Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. იცი რა, რასაც შენ ცერ, არის რუსული კომუნისტური პროპაგანდა. არაფრით მათგან არ განსხვავდები. მიდი აბა უკრაინელებს კითხე, გადაავლე რუსულ უკრაინულ ფორუმებზე თვალი რას წერენ და ნახავ ვინ გააქრო ის სოფლები. უკრაინელები რუსებს ადებენ ხელს და არა გერმანელებს. მერე ყველაფერი გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და დამარცხებულებს შეახოცეს. უკრაინელები კი 60იან წლებამდე აგრძელებდენ ბრძოლას სსრკ წინააღმდე ყკრაინის განმათავისუფლებელი არმიის შემადგენლობაში. გაიღვიძე და გამოდი კომუნისტური მარაზმიდან, დროა უკვე!!
  2. მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღია 1 სექტემბერი 1939 წლის, სამამულო ომად კი სსრკ თვლიდა რადგან უშუალოდ მას დაესხა გერმანია 1941 წლის 22 ივლისს. ისე ვინ ვის დაესხა თავს, ესეც საკითხია, რადგან სსრკ გერმანიის მოკავშირე ფინეთს დაესხა თავს და გარდა ამისა რაც გერმანელებთან შეთანხმებული არ ქონდა, დასავლეთ უკარაინის და რომინეთის ნაწილის(ასევე გერმანელთა მოკავშირის) ოკუპაცია მოახდინა. ფინეთში მარცხმა კი გერმანელებს საბაბი მისცათ ეფიქრათ სსრკს იოლად დამარცხების იმ ომში და მიზეზიც ქონდათ ლიბენტროპ მოლოტოვის შეთანხმების დარღვევისთვის.
  3. ან ორივე დღე აღინიშნოს, ერთი როგორც მსოფლიო ომის დამთავრების, მათი ხსოვნის დღე და მეორე როგორც ამ ომის ქართველთათვის დამთავრების. ასე თუ ისე ზეიმი არანაირად, ხსოვნის დღედ კი გინდა 8 იყოს, გინდა 9 და გინდა ორივე ერთად.
  4. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე მხარესაც იბრძოდნენ ქართველები, ოღონდ იმისათვის, რომ საქართველო დაეხსნათ საბჭოთა მარწუხებიდან... ასე რომ რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო და საზეიმო იყო თუ არა ეს დღე, კამათის საგანიც შეიძლება იყოს. საერთოდ სიმართლის გაგებას ორივე მხარის მოსმენა სჭირდება, რომელიც მას სიმართლედ გვაცნობს და რომელიც ამ სიმართლეს ტყუილად აღიქვამს. ფაქტი ერთია, ორივე მხარეს გრმანელების და რუსების მხარეზეც ქართველები იბრძოდნენ(დიახ რუსების) მარტალია რუსების მხარეს მეტი იყო, მაგრამ ისინი საბჭოთა კავშირისთვის, მისი გამარჯვებისთვის და სტალინის გამო იბრძოდნენ, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გაჰყიდა საკუთარი ამბიციების და კომუნისტური იდეოლოგიის გამო. გერმანელების მხარეს კი ქართველები ომობდენ იმისთვის, რომ საქართველო დაეხსნათ კომუნისტური მარწუხებიდან საქართველოს სიყვარულით, კომუნისტების ზიზღით და არა გერმანიის სიყვარულით და გიტლერისთვის. ასე რომ ერთი მხარის გამარჯვების ზეიმით, პატივს არ ვცემთ მეორე დამარცხებული მხარის ბრძოლას. მე ვთლი რომ 8 მაისი, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უნდა იყოს და არა გამარჯვების. რაც შეეხება სხვა შეხედულებას, 9 მაისს ზეიმს, ამას აქვს მხოლოდ ცალმხრივი გამართლება მხოლოდ იმ მოტივით, რომ ჯერ კიდო არიან და ცოცხლობენ ჩვენს შორის ის ხალხი, რომელთათვისაც ომი 9 მაისს დამთავრდა და მას