Jump to content
Planeta.Ge

CPUG

პლანეტელი
  • პოსტები

    324
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი CPUG

  1. პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს 2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების (პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის) დაკავების იურიდიულ საფუძველს უქმნის. ცვლილების დამტკიცებიდან ერთ საათში კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს,რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ის გზა აირჩიოს, რომელზეც აქამდე უარს ამბობდა. ”მე არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება. ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ,” - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის რჩევას არ გაითვალისწინებს და კონსტიტუციურ ცვლილებებზე უარს არ იტყვის, ივანიშვილი კონსტიტუციური ცვლილებებით არ ისარგებლებს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბიძინა ივანიშვილი მიუთითებს, რომ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში გააგრძელებს, რასაც საქართველოს კონსტიტუცია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ადგენს. ”მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ სივრცეში,” - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების იდეის ავტორები, ”ქრისტიან-დემოკრატები” ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის შეთავაზებას არ გაითვალისწინებს. გიორგი თარგამაძის აზრით, ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება მოკლევადიან პოლიტიკურ მიზნებზე აქვს გათვლილი. ”მას 27 მაისისთვის ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის აწევა სურს,” - მიიჩნევს თარგამაძე, - ამასთან, ივანიშვილს ილუზია აქვს, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს, თუმცა, სააკაშვილი დათმობას არ აპირებს და ამიტომ, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება მისი გრძელვადიანი მიზნებისთვის წამგებიანი იქნება.” საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, პრეზიდენტი ივანიშვილის წინადადების გათვალისწინებას არ აპირებს და დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ არ წავა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს საარჩევნო პროცესის ჩაშლა უნდა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცემა. „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მიაჩინია, რომ ქართველ ხალხს ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკოს. ხელისუფლება ულტიმატუმის მიღებას არ აპირებს. პოლიტიკური სპეკულაციები დასრულებულია“, - ამბობს კუბლაშვილი. ნუგზარ წიკლაური კი აცხადებს, რომ მოახლოებული პოლიტიკური ფიასკო, ივანიშვილს დემოკრატიულ პროცესებზე უარის თქმას აიძულებს. "საკონსტიტუციო ცვლილებები ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას აძლევდა, მაგრამ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ქართული სახელმწიფო თამაშია. მისი საუბრები საპარლამენტო არჩევნებში ორი მესამედით გამარჯვების შესახებ, აბსურდულია. მან ახლა რადიკალიზაციის გზა არჩია.”-აღნიშნავს წიკლაური. თუკი ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ, ივანიშვილის წარმოადგენლების მიერ გაკეთებულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს წავაწყდებით. ივანიშვილი დღემდე ორმაგი მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობდა. მისი ადვოკატები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის საქართველოს მოქალაქე ნატურალიზაციის გზით გახდებოდა. მისი ადვოკატები თვლიდნენ, რომ ამ გზით ხელისუფლებას არჩევანს არ დუტოვებდნენ, რადგან „ივანიშვილისთვის ან მოქალაქეობა უნდა მიენიჭებინათ, ან ბიზნესმენი საერთაშორისო ტერორისტად და ძებნილად უნდა გამოეცხადებინათ“. ივანიშვილისთვის განკუთვნილი საკონსტიტუციო ცვლილებების გაჟღერების შემდეგ კი, მილიარდერის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ივანიშვილს ევროპული პასპორტით არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, ივანიშვილმა მიიღო გაცილებით მეტი ვიდრე ითხოვდა. ადვოკატები ასევე აცხადებდნენ, რომ ივანიშვილი ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებდა. მსგავსი