Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. აქ სრულად გეთანხმები! თამარმა დააქცია დავითის აშენებული საქართველო და დაქცეულს ესენი რას უზამენ? )) ქალი სამზარეულოში, ბავშვებთან და ლოგინში )) ამათგან კი არცერთს ამ თანამდებობზეც არ ავირჩევდი))) განსაკუთრებით გოგორიშვილს)))))) ისე პრეზიდენტი თუ სახმარად უნდა კიდო ვინმეს, შორენა აირჩიეთ )))
  2. შნირები არ მინდა, ეგეთი შნირები ანაფორებშიც დადიან ბევრი ჯვრებით დაკიდულები)) არ ვიცი ყველაფერი მაქვს თუ არა წაკითხული, რომელზე გავამახვილო ყურადღება?
  3. საინტერესო ახსნაა, ლოგიკური. ოღონდ ამის ათასჯერ წაკითხვას ერთხელ საკუთარი თვალით დანახვა მირჩევნია თუნდაც იმ ლუციფერის )) მისი ვერსიის მოსმენა კი პირადად, ხომ საერთოდ... )))
  4. რავი გავთიშე მე, აღარ ვუყურე ბოლომდე. ზალიან მარტივად აზროვნებს ვინცაა, ამას აზროვნებასაც ვერ დავარქმევ, სრული ტორმუზია. ეტყობა მღვდელმსახურია ეკლესიიდან მაგის ავტორი. ასეთ რამეებს ვერ იტანს ჩემი ტვინი, როგორც ყურები ვერ იტანს ცუდ სიმღერას ან მელოდიას.)) ასე რომ ეგეთ ინფორმოცაიას რისი გადახარჩვაც არ შემიძლია, ავტომატურად ვბლოკავ თავში, ზედმეტ რომ არ დამიბინძუროს თავისუფალი მეგაბაიტები))) უფრო სწორად მე შემიძლია გადახარჩვა, ეგაა ის ვერ უძლებს ხარჩვას და იშლება უკრახმალო კარტოფილივით... სხვა კი მაინტერესებს რატომაც არა))
  5. აი ასეთ ვერსიას ადამიაენების წარმოშობის უწყობს ხელს ისიც, რომ არ არსებობს გარდამავალი ეტაპის ნაშთი თანამედროვე ადამიანსა და ნეანდარტალელს შორის. თუ ევოლუციის თეორიას ვეყრდნობით, უნდა იყოს, მაგრამ არაა. აი ეგრეთ ცოდებული უცხოპლანეტელთა ჩარევად მიიჩნევენ ბევრი სერიოზული მეცნიერები ადამიანის წარმოშობას დედამიწაზე. მათი ექსპერიმენტით ადგილობრივ ნეანდარტალელებთან. იყო ჯერ ერთი რასა, რომელმაც მიაღწია ისეთ განვითარებას, იქნებ უფრო მეტსაც იმაზე, როგორც ვართ დღეს ჩვენ შემდეგ თავიანთ ეგრეთ წოდებულ ღმერთებს (უცხოპლანეტელებს) დაუპირისპირდენ, რისთვისაც დაისაჯენ. აი რა სახით ეგ სხვა სკითხია უკვე და რამდენჯერ?! მერე კი გადარჩენილები თავიდან იწყებდენ ცხოვრებას ახალ უკვე სამყაროში და გადასცემდენ სწავლებებს თავიანთ შთამომავლებს ღმერთების არსებობაზე, მათ მორჩილებაზე და რა თქმა უნდა ისეთი ურჩებიც ერევიან როგორებმაც ადრე ის სასჯელი დაიმსახურეს მათგან. აი მოვა 2012 წლის 21 დეკემბერიც და თუ კი გვესტუმრენ ანანუკები, მერე რაღაცას გაეცემა პასუხი)) ისე კოსმოსის სესწავლაში და უცხოპლანეტელების ძებნაში იმდენი მილიარდები იხარჯება წამყვანი სახელმწიფოების მიერ, რომ არა მგონია ტყუილად ყრიდნენ ამდენ ფულს წყალში. უბრალოდ ისიც კი არავინ იცის, იქნებ რაიმე ინფორმაცია აქვთ გაცილებით სერიოზული და მალავენ.ეგაა ყველამ არ ვიცით და სანამ არ შევეხებით უშუალოდ, ან არ შეგვეხებიან ჩვენ, ვერც გავიგებთ ვერაფერს... ვნახოთ, დაველოდოთ, მსოფლიოს ორ სხვადასხვა პოლუსზე დამოუკიდებლად ერთმანეთისგან განვითარებული ცივილიზაციები ერთნაირი სიზუსტით განსაზღვრავენ ერთი ერის დასასრულს და მეორეს დასაწყისს. ერთნი მაიას კალენდარის დასასრულით, მეორენი შუმერები იმ ”ანგელოზებით” დასახლებული პლანეტის მოახლოებით (ნიბირუ - პლანეტაX) ზუსტად იმ დღეს, როდესაც მაიას კალენდარი მთავრდება. 2012 წლის 21 დეკემბერი!!!
