Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. ეს თემა ეხლა რას მოყვა და რაა ამაში აზრად ჩადებული?
  2. არა და საქართველოს რომ ხელისუფლება ყავდეს ნორმალური, ამ საკითხს მართლაც მოაგვარებდა. ცოტა არაა საქართველოს პოზიციაზე დამოკიდებული, მარა სირაქლემას პოზიცია ურჩევნიათ ასე. მიზეზები კი იცოცხლე, ბევრი იყოს შეიძლება, მაგრამ განსაზღვრავ რაღაცას და ახსნი ლოგიკურად მაშინ, როდესაც პოლიტიკა რაღაც იქნება საღ აზრს და ლოგიკას დაქვემდებარებული და არა ისეთი როგორიცაა დღეს
  3. არაფერს არ თამაშობენ, უბრალოდ ფულს აკეთებენ. სხვა რა აქვთ რო ცხინვალში? ნადირობენ ეგრე მოსახლეობაზე, დაიჭერენ ვინმეს და მერე გამოსასყიდით ანთავისუფლებენ. ხან საქონელს მიერეკებიან, ხან ხალხს. ჩვენი პოლიცია კი ქათმებივითაა იქ.
  4. შანსი დიდი არ იყო,მაგრამ ხანგრძლივი ბრძოლა რელიეფის თავისებურებების წყალობით და საკმაოდ ძლიერი ზარალის მიყენება შეიძლებოდა რუსებზე იმ შეიარარებით რაც გვქონდა ომის დროს, მაგრამ არა იმ კონტიგენტით რომელიც გვყავდა. მე ჯარის სულიერ-მოლარული მხარე მაქვს მხედველობაში და არა რაოდენობა ჯარისკაცების. აღარაფერს ვამბობ ჯარის მმართველობაზე და სარდლობაზე. ესენი ხო არიან და არიან... ღლეები სააკაშვილის თამადობით. მობილიზაციის სამსახური კი... ეს საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არა და როგორ აპიარებდენ რეზერვს ხომ გახსოვთ ? ეხლა სადაა ის კლიპები, ტრაბახი, ასეთი ჯარი გვყავსო? ჩაიჯვენ ყველამ ერთად ზიან ეხლა წყნარად.
  5. სააკაშვილი ისე ცდილობს რუსულად არ ილაპარაკოს(გამახსენდა მისი მარნეულში ვიზიტი) და მაინც ვერ იცილებს ამ რუსულ ბუკვალურს)))
  6. ჩვენაც თუ არ გადაგვაყოლა საფლავში რუსულმა ლაფათქამ)))
  7. ზემოთ სტურუას სტატია იმ დამპალი, ამზორებული კომუნისტების "ლოგიკაა" (სტურუაც სხვა ვინმე არაა) სტურუასნაირი ტაკიმასხარები რომ ინტილიგენციად და მოაზროვნეებად მიგვაცჰნია, ამასჰია ცჰვენი უბედურება. კი ბატონო ბევრია სიმართლე, მაგრამ არა იმისთვის რომ საქართველოსთვის გულმოკლული კაცის სიტყვებია საქართველოზე ფიქრით ნათქვამი, არამედ იმიტომ რომ რუსეთს მისტირის ეგ შობელძაღლი თვითონ და მის დაკარგულ "სამშობლოს" საბჭოთა კავშირს. ფაქტი ერთია და სიმართლე ამ ფაქტის. მაგრამ მეორეა ვინ რომელი მხრიდან ხედავს და რისთვის საუბრობს ამ სიმართლით. შეიძლება მამა შიშველი იყოს და თქვა ეს მამა შიშველიაო. მაგრამ ერთი იმისთვის ამბობს რომ დასცინოს, ან ლანძღოს და მეორე იმისთვის რომ საბანი ნახოს და დაახუროს. შედით ნებისმიერ რუსულ ფორუმზე და მეტს იქ რუსები არაფერს წერენ ნახავთ. ქართველები გვძულსო აბა არავინ ამბობს. თქვენ წარმოიდგინეთ პუტინიც კი აი ასე ზრუნავს ჩვენზე და ფიქრობს. სტურუაც და მის ნაირებიც სააკაშვილზე არაფრით ნაკლებები არ არიან. ერთი თუ თრაკში ამერიკას უძვრება, მეორენი რუსეთს და ჭამენ ამისთვის ერთმანეთს. სააკაშვილის სომხობაც ეხლა გაახსენდა ალბათ, და სომხებიც ცუდებია თურმე იმიტომ, რომ რუსეთში სომხებმა ეს ჩვენი "ქართველი ინტილიგებტები" გამოაძევეს იქაური ბომონდებიდან. რადგან სომხები მათი პრორუსი სახელმწიფოს მეშვეობით მეტად დაწინაურდენ, ვიდრე უსამშობლოდ(ნატოში დაკარგული საქართველოს გამო) დარჩენილი "ქართველები" რომლებმაც ქართულიც კი არ იციან ხეირიანად ისე არიან გარუსებულები და "დაკრგულ სამშობლოს" კი მისტიარიან..