მერე მთელი ცხოვრება ასე აღნიშნავდენ და ამიტომ მათი პატივისცემის გამო ასე უნდა დავტოვოთ, რადგან ასე შეეჩვიენ და ეხლა გადაჩვევა არ არის კარგი ტონი და ზოგიც შეურაცყოფად მიიჩნევს. არ არის ეგ სწორი, რადგან ჩვევა შეიძლება სხვაც ბევრი ქონდათ იმ ვეტერანებს და არც ეხლა არიან ბევრი წინააღმდეგი რომ საქართველო ისევ სსრკ შემადგენლობაში იხილონ. ბებიმისისა მაგათ!!! არც მათ ასაკს ვცემ პატივს, არც მათ ნამოღვაწარს და მით უმეტეს მათ შეხედულებებს მიუხედავად იმისა რომ ბაბუაჩემი ერთერთი გმირი იყო იმ ომის და 2 ძმა დაკარგა იმ ომში და თავიდან რომ აღდგეს საფლავიდან, გამომეცხადოს და საბჭოთა კავშირის სიკარგე მიქადაგოს, თავიდან ჩემი ხელით ჩავდებ მიწაში. მოკლედ ჩემი აზრი ასეთია. 9 მაისის ზეიმი მკრეხელობაა და თუნდაც 8 მაისის ქართველებისთვის. რადგან ორივე ჩვენი მხარისთვის ეს ტრაგედია იყო, უამრავი ქართველი ემსხვერპლა სხვის ომს და საკუთარი ქვეყნის განთავისუფლების სურვილს ამ ომში და როგორც სამოქალაქო, ძმათამკვლელ ომში არ შეიძლება გამარჯვების ზეიმი, ისე არ შეიძლება ამ თარიღის ზეიმი და უკეთესი იქნება როგორც ხსოვნის დღე აღინიშნოს 9 მაისს, რადგან ამ დღეს დამარცხდა ერთი ნაწილი ქართველების საბოლოოდ და გაიმარჯვა მეორე ნაწილმა იმით, რომ სახლებს ცოცხლები დაუბრუნდენ სხვისი ომიდან.
  5. მე რატომღაც ბოლოს აფრიკა მახსოვს სადაც ბოლოს იბრძოდა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ისე პარჩაგივით მოკლეს. არადა მაგის სიკვდილი ბევრ კომუნისტსაც აწყობდა მაშინ, განსაკუთრებით ფიდელ კასტროს. მის უშუალო კონკურენტად ითვლებოდა და ჩეგევარას სიკვდილის მერე კასტროს იმიჯმა აიწია. იმასაც ამბობდენ კასტრომ გასწირაო, მარა წორის დონეზე, მხოლოდ ვერსიები... ისე ჩვენთან სააკაშვილი და ჟვანია რომ შევადაროთ ისეა. ჟვანიას სიკვდილი ყველაზე მეტად სააკაშვილს აწყობდა მიუხედავად იმისა რომ არც ერთის შედარება შეიძლება პოპულარობით არც კასტროზე და არც ჩეგევარაზე. მით უმეტეს ჟვანიას საერთოდ არ ქონდა მხარდაჭერა ჩვენთან და არც დადებითი გმირი იყო, მაგრამ მაინც, ისე შედარებისთვის...
  6. ნიზლავს ვდებ 1000 კაცსაც ვერ გამოიყვანენ აქციაზე. გამარჯვების დღესაც იმიტომ დაამთხვიეს, ეგონათ ალბათ ღონისძიებების სანახავად გამოსული ხალხის აყოლა და თავის მომხრეებად გამოცხადება უნდოდათ. მაგრამ ხელისუფლებამ აქაც გადაუჯოკრა, ღონისძიებები და გამარჯვების დღეც 8-ში გადმოიტანა)) ვნახავ აბა დღეს რამდენ კაცს გამოიყვანენ აქციაზე. კინწმარიშვილი კი იქნევდა მუშტებს და დაველოდოთ ))) ისე რამოდენა იმედი კი აქვთ და წარმოდგენა თავიანთ თავზე...
  7. ჩეგევარა ბრძოლაში კი არ მოკლეს, ტყვედ აიყვანეს აფრიკის ჯუნგლებში იქ მისი ნადირივით დევნის მერე და რომ მიჰყავდათ(ცოცხალი) გზაში შეტყობინება მიიღო ზემდგომებისგან ამერიკის დაზვერვის თანამშრომელმა და ვერტფრენში გაუხრიტეს თავი და ისე პირდაპირ სიმაღლიდან ისროლეს ძირს ჯუნგლებში. ისე კი თავის დროზე მაგარი პოპულარული მასტი იყო. მეც მქონდა მახსოვს როლინგსტონი ჩეგევარას პორტრეტით. რა მოდაში იყო...
