-
პოსტები
1.642 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
8
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი verusi
-
ხა ხა ხა)) კალაძეს ქონებას ართმევენ ))))))))))))) ეხლა იზახოს 37 წელი))))))))))
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
verusi replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ღმერთი ასე თუ ისე არსებობს. ის შეიძლება სამყაროს არსებობის ელემენტარული კანონი იყოს და შეიძლება ჯერ კიდო აღმოუჩენელი. ეგ არავინ იცის და ამიტომაა მის გარშემო ამდენი კამათი. ეგაა პასუხს ზოგი სად ეძებს და ზოგი სად და ამის მიხედვით აქვს ყველას მეტ ნაკლები შანსი ის აღმოაჩინოს. არც მე ვამბობ ღმერთი არ არსებობს, მწამს რომ არსებობს, მაგრამ არ ვიცი ვინაა, სადაა და რა უნდა ჩვენსგან. რა როლს ვთამაშობთ მის არსებაში და რა მოგვეთხოვება და საერთოდ მოგვეთხოვება კი რამე? მეც მილოცია ისე ჩემთვის როგორც ყველა ალბათ მაშინ, როცა ძალიან გვიჭირს, საერთოდ ასეთ დროს თუ გვახსენდება ალბათ ყველაზე მეტად და როცა არ გვიჭირს, არ გვახსოვს. ან გვახსოვს, მივმართავთ ფიქრებს, ლოცვებს ჩუმად თუ ხმამაღლად მის მიმართ და მალევე ვივიწყებთ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და არ გვავიწყდება რაღაც უმნიშვნელო თხოვნა, რომელიც არ შესრულდა და გული მოგვდის მასზე. ადამიანი ღმერთთან დამოკიდებულებაშიც ისეთივე უმადურია როგორც სხვა ადამიანებთან. და ესეც უფრო ინდივიდუალური თვისებაა ზოგში მეტ ნაკლებად გამოვლენილი. ამიტომ ჩვენ რა და როგორ გვწამს, გვწამს თუ არა და საერთოდ რას ვფიქრობთ ღმერთზე მას ვერც დააკნინებს და ვერც მოუმატებს რამეს. ღმერთი ღმერთი იქნება ყოველთვის, უბრალოდ ეს ჩვენ ვიცით ან არ ვიცით. უფრო კი მგონი არ ვიცით... იქნებ იმიტომ რომ არ გვინდა, ან მას არ უნდა ვიცოდეთ, ესეც არავინ არ იცის... -
ყმაწვილი აბა 40 წლისას ნიშნავს? ვაი თქვენს პატრონს თინეიჯერებო...
-
ინგლისურის მცოდნის მოშორება რა შუაშია? მას სუბტიტრები არ უშლის ხელს. აი ვინც არ იცის, ის მართლაც მოშორდა ტელევიზორს. რაც შეეხება ბარბარიზმს, ის დაამკვიდრეს კარგა ხანია და ამისთვის ჯარიმები უნდა იყოს. ენის შესახებ კანონი უნდა მოქმედებდეს და ყველა ტელევიზია უნდა ისჯებოდეს უცხოური სიტყვების გამოყენებისთვის, რომლებსაც აქვს თავისი შესატყვისი ქართულში და ხმარობენ მაინც უცხოურად.მაგალითად სიტყვა თინეიჯერი, რომელიც ყმაწვილს, ახალგაზრდას ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან რატომღაც თინეიჯერს ხმარობენ და ამის გამავრცელებელი ტელევიზიაა და სხვა არავინ.
-
იშვიათი გამონაკლისია საერთოდ მეგობრობის ნიჭი და არა აქვს ამას მნიშვნელობა ვისთან. თუ კაცს კაცთან მეგობრობა არ შეუძლია, ის ქალთანაც ვერ იმეგობრებს. ასევე ქალი. მეგობარი კი უნდა გიყვარდეს, ამის გარეშე არ შეიძლება და თუ გიყვარს ნამდვილად, მას შენი სიყვარული არ შეაწუხებს)) სიყვარულს კი გახმოვანება არ სჭირდება, ის ისედაც იგრძნობა, უბრალოდ ამას დანახვა, სათანადოდ დაფასება და ადეკვატური პასუხი სჭირდება.