  6. შენ ეტყობა ჩემი შეშინება გადაწყვიტე) მარა ნაღდად ვერ შემაშინებ. მაინტერესებს რა თქმა უნდა))) ის ვიდეო კი მაგარი სისულელეა, დავიწყე ყურება და უკვე აღარ მინდა ბოლომდე მისთვის დროს დახარჯვა. ეტყობა რომ მაგის გადამღებს მაგარი ტორმუზი აქვს აზროვნებაში.
  7. რატო არ დაგიჯერებ, მჯერავს, რადგან ეშმაკის ძებნაც მიცდია ღმერთი რომ ვერ ვნახე, მაგრამ მე არც ის მენახვებოდა))) იმიტომ რომ ასე ვამბობდი - ეშმაკი რომ ვნახო, წარმოუდგენლად კარგ საქმეს გააკეთებს ჩემთვის, რადგან ღმერთს ვიწამებთქო და არ უნდა მაგ ბიჭს კარგის გაკეთება ჩემთვის, ეგეც მემალება))) მოკლედ თუ არ იცი კარგი რაა, და სადმე ცუდი წერია, ისწავლე ცუდი რაა და არ გააკეთო ის ცუდი, თავისთავად კარგი გამოვა ასე და მოკლედ ამ ლოგიკას მივსდევ)))
  8. კარგი პოსტია დავით, საინტერესო როგორც ბევრი სხვა, ოღონდ ეგაა ჯერ ფილმს ვნახავ და მერე შევეცდები თუ დღეს მოვასწარი რაღაც დავამატო)
  9. ამ ვიდეოზე საუბრობთ აქ? სიცრუე მეცნიერების სახელით
  10. 3000 წლის წინ მოხდაო შეიძლება ეწეროს ახალ დაწერილ წიგნში, მაგრამ მას უნდა ამYარებდეს ის 3000 წლის წინ დატოვებული ხელნაწერი, ან მინიმუმ 2000 წლის წინ დატოვებული სხვა ხელნაწერი, რომელიც მის არსებობას დაადასტურებდა. და მერე.... ბიბლიის მართალი გითხრათ მოღება იმიტომ მიჭირს ჭეშმარიტებად , რომ ის ებრაელების დაწერილია და კიდო ებრაელის დაწეროლი მოგყავს საპირისპირო მოძღვრების მქადაგებლად? )))) შუმერებს ვენდობი უფრო, მათ ებრაელებზე უკეთ იცოდნენ ასტრონომია, მეცნიერებები და სათანადოდ ღმერთთან ალბათ უფრო ახლო კონტაქთი ქონდათ. ან ეშმაკთან))) მაგრამ ჩემთვის ეშმაკის ნახვაც კი ღმერთის ნახვას უტოლდება, რადგან სადაც ეშმაკი არის, იქ ღმერთიც იქნება...))) და თუ ღმერთის არსებობის არ სჯერავს ვინმეს, მას არც ეშმაკის არსებობა სჯერა. თუ ლუციფერი არის, ის ღმერთსაც არ უარყოფს ალბათ, უბრალოდ ებრძვის მას, რადგან უსამართლოდ თვლის. და ასეთი მაგალითები ღმერთან ბრძოლის უამრავია და ის ღმერთი ხშირად არც თუ ისე კარგ პოზებში იჩითება თუ კი იგივე ბიბლიაში ვნახავთ და სხვა ხალხთა მითოსებში., რელიგიებში. იაკობის და ღმერთის ბრძოლა, ამირანი ქართულ მითოლოგიაში, პრომეთე ბერძნებთან. და რავი ალბათ, მეტია და მე არ ვიცი უბრალოდ კარგად, მაკლია ინფორმაცია.