განცხადებები გამეორდა ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზეც. თუმცა მოგვიანებით, news.ge-სთან საუბრისას შალვა თადუმაძე აღნიშნავდა, რომ მართალია საკონსტიტუციო ცვლილებებით ივანიშვილი უფრო მეტს მიიღებს, მაგრამ მოქალაქეობა სხვა ღირებულებაა და ამ ღირებულებისთვის სამართლებრივ რეჟიმში ბრძოლა გრძელდება. დღეს კი, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა news.ge-ს უთხრა, რომ პრეზიდენტს ივანიშვილი ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს არ მოაწერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ლიდერი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას არ აპირებს და მას არჩევნებში მონაწილე კანდიდატად ვერ ვიხილავთ. ”თავისუფალი დემოკრატებისა” და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ "ახლა, სააკაშვილს შეუძლია კალმის ერთი მოსმით ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს. ჩემი კოლეგა დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან, დიდი ხანია გვთხოვდნენ კოალიციის წარმომადგენლებს, გვეთხოვა ივანიშვილისათვის, რომ მას შემდეგ ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისათვის ორმაგი მოქალაქეობა," - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. http://news.ge/uploads/photo/653x367/34002.JPG წყარო: news.ge
  2. კორპორაცია "სონიმ“ განვლილ წელს 457 მილიარდი იენის, ანუ 5,7 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. ვიდეოთამაშების კონსოლების, ტელევიზორებისა და სხვა პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის ფინანსური წარუმატებლობა გრძელდება. იაპონური "სონის“ განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, შემოსავლების შემცირების მიზეზებად სახელდება იაპონურ ვალუტა იენის მაღალი კურსი, შარშანდელი მარტის მიწისძვრის და ცუნამის შედეგები, სხვა კომპანიებთან კონკურენცია და ტელევიზორების მკვეთრად გაიაფება. კორპორაცია აცხადებს, რომ გეგმავს სამუშაო ადგილების შემცირებასა და სხვა რეფორმებს, რათა ისევ შეძლოს მოგების აღრიცხვა მომავალი წლის მარტის მიწურულს. http://image.geotorrents.com/images/44506342983218771901.jpg წყარო: geonews.ge
  3. ვირჯინიელი მეცნიერები, ბავშვების სწრაფი განვითარებისათვის, ახალგაზრდა მშობლებს ურჩევენ სახლში ცხოველების ყოლას. ცოცხალი არსებები პატარებისათვის უფრო ინფორმატიული და სასარგებლონი არიან, ვიდრე სხვადასხვაგვარი თამაშობები და ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვების გონებრივი განვითარებისათვის. ამერიკელი მკვლევარები ატარებდნენ რვაწლიან ექსპერიმენტებს ბაშვებზე 11 თვის ასაკიდან 3 წლამდე. შედეგები მათ გაუმხილეს ჟურნალისტებს, ხოლო დაწვრილებითი ანალიზი გამოაქვეყნეს სამეცნიერო ჟურნალებში. მკვლევარები დარწმუნდნენ, რომ პატარა ბავშვებს თავიდან არა აქვთ შიში ობობებისა და გველების წინაშე. ისინი ისეთ ცხოველებსაც კი არ ეპუებიან, რომლებიც სახიფათონი არიან სიცოცხლისათვის. მიღებულ შედეგებს შეუძლიათ გადაწყვიტონ სხვადასხვა ფობიების წარმოშობის წინაპირობები, რომელთა მიზეზები უნდა ვეძიოთ წარსულში, როდესაც ბავშვი სწავლობს შიშს, მოგვრილს ამა თუ იმ მიზეზისაგან. წყარო: news.ge
  4. მართალიხარ ხარ მთიდან ბიძინა აუტკივარ თავს იტკიებს და ამან რო აიტკიოს დიდი ამბავი ეხა
  5. ყველაზე მაღალი ანძა ტოკიოში გაიხსნა. ანძის სიმაღლე 634 მეტრს აღწევს და მას სიმაღლით მხოლოდ დუბაიში არსებული ცათამბრჯენი "ბურჯ ხალიფა" უსწრებს, რომელიც 828 მეტრია. ანძის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 503.7 მილიონი დოლარი დაჯდა. მისი აშენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტოკიოში უკვე არსებულ ანძაზე (332.6 მეტრი) მაღალი ცათამბრჯენები გამოჩნდა და სიგნალის გავრცელებას შეუშალა ხელი. ანძას ტოკიოს ცის ხე (Tokyo Skytree) ჰქვია და მისგან 200 კილომეტრით დაშორებული ატომური სადგურის ფუჯუსიმას დანახვაა შესაძლებელი. http://image.geotorrents.com/images/17528266798532528867.jpg წყარო: news.ge