  8. და ამ დროს, აზერბაბაიჯანმა ყარსზე რკინიგზის მშენებლობისთვის ნახევარდმილიარდიანი კრედიტი გამოუყო საქართველოს. რა არის ნეტა ეს, შეწყვეტს ასე ჩვენი მთავრობა სომხებთან თრაკის თამშს ? ვითომ გვიყიდეს თუ ჭკუაზე მოვედით?
  9. ეხლა ვკითხავდი იმას, რომ შეიძლება თუ არა მომავლის დანახვა? სხვებს კი კი ვკითხავდი აქ იმას, რომ არის თუ არა თემა აქ წინასწარმეტყველებზე და ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ცარსულში ჩახედვაც და მომავალშიც გახედვაც?
  10. ალღუმი სად არ ჩაუტარებიათ, მაგრამ მთლიანად შეიარაღებული ჯარები რომელ ქვეყანაში გამოყავთ სრული შემადგენლობით და რომელ ქვეყანაში აცლიან იარაღიდან ნაწილებს ისე, რომ მათი გამოყენება შეუძლებელი ხდება? მესმის ალღუმისთვის შეარჩიონ თუ უნდათ ბრიგადებად ყველას წარმოდგენა, გარკვეული ნაწილი, თითო ბატალიონი. იმ ბატალიოენებიდან შეკრიბონ ერთი ასეული. ასეულებიდან ერთი ოცეული და ბრიგადიდან მაქსიმუმ ორი ბატალიონი ასე. ან ერთიც ეყოფა და შეარჩიონ უფრო მაღლები და წარმოსადეგი ჯარისკაცები, რომ უკანა მწკრივებში სამარცხვინოდ მეტრონახევრიანი ლილიპუტები არ იდგენ მაინც. რა ცუდი იქნება ალღუმი ასე? თუ უკეთესი? ეგაა პომპეზურობა არ იქნება, ავადმყოფობად რომ ექცა სააკაშვილს, თორემ სანახაობრივად უკეთესიც იქნება. და რაც მთავარია ქვეყანა უპატრონოდ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმ დროს მიტოვებული არ იქნება. როგორც სამაჩაბლოში ომის დროს გააკეთეს, ქასავლეთში აფხაზეთთან და კოდორში ერთი ნაწილიც არ დატოვეს. საერთოდ ჯარისკაცი არ იყო იქ, რომ თუ რამე საწყობებიდან იარაღის გადმოტვირთვა და გადამალვა მოესწროთ მაინც. და ყველაფერი რუსებს დაუტოვეს!!!
  11. და რა არის აქ თემიდან გადახვეული? ალღუმზეა ეგ თემა და სხვა რა წერია აქ ალღუმის გარდა?