  8. ეგ ბარემ გამოკითხვისთვის დაგეყენებინათ გამოსაკითხი, სადაც შეიტანდით იმათ ნიკებს, ვინც გამოთქვა სურვილი უკვე გახდეს მოდერი. თორემ რა აზრი აქვს აღნიშნო ვინმე ისეთი, რომელსაც არ სურს და რომ დაასახელოთ არც მიიღებს მოდერობას.
  9. თან დარწმუნებული ვარ ქსენოფობიის გამო თემას არ დახურავს სომხების ხსენებაზე)))
  10. პირადად არც მე ვიცნობ, მაგრამ ბავშმა რომ დაინახა ტელევიზორში, მაგის დედაცო შეაგინა უცებ. თვითონ გამოიწვევდაო და მერე მოყვა რამოდენიმე სემთხვევა. მის მეგობარსაც გაულახია ეგ ბათუმში არდაგანის მოედანზე და იგივე მიზეზით, მაგ ქალს შეუგინებია მოთამაშისთვის. ეხლა მამაკაცები ბევრი ქალის გინებაზე ვიცინით ზოგჯერ, მაგრამ ყველა ერთნაირად კი არ უთმენს და იმ ბიჭმაც მიარტყა ცხვირში დამსახურებულად. ეგაა სპორტული ქცევის დადგენილი წესები თუ სხვა, კრძალავს ასეთ რეაქციას, არასპორტულ საქციელს და ამის განხილვა შემდეგ უნდა ხდებოდეს ისევ ფედერაციას დაქვემდებარებულ კომისიებში. მაგრამ ხდება თავსაც ვეღარ თოკავენ ზოგჯერ, განსაკუთრებით ზალიან ნერვოზულ ვითარებაში რომ მიდის თამაში. და მარტო მოთამაშის დასჯა ასეთ დროს არასწორია. დრეს ეს სპორტსმენი მოწყვიტეს ორი წლით ფაქტიურად სპორტს და ზომები თუ არ მიიღეს ასეთი პროვოკატორების მიმართ, ხვალ სხვას დაღუპავს კიდო, მით უმეტეს პირველი შემთხვევა არაა კიდო. ეს უბრალოდ გახმაურდა, რადგან ცენტრალური მატჩი იყო და გადაღება მიდიოდა. თან მის ქცევითაც შემდეგ მოედანზე გამოიტანეთ დასკვნა მაგ წაკლაზე, რას წარმოადგენს.
  11. შესრულება მართლაც კარგი იყო, აქ რამეს ვერ დააბრალებ. მაგრამ საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება. საქართველომ სომხეთს მისცა უმაღლესი ქულები, სომხეთმა კი ჩვენი ჩააგდო. მაგრამ გამარჯვებულად რომ გერმანელი გამოაცხადეს, რომელსაც არავინ იფიქრებდა თუ ბოლო ადგილს ასცდებოდა, აი ეგ უკვე მართლაც რომ რაღაც განსაკუთრებული სპეციფიკის ბრალია. მოკლედ პირველზე გავიდა ის, ვინც ყველაზე უარესი იყო და მის ფონზე ჩვენი მომღერალი თუ ლიდერობას არ იმსახურებდა, მის უკან დგომას ნაღდად არა. ეს კონკურსის შედეგებზე, მაგრამ ეხლა საჭიროა თუ არა ასეთ კონკურსებში მონაწილეობა? ასე თუ ვიმსჯელეთ, რომ არაა საჭირო, მაშინ არც სპორტით ყოფილა საჭირო გამოსვლა არც ჩემპიონატებზე, არც ოლიმპიადაზე, არც სხვა ღონისძიებებზე, რაც თავისთავად არის პიარი, მაგრამ ამ პიარში ყველა სახელმწიფო უზარმაზარ თანხებს დებს რაღაც ეკონომიკური თუ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ჩვენთან თუ მოიძებნება თანხები იმისათვის რომ არ ვიყოთ ყველაფერს მოწყვეტილი კარგია. ოღონდ უკვე სხვა საქმეა რამდენად გამართლებულია ამოდენა თანხების გადახდა, ვინ წყვეტს ამას და რის ხარჯზე გამოიყოფა ეს თანხები, რაზე გვიწევს უარის თქმა და ბოლოს ვინ რჩება მოგებული? წესით უნდა იყოს მოგებული სახელმწიფოს იმიჯი, მაგრამ თუ ამით მხოლოდ ერთი მომღელის გაპიარება გამოდის ვიღაცის ხუშტურების გამო, და მერე ეს გაპიარებული თოჯინა მხოლოდ სახმარი მასალაა ვიღაცის და მხოლოდ ერთი პარტიის სახე ზურგზე 5 ნომერ აკრული, ეს უკვე არანორმალურია და შეიძლება ითქვას ის 800 000 მხოლოდ მმართველი პარტიის სარეკლამო კომპანიაში უკანონოდ დახარჯული ფულია. ისე კი, თუ კი ევროვიზიის ან სხვა ფესტივალების თუ ღონისძიებების გამარჯვებულები კონკრეტული პარტიების სახეებად არ იქნებიან წარმოდგენილი და ამას კანონი დაარეგულირებს, კარგი იქნება. რაღაც სტატუსი უნდა მიეცეს იმ მომღერლებს, სპორტსმენებს თუ სხვა კულტურის სფეროში მოღვაწეებს, რომლებიც სახელმწიფო სახსრებით ღებულობენ მონაწილეობას გარკვეულ აქციებში ისეთი, რომ ეკრძალებოდეთ პოლიტიკურ რეკლამებში მონაწილეობა. და თუ კერძო სახსრებით გავლენ სადმე და კაპიკს არ დახარჯავენ სახელმწიფოსგან, მაშინ ვისი ნომერიც უნდათ და ვინც დააფინანსებს, იმის დაიკრან ზურგზე.
  12. ისე ამ თემას ამ განყოფილებაში რატომ დებთ? გაივსო ისედაც არაპოლიტიკური თემებით. რაც შეეხება მაგ ქალს, ჩემი ბიჭი თამაშობდა კალათბურთს და ეგ მსაჯი პირველად არ გალახულა მოედანზე. საერთოდ მაგარი წაკლა და უზრდელი ყოფილა. ჰო და ზოგი მაგაში ქალსაც ვერ ხედავს და ხშირად მუშტითაც გამასპინძლებიან. მოკლედ ის კალათბურთელი კი არ უნდა დაესაჯათ, არამედ ისინი ვინც ამდენი ანალოგიური შემთხვევების შემდეგ ისევ მაგას ამსაჯებს თამაშებზე. თან პრინციპულ თამაშში.
  13. ისე რა საჭიროა ამდენი მოდერატორი? რომლებიც არიან სხვა განყოფილებებში, იმათგან აირჩიერთ ერთერთი სხვაზე ნაკლებად დატვირთული და მიამაგრეთ ესეც. რა არ შეიძლება? ისე ყველაზე რთული განყოფილებაა ეგ და მოუწევს ოფლად დაღვრა)))
  14. იშლებოდა არა კვატი, ხალხი ვერ მოაგროვეს და უკვე ვიშლებოდითო და ცოტას ადვილად მოგვერიენო))) ბურჯანაზის დედაც და მისი პუტინისაცო...
