Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. მიდის კი არა უბრძანეს უკვე მიშიკოს ამერიკიდან, მიხედე მაგათო)) ფასო მიღებულია და რაფერ იზამენ ეხლა, ამათი საქმეა.
  2. უკვე მისცენ უფლება))) ჯონ ბაასის გამოსვლა იყო ეხლა, რაც მოვისმინე, სხვა აზრი ვერ გამოვიტანე. მოკლედ თუ დაარბევენ და დასლიან სწორი იქნებაო, რადგან თუ მათ შეკრების და გამოთქმების უფლება აქვთ უკმაყოფილების, სხვა ნაწილს ხალხის აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება და ზეიმისაცო. ჰო და მით უმეტეს მომიტინგეებში არიან პროვოკატორებიო და ა.შ. ზუსტად ვერ დავაციტირე იქნებ, მაგრამ ეგ ნაღდად გავიგე< ამერიკამ უთხრა მიშას ფასო!!! ჰოდა ეხლა მიშა მერაბიშვილს ეტყვის ფასს და გაფრინდება კოქტეილები ჯერ პოლიციაზე და იმ ხალხზე შორიდან რომ თვალს ადევნებენ, მცირე შეტაკებაც მოხდება და ამას მოყვება დარბევა და დაპატიმრებები. ალღუმს არ გადადებენ. ამერიკამ თქვა ბაასის პირით - მეზობლებმა უნდა ნახონ რა წარმატებებს მიაღწია ქვეყანამო))) მოკლედ ხალხის თავპირმტვრევით რუსებსაც ეგრე მესიჯს აძლევენ და ვიღაც რავა ტყუილად მოიჭიჭყება მაქ... და ნამდვილი დამნაშავეები გარეთ იქნებიან.
  3. კარგი რა... ბურჯანაძის დასაჭერად იმდენი იურიდიული საბუთი აქვთ 2008 წლიდან დღემდე და უფრო ადრინდელიც... სახელმწიფოს გადატრიაებისკენ მოწოდება არაა საკმარისი? თუნდაც ალღუმის ჩაშლის მცდელობა, რაც არ უნდა მართალი იყოს ეგ მორალური თვალსაზრისით, არაა მართალი კანონთან!! კანონები კი ასეთია დრეს, რომ იძლევა საშუალებას მათი განხორციელების. და მერე კიდო! თუ ჩანაწერები აქვთ, რომ ვიღაცეები ტერაქტების მოწყობას აპირებენ და მოლოტოვის კოქტეილებით მანქანების დაწვა ეს ტერაქტებს უტოლდება, რატომ არ დაიჭირეს ის ხალხი უკვე? გეტყვი რატომ. ის ხალხი არ არსებობს! ეს გადაცმული პოლიციელებია, რომლენსაც ჯერ არ უსვრიათ ეგ კოქტეილები და ისე თავისიანებს ხომ არ დაიჭერენ? აი რომ ისვრიან თვითონ, მერე დაიჭერენ, მაგრამ სხვებს, მომიტინგეებს და ისიც უბრალო ხალხს, შემთხვევით თუ 10 ლარისთვის მისულებს იქ, ან ვისაც კიდო პატიოსნად, გულუბრყვილოდ სჯერავს რაღაცის. აი ეს გულუბრყვილოებია ამ ხელისუფლებისთვის და ბურჯანაძისთვისაც საშიში, ის ხალხი, ვინც დაძახილზე გამოვა გარეთ ხელისუფლებასთან საბრძოლელად. ამაშია საქმე. ბურჯანაზეს კი რატო დაიჭერენ როდესაც ხელისუფლების საქმეს აკეთებს? თუ არ აკეთებს, დაიჭირონ. შეუძლიათ ეგ და უამრავი მიზეზი აქვთ. უკვე არა? მიშამ მე ვარ ქურდიო, ჩაცუცქდა რიყეზე კამერების წინ და გიგიც მიუცუცქდა გვერდით და ისე ჩაცუცქულებმა მისცეს ინტერვიუ )))
  4. ერთად რვიანის შემადგენელი პარტიებიდან სამაგიეროდ 16% გამოვიდა, რაც ცოტა მეტია ნაციონალების საერთო რეიტინგის ნახევარზე. არაა ცუდი შედეგი. ) ოღონდ აი ალასანიას ლიდერობა მაგ რვიანში შესაცვლელია. ვერ ქაჩავს ბიჭი ლიდერობას და გადგეს გვერდზე. დაუთმოს ადგილი თარგამაძეს, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს მათ შორის და უფრო აქტიურიც არის.
