Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. ეხლა ისეთი ამბავი ექნებოდათ ატეხილი... როგორც ბათიაშვილი იყო მოკლული და დასახიჩრებული, ეგრე იქნებიან ისინიც. შეშინებულები ალბათ დაგვიჭერენო, იმალებიან სადღაც. ვიღაცამ კი ალბათ ხელის მოთბობაც გადაწყვიტა, ვიღაც იქნებ მართლაც დაჭერილი ყავთ, მაგრამ ასე უბრალოდ 50 კაცის გაქრობას ვერავინ დამალავს რა... ცოტა რეალურად იმსჯელეთ. კომუნისტებმა ვერ დამალეს 9 აპრილი და 9 მარტი და ეს უტვინოები დამალავენ რამეს?
  2. თბილისში რომც ვიყო, მასეთ აქციაზე არ გავიდოდი, რომელიც დარბეული დამნაშავეების მხარდამჭერია მხოლოდ. აი ისეთ აქციაში კი, რომელიც პოლიტიკოსების მიმართ იქნებოდა ყველა მხარეს მიმართული, რომ მიუღებელი თამაშის წესებით, ისე როგორც ხელისუფლებამ შესთავაზა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთი პარტია თუ ორგანიზაცია მას შეუერთდა ამ მხრივ და თავადაც ისეთივე მიუღებელი წესებით მოქმედებს, ამის წინააღმდეგ - კი. და მოვითხოვდი ლუსტრაციის კანონის მიღების დაჩქარებას!!! ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს პარტიების პრორუსულობაში, პროამერიკულობაში დადანაშაულება და თუ არიან ასეთები, გამოავლინონ, გაშიფრონ და აკრძალონ. ერთხელ და სამუდამოდ შემოვიდეს პოლიტიკური ბრძოლის კულტურა და მისი ბრძოლის წესები დაიცვას ყველამ!!!
  3. ექიმობა არ გამომივიდა და ალბათ იმიტომ)) ისე ბევრს ჰგონია რომ ნიკად ვირუსი მაქვს და რატომ ვერუსი, არ იციან)) ერთ თამაშას ვთამაშობდი... სხვათაშორის იქ ერთი არასამთავრობოს თავმჯდომარე მყავდა მოწინააღმდეგ, ორი წელი ომი გვქონდა, სერიოზულად )) ჰო და იმ თამაშშიდან მომყვა ჩვევად, ყველგან ნიკს თუ ვაკეთებ მხოლოდ ვერუსს ან დათო_ბათუმელს სხვა ნიკს არასდროს ვხმარობ. იქ კი თამაშში ომპერატორი ვერისიმუსი ვიყავი(ვერუსიც იქედან)))) ასე რომ ეგ ჩემს მანიაკალურ დამოკიდებულობაზე მიუთითებს სამართლიანობის მიმართ)))
  4. ტრაგედია რომ მოხდა, და არა ერთხელ უკვე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ძალიან მძიმე შედეგებით, ამან ერთხელ და სამუდამოდ ჭკუა ხომ უნდა გვასწავლოს? მაგრამ არ დაგვირჩა არავის გონიერება, თავიდანვე სხვის შეცდომებზე გვესწავლა. მხოლოდ საკუთარ შეცდომებს ვუშვებთ და უგნურებივით მაინც ვერაფერს ვსწავლობთ. შენ რაღას იკრიჭები, სასაცილოდ არის საქმე? ))
  5. ყველაზე ცუდი რაა იცი? ტყუილი და არა აქვს ამას მნიშვნელობა ვისგან მოდის და ვის წინააღმდეგ. ეხლა ასეთი ტყუილები იმდენი იქნება... ის ხალხი არაა გამორიცხული იმ მიტინგზე იყვნენ და გარბოდნენ. გასასვლელი რომ ვერ ნახეს მიზვრებოდნენ სახურავზე, სადაც დენმა დაარტყათ და მოკვდენ. ეს ხომ არ ანთავისუფლებს ხელისუფლებას და მიტინგის დაშლის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობისგან? არ ანთავისუფლებს ჩემო ბატონო, კორიდორი რომ არ დატოვეს და ის პოლიციელებიც იმიტომ გაიტანა ექსკორტმა. ხო და რათ უნდა ამდენი ტყუილის გავრცელება, ბორკილებიო, ნაცემებიო, მოკლულებიო... ნახავენ მერე ექსპერტები, გააბათილებენ ბრალდებებს, და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეგ? ასე რომ ყველა ჭორის და ინფორმაციის გავრცელებაში ნუ მიიღებთ მონაწილეობას. ერთ მხარეს ეს აღიზიანებს, მეორეს შეცდომებს აშვებინებს და მოგებული ისევ ხელისუფლება იქნება.