  6. ინტერნეტ ბრაუზერი Google Chrome-ი პირველია, რომელმაც შეძლო Microsoft-ის Internet Explorer-ზე მეტი მომხმარებლის მოპოვება. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკური სერვისი StatCounter-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით მსოფლიო ინტერნეტ მომხმარებლების 32.76% Google Chrome-ს იყენებს, ხოლო Internet Explorer-ს 31.94%. მესამე პოზიციას ინარჩუნებს Mozila Firefox-ი რომლითაც მომხმარებლების 25.47% სარგებლობს. http://image.geotorrents.com/images/01284902666130217401.jpg წყარო: news.ge
  7. აზერბაიჯანული მხარე ფიქრობს, რომ დავით გარეჯის თემაზე საუბარი საქართველოს რელიგიურმა დაჯგუფებებმა დაიწყეს და ისინი ამ საკითხის გაზვიადებას ცდილობენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის ალი გასანოვის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხს ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ფარგლებში განიხილავენ. მისივე განმარტებით, ორი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საზღვრის დადგენის მიზნით, ჩატარდა სამუშაოები მისი დელიმიტაციისთვის, რის შემდეგაც დადგინდა, რომ დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და აზერბაიჯანი ვალდებულია დაიცვას იგი. „საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც არიან ძალები, რომელთაც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაფუჭება სურთ. ეს საკითხი სამთავრობოთაშორისმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემა არ არის. მას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ," - განაცხადა გასანოვმა. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანშიც არიან ჯგუფები, რომლებიც ბორჩალოს კუთვნილების საკითხის დაყენებას ცდილობენ, მაგრამ აზერბაიჯანი ერთგული რჩება იმ ტერიტორიული საზღვრების, რომელ საზღვრებშიც გაერო-მ აღიარა. "არანაირ ტერიტორიულ ცვლილებებზე საუბარი არც შეიძლება იყოს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - აღნიშნავს გასანოვი და დასძენს, რომ გარკვეულ წრეებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ძალზე აშფოთებთ. http://image.geotorrents.com/images/75474018462008920279.jpg წყარო: news.ge
  8. „თეთრების პარტიის“ ლიდერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის კონგრესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „თეთრების“ კონგრესის ბოლო შეკრება ივნისში გაიმართება, „პარტიის კონგრესზე გამოცხადდება ის, თუ რა მიმართულებით მივდივართ ჩვენ“. შაშიაშვილმა განაცხადა, რომ დამთავრდა ანონიმური და ერთპიროვნული მოქმედებების დრო და დაიწყო სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. „ჩვენ დავნერგავთ პრინციპს- ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა“. ბრიფინგზე დარიგდა პარტიის ბროშურები საჭადრაკო სათაურით- "თეთრები იწყებენ და შენთან ერთად იმარჯვებენ". შაშიაშვილის თქმით, ბროშურაში „თეთრების“ პორტრეტია ნაჩვენები. თემურ შაშიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინდელი ნონა გაფრინდაშვილის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, „თეთრები“ აპირებენ სახალხო კრებასთან კონსულტაციების დაწყებას გაერთიანების შესახებ. მან ასევე დასძინა, რომ გაფრინდაშვილის განცხადებაში საინტერესო რამ გაჟღერდა. შაშიაშვილისთვის მისაღებია ყველაფერი რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს: „ ბიძინა ივანიშვილი სიკეთის მქმნელი კაცია და ხელისუფლება ბოროტებასთან არის დაკავშირებული“. შაშიაშვილი ნატოს გუშინდელ კონგრესსაც შეეხო და განაცხადა, რომ ნატო არის საქართველოს მომავალი. სადაც დემოკრატიული საქართველო უნდა შევიდეს. „ჩვენი ფორმულაა დემოკრატიული საქართველო აუცილებლად ნატოში“. წყარო: news.ge
  9. საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ახდენენ, რომელიც საზოგადოების მორალური ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მოუხედავად სოდომისეული ცოდვის პოპულარიზების შესახებ მისი უწმინდესობის ილია მეორის გაფრთხილებისა, მაინც ხდება ამ თემის პოპულარიზება და საზოგადოებამ თბილისის ქუჩებში „გეი აღლუმიც“ იხილა. გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ წინააღმდეგნი არიან ძალადობის ყველანაირი გამოვლინებისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, მაგრამ იმავდროულად, წინააღმდეგნი არიან, რომ მომხდარი ფაქტი სექსულური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების უბრალო და მშვიდობიან გასეირნებად შეფასდეს. თარგამაძე აღნიშნავს, რომ ასეთ სეირნობებს შორს მიმავალი მიზნები აქვს და მნიშვნელოვანი მოვლენის დასაწყისია. როგორც თარგამაძე ამბობს, „ასეთი ფაქტების საბოლოო შედეგი საქართველოში ჰომოსექსუალობის, მამათმავლობის, გარყვნილობის, გახრწნილობის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაციაა.“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა საერთაშორისო პრაქტიკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც სექსუალურ უმცირესობებს დიდი ხანია პრობლემები არ აქვთ ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ. „ამას ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება და სუროგატობის მეთოდით შვილების აყვანა მოჰყვება, საქართველო საერო, სეკულარული სახელმწიფოა და სახელმწიფოსგან, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ეკლესიის გამოყოფას მხარს უჭერს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რელიგიური ფასეულობებისგან და ღირებულებებისაგან დაცლილი უნდა იყოს.“-ამბობს თარგამაძე. როგორც თარგამაძე აღნიშნავს, ამ შემთხვევებში, ცალკეული ევროპული ქვეყნების მაგალითი განმსაზღვრელი ვერ იქნება, რადგან იქ გაცხადებული ათეისტების რაოდენობა 50 პროცენტს აჭარბებს. საქართველოში საბედნიეროდ, ტრადიციული ღირებულებები ძლიერია და მოქალაქეთა 90 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ მორწმუნე ქრისტიანია, როგორც მართლმადიდებელი, ასევე გრიგორიანელი და 7 პროცენტზე მეტი მორწმუნე მაჰმადიანია. აქედან გამომდინარე, „ქრისტიან-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონდმებლობა და კონსტიტუცია უნდა პასუხობდეს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელიც ასეთი ქვეყნის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია,“ – ამბობს თარგამაძე. „ქრისტიან - დემოკრატები“ საზოგადეობას საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს სთავაზობენ, რომელშიც 5 ცვლილებაა მოცემული და მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. გიორგი თარგამაძეს იმედი აქვს, რომ მათ ხელმოწერებს ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მოქალაქეები შეუერთდებიან. “ჩვენ არავის ვებრძვით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იმ სახით, როგორიც მოგვიტანეს წინაპრებმა,” – დასძინა თარგამაძემ. „ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ მომზადებულ პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. “ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ქრისტიანულ ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას”. 2. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეოთხე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის რედაქცია: “აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს ქრისტიანული, ან საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებული რელიგიური პრინციპების შელახვასა და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდას.” 3. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი განათლებით, პროფესიით და მორალური ქცევით აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.” 4.საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე პუნქტი: “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სასწავლო-დაწესებულებების შენობებისა და რელიგიური საკულტო ნაგებობების მიმდებარე ტერიტოტიაზე, დაუშვებელია კაზინოების, სათამაშო და სტრიპტიზკლუბების გახსნა, ან ამგვარი საქმიანობისათვის გათვალისწინებული მშენებლობის წარმოება.” 5. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფო აღიარებს მამაკაცისა და ქალის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“ პროექტს ერთვის ტექსტი, სადაც „ქრისტიან–დემოკრატები“ ცვლილების აუცილებლობას ასაბუთებენ. მას news.ge უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნების კონსტიტუციები, უნაკლო და ყოვლისმომცველი სამართლებრივი აქტი არ არის, რის გამოც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების განვითარება, ამ დოკუმენტში თანმიმდევრულად იწვევს შესაბამის ცვლილებებს; წარმოდგენელი ცვლილებები სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული, რომლის წინაპირობა ჩვენს საზოგადოებაში