  5. ამაზე სხვა თემაში გამოვთქვი ჩემი აზრი. ხელისუფლება ეტყობა თვითონ ამზადებს რაღაც პროვოკაციას მომიტინგეებში თავისი ხალხის შეგზავნით, რასაც მოყვება მათი მხრიდან "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა და ამის მერე აქციას დაშლიან, რასაც შეიძლება სულ უდანაშაულო ხალხი შეეწიროს. როგორც დაზარალებულების სახით, ისე დაპატიმრებულების. ეს არის ამ ხელისუფლების იდიოტიზმი. მიზეზი ისედაც აქვთ ზალიან ბევრი ბურჯანაძის დასაპატიმრებლად და აქციის დასაშლელად. მაგრამ რადგან მას მისცეს ალიბის გამზადების საშუალება, ეხლა უნდათ რომ ის გაუშვან მიტინგიდან ისე, რომ არც დაიჭირონ(რადგან თავად იყენებენ ბურჯანაძეს) გადააბრალონ აქციის დაშლა ვიღაც "ხულიგნებს" და ასე ორი კურდღელი მოკლან. აქცია დაშალონ, ეს ხულეგნების ბრალი იყოს(ისევ ხალხის რა თქმა უნდა) ბურჯანაძეც თავისუფალი დარჩეს და ყავდეთ ისევ რეზერვში და არც პირშავად დარჩენ "მოკავშირეებთან" საერთაშორისო საზოგადოებასთან. მოკლედ ხვალ დილამდე რაღაც მოხდება და ხალხია ცოდო< ვინც ამაში ასე თუ ისე გულუბრყვილოდ მონაწილეობს. ამის თაობაზე ეხლა უნდა გააკეთონ ყველა პარტიებმა განცხადებები, რომ ხალხი ხელისუფლების და მისი მარიონეტი "ოპოზიციის" ინტრიგების მსხვერპლი არ გახდეს. სად იყურება ეგ ხალხი და რას ფიქრობს აზრზე არ ვარ. თავს კი პოლიტიკოსებს უწოდებენ.
  6. ბოლო საინფორმაციოს რომ ვუყურე, ცუდად მენიშნა. მე მგონი ხელისუფლება დიდ იდიოტიზმს ჩაიდენს ეხლა. ძალიან ცუდად დადგმული სპექტაკლი აჩვენეს საინფორმაციოში იმედით. თითქოს მოლოტოვის კოკტეილების სასროლად 20 ლარად ხალხს აგროვებენ. ვითომ ფარული კამერით ჩანაწერები. ძალიან ეტყობოდა უნიჭოდ გაკეთებული ფარსი რომ იყო. ვისაც კამერა ქონდა გაკეთებული, ხალხს ის ქირაობდა))) ამას ცუდი ამბავი შეიძლება მოყვეს. ხელისუფლებას ისედაც აქვს მიზეზი დაშალოს მიტინგი და პასუხისგებაშიც მისცენ ბურჯანაძე კანონიერი მოტივით, მაგრამ ეტყობა სააკაშვილს და მერაბიშვილს ფეერვერკის მოწყობა სურთ საჩვენებლად და ამას შეიძლება უდანაშაულო ადამიანები შეეწირონ.