  6. ძალიან მაგრად ცდები... მოპარვა ადვილიაო ვერ გეტყვი, მაგასაც შნო უნდა, გეთანხმები. მაგრამ როცა შეგიძლია მოპარვაც, ყაჩაღობაც, მაგრამ ვინმეს პატივისცემით არ აიღო ის რაც ცხვირ წინ გიდევს გაცილებით ძნელია. გააჩნია ცხოვრებაში ვის რა უღირს ყველაზე მეტად და იმის მიხედვით იქცევა.
  7. აქტიურობა არ მითქვამს იმ მხრივ, რომ ვინმეს მხარი დაუჭიროს და ხალხის შემოკრებაში დაეხმაროს. აქტიური იყოს ხალხის გაერთიანებისთვის ქვეყნის სამსახურში, მიუხედავად პარტიული შეხედულებებისა. აქტიურად ებრძოლოს იმ უმსგავსოებას, მათი მხილებით, რასაც აქვს ადგილი პოზიციის თუ ოპოზიციის მხრიდან. ყველას მისი სახელი დაარქვას და ყველაფერს. გაილაშქროს ტელევიზიებზე გარყვნილების პროპაგანდად რომ ქცეულან. მთავრობაზე, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს არად აგდებს და ოპოზიციაზე, მზად რომელიცაა სული მიჰყიდოს ნებისმიერ მტერს თავისი მიზნების გამო. ეს მქონდა მხედველობაში და არა მისი რომელიმე პარტიის თუ მთავრობის სხდომის წევრობა.
  8. პატრიარქს მეტი რა უნდა ეთქვა, მით უმეტეს თუ ვერ ხედავდა და ხედავს იქნებ მხსნელებად ვერც მთავრობას და ვერც იმ ძალას ვისაც ეს მთავრობა უნდა შეეცვალა? ამით ხალხს ანიშნა, არ აყვეთო, რადგან არც ერთს დაუდგა გვერდით და არც მეორეს. ვისაც უნდოდა მიხვდა ამას და ვისაც არაფრის დანახვა არ უნდა, რამდენიც არ უნდა უჩიჩინო, ვერ მიახვედრებ. მეც მინდა ეკლესია უფრო აქტიური იყოს და არა ერთხელ გამომითქმია ეგ, მარა არა ბურჯანაძისნაირების გასამაგრებლად და არც ამ სატანისტი ხელისუფლების გვერდით მინდა იყოს.
  9. მოკლედ მე იმ ბატალიონში ვმსახურობდი, რომელიც ძირითადად ნეტკაჩოვის მიერ მომზადებული ყოფილი ობრ ბიჭებისგან იყო შექმნილი და ასლანის ყოფილი დაცვის და სპეცნაზის წევრებისგან. მათ იქ 100$ ქონდათ ხელფასი ძირითადად და ახალ ჯარში 500 ლარით დაწყო ხელფასები. უმატებდენ ყოველ წელს თან. მსახურობდენ ჯარში და ასლანას დროს მისტიროდნენ. იცით რატომ? მაგრად გვაჭმევდნენო და მენიუ მაშინდელი ზეპირად იცოდნენ და ნერწყვმომდგარები ყვებოდნენ რას და რამდენს ჭამდენ. მერე ჩოლოქზე ან ქაქუთზე ხალხს როგორ ატყავებდენ. ქალებს სხვა კუთხეებიდან ჩამოსულებს როგორ ჟიმავდენ ძალით და არავინ პასურს არ თხოვდა. დარბევებზეც გავყავდით და უხაროდათ პრემიები. სვანეთის დალაშქვრაზე(კვიციანის დროს) ხომ ყველა კარგად დაგვასაჩუქრეს, ესეც უხაროდათ. და რა "ვაჟკაცები" იყვნენ იცით ასეთ დროს? არც კი იკითხოთ, ... მაგრამ ასლანი რომ გადააგორეს, ყველა იმ დროს დამალულები იყვნენ, მეცინებოდა ზოგჯერ მაშინდელ ამბებს რომ ყვებოდნენ, ვინ ვისთან იმალებოდა და როგორ... თან ერთმანეთს აშაყირებდენ, შენ იქ შეზვერიო და შენ იქო... მერე ისევ დასჭირდათ ეს ხალხი, ოღონდ მიშიკოს, დაუძახეს და მსახურობენ ისე, რა სულის მატარებლებიც არიან, მორალის და როგორც თხოვენ. ... ასე რომ რა გიკვირთ?
  10. ვის ვგულისხმოდ და ბოზებს. ბოზ ბანდა ბოზებისგან შედგება მგონი და არა კაი ბიჭებისგან. და ჩემთვის ყველა ნაციონალი ბოზია ვინ მიშა სააკაშვილს უდგას მხარში და ქართულ ტრადიციებს, ქართველობას და ქართულ თვითმყოფადობას ებრძვიან, ბოზობის პროპაგანდით სიტყვით თუ საქმით. და ვისაც ეს პიდარასტობა და ბოზობა კარგი ჰგონია და "მიღწევა" სააკაშვილის მმართველობის, ბოზებიც მგონია და ბოზის შვილებიც.