-
ეგ შაშიაშვილი რამ გამოაშტერა ამ სიბერეში? )) ბურჯანაზის გვერდით დგომა უკვე ნიშნავს საბოლოოდ პოლიტიკურ კარიერაში წერტილის დასმას. თუმცა მაგას წერტილი დრომ დაასვა უკვე კარგა ხანია და გინდ ბურჯანაზესთან იყოს პოლიტიკური გვამის სტატუსით და გინდ მარტო... გვამი გვამია მაინც/. არა და გაცოცხლება თუ სურდა, სხვა ვერ მონახა პარტნიორად? ლეიბორისტები მაგალითად მას მიიღებდენ ჩემი აზრით და მისთვის საუკეთესო გარემოც იქნებოდა მათთან ერთად/
-
რას შეაყვარებს? ეგ ჩვენი მიშიკო ლილიპუტინის არ იყოს ამერიკაში ტრამპს აცხადებს ლამის გმირად ამერიკის მაშინ, როდესაც ის(ტრამპი) ქვეყნის პრეზიდენტს უპირისპირდება))) ასეთი იდიოტის მნახველი მსოფლიოს პოლიტიკის ისტორია არაა, ჟირინოვსკიც კი დალაგებულ პოლიტიკოსად მოჩანს სააკიანის ფონზე/ მტრების ზებნაში ბადალი არ ყავს მაგ შიზოფრენიკს.
-
ცოცხალის ხომ ეშინოდათ და მკვდარის ეხლა უფრო ეშინიათ))) ა კაცი, ცხოვრებაც ასე უნდა))) ეგ რაც ჩამოთვალე, ჩვენთან დამსახურებებში გადის)))
-
ის ისე ახლოს ჩამოივლის 2012 ში რომ არათუ დაინახავ, საფრთხეც არის იმის, რომ დედამიწას ატმოსფერო მოგლიჯოს და პოლუსებიც შეუცვალოს ბრუნის შეცვლით.
-
ქართული ენის!!! ასე უფრო ზუსტი იქნება შეფასება. უგვარო და უეროვნებო სააკაშვილისგან სხვას რას უნდა ელოდეთ? ერთი კაცის ხუშტურებზეა ყველაფერი დღეს და ამიტომაც ასე კარგად მიგვდის საქმე/ ხოლო სხვები ერთად ცხვრები ვართ. საითაც მიგვერეკებიან იქეთ მივერეკებით და კისერს რომ მოვიტეხთ ცალ ცალკე, ყვირილს მერე ვიწყებთ. უფრო სწორად პეტელს... ბეეეეე
-
))) ეგ უკვე ჩვენთან არ ხდება და მაგათთან რაც არ ყოფილა არასდროს, არც იქნებოდა. ისე კი ქალის უფლებების სელახვა რომ არ ყოფილიყო, საქორწინო ტექსტიდან ის სიტყვებიც ამოიღეს, რომლითაც ცოლს ქმრის მორჩილებას უქადაგებდენ)))
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
verusi replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
თვით სატანის არსებობა და ადამიანის განსაცდელშიო ჩაგდება(როგორც რელიგია ხსნის) უკვე ღმერთის უსამართლობაზე საუბრობს. ღმერთი იმ სახით რა სახითაც არსებობს ადამიანის გონებაში, თავად ადამიანის შექმნილია მისი ბუნებიდან გამომდინარე და არა ღმერთის ბუნებიდან. თუმცა ადამიანს რომ ღმერთის შიში არ ჰქონდეს მაინც, როგორი იქნებოდა არავინ იცის... ვისაც ღმერთის არ სწამს ისეთის, როგორსაც მას აწვდიან რელიგიური კონფესიები, არ ნიშნავს რომ მას ღმერთის არ სჯერავს, ოღონდ ეგაა მის სამართლკიანობაში ვერ გარკვეულა ვერც იმას ღებულობს სამართლიანად რასაც სხვა ადამიანები აწვდიან ღმერთის სახელს ამოფარებულები. ამიტომ რჩება კითხვა ღიად ღმერთზე და მის შეცნობაზე, ვისგან მივიღოთ და ვის დავუჯეროთ, როცა მისგან პირადად არ გვესმის არაფერი. -
გაუპარსავი ხშირად ვარ, რადგან გაპარსვის მერე უფრო მეტად მომწონს საკუთარი თავი))
-
შენი აზრით ვინ მივამსგავსე და ვინ ჰგავს?