  15. ხელისუფლებაში რომ მოხვდებიან, ყველა ეგრე იქცევა. თავისებური თავდაცვის და გადარჩენის მექანიზმი ამოქმედდება ხოლმე)) მიშა ხო დებილია სრული, მაგრამ უბედურება რაა იცი? სხვები მასზე უკეთესები ხელისუფლებაში არ იქნებიან. ან მეტ ნაკლებად რაღაცაში იქნება განსხვავება. ზოგი ხელისუფლებასაც ვერ შეინარჩუნებს. ზოგი იმასაც დაანგრევს თუ კი რამე კარგი შექმნა სააკაშვილმა. მოდი ცოტა სამართლიანები ვიყოთ, მართლა ყველაფერი გლახა კი არაა, მაგრამ ისევ თვითონ თუ არ ჩააჯვა მისსავე გაკეთებულში. აი როგორც თავდაცვაში ჩაიჯვა. პოლიციაასაც რას ვერჩით, პოლიციაა და ანგელოზები ხო ვერ იქნებიან და იმას რაც იყო ადრე, ცოტათი მინც ხომ ჯობია შინაგანად და ტექნიკური აღჭურვით ხომ შედარებაც არაა და ეგ იმათაც დაჭირდება მერე ვინც შემდეგი მოვა ხელისუფლებაში. აი ეგ კია რომ დიქტატორი დიქტატორია, მაგრამ დიქტატორები მისით არ ხდებიან, მათ ეხმარებიან დიქტატორად ჩამოყალიბებაში. მაინც ერთ კაცზეა ყველაფერი და ხშირად ეგ მისი ბრალი კი არაა, არამედ გარემოცვის, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, არ ეკამათებიან, ადგილს უფრთხილდებიან და აკეთებს ისიც ისე როგორც მოსწონს და იცის. საზოგადობაც რომელსაც აქვს გარკვეულად აი ასეთ "ლიდერებზე" მოთხოვნა. ბათუმში ხალხი ვერ გაიყვანეს ბულვარის დასაცავად და მერე იმ წვიმაში იმდენი მსურველი იყო პარადი რომ ენახა და კიდო წყინდათ ახლოს არ მიგვიშვესო!!! აი ეგაა უბედურება სხვა კი არაფერი და ასეთი ხალხი რევოლუციებს არ აკათებს 30 ვერცხლის გარეშე. აპა დააფინანსოს ოპოზიციამ როგორც ადრე ესენი აფასენდენ უფასო კვება 3 ჯერ დღეში პერაშკებით, პეპსით და 20 ლარით ჯიბეში, ნახე რამდენი მოვა მერე)) ოღონდ ეგაა საქართველო პატარა ქვეყანაა, ხმაურდება ეგ და ის ჯარისკაცი თუ პოლიციელი რომ დგას მერე კორდონში, სიამოვნით უდგაპუნებს პეპსით გაბერილ მომიტინგეს დუბინკასაც, აპა გაზს როგორ გამოუშვებსო.. )))
  16. ამ სიას აკლია ერთი ასეთი პუნქტი, მემარცხენე სოციალისტები, რადიკალები, რომელთა აღზევების დრო უნდა იყოს წესით ასეთ შექმნილ ვითარებაში. მშიერი ხალხისთვის ეხლა ბოლშევიკური, კომუნისტური ლოზუნგები უფრო მისაღებია, ვიდრე დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე ლექციების კითხვა. აი Nათელაშვილს მოვიყვან მაგალითად, ფაქტიურად იგივე კომუნისტია მოდერნიზირებული ლეიბორისტის სამოსით. ქარიზმაც არ აკლია როგორც ლიდერს მას, რასაც ვერ დაიკვეხნიან სხვა ოპოზიციური პარტიები, რომ ასე გამოკვეთილი ლიდერი ყავდეთ. მაგრამ აქაც სოციალისტ ლეიბორისტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ჩამოცილდენ, უფრო სწორად თავად მოუწყვეს იზოლაცია საკუთარ პარტიას, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ლანძღვით, ხშირად რუსეთის სასარგებლოდ. ანუ მათმა შეურიგებელმა პოზიციამ ყველა საკითხებში, ზოგში კი მოღალატეობრივმა (ასე აღიქვამენ ბევრი) ისინი გარიყა პოლიტიკიდან. საქართველოში მართლაც რომ არაფერი, არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარება, ეს პარადოქსების ქვეყანაა, სადაც მშიერი ხალხი უჩვეულო პატრიოტიზმის გრძნობას ავლენს და თავად რიყავს იმ "მოღვაწეებს", რომლებაც ქვეყნის ლანძღვის ფონზე ცდილობენ ქულების დაწერას და ამ ხალხისთვის ის სააკაშვილიც მეტი მისაღებია, რომელიც ვიზუალურად მაინც მტერთან