  12. ისე მე ის მაინტერესებს, რუსებს მართლა ასეთი პარანოია აქვთ ნეტა, რომ საქართველოში ოქრუასვილზე მეტი საყრდენი ვერ ნახეს? მაგას თუნდაც ის გიორგაძე სჯობდა კიდო. ამიტომ მეპარება ეჭვი რაღაც მასში და მგონია რომ ეს ნაცმოები აფრთხობენ ეგრე ხალხს, როგორც საფთხოლებებით გლეხები ყანებში ყვავებს. მარა ის გლეხები ამას კიდო უფრო კარგად აკეთებენ ვიდრე ეგ უნიჭოები.
  13. ოქრუაშვილი მოსკოვშია უკვეო)) აუ მიშიკო რას ცუნდრუკობს ეხლა, ან ხითხითებს ეს რა კარგი საფრთხობელა მოვიფიქრეო)))
  14. გგონია ვშაყირობ? ნებისმიერ სამხედროს კითხე ვინც მსახურობს, ნაწილებში ვის ტოვებენ და იარაღი რა მდგომარეობაში აქვთ ვაზიანიდან რომ გამოდიან რუსთაველზე მაშინ. ამ ხელისუფლებას ხომ პომპეზურობა უყვარს ყველაფერში და პაკაზუხობა მარტო. იმას კი არ უყურებენ რა შედეგი შეიძლება მოყვეს იმას, რომ მთელი შეიარაღებული ძალები ერთ დღეში განიარარებულია და გამოყვანილი საალღუმოდ ქუჩაში და სამხედრო ნაწილებიც ფაქტიურად დაუცველია გადაღლილი და ავადმყოფი ჯარისკაცების იმედად დატოვებული.
  15. მარა გაუტკბა ეტყობა და დროზე წამოარტყეს თავში ))
  16. როგორც აგვისტოსჰი იყო. სააკასჰვილმა რომ მაგ ომიტ მოიგო იმ ფონზე მასჰინ რაც იყო, ტვიტონაც ვერ იოცნებებდა. მაშინ ბურჯანაზე პრასტიტუტკას გარდა ყველა გვერდში დაუდგა ფაქტიურად და კარგა ხანს მიმართ ლოიალური განწყობა შეინარჩუნეს.
  17. არ ეგონა, მარა მათი ეგრეთწოდებულიდაპირისპირება მცირე ხნით, ეტყობა მედვედევის ძალების მოსინჯვა იყო და დამარცხდა საბოლოოდ. არ გამოუვიდა აფრენა ვინიპუხს)
  18. არა და მაგ დღეს არის საქართველო ყოველთვის მაგარი დაუცველი. ვიცი, დავდიოდი მაგ ალღუმებზე/ აბსოლიტურად ყველა ბრიგადა და სამხედრო ნაწილი გაყავთ. კაზარმებში მარტო ავადმყოფებს და ლაზარეთზე მიმაგრებულებს ტოვებენ. ვინც რჩება ისიც დღე ჩაგდებით ყარაულშია ნახევრად უძინარი. ხოლო ალღუმზე ჯარი განიარაღებული მწყობრიდან გამოყვანილი იარაღით(სანებსეებს იღებენ იარაღიდან) პრეზიდენტს რომ არ ესროლოს ვინმემ))) მაგ დროს რომ ერთი თვითმფრინავი შემოფრინდეს და უბარალოდ შესაშინებლად პიკირება გააკეთოს ჰაერში რუსთაველის თავზე, ისე დაიფანტება ეგ ჯარი და პატარ პატარა, შეიარაღებული დივერსანტთა ჯგუფები სულ დედაბუდიანად გაჟუჟავს ყველას სხვადასხვადსხვა სანხედრო ნაწილებში თუ რუსთაველზე გამოფენილ განიარაღებულ ჯარისკაცებს. შეტევა რომ წამიწყონ კიდო ახალგორიდან ხომ... სანამ ეგენი იმ ჯარს თავს მოუყრიან და იარაღს მწყობრში მოუყვანენ სანემსეების დაბრუნებით, ისიც სადღაც შიშით თუ არ მიაკარგეს, კი ჩამოვა რუსი თბილისში))
  19. თუ მაგათი ფილიალი არაა სახალხო მოძრაობა და სააკაშვილს ისე არ ანაცვლებენ სხვა რომელიმე მარიონეტით, როგორც შევარდნაძეს და მოქკავშირს ჩაანაცვლეს სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. სხვა დანარჩენი კი თამაშია უბრალო. მე არც იმ "ვარდების რევოლუციის" მჯერავს რომ იყო.