-
არაბები ეხლა ისე არიან, ჩვენ რომ ვიყავით 80 ანების ბოლოს. არ შიათ და სხვა რამეებზე ფიქრობენ. ჩვენთან კი ხალხი ლუკმაპურის მათხოვრებად აქციეს და სხვა რამეებზე არ სცალიათ, ქუჩაში პურს ეძებენ და არა ტავისუფლებას და რაღაც სხვას, მაღალფარდოვანს და რაემე ისეთს, რისგანაც კუჭს ვერ ამოქოლავ...
-
აშშ აჭიანურებს იმისთვის, რომ ევროპა რაც შეიძლება ღრმად გაებას და იზარალოს მაგ კონფლიკტით. თან ამერიკა ამაში ფულს აკეთებს გაძვირებული ნავთობის ფასით. ევროპელები კი იხდიან ძვირს. მოკლედ მის ჭკუაზე ხტუნვა რომ დაიწყეს, ბიძია სემმა აცალა ჯერ ბავშვებს ცელქობა და მერე აუწევს ყურებს და რა გეგონათო უფროს ბიძიას რომ არ უჯერებდითო... გარდა ამისა ევროსაც დაერხევა თუ ევროპაში კრიზისი დაიწყო(უკვე დაწყებულია პროცესები) და ისევ მიებმებიან ამერიკულ დოლარს... ეხლა ევროპას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა. საგარეო ფრონტზე და შიდა ეკონომიკურ პოლიტიკურზე. პორტუგალია და საბერძნეთიც შეიძლება ბანკროტებად გამოცხადნენ მალე. მოკლედ ევროპას ერხევა მაგრად და ამ ფონზე ან ამერიკას ტხოვენ ისევ შველას, ან შეიზლება საერთოდ ახალი ზალა გამოვიდეს ევრო ასპარეზზე თავისი ულევი რესურსების მარაგით - რუსეთი ოღონდ ეს როგორ დამთავრდება ევროპისთვის მარჩიელობის საგანია უკვე. ამიტომ მგონი ისევ ამერიკას დაუწვებიან. შეჩვეული ჭირი სჯობიაო ამ პრინციპით/
-
ტერორის მოსპობა მხოლოდ ტერორით შეიძლება. ბოროტს სიკეთით ვერ მოერევი, ბოროტს მეტი ბოროტება უნდა დაუპირისპირო და ისე აღმოფხვრა. მაგ მკვდარს თუ ჩმორი ახლობლებლები არ ყავს, აზღვევინებენ ვისაც საჭიროა და თუ ჩმორებია და გაჩუმდებიან, უარესიც ეკუთვნით. ერთია ხელისუფლების დანაშაული, მეორე იმ ჩმორების არსებობა, ვინც ამ ხელისუფლებას გასაქანს აძლევს. და თუ მე მკითხავთ, ეგ ჩმორები მეტი საშიშები არიან საზოგადოებაში, ვიდრე ის ხელისუფლება, რადგან თვითონ ახდენენ ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის პროვოცირებას, რადგან დაუსჯელობის სინდრომი არის გამეფებული და იციან რომ შერჩებათ.
-
სადამის ისეთმა მარცხმა ბევრს ჭკუა ასწავლა, ზოგმაც კადაფივით ვერ ისწავლა. საჰაერო თავდაცვას სათანადო ყურადღება და მწყერებივით ჩამოყრიან ამერიკულ თვითმრინავებს და ტომაგავკებს. სადამი და კადაფი კი ძველი მოდელის საზენიტო საარტილერიო კომპლექსების იმედად იყვნენ და მოძველებული რუსული მიგების. იუგოსლავიამ კი ს 200 ებით ამერიკული სტელზები ჩამოყარა. მიეცი ეხლა ს-300 ს-400 და ს-500 შეიარაღებაში და ნახე მერე მათი ცვენა ციდან მიწაზე. არადა რუსეთი აწვდის უკვე ვენესუელას. კადაფიმ კი მოუჭირა სამხედრო ბიუჯეტს და იმკის შედეგებს ეხლა. საქართველოსაც კი ლიბიაზე უკეთ შეიარაღებული არმია ყავს. ეგაა ოღონდ ჩვენთან ომი არ იციან და არც შნო აქვთ, იქ კი იარაღი არ ყოფნით კარგად რომ იომონ.
-
უგოს ცოტა კარგად აქვს საქმე სამხედრო ამბავში. მას ასე იოლად ამერიკა ომს ვერ დაუწყებს. თან ევროპა არ ეყოლება გვერდით. არა და ვენესუელა კარგი მსუყე ლუკმაა. თუ არ ვცდები ნავთობით ყველაზე დიდი მარაგები აქვს მსოფლიოში. მაგრამ აქედან შეიარაღებაც უკეთესი აქვს სხვაზე და რაც მთავარია მოკავშირეები ეყოლება ლათინოამერიკული ქვეყნების სახით. ამერიკილი იანკები იქ არ უყვართ ზალიან))) Сухопутные войска Венесуэлы 1-я пехотная дивизия (исп. 1ra División de Infantería) 2-я пехотная дивизия 3-я пехотная дивизия 4-я танковая дивизия (AMX-30 ტიპის ფრანგული ტანკები http://armor.kiev.ua/Tanks/Modern/Amx30/?img=amx30_6.jpg.html) 5-я лесная пехотная дивизия 9-я моторизированная кавалерийская дивизия [править]Корпуса 6-й инженерный корпус [править]Бригады 42-я парашютная пехотная бригада В настоящий момент в виду предполагаемой угрозы со стороны Колумбии и США в сухопутных войсках Венесуэлы проводятся мероприятия по реорганизации структуры наличных соединений как в оперативном отношении, так и в отношении адаптации под новые образцы вооружений, активно закупаемых за рубежом. Основные изменения затрагивают оперативно-тактическое звено - дивизии и бригады, которые предполагается сделать более мобильными, а также придать им несколько большие ударные возможности. В частности, с началом поступления новых основных танков предполагается реорганизовать бронетанковые войска, а также части специального назначения, войска противовоздушной обороны. Основными поставщиками новых технических средств и предметов оснащения являются Россия, Белоруссия, Испания и Китай. Что касается непосредственно российских поставок, то после завершения контракта 2005 г. (закупка стрелкового оружия, авиатехники и средств ПВО) предполагается по 12 различным контрактам закупить и поставить в период с 2009 по 2012 гг. значительное количество средств для сухопутного компонента ВС. В настоящий момент озвучена потребность в таких вооружениях: - 92 танка Т-72 или Т-80 (окончательный вариант не заявлен) - 118 боевых машин пехоты БМП-3 - 111 бронетранспортеров БТР-80А - 40 самоходных гаубиц Мста-С (калибр 152-мм или 155-мм не заявлено) - 17 120-мм орудий "Нона" (поставки в переразвернутую парашютно-десантную бригаду, модификация орудий не заявлена, предполагаемый вариант 2С23 "Нона-СВК", поскольку базовое шасси БМД в Венесуэлу не поставляется) - 36 120-мм минометов 2С12 "Сани" - 32 122-мм РСЗО 9К51 "Град" - 4 300-мм РСЗО 9К58 "Смерч" Военно-морские силы Венесуэлы организационно включают штаб, флот, морскую пехоту, военно-морскую авиацию, береговую охрану и характеризуются «как современные Военно-морские силы среднего размера с ограниченными океанскими способностями». По состоянию на 2005 год, численность ВМС Венесуэлы составляла 18300 человек (включая 7800 в морской пехоте, 1000 в береговой охране, 500 в морской авиации и 4000 военнослужащих срочной службы)[2]. Военно-воздушные