არსებული, ის სამოქალაქო მოვლენებია, რომლებიც საკმაოდ თვალშისაცემად შეეხო ძირძველ ქართულ-ნაციონალურ ღირებულებათა სისტემას და არსებით ზეგავლენას ახდენს ქრისტიანულ ზნეობაზე აღმოცენებულ და დამკვიდრებულ ქართულ ტრადიციულ ცნობიერებაზე; აშკარაა, რომ სამოქალაქო თავისუფლება კონსტიტუციური ფარგლების განსაზღვრულობის მიღმა აღმოჩნდა, რამაც ხელი შეუწყო ზნეობრიობისა და მორალური ინსტიტუტების შესუსტებას და მის ხარჯზე ჩვენი საზოგადოებისათვის მიუღებელი ქცევის წესების შემოღების მცდელობებს; ისტორიული ჭეშმარიტებაა, რომ ქართული კულტურის, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არსებობა ორგანულად იყო დაკავშირებული ქრისტიანული რელიგიის თანაარსებობასთან და ამ მოძღვრების იდეოლოგიურ საფუძველზე ყალიბდებოდა ჩვენი ნაციონალური სული და ცნობიერება; თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ სისტემებში საქართველო სწორედ ქრისტიანულ კულტურას წარმოადგენს და ვიდრე იარსებებს ქრისტიანული ზნეობა, მანამდე ქართველი ერის არსებობას და მის ცივილურ განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება; ამ ნიადაგზე იდგა ჩვენი ერი და სახელმწიფო, რომელსაც მუდამ ესაჭიროება გაფრთხილება და ყველა პოლიტიკური თაობის ამოცანა უნდა იყოს ეროვნული კულტურისა და თვითმყოფადობის გადარჩენისათვის ბრძოლა; მსგავსი ამოცანების წინაშე არაერთხელ დამდგარა სხვა ერები და სახელმწიფოები, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევებში, სწორედ ლიბერალური იდეების თავმომწონეობის გამო, საფრთხის ქვეშ დადგა მათი საკუთარი ნაციონალური ღირებულებები; ამ პროცესის გარდაუვალი ხასიათი აშკარად შესამჩნევია თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოებისათვის, რის გამოც ახალ კონსტიტუციებში უკვე გაჩნდა სამოქალაქო თავისუფლების ფარგლების დამდგენი ნორმები და დებულებები; ამის საუკეთესო მაგალითია, პოლონეთი, რომლის 1997 წლის კონსტიტუციის პრეამბულა მკვეთრად არის ორიენტირებული ქრისტიანული ზნეობის გაბატონებულ პოზიციებზე; პოლონეთის მაგალითი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ცხადი გახდეს, თუ რა დიდი დატვირთვა აქვს კონსტიტუციურ დებულებას ნაციონალური იდეოლოგიის სახელმწიფო მხარდაჭერისათვის. საბერძნეთის რესპუბლიკა არ არის ერთადერთი გამონაკლისი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიათაა გამოცხადებული და ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს ნორვეგიაც, მაგრამ გარდა ოფიციალურად გამოცხადებული ზნეობრივი იდეოლოგიისა, ამ ორივე სახელმწიფოს კონსტიტუციებს წამძღვარებული აქვთ ძალზედ ლაკონური და მრავლის მთქმელი პრეამბულები; ბერძნებს მაგალითად უწერიათ, რომ კონსტიტუციას ვაცხადებთ “ წმინდა, ერთარსი და განუყოფელი სამების სახელით”-ო. ნორვეგიელები კი, აღიარებენ რა ევანგელურ-ლუთერანგულ მოძღვრებას სახელმწიფო რელიგიად, ამავე დროს ნორვეგიელ მოქალაქეებს მიუთითებენ, რომ “ ისინი აღასრულებენ რა ამ რწმენას, ვალდებულნი არიან, რომ თავიანთი შვილები აღზარდონ “ ამ რელიგიური ზნეობის ფარგლებში; საქრთველო ამ მხრივ, არც წარსულითა და არც თანამედროვეობით არ ჩამოუვარდება არც ერთ დასახელებულ ქვეყნებს და ამიტომაც გადაუდებელ საჭიროებად უნდა ჩაითვალოს ქრისტიანული ზნეობის დაცვის ვალდებულება, რომელიც კონსტიტუციურ რანგში უნდა იქნეს აყვანილი; ამიტომაც, წარმოდგენილი პროექტის პირველი შესწორება პრეამბულას უკავშირდება, რომლის ძირითად ტექსტს სიტყვა ტრადიციულის წინ უნდა დაემატოს სიტყვა “ქრისტიანული”; მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პრეამბულის მოქმედი ტექსტი ჭეშმარიტად მნიშვნელოვან დატვირთვას; კონსტიტუციის ბოლო შესწორება ეხება სახელმწიფოს მიერ მონოგამიური ქორწინების აღიარებას და ფაქტობრივად ერთ სქესიან ქორწინების რეგისტრაციაზე უარის გამოცხადებას, ამიტომ კონსტიტუციის 36-ე მუხლის რედაქცია ასე გამოიყურება: “ სახელმწიფო აღიარებს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობითობას.” წყარო: news.ge