  7. აი ეს ნაწილი განსაკუთრებით მომწონს და ხალხმა კი არა, პოლიტოკოსებმა გაიგონ ეს პირველ რიგში და ამით ხელისუფლებაში ყოფნის დროს ან მის გარეთ, შეიქმნან თავისთვის მაინც უსაფრთხო გარემო, რომ ამ ხალხთან ერთად ცხოვრება შესძლონ. თორემ ისე წარმავალია ყველაფერი... კადაფის ეგერ 3 შვილიშვილი და შვილი მოუკლეს. რომელი ჩვენი პოლიტიკოსია ამისგან დაზღვეული, რომ ამერიკული რაკეტა თუ არა და რუსული, ისევ საკუთარი ხალხის მიერნატყორცნი ხელყუმბარა არ მოუღებს მათ ბოლოს 1, 10, 20 ან 50 წლის მერე? ამაზე დაფიქრდენ და ხალხზე იფიქრონ და ამით შეიქმნან თავისთვისაც უსაფრთხო გარემო პოზიციამაც და ოპოზიციამაც. ერთმ,ანეთს კი იმაში ეჯიბრონ ვინ მეტს გააკეთებს და კარგს ისტორიაში დასარჩენად.
  8. ეგ იმ შემთხვევაში, თუ კი ოპოზიცია მოახდენს კონსოლიდაციას და ჩამოყალიბდება გაერთიანების გზით 2-3 ნორმალური პარტია ყველა იმ არსებული მრავალი და წვრილმანისგან. ისე ერთი კარგი საქმე გაკეთდა, ეს მარგინალები მოშორდებიან ოპოზიციას თავი თავისი ხელით თუ ხელისუფლების ხელშეწყობით რომ დაისამარეს და ამიერიდან მათი სახელი ოპოზიციასთან აღარ გაიგივდება და მგონი ეყოფათ ჭკუა სხვებს, რომ მაგათ არავის გვერდით აღარ ვიხილავთ. ამან შიძლება ხალხის კონსოლიდაციასაც შეუწყოს ხელი კონსტრუქციული ოპოზიციის, ან თუმდაც რადიკალური და ნაღდი ოპოზიციის გარშემო და არა ხელისუფლების მიერ შემოგდებულ ძალად გაპიარებული ბუტაფორიების ირგვლივ.
  9. 4ანს მოაცილებენ და იტყვიან მე13 ადგილზე ვარტო))
  10. არა და ეხლა ეს ტემა უფრო საინტერესოა ვიდრე გატრუპული ბურჯანაზე გაჩეჩილაზე კინწმარიშვილ ოქრუაშვილის მომავალი პოლიტიკური დასამარების განხილვა.
  11. ხვალიდან რა სიფათები ექნებათ ეგ მაყურებინა ))) ჰო ისე კინწმარიშვილს დაცხო გუნცაძემო))) დაერევიან აწე ერთმანეთს)))))))))
  12. მოზარდობაში კი ყველა მოკლე კაბა და ვინც გამიცინებდა ის მიყვარდა... მეგონა)))
  13. უკვე ხალხის ლანძღვაზე გადავიდენ მარტოდ დარჩენილი ბურჯანაზეები ისევ. სოროებიდან გამოზვერით ვირთხებო და ლაჩრებოო, კივიან გამწარებულები)) ოღონდ ეხლა მხოლოდ ალღუმის ჩაშლა უნდათ, გამარჯვებულ სააკაშვილს ნუ დაგვანახვებთო)))
  14. ჩუ, რუსმა არ გაგიგონ, თორემ მოვლენ და გააქანებენ რუსეთში )))
  15. ეგ სომეხია ალბათ და რავა იტყვის ქართველებმა ნახევარი მილიონი თურქი გაჟუჟესო? ))ეგ ხო მარტო სომხებს შეეძლოთ გაეკეთებინათ ))) თან ტიგრანას პირიქით იგივე ნახევარი მილიონით აქვთ რომაელებთან ცაგებული ბრძოლა და ისიც 30 000ის პირისპირ))) თუ არ ვცდები იმ ბრძოლაში რომაელებმა სულ 5 ლეგიონერი დაკარგეს , რაც თავად რომაელებს არ სჯეროდათ სენატში, ამბავის მისვლის შემდეგ. ეგონათ სარდალი აზვიადებსო ასე გამარჯვების სიდიდესო)) ისე წყაროებია 800 000 საც ასახელებენ. ოღონდ ერთი რამ გაითვალისწინეთ. მაშინ თურქები არ იყვნენ ჯერ მყარად დასახლებულები და მომთაბარეონდენ. და ამიტომ ალაფი და იჯახები თან დაყავდათ. მსახურებიც, მონებიც. და იქნებ ეს ციფრებიც ასე დიდი მაგიტოა, საერთო რაოდენობა და არა მარტო მებრძოლების.