силы Венесуэлы Су-30МК2 Россия многоцелевой истребитель-бомбардировщик 24[4] Lockheed F-16A Block 15 Fighting Falcon США 22 Из них 12 в боеготовом состоянии Canadair CF-5A/B Freedom Fighter Канада Rockwell OV-10A/E Bronco США 16 Dassault Falcon 20DC Prometeo EW Франция 5 1 шт. (EW, Falcon-20DC) 4 шт. (VIP, Falcon-20DC; Falcon-20F) Fairchild C-26B Metroliner (ELINT) США Canadair RCF-5 Freedom Fighter Канада Cessna 550 Citation II США Aermacchi SF-260EV Marchetti Италия Embraer EMB-312 (T-27) Tucano Бразилия 32 только 19 уже поставлены Cessna 182N Skylane США 2 Lockheed C-130H Hercules США 6 Транспортные Airbus A-319 CJ (VIP) Европейский союз 1 Boeing 707-320C/346C США 2 Транспортный Boeing 737—2N1 США 1 Dassault Falcon 20 DC/F (VIP) Франция 5 Dassault Falcon 50 EX США 1 Cessna 208B Grand Caravan США 8 Cessna 206 Stationair США 16 Beechcraft Super King Air США 5 Fairchild C-26A Metroliner США Short 330 Великобритания 2 Cessna 550 Citation II (VIP) США Cessna 500 Citation (VIP) США Beechcraft A65-80 Queen Air США Alenia G-222 Италия Cessna 750 Citation X США Вертолёты Eurocopter AS-532 AC/UL Cougar Франция 8 Eurocopter AS-332 B1 Super Puma Франция 6 Ми-171 (VIP) Россия Ми-17V-5 Россия 19 Ми-26Т-2 Россия 3 Ми-35М-2 Россия 10 Ми-28НЭ Россия Ударный вертолет для поддержки сухопутных войск Заказано 10 шт., 4 должны быть поставлены в 2009 г. Беспилотные летательные аппараты БПЛА 12 მოკლედ თანამედროვე შეიარაღებას არ ჲჩივის საცოდავი კადაფისგან განსხვავებით, რომელსაც თუ მიაქციეთ ყურადღება ტ-54 და ტ-62 ახალი ტანკი არ ჰყავდა და თვითმფრინავები მიგ-21 და 25 ზე ახალი. უგოს კი რუსული სუ-30(ზალიან კარგი აპარატებია) და ამერიკული ფ-16 ყავს)) საჰაერო თავდაცვა კი ს-300 ს-400 და დარწმუნებული ვარ რუსები ს-500საც მიაწოდებენ. ასე რომ ვერშეჯდება ჯერ ვენესუელის ხეზე ამერიკული მწყერი...
-
მართალი გითხრათ კადაფი მეცოდება იმის გათვალისწინებით, როგორ ცხოვრობდენ ლიბიელები იქ. ცხოვრების დონე საშუალო ევროპულზე მაღალი იყო. გარდა ამისა კაცი ომობს, მსოფლიომ ფეხები ვერ მოჭამა ჯერ და ისე კი არაა მიშიკო კოკოითმა რომ გაგვიქცია კურდღელივით და სტაფილოს მაგივრად გალსტუკი რომ ღეჭა. ჰო და კადაფი გიჟია და მიშა დემოკრატი ამიტომ? ვაი ლიბიელების პატრონს ვინც კადაფის ებრძოლება და ვაი იმ ქართველებს(პატრონი სად ყავთ მაგათ) ვინც მიშიკოს უკრავს ტაშს.
-
ავადმყოფების მოვლას აღარ ვამბობ, ჯამრთელებსაც რომ ჯამრთელობა შეუნარჩუნო და არ დაავადო, ამისთვისაც არაფერი კეთდება. კვების პროდუქტების შემადგენლობაზე კონტროლი ხომ არ არსებობს საერთოდ. გადაცემა ვუყურე ამას წინ, ჯანდაცვის წარმომადგენელი გამოდიოდა და კითხვებს სცემდა პასუხს. ლაბორატორიებზე კითხეს და ვარგისიანობის სერტიფიკატების გაცემაზე. ისეთ სისულელეს ლაპაროკბდა, საერთოდ ამ ხალხს აზრი არა აქვთ ელემენტარული, მარტივი, ერთუჯრედოვანი ქალამანას დონეზეც. ლაბორატორიებს ვერ ავამუშავებთო, იმიტომ რომ ჯერ ლაბორატორიებმა რომ იმუშაონ, ხარისხის მიმცემი სერტიფიკატი უნდა გვქონდესო. ერთი გამაგებინეთ მე არ მესმის შეიძლება. თუ ლაბორატორია არ გაქვს და სათანადო ხელსაწყოებით უზრუნველყოფილი არაა და სპეციალისტებით, სერტიფიკატის გაცემის უმლებას ან შემოწმების უფლებას ვის მისცემენ? ჯერ ლაბორატორია დადგა უნდა და მერე იმის მიხედვით მისცე მას უფლებები, რისი გაკეთებაც შეუძლია. თორემ არ არსებული რას შეამოწმებს და ვინ მოგცემს ხარისხის დამადასტურემელი სერტიფიკატის მოცემის უფლებას როდესაც ლაბორატორიები არა გაქვს? მოკლედ ასეთი უტვინოებით გაავსეს სახელმწიფო აპარატი და საქმეს აკეთებენ რომ ჰკითხო/ არა და შემოწმება საერთოდ არ ხდება და ენდობიან მოყოლილ საბუთებს, რომლებიც პროდუქტის შემომტანს მოაქვს თან პროდუქტთან ერთად და ენდე მათ. არა და ამდენი სიმსივნური დაავადებები სულ ამ პროდუქტების ბრალია და მალავენ კიდო სტატისტიკას იმდენი ხეიბრები იბადება და უშვილობის შემთხვევები ახალგაზრდებში ზალიან ბევრია უკვე. ერი გადასენების გზაზე მიდის იმ უხარისხო და შეუმოწმებელი და ათასი ქიმიკატებით გაჟღენთილი პროდუქტების გამო. ამას კი არანაირი ყურადღება არ ექცევა. ბაზაც აღარა აქვთ, დაშალეს არსებული სისტემა რაც იყო, სპეციალისტები დაითხოვენ და ნაციონალების პარტიული გოშიები ყავთ მხოლოდ ბიუჯეტზე დასმული, თუ კი ქაღალდზე მაინც არის სადმე შემორჩენილი და ისიც იმის გამო, რომ დაჭირდებათ სახელისუფლებო რესურსი აამუშაონ არჩევნებისთვის. ეგ კი იციან, კარუსელებით სირბილი უბნიდან უბნამდე და ელემენტარული ანალიზის გაკეთება მათთვის კვანტური ფიზიკის კანონების აღმოჩენასავითაა. მოკლედ მაგარი ცუდადაა საქმე და ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.
-
რატომ გეპარება ეჭვი? მოდი ჯერ ასე ვთქვათ. მეგობრობას რას ვეძახით და შეუძლია თუ არა მაგალითად ყველა გოგონას მეგობრობა ისევ გოგონებთან და იყონ კარგი მეგობრები? ასევე შეუძლია თუ არა ყველა კაცს ნამდვილი მეგობრობა და არიან თუ არა ყველა კარგი მეგობრები თუნდაც თავიანთი ძმაკაცებისთვის? ჩემის აზრით მეგობრობა არის ნიჭი, ისევე როგორც სიყვარული, რომელიც ყველას არა აქვს და არ შეუძლია იყოს კარგი მეგობარი იმდენად, რამდენადაც არ შეუძლია უყვარდეს სხვა ადამიანი საკუთარი თავივით. ასეა კაცისა და ქალის მეგობრობაში. ვიღაცას შეუძლია იმდენად, რამდენადაც საერთოდ მეგობრობა შეუძლია და ვიღაცას არა, რადგან ეს ნიჭი მისთვის მიუწვდომელია. ისე კი მე პირადად ჩემი ცხოვრების მაგალითიდან გეტყვით, რომ ქალები უკეთესი მეგობრები არიან მამაკაცისთვის, რადგან ქალები საერთოდ ბუნებით მეტი ერთგულები არიან და ამას მეგობრობაშიც ავლენენ და არა მარტო მამაკაცებთან.
-
ისე მე თუ მკითხავ კათოლიკე თუ მართლმადიდებები, ორივე ეკლესია სატანის მოციქულია )) ისლმისტებიც მათთან ერთად. ანუ ყველა ის ვინც ქადაგებს ცრუ სწავლებაზე< რომელიც შეიძლება სატანისგან წამოვიდეს. რადგან ჭეშმარიტებას ტყუილის არ ეშინია, იმიტომ ქვია მას ჭეშმარიტება და ის უძლეველია. ხოლო ტყუილს ყოველთვის ეშინია ჭეშმარიტების გამომზეურების, რადგან ის მასთან ერთად ვერ იარსებებს. ჰო და თავს იზღვევენ სატანის მოციქულები წინასწარ, რომ ახალმა მესიამ ისინი არ გამოამზეუროს და ხალხს წამლავენ ცრუ მესიის მოსვლის ზღაპრებით)) ეგ ეხება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ფაქტიურად, რომლებიც ოქროს(ფულს) სცემენ პატივს და არა ღმერთს.