  11. აფეთქების შედეგად შეიძლება ცალკეული გალაქტიკები წარმოიქმნას და ასეც ხდება საერთოდ. იბადებიან გალაკტიკებშიც ცალკეული მზის სისტემები და ისინი მილიარდობითაა, ტრილიონობით და რამდენში ჩვენი მსგავსი სიცოცხლე არავინ იცის. ნეტა იქაც მუხამედზე და იესოზე კამათობენ რომელია ნამდვილი ღმერთი თუ მოციქული? ან როგორ შიფრონ ცალკეული სიტყვები ბიბლიიდან ან ყურანიდან? )) თუ ელოდებიან ჯერ მესიას, იქნებ მათთან უფრო ადრე იყო და ეხლა უკვე მეორედ მოსვლა აქვთ და მესამეს ჯერი რომ მოვა, მანამდე ჩვენ შემოგვივლის მეორედ? ))) ეგეთი ღმერთების ვერ დავიჯერებ მე, მაგრამ რომ არის ვიცი და ჩემი ცხოვრებით რა როლი უნდა მქონდეს და რაა განსაზღვრული მისგან ის კი მინდა ვიცოდე. ანუ როგორ ვიცხოვრო, რა შევცვალო თუ შესაცვლელია და რის შეცვლა შემიძლია, რის არა. იმდენ რამეზე ჩნდება კითხვა და იმდენი უპასუხოა... ღმერთის არსებობაში მართლაც არ მეპარება ეჭვი, ეგაა მისი ბუნება რაა არ ვიცი, როგორი და როგორაა ჩემი მასთან დაკავშირებული, ან როგორ უნდა უკავშირდებოდეს. მატერიალისტებს რომ ვუსმინოთ და ათეისტებს, ყველაფერი ჩვენს ირგვლივ მატერიააო ამბობენ, სულიც კიო, არ არსებობსო, მაგრამ მაინცო. უარყოფენ სულს და ამ დროს ფიქრის მატერიალობასაც ამტკიცებენ. რისი წარმოსახვაც შეგვიძლია მატერიააო ყველაფერიო. ფიქრიცო და სულმა რა დააშავა თუ კი ის არის ჩვენს წარმოსახვაში ამა თუ იმ ფორმით? და თუ ფიქრი მატერიაა და ის როგორც მატერია იბადება და არსებობს, სად მიდის მაშინ იმდენი ცარმოსახვითი ფანტაზიები თუნდაც? თუ მატერიად იქცა, სად ქრება და რატომ არ ტოვებს კვალს? იქნებ არც ქრება? იქნებ ისევეა როგორც კოსმოსური მტვერი, ნაგავი, ან საპროგრამო ნაგავი კომპიუტერების მახსოვრობაში, ან იქნებ ის ახალი მატერიებია, ფიქრით გაჩენილი და ყოველი მათგანი ახალი სამყარო? და რაზეც ვფიქრობთ, ისეთ სამყაროებს ვქმნით და ვქმნით... უამრავ პარალელურ სამყაროებს, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ის ისეთია იქ, როგორც ერთ დროს ჩვენს ფიქრში შევქმენით და მერე დავივიწყეთ, მაგრამ ის აგრძელებს არსებობას სადღაც სივრცეში დაკარგული?... ამიტომ გვეუბნებიან ცუდზე არ იფიქროო, რომ უარყოფითი გარემო არ შევქმნათ ჩვენს ირგვლივ უხილავი პარალელური სამყაროების სახით? ბოდვას გავს თითქოს, მაგრამ აბა კარგად დაუკვირდით, ყველა ნაბოდვარში რაღაც სიმართლის მარცვალია, რადგან ის ბოდვაც არაფრისგან არ მოდის, მასაც რაღაც უდევს მიზეზად, თუნდაც დარღვევა რომელიღაც ტვინის უჯრედში, რაც რომელიღაცა პროცესმა გამოიწვია სხვა ძალების ზემოქმედებით. მაგრამ ჩვენ ყველა ისეთ პასუხს ვეძებთ, რაც ადვილი გასაგები და მისაღები იქნებოდა და ჩვენს ბუნებას მოერგებოდა...
