ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს. უკანასკნელი ინფორმაციით, მეხუთე გარდაცვლილი 84 წლის ქალბატონია და იგი მარტო ცხოვრობდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი გორგასლის ჩიხში დაიღუპა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ერთ-ერთი 6 თვის. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კოლექტორის დაზიანების გამო წყალი ხევს ასცდა, ქუჩაზე გადმოვიდა და სახლები დატბორა. სწორედ ამან გამოიწვია გორგასლის ჩიხში ადამიანთა მსხვერპლი. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ბრიგადები ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. განსაკუთრებით დაზარალდა თბილისში კრწანისის რაიონი, ორთაჭალა და მისი მიმდებარე ტერიტორია. დაიტბორა ქუჩები და მოედნები. გულუას მოედანზე გზა ამ დრომდე გადაკეტილი რჩება, რადგან წყალდიდობამ სავალ ნაწილზე შლამი და ქვა-ღორღი ჩამოიტანა.
-
ხალებთან შეხება თურმე ძაან საშიშია ამიტომ ძაან თუ არ გაწუხებთ მაგაზე თავი არ შეიწუხოთ. კიბოს გამომწველია ბევრისგან გამიგია
-
მე ვფიქრობ შეიძლება ვინმეს დაეხმაროს და ამიტომ შენ ზუსტად არ იცი ეს წამალი რას შეიცავს ამიტომ თავი შეიკავე ეგეთი კომენტარებისგან! შეიძლება ისეთ რაღაცას შეიცავდეს რო მართლა უშველოს.
-
კი ბევრს მიაღწია მაგრამ ის 2 გოლი საქართველოს კარში ზედმეტი იყო ( არავის დაავიწყდება ეგ მომენტი) :brr:
-
დავდე მთავარზე
-
კომპანია Apple უახლოეს მომავალში მინის მასალისგან დამზადებულ iPhone-ს გამოუშვებს. კომპანიამ უკვე შეიტანა განაცხადი ახალი მოწყობილობის დაპატენტებაზე და სასამართლოსგან დადებითი პასუხი მიიღო. გამჭვირვალე iPhone წყალგაუმტარი, ჰერმეტული და რადიოსიგნალების კარგი გამტარი იქნება. ამასთან, მაღალი ხარისხის მინის მასალა მოწყობილობის გამძლეობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სხვა პროდუქტები - iPhone 4 და iPhone 4S მსგავსი კონცეფციითაა აგებული. მათი კორპუსი მინის ორი ნაწილისგან და ფოლადის ჩარჩოსგან არის დამზადებული. ეს უკანასკნელი ანტენის ფუნქციას ასრულებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეეძლება მომხმარებელს Apple-ის უახლესი მოწყობილობით სარგებლობა. წყარო: ნიუს.ჯი
-
უახლოეს მომავალში შესაძლოა ადამიანმა მინის წმენდის დამღლელ საქმიანობას თავი აარიდოს. მინა თავად იზრუნებს საკუთარ სისუფთავეზე. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა წყალგაუმტარი და თვითწმენდის უნარის მქონე მინა შექმნეს. უნიკალური თვისების მინა სპეციალური ნივთიერების თხელი ფენის წასმით მიიღება. შედეგად, მინის ზედაპირზე თვალისთვის შეუმჩნეველი, მიკროსკოპული კონუსები წარმოიქმნება, რომლებიც უკუაგდებს წყალს და მინაც ავტომატურად იწმინდება. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთი მინის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია მზის პანელების წარმოებაში. ცნობილია, რომ მზის ელემენტები სწრაფი გაჭუჭყიანების გამო ნაკლებეფექტური ხდება. ახალი მინის გამოყენების შემთხვევაში, მათ ზედაპირზე ნაკლები რაოდენობის მტვერი და ჭუჭყი დაგროვდება. ანტიბაქტერიული მოქმედება კი, მზის მეტი ენერგიის მიღების საშუალებას შექმნის. სამომავლოდ, უნიკალური მინა შესაძლოა დაინერგოს მობილური მოწყობილობების წარმოებაშიც. მისი წყალობით, მკვეთრი სინათლის პირობებშიც კი, შესაძლებელი გახდება ეკრანზე გამოტანილი გამოსახულების დანახვა. გარდა ამისა, თვითწმენდის უნარის საშუალებით ეკრანი ნაკლებად დაისვრება. წყარო: ნიუს.ჯი
-
ბრიტანულმა გაზეთმა „DailyTelegraph“–მა, ლონდონის უნივერსიტეტის ფსოქოლოგების გამოკვლევებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩაის სმა ამცირებს განცდილი სტრესით გამოწვეულ შფოთსა და მღელვარებას. სწავლულების დასკვნით, ერთი ჭიქა ჩაი გაღიზიანებადობას დაახლოებით 4%–ით ამცირებს, ხოლო ჩაის მთელ პროცედურას 25%–ით შეუძლია სტრესული მდგომარეობის შემცირება. ფსიქოლოგების განმარტებით, სტრესთან ბრძოლაში მთავარ როლს არა მხოლოდ ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი ასრულებს, არამედ – თვით ჩაის სმის რიტუალი. ამ რიტუალის შესრულებისას ადამიანი ივიწყებს თავის ყოფით პრობლემებს და, როგორც კვლევის ხელმძღვანელმა მალკოლმ კროსმა ინტერვიუში განაცხადა, „ჩაის სმის სოციალურ–ფსიქოლოგიური ასპექტები დიდ გავლენას ახდენს როგორც ჩვენს სხეულზე, ასევე ჩვენს გონებაზეც“. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ „ბრიტანელები ყოველთვის, როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ჩაის სმის რიტუალს მიმართავენ ხოლმე“.