  11. მან გააკეთა განცხადება, მოუწოდა ხალხს შეეწყვიტათ დაპირისპირება და გაერთიანებულიყვნენ ერთ ერად. ვისაც გაგონა უნდოდა, გაიგონებდა და ვისაც არა, არც გაიგონა.
  12. მე დავწერე აქ ალღუმის თაობაზე. ეხლა პატრიარქს და ეკლესიას მაგრად მიაწვებიან გაბაწყენებული ნაცბოზბანდა. რო არ მივიდა პატრიარქი განაწყენდენ და იძულებული გახდა მიშა ხორუმი გადაედო მერე. მაგრად გატყდომია მაგ სომეხს. ჩაეშალა შოუ. ის მოცეკვავეები კი ზოგი აქ მათ პატრიოტობაზე თავს დებდა, გავიდნენ საცეკვაოდ, მათ უარი არ უთქვამთ. მოცეკვავეებისგან და ტაკიმასხარა მომღერალ არტისტებისგან პიდარასტობის და ბოზობის გარდა უნდა ელოდე რამეს? ჰოდა ჯავრობს მიშა პატრიარქზე და ყრის დორბლებს მისი ბოზბანდა.
  13. ეტყობა ის ხმებიც რომ ის პოლიციელი ცოცხალიაო ტყუილი დარჩა. რადგან დღეს ისევ გამმოაცხადეს მკვდრების სიაში. იმ ორი დაღუპულის შესახებაც რომლებიც ვითომ გადამალულები იყვნენ, არ სჩანს ჯერ ინფორმაცია, რომ ისინი მოკლულებია. დენით მომკვდარან სახურავზე. თუ ტყუიან პატრონი ხომ ყავთ იმ ხალხს? ცემის კვალს ვერ დამალავენ და სხვა მიზეზს სიკვდილის. მოკლედ ორივე მხარისგან იქნება ეხლა ტყუილიც, ბრალდებებიც, მაგრამ არაფერი არ დაიმალება მაინც. ზოგიერთები კი ამის ყველაფრის გამოყენებას ცდილობს და პირველ რიგში ისევ ხელისუფლებას სჭირდება, რომ რაც სეიძლება ბევრი სიცრუე გავრცელდეს, რომ მერე გააბითურონ ისევ გამავრცელებლები ამ ჭორების, და დაიწერონ თავად ქულები. ამიტომ ნებისმიერი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მათი გაბათილებით ხელისუფლება რჩება მოგებული და წაგებული ისინი ვინც მას ავრცელებს. ა ბატონო უკვე ბათიაშვილს ვუყურებ ტელევიზორში. არავის არ გაუტაცია, სადღაც იმალებოდა და რაც მთავარია ცოდნიათ ეს ამბავიო. ისე სახეზე ნაცემი რომ იყო ეტყობოდა, ოღონდ ის თუ რამეს მალავს ისევ ხელისუფლებასთან შეთანხმებით თავისუფლების სანაცვლოდ, ეს უკვე მარტო ხელისუფლების ბრალი ხო არაა? პოლიტიკაში რომ გინდა მოსვლა, იმის თრაკიც უნდა ქონოდა ბოლომდე დამდგარიყო. და ამათ რომ ვიღაც 20 ლარის გამო გაყვება, ან მათ დარბევას გააპროტესტებს, გასახეთქი არაა ცემით ?