მებრძოლად მოსჩანს მისი მლანძღველების ფონზე. ბურჟანაძე ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში, ის უკვე პოლიტიკური გვამია. ყოველთვის გვამი იყო, მაგრამ თუ რამე კიდო შანსი ქონდა სააკაშვილთან დაპირისპირების დროს თავში, ისიც დაკარგა როდესაც პუტინის გვერდით იდგა სამარცხვინოდ მოსკოვში. ასევე ყველა ის პოლიტიკოსები, რომლებიც იმ დროს მოსკოვში დაძრწოდნენ. ლეიბორისტებმაც დაკარგეს პატივისცემა მუდმივად ქვეყნის გინებით ისეთ დროსაც, როდესაც გაჩუმება სჯობია. ამ ფონზე მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, თანდათან პოპულარობას იძენენ ისეთი პარტიები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ კონსტრუქციულ ბრძოლას ამჯობინებენ ქრისტიან დემოკრატებივით, რომელთა რეიტინგიც თანდათან იზრდება და დარწმუნებული ვარ კარგი დაფინანსების შემთხვევაში და პარტიის ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას თუ მოახერხებენ რაღაც ბიზნეს ჯგუფების დაახლოებით, წარმატებებს კიდო უფრო მიაღწევენ პოლიტიკურ არენაზე მიუხედავად იმისა, რომ სხვაზე მეტად ცნობადი ან ქარიზმატული სახეები არ ჰყავთ. აბა რაშია საქმე? მგონი მათ ამ კონსტრუქციონიზმში, ანუ პარტიის პოზიციაზე, როდესაც მათ როცა არ აწყობთ ხელისუფლების ლანძღვა საერთო ინტერესების გამო არ აკეთებენ, ხშირად მხარსაც უჭერენ და ამით თუ კი ხელისუფლება რაღაც ქულებს იღებს, მათაც ერგებათ ცოტა და ამავე დროს ოპოზიციური პარტიის იმიჯსაც იტოვებენ, რაც ისევ ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხში მათი ელექტორატის დაგროვებას უწყობს ხელს. მოკლედ სწორი გეზი აქვთ აღებული და სხვა ოპოზიციურ პარტიებს როგორც არ უნდა წყინდეთ, ქრისტიან დემოკრატებმა ყველას ერთად აღებულებს აჯობეს როგორც პარტიის მართვით, ასევე ხელისუფლებასთან ასეთ მძიმე ვითარებაში სიმბიოზში ცხოვრებაც მოახერხეს ისე, რომ, არც კრიტიკას აკლებენ და არც იმ შამფურს წვავენ რაზეც ხორცი იწვება. მოკლედ პოლიტიკური კულტურა დაბალია ჯერ, მაგრამ ის არის ჩანასახში და რომ გაიზრდება, ლოგიკურად მაშინ შეიძლება იმსჯელო რამეზე. ეხლა კი ყველაფერი ალოგიკურად ჩანს ერთი შეხედვით, რადგან ყველაფერში კანონზომიერი ლოგიკაცაა და თან ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ექსტრავაგანტიზმი და აბსურდის თეატრიც კი....
  17. რუსული პროპაგანდა ევროპის ასეთ გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებდა. ევროპამ უბრალოდ თავისი სისუსტე შენიღბა ასე, რომ ისინი ასე თუ ისე რუსეთზე ჩამოკიდულები არიან რესურსების და ენერგომატარებლების მოწოდების წყაროსთან. გარდა ამისა ამერიკული გავლენისგან ევროპასაც სჭირდება განთავისუფლება და აშკარად, ღიად ამას თუ ვერ აკეთებს, ზოგიერთი ”ევროპული ღირებულებებით” შენიღბულები გარკვეულ ალტერნატიულ ეკონომიკური წყაროს ბაზარს ავსებენ რუსეთთან ”კარგი” ურთიერთობით. ასე ცდილობენ რუსეთის მოთვინიერებასაც, საკუთარი ინტერესების სივრცეში მათი ჩართვით და ამერიკასთან თავისი პოზიციების გამყარებას თანაბარუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ამერიკული ბიზნეს და პოლიტიკური ჯგუფების დომინანტობის ფონზე. საქართველო კი ერთერთი ობიექტია მათ საერთო ინტერესებში და არა სუბიექტი. ეგაა ჩვენთან ამას ვერ ხვდებიან და რუსების არ იყოს გოშია სპილოს უყეფდა და თავი დიდი ეგონაო...