  10. პარლამენტარი კობა ხაბაზი გენერალ რომან დუმბაძის მოსკოვში მკვლელობის შემდეგ, საქართველოში მის მოღვაწეობას კიდევ ერთხელ იხსენებს. როგორც კობა ხაბაზი ამბობს, რომან დუმბაძეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მძიმე როლი ერგო. იგი აჭარის რევოლუციის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბევრი მძიმე მოქმედების მხარდამჭერი იყო და სამშობლოს ღალატის კვალიფიკაციით იხდიდა სასჯელს. „თავიდან, 2004 წელს ჩვენ ვფიქრობდით, რომ დუმბაძე მხოლოდ და მხოლოდ ასლან აბაშიძის გვერდით მდგომი პირი იყო, მაგრამ 2008 წელმა ნათელჰყო, რომ ის ერთ–ერთი აქტიური კადრი იყო, რომელსაც რუსეთი ეყრდნობოდა." – ამბობს კობა ხაბაზი. "თუმცა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, ვიდრე ისეთი ადამიანების ციხეში ყოფნა, როგორიც რომან დუმბაძე იყო. ამიტომ, დუმბაძე ქართველ ტყვეებში გაიცვალა. ნიშანდობლივია, რომ რუსეთმა მისი გადაცემის საკითხი დააყენა. ეს, შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ომის დროს იმ პირების გადაცემას ითხოვენ, რომლებიც აქტიურ საყრდენს წარმოადგენენ.“-აღნიშნავს ხაბაზი. რაც შეეხება გენერლის სიკვდილის ფაქტს, კობა ხაბაზს ვერსიების შესახებ საუბარი უჭირს. როგორც ხაბაზი ამბობს, ამ საკითხზე გამოძიება იმუშავებს. „ერთი რამის თქმა შემიძლია: დუმბაძისა და აბაშიძისნაირი ადამიანებით ჩვენ აღარ ვინტერესდებით,“ – აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. წყარო:news.ge
  11. ბრიტანელი მეცნიერების რჩევით, სტუდენტი, რომელიც გამოცდაზე მივა მინერალური წყლით, გაცილებით უკეთ ჩააბარებს გამოცდას, ვიდრე მისი სხვა თანაკურსელი. ამ თვალსაზრისით, მინერალური წყლის დახმარება გაცილებით ქმედითი აღმოჩნდა, ვიდრე ჩაის, ყავის ან სხვა სასმელის. ვარაუდობენ, რომ წყალი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც სტრესის გარდა წყურვილსაც განიცდიან გამოცდებზე, უმნიშვნელო მიზეზითაც ღიზიანდებიან. ექსპერიმენტი ჩატარდა იმ სტუდენტებზე, რომლებიც გამოცდამდე სვამდნენ სხვადასხვა სასმელებს და იმათზე, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ არაფერს. გამოირკვა, რომ სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა სასმელს იღებდნენ გამოცდებამდე, გამოცდას 5%–ით მეტი წარმატებით აბარებდნენ; ხოლო ვინც კონკერტულად მინერალური წყლით სარგებლობდა, ისინი 10%–ით უკეთ აბარებდნენ. http://image.geotorrents.com/images/29542788672955558370.jpeg წყარო: news.ge
  12. ამერიკელი მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა რეაქცია ექნებოდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ქვეყანაში ინტერნეტის აკრძალვის შემთხვევაში. მკვლევარებმა 4 ათასი ადამიანი გამოკითხეს (2 ათასი მამაკაცი და 2 ათასი ქალი), რომელთა საქმიანობაც მჭიდროდ უკავშირდება ინტერნეტს. გამოკითხულთა 67%-მა განაცხადა, რომ გლობალური ქსელის გათიშვის შემთხვევაში, იმ ქვეყანაში გადასახლდება, სადაც ინტერნეტია. მათთვის პატრიოტიზმზე მნიშვნელოვანი Facebook-ში, Twitter-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ონლაინ ურთიერთობა აღმოჩნდა. კვლევაში მონაწილეთა 14%-ს ინტერნეტის გარეშე დარჩენას დეპრესიაში ჩავარდნა ურჩევნია. გამოკითხულთა მხოლოდ 11%-ს აქვს გაცნობიერებული საკუთარი ინტერნეტდამოკიდებულება და მხოლოდ ისინი არიან თანახმანი, რომ გლობალურ ქსელს გამოეთიშონ. 6%-მა გამოსავალი ინტერნეტის კომპიუტერული თამაშებით ჩანაცვლებაში მონახა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს მათ ინტერნეტდამოკიდებულების დონეს დროთა განმავლობაში შეამცირებს. ვირტუალური ურთიერთობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია გამოკითხულთა 2%-ს. ინტერნეტის გარეშე ცხოვრებას მათ სიკვდილი ურჩევნიათ. საინტერესოა, რომ პოტენციური თვითმკვლელების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ (78-დან 64 გამოკითხული). კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მიღებული შედეგები ინტერნეტ ტექნოლოგიების გავრცელების მასშტაბურობას მოწმობს და მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს ინტერნეტ დამოკიდებულება. შეგახსენებთ, რომ 23 მარტს აშშ-ში ინტერნეტის გამორთვის ეროვნული დღე აღინიშნა. ამ დღეს, აქციაში მონაწილე ამერიკელებმა კომპიუტერის, სმარტფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებაზე უარი თქვეს. http://image.geotorrents.com/images/75229902680218813265.jpg წყარო news.ge