  14. რაზე არ აგებენ პასუხს? შეთქმულებაზე სახელმწიფოს წინააღმდეგ? ნებისმიერი ქვეყანა დამისახელე სადაც არ აგებენ ამაზე პასუხს. ვიკილიქსის სკანდალი ხომ გახსოვთ ყველას კარგად? იქ რა გააკეთა იმ ჯარისკაცმა იმაზე მეტი, რაც ბურჯანაძემ გააკეტა 2008 წელს? დოკუმენტები გაახმოვანა საიდუმლო, ელჩების ნაბოდიალები მარტო და არა რაიმე საიდუმლოები სამხედრო თუ სტრატეგიული დანიშნულების და კონკრეტული ციფრები. უბრალოდ იმან ამას ეს მისწერაო, ამან მერე ეს უპასუხაო და რაღაც ამდაგვარები. ის ადამიანი ეხლა სიკვდილის განაჩენის გამოტანას ელოდება!! სხვაგან კი არა - ამერიკაში!! თუ დემოკრატია იქ საქართველოზე დაბალ დონეზეა და არაა მაგალითი? ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაზე? ბურჯანაძე კი დღემდე მას მერე თავისუფალია, და სააკაშვილს იმაზე პასუხის გაცემაც კი უჭირს, დაიჭერენ მას თუ არა, საკმარისი მასალებიც რომ ქონდეს. რუსმა ჟურნალისტმა კისილიოვმა "ინტერ" (უკრაინის ტვ) ეფირში დაუსვა ეს კითხვა და ვერ უპასუხა ამაზე. არა და მისი თანაპარტიელებიც ითხოვენ ზოგი ხმაღლა უკვე და ოპოზიციაც ითხოვს ყველა დამბნაშავის დასჯას, მათ შორის იმ პოლიციელებისაც, ვინც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ვინც ასე უნიჭოდ დაგეგმა დარბევა. რატომ არ იჭერენ ბურჯანაძეს? რატომ მისცეს მას იმის უფლება და მის მომხრეებს, მიეყვანათ საქმე აქციებამდე, როდესაც წინასწარ იცოდნენ რა იგეგმებოდა აქციებზე? ეგაა ხელისუფლების დანაშაული. იქნებ ბევრი ადამიანი ამას რომ ნახავდა, აღარ მისულიყო აქციაზე, როგორც სხვა საღად მოაზროვნე ნაწილი ხალხის არ შეუერთდა, რომლებსაც არ სჭირდებოდათ ასე დაღეჭილი ვიდოების ნახვა ეფირში. ვისაც სჭირდებოდა ნახავდა და დარჩებოდა სახლში, მაგრამ არ აწყობდა ესეც ხელისუფლებას, მსხვერპლი სჭირდებოდა მასაც და მიუშვეს აქციები ისე, რასაც მოყვა ის რაც მოყვა. ეგაა საწადელს ბოლომდე ვერ მიაღწიეს და ეხლა არასამთავროებების დახმარებით ცდილობენ ხალხს სხვა ნაწილი მოწყვიტონ ოპოზიციის, რომლებიც ხელისუფლებასთან კონსტიტუციურ ბრძოლას აპირებენ. დააკვირდით ბოლო გამოკითხვაში ნაციონალებმა ნახევარიც ვერ დააგროვეს ხმების, მხოლოდ40% როდესაც ქრისტიან დემოკრატების რეიტინგი წინა გამოკითხვიდან 2ჯერ გაიზარდა 7დან 14დე. ამას სხვებიც დაუმატეთ და ნაციონალების ხელისუფლება მინუსებში დარჩება. არჩევნებს კი აღარავინ გააყალბებინებს, ეს მათი დასასრული იქნება. ეს კი ძალიან არ უნდათ და ისე4ვ ოპოზიციაზე ცდილობენ დარტყმას. თურმე ყველაზე მეტად ოპოზიციის ბრალი ყოფილა, ბურჯანაძის მიტინგზე რომ ხალხი დაიღუპა, მხარი რომ არ დაუჭირეს. აი ასე მიდის ეხლა ბრძოლა. ექსკორტი რა მხრიდანაც გინდა აბრუნე, ატრიალე კადრები, არაფერს არ ნიშნავს ეხლა. დანაშაული სახეზეა, და ორივე მხარის. ბურჯანაძისაც და ხელისუფლებისაც. ვერც ერთი კადრი ახალი იქნება ის თუ ძველი, ვერავის ვერ გაამართლებს. ყველა კადრი ორივე მხარის დანაშაუზე მეტყველებს, ამიტომ ეხლა სხვა დამნაშავეების ძებნა სჭირდებათ და იმ ოპოზიის პირველ რიგში, ვინც მათ თამაშებში ვერ ჩართეს.
  15. არასდროს შემრცხვენია ჩემი სიტყვის და არც არასდროს შემრცხვება, რადგან საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვცემ პატივს და რაც ენაზე მომადგება და ისე არ ვფიქრობ, იმას არ ვიძახი. რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვამბობ. არ ვამბობ არ მეშლება ზოგჯერ, მაგრამ შეუცდომელიც არავინაა.