  16. სტურუას გამოსვლა უკვე სომხური თემის აგორების მცდელობას გავს. ასე რომ არც არაფერი გაგიკვირდეთ... გიჟი თავისუფალია და მისგან კველაფერი მოსალოდნელია. მით უმეტეს ეხლა გამარჯვესბის ეიფორიითაა მთვრალი. თუმცა სომეხ მიშას რომ სომხები სძულდეს არც გამიკვირდება. ბოლო ბოლო მიატოვა მამამ ხომ ეგ და მისი საყვარელი დედიკო, მის გარეშე ნაბიჯს რომ ვერ დგამს. რავიცი აბა...
  17. სამწუხაროდ შეცვალეს და არა მარტო კომუნისტებმა. მანამდე რუსეთის იმპერიაში გატარებულმა 150 წელმა და ეგ შეცვლილი ცნობიერება, უფრო სწორად მისი სრული არ ქონა გვხდება კიდო წინ ყოველ ნაბიჯზე და არც იმის იმედია, რომ რამე დრევანდელი განათლების დონით და უცხოური წეს ჩვეულებების თავზე მოხვევით, რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს.
  18. იმ ლოგიკით რომ მიშა ნებისმიერ რუსულ ბომბზე მეტად გვანგრევს აქ, მართალიცაა )))
  19. კარგად დააკვირდი ძველ პოსტებს. ან ერთად აბლაყუნებენ ხალხსაც და რუსეთსთქო(იქნებ ამერიკასაც) და გამოჩნდება მალე, თუ ნინიკო არ ჩასვათქო. ან თუ რუსეთის თამაშია, დასაჭერია და დაიჭერსთქო. მოკლედ ვარიანტები სავარაუდო იყო ბევრი, მაგრამ რომ არ მჯეროდა მათი ცალ ცალკე ყოფნა(იქნებ რუსეთის თამაშშიც)ეხლაც არ მჯერავს, სანამ ბურჯანაძე გარეთაა და თავისუფალი. და ეჭვი მქონდა ამათ ცუნდრუკში, თუ რუსეთის პარტია ეგ არ იყო, არ გამხდარიყო უცებ მიზეზი რუსეთიდან პროვოკაციის. მარა მიშამ ისე თათხა დღეს კიდო პუტინი... მგონი ნინიკოს მეშვეობით რუსეთის ყურადღება ბუტაფორიულ ოპოზიციაზე გადააქვს ასე. თორემ ნაღდად დაიჭერდა სხვა შემთხვევაში.