  20. მოკლედ ბოლო პრესკონფერენციაზე მედვედევმა რაღაცეები უბუტბუტა, არ ჰგავდა ეს ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას. თითქოს აღსარებას გავდა მისი გამოსვლა და მონანიებას გზას აცდენილი კვიცის, დედიკოს ცინ რატომ გადავურბინეო. ბოლოს მაინც იმედი გამოთქვა, იქნებ არ გამიშვანო და ცოტა კიდო მაცალონო... ყოველ შემთხვევაში მისი გამოსვლა დასამშვიდობებელს უფრო ჰგავდა, ოღონდ კი არ მივდივარ, მაგდებენო. როგორი იქნება რუსეთი 2012 წლიდან? თუმცა ის რაც იყო ისეთი დარჩება, მაგრამ ეხლა ტრიუმფით დაბრუნებული პეტინით სათავეში იქნება და ახალს რას ველოდოთ?..
  21. 21ში დავიწყებთ მოწოდებას რუსეთის მხარდამჭერი აქციებისთვის ხალხის მობილიზაციის მიზნითო და ხელი არ შეგვიშალოთო))
  22. ეგ მოლოდინის რეჟიმია თავისებური. ამაზე სხვათაშორის ბევრი მეცნიერი მუშაობდა და მუშაობს. ფაქტიურად დამტკიცებამდეა მისული ეგ თეორია რომ< ადამიანები მასაში, როგორც დედამიწას აქვს მაგნიტური ველი და მოქმედებს გრავიტაცია რაგაც მოვლენებზე როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში მის ახლომდებარე ობიექტებზე, გამოყოფენ დადებით ან უარყოფით მუხტს ბუნებაში. მაგალითად ყველა რომ ელოდება რაღაც ცუდს და არის ცუდის მოლოდინში, გამოიყოფა უარყოფითი რაღაც ენერგია, რომელიც ახდენს პროვოცირებას ბუნებაში რაღაც მოვლენების განვითარებისთვის. ელოდება ყველა მაგალითად მიწისძვრას და ხდება შესაბამისად მიწისძვრა. ისევე როგორც ადამიანი თვითონ ხშირად იმართებს გარკვეულ დაავადებებს. მაგალითად ფიქრობს სულ იმაზე რომ კიბო დაემართება, როდესაც ის კიბო არა აქვს ჯერ და ემართება. ასე საერთო ჯამში დედამიწაზე გროვდება დადებითი ან უარყოფითი ენერგია, რომელიც შესაბამისად ისე მოქმედებს ბუნებაზე. რადგან დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია სამყაროში თავად და მას ისე როგორც ჩვენ გვაწუხებს პარაზიტები რაღაც დაავადებებით, აწუხებს ჩვენი მოქმედება და ცხოვრება მის ზურგზე. ჰოდა როგორც ჩვენ მოვიფხანთ ხოლმე კანს პარაზიტის მოსაშორებლად, ისე იფხანს ისიც ზურგს. წარღვნით, ქარიშხლით თუ მიწისძვრით ))
  23. ვერ გამიგე რა დავწერე. მე იმას ვამბობ, რომ კარგი კი არ იყო საბჭოთა სამართალი მასში მოქმედი კანონებით ან სისტემით, არამედ იმას, რომ ის კანონები სრულდებოდა ისე, რისთვისაც იყო მიღებული როგორიც იყო ისეთ ქვეყანაში. მათ სიკარგეზე და სიცუდეზე არაფერს ვამბობ. მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ კანონს პატივს ცემდენ ასე თუ ისე, მიუხედავად იმისა გვერდის ავლას როგორ ცდილობდა ვინმე. მოწმეებიც იყვნენ საიდანღაც მოყვანილები, შეგზავნილი