  12. ეგ საიდან მოტანილია რომელი წყაროდან? ანუ სადაური წარმომავლობა აქვს ხელნაწერებს?
  13. სულელური თემაა... ეტყობა ბავშვის დაწერილი რომ არის))
  14. მე არ ვამბობ არგუმენტიაო. არგუმენტი რომ ვიცოდე, მას როგორც არგუმენტს გაჩვენებდი. მტკიცებულებას კი იმისას, რაც მე დავწერე ვერავინ მოიყვანს, რადგან მისი დანახვის საშუალება არავის ექნება. და ვერც უარყოფს ვერავინ, რადგან უარყოფასაც მტკიცებულება სჭირდება და მისი მოძებნაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც მტკიცებულების ნახვა. ეს არის ჩემი აზრი, უფრო სწორად აზრიც კი არ არის ჩამოყალიბებული, რადგან მასში მეც თავად ეჭვები მაქვს. მაგრამ თუ საწყისი არ ვიცი საიდან მოდის და რა მართავს და საიდან მართავს სამყაროს, ის ზუსტად ვიცი, რომ სამყაროს ბოლო არა აქვს და ის უსასრულოა. და ყველაფერი რაც ვიზუალურად სჩანს ჯერ და რისი აღქმაც შეგვიძლია, რაღაც ფიზიკის არსებულ თუ ჯერ კიდო შეუსწავლელ კანონებს ექვემდებარება და ჩვენს ხილულ სამყაროში ყველაფერი მოწესრიგებულად მოძრაობს და ვითარდება. პროცესი მიდის, ეს პროცესი კი მთავარი პროგრამის გარეშე წარმოუდგენელია რომ უბრალოდ ქაოტური იყოს. არადა ქაოსშიც რომ ვიყოთ, ეს ქაოსიც რომელიღაცა მოწესრიგებული პროცესის შემადგენელი ნაწილი იყოს შეიძლება სხვა დროში და სივრცეში.
  15. რაღაც რომ აფეთქებულიყო, ის რაღაც ხომ რაღაცაში უნდა ყოფილიყო? ის რაღაც რაღაცისგან ხომ უნდა წარმოშობილიყო და ღაღაცას აეფეთქბინა? ღმერთი სულია, არსება მატერიალური, არა მატერიალური, თუ პროცესი მსგავსი ფიზიკის კანონების? მგონი აი ეს არის, სადაც უნდა ვეძებოთ კითხვაზე პასუხი.
  16. სამყარო იცი რამხელაა? სამყაროს დასასრული არა აქვს და ჩვენ ერთი პატარა მოლეკულასავით ვართ ჩვენი გალაქტიკით იმ უდიდეს ორგანიზმში, რომლის სახელი უსასრულობაა სივრცეში და დროში. და თუ ერთი კანონი აქ მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გონებას შეუძლია მისი აღქმა, არ ნიშნავს რომ სამყარო ამ კანონებზე დგას. ის შეიძლება იმდენად წარმოუდგენელი იყოს, რომ მისი ანალიზის, წარმოდგენის საშუალებაც დღეს არ გვქონდეს. ჩვენ ვხედავთ ვიზუალურად იმას, რაც ჩვენს გონებაში ეტევა და წარმოდგენის სიბრტყეში ეტევა. რაც არ ეტევა მასში, მას ვერ ვხედავთ. დროც კი ერთნაირად ყველასათვის და ყველაფრისთვის არ მიდის. ვიღაცის ერთი წამი, ჩვენთვის ათასწლეულები იყოს შეიძლება ისევე, როგორც ჩვენი ერთი წამი არის სხვა