  18. ნიჭიერი რომ არ იყოს ასე ვერ გაქაჩავდა. ნიჭი კი მარტო საკმარისი არაა, ეტყობა კარგი ალღოც აქვს და ჭკუაც ამ ნიჭის გამოყენების. რომ ეყვირა ბევრი მასაც სხვასავით, ეხლა იქნებ ისევ გისოსებს უკან ყოფილიყო, ან სადღაც მიჩმორებული სხვასავით. მან ხელისუფლებასთან კომპრომისის გზა და თანამშრომლობა ირჩია თავისი ჯგუფის საქმის განვითარებისთვის და არც წაუგია, გამოუვიდა. მოკლედ ნახა თავისი ადგილი მათ შორის, ვისაც მისი განადგურება სურდა თავიდან და ეტყობა საკმაოდ კარგადაც მოკალათდა. არაა გამორიცხული რომ დაივიწყა ძველი წყენა და საქმიან ურთიერთობას მიაქცია მეტი ყურადრება. წავა მიშა და ესეთი ხალხი სხვასთანაც ითანამშრომლებს და ამაში ვერც გაამტყუნებ. ის ხომ პოლიტიკოსი არაა, ბიზნესმენია და ვინც მის ბიზნეს არგია დროის გარკვეულ მონაკვეთში, მისი მეგობარი იქნება. მოკლედ ჩვეულებრივი საქმიანი გათვლაა. ნაკლები პოლიტიკა, ბევრი საქმე. მიშასაც აწყობს ეგ, რადგან იცის, რომ ასეთ ხალხს როცა საქმე კარგად მისდით, იმდენი ჭკუა აქვთ რომ ცვლილებები არ სურთ და მის წინააღმდეგ ინტრიგებში არ გაერევა. ასე რომ ხელი ხელს ბანსო და ორივე პირსო... წავა მიშა, მოვა სხვა და არა აქვს მნიშვნელობა ვინ, ზარალა და მის ნაირები იქ იქნებიან სადაც ხელისუფლება იქნება. და ამაში არაფერია გასაკვირვი და მიუღებელი საქმიანი ჯგუფებისთვის.
  19. გოიას სურათი იყო თუ არ ვცდები. აღარ მახსოვს. მაგრამ მაგის გარდა ჰქონდა კოლექცია და შეაწერეს რო დაიჭირეს მაშინ. იმ სურათის გამოხსნაში კი, მიიღო მონაწილეობა თუ მას ჰქონდა კოლექციაში და გამოსასყიდის სახით გადასცა "სამართალდამცველებს" არ ვიცი. ყოველშემთხვევაში დიდხანს აე გაუჩერებიათ გისოსებში და გაუშვეს რომ გადაიხადა თავისუფლების საფასური. აი მერე როგორ აფრინდა ასე მაღლად, უკვე მარჩიელობის საგანია)
  20. ადრე მხედრიონელი იყო, ერთერთი იმ ჯაბას "მოადგილეებიდან" მხედრიონელთა ჯგუფებს რომ ედგნენ თავში. მერე ბიზნესი ქონდა რაღაც, დიდი ფული იშოვა შევარდნაძის დროს და მიშას დაჭერილიც ყავდა. ფული გადაახდევინეს და რამოდენიმე ცნობილი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი ჩამოართვეს. რომელიღაც მოპარული ცნობილი სურათის "დაბრუნებაში" მიიღო მონაწილეობა (არ მახსოვს სურათის სახელი), თვისუფლების სანაცვლოდ და მერე ისიც გაუშვეს. მიკლედ ეგ ზარალაც მაგრად აზარალეს ამათმა თავის დროზე და მიკვირს ამათთან ისევ როგორ თანამშრომლობს. ეტყობა სხვაზე მეტი ჭკვიანია, ან მაგარი შებერტყილი და იყენებს ამ ხელისუფლებას თავისი დაკარგულის ასანაზღაურებლად. ან იქნებ ესენი ატერორებენ, აშანტაჟებენ ვინმეთი ან რამეთი...
  21. საეჭვო რევოლუციებში არ მონაწილეობა პასიურობას არ ნიშნავს. იმ დროს საქმე მქონდა ჩემი და სულ ფეხებზე მეკიდა რევოლუცია.
  22. ეხ სააკასვილის სიფათზე სემახედა კიდო ერთხელ გორის მერე, დელფინს ყურში ჩუმად რომ ეთქვა - რუსი მოდისო)))
×
×
  • შექმენი...