  13. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ჩილეს მწარე წიწაკის ჭამის შემდეგ ადამიანები ყოველთვის ოფლიანდებიან. გამოდის, რომ მსგავსი საკვების მიღება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზედმეტი კილოგრამების მოსაკლებად. იგივე აზრზე დგანან კორეელი სპეციალისტები - ისინი ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლებას ურჩევენ იმ ინგრედიენტის საშუალებით, რომელიც შედის შავი წიწაკის შემადგენლობაში და იწვევს ცემინებას. წინასწარი გამოკვლევების შედეგებით, პიპერინი წიწაკაში ხელს უშლის ახალი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას. ესე იგი, თეორიულად შეიძლება აღმოჩნდეს გასუქების წინააღმდეგ მოქმედ შესანიშნავ ნატურალურ ალტერნატივად. http://image.geotorrents.com/images/01601358350404854345.jpg წყარო: news.ge
  14. რუსეთში და შვედეთში აღმოჩენილია ნახატები, რომელბიც ქვებზეა დახატული. ეს ნახატები პრესიტორიული ეპოქის მოსახლეობისთვის დღევანდელი Facebook-ის ფუნქციას ასრულებდა. ადამიანთა ტომები ერთ რომელიმე ადგილს აირჩევდნენ და იქ ხატავდნენ ნახატებს. პრეისიტორიულ ეპოქაში ნახატები კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება იყო. ნახატებით ისინი აგებინებდნენ სხვა ტომებს, რომ ისინიც ახლომახლო არიან და ასევე რჩევებს აძლევდნენ. ქვებზე დახატულია ნადირობის და სხვადასხვა რიტულების ჩატარების ხერხები. ნახატები ფეხბურთის მოედნის ზომის სივრცეზეა დახატული. როგორც ჩანს სხვადასხვა ტომები ერთ ადგილს დიდი ხნის განმავლობაში ხმარობდნენ. მეცნიერების ვარაუდით, ნახატების თემატიკა ხშირად მეორდება, თუმცა იცვლება მათი ინტერპრეტაცია. http://image.geotorrents.com/images/94549109185698606792.gif http://image.geotorrents.com/images/33739295647197519211.gif წყარო: news.ge
  15. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე სტატუს-კვოს აღდგენა ქართული საზოგადოების აქტიურობის და მგრძნობიარე დამოკიდებულების შედეგია, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა. "დღეს უკვე მოგვარებულია ის პრობლემა, რამაც ქართული საზოგადოება ბოლო კვირის განმავლობაში შეაშფოთა. აღდგა ის სტატუს-კვო, რომელიც 6 მაისამდე, წლების განმავლობაში იყო. მომლოცველებს ჩიჩხიტურის ტაძრის მონახულების და მოლოცვის, კელიების დათვალიერების პრობლემა აღარ ექმნებათ. ეს შედეგი საზოგადოების აქტიურობასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ქართველი ხალხის ასეთი მგძნობიარე დამოკიდებულება გახდა წინაპირობა იმისა, რომ საკითხი უმაღლეს დონეზე – ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის განხილულიყო", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. მისი აზრით, სტატუს-კვოს აღდგენა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას არ ნიშნავს, რის გამოც ქართული მხარე "ყურადღებით უნდა იყოს". "მივესალმებით იმ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულია, მაგრამ საიმისოდ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაძაბულობა და გაუგებრობები აღარ მოხდეს, აუცილებელია, სახელმწიფოთაშორისო კომისიებმა დროულად დაასრულონ სამუშაოები, რომელიც ფაქტობრივად უკვე 20 წელია მიმდინარეობს, რაც შედის როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინტერესებში. კარგია, რომ სტატუს-კვო აღდგა, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით და მივადევნოთ თვალი იმას, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დამთავრდეს ლოგიკურად. საზღვარი ისე დადგინდეს, რომ მსგავსი პრობლემა არასდროს გვქონდეს", - აღნიშნა თარგამაძემ. ამასთან, ქდმ-ის ლიდერის თქმით, საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ყოველთვიურად გამოითხოვს. წყარო: ჯეონიუს.ჯი
  16. ამერიკელმა დემოკრატმა სენატორებმა სენატს ახალი კანონპროექტი შესთავაზეს, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების დაკისრებას იმ პირების მიმართ, რომლებიც გადასახადების თავის არიდების გამო, ამერიკის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ, - განცხადება ამერიკელი სენატორის ვებ-გვერდზეა განთავსებული. "როცა ყიდი იმ ქვეყანას, რომელმაც მიგიღო, უზრუნველყო შენი უსაფრთხოება, მოგცა განათლება და საშუალება, გამხარიყავი მილიარდერი, ეს აღშფოთებას იწვევს", - აცხადებს სენატორი შუმერი. კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზი გადასახადებისგან თავის