ორგანიზმებისთვის მთელი საუკენე, რომელშიც დაბადებას და სიკვდილს ასწრებენ(ბაქტერიები მაგალითად) მათთვის ჩვენ ვართ უხილავი და უმოძრაო. ჩვენთვის კი რაგაც სხვა, ჩვენზე დიდი... სამყაროს შეიძლება დასასრული არ ჰქონდეს, მაგრამ სადღაც ცენტრი იქნება, საიდანაც იშლება სამყარო უსასრულობისკენ უბრალოდ სფერო წარმოიდგინე რომელიც ხელში გიჭერია და მისი შუაგული სამყაროს საწყისად. თავად სფეროს კიდეები კი მხოლოდ ერთი სართული იმ სამყაროს, რომელზეც დაშენებულია და დაშენებული სართულები და იზრდებიან ყველა მიმართულებით და არა ვერტიკალურად... და ერთერთში შენაც ხარ, ის სამყარო (პრველი სართული) შენს სამყაროშია უფრო დაბალ საფეხურზე, ამიტომ შეგიძლია პირველი (თავად სფეროს) და შენს ზემოთ კიდო ერთი სართულის დანახვა, რომელშიც მოთავსებულია შენი სამყარო. (რუსული მატრიოშკების მაგვარად) მაგრამ რაც იმას იქეთაა ვერ დაინახავ, რადგან ვერ გასწვდება შენი მზერა მას. და ვერც ბოლოს წარმოიდგენ მისას, რადგან თავად ერთი კიდის წარმოდგენა უკვე გულისხმობს მას, რომ ის კიდეც სხვა კიდო უფრო დიდის შემადგენლობაშია და ჩანს იქ ისე, როგორც ის სფერო რომელსაც შენ უყურებ შენს ხელში. ცენტრი კი ამის უველაფრის სად არის ამოდენა სამყაროში არავინ იცის. ის შეიძლება იმ სფეროს შუაგული იყოს, ან სულ სხვაგან. იქნებ ნებისმიერ ჩვენთაგანში. იქნებ ყველაში ერთად და ამავე დროს არსადაც... ))) ასეა თუ ისეა, ამას ერთი დიდი გონება მართავს, სამყაროს მუდმივობის და უსასრულობის კანონი, რომელიც არა მგონია ჩვენს წვრილმან პრობლემებზე წვრილმანდებოდეს...თუმცა ვინ იცის, ის ხომ იმდენად დიდია და მცირეც იმავ დრულად, რომ ჩვენი გონება მას სრულად და სრულფასოვნად ვერ აღიქვამს.
  17. აი აქ სრულად გეთანხმები. საინტერესო საუბრები მიდის, სამწუხაროდ დრო არ მაქვს ყველაფერი რაც დაიწერა ყურადღებით გადავიკითხო. ისე კი ერთს დავამატებ. არავის არ ჰქონია ჯერ არც ღმერთის დამამტკიცებელი და არც უარმყოფი არგუმენტი ისეთი სრული, რომელიც მის არსებობას ან დაამტკიცებდა ან უარყოფდა ყოველგვარი ეჭვების გარეშე და თეორემას აქსიომად აქცევდა როგორც ჭეშმარიტებას მისი არსებობა არ არსებობის.. ეს მიუთითებს ღმერთის როგორც არა მარტო სუბიექტის, არამედ როგორც ობიექტის (განხილვის) სიდიდეზე და მის როლზე (ყოფნა არ ყოფნით) ადამიანის არსებობაში. ეგაა რომ ამას დიდი შვება ვერ მოაქვს მათთვის, ვისაც მეტი უნდა იცოდეს მასზე, არ იცის და ვერც პოულობს პასუხს...