  20. ამათ ციხეში კი არა ორდენებს დაურიგებს მალე მიშა ქართულ ოპოზიციასთან ბრძოლისათვის)))
  21. აბა მე რას ვიზახდი პირველივე დღიდან აქციების რომ ელოდნენ ჯერ კიდო და დაწყებულიც არ იყო? )) დრევანდელი გამოსვლაც რიყეზე სააკაშვილის ამის დასტური იყო, დაიწყო უკვე ზეიმი.. ისე მორიგი სისულელე კი დაახეთქა კიდო))) ხელი უნდა მოვაჭრათ დიდოსტატივით ამის თბილისის არქიტექტორს რაიმე საქმით რომ ხალხს თავი დაამახსოვროსო))) და მერე - ფუ ეს რა ვთქვიო თვითონ გაიკვირვა)))
  22. ეჰ რა მალე დამთავრდა აქციები და გადავედი ისევ ძველ ადგილას, რომ ხელისუფლებას დავცხო პოსტებით)))
  23. რატომ 8 ანს? ქრისტიან დემოკრატები 8ანში არიან? ან Nათელაშვილი? ასე ხელასმით მაგათ სათვალავიდან ნუ მოიცილებ. ორივეს ცალცალკე მეტი რეიტინგი აქვს ვიდრე მაგ 8ანს მთლიანობაში ერთად აღებული და თუნდაც რამოდენიმე სხვა სატელიტი პარტიების დამატებით )) ალასანიაც სააკაშვილის პროექტია. ერთერთ საუკეთესო ბრიგადას მე2ესაც ყოფილი სპეცნაზელი ყავდა მეთაურად კაპიტნის ჩინით ))) საკადრო პრობლემები ისევ ისე რჩება და უარესიც არის მგონი დღეს ვიდრე იყო, თუ კი გავითვალისწინებთ იმას, ეხლა ვინაა მინისტრი და რაფერ შეარჩევს ეგ კადრებს)))
  24. გამაცინე ეხლა ამერიკის ჯარს რომ შეადარე)) მივიდეს ეხლა ამერიკაში ჯარში საომარი მდგომარეობის დროს რომელიმე პრეზიდენტის მაღალჩინოსანი თანაპარტიელი და ბრძანებები გასცეს იქ)) ჩვენთან თარგამაძეს და ბოკერიას რომ სეეძლება ბრძანებების მიცემა ჯარზე, ამიტომაა ეს ჯარი მიშას ჯარი და არა ქართული ჯარი. ამას ვამბობ მე და სხვა არაფერს. და იმას, რომ უშუალოდ პრეზიდენტსაც სეუძლია ბრძანების გაცემა და არავინ არ შეხედავს ამ ბრძანების არაკანონიერებას. შეასრულებენ მიცემულ დავალებას(ოღონდ ომი არ მოთხოვოს. მიტინგების დარღვევა მაგალითად კი) გინდ ქუჩაში, გინდ სასწავლო პოლიგონზე, გინდ არჩევნებში, ყველაგან უსიტყვოდ დაემორჩილებიან. ოღონდ ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და ბრძოლის ველზე არ გაუშვან, დაკარგავთ სადღაც))) მით უმეტეს ტანკები არ გაატანოთ, არ იციან მაინც რისთვის არის ეს ტექნიკა და ტყუილად რუსს ან ოსს აჩუქებენ)))
  25. მე ასე ვფიქრობ. თუ ბაგაფში ვერ გადარჩა(და ვერც გადარჩება თუ რუსებმა მისი სეცვლა გადაწყვიტეს) აფხზეთში დაიზაბება სიტუაცია არჩევნების დროს. აფხაზები სეკრული ხალხია, მაგრამ უმცირესობაში არიან ეთნიკურად. დაახლოებით 30-35% არის მოსახლეობის სულ. ქართველები ალბათ 10% და ნახევარზე მეტი სომხები და რუსებია იქ.(ძირითადად სომხები) ჰო და რუსეთი შეეცდება მისი კანდიდატის გაყვანას ამ დიასპორებზე დაყრდნობით. ისინი (რუსები) ძალიან არიან აფხაზებზე განაწყენებულები იქ რომ არ უთმობენ რუსებს ობიექტებს, არ მისცეს სადავო ტერიტორია(170კვ/კმ ითხოვდენ გადაცემას რუსეთისთვის) ასე თუ ისე მათ არ ემორჩილებიან(სააკაშვილებივით დედის გამყიდველები კი არ არიან) ჰო და ამ დროს შეიძლება იფეთქოს დაპირისპირებამ აფხაზებსა და რუსებს შორის. სადაც რუსების მხარედ სომხური მოსახლეობა გამოვა. მოკლედ აფხაზებისთვის ეს ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს, თუ არააფხაზი მოვა იქ სათავეში. საერთოდ როგორც ერს გადააშენებენ. ნეტა ჩვენ უნდა მივცეთ მათ ისევ ლტოლვილობის სტატუსი? არადა ვიხილავთ მგონი მათ მაგ სტატუსით ჩვენთან. ნაწილობრივ მაინც.
×
×
  • შექმენი...