  16. Lo Janko "რა დაიმსახურა და რაის მ-5 კოლონა, არა გცხვენია ამას უაპელაციოდ რომ ამბობ? შენ ის კაცი არა ხარ როინ შავაძეზე რომ თავს დებდა? მე მურმან დუმბაძეს ვიცნობ იმაზე კარგად ვიდრე შენ როინ შავაძეს იცნობდი და ვიცი რა დამოკიდებულება აქვს მურმანს რუსებისადმი". მურმან დუმბაძის გავლილი გზა მეც ვიცი როგორია. მაგრამ ის გზა მას არ ამართლებს ბურჯანაძის დანაშაულში რომ ჩაერთო. ბიბლია ხომ წაგიკითხავს? იქ სწერია და დაუჯერე. მთელი ცხოვრება რომ მართებულად იცხოვრო, ბოლოს აცდენილი გზით სამოთხეში ვერ მოხვდებიო და პირიქით, ვინც მთელი ცხოვრება არასწორად ცხოვრობდა, მაგრამ ბოლოს მიაგნო სწორი გზა და მასზე დადგა, იმ გზით მოხვდება სამოთხეშიო. ეს ისე შედარებისთვის, მაგრამ დაახლოებით ასეა ერის სამსახური და ადგილი მის ისტორიაში. nika3012 "თვალს ვადევნებ verusi შენს პოსტებს, საინტერესოდ და საღად აზროვნებ, მაგრამ ამჯერად ემოციებს და ბოღმას ხარ აყოლილი ალბათ და შეურაცმყოფელ განცხადებებს აკეთებ, ერთი ხალხი ვართ, ერთი ერი, ყველანი ადამიანები ბოლობოლო, ვიღაცის ნათესავი იყო იქ, ვიღაცის მეგობარი, ყველას გვეშლება და უცოდველი არავინაა, ყველა შეცდომაზე დუბინკით რომ გასიამუვნონ ნამდვილად არ გესიამუვნება, შეცდომები კი ყველას ბევრი გვაქვს ცხოვრებაში". საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელ მხარესაც გაიხედავ, სადღაც ვიღაცის ნათესავი იქნება ან მეგობარი. ერთხელ მეგობარმა დასახვრეტად გამიმეტა, მე კი სახელი ვერ გავიმეტე ჩემი, თავი რომ გადამერჩინა მისი ჩაშვებით და ტყვიას ველოდი კედელთან... ამის გამო არ მითქვამს უარი სხვა დროსაც მეძმაკაცა ვინმესთან, თუნდაც მკვდარისთვის უკვე და ბოლომდე მის ძმაკაცად დავრჩენილიყავი და არ გამიხსენებია ის, რომ ერთ დროს სხვა ძმაკაცმა სასიკვდილოდ გამიმეტა. ბოღმა კი ისაა რაც ჩემთვის უცხო ხილია საერთოდ. მაგრამ ვერ ვმალავ სიბრაზეს და ზიზღს მათ მიმართ, ვისაც, საკუთარი ცხვირის გარდა არაფრის დანახვა არ შეუძლია და ჭირივით ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ადამიანებს. ახალგაზრდა რომ ვიყავი ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, მართლა ძალიან მიყვარდა.. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა სწავლა მივატოვე და აფხაზეთში ისე გავიპარე, სახლში არავინ იცოდა. არ ვუჯერებდი მეგობრებს იქ(რუსეთში)სისულელეს აკეთებო, სულელებად ისინი მიმაჩნდა ვინც ამას მეუბნებოდა და ვთლიდი ყოფილი მსროლელიც, ყოფილი სპორცმენი, სნაიპერად, იმ საქმით რაც კარგად ვიცოდი, მეტ სარგებლობას მოვუტანდი ჩემ ქვეყანას იმ დროს, ვიდრე რუსეთში ჩემი დარჩენით. ბოლოს კი... ამ ხალხმა, ამ ქვეყანამ ის დამაჯერა რომ სულელი ვყოფილვარ მართლაც და მიკვირს რატომ უნდა მიყვარდეს ის ქვეყანა, სადაც ლაჩრები მეტად დაფასებულებია, სადაც ქვეყნის ღალატით მეტის მოგება შეიძლება ვიდრე მისთვის თავის გაწირვა თუ არა ბოლომდე, მისთვის რაღაცის გადადება. თურმე ის ჯობდა, რუსეთში დავრჩენილიყავი და ასეთი ფიქრებით როგორ მიყვარდეს? მაგრამ იცი რატომ მიყვარს მაინც? იმიტომ, რომ არიან ის ადამიანები აქ, რომლებიც ჩემ ცხოვრებაზე მეტად მიყვარს და მინდა ის ხალხი ბედნიერად იყვნენ, ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობდენ და ვიღაცა არ წყვეტდეს რამდენი ვაგონი გამოყოს მათი ციმბირში გადასასახლებლად ან რამდენი სპეცნაზელი გამოყოს მათ საცემრად. მინდა ნორმალური ქვეყანა, რადგან ცალკე კაცი ვერასდროს ბედნიერი ვერ იქნება. ცალკე ოჯახი ვერასდროს დაცული ვერ იქნება, თუ ირგვლივ უბედურება იქნება მარტო. იქნებ არც ისე ძლიერად მიყვარდეს ამის გამო რომ ისე არაა ყველაფერი როგორც მინდა იყოს, მაგრამ ხომ მაქვს ჩემი ოცნება? და ამის გამო რომ ვინმეს გადავუვლი ხელკეტით თუ დავხრეტ ავტომატით, ვისაც ჩემთვის ამ ოცნების წართმევა უნდა, ნურავის უკვირს. ჩემთვის კი ორივე მტერია დღეს, როგორც მომხრეები ხელისუფლების, ისე მისი ის მოწინააღმდეგეები(ყველა არა) რომლებსაც იგივე გზით უნდათ მოსვლა, ისევ სხვების უბედურების ხარჯზე, რომ დიდხანს გადადონ ჩემი ოცნებაც და იქნებ ოცნების საბაბიც აღარ დამიტოვონ იმით, რომ ვიღაცის ნასროლმა მოლოტოვის კოქტეილმა ის ადამიანი დაწვას შემთხვევით ვინც მიყვარს, ან იმ ნაგვების გამო გამოსულმა პოლიციელმა შემთხვევით იქ მყოფი ჩემი საყვარელი ადამიანი მოკლას ცემაში და ვერ მივიღებ მიზეზად იმ ხალხისგან მას, რომ ამ გზით ასე უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ჩემთვის ბედნიერების მოტანა. არც რუსის მოტანილი ბედნიერება არ მჭირდება, არც ამერიკელის თავზე მოხვეული, და სადაც ჩემი არ იქნება, იქ სხვისი აშენებულის დედაც .... არის ნორმალური გზა, არის ამის შესაძლებლობა და იარონ ამ გზით იმათმა და მიყვენ მათ, ვისაც არა აქვთ დრუნჩი ღორებივით გასვრილი ამ ხალხის უბედურებაზე და არა საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარჯზე. მაღიზიანებს უბრალოდ ის ხალხი, ვინც ამბობს, რუსული ოკუპაცია რითი სჯობს სააკაშვილის ოკუპაციასო. სააკასვილს მოვიცილებ მე 1 წელში, 2 წელში თუ 20 წელში, მაგრამ რუსული ჩექმა რომ დადგება აქ, კიდო 200 წელი ვერ მოიცილებ მას. ამიტომ ასეთი ხალხი, ამას რომ მიმტკიცებენ, და ვიღაც ნაბოზვრები,10, 20, 30 ლარად რომ მიტინგზე მიდიოდნენ, უდანაშაულოები და ცოდვებია, მტრებად ვთლი და ჩავთლი ყოველთვის. არ მეცოდებიან. მათ თვითონ გასწირეს თავი ლარებში და არ მაინტერესებს ამისთვის კიდო ვინ აიღო ლარებად პრემიები.
  17. რეალურად რომ აღვიქვამ და ცალ კარში არ ვთამაშობ, ამიტომ მაქვს ბევრისგან განსხვავებული პოზიცია იქნებ? ფეხებზე მკიდია მთავრობაც და ისეთი "ოპოზიცია" რომლებიც მზად არიან მტერს შეეკვრან უვარგისი მთავრობის ჩამოსაგდებად ისე როგორც თბილისის ომის დროს. მაშინაც ეცოდებოდა ვიღაცას დაღუპული ბიჭები და მზად იყვნენ ბუნკერში ხელისუფლების დამცველები ცოცხლად დაეწვათ. რაიმე განსხვავება იყო დღეს? უბრალოდ ის ხელისუფლება სუსტი იყო და თავი ვერ დაიცვა, ამ ხელისუფლებამ თავი დაიცვა და კარგი რომელი იყო და ცუდი, აქ არაფერ შუაშია. ორივე შემთხვევაში ის გზა, რომელიც მაშინ და დღეს რუსეთის დაქირავებულმა ოპოზიციამ აირჩია, დამღუპველი აღმოჩნდა ქვეყნისთვის. არ შეიძლება ემოციების გამო მარტო ერთი მხარის გამტყუნება, მეორესი კი წამებულებად გამოყვანა. პოლიციამ ცემაო ამბობთ, ისინი რომ სცემდენ სხვებს დროშების ტარებით, ვერ ხედავდით მანამდე? თუ ბურჯანაძე ვისი მოყვანილია ხელისუფლებაში არ იცით? როგორც სააკაშვილი მომიყვანეს და თავზე დამასვეს, არ მინდა ისევე ბურჯანაძე დამასვას სხვებმა თავზე და ის ხალხი, ვინც ამაში მათ ეხმარება, ჩემ პირად მტრებად მიმაჩნია, რდგან არ შემძულებია ჯერ ასე ჩემი ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ იქნებ მე დღეს ყველაზე მეტად მიჭირდეს.
  18. ბურჯანაძე დამნაშავეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ხელისუფლება არაა დამნაშავე იმაში, რომ აქციის დაშლა კი არა, სპეცოპერაციის ჩატარება დაგეგმეს მონაწილეების დაკავებისთვის და გააკეთეს ეგ ძალიან ცუდად. ბურჯანაძიოს და მისი მომხრეების დაკავება უნდა მომხდარიყო კოსტავაზე ჯერ. მაგრამ ის ფაქტი რომ ბურჯანაძე ჯერ კიდო არ არის დაკავებული, მოწმობს იმაზე, რომ ხელისუფლება მასთან შეტანხმებით ცდილობდა აქციებს უფრო მწვავე ხასიათი მიეღო და შემდეგ რაც სეიძლება მეტი ხალხი დაეჭირა მასში მონაწილეობისთვის.
  19. ტვ 25ს ჩაუხშვეს უკვე სიგნალი საკაბელოებზე. ბათუმში კი ძირითადად საკაბელოს მომხმარებლებია. ეხლა ვაერთებ ხოლმე მავთულს ტელევიზორზე, ტვ-25 რომ მოვუსმინო მაინც რადიოსავით.
  20. საიდან და ბრმა არ ვარ და არც ყრუ. მესმოდა ბურჯანაძე რას აცხადებდა 2008 წელს და სად დარბოდა იმასაც ვხედავდი. 5 დღის მანძილზე რუსეთის აგენტიაო მთელი დაქირავებული მასმედია გაჰკიოდა და მას არც ერთი სიტყვით არ გამოუხატავს ამაზე პროტესტი. დაიმსახურეს და მე რომ ვყოფილიყავი იმ პოლიციელების ადგილას ისევე მოვექცეოდი მათ. არ მაინტერესებს რატომ იყვნენ ბურჯანაძის გვერდით. სულელი და უტვინო მეტი მტერია ვიდრე შეგნებული. რადგან არასდროს არ იცი როდის, სად და ვის მხარეს დადგება. სხვა საქმეა ამაში ხელისუფლების დანაშაულის გამოკვეთა. ხელისუფლებამ მეტი დააშავა იმით, რომ დაუშვა აქციის ესკალაცია და მეტი ხალხის ჩათრევის საშუალება მისცა ასე ორგანიზატორებს. ხელისუფლების ბრალია ის, რომ ვერ უზრუნველყო ისეთი სოციალური ფონი ქვეყანაში, რომელიც მე5ე კოლონას ძირს გამოაცლიდა. ხელისუფლების ბრალია ის, რომ მისი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მუდმივი მტრის სახე სჭირდება და და არა საქმის კეთება ქვეყნის სასარგებლოდ. ჰოდა თამაშობენ მუდან ასანთთან დო ზოგჯერ ასე უფეთქდებათ ხელში. აი ამისთვისაა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საჭირო, და არა დაფანტვა ეხლა გაბრაზებული და გაბითურებული პარტიების თუ არასამთავროებების მიერ შეგდებულ მოწოდებებზე, რომლებიც ისევ ხელისუფლებიდან მოდის, რომ ამ დანაშაულზე, რაც მათ ჩაიდეინეს არ მოხდეს ერის კონსოლიდაცია, რაც ყველას ეხლა ჰაერივით გვჭირდება და ესხმიან იმ პარტიებს, რომლებსაც გონივრული პოზიცია ეჭირათ და არ გაისვარენ ამ სპექტაკლში. აბა დაუკვირდით დევიზს დღეს დაგეგმილ აქციაზე - არავითარი პოზიცია და არავითარი ოპოზიცია!!! აბა ვინ? არასამთავროები? ესენი ხომ ხელისუფლების ახალგაზრდული ფრთაა და მოიყვანენ ვიღაცას იმ ფრთიდან, ვიღაცის შესაცვლელად. ჩაანაცვლებენ ვინმეს და ყველაფერი ისევ მის ადგილზე იქნება სხვა. სისტემა უცვლელი დარჩება!!! ამიტომ გეუბნებით - ნუ გაბითურდებით!!!
  21. აი მაგისთვის კეთდებოდა ყველაფერი და ეხლა რომ მაგას ამბობ, ეგ არის ლაჩრობა და ქვეყნის ღალატი. სააკასვილის სიძულვილმა საკუთარი ქვეყანა არ უნდა შეგაძულოს. ის ხალხი კი მოკლეს თუ დახოცეს თუ თრაკში იხმარეს დაიმსახურეს ყველაფერი. და ნუ შევრაცხავთ ეხლა ყველა მე5ე კოლენელს წამებულებად და ნურც 9 აპრილს გავსრით 26 მაისთან შედარებით. იქ პატრიოტები იყვნენ საქართველოსთვის მებრძოლი და რუსეთისგან თვაისუფლებას ითხოვდენ. აქ კი მე5ე კოლენელები საქართველოს ისევ იმ რუსეთში შეთრევას ითხოვდენ. ნუ აყვებით ეხლა ემოციებს ისე, რომ გონება სულ დაგებნიდოთ.