ადვოკატებიც, შეთითხნული საქმეებიც, მაგრამ თუ კარგი დაცვა იყო სასამართლოში და მახსოვს ისეთი საქმეებიც ხმაურიანი, სადაც დაცვა ამსხვრევდა გარკვეულ ბრალდებებს და მოსამართლეები იძულებული იყვნენ გაეთვალისწინებიათ ეს. რადგან უსამართლო და უკანონოდ აღიარებულ განაჩენზე ერთი სტატია რომ დაწერილიყო, ზალიან ბევრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ეს იმიტომ რომ, იმ უუფლებო საზოგადოებაში, ასე თუ ისე საზოგადოებრივ აზრს მაინც ითვალისწინებდენ. პირველ შემთხვევაზე დანაშაულის იშვიათი იყო თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით მცირეწლოვანებზე, თუ მათ საზოგადოება დაუდგებოდა თავდებში. ხშირი იყო პირობითი სასჯელები და აძლევდენ ასე ვთქვათ მეორე შანს მოქალაქეს. სხვათაშორის დანაშაულის მიზეზებს და მოტივს აქცევდენ დიდ მნიშვნელობას და ისიც კი შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ დამნაშავეს ანთავისუფლებდენ პასუხისგებიდან სხვისი პასუხისგებაში მიცემით, ვინც ბრალში იყო გარკვეული უსამართლო მოქმედებებით ამ დანაშაულის პროვიცერებაში. ეხლა კი ისე მისცემენ 10 წელს მანქანის საბურავის მოპარვისთვის, რომ უკან არც იხედებიან. აი რა მქონდა მე მხედველოვბაში. მაშინ ცუდი ქვეყანა იყო, არაადამიანური კანონები, მაგრამ ისინი სრულდებოდა და დრეს ტრაბახობენ ჰუმანური კანონებით დემოკრატიულ საზოგადოებაში და არაადამიანურად ეპყრობიან სასამართლოში მოხვედრილ განსასჯელებს და გამოაქვთ არაადეკვატური განაჩენები.
  24. არც პოლიტიკურს ეხება, რადგან ვისაც პოლიტიკური მოტივით ასამართლებდენ, ამითაც იმ დროს არსებულ კანონს ასრულებდენ. აქ პირიქით, არღვევენ. საბჭოთა კავშირში იკრძალებოდა კანონით და ისჯებოდა ანტისაბჭოთა მოღვაწეობა. ასე რომ დღევანდელთან არ კი შეიდარება. აქ არ იკრძალება, მაგრამ ასამართლებენ და სულ სხვა, შეთითხნილი მუხლებით.ამავე დროს ვინც მართლა რომ დასაჭერია ანტისახელმწიფო საქმიანობისთვის ხელსეუხებელია. საბჭოებს კი შეთითხვნა არ სჭირდებოდათ, პირდაპირ გაგიშვებდენ ციმბირში იმ საქმისთვის რისთვისაც დაგაკავეს. საბჭოთა სამართალით ასე თუ ისე კანონი სრულდებოდა, ეხლა კი სასამართლო იქცა არსებული კანონების დარღვევის მფარველად და ხშირად მის მაპროვოცირებლად. საბჭოთა სასამართლოს დროს მუშაობდა დამცველთა(ადვოკატების) ინსტიტუტი და მათ სიტკვას ფასი ქონდა სასამართლოზე. გარდა ამისა ფასი ქონდა მოწმის ინსტიტუტს და საზოგადოებრივ აზრს, რაც დღეს საერთოდ არაა. ასე რომ მაშინ ასე თუ ისე დაცული იყო უდანაშაულობის პრეზუმცია, რისი სახელიც დღევანდელმა სასამართლომ რაა ისიც არ იცის.
×
×
  • შექმენი...