  18. ლამანშის ტანკად რატომღაც მე ტ-54 მეგონა. ძირითადად ისინი გამოუშვეს ძალიან დიდი რაოდენობით და არაა ცუდი ტანკი ეხლაც, თუ კი გარკვეულ მოდერნიზაციას გაუკეთებ. ჯავშანიც ძლიერი აქვს შუბლის მხრიდან და პირდაპირ მოხვედრასაც უძლებს ჭურვის. მართალია 100 მმ ქვემეხი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ნარეზიანი და არა გლუვლულიანი. მაინც ტეხავს რუსული ტანკები იმით, რომ ჭურვებზე ზიხარ ფაქტიურად. ტ-54 მაგალითად მარჯვენა მხრიდან უბრალო რგპ-7 რომ მოხდეს, შანსი არაა გადარჩენის. ჭურვები იქვეა კედელთან ჩაწყობილი და უკან გამტენთან. ეხ გამოყენება იცოდენ და ტ-34 ითაც იომებ კარგად... ტანკსაწინააღმდეგო იარაღად კი მოლოტოვის კოქტეილზე უკეთესი ჯერ არაფერი შეუქმნიათ... ყველაზე მარტივი და ეფექტური... ცეცხლის გაკიდებაც არ სჭირდება გახურებულ ძრავიან ტანკს რომ ხეთქო რადიატორთან და ჩვენთან ჯარში ამას არ ასწავლიან და არც გამოიყენებენ საქმეს რომ დასჭირდეს. აუ რა მაგრად მიტყდება იმას რომ ვიხსენებ, რაფერ ჩააბარეს რუსებს 100მდე ტ-72... ცეცხლი მაინც გაეჩინათ და ისე დაეტოვებინათ. აი ეგეც უნდა იყოს გათვალისწინებული ტანკში, თვითლიკვიდაციის მექანიზმი, რომელშაც ჩართავ ტანკის იძულებით დატოვების დროს და ამოქმედდება გარკვეულ დროში. და არა მარტო ტანკში, ნებისმიერ სამხედრო ტექნიკაში. საინტერესოა მაგისთვის ვინმეს პასუხი თუ აზღვევინეს სამხედრო ხელმძღვანელობაში ამდენი იარაღი რომ ჩააბარეს მტერს?
  19. ამერიკის გამოყოფილი 60 თუ 90 მილიონი ხომ უნდა აითვისონ ეხლა დემოკრატიის განვითარებისთვის და ულოკავენ პოზიჩია ოპოზიცია ერთმანეთს 69 პოზაში.)))
  20. რაღაც არ ჰგავს ამერიკელების მორალს ის, რომ პატივი დასდეს და მუსულმანური წესით მიაბარეს დროზე მიწას(ზღვას) არა მგონია ეგ მათ აწუხებდეთ და საერთოდ გააჩნდეთ ასეთ დროს რაიმე მორალი. თან საეჭვო კითხვებიც რომ გაჩნდებოდა ამის მერე არ იცოდნენ? მგონი რაღაც გარიგებას აქვს ადგილი ბინ ლადენთან. თან ანდერძიც რომ დაუწერია წინა დღეს და შვილებს უბარებს ჯიხადი არ გააგრძელოთო)) სადღაც გადამალეს მგონი და გაუშვეს პენსიაზე. ან იქნებ კაი ხანია მკვდარი იყო და ეხლა გაახმაურეს? მანამდე კი მისი სახელით აკეთეს რაც სჭირდებოდათ. მაგრამ თუ მართლაც ისეა, როგორაც გვაჯერებენ, მაშინ ნახე მოვლენების განვითარება შემდგომში. მგონი ტერორიზმი ახალ ფაზაში შევა.
  21. ბინლადენაც მარტო არ მოუკლავთ, ერთი მისი ცოლიც ზედ მიუცხრილავთ, თავს იფარებდა ცოლითო, მაინც ბევრი მყავსო)) ისე ცხონებულს გული უგრძნობდა, წინა დღეს ანდერძიც დაუტოვებია))) აწე იკითხონ რამდენი ბინლადენა ეყოლებათ...
  22. მაგისთვის მართლაც ახია. სადაც ჭამ იქ რომ არ უნდა მოჯვა, უნდა იცოდეს. არა და მძღნერის ჭამით რომ დაიწყებს, ისე გააგრძელებს მერე. ჭამს და ჭამს... და ბევრს ჭამს კიდო))
  23. 7 საათიან ქრონიკაში მოვუსმინე. 8 საათიანში გაიმეორებენ. სასტუროები და რაღაც შენობები ქობულეთში და კიდო სხვაგან. ჩამოართმევენ და თან კიდო დააჯარიმებენ იქეთ მასო))) დამთავრდა მაგის ნაკრებში თამაშიც, მაგას აწე მტერი ენდო, ჩვევა კი აქვს საკუთარ კარე3ბში გოლის გატანის და აწე რას იზამს? ))
  24. უეფამ ნეტა რომელი გუნდების სია მისცა? რომლებზეც დიდი ფსონები დადებულა აზიურ ტოტალიზატორებში. ითამაშე ამის მერე კროკო და ტოტო ))) ვიღაცა ახვარს გაყიდული აქვს ყოველთვის წინასწარ.
×
×
  • შექმენი...