-
კი დიდიხანია გამოუშვა მარა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დავწერე. (დაახლ მონაცემები)
-
ამერიკელმა არქეოლოგებმა მაიას ტომის ახალი კალენდარი აღმოაჩინეს, რომელიც დღეისათვის ამ უძველესი ცივილიზაციის აღმოჩენილ კალენდრებს შორის უძველესია. ის IX საუკუნით თარიღდება და სხვა მსგავსი წყაროებისგან განსხვავებით, არ ადასტურებს ცნობას სამყაროს აღსასრულის მოახლოების (2012 წლის 21 დეკემბერი) შესახებ. მაიას ტომის უძველესი კალენდარი გვატემალაში აღმოაჩინეს. ბოსტონის უნივერსიტეტის არქეოლოგების ჯგუფი უილიამ სატურნოს ხელმძღვანელობით 2001 წლიდან იკვლევდა მაიას ერთ-ერთი უმსხვილესი „მკვდარი ქალაქის“ - შულტუნის ნანგრევებს. ერთ-ერთ სახლში ფრესკები აღმოაჩინეს, რომლებზეც მზისა და მთვარის წლების ამსახველი ასტრონომიული ცხრილი და ვენერისა და მარსის მოძრაობის ციკლია გამოსახული. მეცნიერების დასკვნით, ამ სახლში ხელმწერი ცხოვრობდა. ამ უკანასკნელის გამოთვლებით, სამყარო მინიმუმ 7 ათასი წელი კიდევ იარსებებს. ახალ აღმოჩენამდე აპოკალიპტური თეორიების მოყვარულები მაიას ტომის XIV-XV საუკუნეებით დათარიღებული ხელნაწერებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებშიც წელთაღრიცხვა 2012 წლის 21 დეკემბერს წყდებოდა. სამყაროს აღსასრულის მოახლოების ვერსიას ბევრი ადამიანი იზიარებდა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მეათე ადამიანი აპოკალიპსს სწორედ მიმდინარე წელს ელის. http://image.geotorrents.com/images/75064512595806167680.jpghttp://image.geotorrents.com/images/40142354096782485861.jpghttp://image.geotorrents.com/images/96670277463359505340.jpg წყარო: ნიუს.ჯი
-
ბრიტანელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ საღეჭი რეზინის მოხმარება კონცენტრირების უნარს აქვეითებს და უარყოფითად მოქმედებს დამახსოვრების პროცესზე. საღეჭი რეზინის მავნებლობა კადიფას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს გარკვეული თანრიგით დალაგებული საგნები, სიტყვები და ციფრები არსებული თანმიმდევრობითვე დაემახსოვრებინათ. გამოსახულებებს მათ პერიოდულად აჩვენებდნენ. მოხალისეებს ასევე უნდა დაესახელებინათ ის საგნები თუ სიმბოლოები, რომლებიც წარმოდგენილი რიგიდან გაქრა. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ისინი გამუდმებით ღეჭდნენ კევს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ყველა მონაწილეს სიტყვების, ციფრების და საგნების თანმიმდევრობის დამახსოვრება გაუჭირდა. პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობი ღეჭვის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ გახდა. მეცნიერები მიღებულ შედეგს ხსიან იმით, რომ ღეჭვა განმეორებითი და მონოტონური პროცესია. http://image.geotorrents.com/images/84002056669373694936.jpg წყარო: ნიუს.ჯი
-
იაპონელი მეცნიერების მიერ გაბურღული ჭაბურღილის სიღრმე შეადგენს 7740 მეტრს – ეს არის ახალი მსოფლიო რეკორდი სამეცნიერო ბურღვისათვის. სპეციალურმა საკვლევაძიებო ხომალდმა „ტიკიუმ“ მიზნად დაისახა ძირითადი სეისმოლოგიური მიზეზების გარკვევა, რამაც გამოიწვია გასული წლის 11 მარტს მიწისძვრა იაპონიაში. აღსანიშნავია, რომ სიღრმეზე ბურღვის წინა რეკორდი ეკუთვნოდათ ამერიკელ ოკეანოლოგებს. 1978 წელს მათი ბურღვის საერთო სიღრმემ შეადგინა 7049,5 მეტრი. http://image.geotorrents.com/images/08117011077727774264.jpeg წყარო: ნიუს.ჯი
-
მართალიხარ ცოტა აზრი მეც ვერ დავინახე