  22. ძალიანაც ნუ აიჩუყებ ეხლა გულს. იქ ვინც იდგა აქციებზე, იცოდნენ ბურჯანაძე ვინც იყო, სად დარბოდა და რა უნდოდა მას. ჰო და ეხლა თუ მისგან მიტოვებულები (თავად გადაუარა ნაწილს თავებზე) პოლიციისგან და ხელისუფლებისგან ნაცემები, დასახიჩრებულები და დახოცილები სადმე ყრიან, დაიმსახურეს ასე თუ ისე და მათთვის ცრემლის ღვრა და პაციფიზმი ეხლა უადგილოა. არ მეცოდებიან!!! ვისაც ემსახურებოდნენ, ისეთი ანაზღაურებაც მიიღეს. იქნებ ვინმე მოყვა, გულუბრყვილო, უდანაშაულო ეძახო, მაგრამ სულელი რომ არის ადამიანი და არ იცის ვისთან და რისთვის დგას, ეს მას დანაშაულისგან არ ანთავისუფლებს. აქციის მონაწილეები კი ყველა დამნაშავეები იყვნენ, რადგან საქართველოს მტრებს ედგენ გვერდში!!! ასეთ ხალხი გვესროდა ზურგში აფხაზეთში, ასეთმა ხალხმა დაიწყო თბილისის ომი და დაამხო მაშინ ეროვნული მთავრობა. ეხლაც დაკარგულ რუსეთს მისტიროდნენ და იტირონ ეხლა მათ გვამებზე მათმა პატრონებმა.
  23. ეს არასამთავროებების, ხელისუფლების სატელიტების დაგეგმილი აქციაა, ისევ ოპოზიციის და ხალხის გასახლეჩად დაგეგმილი. ხელისუფლებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, გარკვეული პარტიები ვერ აიყოლეს თავიანთ სპექტაკლში, ვერ გასვარეს და მხოლოდ თავისი სახის და მსახურების ლუსტრირება მოახდინეს. ეხლკა ცდილობენ როგორმე გამოძვრენ და ყურადღება სხვაგან გადაიტანონ, ისევ ოპოზიციას დაარტყან, რადგან ოპოზიციას სანსი გამოუჩნდა მათთან სერიოზული ბრძოლის და იბრძვიან უკვე. ნუ მოტყუვდებით ხალხო და ხელისუფლების, სოროსის გრანტებზე დამზღარ არასამთავროებს ნუ აყვებით ისევ. ბოკერია არ გეყოთ და მისნაირები? ისინიც ხომ მაგ არასამთავროებებში დაზარდენ. ისინიც ”კმარას” იძახდენ ერთ დროს. არც კი მალავენ, მათი მტერი ეხლა კოალიციაა, გაერთიანებული ოპოზიცია და მათი უკანასკნელი გაბრძოლებაა ეს. ნუ დავეხმარებით ამაში.
  24. გაცოცხლებით არ ცოცხლდებიან, მაგრამ პულსი რომ არ ესინჯებათ არის ესეთი შემთხვევები. გული გაჩერებული არაა, მაგრამ დროგამოშვებით სცემს და სუსტად. სუნთქვაც არ შეინიშნება, მხოლოდ მინით თუ შეგიძლიათ შეამოწმოთ, ცხვირთან მიტანით და დაოტთქლავს)) ეტყობა იმ პოლიციელს არ გაუსინჯეს სათანადოდ პულსი და გაუშვეს პროზექტურაში ცოცხალი. იქ კი გონზე მოვიდა უბრალოდ, ან გაკვეთის დროს შეამჩნიეს რომ ცოცხალი იყო))
  25. ამას ვეღარ დააიგნორებენ მსვლელობა რომ მიეცეს საერთაშორისო სივრცეში. პარტიებმა ეხლა მოთხოვნები უნდა დაუგზავნონ საელჩოებს, რომ დაეხმაროს ცივილიზირებული სამყარო საქართველოს გიჟის მოცილებისგან ხელისუფლებისგან. მოითხოვონ მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ქმედით უნარიანობაზე შემოწმება. ასეთი გიჟებისგან უნდა იყოს რაღაც დამზღვევი მექანიზმი. შეიტანონ სასამართლოში სარჩელი ხელისუფლების წინააღმდეგ, ტყუილის გავრცელებისთვის და საზოგადოების მოტყუებისთვის. ასევე იმისთვის, რომ არ მოახდინენ დროზე ამ აქციების პრევენცია და დრეს ასე უწევთ ასეთი მეთოდებით თავიანთი დანაშაულის გამოსწორება. ხომ აქვს ნებისმიერ პარტიას სარჩელის შეტანის უფლება? საპარლამენტო პარტიებს ხომ აქვთ უფლება კომისიების მოთხოვნის ამ მოვლენებზე. გააკეთონ ყველაფერი და თუ არ გამოვა აქ, დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვონ. და ეს ინფორმაციები ყველა არსებული საშუალებებით გაავრცელონ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა საიტებზე, ბლოგებზე, ყველა ორგანიზაციებში. და მოვა მიშიკოს აღსასრული და გაყვება მას იმ ნაბოზვარი მამათმავლების და სექტანტების ხროვა უკან.
×
×
  • შექმენი...