დაღწევა იქნება, მაშინ პირს მომავალი ინვესტიციების კაპიტალის საბაზრო ღირებულების 30 პროცენტის გადახდა დაეკისრება და სამუდამოდ აეკრძალება ამერიკაში დაბრუნება. კანონპროექტის წარდგენა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ, Facebook-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ედუარდო სავერინიმ უარი განაცხადა ქვეყნის მოქალაქეობაზე და სინგაპურში გადასახლდა. როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, სავერინიმ ინვესტიციები განახორციელა აზიურ კომპანიებში, სინგაპურში კი კაპიტალის გაზრდაზე არანაირი გადასახადები არ არსებობს. ედუარდო სავერინი, რომელიც ბრაზილიაში დაიბადა, 1992 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, 1998 წლიდან კი უკვე მოქალაქეა. http://image.geotorrents.com/images/58864371438391992825.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  17. აზრი ჯობია ნერვები დაიწყნარო და მოდერატორებს და ადმინისტრაციას თავი გაანებო
  18. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის პირველივე დღეს დეკლარაცია (Chicago Summit Declaration) მიიღეს, სადაც სამი პუნქტი მთლიანად საქართველოს ეთმობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. დეკლარაციაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ ალიანსი მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია. ალიანსის წევრები საქართველოსთან კავშირების გაფართოებაზეც შეთანმდნენ. დოკუმენტში ნატო კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. დეკლარაციაში ალიანსის წევრები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მიმართ, ნატოს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის. http://image.geotorrents.com/images/27245627378135360818.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  19. "ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის პირობებში, ასობით ათასი ადამიანისთვის "უმწეოთა დახმარების“ პროგრამა არსებობის ერთადერთი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში არსებული პრობლემები: უსამართლობა, გაუმჭვირვალობა, სარეიტინგო ქულების მინიჭებაში მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა, დახმარების დანიშვნისთვის საჭირო სარეიტინგო ქულების უთანაბრობა რეგიონების მიხედვით, განაპირობებს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სერიოზულ უკმაყოფილებას. როგორც "ჯეონიუსს" პარტიიდან აცნობეს, "ახალი მემარჯვენეების" მხრიდან სოციალური დახმარების სფეროში არსებული ნაკლოვანებების წარმოჩენისა და მიზანმიმართული კრიტიკის შედეგად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი არ დამდგარა. "რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს უამრავ ფაქტს ვაწყდებით, როდესაც დახმარების მიღებას ბიუროკრატიული ბარიერები ეღობება, შემწეობას იღებენ ოჯახები, ვისაც ის არ ეკუთვნის, მაშინ როცა უამრავი გაჭირვებული ადამიანი დახმარების გარეშე რჩება. აქედან გამომდინარე, "ახალი მემარჯვენეები" მოვუწოდებთ ხელისუფლებას: 1. აღმოიფხვრას უთანაბრობა სოციალური დახმარების გაცემისთვის სარეიტინგო ქულების რაოდენობაში, როდესაც ეს ქულა სხვადასხვაა თბილისში, აჭარაში და დანარჩენ რეგიონებში და დადგინდეს ქვეყნის მასშტაბით დახმარების გაცემისთვის სარეიტინგო ქულების ერთიანი ჭერი, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დახმარების დანიშვნა ხდებოდეს 100 000 ქულამდე. 2. მკაფიოდ ჩამოყალიბდეს დახმარების გაცემისთვის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები (მაგ. ტელევიზორი, მაცივარი, ძროხა, ქათამი და ა.შ.) და აღმოიფხვრას ორმაგი ინტერპრეტირების და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა სოციალური აგენტებისათვის. 3. შესრულდეს " მოქალაქეთა სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლი და საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაცია ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, თუ ვის ეძლევა დახმარება და რის საფუძველზე", - ნათქვამია "ახალი მემარჯვენეების" განცხადებაში. http://image.geotorrents.com/images/67553473281784038947.jpg წყარო: ჯეონიუს.ჯი
  20. რას ვიზავთ, მფრინავი მანქანა თუ გინდა ეგ ფასიც ნორმალურია კიდე
×
×
  • შექმენი...